00:00:01
მოგესალმებით, და-ძმებო!00:00:03
00:00:03
წინა ანგარიშის შემდეგ00:00:05
00:00:05
კიდევ ორი სპეციალური კონგრესი ჩატარდა,00:00:08
00:00:09
ორივე ჩილეში.00:00:10
00:00:11
ამ კონგრესებზე00:00:12
00:00:12
4 700-ზე მეტი დელეგატი
ჩავიდა 21 ქვეყნიდან.00:00:17
00:00:19
მთლიანობაში ორივე კონგრესს00:00:21
00:00:21
17 000-ზე მეტი დელეგატი დაესწრო00:00:24
00:00:24
და 123 მოინათლა.00:00:27
00:00:29
ამ კონგრესებმა დიდი
შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე.00:00:33
00:00:33
აი რას ამბობს ერთ-ერთი დელეგატი,00:00:36
00:00:36
ჯონათანი:00:00:37
00:00:37
„ყოველი ფეხის ნაბიჯზე
ვგრძნობდით სიყვარულს.00:00:41
00:00:42
აეროპორტში დახვედრა,00:00:44
00:00:44
დაგეგმილი ღონისძიებები,00:00:46
00:00:46
საჩუქრები,00:00:48
00:00:48
და-ძმებთან ურთიერთობა,00:00:50
00:00:51
სასტუმროში მომსახურება –00:00:53
00:00:54
ეს ყველაფერი დაუვიწყარი იყო.00:00:57
00:00:57
მადლიერი ვარ იეჰოვასი,00:00:59
00:00:59
რომ საშუალება მოგვცა,00:01:01
00:01:01
ამ საოცარ გარემოში მოვმხვდარიყავით“.00:01:04
00:01:05
ერთი და ჯესიკა კი ამბობს:00:01:07
00:01:08
„ისეთი შეგრძნება გვქონდა,00:01:10
00:01:10
თითქოს ახალ ქვეყნიერებაში ვიყავით“. 00:01:12
00:01:15
ბოლო პერიოდში00:01:16
00:01:16
არაერთი სტიქიური უბედურება მოხდა.00:01:19
00:01:20
სექტემბრის შუა რიცხვებში00:01:21
00:01:21
ქარიშხალ „ბორისს“ 00:01:23
00:01:23
ძლიერი ქარი და
წვიმა მოჰყვა ცენტრალურ ევროპაში.00:01:27
00:01:27
ასობით და-ძმას მოუწია სახლის დატოვება,00:01:30
00:01:30
რის გამოც მათთვის00:01:31
00:01:31
ჰუმანიტარული დახმარების
აღმოჩენა გახდა საჭირო.00:01:35
00:01:35
სამხრეთ აფრიკაში00:01:36
00:01:36
დღემდე გრძელდება ძლიერი გვალვა,00:01:39
00:01:39
რაც ჩვენს და-ძმებსაც აზარალებს.00:01:42
00:01:42
მალავის, მოზამბიკის და
ზიმბაბვის ფილიალებმა00:01:46
00:01:46
ორგანიზება გაუწიეს,00:01:48
00:01:48
რომ ათიათასობით და-ძმისთვის
საკვები მიეწოდებინათ.00:01:53
00:01:54
სექტემბერ-ოქტომბერში00:01:55
00:01:55
შეერთებული შტატების
სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს00:01:59
00:01:59
ქარიშხლებმა,
„ჰელენმა“ და „მილტონმა“, გადაუარა.00:02:03
00:02:04
ამას წყალდიდობა და მეწყერი მოჰყვა.00:02:08
00:02:08
სამწუხაროდ, 3 მაუწყებელი დაიღუპა,00:02:12
00:02:12
11 000-ზე მეტ და-ძმას მოუწია ევაკუაცია,00:02:16
00:02:17
დაზიანდა ან განადგურდა 17 დარბაზი00:02:20
00:02:20
და ჩვენი და-ძმების 2 500-ზე მეტი სახლი.00:02:24
00:02:26
კვლავაც ვლოცულობთ00:02:28
00:02:28
სხვადასხვა სტიქიის
შედეგად დაზარალებული და-ძმებისთვის.00:02:31
00:02:33
მადლიერი ვართ ყველა იმ მოხალისის,00:02:35
00:02:36
რომლებიც მათ დახმარებას უწევენ.00:02:38
00:02:39
მადლიერი ვართ იმ გულუხვი
შესაწირავებისთვისაც,00:02:43
00:02:43
რაც საშუალებას გვაძლევს,00:02:45
00:02:45
დახმარება აღმოვუჩინოთ
გასაჭირში მყოფ თანაქრისტიანებს.00:02:49
00:02:51
2024 წლის 27 სექტემბერს00:02:55
00:02:55
ერიტრეაში პოლიციამ დაარბია00:02:58
00:02:58
იეჰოვას მოწმეთა მშვიდობიანი შეხვედრა.00:03:00
00:03:00
ეს შეხვედრა კერძო სახლში ტარდებოდა.00:03:03
00:03:04
დარბევის შემდეგ00:03:05
00:03:05
პოლიციამ დააპატიმრა 24 და-ძმა,00:03:08
00:03:08
მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვი.00:03:11
00:03:11
მოგვიანებით ბავშვები გაათავისუფლეს.00:03:14
00:03:14
ამ დარბევამდე00:03:15
00:03:15
დაახლოებით 30 წლით ადრე,00:03:18
00:03:18
1994 წელს,00:03:20
00:03:20
ერიტრეის პრეზიდენტმა იეჰოვას მოწმეებს
მოქალაქეობა ჩამოართვა.00:03:25
00:03:26
ამ გადაწყვეტილების გამო00:03:27
00:03:27
დღემდე ჩვენი და-ძმები
ძალიან შეზღუდულები არიან.00:03:31
00:03:31
მათ არ შეუძლიათ შეიძინონ უძრავი ქონება,00:03:35
00:03:35
ჰქონდეთ ბიზნესი00:03:37
00:03:37
ან იშოვონ სამსახური. 00:03:39
00:03:39
დარბევიდან რამდენიმე დღეში00:03:42
00:03:42
პოლიციამ დააპატიმრა 85 წლის და00:03:45
00:03:46
ლეტებერჰან ტესფი.00:03:47
00:03:48
ის ერთ-ერთი პირველი ერიტრეელი იყო,00:03:51
00:03:51
რომელმაც იეჰოვას მოწმეებთან
