JW subtitle extractor

ხელმძღვანელი საბჭოს 2025 წლის მე-4 ანგარიში

Video Other languages Share text Share link Show times

ყველას გულთბილად მოგესალმებით,
ძვირფასო და-ძმებო.
ამ ანგარიშში ვიმსჯელებთ,
როგორ გვეხმარება ბიბლიური პრინციპები,
რომ კარგი გადაწყვეტილებები მივიღოთ.
მაგრამ თავიდან რამდენიმე
სიახლეს გაგაცნობთ.
შევეხოთ გასულ თვეებში ჩატარებულ
ორ სპეციალურ კონგრესს.
ამა წლის 23–25 მაისს
სპეციალური კონგრესი გაიმართა ბოლივიაში.
ეს ყველაზე მასშტაბური კონგრესი იყო,
რაც კი ოდესმე ჩატარებულა ამ ქვეყანაში.
კონგრესზე დასასწრებად
დაახლოებით ათი ქვეყნიდან
1 900–ზე მეტი დელეგატი ჩავიდა.
დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი 19 233 იყო.
მონათლულთა რაოდენობამ კი 277 შეადგინა.
13–15 ივნისს სპეციალური კონგრესი
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაშიც ჩატარდა.
დამსწრეთა რიცვხმა 8 987 შეადგინა.
აქედან სადღაც 2 000 დელეგატი
17 ქვეყნიდან იყო ჩასული.
ესეც ყველაზე დიდი კონგრესი იყო,
რაც კი იეჰოვას მოწმეებს
ალბანეთში ჩაგვიტარებია.
ამ კონგრესზე 83 მოინათლა.
ძალიან გვახარებს იმის
დანახვა, რომ ამდენი ადამიანი
ერთად სცემს იეჰოვას თაყვანს.
ეს მახსენებს 133–ე ფსალმუნის
პირველ მუხლში ჩაწერილ სიტყვებს.
აქ დავითი ასეთ რამეს ამბობს:
„რა კარგია და რა სასიამოვნო,
შეხმატკბილებულად რომ ცხოვრობენ ძმები!“.
ახლა მთავარ თემაზე ვიმსჯელოთ.
ვნახოთ, რამდენად მნიშვნელოვანია,
გადაწყვეტილებების მიღებისას
პრინციპებით ვიხელმძღვანელოთ,
ნაცვლად იმისა,
სულ წესები დავადგინოთ.
მოვიყვანოთ მარტივი მაგალითი.
პატარაობაში მშობლები წესებს
გვიდგენდნენ ჩვენივე უსაფრთხოებისთვის.
შეიძლება გვეუბნებოდნენ:
„გზაზე გადასვლისას ხელი არ გამიშვა,
იცოდე, მაგრად ჩამჭიდე!“.
მშობლები მსგავს წესებს
ისევ და ისევ ჩვენს
დასაცავად გვიდგენდნენ.
მაგრამ გავიზარდეთ
და დღეს ამ წესის მიყოლა აღარ გვჭირდება.
რატომ, საფრთხე გაქრა?
არა.
უბრალოდ ჩვენ ვისწავლეთ,
რომ აქეთ-იქით გავიხედოთ
და გზაზე ისე გადავიდეთ.
წარმოიდგინეთ,
რა სანახავი იქნებოდა
30 წლის კაცს ისევ დედაზე ჰქონდეს
ხელი ჩაკიდებული და ქუჩაზე
ისე გადადიოდეს.
მსგავსად, მოწიფულ ქრისტიანებს
ყველა ნაბიჯზე წესები არ სჭირდებათ.
ამის ნაცვლად,
პრინციპებით ხელმძღვანელობენ.
როცა რაიმე საკითხზე ბიბლია
კონკრეტულად არაფერს ამბობს
ანუ კონკრეტული კანონი არ არის მოცემული,
გადაწყვეტილებების მიღებისას
ბიბლიით განსწავლული
სინდისით ვხელმძღვანელობთ.
მაგალითად,
დავფიქრდეთ სიმბოლოებსა
თუ წეს-ჩვეულებებზე,
რომლებიც შეიძლება ცრუ
რელიგიიდან იღებდეს სათავეს.
ჩვენი და-ძმები მსოფლიოს
სხვადასხვა კუთხეში
240 ტერიტორიაზე ცხოვრობენ.
წარმოიდგინეთ, რამდენი სიმბოლო
თუ წეს-ჩვეულებაა გავრცელებული
მათ კულტურაში.
როგორ უნდა განვსაზღვროთ,
რა არის მისაღები ჩვენთვის
და რა მიუღებელი?
ამაში სამ ძირითად კითხვაზე
დაფიქრება დაგვეხმარება.
პირველი:
როგორია იეჰოვას დამოკიდებულება?
2 კორინთელების 6:17-ში
იეჰოვა ნათელ მითითებას გვაძლევს:
„გამოდით მათგან და გამოეყავით,
— ამბობს იეჰოვა, –
უწმინდურს ნუღარ მიეკარებით“,
„და მე მიგიღებთ თქვენ“.
ეს პრინციპი ხაზს უსვამს,
რომ ქრისტიანისთვის მიუღებელი უნდა იყოს
ცრუ რელიგიასთან და
სპირიტიზმთან დაკავშირებული სიმბოლოები
და წეს-ჩვეულებები.
მეორე:
როგორია და-ძმების დამოკიდებულება?
ვნახოთ რომაელები.
წავიკითხოთ 14:19, 21.
„მაშ, იმისკენ ვისწრაფოთ,
რაც მშვიდობასა და ერთმანეთის
აღშენებას ემსახურება“.
„თუ შენი ძმა დაბრკოლდება,
ჯობს არ ჭამო ხორცი,
არ დალიო ღვინო
და სხვაც არაფერი გააკეთო ისეთი,
რაც მას დააბრკოლებდა“.
ზოგჯერ შეიძლება რაიმე
პრობლემას არც წარმოადგენდეს,
მაგრამ ვითვალისწინებთ
და-ძმების შეხედულებებს
წეს-ჩვეულებებსა და სიმბოლოებზე.
ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ,
ისეთი არაფერი გავაკეთოთ,
რითაც და-ძმებს დავაბრკოლებთ.
თუმცა ფაქტია, ერთიც კარგად გვესმის,
რომ ჩვენს და-ძმებს აქვთ უფლება,
ბიბლიით განსწავლული სინდისის საფუძველზე
ინდივიდუალური გადაწყვეტილებები მიიღონ.
და მესამე:
როგორია საზოგადოების აღქმა?
ამ დროს რომელი ბიბლიური
პრინციპით ვხელმძღვანელობთ?
პირველი კორინთელები ვნახოთ.
9:20, 21, 23.
„იუდეველებისთვის იუდეველი გავხდი,
რათა იუდეველები შემეძინა;
კანონს დაქვემდებარებულთათვის
კანონს დაქვემდებარებული გავხდი,
თუმცა არა ვარ კანონს დაქვემდებარებული,
რათა კანონს დაქვემდებარებულები შემეძინა;
კანონის უქონელთათვის
კანონის უქონელი გავხდი,
თუმცა ღვთის კანონის უქონელი არ ვარ,
რადგან ქრისტეს კანონს ვექვემდებარები,
რათა კანონის უქონელნი შემეძინა;
ყველაფერს სასიხარულო ცნობისთვის ვაკეთებ,
რათა სხვებიც ვაზიარო მას“.
ეს პრინციპი გვანახებს,
რამდენად მნიშვნელოვანია,
რომ გავითვალისწინოთ
სხვების შეხედულებები.
ეს რომ შევძლოთ,
უნდა გვესმოდეს,
რა დატვირთვა აქვს საზოგადოებაში ამა
თუ იმ სიმბოლოს თუ წეს-ჩვეულებას.
ის, რაც ერთ ქვეყანაში
ან კულტურაში მისაღებია,
შეიძლება მეორეში ყოვლად მიუღებელი იყოს
და ხალხის დამოკიდებულებაც
განსხვავდებოდეს.
1976 წლის „გამოიღვიძეთ!“-ში
ძალიან საინტერესო და მეტად
მნიშვნელოვანი კითხვა იყო დასმული:
„როგორი დამოკიდებულება
უნდა ჰქონდეს ქრისტიანს
ისეთი გამოსახულებების მიმართ,
რომლებიც ძველად
ან დღეს რომელიმე ქვეყანაში ცრუ
რელიგიასთანაა დაკავშირებული?
ეს კითხვა შეიძლება მაშინ წამოიჭრას,
როცა ვინმე სახლის დეკორს
ან სამკაულს არჩევს.
ამაზე შეიძლება მაშინაც დაფიქრდეს ვინმე,
როცა სანათის დიზაინს ან ჭურჭელს არჩევს.
შესაძლოა ამ დროს თავში
ასეთი კითხვა უტრიალებდეს:
„ამ ფორმებს თუ გამოსახულებებს
ნეტავ რაიმე კავშირი ხომ არ აქვს
კერპთაყვანისმცემლობასთან?“.
ნახეთ, შემდეგ რა აზრი იკვეთება:
„სხვადასხვა დროსა და სივრცეში
ერთი და იგივე სიმბოლო
სრულიად შესაძლებელია,
რომ სხვადასხვა მნიშვნელობას ატარებდეს.
იმას, რასაც ერთ ქვეყანაში
ერთი დატვირთვა აქვს,
შეიძლება სხვა ქვეყანაში
სულ სხვა დატვირთვა ჰქონდეს.
იმავეს თქმა შეიძლება
სხვადასხვა ეპოქაზეც.
რაზე უნდა დაფიქრდეს
ქრისტიანი რამის შერჩევამდე?
ერთადერთი იმაზე,
მის გარშემო მცხოვრები ხალხი
რას როგორ აღიქვამს.
ამიტომ არ ღირს იმაზე ნერვიულობა,
თუ რა დატვირთვა ჰქონდა
მას ასწლეულების წინ“.
სტატიაში მაგალითისთვის
მოყვანილი იყო რამდენიმე სიმბოლო,
რომლებიც ადრე ცრუ რელიგიასთან
იყო დაკავშირებული.
თუმცა დღესდღეობით
უკვე სხვა დატვირთვა აქვს.
იქ ნაჩვენები იყო შემდეგი გამოსახულებები:
გული,
ჰერალდიკური შროშანი
და ბროწეული.
სტატიის ბოლოში კარგი
რჩევაც იყო მოცემული:
„უამრავი ფორმა თუ გამოსახულება
ცრუ თაყვანისმცემლობასთან
იყო დაკავშირებული.
თუ დღეს ვინმე ღრმად ჩაეძიება,
აუცილებლად აღმოაჩენს რაღაც კავშირებს.
გონივრული იქნება ასეთი მიდგომა?
ზედმეტ საფიქრალს ხომ არ გავიჩენთ
და დროის ფუჭი ხარჯვა ხომ არ გამოგვივა?
თუ თქვენს ტერიტორიაზე
რაიმე გამოსახულებას
რელიგიური დატვირთვა აქვს,
გონივრული იქნება, თუ არ იქონიებთ
რაიმე ნივთს ამ გამოსახულებით.
გარდა ამისა,
თუ რომელიმე სიმბოლო ან გამოსახულება
საზოგადოებისთვის მიუღებელი გახდა,
გადაწყვეტილების მიღებამდე
მოწიფული ქრისტიანი
ამ შემთხვევაშიც
გაითვალისწინებს სხვების აღქმას“.
დამეთანხმებით, კარგი რჩევებია.
ადათ-წესებზეც იმავეს თქმა შეიძლება.
დროთა განმავლობაში იცვლება შეხედულება.
2000 წლის 8 იანვრის „გამოიღვიძეთ!“-ში
გამოქვეყნდა სტატია სათაურით:
„გაწონასწორებული თვალსაზრისი
გავრცელებულ ადათ-წესებზე“.
იქ აღნიშნული იყო:
„ადათ-წესებზე ყოველთვის
დიდ გავლენას ახდენდა რელიგია.
ბევრ მათგან ცრუ რწმენასთან
დაკავშირებული უძველესი
და არაბიბლიური რელიგიური
თვალსაზრისი უდევს საფუძვლად“.
სტატიაში რამდენიმე
მაგალითიც იყო მოყვანილი.
როგორც იქ იყო აღნიშნული,
ზოგი რამ ცრუ რელიგიიდან იღებს სათავეს.
მერე ასეთ რამეს ვკითხულობთ:
„წლების შემდეგ ეს რელიგიური
მნიშვნელობები გაუქმდა
და დღეს მსგავს
მოქმედებებსა და ადათ-წესებს
აღარ აქვთ რელიგიური მნიშვნელობა.
რაზე უნდა დაფიქრდეს
ქრისტიანი პირველ რიგში?
შეიძლება საჭირო იყოს, კარგად გამოიკვლიოს,
საიდან მომდინარეობს ესა თუ ის ჩვეულება.
თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, დაფიქრდეს,
რა მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ
ჩვეულებას იმ დროსა და იმ ადგილას,
სადაც ადამიანი დღესდღეობით ცხოვრობს.
თუ რომელიმე ჩვეულებას არაბიბლიური
ან სხვა უარყოფითი მნიშვნელობა აქვს
წელიწადის გარკვეულ დროს
ან გარკვეულ პირობებში,
ქრისტიანები გონივრულად მოიქცევიან,
თუ გადაწყვეტენ თავი აარიდონ მას იმ დროს.
მოდი რამდენმე მაგალითი მოვიყვანოთ.
რას ვიტყვით მთქნარებისას
პირზე ხელის აფარებაზე?
ზოგი ფიქრობდა,
რომ, როცა ადამიანი ამთქნარებდა,
და პირს ფართოდ აღებდა,
შეიძლება მისი სული ამოსულიყო.
დღეს როგორაა?
დღეს ხალხი პირზე ხელს
ზრდილობის ნიშნად იფარებს
და საერთოდ დაკარგული
აქვს ძველი მნიშვნელობა.
ქორწინების ბეჭდებზეც ვთქვათ.
ზოგი ისტორიკოსის აზრით,
ბეჭდების გაცვლას წარმართული
საწყისი აქვს.
თუმცა დღეს საქორწინო ბეჭდებს
მხოლოდ ერთი მიზნით ატარებენ.
ეს იმაზე მიანიშნებს,
რომ ადამიანი
დაქორწინებულია.
კიდევ ერთი, რაზეც უნდა დავფიქრდეთ,
წელიწადის დროა.
რას ვგულისხმობთ?
ჩვენთან უორიკში ზოგ ბეთელელს
აივანი განათებებით აქვს მორთული.
თუმცა არის პერიოდი,
როცა ამ განათებებს ხსნიან.
ამას, ძირითადად,
ნოემბერში
და დეკემბერში აკეთებენ.
რატომ აკეთებენ ამას?
ამ პერიოდში შობა აღინიშნება
და ეს განათებები ამ
დღესასწაულს უკავშირდება.
სწორედ ამიტომ იქცევიან ბეთელელები ასე.
არ უნდათ, ვინმეს
შემთხვევით ის აფიქრებინონ,
რომ ჩვენც,
იეჰოვას მოწმებიც, აღვნიშნავთ ამ
ცრუ რელიგიურ დღესასწაულს.
მოდი შევეხოთ სადღეგრძელოების თქმის
და ჭიქის მიჭახუნების ტრადიციასაც.
ძველად შესაძლოა წარმართულ წეს-
ჩვეულებებს უკავშირდებოდა,
ამიტომ წლები ჩვენ თავს
ვარიდებდით ერთსაც და მეორესაც.
თუმცა დღეს, მეტწილად,
სადღეგრძელოებს და ჭიქის მიჭახუნებას
არანაირი რელიგიური დატვირთვა არ აქვს.
ეს უბრალოდ
სიხარულის გამოსახატავი ჟესტია.
სწორედ ამიტომ
ხელმძღვანელმა საბჭომ
ამაზე ბევრი იფიქრა და ილოცა
და დაასკვნა, რომ საჭირო აღარ არის
წესის დადგენა სადღეგრძელოებსა
და ჭიქის მიჭახუნებაზე.
თითოეულმა ქრისტიანმა
ამ ანგარიშში განხილული კითხვების,
ბიბლიური პრინციპების
და ბიბლიით განსწავლული
სინდისის საფუძველზე
ეს თავად უნდა გადაწყვიტოს.
რისი თქმა გვსურს?
ნიშნავს ეს იმას, რომ სადღეგრძელოს თქმა
ყოველთვის
და ყველა სიტუაციაში შეგვიძლია?
რა თქმა უნდა, არა.
უბრალოდ იმის თქმა გვინდა,
რომ კონკრეტულ წესს ამ
საკითხზე არ ვადგენთ.
თითოეულმა ქრისტიანმა
ბიბლიური პრინციპების საფუძველზე
თავად უნდა განსაზღვროს,
როგორ მოიქცევა კონკრეტულ სიტუაციაში.
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში
მცხოვრები ჩვენი და-ძმები
შეიძლება სრულიად განსხვავებულ
სიტუაციებში აღმოჩნდნენ.
ამიტომ რა კარგია,
რომ ზედმეტი წესები კი არა,
სახელმწვანელო ბიბლიური
პრინციპები გვაქვს.
მოდი მოკლედ შევაჯამოთ.
პირველი და ყველაზე მთავარი.
გვიყვარს იეჰოვა
და გვინდა, რომ მას ვასიამოვნოთ.
ამიტომ უნდა დავფიქრდეთ:
„თუ ამ სადღეგრძელოს შევსვამ,
გულს ხომ არ ვატკენ იეჰოვას?“.
მაგალითად,
რაიმე ეროვნულ ან რელიგიურ
დღესასწაულს ხომ არ უკავშირდება
თუ უბრალოდ სიხარულის გაზიარება
ან მეგობრული ჟესტია?
ან გვინდა, კეთილი სურვილები გამოვხატოთ.
მეორე,
ჩვენ გვიყვარს და-ძმები.
ამიტომ არ გვინდა, ჩვენდა უნებურად დავაბრკოლოთ ისინი.
ჩვენ ვითვალისწინებთ მათ,
მათ სინდისს.
და მესამე,
ჩვენ გვიყვარს იეჰოვაც და ხალხიც.
ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია,
გვესმოდეს, როგორ აღიქმება ესა თუ
ის წეს-ჩვეულება საზოგადოებაში,
რომელშიც ვცხოვრობთ.
რა ვისწავლეთ ამ ანგარიშიდან?
იეჰოვა არ გვამძიმებს,
არ გვტვირთავს ზედმეტი წესებით.
ამის ნაცვლად,
ის ბიბლიის მეშვეობით
სახელმძღვანელო პრინციპებს გვაძლევს.
ეს გვეხმარება, გონივრული
გადაწყვეტილებები მივიღოთ
მაშინაც, როცა საქმე სიმბოლოებს
და ამა თუ იმ წეს-ჩვეულებას ეხება.
იმასაც შევეხეთ,
რომ სხვების სინდისს პატივი უნდა ვცეთ
და თავს არასდროს უნდა მოვახვიოთ
ვინმეს საკუთარი შეხედულებები.
იეჰოვა არ გვზღუდავს,
ამიტომ არც ჩვენ უნდა
შევუზღუდოთ სხვებს თავისუფლება.
თუ გვიყვარს და-ძმები,
გამჭრიახები ვართ და ასე
ვიყენებთ პრინციპებს,
ერთობას ვინარჩუნებთ
და არავის ვაბრკოლებთ.
ჩვენი სურვილიც ხომ ესაა.
ჩვენც ისეთივე განწყობა გვაქვს,
როგორიც პავლე მოციქულს ჰქონდა.
ეფესოელების 4:13
ის ასეთ რამეს ამბობს,
„სანამ ყველას
ერთი რწმენა
და ღვთის ძის შესახებ
ერთი ცოდნა არ გვექნება,
რათა გავხდეთ ზრდადასრულებულნი
და მივაღწიოთ მოწიფულობას,
ქრისტეს რომ ჰქონდა“.
ძვირფასო და-ძმებო,
გვინდა, დაგარწმუნოთ,
რომ ყველანი
ძალიან გვიყვარხართ.
როგორც ყოველთვის,
ეს იყო JW მაუწყებლობა,
იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო
მთავარი სამმართველოდან.