JW subtitle extractor

ხელმძღვანელი საბჭოს 2025 წლის მე-7 ანგარიში

Video Other languages Share text Share link Show times

მოგესალმებით!
ამ ანგარიშში გვინდა გაგიზიაროთ,
რას მიაღწია ორგანიზაციამ 2025 სამსახურებრივ წელს.
გვინდა, სექტემბრის კამპანიის დროს მომხდარ
რამდენიმე გამამხნევებელ შემთხვევასაც მოგიყვეთ.
თუმცა თავიდან სხვადასხვა სიახლეს გაგაცნობთ.
2025 წლის 24–26 ოქტომბერს იაპონიაში,
ქალაქ კობიში, სპეციალური კონგრესი ჩატარდა.
3 000-ზე მეტი დელეგატი იყო ჩამოსული 35-ზე მეტი ქვეყნიდან.
დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი 22 591 იყო.
განსაკუთრებით გაგვახარა იმ ფაქტმა,
რომ 93 ადამიანი მოინათლა.
კონგრესები გვაახლოებს ერთმანეთთან.
ისინი სხვებზეც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.
ერთი დელეგატი მავრიკიდან ასეთ შემთხვევას მოგვიყვა:
„სასტუმროს შეფმზარეულმა მკითხა:
„ვინ ხართ, რას წარმოადგენთო?
ავუხსენი, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ და
განსაკუთრებულ ღონისძიებას ვესწრებით.
მან აღნიშნა: „შევნიშნე, ყველას, ვისაც ბეიჯი გიკეთიათ,
რომ ბედნიერები, ღიმილიანები და თავაზიანები ხართ“.
მოგვიანებით თავისი თანამშრომელი გაგვაცნო და უთხრა:
აი, ამ ხალხზე გეუბნებოდი,
ძალიან მოწესრიგებული და თავაზიანები არიანო.
ისიც თქვა, რომ დასვენების დღეს კონგრესზე დასწრებაც უნდოდა.
ბოლოს კი გვითხრა: „უამრავი მისიონერი მინახავს,
მაგრამ თქვენ მათ არ ჰგავხართ, ძალიან სასიამოვნო ხალხი ხართ,
ყოველდღე სამუშაოზე მოსვლა მიხარია და ამის მიზეზი თქვენ ხართ“.
წმინდა თაყვანისმცემლობა განადიდებს იეჰოვას.
კონგრესები ნამდვილად გვაბედნიერებს, თუმცა, სამწუხაროდ,
ზოგი ჩვენი და-ძმა, სერიოზულ პრობლემებს ებრძვის.
მაგალითად, სტიქიურ უბედურებებს.
ფილიპინებს ერთიმეორეზე მიყოლებით, სულ რაღაც 7 კვირაში,
არაერთი სტიქიური უბედურება დაატყდა თავს –
5 ტაიფუნი და 2 დიდი მიწისძვრა.
შედეგად ჩვენების 99 სახლი განადგურდა და
2 000-მდე მაუწყებელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება.
დაზიანდა 548 სახლი და 36 დარბაზი.
სამწუხაროდ, 10 და-ძმა დაშავდა,
თუმცა გვიხარია, რომ არავინ დაღუპულა.
დაზარალებულთა დასახმარებლად 12 კომიტეტი შეიქმნა.
2025 წლის 12 ოქტომბერს იამაიკას
მე-5 კატეგორიის ქარიშხალი „მელისა“ დაატყდა თავს.
ქარიშხლის სიმძლავრე საათში 300 კილომეტრს აღწევდა.
ეს ატლანტის ოკეანეში წარმოქმნილი,
ერთ-ერთი უძლიერესი ქარიშხალი იყო.
ამას იამაიკის სამხრეთ სანაპიროზე წყალდიდობა
და მეწყერიც მოჰყვა, რამაც ბევრი იმსხვერპლა.
„მელისა“ ჰაიტის, დომინიკელთა რესპუბლიკას, კუბას,
აგრეთვე ბაჰამის, ტერქსისა და კაიკოსის და ბერმუდის კუნძულებსაც დაატყდა.
საბედნიეროდ, არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაღუპულა,
თუმცა 14 დაშავდა.