ბიბლიის შესწავლა დაიწყო00:03:55
00:03:55
და 1957 წელს მოინათლა.00:03:58
00:03:59
მისი 8 შვილი00:04:01
00:04:01
და 8 შვილიშვილი
იეჰოვას ემსახურებიან.00:04:04
00:04:04
დააპატიმრეს მისი ქალიშვილიც00:04:07
00:04:07
ჰადასა ზერესანი.00:04:09
00:04:10
დაკავებულთა შორის არიან00:04:12
00:04:12
და სარონ გებრუ და მისი მეუღლე.00:04:15
00:04:15
სარონი 6 თვის ორსულია.00:04:18
00:04:18
მისი ძმა ჰენოკი00:04:20
00:04:20
ერიტრეაში ამჟამად ყველაზე
დიდი ხნის პატიმარია.00:04:24
00:04:24
ის 2005 წლის იანვარში დააპატიმრეს. 00:04:28
00:04:28
პირველი ნოემბრის მონაცემებით,00:04:31
00:04:31
ერიტრეაში 64 და-ძმა იმყოფება ციხეში.00:04:34
00:04:35
ჩვენ კვლავაც ვლოცულობთ იმ
223 და-ძმისთვის,00:04:39
00:04:39
რომლებიც მთელ მსოფლიოში00:04:41
00:04:41
რწმენის გამო არიან დაპატიმრებული.00:04:44
00:04:45
5 ოქტომბერს ჩატარებულ
ყოველწლიურ შეხვედრაზე00:04:49
00:04:49
ყველასთვის სასიხარულო
განცხადება გაკეთდა.00:04:52
00:04:53
ხელმძღვანელ საბჭოს
ორი ახალი წევრი დაემატა.00:04:57
00:04:57
ესენი არიან00:04:58
00:04:58
ჯოდი ჯედელი და ჯეიკობ რამფი.00:05:01
00:05:01
ჩვენ ისინი მოვიწვიეთ სტუდიაში00:05:03
00:05:03
და ახლა აქ არიან.00:05:05
00:05:05
მოდი გავესაუბროთ მათ00:05:06
00:05:06
და უფრო ახლოს გავიცნოთ.00:05:08
00:05:10
მოგესალმებით!00:05:11
00:05:12
ყველას ბევრი რამ გვაინტერესებს
თქვენ შესახებ.00:05:15
00:05:15
მაგრამ მოდი თავიდან
მოკლედ ის მოგვიყევით,00:05:18
00:05:18
როგორ გაიცანით და შეიყვარეთ იეჰოვა.00:05:21
00:05:22
ჯოდი,00:05:23
00:05:23
რა დაგეხმარა,00:05:24
00:05:24
რომ იეჰოვას მსახური გამხდარიყავი?00:05:26
00:05:28
ჭეშმარიტებაში გავიზარდე.00:05:30
00:05:30
მამაჩემი 40-იან წლებში მოინათლა00:05:33
00:05:33
და სიკვდილამდე
ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს,00:05:36
00:05:36
დედა კი 50-იან წლებში მოინათლა.00:05:38
00:05:39
მათ ძალიან უყვარდათ იეჰოვა
და მისი ორგანიზაცია.00:05:42
00:05:42
მათი მაგალითი მე და ჩემს დასაც
დაგვეხმარა იეჰოვას შეყვარებაში.00:05:47
00:05:48
რაც უფრო ვიზრდებოდი,00:05:50
00:05:50
მით უფრო ვრწმუნდებოდი,
რომ ეს ჭეშმარიტება იყო.00:05:52
00:05:53
მაგრამ ყველაზე მეტად ჩემზე
იმ სიყვარულმა იმოქმედა,00:05:57
00:05:57
რომელიც ღვთის ხალხს შორის დავინახე.00:05:59
00:05:59
მახსოვს, არდადეგებზე00:06:01
00:06:01
და-ძმები ქვეყნის
სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიოდნენ00:06:04
00:06:04
გაუნაწილებელ ტერიტორიებზე საქადაგებლად.00:06:07
00:06:08
მართალია, მათ არ ვიცნობდით,00:06:10
00:06:11
მაგრამ მალევე00:06:12
00:06:12
ერთი ოჯახივით ვხდებოდით.00:06:14
00:06:14
და ეს იმიტომ,00:06:15
00:06:15
რომ ყველა ერთ საქმეს ვაკეთებდით.00:06:17
00:06:17
ამან დიდი სტიმული მომცა.00:06:20
00:06:20
ჩემი მშობლები რწმენაში გაიზარდნენ.00:06:22
00:06:22
უბრალოდ დედა არააქტიური იყო.00:06:25
00:06:25
რაც შეეხება მამაჩემს,00:06:26
00:06:26
ჩემს ბავშვობაში არ იყო იეჰოვას მოწმე.00:06:29
00:06:30
კრებასთან დიდი ურთიერთობა არ გვქონდა,00:06:33
00:06:33
მაგრამ დედაჩემი მაინც გვასწავლიდა
ბავშვებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას.00:06:37
00:06:37
ვიცოდი, რომ ღმერთს იეჰოვა ერქვა,00:06:39
00:06:39
რომ ლოცვით მხოლოდ
მისთვის უნდა მიმემართა,00:06:42
00:06:42
და რომ დედამიწა სამოთხედ
უნდა გადაქცეულიყო.00:06:45
00:06:45
თანაც წელიწადში რამდენჯერმე00:06:47
00:06:47
ბებიასთან ჩავდიოდი ხოლმე,00:06:49
00:06:49
რომელიც იეჰოვას ერთგული მსახური იყო.00:06:52
00:06:52
მისი საუბრები00:06:53
00:06:53
და ქრისტიანული თვისებები
ძალიან დამეხმარა00:06:55
00:06:55
და სურვილი გამიჩნდა,00:06:56
00:06:56
რომ იეჰოვა უკეთ გამეცნო და დავახლოებოდი. 00:06:59
00:07:00
13 წლის ვიყავი, როცა დედას ვუთხარი,00:07:02
00:07:02
რომ ბიბლიის შესწავლა მინდოდა.00:07:04
00:07:05
ვფიქრობდი, თუ ეს ჭეშმარიტებაა,00:07:07
00:07:07
მაშინ იეჰოვას მოწმე გავხდები-მეთქი00:07:10
00:07:10
და თუ არაა ჭეშმარიტება,
კარგი ადამიანი მაინც გავხდები.00:07:14
00:07:15
როგორც აღმოჩნდა,00:07:16
00:07:16
