JW subtitle extractor

ხელმძღვანელი საბჭოს 2024 წლის მე-8 ანგარიში

Video Other languages Share text Share link Show times

გულთბილად მოგესალმებით.
დასაწყისში გვინდა,
ერიტრეაში მცხოვრები
და-ძმების შესახებს შეგატყობინოთ.
როგორც გახსოვთ,
2024 წლის სექტემბერში,
ხელისუფლების წარმომადგენლება
მშვიდობიანად შეკრებილი
23 იეჰოვას მოწმე დააპატიმრეს.
დაპატიმრებულთა შორის 6 თვის ორსული
და სარონ გებრუც იყო.
თუმცა
2024 წლის 7 დეკემბერს
მან საპატიმრო დატოვა,
რაც ძალიან გვიხარია.
მასთან ერთად მისი
მეუღლეც იყო დაკავებული,
ძმა ფიცსუნ გოიტომი,
რომელიც ჯერ კიდევ გისოსებს მიღმაა.
დაპატიმრებები ამით არ დასრულებულა.
სამწუხაროდ
ერიტრეის ხელისუფლებამ
ბოლო პერიოდში კიდევ 5
იეჰოვას მოწმე დააკავა.
2024 წლის 1 ნოემბერს
სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურმა 4 მათგანი აიყვანა.
მათი ასაკი 16-დან 18 წლამდეა.
ეს და-ძმები არიან:
ზესანი ბინიამი,
ებენეზერ იონასი,
სიდონ ტეკესტე
და ჰორებ ტეკესტე.
ეს ახალგაზრდები
დაკითხვის შემდეგ დაუყოვნებლი
გადაიყვანეს მაი სერვას ციხეში.
2024 წლის 22 ნოემბერს
და ალმაზ გებრეჰივოტს
სატელეფონო ზარით შეატყობინეს,
რომ მისი ქალიშვილი
პოლიციის თანამშრომლებმა
განყოფილებაში გადაიყვანეს.
როცა ალმაზი განყოფილებაში მივიდა,
თავად ის დააკავეს,
მისი ქალიშვილი კი გაათავისუფლეს.
2024 წლის 23 დეკემბრის მონაცემებით
ერიტრეაში რელიგიური ნიშნით დაპატიმრებულ
იეჰოვას მოწმეთა რაოდენობა 68 შეადგენს.
და-ძმებო,
გთხოვთ კვლავაც განაგრძოთ ყველა
იმ თანამორწმუნისთვის ლოცვა,
რომლებიც რწმენის გამო
პატიმრობაში იმყოფებიან.
ახლა კარგი ამბებიც გვინდა შეგატყობინოთ.
ალბათ ვებ-საიტზეც ნახეთ,
რომ 6 ნოემბერს
ურბანული დაგეგმარების სამსახურმა
რამაპოს პროექტის
განხორციელების ნებართვა გასცა.
ეს კი იმას ნიშნავს,
რომ მშენებლობის დაწყება
უკვე შესაძლებელია.
რა თქმა უნდა მადლიერები
ვართ ურბანული სამსახურის,
მაგრამ ყველაზე მეტად
იეჰოვას ვემადლიერებით.
მოდი გავიგოთ რა ეტაპზეა
ამჟამად რამაპოს პროექტი
და რისი გაკეთება იგეგმება.
ჩვენმა და-ძმებმა საინტერესო
ვიდეო ანგარიში მოამზადეს.
ძალიან გვიხარია,
რომ ურბანული დაგეგმარების სამსახურმა,
რამაპოს მშენებლობის
საბოლოო ნებართვა მოგვცა.
ამჟამად სამშენებლო
ტერიტორია ასე გამოიყურება.
მოსამზადებელი სამუშაოების დიდი ნაწილი,
მათ შორის დაგეგმარება, უკვე დასრულებულია.
სამშენებლო ტერიტორია გასუფთავდა
და იქ დროებითი ნაგებობები განთავსდა.
ახლა კი, ამ ნებართვის შემდეგ,
შეგვიძლია უშუალოდ სამშენებლო
სამუშაოები დავიწყოთ.
მომდევნო თვეების მანძილზე
დაქირავებული კომპანიები კლდის
ჩამოშლის პროცესს დაიწყებენ,
რათა ნიადაგი მოსწორდეს.
ტერიტორიის მასშტაბისა და
ლანდშაფტის თავისებურებების გამო,
ეს პროცესი დაახლოებით
18 თვეს გაგრძელდება,
მაშინ როცა უორიკში
6 თვეზე ნაკლები დასჭირდა.
ნაშალი კლდის მასალა
ნიადაგის მოსასწორებლად და კედლების
ამოსაყვენად იქნება გამოყენებული,
რაც ხარჯებს მნიშვნელოვნად დაზოგავს.
დაახლოებით წელიწად-ნახევარში
მოხალისეები დაიწყებენ მიწისქვეშა
გაყვანილობებზე მუშაობას.
ამ დროისთვის დასრულებული
იქნება ორი შესასვლელის მოწყობა
და პირველი შენობის საძირკველიც
მომზადებული იქნება.
ამის შემდეგ მალევე დაიწყება
როგორც საპარკინგეს სივრცის,
ისე საცხოვრებელი შენობების მშენებლობაც.
უზომოდ ვხარობთ იმის გამო,
რომ იეჰოვა აკურთხებს
მსოფლიო მთავარი სამართველოს
ამ უმნიშვნელოვანეს წამოწყებას.
ვლოცულობთ,
რომ იეჰოვამ ხელი მოგვიმართოს
და ეს საქმე წარმატებით განხორციელდეს.
მადლობა გვინდა გითხრათ თითოულ თქვენგანს,
რომ სამეფოს საქმის მხარდასაჭერად
ყველაფერს აკეთებთ.
თქვენ ისეთივე სულისკვეთებით გამოირჩევით,
როგორზეც საუბარია 110-ე
ფსალმუნის მე-3 მუხლში.
აქ ასეთ სიტყვებს ვკითხულობთ:
„შენი ხალხი მზადყოფნით გამოვა
შენი ჯარის გალაშქრების დღეს.
დილის ნამივით გყავს
სიწმინდით მოსილი ახალგაზრდები“.
ზოგიერთი და-ძმა ისეთ საქმეს ასრულებს,
რომელიც არ ჩანს;
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ–
კულისებს მიღმაა.
ზოგიერთს კი
ფართო საზოგადოების
წინაშე გამოჩენა უწევს.
მაგალითად ვიდეოში
ან რომელიმე ილუსტრაციაში.
ბოლო წლებში
ჩვენმა ორგანიზაციამ
ასობით ვიდეო გადაიღო.
მათ შორის სრულმეტრაჟიანი ფილმებიც.
წელს რეგიონულ კონგრესზე
ვიხილეთ ფილმის, „იესოს ცხოვრება
სახარებების მიხედვით“ პირველი სერია,
რაც დარწმუნებული ვარ ყველას მოგეწონათ.
მოუთმენლად ველით დანარჩენ სერიებსაც.
ძალიან ვაფასებთ იმ გულმოდგინე და-ძმებს,
რომლებიც უზარმაზარ შრომას დებენ იმაში,
რომ ამა თუ იმ პროექტს ხორცი შეასხან.
ვიდეოებით სხვადასხვა ქვეყანაში
მცხოვრები ბევრი და-ძმა გავიცანით.
ზოგი ამა თუ იმ საქმესთან
დაკავშირებულ ინფორმაციას გვიზიარებს.
ზოგიც თავის საინტერესო
ისტორიას გვიყვება,
ან რომელიმე ბიბლიური
პერსონაჟის როლს ირგებს,
ან კიდევ თანამედროვე
სიტუაციას აცოცხლებს.
შეიძლება ზოგიერთ ასეთ და-ძმასთან
პირადი ნაცნობობაც გაკავშირებდეთ.
ასეთ დროს ჩნდება კითხვა:
„რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს
მათ მიმართ, ვისაც ვიდეოში იღებენ?“
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს და-ძმები
მთელი გულით
და თავმდაბლობით ემსახურებიან იეჰოვას.
მათი მიზანი სახელის მოხვეჭა
და პოპულარულობა არ არის,
რადგან ესმით,
რომ განდიდებას მხოლოდ იეჰოვა იმსახურებს.
გვიხარია,
რომ ჩვენი და-ძმების უმრავლესობას
სწორედ ასეთი განწყობა აქვს.
ნებისმიერ შემთხვევაში
სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს.
ისე არ უნდა დაგვემართოს,
რომ თუ რომელიმე და-ძმა
ჩვენს საყვარელ ბიბლიურ
პერსონაჟს ასახიერებს,
ამის გამო განსაკუთრებული
მნიშვნელობა მივანიჭოთ.
უნდა გვახსოვდეს რა მიზანს
ემსახურება ეს ვიდეოები,
ჩვენს გამხნევებას და გაძლიერებას.
დავფიქრდეთ, როგორ იმოქმედებს მათზე,
თუ ისე მოვეპყრობით,
როგორც დღეს ცნობილ ადამიანებს
ეპყრობიან ქვეყნიერებაში?!
უხერხულ მდგომარეობაში ხომ არ ჩავაგდებთ?!
მაგალითად,
ეს შეიძლება იმ შემთხვევაში მოხდეს,
თუ მათთან ერთად ფოტოს
გადაღებას მოვისურვებთ.
ან მეტიც,
სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნებთ,
სადაც ყველას შეუძლია კომენტარის დაწერა.
როგორც იუდას მე-16 მუხლიდან ვიგებთ,
ღმერთი განსჯის მათ,
„ვინც გამორჩენის მიზნით
სხვებს ეპირფერება“.
დედნისეულ ენაში
გამოყენებული სიტყვა „პირფერობა“,
შეიძლება განდიდებადაც ითარგმნოს.
ზოგი და-ძმა,
ვინც ამა თუ იმ ვიდეოში გადაიღეს,
ცოტა არ იყოს დაღალა გამუდმებით
ყურადღების ცენტრში ყოფნამ.
ამის გამო ზოგ მათგანს
დიდ შეკრებებზე წასვლის
სურვილიც აღარ აქვს.
ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი
და გაწონასწორებული დამოკიდებულება
გვქონდეს ამ და-ძმების მიმართ.
ხომ არ გახსენდებათ
ბიბლიურ დროში მცხოვრები
რომელიმე ღვთის ერთგული მსახური,
რომელიც ხალხმა განადიდა?
შეიძლება პავლე და ბარნაბა გაგახსენდეთ.
საქმეების მე-14 თავიდან ვიგებთ,
რომ ისინი მას შემდეგ
მოექცნენ ყურადღების ცენტრში,
რაც პავლემ წელს ქვემოთ
მოწყვეტილი კაცი განკურნა.
წესით ამ სასწაულს
იქ მყოფებისთვის რწმენა
უნდა განემტკიცებინა
და აღეძრა ისინი,
რომ ღმერთი და მისი ძე განედიდებინათ,
მაგრამ პირიქით მოხდა.
სამწუხაროდ
მათ მთელი ყურადღება პავლესა
და ბარნაბაზე გადაიტანეს
და ღვთის ნაცვლად ისინი განადიდეს.
საქმეების 14:11, 12-ში ვკითხულობთ:
„ხალხმა კი,
როცა დაინახა, რა გააკეთა პავლემ,
ლიკაონიურ ენაზე წამოიძახა:
„ღმერთები ადამიანებად ქცეულან
და ჩვენთან ჩამოსულან!“
ბარნაბას ზევსი დაარქვეს,
პავლეს კი – ჰერმესი,
რადგან საუბარი მას მიჰყავდა“.
რატომ მოიქცნენ ასე?
იმიტომ, რომ თვალით ნანახზე
უფრო მეტი აქცენტი გააკეთეს,
ვიდრე იმაზე თუ ვინ იდგა
ამ სასწაულის მიღმა.
როგორი იყო პავლეს და
ბარნაბას რეაქცია ამაზე?
მოდი ვნახოთ მე-14 და მე-15 მუხლები.
„ეს რომ მოციქულებმა,
ბარნაბამ და პავლემ, გაიგეს,
ტანსაცმელი შემოიხიეს,
ხალხში შეცვივდნენ და დაიყვირეს:
„ამას რას აკეთებთ, ხალხნო?!
ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ.
ჩვენ სასიხარულო ცნობას გაუწყებთ,
რათა ზურგი აქციოთ ამ ამაოებას
და თაყვანი სცეთ ცოცხალ ღმერთს,
რომელმაც შექმნა ცა,
დედამიწა,
ზღვა და ყველაფერი, რაც მათშია“.
პავლემ და ბარნაბამ მალევე
იმოქმედეს მათ შესაჩერებლად.
შეახსენეს,
რომ ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ
და ისიც აუხსნეს,
რომ მათი მთავარი მიზანი
„ცოცხალი ღვთის“ შესახებ ქადაგება იყო.
იესოსაც ხომ ეს მიზანი ჰქონდა?!
მას უნდოდა,
რომ ადამიანებს ღმერთი განედიდებინათ.
ერთხელ მსმენელები ისე
მოიხიბლნენ იესოს საუბრით,
რომ მისი სიტყვების არსს ვერ ჩასწვდნენ.
მათ ყველაზე მთავარი
გამორჩათ მხედველობიდან.
იოანეს 6:14,15-ში ნათქვამია:
„იესოს სასწაულების
თვითმხილველები ამბობდნენ:
„ეს ნამდვილად ის წინასწარმეტყველია,
ქვეყნიერებაში რომ უნდა მოსულიყო“.
იესო კი,
რადგან იცოდა,
რომ ისინი მისვლას,
მის შეპყრობასა და გამეფებას აპირებდნენ,
კვლავ განმარტოვდა მთაზე“.
ქრისტეს არ სურდა,
მამის კუთვნილი დიდება მიეღო.
ამიტომაც გამოერიდა შექმნილ სიტუაციას
და მთაზე განმარტოვდა.
როგორ გვეხმარება ეს ბიბლიური მაგალითები,
სწორი დამოკიდებულება გვქონდეს
ვიდეოებში მონაწილე და-ძმების მიმართ?
უნდა გვესმოდეს,
რომ ისინი
თავმდაბლად ასრულებენ იმ დავალებას,
რასაც ღვთის ორგანიზაციაში იღებენ
და პავლეს ბარნაბასა და იესოს მსგავსად,
სურთ, რომ მხოლოდ იეჰოვა განდიდდეს.
ზოგჯერ
ჩვენს თანამორწმუნეებს ევალებათ
რომ ღვთის ერთგული
მსახურის როლი შეასრულონ.
ზოგჯერ კი პირიქით,
უწევთ რომ ღვთის
მოწინააღმდეგე განასახიერონ.
ალბათ არც კი გვიფიქრია,
რამდენად რთული შეიძლება იყოს მათთვის
იეჰოვას მტრის როლის მორგება.
ამიტომ არ გვინდა უარყოფითი
ემოციები გამოვხატოთ მათ მიმართ
და ამით კიდევ უფრო გავურთულოთ
ისედაც რთული დავალების შესრულება.
მოდი შევეცადოთ, გაწონასწორებული
ხედვა გვქონდეს ამ საკითხზე
და გავითვალისწინოთ
ამ და-ძმების გრძნობები.
კვლავაც ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის,
რომ მსოფლიო საძმოში
მშვიდობა და ერთობა არ დაირღვეს!
ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ,
თუ გვემახსოვრება,
რომ დიდება იეჰოვას
ეკუთვნის და არა ადამიანებს.
შევიხსენოთ, რა გავიგეთ ამ ანგარიშიდან.
ერიტრეაში დაპატიმრებული და
სარონ გებრუ ციხიდან გაათავისუფლეს,
რაც ძალიან გვიხარია.
თუმცა, ამავდროულად,
არ ვწყვეტთ გულმხურვალე ლოცვებს
იმ 235-ზე მეტი და-ძმისთვის,
რომლებიც რწმენის გამო არიან
დაპატიმრებული სხვადასხვა ქვეყანაში.
სასიხარულოა ის,
რომ მივიღეთ მშენებლობის
ნებართვა რამაპოს პროექტზე,
რაც იმას ნიშნავს,
რომ უკვე შესაძლებელია
სამშენებლო სამუშაოების დაწყება.
იმაზეც ვისაუბრეთ,
რომ მნიშვნელოვანია გაწონასწორებული
შეხედულება გქონდეს და-ძმებზე,
რომლებიც ვიდეოებში მონაწილეობენ.
და ბოლოს,
ისიც არ დაგავიწყდეთ,
რომ ძალიან გვიყვარხართ!
თქვენ უყურებდით JW მაუწყებლობას,
იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო
მთავარი სამმართველოდან.