JW subtitle extractor

ხელმძღვანელი საბჭოს 2025 წლის 1-ელი ანგარიში

Video Other languages Share text Share link Show times

ყველას მოგესალმებით
დასაწყისში
გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია
იმის შესახებ,
როგორ გაუწიეს დახმარება და-ძმებმა
სტიქიით დაზარალებულებს
სხვადასხვა ქვეყანაში.
2025 წლის იანვრის დასაწყისში,
სამხრეთ კალიფორნიაში ძლიერი
ხანძრის გამო,
1100 ზე მეტ მაუწყებელს
საცხოვრებლის დატოვება მოუწია.
23 იანვარს
ჩვენი თანაქრისტიანების 91
სახლი მთლიანად განადგურდა,
48 კი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ჩამოყალიბდა დაზარალებულთა
დახმარების კომიტეტი,
რომელმაც ადგილობრივ უხუცესებთან და
სარაიონო ზედამხედველებთან ერთად
და-ძმებს ემოციური და
პრაქტიკული დახმარება გაუწია.
ბოლო რამდენიმე თვეში კუბას არაერთი
მიწისძვრა და ქარიშხალი დაატყდა თავს.
მთლიანობაში ამ სტიქებმა იეჰოვას
მოწმეების 500-მდე სახლი გაანადგურა
ან დააზიანა.
კუბის ფილიალის ზედამხედველობით
ჩამოყალიბდა დაზარალებულთა
დახმარების კომიტეტები.
მოხალისეები ზრუნავენ მათ პირველად
საჭიროებებზე და სახლების შეკეთებაზეც.
კუნძულ მაიოტაზე,
რომელიც აფრიკის აღმოსავლეთ
სანაპიროსთან მდებარეობს,
დაახლოებით 130 მაუწყებელი ცხოვრობს.
ისინი არაერთ სირთულეს უმკლავდებიან:
წყლის დეფიციტს,
ასევე სამოქალაქო არეულობას
და ინფლაციას.
ამას ისიც დაემატა,
რომ 2024 წლის დეკემბერში
კუნძულს ციკლონმა ჩიდომ გადაუარა,
დაზიანდა გზები და საკომუნიკაციო ქსელები,
აგრეთვე განადგურდა ან ზიანი
მიადგა მაუწყებლების 36 სახლს.
სერიოზულად დაზიანდა ორი დარბაზიც.
დაზარალებულთა დახმარებას
კოორდინირებას უწევს საფრანგეთის ფილიალი.
26 დეკემბერს მაიოტაზე ჰუმანიტარული
დახმარება ჩაიტანა 8 და-ძმამ.
ამ ჯგუფში იყვნენ სარაიონო ზედამხედველი და ექიმიც.
სამწუხაროდ,
ამა წლის 13 იანვარს კუნძულ მაიოტას
კვლავ დაატყდა სტიქიური უბედურება,
ამჯერად უკვე ტროპიკული შტორმი.
ციკლონმა ჩიდომ დეკემბერში
მოზამბიკსაც დიდი ზიანი მიაყენა,
განადგურდა ან დაზიანდა
იეჰოვას მოწმეების 28 სახლი,
აგრეთვე ორი დარბაზი.
გარდა ამისა
ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში
გვალვა მძვინვარებს
და ხშირია სამოქალაქო არეულობებიც.
გთხოვთ, რომ არ შეწყვიტოთ ლოცვა
ჩვენი ძვირფასი და-ძმებისთვის,
რომლებიც სტიქიის ზონაში იმყოფებიან.
გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით
და მადლობა გადავუხადოთ
ადგილობრივ ფილიალებს
და თითოეულ და-ძმას,
ვისაც თავისი წვლილი შეაქვს
დაზარალებულთა დახმარებაში.
აგრეთვე მადლიერები ვართ თქვენი
გულუხვი შესაწირავებისთვის,
რომლებიც საშუალებას გვაძლევს,
გასაჭირში მყოფებს დავეხმაროთ.
2024 წლის 6 დეკემბერს,
რუსეთში სასამართლომ
ოთხი და ექსტრემისტული
საქმიანობისთვის დამნაშავედ ცნო
და სასჯელის სახით იძულებითი
შრომა დააკისრა.
ექსტრემიზმში მათ ბიბლიის
ერთად განხილვა ჩაუთვალეს.
თითოეულის სასჯელის ვადა ორ წელზე მეტია,
თუმცა ისინი ასაჩივრებენ გადაწყვეტილებას.
სამწუხარო ფაქტია,
რომ ეს დები და მათი ოჯახები
უკვე ექვს წელზე მეტია,
რაც ხელისუფლების მხრიდან იდევნებიან.
მათგან სამის მეუღლე
უსამართლოდ იმყოფება პატიმრობაში.
2024 წლის 18 დეკემბერს
თურქმენეთში 21 წლის არსლან ვეპაიევი
რწმენის საფუძველზე სამხედრო
სამსახურზე უარის თქმის გამო
დამნაშავედ ცნეს.
თუმცა არსლანმა
ეს გადაწყვეტილება სხვა
ინსტანციაში გაასაჩივრა.
8 იანვარს ამ სასამართლომაც
იგივე გადაწყვეტილება მიიღო,
თუმცა პატიმრობა ორ წლიანი
გამოსასწორებელი შრომით შეუცვალა.
ძალიან გვიხარია,
რომ არსლანმა უკვე დატოვა საპატიმრო
და სახლშია თავის ოჯახთან ერთად.
რაც შეეხება ერიტრეას,
2024 წლის სექტემბერში
იქ 23 მშვიდობიანად შეკრებილი
იეჰოვას მოწმე დააკავეს.
მათ შორის იყო ერთი 82 წლის და
მისან გებრეიესუსი.
გვინდა სიამოვნებით გაცნობოთ,
რომ 2025 წლის 15 იანვარს
ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს
და ამჟამად მკურნალობას გადის.
წინა ანგარიშიდან უკვე ვიცით,
რომ და სარონ გებრუ 2024 წლის 7
დეკემბერს გაათავისუფლეს.
მას უკვე შეეძინა გოგონა
და ორივენი თავს შესანიშნავად გრძნობენ.
გვინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ,
რომ განაგრძოთ ლოცვა
იმ 235 ზე მეტი და-ძმისთვის,
რომლებიც მთელ მსოფლიოში
რწმენის გამო არიან დაპატიმრებული.
მიუხედავად სტიქიური
უბედურებებისა და დევნისა,
იეჰოვას ორგანიზაცია არ
ჩერდება და კვლავ წინ მიიწევს.
კარგი მოწოდებაა ჩაწერილი
2 ტიმოთეს 4:5-ში.
„შენ კი ყოველთვის იფხიზლე,
გაუძელი გასაჭირს,
შეასრულე მახარობლის საქმე
და სრულად დაიხარჯე ღვთისმსახურებაში“.
ტიმოთესთვის მიწერილი პავლეს ეს
სიტყვები მხნეობას გვმატებს,
რომ პრობლემების მიუხედავად
სრულად დავიხარჯოთ ღვთისმსახურებაში.
სწორედ ამაში გვეხმარება ის სიახლეები,
რაც ბოლო პერიოდში დაინერგა.
მთელ მსოფლიოში
2025 წლის სამეფო მსახურების
სკოლების ჩატარება დაიწყო.
ამ სკოლაში სარაიონო ზედამხედველები,
უხუცესები და მომსახურეები
დამატებით სწავლებას გადიან,
რომ უკეთ აირეკლონ იჰოვას თვისებები,
გახდნენ უკეთესი მწყემსები
და იზრუნონ ღვთის თითოეულ ცხვარზე.
განსაკუთრებული სიახლე ისაა,
რომ ამ წელს,
სამეფო მსახურების სკოლის
ბოლო ორ მოხსენებაზე,
უხუცესებისა და მომსახურეების
მონათლულ მეუღლეებსაც შეუძლიათ დასწრება.
აგრეთვე ამოქმედდა ახალი
სასწავლო პროგრამა.
ის მიზნად ისახავს იმ
ძმების გადამზადებას,
რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში
სამედიცინო მომსახურების
საინფორმაციო განყოფილებაში მსახურობენ.
ეს ძმები კი
მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ
თავიანთი ფილიალის ტერიტორიაზე
საავადმყოფოებთან
თანამშრომლობის კომიტეტებს.
შედეგად
ისინი უკეთ შეძლებენ
და-ძმების ნუგეშისცემას
და უკეთ დაეხმარებიან მათ,
რომ სისხლის გადასხმის გარეშე მიიღონ
ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება.
მადლობას ვუხდით 50000-ზე მეტ ძმას,
რომლებიც საავადმყოფოებთან
თანამშრომლობის კომიტეტებში
და პაციენტთა მონახულების
ჯგუფებში მსახურობენ.
ალბათ ყველას ძალიან მოგწონთ JW
ბიბლიოთეკის განახლებული ვერსია.
დამატებითი მასალის ველი
უფრო გვიადვილებს ბიბლიის გამოკვლევას.
როგორ ხდება ეს?
მოდი ვნახოთ.
JW ბიბლიოთეკის განახლებულ
ვერსიას ახალი ფუნქცია დაემატა,
რამაც ბიბლიის კვლევა
უფრო საინტერესო გახადა.
მაგალითად ლუკას მეორე თავთან
მოცემულია დამატებითი მასალა,
რომელიც მთლიან თავს უკავშირდება.
ეს წარმოდგენას გვიქმნის რა
ინფორმაცია არსებობს ამ თავზე.
თუ კონკრეტული მუხლის
შესახებ გინდათ მეტის გაგება,
დააჭირეთ ამ მუხლს,
შემდეგ კი ალმასს.
დამატებითი მასალის ველში პირველი
გამოჩნდება თქვენი ჩანაწერები.
თუ სასწავლო გამოცემა გაქვთ,
ნახავთ მასალას სურათებით
და ვიდეოებით,
შემდეგ კი მარგინალურ
მუხლებს და სქოლიოებს.
აგრეთვე შეხვდებით
მუხლთან დაკავშირებულ წყაროებს
საკვლევი სახელმძღვანელოდან.
ზოგ შემთხვევაში აქ ბევრი
ინფორმაციაა თავმოყრილი,
მაგრამ შეგიძლიათ ის აირჩიოთ,
რაც იმ მომენტში გჭირდებათ.
მაგალითად,
თქვენთვის საინტერესო საკითხზე
შეგიძლიათ აირჩიოთ ნაწყვეტი
სტატიათა სერიიდან,
სასწავლო სტატიიდან
ან საკვლევი ცნობარიდან.
ინგლისურენოვან საკვლევს სახელმძღვანელოში
მოცემულია წყაროები 1986 წლიდან.
კვლევის დროს ეცადეთ
უახლეს წყაროებს გაეცნოთ,
რომ განახლებული და სწორი
ინფორმაცია გქონდეთ.
დამატებითი მასალის ველი
დაგეხმარებათ ბიბლიის კითხვა
უფრო ნაყოფიერი გახადოთ
და კრების შეხვედრისთვის
კომენტარები მოამზადოთ.
ძალიან გვიხარია და მადლიერები ვართ,
რომ ასეთი კარგი საშუალებები გვაქვს,
რათა სრულად დავიხარჯოთ
იჰოვას მსახურებაში.
კიდევ ერთი დამხმარე საშუალებაა ბროშურა
„გიყვარდეთ ადამიანები –
მოამზადეთ მოწაფეები“.
მისი გამოყენებით მეტის მიღწევა
შეგვიძლია მსახურებაში.
ის გვასწავლის,
როგორ გამოავლინოთ გულწრფელი
ინტერესი სხვების მიმართ,
როგორ მოვერგოთ სიტუაციას
და წამოვიწყოთ საუბარი.
რატომ ვაკეთებთ დიდ აქცენტს იმაზე,
როგორ წამოვიწყებთ საუბარს?
იმიტომ რომ ძალიან გვინდა
ადამიანებს დავეხმაროთ,
ქრისტეს მოწაფეები გახდნენ
და მათ ჩვენი დიდებული
შემოქმედი, იეჰოვა გავაცნოთ.
თუმცა, რაც ახალ მეთოდზე გადავედით,
შეიძლება, ცოტა არ იყოს,
გიჭირთ საუბრის წამოწყება
ან არ იცით რა საკითხი წამოჭრათ,
განსაკუთრებით მაშინ,
როცა კარდაკარ მსახურებაში ხართ.
რა დაგვეხმარება,
სათქმელი მსმენელის გულამდე მივიტანოთ?
ამ ბროშურაში მოცემულია
ძალიან საინტერესო დანართები,
პირველია ბიბლიური თემები მსჯელობისთვის,
სადაც მოცემულია ძირითადი საკითხები,
მაგალითად,
„ღმერთს სახელი აქვს“,
„ღმერთს აღელვებს ჩვენი მდგომარეობა“,
„ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები
მკვდრეთით აღდგებიან“ და სხვა.
როგორ გამოვიყენოთ აქ ჩამოთვლილი
თემები საუბრის წამოსაწყებად?
როგორც ამავე დანართის შესავალში წერია,
შეგიძლიათ მოსაუბრეს ასეთი რამ უთხრათ:
„იცოდით, რომ...“
ან „ასეთი რამ თუ გსმენიათ...“
შემდეგ კი იმსჯელეთ შესაბამისი
ბიბლიური მუხლის საფუძველზე.
მაგალითს გეტყვით,
რომ უკეთ მიხვდეთ.
ზოგ ქვეყანაში პრაქტიკულია,
რომ მისალმების
ან გაცნობის შემდეგ ადამიანს
ასეთი კითხვა დაუსვათ.
„იცოდით, რომ ღმერთს სახელი აქვს?“
და შემდეგ ქვემოთ მოცემულ
შესაბამის მუხლზე იმსჯელოთ.
ეს ერთ-ერთი საშუალებაა,
რომ საუბარი წამოვიწყოთ.
თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ,
რა შეიძლება აინტერესებდეს ადამიანს
და დანართიდან საკითხი
ამის მიხედვით შევარჩიოთ.
მთლიანობაში ამ დანართში
34 ბიბლიური თემაა მოცემული.
თუმცა, რა თქმა უნდა,
წარმატებას რომ მივაღწიოთ,
კარგად უნდა გავეცნოთ თითოულ საკითხს
და მასთან დაკავშირებულ მუხლებს.
თუ მომზადებული ვიქნებით,
არ გაგვიჭირდება,
რომ სმენელისთვის აქტუალურ თემაზე
საინტერესო მსჯელობა ავაგოთ.
თქვენი აზრით,
რა დაგეხმარებათ,
რომ ამ მხრივ დაიხვეწოთ?
გაივარჯიშეთ ოჯახთან ერთად.
ასე ბავშვებიც გაითავისებენ ჭეშმარიტებას
და როცა საჭირო იქნება,
თავიანთ რწმენასაც დაიცავენ.
მოდი ახლა ამის ნიმუში ვნახოთ.
ყოჩაღ! რა კარგად გახსოვს
წინა კვირაში ნასწავლი მუხლი.
კარგი.
ჩვენი მიზანია ყველა
საკითხი დავიმახსოვროთ
თავის მუხლებთან ერთად.
მოდი დღეს კიდევ ერთი საინტერესო
თემა შევარჩიოთ მსჯელობისთვის.
აბა გოგოებო,
რომელი მუხლიდან ჩანს,
რომ ღმერთს სახელი აქვს?
ოფელია.
ფსალმუნი...
ოთხმოცდასამის...
არაუშავს, ბროშურაში ნახე,
აი აქ სადაც „ღმერთი“ აწერია.
თვრამეტი!
აუ ეს ვიცოდი...
ოთხმოცდასამის თვრამეტი.
კი, ეგაა!
აბა წაიკითხე.
„რათა
იცოდეს ხალხმა,
რომ შენი სახელია იეჰოვა
და მხოლოდ შენ ხარ უზენაესი
მთელ დედამიწაზე“.
კარგი გოგო ხარ!
ძალიან კარგად წაიკითხე,
თან მნიშვნელოვანი მომენტები გამოკვეთე.
ალბა
აქ იერემიას 10:10 არის.
სწორია,
რომელ ფრაზას გამოყოფდი აქედან
ღვთის სახელთან დაკავშირებით?
აი ამას, „ღმერთი მხოლოდ იეჰოვაა“.
ზუსტად!
გოგოებო,
აბა როგორ ფიქრობთ,
როგორ გავაგებინოთ ამ
მუხლებით ადამიანებს,
რომ ღმერთს სახელი აქვს?
ალბა შენ რას გვეტყვი?
ასე ვკითხავდი
„გსმენიათ რომ ღმერთს სახელი აქვს?“
ძალიან კარგი!
შემდეგ რას იზამდი?
ფსალმუნის 83:18-ს ვაჩვენებდი.
ყოჩაღ!
მინდა ორივე შეგაქოთ,
ძალიან კარგად მსჯელობთ
და მუხლებსაც კარგად იმახსოვრებთ,
ეს მსახურებაში გამოგადგებათ.
ალბათ ყველას,
პატარებსაც
და დიდებსაც მოგვეწონა ეს ვიდეო.
ისე კარგი აზრია სხვებთან
ერთად გავარჯიშება.
რა თქმა უნდა,
რაც უფრო ხშირად გავივარჯიშებთ,
უფრო დავიხვეწებით
და გაგვიადვილდება, ადამიანებთან
საუბარი წამოვიწყოთ
მათთვის საინტერესო საკითხზე.
კიდევ ერთ რამეზე,
რაც მსახურებაში დაგვეხმარება,
საუბარია ამავე ბროშურის
პირველ გაკვეთილში.
მესამე პუნქტი მოგვიწოდებს დავფიქრდეთ,
რა აინტერესებს ხალხს ჩვენს ტერიტორიაზე.
მაგალითად,
რას აშუქებს მედია,
ან რაზე საუბრობენ ჩემი მეზობლები,
თანამშრომლები თუ კლასელები.
შემდეგ კი იმაზე დავფიქრდეთ,
დანართში ჩამოთვლილი საკითხებიდან
რომელი იქნება უფრო ეფექტური.
თუ მოვერგებით სიტუაციას,
მოციქულ პავლეს მივბაძავთ,
რომელიც პირველი კორინთელების
9:22, 23-ში ასეთ რამეს ამბობს.
„ყველასთვის ყველაფერი გავხდი,
რათა როგორმე მეხსნა ზოგიერთი“.
და ოცდამესამე მუხლიც.
„ყველაფერს სასიხარულო
ცნობისთვის ვაკეთებ,
რათა სხვებიც ვაზიაო მას“.
ჩვენი მიზანიც ხომ ზუსტად ესაა,
ვეცადოთ ისეთი საკითხები შევარჩიოთ,
რაც ადამიანებში ინტერესს აღძრავს.
ამგვარად
ჩვენც შევძლებთ,
რომ ყველასთვის ყველაფერი გავხდეთ,
რათა როგორმე დავეხმაროთ
ჭეშმარიტების გაგებაში.
და ბოლოს,
გჯეროდეთ,
რომ იჰოვა აკურთხებს თქვენს მცდელობას
და წარმატებასაც მიაღწევთ,
რადგან გულმოდგინებას იჩენთ
და მის მხარდამხარ თანამშრომლობთ.
იცოდეთ,
რომ ვფიქრობთ თქვენზე
და ყველანი ძალიან გვიყვარხართ!
ეს იყო JW მაუწყებლობა
იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო
მთავარი სამართველოდან.