იმ პერიოდში დედასაც
უნდოდა იეჰოვასთან დაბრუნება.00:07:20
00:07:20
ასე რომ, ერთად გადავდგით ნაბიჯები.00:07:22
00:07:23
საკმაოდ მალე მივხვდი,00:07:25
00:07:25
რომ რასაც ვსწავლობდი,
მართლაც ჭეშმარიტება იყო.00:07:29
00:07:29
ერთი თვის შემდეგ,
რაც დედამ მსახურება განაახლა,00:07:32
00:07:32
მეც მოუნათლავი მაუწყებელი გავხდი.00:07:35
00:07:35
ძალიან ბედნიერი ვარ,00:07:36
00:07:36
რომ დღეს მთელი
ჩემი ოჯახი ემსახურება იეჰოვას00:07:39
00:07:39
და მათი რწმენა ჩემთვის სამაგალითოა.00:07:42
00:07:42
ძმებო, რამ გაგიჩინათ
სრული დროით მსახურების სურვილი?00:07:47
00:07:48
ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა
პიონერების კარგმა მაგალითმა00:07:52
00:07:52
და მსახურებაში მათმა შემართებამ.00:07:54
00:07:55
სარაიონო ზედამხედველებმაც
საუკეთესო მაგალითი მომცეს.00:07:59
00:07:59
ისინი ყოველთვის ინტერესდებოდნენ ჩემით.00:08:02
00:08:02
ეს და-ძმები ბედნიერები იყვნენ00:08:04
00:08:04
და უამრავ საინტერესო
შემთხვევას ყვებოდნენ.00:08:07
00:08:07
ზოგი პიონერი სხვა ქვეყანაშიც კი
გადადიოდა მსახურებისთვის.00:08:11
00:08:12
ამ ყველაფერმა
მისიონერად მსახურება მომანდომა.00:08:15
00:08:15
ამიტომ სკოლის დამთავრების შემდეგ00:08:17
00:08:18
პიონერობა დავიწყე. 00:08:19
00:08:19
პრინციპში ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა.00:08:22
00:08:22
მეც სრული დროით
მსახურებთან ურთიერთობა დამეხმარა.00:08:26
00:08:26
ჩემს მშობლებს პიონერული სული ჰქონდათ.00:08:29
00:08:29
სანამ შვილები ეყოლებოდათ,00:08:31
00:08:31
პიონერებად მსახურობდნენ კიდეც.00:08:32
00:08:33
მოგვიანებით დედამ
ისევ დაიწყო პიონერად მსახურება00:08:36
00:08:36
და დღემდე პიონერია.00:08:37
00:08:37
ზაფხულობით მთელი ოჯახი
დამხმარე პიონერად ვმსახურობდით,00:08:41
00:08:41
სარაიონოებთანაც ვქადაგებდით ხოლმე00:08:43
00:08:43
და თითქმის ყოველ ზაფხულს
ბეთელსაც ვსტუმრობდით.00:08:47
00:08:47
ამ ყველაფერმა დამარწმუნა,00:08:48
00:08:48
რომ სრული დროით
მსახურებაზე უკეთეს არჩევანს00:08:52
00:08:52
ცხოვრებაში ვერ გავაკეთებდი.00:08:54
00:08:54
სკოლა რომ დავამთავრე, პიონერობა დავიწყე,00:08:57
00:08:57
19 წლისამ კი ბეთელში მსახურება.00:08:59
00:08:59
ჩემი და და სიძეც ბეთელში მსახურობდნენ. 00:09:02
00:09:02
შეგიძლიათ გვითხრათ,00:09:03
00:09:03
რა დავალებებს ასრულებდით წლების მანძილზე00:09:06
00:09:06
და რა ისწავლეთ?00:09:08
00:09:08
თავიდან უოლკილში
დასუფთავების განყოფილებაში ვმსახურობდი.00:09:12
00:09:12
კარგი გუნდი გვყავდა.00:09:13
00:09:13
ერთად მუშაობა გვიხაროდა.00:09:15
00:09:15
ბევრ და-ძმასთან მიწევდა მუშაობა00:09:17
00:09:17
და გრაფიკი ხშირად მეცვლებოდა.00:09:19
00:09:19
ამან მასწავლა, რომ ცვლილებებს
ადვილად მოვრგებოდი.00:09:22
00:09:23
მოგვიანებით სხვა
განყოფილებაში გადამიყვანეს,00:09:26
00:09:26
სადაც სამედიცინო თუ
სხვა სახის საქმესთან მქონდა შეხება.00:09:30
00:09:30
მისიონერებსაც ვეხმარებოდი
სამედიცინო საკითხებში.00:09:33
00:09:33
მოგვიანებით დავქორწინდი და00:09:35
00:09:35
მე და დამარისი
ბრუკლინში გადაგვიყვანეს.00:09:37
00:09:37
იქაც მსგავს საქმეს ვასრულებდი.00:09:40
00:09:40
2005 წელს პიონერებად00:09:42
00:09:42
მსახურება გავაგრძელეთ,
მშობლებზე ზრუნვა რომ შეგვძლებოდა.00:09:46
00:09:46
იმ პერიოდში სამედიცინო და
სამშენებლო საკითხებში00:09:49
00:09:49
ორ კომიტეტთანაც ვთანამშრომლობდი.00:09:52
00:09:52
8 წლის შემდეგ უკან დავბრუნდით.00:09:54
00:09:54
2 კვირით მიგვიწვიეს
უორიკის მშენებლობაზე.00:09:57
00:09:57
თუმცა 2 კვირაც გავიდა და,00:09:59
00:09:59
როგორც ხედავთ, დღემდე აქ ვართ.00:10:01
00:10:02
2015 წელს პატერსონში გადაგვნიშნეს,00:10:05
00:10:05
სადაც ადგილობრივ საპროექტო-სამშენებლო
განყოფილებაში ვმუშაობდი.00:10:09
00:10:10
2018-ში ეს განყოფილება
უოლკილში გადავიდა. 00:10:13
00:10:13
ასე რომ, იქ დავბრუნდი,
სადაც დავიწყე ბეთელში მსახურება.00:10:17
00:10:17
შემდეგ სამედიცინო მომსახურების00:10:18
00:10:18
საინფორმაციო განყოფილებაში გადამიყვანეს.00:10:22
00:10:22
ბოლოს კი უორიკში სამედიცინო მომსახურების00:10:24
00:10:24
საინფორმაციო ცენტრში დავიწყე მსახურება.00:10:27
00:10:28
ყველგან, სადაც არ უნდა გვემსახურა,00:10:31
00:10:31
ბევრ რამეს ვსწავლობდით
სულიერად მოწიფული და-ძმებისგან.00:10:35
00:10:35
შესანიშნავ მაგალითს
ის ძმები გვაძლევდნენ,00:10:38
00:10:38
რომელთაც სერიოზული
პასუხისმგებლობები ჰქონდათ,00:10:42
00:10:42
მაგრამ თავმდაბლობას ინარჩუნებდნენ,00:10:44
00:10:44
და-ძმებსაც სიყვარულით ეპყრობოდნენ00:10:47
00:10:47
და გამოცდილებასაც გვიზიარებდნენ.00:10:49
00:10:49
და როცა ბეთელში არ ვიყავით,00:10:51
00:10:51
ვხედავდით, როგორ უნერგავდნენ
მშობლები შვილებს იეჰოვას სიყვარულს00:10:55
00:10:55
და რა მზადყოფნას იჩენდნენ
და-ძმები ღვთის საქმეში.00:10:59
00:10:59
ღვთის ხალხი მართლაც გამორჩეულია00:11:01
00:11:01
და მათგან ბევრს ვსწავლობ.00:11:03
00:11:04
კარგად მახსოვს,00:11:05
00:11:05
1998 წლის კონგრესზე00:11:07
00:11:07
ყურადღება გაამახვილეს იმ ქვეყნებზე,00:11:10
00:11:10
სადაც მეტი პიონერის
დახმარება სჭირდებოდათ.00:11:13
00:11:14
ერთ-ერთი იყო ეკვადორი.00:11:16
00:11:17
ვილოცე ამ საკითხზე,00:11:19
00:11:19
კარგად ავწონ-დავწონე ჩემი სიტუაცია,00:11:21
00:11:21
ინფორმაციაც მოვიძიე,00:11:23
00:11:23
შემდეგ კი გადავწყვიტე,
წერილი მიმეწერა ეკვადორის ფილიალისთვის.00:11:27
00:11:27
ქვეყნის სანახავადაც ჩავედი.00:11:30
00:11:30
იეჰოვას დახმარებით ყველაფერი ისე აეწყო,00:11:32
00:11:32
რომ გადასვლაც შევძელი.00:11:34
00:11:34
მსახურებისთვის საოცარი გარემო იყო.00:11:36
00:11:36
ბევრი ადამიანი ეძებდა ჭეშმარიტებას.00:11:39
00:11:40
ისე გამოვიდა, რომ მისიონერად
მსახურების ოცნებაც ავიხდინე.00:11:44
00:11:45
თუმცა ყველაზე მეტად იმაში გამიმართლა,00:11:47
00:11:47
რომ სწორედ ეკვადორში
შევხვდი ჩემს მეუღლეს, ინგას.00:11:51
00:11:52
დაქორწინების შემდეგ00:11:53
00:11:53
მე და ინგამ ისევ
ეკვადორში განვაგრძეთ მსახურება.00:11:56
00:11:58
რამდენიმე წლის შემდეგ00:11:59
00:11:59
სპეციალურ პიონერებად დავინიშნეთ,00:12:02
00:12:02
შემდეგ კი სარაიონო მსახურებას შევუდექით.00:12:05
00:12:05
რამდენიმე კრებას
ამაზონის ჯუნგლებში ვინახულებდით.00:12:08
00:12:08
ჩვენთვის იქ მსახურება
ერთგვარი თავგადასავალი იყო. 00:12:11
00:12:12
2011 წელს სკოლა „გალაადის“
132-ე კლასში მიგვიწვიეს,00:12:17
00:12:17
რაც ჩვენთვის დიდი სიურპრიზი00:12:19
00:12:19
და, რა თქმა უნდა, უდიდესი პატივი იყო.00:12:22
00:12:22
„გალაადის“ შემდეგ
ბევრ ცვლილებასთან მოგვიწია შეგუება.00:12:26
00:12:26
შესაძლებლობა მოგვეცა,00:12:27
00:12:27
რომ არაერთ ქვეყანაში
სხვადასხვა დავალება შეგვესრულებინა.00:12:31
00:12:32
ამ დავალებების
შესრულების დროს ვისწავლეთ,00:12:35
00:12:35
რომ გავიხაროთ იმით,00:12:36
00:12:36
რისი კეთების საშუალებაც
გვაქვს მოცემულ სიტუაციაში00:12:40
00:12:40
და არ ვიდარდოთ იმაზე,
რისი შეცვლაც არ შეგვიძლია.00:12:44
00:12:44
ისიც დავინახეთ,00:12:45
00:12:46
რომ მნიშვნელობა არ აქვს, სად მსახურობ,00:12:48
00:12:48
მთავარი ის ხალხია,
ვისთან ერთადაც მსახურობ.00:12:51
00:12:52
ყველგან, სადაც ვიმსახურეთ,00:12:54
00:12:54
იქაური და-ძმები ძალიან შეგვიყვარდნენ.00:12:57
00:12:57
რომელი ბიბლიური აზრი გმატებთ ძალას,00:13:00
00:13:00
რომ შეუდგეთ თქვენი
ახალი დავალების შესრულებას?00:13:04
00:13:04
მამხნევებს იესო ნავეს ძის მაგალითი00:13:06
00:13:06
და ის სიტყვები, რაც
იეჰოვამ ახალი დავალების მიცემისას უთხრა.00:13:10
00:13:11
იესო ნავეს ძე ათწლეულების მანძილზე00:13:14
00:13:14
დიდ გაბედულებას იჩენდა.00:13:15
00:13:16
მან წითელი ზღვა გაიარა,00:13:18
00:13:18
ისრაელებს
ამალეკელებთან ბრძოლაში გაუძღვა,00:13:21
00:13:21
მზვერავიც იყო00:13:23
00:13:23
და არაერთ რთულ სიტუაციაში00:13:25
00:13:25
მოსეს გაბედულად ედგა მხარში.00:13:27
00:13:28
თუმცა საინტერესოა,00:13:29
00:13:29
რა სიტყვები უთხრა იეჰოვა მას:00:13:32
00:13:33
„ხომ გიბრძანე,
გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი-მეთქი!00:13:37
00:13:37
ნუ შეძრწუნდები და ნუ შეშინდები“.00:13:41
00:13:41
შემდეგ აუხსნა, რატომ არ უნდა
შეშინებოდა ამ ახალი დავალების00:13:45
00:13:45
და ასეთი სიტყვებით გაამხნევა:00:13:47
00:13:48
„სადაც წახვალ,00:13:49
00:13:49
ყველგან შენთან იქნება იეჰოვა,
შენი ღმერთი!“.00:13:53
00:13:54
მთავარია, გვახსოვდეს,00:13:56
00:13:56
რა დავალებაც არ უნდა მივიღოთ,00:13:58
00:13:58
იეჰოვა ჩვენ გვერდით იქნება.00:14:00
00:14:00
წლების მანძილზე
ყოველთვის ვხედავდი იეჰოვას ხელს.00:14:03
00:14:04
მჯერა, რომ ის ახლაც დამეხმარება.00:14:07
00:14:07
ერთი მომენტიცაა,00:14:09
00:14:09
იეჰოვამ იესო ნავეს ძეს უთხრა,
რომ მასთან იქნებოდა,00:14:13
00:14:13
უშუალოდ მასთან.00:14:14
00:14:15
იეჰოვა არ შეცვლილა.00:14:16
00:14:17
ასე რომ, მთავარი იეჰოვაა.00:14:19
00:14:19
ჩვენ უბრალოდ მის ხელში ინსტრუმენტი ვართ.00:14:22
00:14:23
ის თავად უდგას მხარში
თავის თითოეულ მსახურს.00:14:27
00:14:27
ამიტომ ეჭვი არ მეპარება,00:14:29
00:14:29
რომ ის მეც ამომიდგება მხარში00:14:31
00:14:31
და დამეხმარება
ახალი დავალების შესრულებაში.00:14:35
00:14:36
როცა ახალი დავალება მივიღე,00:14:38
00:14:38
თავი გედეონივით ვიგრძენი.00:14:40
00:14:40
ის ერთი ჩვეულებრივი კაცი იყო00:14:43
00:14:43
და ვერ წარმოედგინა,
რაში გამოადგებოდა იეჰოვას ხალხს.00:14:46
00:14:47
მაგრამ იეჰოვამ ანგელოზის მეშვეობით
ერთ რამეში დაარწმუნა.00:14:52
00:14:52
მსაჯულების 6:14-ში წერია:00:14:54
00:14:56
„ძალ-ღონე მოიკრიბე და წადი!00:14:58
00:14:59
შენ იხსნი ისრაელს მიდიანის ხელიდან,00:15:02
00:15:02
რადგან მე გგზავნი!“.00:15:04
00:15:04
ფაქტია, მხოლოდ საკუთარი ძალით00:15:07
00:15:07
გედეონი ვერაფერს გახდებოდა.00:15:09
00:15:10
თუ ის თავის გასაკეთებელს გააკეთებდა,00:15:12
00:15:12
სხვა დანარჩენზე00:15:14
00:15:14
იეჰოვა იზრუნებდა.00:15:16
00:15:17
სიმართლე გითხრათ,00:15:18
00:15:18
ამ სიახლემ მე და ჩემი
მეუღლე ცოტა შეგვაშინა,00:15:22
00:15:23
მაგრამ გვინდა, გედეონს მივბაძოთ.00:15:25
00:15:26
ჩვენ ჩვენი გავაკეთოთ,00:15:28
00:15:28
დანარჩენი კი იეჰოვას მივანდოთ.00:15:30
00:15:30
ეს ხომ მისი საქმეა.00:15:32
00:15:32
ამიტომ, საბოლოო ჯამში,
ყველაფერზე ის იზრუნებს. 00:15:36
00:15:36
მადლობა, ძმებო!00:15:37
00:15:38
მახსოვს, 30 წლის წინ,00:15:41
00:15:41
როცა ხელმძღვანელი
საბჭოს წევრად დავინიშნე,00:15:43
00:15:43
მეც თქვენნაირი განცდები მქონდა.00:15:46
00:15:46
დარწმუნებული ვარ,00:15:47
00:15:47
იეჰოვა თქვენც დაგეხმარებათ.00:15:50
00:15:50
გვიხარია, რომ ხელმძღვანელ
საბჭოში ჩვენთან ერთად იმსახურებთ.00:15:54
00:15:54
ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ ხელი მოგიმართოთ
ამ დავალების შესრულებისას. 00:15:59
00:15:59
და-ძმებო, ვლოცულობთ ყველა თქვენგანზეც.00:16:03
00:16:03
გვინდა, ჩვენს სიყვარულში დაგარწმუნოთ.00:16:06
00:16:06
ეს იყო JW მაუწყებლობა00:16:08
00:16:08
იეჰოვას მოწმეთა
მსოფლიო მთავარი სამმართველოდან.00:16:12
ხელმძღვანელი საბჭოს 2024 წლის მე-7 ანგარიში
-
ხელმძღვანელი საბჭოს 2024 წლის მე-7 ანგარიში
მოგესალმებით, და-ძმებო!
წინა ანგარიშის შემდეგ
კიდევ ორი სპეციალური კონგრესი ჩატარდა,
ორივე ჩილეში.
ამ კონგრესებზე
4 700-ზე მეტი დელეგატი
ჩავიდა 21 ქვეყნიდან.
მთლიანობაში ორივე კონგრესს
17 000-ზე მეტი დელეგატი დაესწრო
და 123 მოინათლა.
ამ კონგრესებმა დიდი
შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე.
აი რას ამბობს ერთ-ერთი დელეგატი,
ჯონათანი:
„ყოველი ფეხის ნაბიჯზე
ვგრძნობდით სიყვარულს.
აეროპორტში დახვედრა,
დაგეგმილი ღონისძიებები,
საჩუქრები,
და-ძმებთან ურთიერთობა,
სასტუმროში მომსახურება –
ეს ყველაფერი დაუვიწყარი იყო.
მადლიერი ვარ იეჰოვასი,
რომ საშუალება მოგვცა,
ამ საოცარ გარემოში მოვმხვდარიყავით“.
ერთი და ჯესიკა კი ამბობს:
„ისეთი შეგრძნება გვქონდა,
თითქოს ახალ ქვეყნიერებაში ვიყავით“.
ბოლო პერიოდში
არაერთი სტიქიური უბედურება მოხდა.
სექტემბრის შუა რიცხვებში
ქარიშხალ „ბორისს“
ძლიერი ქარი და
წვიმა მოჰყვა ცენტრალურ ევროპაში.
ასობით და-ძმას მოუწია სახლის დატოვება,
რის გამოც მათთვის
ჰუმანიტარული დახმარების
აღმოჩენა გახდა საჭირო.
სამხრეთ აფრიკაში
დღემდე გრძელდება ძლიერი გვალვა,
რაც ჩვენს და-ძმებსაც აზარალებს.
მალავის, მოზამბიკის და
ზიმბაბვის ფილიალებმა
ორგანიზება გაუწიეს,
რომ ათიათასობით და-ძმისთვის
საკვები მიეწოდებინათ.
სექტემბერ-ოქტომბერში
შეერთებული შტატების
სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს
ქარიშხლებმა,
„ჰელენმა“ და „მილტონმა“, გადაუარა.
ამას წყალდიდობა და მეწყერი მოჰყვა.
სამწუხაროდ, 3 მაუწყებელი დაიღუპა,
11 000-ზე მეტ და-ძმას მოუწია ევაკუაცია,
დაზიანდა ან განადგურდა 17 დარბაზი
და ჩვენი და-ძმების 2 500-ზე მეტი სახლი.
კვლავაც ვლოცულობთ
სხვადასხვა სტიქიის
შედეგად დაზარალებული და-ძმებისთვის.
მადლიერი ვართ ყველა იმ მოხალისის,
რომლებიც მათ დახმარებას უწევენ.
მადლიერი ვართ იმ გულუხვი
შესაწირავებისთვისაც,
რაც საშუალებას გვაძლევს,
დახმარება აღმოვუჩინოთ
გასაჭირში მყოფ თანაქრისტიანებს.
2024 წლის 27 სექტემბერს
ერიტრეაში პოლიციამ დაარბია
იეჰოვას მოწმეთა მშვიდობიანი შეხვედრა.
ეს შეხვედრა კერძო სახლში ტარდებოდა.
დარბევის შემდეგ
პოლიციამ დააპატიმრა 24 და-ძმა,
მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვი.
მოგვიანებით ბავშვები გაათავისუფლეს.
ამ დარბევამდე
დაახლოებით 30 წლით ადრე,
1994 წელს,
ერიტრეის პრეზიდენტმა იეჰოვას მოწმეებს
მოქალაქეობა ჩამოართვა.
ამ გადაწყვეტილების გამო
დღემდე ჩვენი და-ძმები
ძალიან შეზღუდულები არიან.
მათ არ შეუძლიათ შეიძინონ უძრავი ქონება,
ჰქონდეთ ბიზნესი
ან იშოვონ სამსახური.
დარბევიდან რამდენიმე დღეში
პოლიციამ დააპატიმრა 85 წლის და
ლეტებერჰან ტესფი.
ის ერთ-ერთი პირველი ერიტრეელი იყო,
რომელმაც იეჰოვას მოწმეებთან
ბიბლიის შესწავლა დაიწყო
და 1957 წელს მოინათლა.
მისი 8 შვილი
და 8 შვილიშვილი
იეჰოვას ემსახურებიან.
დააპატიმრეს მისი ქალიშვილიც
ჰადასა ზერესანი.
დაკავებულთა შორის არიან
და სარონ გებრუ და მისი მეუღლე.
სარონი 6 თვის ორსულია.
მისი ძმა ჰენოკი
ერიტრეაში ამჟამად ყველაზე
დიდი ხნის პატიმარია.
ის 2005 წლის იანვარში დააპატიმრეს.
პირველი ნოემბრის მონაცემებით,
ერიტრეაში 64 და-ძმა იმყოფება ციხეში.
ჩვენ კვლავაც ვლოცულობთ იმ
223 და-ძმისთვის,
რომლებიც მთელ მსოფლიოში
რწმენის გამო არიან დაპატიმრებული.
5 ოქტომბერს ჩატარებულ
ყოველწლიურ შეხვედრაზე
ყველასთვის სასიხარულო
განცხადება გაკეთდა.
ხელმძღვანელ საბჭოს
ორი ახალი წევრი დაემატა.
ესენი არიან
ჯოდი ჯედელი და ჯეიკობ რამფი.
ჩვენ ისინი მოვიწვიეთ სტუდიაში
და ახლა აქ არიან.
მოდი გავესაუბროთ მათ
და უფრო ახლოს გავიცნოთ.
მოგესალმებით!
ყველას ბევრი რამ გვაინტერესებს
თქვენ შესახებ.
მაგრამ მოდი თავიდან
მოკლედ ის მოგვიყევით,
როგორ გაიცანით და შეიყვარეთ იეჰოვა.
ჯოდი,
რა დაგეხმარა,
რომ იეჰოვას მსახური გამხდარიყავი?
ჭეშმარიტებაში გავიზარდე.
მამაჩემი 40-იან წლებში მოინათლა
და სიკვდილამდე
ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს,
დედა კი 50-იან წლებში მოინათლა.
მათ ძალიან უყვარდათ იეჰოვა
და მისი ორგანიზაცია.
მათი მაგალითი მე და ჩემს დასაც
დაგვეხმარა იეჰოვას შეყვარებაში.
რაც უფრო ვიზრდებოდი,
მით უფრო ვრწმუნდებოდი,
რომ ეს ჭეშმარიტება იყო.
მაგრამ ყველაზე მეტად ჩემზე
იმ სიყვარულმა იმოქმედა,
რომელიც ღვთის ხალხს შორის დავინახე.
მახსოვს, არდადეგებზე
და-ძმები ქვეყნის
სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიოდნენ
გაუნაწილებელ ტერიტორიებზე საქადაგებლად.
მართალია, მათ არ ვიცნობდით,
მაგრამ მალევე
ერთი ოჯახივით ვხდებოდით.
და ეს იმიტომ,
რომ ყველა ერთ საქმეს ვაკეთებდით.
ამან დიდი სტიმული მომცა.
ჩემი მშობლები რწმენაში გაიზარდნენ.
უბრალოდ დედა არააქტიური იყო.
რაც შეეხება მამაჩემს,
ჩემს ბავშვობაში არ იყო იეჰოვას მოწმე.
კრებასთან დიდი ურთიერთობა არ გვქონდა,
მაგრამ დედაჩემი მაინც გვასწავლიდა
ბავშვებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას.
ვიცოდი, რომ ღმერთს იეჰოვა ერქვა,
რომ ლოცვით მხოლოდ
მისთვის უნდა მიმემართა,
და რომ დედამიწა სამოთხედ
უნდა გადაქცეულიყო.
თანაც წელიწადში რამდენჯერმე
ბებიასთან ჩავდიოდი ხოლმე,
რომელიც იეჰოვას ერთგული მსახური იყო.
მისი საუბრები
და ქრისტიანული თვისებები
ძალიან დამეხმარა
და სურვილი გამიჩნდა,
რომ იეჰოვა უკეთ გამეცნო და დავახლოებოდი.
13 წლის ვიყავი, როცა დედას ვუთხარი,
რომ ბიბლიის შესწავლა მინდოდა.
ვფიქრობდი, თუ ეს ჭეშმარიტებაა,
მაშინ იეჰოვას მოწმე გავხდები-მეთქი
და თუ არაა ჭეშმარიტება,
კარგი ადამიანი მაინც გავხდები.
როგორც აღმოჩნდა,
იმ პერიოდში დედასაც
უნდოდა იეჰოვასთან დაბრუნება.
ასე რომ, ერთად გადავდგით ნაბიჯები.
საკმაოდ მალე მივხვდი,
რომ რასაც ვსწავლობდი,
მართლაც ჭეშმარიტება იყო.
ერთი თვის შემდეგ,
რაც დედამ მსახურება განაახლა,
მეც მოუნათლავი მაუწყებელი გავხდი.
ძალიან ბედნიერი ვარ,
რომ დღეს მთელი
ჩემი ოჯახი ემსახურება იეჰოვას
და მათი რწმენა ჩემთვის სამაგალითოა.
ძმებო, რამ გაგიჩინათ
სრული დროით მსახურების სურვილი?
ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა
პიონერების კარგმა მაგალითმა
და მსახურებაში მათმა შემართებამ.
სარაიონო ზედამხედველებმაც
საუკეთესო მაგალითი მომცეს.
ისინი ყოველთვის ინტერესდებოდნენ ჩემით.
ეს და-ძმები ბედნიერები იყვნენ
და უამრავ საინტერესო
შემთხვევას ყვებოდნენ.
ზოგი პიონერი სხვა ქვეყანაშიც კი
გადადიოდა მსახურებისთვის.
ამ ყველაფერმა
მისიონერად მსახურება მომანდომა.
ამიტომ სკოლის დამთავრების შემდეგ
პიონერობა დავიწყე.
პრინციპში ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა.
მეც სრული დროით
მსახურებთან ურთიერთობა დამეხმარა.
ჩემს მშობლებს პიონერული სული ჰქონდათ.
სანამ შვილები ეყოლებოდათ,
პიონერებად მსახურობდნენ კიდეც.
მოგვიანებით დედამ
ისევ დაიწყო პიონერად მსახურება
და დღემდე პიონერია.
ზაფხულობით მთელი ოჯახი
დამხმარე პიონერად ვმსახურობდით,
სარაიონოებთანაც ვქადაგებდით ხოლმე
და თითქმის ყოველ ზაფხულს
ბეთელსაც ვსტუმრობდით.
ამ ყველაფერმა დამარწმუნა,
რომ სრული დროით
მსახურებაზე უკეთეს არჩევანს
ცხოვრებაში ვერ გავაკეთებდი.
სკოლა რომ დავამთავრე, პიონერობა დავიწყე,
19 წლისამ კი ბეთელში მსახურება.
ჩემი და და სიძეც ბეთელში მსახურობდნენ.
შეგიძლიათ გვითხრათ,
რა დავალებებს ასრულებდით წლების მანძილზე
და რა ისწავლეთ?
თავიდან უოლკილში
დასუფთავების განყოფილებაში ვმსახურობდი.
კარგი გუნდი გვყავდა.
ერთად მუშაობა გვიხაროდა.
ბევრ და-ძმასთან მიწევდა მუშაობა
და გრაფიკი ხშირად მეცვლებოდა.
ამან მასწავლა, რომ ცვლილებებს
ადვილად მოვრგებოდი.
მოგვიანებით სხვა
განყოფილებაში გადამიყვანეს,
სადაც სამედიცინო თუ
სხვა სახის საქმესთან მქონდა შეხება.
მისიონერებსაც ვეხმარებოდი
სამედიცინო საკითხებში.
მოგვიანებით დავქორწინდი და
მე და დამარისი
ბრუკლინში გადაგვიყვანეს.
იქაც მსგავს საქმეს ვასრულებდი.
2005 წელს პიონერებად
მსახურება გავაგრძელეთ,
მშობლებზე ზრუნვა რომ შეგვძლებოდა.
იმ პერიოდში სამედიცინო და
სამშენებლო საკითხებში
ორ კომიტეტთანაც ვთანამშრომლობდი.
8 წლის შემდეგ უკან დავბრუნდით.
2 კვირით მიგვიწვიეს
უორიკის მშენებლობაზე.
თუმცა 2 კვირაც გავიდა და,
როგორც ხედავთ, დღემდე აქ ვართ.
2015 წელს პატერსონში გადაგვნიშნეს,
სადაც ადგილობრივ საპროექტო-სამშენებლო
განყოფილებაში ვმუშაობდი.
2018-ში ეს განყოფილება
უოლკილში გადავიდა.
ასე რომ, იქ დავბრუნდი,
სადაც დავიწყე ბეთელში მსახურება.
შემდეგ სამედიცინო მომსახურების
საინფორმაციო განყოფილებაში გადამიყვანეს.
ბოლოს კი უორიკში სამედიცინო მომსახურების
საინფორმაციო ცენტრში დავიწყე მსახურება.
ყველგან, სადაც არ უნდა გვემსახურა,
ბევრ რამეს ვსწავლობდით
სულიერად მოწიფული და-ძმებისგან.
შესანიშნავ მაგალითს
ის ძმები გვაძლევდნენ,
რომელთაც სერიოზული
პასუხისმგებლობები ჰქონდათ,
მაგრამ თავმდაბლობას ინარჩუნებდნენ,
და-ძმებსაც სიყვარულით ეპყრობოდნენ
და გამოცდილებასაც გვიზიარებდნენ.
და როცა ბეთელში არ ვიყავით,
ვხედავდით, როგორ უნერგავდნენ
მშობლები შვილებს იეჰოვას სიყვარულს
და რა მზადყოფნას იჩენდნენ
და-ძმები ღვთის საქმეში.
ღვთის ხალხი მართლაც გამორჩეულია
და მათგან ბევრს ვსწავლობ.
კარგად მახსოვს,
1998 წლის კონგრესზე
ყურადღება გაამახვილეს იმ ქვეყნებზე,
სადაც მეტი პიონერის
დახმარება სჭირდებოდათ.
ერთ-ერთი იყო ეკვადორი.
ვილოცე ამ საკითხზე,
კარგად ავწონ-დავწონე ჩემი სიტუაცია,
ინფორმაციაც მოვიძიე,
შემდეგ კი გადავწყვიტე,
წერილი მიმეწერა ეკვადორის ფილიალისთვის.
ქვეყნის სანახავადაც ჩავედი.
იეჰოვას დახმარებით ყველაფერი ისე აეწყო,
რომ გადასვლაც შევძელი.
მსახურებისთვის საოცარი გარემო იყო.
ბევრი ადამიანი ეძებდა ჭეშმარიტებას.
ისე გამოვიდა, რომ მისიონერად
მსახურების ოცნებაც ავიხდინე.
თუმცა ყველაზე მეტად იმაში გამიმართლა,
რომ სწორედ ეკვადორში
შევხვდი ჩემს მეუღლეს, ინგას.
დაქორწინების შემდეგ
მე და ინგამ ისევ
ეკვადორში განვაგრძეთ მსახურება.
რამდენიმე წლის შემდეგ
სპეციალურ პიონერებად დავინიშნეთ,
შემდეგ კი სარაიონო მსახურებას შევუდექით.
რამდენიმე კრებას
ამაზონის ჯუნგლებში ვინახულებდით.
ჩვენთვის იქ მსახურება
ერთგვარი თავგადასავალი იყო.
2011 წელს სკოლა „გალაადის“
132-ე კლასში მიგვიწვიეს,
რაც ჩვენთვის დიდი სიურპრიზი
და, რა თქმა უნდა, უდიდესი პატივი იყო.
„გალაადის“ შემდეგ
ბევრ ცვლილებასთან მოგვიწია შეგუება.
შესაძლებლობა მოგვეცა,
რომ არაერთ ქვეყანაში
სხვადასხვა დავალება შეგვესრულებინა.
ამ დავალებების
შესრულების დროს ვისწავლეთ,
რომ გავიხაროთ იმით,
რისი კეთების საშუალებაც
გვაქვს მოცემულ სიტუაციაში
და არ ვიდარდოთ იმაზე,
რისი შეცვლაც არ შეგვიძლია.
ისიც დავინახეთ,
რომ მნიშვნელობა არ აქვს, სად მსახურობ,
მთავარი ის ხალხია,
ვისთან ერთადაც მსახურობ.
ყველგან, სადაც ვიმსახურეთ,
იქაური და-ძმები ძალიან შეგვიყვარდნენ.
რომელი ბიბლიური აზრი გმატებთ ძალას,
რომ შეუდგეთ თქვენი
ახალი დავალების შესრულებას?
მამხნევებს იესო ნავეს ძის მაგალითი
და ის სიტყვები, რაც
იეჰოვამ ახალი დავალების მიცემისას უთხრა.
იესო ნავეს ძე ათწლეულების მანძილზე
დიდ გაბედულებას იჩენდა.
მან წითელი ზღვა გაიარა,
ისრაელებს
ამალეკელებთან ბრძოლაში გაუძღვა,
მზვერავიც იყო
და არაერთ რთულ სიტუაციაში
მოსეს გაბედულად ედგა მხარში.
თუმცა საინტერესოა,
რა სიტყვები უთხრა იეჰოვა მას:
„ხომ გიბრძანე,
გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი-მეთქი!
ნუ შეძრწუნდები და ნუ შეშინდები“.
შემდეგ აუხსნა, რატომ არ უნდა
შეშინებოდა ამ ახალი დავალების
და ასეთი სიტყვებით გაამხნევა:
„სადაც წახვალ,
ყველგან შენთან იქნება იეჰოვა,
შენი ღმერთი!“.
მთავარია, გვახსოვდეს,
რა დავალებაც არ უნდა მივიღოთ,
იეჰოვა ჩვენ გვერდით იქნება.
წლების მანძილზე
ყოველთვის ვხედავდი იეჰოვას ხელს.
მჯერა, რომ ის ახლაც დამეხმარება.
ერთი მომენტიცაა,
იეჰოვამ იესო ნავეს ძეს უთხრა,
რომ მასთან იქნებოდა,
უშუალოდ მასთან.
იეჰოვა არ შეცვლილა.
ასე რომ, მთავარი იეჰოვაა.
ჩვენ უბრალოდ მის ხელში ინსტრუმენტი ვართ.
ის თავად უდგას მხარში
თავის თითოეულ მსახურს.
ამიტომ ეჭვი არ მეპარება,
რომ ის მეც ამომიდგება მხარში
და დამეხმარება
ახალი დავალების შესრულებაში.
როცა ახალი დავალება მივიღე,
თავი გედეონივით ვიგრძენი.
ის ერთი ჩვეულებრივი კაცი იყო
და ვერ წარმოედგინა,
რაში გამოადგებოდა იეჰოვას ხალხს.
მაგრამ იეჰოვამ ანგელოზის მეშვეობით
ერთ რამეში დაარწმუნა.
მსაჯულების 6:14-ში წერია:
„ძალ-ღონე მოიკრიბე და წადი!
შენ იხსნი ისრაელს მიდიანის ხელიდან,
რადგან მე გგზავნი!“.
ფაქტია, მხოლოდ საკუთარი ძალით
გედეონი ვერაფერს გახდებოდა.
თუ ის თავის გასაკეთებელს გააკეთებდა,
სხვა დანარჩენზე
იეჰოვა იზრუნებდა.
სიმართლე გითხრათ,
ამ სიახლემ მე და ჩემი
მეუღლე ცოტა შეგვაშინა,
მაგრამ გვინდა, გედეონს მივბაძოთ.
ჩვენ ჩვენი გავაკეთოთ,
დანარჩენი კი იეჰოვას მივანდოთ.
ეს ხომ მისი საქმეა.
ამიტომ, საბოლოო ჯამში,
ყველაფერზე ის იზრუნებს.
მადლობა, ძმებო!
მახსოვს, 30 წლის წინ,
როცა ხელმძღვანელი
საბჭოს წევრად დავინიშნე,
მეც თქვენნაირი განცდები მქონდა.
დარწმუნებული ვარ,
იეჰოვა თქვენც დაგეხმარებათ.
გვიხარია, რომ ხელმძღვანელ
საბჭოში ჩვენთან ერთად იმსახურებთ.
ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ ხელი მოგიმართოთ
ამ დავალების შესრულებისას.
და-ძმებო, ვლოცულობთ ყველა თქვენგანზეც.
გვინდა, ჩვენს სიყვარულში დაგარწმუნოთ.
ეს იყო JW მაუწყებლობა
იეჰოვას მოწმეთა
მსოფლიო მთავარი სამმართველოდან.
-