679 და-ძმას მოუწია საცხოვრებლის დატოვება.
დაინგრა 79 სახლი, 1 165 კი დაზიანდა.
დაინგრა 4 დარბაზიც,
ხოლო 40 დარბაზი და 5 საკონგრესო დარბაზი დაზიანდა.
დაზარალებულთა დასახმარებლად 4 კომიტეტი შეიქმნა.
როცა ასეთი სტიქიები ხდება,
ჩვენ ძალიან გვაღელვებს და-ძმების მდგომარეობა.
როგორც პავლემაც თქვა 1 კორინთელების 12:25, 26-ში:
„რათა განხეთქილება არ იყოს სხეულში და
მისი ნაწილები ერთმანეთზე ზრუნავდნენ.
თუ სხეულის ერთი ნაწილი იტანჯება,
მასთან ერთად იტანჯება ყველა“.
ბიბლიის ინგლისურ სასწავლო გამოცემაში ვკითხულობთ:
„ფრაზა „მისი ნაწილები ერთმანეთზე ზრუნავდნენ“
სიტყვასიტყვით ნიშნავს „მისი ნაწილები ერთმანეთზე ღელავდნენ“.
ეს იმაზე მიანიშნებს, როგორი განწყობით უნდა ზრუნავდნენ
ქრისტიანები ერთმანეთის სულიერ, ფიზიკურ და მატერიალურ საჭიროებებზე“.
გთხოვთ, კვლავაც ილოცეთ მათთვის,
ვინც სტიქიური უბედურებებით დაზარალდნენ.
უზომოდ მადლიერი ვართ მათი, ვინც თანამორწმუნეებს
სულიერად, ფიზიკურად და მატერიალურად ეხმარებიან,
ანუ თითოეული თქვენგანის.
მადლობა, რომ ლოცულობთ და გულუხვ შესაწირავებს იღებთ, რომ მათ დავეხმაროთ.
და-ძმებო, ძალიან გვახარებს იმის დანახვა,
რომ ამდენი სირთულის ფონზე, გულმოდგინედ მსახურობთ.
ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა სექტემბრის კამპანიის დროს.
2025 წლის სექტემბერში მთელ მსოფლიოში ჩვენ ვავრცელებდით
ჟურნალ „საგუშაგო კოშკს”, „ვინ დაასრულებს ომებს?”
დაინტერესებულებს სპეციალურ მოხსენებაზეც ვიწვევდით.
ამ კამპანიის დროს მომხდარ რამდენიმე შემთხვევასაც მოგიყვებით.
არგენტინაში ერთმა დამ გადაწყვიტა,
შესვენების დრო თანამშრომლებთან სასაუბროდ გამოეყენებინა.
ერთზე იცოდა, რომ ადრე ბიბლიას სწავლობდა და უთხრა,
რომ მთელ მსოფლიოში კამპანია იყო.
ამ ქალს ისიც შესთავაზა,
რომ ბიბლიის შესწავლა გაეგრძელებინა.
მერე გაირკვა, რომ სხვა ორ თანამშრომელსაც
მოუსმენია მათი საუბარი და კითხვებიც გასჩენიათ.
ამის შედეგი ის იყო,
რომ ორივემ დაიწყო ბიბლიის შესწავლა.
საუბრის მეორე დღეს
იმ ქალბატონმაც განაახლა ბიბლიის შესწავლა.
ბიბლიას სამივენი სწავლობენ,
ორი მოხსენებასაც დაესწრო.
ბელგიაში ორ დას კარდაკარ
ერთი სასიამოვნო ქალბატონი შეხვდა.
დებმა მას „საგუშაგო კოშკი“ შესთავაზეს და მანაც გამოართვა.
როცა მას განმეორებით მიაკითხეს,
ამ ქალმა დებს უთხრა,
რომ თურმე ჩვენს ვებსაიტსაც ესტუმრა, ვიდეოც უნახავს
„რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას?”
ძალიან მოეწონა, რომ თავის კითხვებზე
ლოგიკური და მანუგეშებელი პასუხები მიიღო.
დებმა ბიბლიის შესწავლაც შესთავაზეს და ისიც დათანხმდა.
