JW subtitle extractor

ხელმძღვანელი საბჭოს 2025 წლის მე-3 ანგარიში

Video Other languages Share text Share link Show times

მოგესალმებით,
ამ ანგარიშში ვისაუბრებთ,
რა სულიერი მიზნები შეგვიძლია
დავისახოთ მომდევნო თვეების მანძილზე.
თუმცა იქამდე რამდენიმე სიახლეს გაგაცნობთ.
2025 წლის 28 მარტს
მიანმარსა და ტაილანდში 7,7 მაგნიტუდის
სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი მიანმარის ქალაქ მანდალაიში იყო.
ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში მიმდინარე
სამოქალაქო ომის გამო
ამ ქალაქს ბევრი და-ძმა აფარებდა თავს.
სამწუხაროდ, ერთი მისიონერი ცოლ-ქმარი,
რომელიც მანდალაიში მსახურობდა,
საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მოყვა და დაიღუპა.
ძნელი წარმოსადგენია, რამხელა ტკივილს მიაყენებდა ეს ამბავი
მათი ოჯახის წევრებს და თანამორწუნეებს.
იეჰოვას ვთხოვთ, რომ გააძლიეროს ისინი
და ემოციური მხარდაჭერა აღმოუჩინოს ამ მეტად რთულ დროს.
იმავე კორპუსში ცხოვრობდა კიდევ ერთი მისიონერი წყვილი,
რომლებმაც სერიოზული დაზიანებები მიიღეს.
მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ
და როგორც ექიმები ამბობენ,
სრულად გამოჯანმრთელდებიან.
ასევე მცირე დაზიანებები მიიღო
ჩვენმა შვიდმა თანამორწუნემ.
ჩვენი და-ძმების 6 სახლი მთლიანად დაინგრა,
77 კი დაზიანდა.
ზიანი მიადგა ჩვენს 6 დარბაზსაც.
ფილიალი ორგანიზებას უწევს დაზარალებულთა დახმარებას,
მათ შორის შენობების შეკეთებას თუ ახლიდან აშენებას.
სამხრეთ ამერიკაში
და აფრიკის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში
ჩვენი ბევრი თანაქრისტიანი
საკვების დეფიციტს განიცდის.
შესაბამისად
ორგანიზაცია 6 ქვეყანაში
8000-ზე მეტ და-ძმას ამარაგებს საკვები პროდუქტებით.
გვინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ,
რომ გულუხვად იღებთ შესაწირავებს,
რაც საშუალებას გვაძლევს,
გაჭირვებულ თანაქრისტიანებზე ვიზრუნოთ.
ეს რაც შეეხებოდა გასაჭირში მყოფი და-ძმების დახმარებას.
ახლა კი გვინდა, რამდენიმე კარგი სიახლის შესახებაც მოგიყვეთ.
გაცნობებთ ერიტრეაში დაპატიმრებულ ორ დაზე,
ძალიან გვიხარია,
რომ 2025 წლის 12 თებერვალს
72 წლის და
ალგანეშ ტეკლე გაათავისუფლეს ციხიდან.
ამ ამბიდან ერთ თვეში,
12 მარტს,
80 წლის ბერეკტი გებრეტატიოსმაც დატოვა საპატიმრო.
ორივე მათგანი დაუბრუნდა თავის ოჯახს
და საჭირო სამედიცინო დახმარებასაც იღებს.
ეს დები იმ 23 იეჰოვას მოწმეს შორის იყვნენ,
რომლებიც გასულ წელს,
2024 წლის სექტემბერში დააპატიმრეს ერიტრეაში.
კიდევ ერთი კარგი ამბავი გვაქვს რუსეთიდან.
არცთუ ისე დიდი ხნის წინ
ექვსმა ჩვენმა თანაქრისტიანმა საპატიმრო დატოვა.
გათავისუფლებულებს შორისაა დიმიტრი გოლიკი,
რომელმაც დაახლოებით 4 წელი გაატარა ციხეში.
წარმოიდგინეთ როგორ გაახარებდა მას მეუღლის,
სხვა ოჯახის წევრებისა და მეგობრების დანახვა.
პატიმრობიდან გაათავისუფლეს ინვერ სიუხოვიც.
ინვერს გამოსვლისას და და სიძე შეეგებდნენ.
წინასწარი დაკავების იზოლატორში
მან მთლიანობაში 4 წელი გაატარა.
არცერთი ჩვენი და-ძმა არ ყოფილა
ამდენ ხანს წინასწარ პატიმრობაში.
ხშირ შემთხვევაში
ასეთ დაწესებულებებში უფრო მძიმე პირობებია,
ვიდრე სასჯელაღსრულების კოლონიებში.
ამის მიუხედავად,
ინვერს არ დაუკარგავს ქრისტიანული თვისებები,
რაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
საინტერესოა, რომ მას ერთ-ერთმა პატიმარმა
სამადლობელი წერილიც კი მისწერა,
სადაც ეუბნებოდა:
„მიხარია, რომ თქვენნაირ ადამიანს შევხვდი,
ყველაფრისთვის მადლობელი ვარ.
ყველა თქვენნაირი რომ იყოს,
მსოფლიო უკეთესი იქნებოდა.
თქვენს მაგალითზე დავინახე,
როგორი უნდა იყოს კარგი ადამიანი
და ისიც,
რომ ეს შეუძლებელი არ არის.
თქვენგან ყოველთვის
სიმშვიდე და სითბო მოდიოდა.
აქაც, ციხის კედლებშიც კი მოახერხეთ,
რომ გარშემომყოფები გაგებედნიერებინათ.
თქვენ ადამიანებისადმი რწმენა დამიბრუნეთ.
ვისურვებდი, რომ ყველას თქვენნაირი მეგობარი ჰყავდეს.“
ვამაყოფთ იმ და-ძმებით,
რომლებიც ამ მძიმე პირობებშიც კი
არ კარგავენ ქრისტიანულ თვისებებს.
მიუხედავად იმისა,
რომ გისოსებს მიღმა არიან,
თავიანთი ღირსეული საქციელით განადიდებენ
ჩვენს დიდებულ ღმერთს.
მათზეც სრულდება მათეს 5:16-ში ჩაწერილი სიტყვები:
„თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე,
რათა ხედავდნენ თქვენს კარგ საქმეებს
და განადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას.“
იეჰოვას ვთხოვთ,
რომ კვლავაც ამოუდგეს მხარში და ძალა შემატოს
თავის ყველა მსახურს,
ვინც რწმენის გამო იდევნება და პატიმრობაშია.
გვაქვს სხვა სიახლეც.
მიმდინარე წლის მარტში ხელმძღვანელმა საბჭომ
ფილიალის კომიტეტის წევრებს,
რომლებიც 80 წელს არიან მიღწეულნი
სთხოვა შეეფასებინათ თავიანთი მდგომარეობა,
ხომ არ უჭირდათ ამ პასუხისმგებლობის შესრულება.
ზოგმა მათგანმა გადაწყვიტა,
რომ მის შემთხვევაში აჯობებდა,
აღარ ემსახურა კომიტეტში.
მოვუსმინოთ რამდენიმეს.
ასაკი ისე შემოგეპარება კაცს,
ზოგჯერ ვერც კი აცნობიერებ,
რომ რაღაცეებს ძველებურად ვეღარ აკეთებ.
ხოდა ხელმძღვანელი საბჭო დაგვეხმარა, რომ
რეალობისთვის თვალი გაგვესწორებინა
და შევგუებოდით იმ ცვლილებებს,
რაც ასაკს მოაქვს და ვერავინ გაექცევა.
77 წელია რაც სრული დროით ვმსახურობ.
გამოცდილებამ დამანახა,
რომ იეჰოვას მითითებები,
რომლებსაც ორგანიზაციის მეშვეობით ვიღებთ,
ჩვენივე ბედნიერებას ემსახურება.
მინდა გითხრათ, რომ ეს ცვლილება
იეჰოვას უდიდესი სიყვარულის მაჩვენებელია.
ამაში დარწმუნებული ვარ.
მნიშვნელობა არა აქვს, რა შეიცვლება მომავალში
და რა დავალების შესრულება მოგვიწევს,
ეს სიახლე საშუალებას გვაძლევს,
კვლავაც ბოლომდე დავიხარჯოთ იეჰოვასთვის,
ანუ იმდენი ვაკეთოთ,
რამდენით შეგვიძლია,
თანაც ისე,
რომ სიხარული არ დავკარგოთ.
იეჰოვამ გვიპასუხა ლოცვაზე.
უკვე თავს ვეღარ ვართმევდით.
ჯობია საქმე უფრო ახალგაზრდამ და ენერგიულმა აკეთოს,
ფაქტია გამოსდით.
მიხარია,
რომ ჩვენი ფილიალის კომიტეტში
შედარებით ახალგაზრდა ძმებიც მსახურობენ
და შესანიშნავად ართმევენ თავს პასუხისმგებლობებს.
ეს მიდგომა ორგანიზაციას ძალიან წაადგება.
საქმემ რომ სიამოვნება მოგანიჭოს,
იმაზე მეტს არ უნდა შეეჭიდო ვიდრე შეგიძლია.
თუ იეჰოვას ხელმძღვანელობას მიყვები,
ყოველთვის ბედნიერი ხარ.
ამ ძვირფასი ძმების მიმართ
დიდ სიყვარულსა და პატივისცემას გრძნობს
ხელმძღვანელი საბჭო.
თუ მდგომარეობა ხელს შეუწყობთ
მათ კვლავ შეეძლებათ გაუძღვნენ ბეთელის დილის პროგრამებს,
იმსახურონ სარაიონო კონგრესებზე
ფილიალის წარმომადგენლებად,
მოხსენებებით გამოვიდნენ რეგიონულ კონგრესებზე
და სხვა მსგავსი დავალებები შეასრულონ.
ამგვარად
მათ საშუალება ექნებათ ბევრი რამ ასწავლონ და-ძმებს
და წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება გაუზიარონ.
მოუთმენლად ველით რეგიონულ კონგრესს
სახელწოდებით „წმინდა თაყვანისმცემლობა“.
კონგრესების ჩატარება უკვე დაიწყო.
პირველი 5 მაისით დაწყებულ კვირაში გაიმართა.
ბოლო კონგრესი კი, 2026 წლის დასაწყისში ჩატარდება.
ამ კონგრესებიდან 19 სპეციალურია.
წელს 13 მასპინძელი ქვეყანა გვყავს.
პირველი სპეციალური კონგრესი
9-11 მაისს,
ბოლივიის ქალაქ სანტა-კრუსში გაიმართა.
ამ კონგრესზე დამსწრეთა უმაღლესი მაჩვენებელი 12 380 იყო.
მოინათლა 177 ადამიანი.
ახლა ალბათ უფრო მეტად გაგვიჩნდა სურვილი,
დავესწროთ ჩვენს კონგრესს.
ერთი თხოვნა გვაქვს,
იმისთვის, რომ ამ სამდღიანი პროგრამით
სრულად ისიამოვნოთ,
გთხოვთ,
თქვენს ადგილებზე ისხდეთ,
სანამ მუსიკალური ვიდეოკლიპი ჩაირთვება
და მთელი ყურადღებით მიადევნოთ თვალი
ეკრანზე გასულ კადრებს.
ეს შესაბამის განწყობას შეგიქმნით,
რომ მთელი ინტერესით მოუსმინოთ
კონგრესის პროგრამას.
რახან კონგრესები ვახსენეთ,
კიდევ ერთ სიახლეს გეტყვით.
არც ისე დიდი ხნის წინ
მთავარ სამმართველოში ძმებმა იმსჯელეს,
თუ რა აუდიო-ვიდეო სისტემები ესაჭიროება აფრიკის 20 ფილიალს,
რომ კონგრესები სრულფასოვნად ჩატარდეს.
აღსანიშნავია, რომ ამ ფილიალების ტერიტორიაზე,
ბოლო პერიოდში 5 მილიონამდე ადამიანი დაესწრო კონგრესებს,
ეს კი მაუწყებელთა რაოდენობას
სადღაც ორ-ნახევარჯერ აღემატება.
თუმცა ისიც უნდა ითქვას,
რომ ზოგიერთ ადგილას,
სადაც კონგრესები ტარდება,
არ არის სათანადო აუდიო-ვიდეოს სისტემები,
რომ ყველა და-ძმამ სრულფასოვნად მოისმინოს
მოხსენებები და უყუროს ვიდეოებს.
ამიტომაც ხელმძღვანელმა საბჭომ გადაწყვიტა,
რომ 21,1 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყოს.
ამ თანხით ძმები შეძლებენ,
რომ მომდევნო სამი წლის მანძილზე
დამატებითი აუდიო-ვიდეო აღჭურვილობა შეიძინონ
კონგრესების ჩასატარებლად.
როგორც უკვე ვთქვით,
ამ ყველაფერს ეტაპობრივად შევიძენთ
და გამოვიყენებთ ღია თუ დახურულ საკონგრესო დარბაზებში,
დაქირავებულ შენობებში
და ღია ცის ქვეშ გამართულ კონგრესებზეც.
მომდევნო, 2026 წლისთვის
ჩვენი მთავარი მიზანია, კონგრესები მოვამარაგოთ
საჭირო აუდიო ტექნიკით
და გენერატორებით.
ზოგიერთ ადგილას ახალი ვიდეოსისტემა დამონტაჟდება,
ზოგან კი არსებული განახლდება.
გვინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ,
რომ ყოველთვის ასე გულუხვად იღებთ შესაწირავებს.
ამ თანხების წყალობით
ჩვენი ძვირფასი თანაქრისტიანები და დაინტერესებულები
შეუფერხებლად მოისმენენ კონგრესის პროგრამას.
ახლა კი ერთი-ორი სიტყვით იმ მიზნებსაც შევეხოთ,
რომლებიც ამ პერიოდში შეგვიძლია დავისახოთ.
მომდევნო კვირებისა თუ თვეების მანძილზე,
ვინც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ვცხოვრობთ,
რეგიონულ კონგრესებს დავესწრებით.
რამდენიმე თვეში კონგრესების ჩატარება
სამხრეთ ნახევარსფეროშიც დაიწყება.
ალბათ სხვა რაღაცეებიც გექნებათ დაგეგმილი,
მათ შორის შვებულებაში წასვლაც.
რისი გათვალისწინება იქნება
კარგი ასეთი გეგმების შედგენისას?
ფაქტია, ყველაზე დიდ სიამოვნებასა და კმაყოფილებას
მაშინ განვიცდით,
როცა საუკეთესოს ვიღებთ იეჰოვასთვის.
სწორედ ამაზე საუბრობს იგავების 3:9, 10:
„პატივი მიაგე იეჰოვას იმით,
რაც გაგაჩნია,
შენი მოსავლის პირველმოწეული ნაყოფით.
მაშინ აივსება შენი ბეღლები
და შენი საწნახლიდან უხვად იდინებს ახალი ღვინო.“
ასე რომ და-ძმებო,
კარგი იქნება თუ დავფიქრდებით,
რა შესაძლებლობები შეგვიძლია გამოვიყენოთ,
რომ ჩვენი მსახურება უფრო გავამრავალფეროვნოთ.
მაგალითად,
სკოლის მოსწავლეებს
ზაფხულის არდადეგების დროს
უფრო მეტი დრო შეუძლიათ დაუთმონ ქადაგებას.
როგორც წესი,
რეგიონული კონგრესის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე
ხალხის დაპატიჟებას ვიწყებთ.
ეს კარგი პერიოდია,
რომ უფრო აქტიურად ჩავერთოთ მსახურებაში.
დამხმარეობას ხომ ვერ შეძლებდით?
ბევრ ჩვენგანს ტკბილად ახსენდება
ზაფხულის არდადეგებზე
დამხმარე პიონერებად რომ ვმსახურობდით.
ცხადია,
ასეთი მიზანი მარტო სკოლის მოსწავლეებს კი არა,
ყველას შეგვიძლია დავისახოთ
და ვიმსახუროთ დამხმარე პიონერებად.
იქნებ მოახერხოთ და მთელმა ოჯახმა იმსახუროთ.
ან საშუალება ხომ არ გაქვთ,
რომ გაუნაწილებელ ტერიტორიაზე იქადაგოთ?
დარწმუნებული იყავით,
რომ ასეთ საქმეში მონაწილეობა
უდიდეს სიხარულს მოგანიჭებთ.
ახლა მინდა მათ მივმართო,
ვინც წელს სკოლას ამთავრებს.
კარგი იქნება,
თუ პიონერობის დაწყებაზე დაფიქრდებით,
შეგიძლიათ ილოცოთ ამაზე.
მალე ახალი სამსახურებრივი წელი დაიწყება,
ამიტომ კარგს იზამთ თუ ახლავე დაიჭერთ თადარიგს.
ასევე შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ
ჩვენი დარბაზების მოვლა-პატრონობასა თუ მშენებლობაში.
შეიძლება ზოგს ბლანკი შევსებულიც გაქვთ.
მათ ვინც 18 წლის გახდა,
სხვა მხრივაც შეუძლიათ გააფართოვონ მსახურება.
მაგალითად შეავსონ ბეთელის ბლანკი.
ესეც ერთ-ერთი შესანიშნავი საშუალებაა,
რომ იეჰოვასთვის უფრო მეტი აკეთოთ.
როცა მიზნებზე ვსაუბრობთ,
არ შეიძლება არ ვახსენოთ მახარობელთა სკოლის გავლაც.
ალბათ გახსოვთ, ახლახან ხელმძღვანელმა საბჭომ
ახალგაზრდებს მოუწოდა, მისიონერობაზე დაფიქრებულიყვნენ.
მახარობელთა სკოლა
გზას სწორედ მისიონერული მსახურებისკენ გაგიხსნით.
შევსებული ხომ არ გაქვთ სამეფოს მახარობელთა სკოლის ბლანკი?
შეგახსენებთ,
ბოლო დროინდელი ცვლილების თანახმად,
უკვე 21 წლის მაუწყებელსაც შეუძლია განაცხადი შეავსოს,
თუ პიონერულ მსახურებაში
სულ მცირე 2-წლიანი სტაჟი აქვს.
თამამად შეიძლება იმის თქმა,
რომ არჩევანი საკმაოდ დიდია.
გთხოვთ,
ილოცეთ და დაფიქრდით,
რომელი ვარიანტია თქვენთვის უფრო მოსახერხებელი.
რახან კონგრესები გვიახლოვდება,
კარგი იქნება თუ ყველაფერს ისე დაგეგმავთ,
რომ და-ძმებთან ერთად დაესწროთ პროგრამას,
თუ, რა თქმა უნდა, მდგომარეობა ხელს გიწყობთ.
თუ სამი დღე ვერა,
იქნებ ერთი
ან ნახევარი დღე მაინც შეძლოთ ადგილზე დასწრება.
ჩვენს საყვარელ და-ძმებთან ერთად შეკრებას,
მღერას და ლოცვას
განსაკუთრებული ემოციები მოაქვს და ძალებით გვავსებს.
მოდი შევაჯამოთ.
ამ ანგარიშში ჩვენ ვისაუბრეთ არაერთ მიზანზე,
რომელიც შეგვიძლია უახლოეს თვეებში დავისახოთ.
კარგი გეგმით
ბევრის მიღწევაა შესაძლებელი.
ხელმძღვანელის საბჭოს სურვილს
კარგად გამოხატავს მე-20 ფსალმუნის მე-4 მუხლი,
სადაც ასეთ სიტყვებს ვკითხულობთ:
„აგისრულოს გულის წადილი
და ხელი მოგიმართოს ყველაფერში!“
ძვირფასო და-ძმებო,
ყველანი ძალიან გვიყვარხართ.
თქვენ უყურებდით JW მაუწყებლობას
იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველოდან.