JW subtitle extractor

ხელმძღვანელი საბჭოს 2025 წლის მე-5 ანგარიში

Video Other languages Share text Share link Show times

მოგესალმებით,
თქვენ უყურებთ მე-5 ანგარიშს.
დღევანდელ პროგრამაში
გვინდა, განათლების საკითხზე ვისაუბროთ.
ვფიქრობ, ეს თემა ბევრს აინტერესებს.
თუმცა მანამდე რამდენიმე სიახლეს გაგაცნობთ.
წინა ანგარიშის შემდეგ
8 სპეციალური კონგრესი ჩატარდა სხვადასხვა ადგილას.
ბელგიის ქალაქ გენტში,
გლაზგოში – შოტლანდიაში,
ხორვატიის ქალაქ ზაგრებში,
საკრამენტოში – შეერთებულ შტატებში,
გენტში მეორე კონგრესიც ჩატარდა,
აგრეთვე ქალაქ კიგალიში –
რუანდაში,
იაპონიის ქალაქი იოკოჰამაში
და ბოლოს ფორტ-ლოდერდეილში –
შეერთებულ შტატებში.
რა სასიამოვნოა ამდენი მომღიმარი სახის
და ჩვენი საძმოს ერთობის დანახვა
ამ ღონისძიებებზე!
შეიძლება გიჩნდებათ კითხვა:
რა გეგმები გვაქვს მომავალი წლის
კონგრესებთან დაკავშირებით?
იცით, რა იქნება 2026 წლის რეგიონული კონგრესის თემა?
ვფიქრობ, მოგეწონებათ.
ასეთი თემა შევარჩიეთ:
„მარადიული ბედნიერება“.
ხომ საინტერესოა?!
გარდა ამისა,
გვინდა, სიხარულით გაცნობოთ,
რომ მომდევნო წელს
19 საერთაშორისო კონგრესი ჩატარდება 17 ქვეყანაში.
სექტემბრის დასაწყისში კრებებში მიიღებთ დამატებით ინფორმაციას.
როგორც ამას წინათ შუა კვირის შეხვედრიდან გავიგეთ,
სექტემბერში ჩატარდება მსოფლიო კამპანია,
რომლის დროსაც გავავრცელებთ
„საგუშაგო კოშკს“ სახელწოდებით:
„ვინ დაასრულებს ომებს?“
ეს დღეს ნამდვილად აქტუალური საკითხია.
სექტემბერში ჩვენი ვებ-საიტის მთავარ გვერდზე
სწორედ ეს ჟურნალი იქნება გამოტანილი.
ასე რომ, უფრო მარტივად შევძლებთ შეთავაზებას.
კამპანიის დროს დამხმარე პიონერად ხომ არ იმსახურებდით?!
შეგიძლიათ 15-საათიანი
ან 30-საათიანი გეგმა შეასრულოთ.
ან საერთოდ, ხომ არ გიფიქრიათ,
რომ სექტემბრიდან სრული დროით პიონერობა დაიწყოთ?
გარდა ამისა,
იმავე თვეში გვექნება სპეციალური მოხსენებაც,
რომელსაც იგივე სათაური ექნება:
„ვინ დაასრულებს ომებს?“
კრებებში ეს სპეციალური მოხსენება
22 სექტემბრით დაწყებულ კვირაში წარმოითქმება.
ახლა კი მთავარ თემაზე გადავიდეთ
და ვისაუბროთ განათლების საკითხზე.
ეს ალბათ ძირითადად ახალგაზრდებს
და მათ მშობლებს დააინტერესებთ.
თუმცა განხილული პრინციპები ყველას წაგვადგება.
ახალგაზრდებს ხშირად ეკითხებიან,
რა გეგმებს ისახავენ მომავლისთვის.
ფაქტია, საუკეთესო არჩევანი სრული დროით მსახურებაა.
თუმცა ისიც უნდა ითქვას,
რომ სრული დროით მსახურებსაც სჭირდებათ სამუშაო.
ზოგ ქვეყანაში აუცილებელი არაა უმაღლესი განათლება,
რომ ნორმალური შემოსავალი გქონდეს.
ზოგან კი საბაზისო განათლებით
მხოლოდ ისეთ სამუშაოს თუ იშოვი,
სადაც დაბალი ანაზღაურება და
ხანგრძლივი სამუშაო საათებია.
ასეთ შემთხვევაში შეიძლება ახალგაზრდა დაფიქრდეს,
გააგრძელოს თუ არა სკოლის შემდეგ სწავლა
ან რა სახის განათლება მიიღოს.
სკოლის შემდეგ სხვადასხვა ტიპის
განათლების მიღებაა შესაძლებელი.
ამ მხრივ ბევრ ქვეყანაში
საკმაოდ დიდი არჩევანია.
განსხვავებული ტიპის სასწავლებლები არსებობს,
მაგალითად უნივერსიტეტები,
კოლეჯები
თუ სხვადასხვა პროფესიული სასწავლებლები.
არსებობს არაერთი ხელობის შემსწავლელი კურსიც.
ამ კურსებს შორისაც სწავლის ხანგრძლივობა
შეიძლება საკმაოდ განსხვავებული იყოს.
ისმის ასეთი კითხვა:
მისაღებია ქრისტიანისთვის
უმაღლესი განათლების მიღება?
ამ ანგარიშში გვინდა,
რომ კარგად განვმარტოთ ეს საკითხი.
მართალია, ზოგიერთ შემთხვევაში
შეიძლება იყოს გარკვეული საფრთხეები,
მაგრამ, საბოლოო ჯამში,
ვინ რა სახის განათლებას მიიღებს,
თითოეულის პირადი გადასაწყვეტია.
როგორც გალატელების 6:5-ში წერია:
„თითოეული თავის სატარებელს ატარებს“.
რას შეგვახსენებს ეს ბიბლიური პრინციპი?
განათლების მიღებასთან დაკავშირებით ყველამ
პირადი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
ახალგაზრდებს მშობლებიც უნდა დაეხმარონ
გონივრული არჩევნის გაკეთებაში.
თუ ისინი ბავშვობიდან
სწორ მიმართულებას მისცემენ შვილებს,
ბრძნული გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებენ.
და მაინც,
რა დაგვეხმარება,
რომ ამ საკითხში სწორი არჩევანი გავაკეთოთ?
თითოეულმა ქრისტიანმა,
ბავშვების შემთხვევაში კი მშობლებმა,
გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა ილოცონ,
განიხილონ შესაბამისი ბიბლიური პრინციპები
და გაითვალისწინონ დადებითი თუ უარყოფითი მხარეები.
შეიძლება უხუცესმა ან მოწიფულმა თანაქრისტიანმა
გარკვეულ მხარეებზე მიგვაქცევინოს ყურადღება,
თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ არავინ,
მათ შორის არც უხუცესებმა არ უნდა განსაჯონ ის,
ვინც უმაღლესი განათლების მიღებას გადაწყვეტს.
სწავლის გაგრძელებას, რა თქმა უნდა, აქვს
როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები.
რა დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში?
კარგი პრინციპია მოცემული იგავების 14:15-ში.
მუხლის მე-2 ნაწილში ნათქვამია, რომ
„წინდახედული აკვირდება თავის ნაბიჯებს“.
ასე რომ, ილოცეთ,
გავიმეორებ ამ აზრს,
ილოცეთ ამ საკითხზე.
ახალგაზრდებო,
ესაუბრეთ მშობლებს და გაიგეთ მათი აზრი,
შემდეგ დაფიქრდით ორ რამეზე.
პირველი,
რა არის თქვენი მოტივი?
და მეორე,
რის ფასად დაგიჯდებათ ეს გადაწყვეტილება?
მოდი ჩვენც მოკლედ შევეხოთ ამ ორ მხარეს.
პირველი,
შეამოწმეთ თქვენი მოტივები.
დაფიქრდით,
რატომ გინდათ სწავლის გაგრძელება?
ბევრს იმიტომ სურს განათლების მიღება,
რომ ისეთი სამსახური იშოვოს,
სადაც კარგად გადაუხდიან
და გრაფიკიც კარგი ექნება.
არასწორია ასეთი მოტივები?
მაინცდამაინც არა.
ასეთმა სამუშაომ ქრისტიანს
შეიძლება საშუალება მისცეს,
რომ სრული დროით მსახურება დაიწყოს.
თუმცა ამავდროულად
ბიბლია გვაფრთხილებს,
რომ არ გაგვიტაცოს ფულის სიყვარულმა
და ეს არ მივიჩნიოთ
უსაფრთხოების გარანტიად.
თუ თქვენი მიზანი გამდიდრება
და კარიერული წინსვლა იქნება,
ბოლოს არა მხოლოდ სიცარიელეს იგრძნობთ,
არამედ შეიძლება იეჰოვასაც ჩამოშორდეთ.
ერთი რამ
ყოველთვის გახსოვდეთ:
ნურაფერს,
ნურაფერს დააყენებთ იეჰოვას მსახურებაზე წინ.
განათლების მიზანი ის უნდა იყოს,
რომ გაგიადვილდეთ თავის რჩენა
და რაც მთავარია,
ღვთის მსახურებაში ხელი არ შეგეშალოთ.
გახსოვდეთ იესოს სიტყვები,
რომლებიც მათეს 6:33-შია ჩაწერილი:
„ამიტომ, უპირველესად,
[უპირველესად]
ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე
და სხვა დანარჩენი შეგემატებათ“.
ერთი და, სახელად ჟოზეფინა,
რომელმაც სალონური
მომსახურების სფეროში კურსები გაიარა,
ასეთ რამეს გვეუბნება:
„ეს სასწავლო კურსები იმიტომ გავიარე,
რომ იეჰოვასთვის მეტის კეთების საშუალება მქონოდა.
მინდოდა, ცოდნა ჩემთვის მიზნის
მიღწევის საშუალება ყოფილიყო
და არა მისი დაკარგვის“.
კიდევ ერთმა დამ, აირისმა,
რომელმაც სტომატოლოგიის შესწავლა აირჩია, თქვა:
„მართალია ცოდნა გარკვეულ უპირატესობას განიჭებს,
მაგრამ ის არ არის ნამდვილი წარმატების
და კმაყოფილების საწინდარი.
ბედნიერების ფორმულა საკმაოდ მარტივია:
როცა იეჰოვას აყენებ პირველ ადგილზე,
სიხარული და წარმატება გარანტირებული გაქვს“.
რთულია, არ დაეთანხმო.
ასეა,
როცა იეჰოვასთან მეგობრობა
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია,
ჩვენი გადაწყვეტილებებით
ჩვენივე ბედნიერებას ვუწყობთ ხელს.
მეორე, რაზეც ღირს დაფიქრება, ისაა,
რის ფასად შეიძლება დაგვიჯდეს
განათლების მიღება.
იქნებ ამის გარეშეც შეძლოთ
სამსახურის შოვნა და თავის რჩენა?!
მაგალითად, ბევრი პიონერი
ნახევარ განაკვეთზე მუშაობს.
ერთი ფინელი და იოჰანა,
რომელსაც დამატებითი განათლება
აღარ მიუღია, ასეთ რამეს ამბობს:
„სკოლის დამთავრების შემდეგ
ნახევარ განაკვეთზე მუშაობა
და პიონერობა დავიწყე.
არაერთი სამსახური შევიცვალე,
თუმცა იეჰოვას
არასდროს გაუცრუებია ჩემთვის იმედი
და აუცილებელი არ მაკლდა“.
თუ მშობლებთან ერთად
წინასწარ იმსჯელებთ ამ საკითხებზე,
არჩევნის გაკეთება გაგიმარტივდებათ.
ასეთ შემთხვევაში
უფრო დიდ ყურადღებას დაუთმობთ
იმ საგნებში მომზადებას,
რომელი მიმართულებითაც ფიქრობთ დასაქმებას.
თუ სწავლის გაგრძელება გსურთ,
იმაზეც ღირს დაფიქრება,
რამდენ დროს წაიღებს ეს.
დაგრჩებათ დრო სულიერი საქმეებისა
და ოჯახური ვალდებულებებისთვის?
სწავლა იმდენად ხომ არ გამოგაცლით ძალებს,
რომ ვეღარც შეხვედრებისთვის მოემზადებით
და აღარც პირადი შესწავლის ძალა გექნებათ?
ხანგრძლივობაზე რას ვიტყვით?
რამდენი თვე
ან რამდენი წელი დასჭირდება
სწავლის დასრულებას?
ეკლესიასტეს 12:1 ახალგაზრდებს მოუწოდებს:
„გახსოვდეს შენი დიდებული
შემოქმედი შენს სიჭაბუკეში,
სანამ დაგდგომია
დამამწუხრებელი დღეები და წლები,
როცა იტყვი, სიცოცხლე აღარ მიხარიაო“.
გექნებათ იმის საშუალება,
რომ ახალგაზრდული წლები
იეჰოვას მსახურებისთვის გამოიყენოთ?
ხომ არ აჯობებს,
რომ ხანმოკლე კურსები გაიაროთ,
რომელსაც შედარებით ნაკლები დრო დასჭირდება?
აგრეთვე დაფიქრდით:
რა თანხა დაგიჯდებათ სწავლა?
ან ხომ არ მოგიწევთ სხვაგან გადასვლა?
შეიძლება სახლთან ახლოსაც შეძლოთ
სასწავლებლის პოვნა.
რა მოხდება, თუ სხვა ქალაქში მოგიწევთ გადასვლა
ან უცხო ადამიანებთან ერთად
საერთო საცხოვრებელში ცხოვრება?
გახსოვდეთ,
ოჯახის წევრებისგან შორს ყოფნამ
შეიძლება დიდი საფრთხე შეუქმნას
თქვენს სულიერობას.
მით უმეტეს, თუ იმ ადამიანებთან
მოგიწევთ ცხოვრება,
ვინც არ იზიარებს თქვენს რწმენას.
თუ გადაწყვეტთ სწავლის გაგრძელებას,
ხომ არ აჯობებს,
რომ არ მოგიწიოთ სახლის დატოვება
ან ონლაინ გაიაროთ მომზადება?
არ დაგავიწყდეთ ის პრინციპი,
რომელიც ლუკას 14:28-შია ჩაწერილი.
იესო ასეთ პრაქტიკულ რჩევას გვაძლევს:
„რომელიმე თქვენგანმა
კოშკის აშენება რომ მოისურვოს,
განა ჯერ არ დაჯდება
და არ გამოთვლის ხარჯებს?“
ზოგ ქვეყანაში სწავლის საფასური
არც ისე მაღალია,
ზოგან ასეთ ხარჯებს სახელმწიფო ფარავს,
ზოგან კი სწავლის საფასური
იმდენად მაღალია,
რომ შეიძლება წლები დასჭირდეს მის დაფარვას.
ასე რომ, ასეთ საკითხებზე
წინასწარ უნდა დაფიქრდეთ,
სანამ სწავლის გაგრძელებას გადაწყვეთ,
რომ ამან ფინანსური პრობლემები არ შეგიქმნათ.
კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი
შრომის ბაზარია.
დაგეხმარება დიპლომის ქონა
სამუშაოს შოვნაში?
რაც მთავარია,
შეძლებ სწავლის პროცესში,
რომ ღვთის საქმე პირველ ადგილზე დააყენო?
დავუშვათ, ილოცე
და ყველაფერი კარგად აწონ-დაწონე,
შეიძლება მშობლების აზრიც გაიგე
და მათთან ერთად განიხილე
რამდენიმე შესაძლო ვარიანტი.
გაითვალისწინე რისკები
და შეადგინე რეალური გეგმა.
თუ ყველაფრის მიუხედავად,
მაინც გადაწყვიტე
უმაღლესი განათლების მიღება,
როგორ შეგიძლია ამ პერიოდში
იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა შეინარჩუნო?
ამ შემთხვევაში ღირს
ფილიპელების 3:16-ში ჩაწერილი
რჩევის გათვალისწინება,
აქ ვკითხულობთ:
„კვლავაც განვაგრძოთ აღებული გეზით სვლა
იმის მიუხედავად,
ვინ რამდენად მოწიფულია“.
ბერძნული ზმნა,
რომელიც ითარგმნა,
როგორც აღებული გეზით სვლა,
ჯარისკაცებთან მიმართებით გამოიყენებოდა,
რომლებიც ერთად დარაზმულნი,
მწყობრი ნაბიჯით მიდიოდნენ წინ.
თუ უმაღლესი განათლების მიღებას გადაწყვეტ,
გახსოვდეს, რომ კვლავ უნდა გააგრძელო
ღვთის ხალხთან ერთად
აღებული გეზით სვლა
და უკან არ უნდა დაიხიო.
რა დაგეხმარება ამაში?
მთავარია,
არ მოდუნდე და შეინარჩუნო
კარგი სულიერი განრიგი.
სწავლის პროცესი ახალი
გამოწვევების წინაშე დაგაყენებს.
თუ არ იფრთხილებ,
შეიძლება დროთა განმავლობაში
იეჰოვას მსახურებამ
უკანა პლანზე გადაიწიოს
და ნელ-ნელა სულიერ საქმეებსაც გამოეთიშო.
გვინდა, 1 კორინთელების 15:58-ში
ჩაწერილი პრინციპის თანახმად ვიცხოვროთ:
„ყოველთვის
[ყოველთვის] ბევრი იშრომეთ უფლისთვის,
რადგან იცით,
რომ ფუჭად არ შრომობთ მისთვის“.
რას გააკეთებთ სწავლის პერიოდში,
რომ არ გაგიცდეთ შეხვედრები,
მონაწილეობა მიიღოთ მსახურებაში
და გქონდეთ პირადი შესწავლა?
გახსოვდეთ, რომ პირველ რიგში
იეჰოვას მსახური ხართ
და მერე სტუდენტი.
ერთმა დამ, სახელად სამანტამ,
ასეთი რამ თქვა:
„ჩემს თავს პირობა მივეცი,
რომ თუ სასწავლებელი
ხელს შემიშლიდა იეჰოვას მსახურებაში,
სწავლას შევწყვეტდი“.
იმაზეც დაფიქრდით,
როგორ იმოქმედებს მიღებული განათლება
თქვენს აზროვნებაზე.
ხომ არ შეეცდებიან, თავს მოგახვიონ
ფილოსოფიური იდეები,
მათ შორის ათეიზმი ან ევოლუციის თეორია
ან ის, რომ მხოლოდ
საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ.
იგავების 5:1 და 2 მოგვიწოდებს,
რომ გავუფრთხილდეთ ჭკუას.
ამას იმ შემთხვევაში შეძლებთ,
თუ სწავლის დაწყებამდეც
მტკიცედ იქნებით დარწმუნებული
ბიბლიური სწავლებების ჭეშმარიტებაში.
მაგალითად, დაფიქრდით ასეთ კითხვებზე:
რატომ მწამს ღმერთის?
რა მარწმუნებს, რომ
ბიბლიური ნორმებით ცხოვრება
საუკეთესო არჩევანია?
თუ უმაღლეს სასწავლებელში
გააგრძელებთ სწავლას,
გახსოვდეთ, რომ არც ღვთის სიტყვის
სწავლა უნდა შეწყვიტოთ.
შეიძლება კიდევ ერთი
გამოწვევის წინაშე დადგეთ,
რომ დროს სწორად გაანაწილოთ.
დიდი ალბათობით, ბევრი რამისთვის
დრო აღარ დაგრჩებათ.
თუ მის სწორად გამოყენებას არ ისწავლით,
შეიძლება დაისტრესოთ და გამოიფიტოთ.
როგორ აარიდებთ თავს ამას?
ეფესოელების 5:15 და 16 შეგვახსენებს:
„მაშ, კარგად დაუკვირდით,
რომ... გონივრულად გამოიყენოთ დრო“.
ხშირად გადახედეთ ხოლმე თქვენს გრაფიკს,
ხომ არ გჭირდებათ რამის შეცვლა,
რომ სწავლაც შეძლოთ
და ამასთან ერთად,
ფიზიკური თუ სულიერი
ძალებიც არ გამოგეცალოთ.
ამაზე ნამდვილად ღირს დაფიქრება.
კიდევ ერთ, ბოლო ფაქტორზე
გავამახვილოთ ყურადღება.
როგორ გარემოცვაში მოგიწევთ ყოფნა?
ფაქტია, როცა სწავლას დაიწყებთ,
თქვენი თანაკურსელები შეეცდებიან
თქვენს ჩართვას სხვადასხვა აქტივობებში.
ამ შემთხვევაშიც სიფრთხილე გმართებთ.
მართალია აუდიტორიაში ისხდებით,
მაგრამ ერთნაირი ღირებულებები ვერ გექნებათ.
რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ მათთან,
მით უფრო დიდია იმის შანსი,
რომ მათი აზროვნება გადმოგედოთ.
ბიბლია გვეუბნება, რა გავლენა აქვს
ცუდ საზოგადოებას ადამიანზე.
იგავების 13:20 გვაფრთხილებს:
„ბრძენებთან მოსიარულე
თავადაც დაბრძენდება,
უგუნურებთან საქმის დამჭერი კი
ხიფათს გადაეყრება“.
შიგადაშიგ ჰკითხეთ საკუთარ თავს:
ისევ პირველ ადგილას დგას
ჩემთვის სულიერი საქმეები?
როგორია ჩემი გრაფიკი?
კვლავაც მტკიცედ ვარ დარწმუნებული ჭეშმარიტებაში?
თუ რაღაც რიგზე ვერ არის,
სწრაფად მოახდინეთ რეაგირება.
ნუ შესწირავთ სწავლა-განათლებას
ყველაზე მნიშვნელოვანს –
იეჰოვასთან ურთიერთობას.
მოდი შევაჯამოთ:
რაზე ვისაუბრეთ დღეს?
მიიღებს თუ არა ვინმე უმაღლეს განათლებას,
ეს პირადი გადასაწყვეტია.
მაგრამ არ დაგავიწყდეთ,
ეს ყველაფერი გარკვეულ
რისკებთანაც არის დაკავშირებული.
სწორ გადაწყვეტილებას
იმ შემთხვევაში მიიღებთ,
თუ ბიბლიურ პრინციპებს გაითვალისწინებთ.
ილოცეთ,
დაფიქრდით თქვენს მოტივებზე
და იმაზე,
რის ფასად დაგიჯდებათ განათლების მიღება.
გარდა ამისა,
მშობლებთან ერთად განიხილეთ
შესაძლო ვარიანტები.
თუ გადაწყვეტთ უნივერსიტეტში სწავლას,
რა დაგეხმარებათ მტკიცედ დარჩეთ რწმენაში?
შეინარჩუნეთ კარგი სულიერი განრიგი,
სწორად გაანაწილეთ დრო,
ნუ მოექცევით მცდარი აზროვნების გავლენაში.
და კიდევ ერთი,
მოერიდეთ ცუდ საზოგადოებას.
გახსოვდეთ, თქვენი მთავარი მიზანი.
და რა არის ეს?
თქვენი ცხოვრებით ღვთის განდიდება
და არა კარიერის შექმნა
და პრესტიჟისკენ სწრაფვა.
ძვირფასო და-ძმებო,
დარწმუნებული იყავით,
რომ ძალიან გვიყვარხართ.
თქვენ უყურებდით JW მაუწყებლობას
იეჰოვას მოწმეთა
მსოფლიო მთავარი სამმართველოდან.