სპეციალურ მოხსენებასაც დაესწრო და ყურადღებით უსმენდა.
შემდეგ მან აღნიშნა, რომ უბედნიერესი იყო ისეთი ხალხის
გვერდით ყოფნით, რომლებსაც ღვთის მსახურება სურთ.
ეს ქალბატონი აგრძელებს ბიბლიის შესწავლას.
მე ეხლა ერთ-ორ შემთხვევას მოკლედ მოგიყევით,
თორემ ასეთი ძალიან ბევრი იყო.
ახლა მოდი ერთად გადავხედოთ,
რას მივაღწიეთ გასულ სამსახურებრივ წელს.
2025 წლის მუხლი იმისკენ მოგვიწოდებდა,
რომ განგვედიდებინა იეჰოვა მისი სახელის გამო.
იეჰოვას ხალხი მთელ მსოფლიოში ზუსტად ასე იქცეოდა.
გვიხარია, რომ მაუწყებლების საშუალო
რიცხვმა 9 047 083 შეადგინა.
ეს ნიშნავს, რომ
2.5 პროცენტიანი ზრდა გვქონდა.
როგორც ვიცით, ჩვენ 241 ქვეყანასა თუ ტერიტორიაზე ვქადაგებთ
და აღსანიშნავია, რომ 96-ში მაუწყებელების უმაღლესი რიცხვი დაფიქსირდა.
სამსახურებრივი წლის დასაწყისში
მთელ მსოფლიოში ბიბლიის შესწავლებს ვთავაზობდით ხალხს.
თუმცა ზოგმა ფილიალმა წლის განმავლობაში
ადგილობრივადაც გაუწია ორგანიზება კამპანიას.
მიზანი შესწავლების დაწყება იყო
და იეჰოვამაც აკურთხა ეს წამოწყება.
მაგალითად, ზაფხულის თვეებში
ასეთ კამპანიას პერუშიც გაეწია ორგანიზება.
ამ კამპანიის მიზანი იყო პერუში,
ხუთ სხვადასხვა რეგიონში, მცხოვრები ხალხისთვის ექადაგათ.
ისინი ბარშიც ქადაგებდნენ და მთაშიც,
ამაზონის ხეობიდან დაწყებული ანდების მთებით დამთავრებული.
გამოხმაურება როგორი მოჰყვა?
კამპანიის დროს დაახლოებით 10 000-მა ადამიანმა
გამოთქვა ბიბლიის სასწავლო კურსის გავლის სურვილი.
ივლის-აგვისტოში ასეთ კამპანიას
დასავლეთ ზამბიაშიც გაეწია ორგანიზება,
ამ რეგიონში ეს პირველი სამქადაგებლო კამპანია იყო.
ეს საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაა,
სადაც დაახლოებით, 1 300 000 ადამიანი ცხოვრობს.
საინტერესოა, რომ ამ კამპანიის დროს
ბევრმა მათგანმა პირველად მოისმინა ბიბლიური ცნობა.
შედეგი რა იყო?
თქვენ წარმოიდგინეთ,
24 500-ზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა ბიბლიის შესწავლა.
რა საოცარია,
ყანები გადათეთრებულია მოსამკელად.
მთელ მსოფლიოში, გასულ წელთან შედარებით,
1.6 პროცენტით გაიზარდა ბიბლიის შესწავლების რიცხვი.
ისიც ძალიან გვახარებს,
რომ ამ სამსახურებრივ წელს 304 643 ადამიანი შეგვემატა.
ეს 2.8 პროცენტიანი ზრდაა შარშანდელთან შედარებით.
რაც შეეხება გახსენების საღამოს,
მას მთელ მსოფლიოში 20 635 015 ადამიანი დაესწრო.
15 ქვეყანაში დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი დაფიქსირდა.
მოდი გავიგოთ, კიდევ რა მიღწევები
გვქონდა ამ სამსახურებრივ წელს.
ფილიპინებში მაუწყებლების ახალი უმაღლესი რიცხვი,
268 200 დაფიქსირდა.
ბოლო 37 თვის განმავლობაში პიონერების რიცხობრივი ზრდა არ შეწყვეტილა
და ახლა 79 000-ს გადააჭარბა.
გამოდის, რომ თვეში საშუალოდ 531 პიონერი გვემატებოდა.
მექსიკაში მაუწყებლების ახალმა
უმაღლესმა რიცხმა 879 024 შეადგინა.
დაფიქსირდა პიონერების უმაღლესი
რიცხვიც და 173 000-ს გადააჭარბა.
ინდონეზიაში მაუწყებლების რიცხვმა 32 371-ს მიაღწია.
გასულ წელთან შედარებით ეს 3-პროცენტიანი ზრდაა.
ქვეყანაში სულ ცოტა ხნის წინ პიონერების უმაღლესი
რიცხვიც დაფიქსირდა. მათმა რიცხვმა 7 100-ს გადააჭარბა.
ანგოლაში მაუწყებელთა რიცხვი 6 პროცენტით გაიზარდა.
მაუწყებელთა რაოდენობამ 184 000-ს გადააჭარბა,
თუმცა მას შემდეგ სექტემბრისთვის
მაუწყებლების ახალი უმაღლესი რიცხვი დაფიქსირდა: 190 939.
ძალიან გვახარებს მაუწყებელთა რაოდენობის ზრდა ზიმბაბვეში.
7 პროცენტიანი ზრდა გვაქვს, 53 700-ზე მეტი მაუწყებელი.
სულ ცოტა ხნის წინ პიონერების ახალი უმაღლესი რიცხვიც დაფიქსირდა.
ძალიან გვიხარია, რომ მან 10 600-ს გადააჭარბა.
კონგო კინშასაში მოუწყებელთა რიცხვი 11 პროცენტით გაიზარდა.
ამჟამად ქვეყანაში 297 000-ზე მეტი მაუწყებელი გვყავს.
გარდა ამისა, ბიბლიის შემსწავლელების და
გახსენების საღამოზე დამსწრეთა ახალი უმაღლესი რიცხვიც დაფიქსირდა.
წარმოიდგინეთ, გახსენების საღამოს 1 400 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.
ეს რიცხვი მაუწყებლების რიცხვზე 4-ჯერ მეტია.
ძალიან გვიხარია, რომ საფრანგეთში მაუწყებლების
ახალი უმაღლესი რიცხვი დაფიქსირდა, ეს რიცხვია 139 548.
მადაგასკარზე, მაუწყებელთა რაოდენობის 7%-იანი გვქონდა.
ახალმა უმაღლესმა რიცხვმა 44 500 შეადგინა.
გახსენების საღამოს კი თითქმის ოთხჯერ მეტი დაესწრო
და უმაღლესი რიცხვი დაფიქსირდა 176 453.
გასულს სამსახურებრივ წელს ბრაზილიაში
მაუწყებელთა რაოდენობამ 930 000-ს გადააჭარბა,
თუმცა სექტემბრისთვის კიდევ ახალი უმაღლესი რიცხვი დაფიქსირდა,
მათი რაოდენობა 10 000-ით გაიზარდა და 940 000-ს გადააჭარბა.
ეს მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის მაგალითი იყო, ასეთი ბევრია.
აშკარაა, იეჰოვა აკურთხებს ჩვენს საქმეს.
აქედან ისიც ჩანს,
როგორი გულმოდგინებით ვქადაგებთ.
გვინდა, გამოვიყენოთ ეს სიტუაცია და შეგაქოთ,
რომ თქვენც განადიდებთ იეჰოვას მისი სახელის გამო.
როგორც დავინახეთ, ჩვენი და-ძმები ბევრ სირთულეს ხვდებიან,
მათ სტიქიურ უბედურებებთანაც უწევთ გამკლავება,
მაგრამ ისინი არ წყვეტენ სიკეთის კეთებას.
იეჰოვაც ძალებს მატებს და აკურთხებს მათ.
ის თითოეულს გვეხმარება,
რომ ბოლომდე დავიხარჯოთ მის საქმეში.
და-ძმებო,
კვლავაც საუკეთესო გაიღეთ იეჰოვასთვის
და გთხოვთ, ყოველთვის გახსოვდეთ,
რომ ძალიან გვიყვარხართ და სულ ვლოცულობთ თქვენზე.
ეს იყო JW მაუწყებლობა
იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველოდან.