JW subtitle extractor

ხელმძღვანელი საბჭოს 2025 წლის მე-8 ანგარიში

Video Other languages Share text Share link Show times

გულთბილად მოგესალმებით!
ხელმძღვანელი საბჭოს ამ ანგარიშში
გვინდა გაგიზიაროთ,
თუ რა დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ფილმს
„იესოს ცხოვრება სახარებების მიხედვით”.
მაგრამ მანამდე გვინდა,
სხვა ინფორმაციაც მოგაწოდოთ.
როგორც წინა ანგარიშიდან გავიგეთ,
2025 წლის ოქტომბერში
ქარიშხალმა „მელისამ” კარიბის ზღვის
რამდენიმე კუნძულს გადაუარა.
მხოლოდ კუბაში ქარიშხალმა
ჩვენი და-ძმების 70-მდე სახლი გაანადგურა,
600-ზე მეტი კი დააზიანა.
ამას ისიც დაემატა, რომ გავრცელდა
ისეთი ინფექციური დაავადებები,
მაგალითად, როგორებიცაა
დენგეს და ჩიკუნგუნიას ცხელება.
სამწუხაროდ, 2025 წლის დეკემბრის
პირველი ნახევრის მონაცემებით,
არაერთი და-ძმაა უკვე დაღუპული
ამ საშინელი ინფექციების გამო
და კიდევ უფრო მეტი დაინფიცირებულია.
დაზარალებულთა დახმარების კომიტეტმა
ადგილობრივი და-ძმები
მწერების საწინააღმდეგო ბადეებით
და სხვა საშუალებებით უზრუნველყო,
ასევე სათანადო მითითებები მისცა,
თუ როგორ დაიცვან თავი.
ვემადლიერებით ყველას,
ვინც დაზარალებულთა დახმარებაშია ჩართული.
ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი კუბელი
და-ძმებისთვის და მათთვის,
ვინც ამ რთულ პერიოდში დახმარების
ხელს უწვდის თითოეულ მათგანს.
ეჭვი არ გვეპარება,
რომ იეჰოვა, ნუგაშისმცემელი ღმერთი,
იზრუნებს მათზე, ვინც
საყვარელი ადამიანები დაკარგეს.
ხელმძღვანელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება,
რომ 2026 წლის 1-ელი იანვრიდან
80 ან 80 წელს გადაცილებული ძმები
აღარ იმსახურებენ ფილიალის კომიტეტის წევრებად.
თუმცა ეს ძვირფასი ძმები
მსახურებას ფილიალის კომიტეტის
კონსულტანტებად გააგრძელებენ.
ამგვარად ისინი თავიანთი გამოცდილებით
კვლავაც დიდ დახმარებას გაუწევენ,
როგორც ფილიალის კომიტეტს,
ისე ბეთელის ოჯახს.
ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ ერთგულ,
შრომისმოყვარე ძმებს და მათ ძვირფას მეუღლეებს.
2025 წლის 12-14 დეკემბრის ჩათვლით
დაგეგმილი ორი სპეციალური კონგრესიდან
პირველი უკვე ჩატარდა ჯაკარტაში, ინდონეზიაში.
ცხრა ქვეყნიდან 3 300-ზე მეტი დელეგატი იყო მოწვეული.
დამსწრეთა უმაღლესმა რიცხვმა
13 600-ს გადააჭარბა.
ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ
ამ კონგრესზე 136 ადამიანი მოინათლა.
მომდევნო კვირებში კიდევ სამი
სპეციალური კონგრესი ჩატარდება.
ჩვენს კონგრესებზე საშუალება გვეძლევა,
გავიხაროთ ერთმანეთთან ურთიერთობით
და ვისიამოვნოთ უხვი სულიერი საზრდოთი.
ბოლო ორი წლის რეგიონულ კონგრესებზე,
ჩვენ უკვე 3 სერია ვნახეთ გასაოცარი ფილმის
„იესოს ცხოვრება სახარებების მიხედვით”.
ეს ფილმი პირველად 2020 წლის
ყოველწლიურ შეხვედრაზე დაანონსდა.
მის გამოსვლას ყველა ველოდით.
ზოგს შეიძლება აფიქრებდა,
ნეტავ ეს ფილმი ჩემს ენაზე თუ იქნებაო.
იეჰოვას დახმარებით, ამ ფილმის პირველი სერია
თავდაპირველად დაახლოებით 450 ენაზე ითარგმნა.
საბედნიეროდ, არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ,
ამ ენების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა.
ამჟამად ფილმი „იესოს ცხოვრება სახარებების მიხედვით”
514 ენაზეა ხელმისაწვდომი.
ამ ენებიდან დაახლოებით 80-ზე
სახარებების არცერთი თარგმანი
არ არსებობდა ფილმის გამოსვლამდე.
ამ 80-დან 40-ზე მეტი ჟესტური ენა იყო.
ახლა უკვე მთელ მსოფლიოში
ადამიანთა უმეტესობას შესაძლებლობა აქვს,
საკუთარ ენაზე უყუროს ამ ფილმს.
რა რეაქცია ჰქონდა ამაზე ხალხს?
ვნახოთ, რას ამბობს ზოგი.
ეს კონგრესი, ალბათ,
მთელი ცხოვრება გვემახსოვრება.
პირველი შემთხვევა იყო,
როცა სრულმეტრაჟიან ფილმს
გრენლანდიურ ენაზე ვუყურეთ.
ყველა სულგანაბული ვუყურებდით ფილმს,
აუდიტორიაში სრული სიჩუმე იყო.
ფილმის დროს ყურადღება წამითაც არ გამფანტვია.
თითქოს მეც იქ ვიყავი,
საოცარი შეგრძნება იყო.
რეგიონულ კონგრესზე ერთი ყრუ-მუნჯი მამაკაცი დავპატიჟეთ.
შაბათ დღეს მოვიდა,
მაგრამ დიდად არ ესიამოვნა,
როცა გაიგო, რომ რელიგიური შეხვედრა იყო.
შევთავაზეთ, რომ ცოტა ხანს კიდევ დარჩენილიყო
და ჟესტურ ენაზე მომზადებული
ფილმისთვის ეყურებინა,
შემდეგ კი შეეძლო წასულიყო.
ისიც დაგვთანხდა, მაგრამ ფილმი ისე მოეწონა,
გადაწყვიტა, რომ ბოლომდე დარჩენილიყო.
როცა დავინახე, რომ ზაქარია და ანგელოზი
ჩემს მშობლიურ ენაზე საუბრობდნენ,
ძალიან გავმხნევდი და ემოციებიც მომაწვა.
კიდევ ერთხელ ვიგრძენი,
როგორ ზრუნავს იეჰოვა ჩემზე.
გულში ვფიქრობდი,
ეს ფილმი ნამდვილად
ჩემთვის მომზადდა-მეთქი.
ვფიქრობ, რომ მას შემდეგ,
რაც იეჰოვას მსახური გავხდი,
ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საჩუქარია.
ჩვენც ვუერთდებით ამ და-ძმების
გულწრფელ სიხარულს.
გაინტერესებთ, რა მოგვწერა ზოგმა ჩვენმა და-ძმამ
ამ ფილმთან დაკავშირებით?
ერთი ოჯახი გვწერს:
„ახალი ქვეყნიერების თარგმანში
შეგვიძლია წავიკითხოთ სახარებები,
აუდიო ჩანაწერების მეშვეობით
შეგვიძლია მოვისმინოთ სახარებები,
ახლა კი, უკვე ამ ფილმის წყალობით შეგვიძლია
ვნახოთ, მოვისმინოთ და შევიგრძნოთ
სახარებებში გადმოცემული ისტორიები”.
კიდევ ერთი და გვწერს:
„რაც თავი მახსოვს,
სულ უღირსობის გრძნობას ვებრძვი.
დედამიწაზე ყოფნის დროს იესომ
სრულყოფილად დაგვანახა მამის თვისებები,
მაგრამ როცა სახარებებს ვკითხულობდი
იესო ყოველთვის სერიოზული მეგონა,
ზოგჯერ იმასაც ვფიქრობდი,
რომ ის ძალიან მკაცრი იყო.
მეგონა, რომ იეჰოვაც ასეთი იყო.
სახარებებში აღწერილ სიტუაციებში
საკუთარ თავს წარმოვიდგენდი ხოლმე,
მაგალითად, როგორი იქნებოდა
იესოსთან შეხვედრა და საუბარი.
ფილმმა კი ეს ყველაფერი გამიცოცხლა,
იესო უკვე სულ სხვაგვარად წარმომიდგენია.
როცა ბიბლიას ვკითხულობ,
ყოველთვის თვალწინ მიდგას
მოსიყვარულე და თანამგრძნობი იესო,
რომელიც თბილად მიღიმის.
მადლობა, რომ გაგვიცოცხლეთ სახარებები
და დაგვეხმარეთ იმის წარმოდგენაში,
თუ სინამდვილეში
როგორები არიან იეჰოვა და იესო.
დარწმუნებული ვარ,
ბევრს გვეუფლება იგივე გრძნობები.
„იესოს ცხოვრება სახარებების მიხედვით”
ხშირად ქადაგების კარგ
შესაძლებლობებსაც გვაძლევს.
ვფიქრობ, თქვენც მოგეწონებათ შემთხვევა,
რომელსაც ერთი და გვიზიარებს.
ერთ თანამშრომელთან,
რომელიც ძალიან აფასებს ბიბლიას,
ხშირად მიწევს ხოლმე სულიერ თემებზე საუბარი.
კონგრესზეც დავპატიჟე,
მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვიდა,
ამიტომ სამივე სერია გავუგზავნე ფილმიდან
„იესოს ცხოვრება სახარებების მიხედვით”.
იმდენად მოეწონა, რომ ძალიან დაწყდა გული,
როცა მე-3 სერიის ბოლოში გავიდა,
არ უნდოდა, რომ დამთავრებულიყო.
განსაკუთრებით ის მოეწონა, რომ შეეძლო
ფილმის ტექსტისთვის სახარებებში ედევნებინა თვალი.
ვფიქრობ, სწორედ ამ ფილმის გამო
დამთანხმდა ბიბლიის შესწავლაზე.
უკვე 6 გაკვეთილი გავიარეთ წიგნიდან
„იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!”.
ძალიან მოსწონს შესწავლა,
ორჯერ კრებასაც დაესწრო.
მიხარია იმის დანახვა,
თუ როგორ აფასებს ყველაფერს,
რასაც იეჰოვასგანს სწავლობს.
რა კარგი შემთხვევაა.
ნახეთ რა მაგარია,
თუ ახლა ვინმე ისეთს შევხვდებით,
ვინც გვეტყვის, რომ თქვენ,
იეჰოვას მოწმეებს იესო არ გწამთო,
ჰმმ...
პასუხი მზად გვექნება,
ფილმი „იესოს ცხოვრება სახარებების მიხედვით”.
დასაწყისში უკვე ვისაუბრეთ,
თუ რა გაკეთდა იმისთვის,
რომ ეს ფილმის შედარებით
პატარა ენებზეც თარგმნილიყო.
ახლა იმაზეც ვმუშაობთ,
რომ რეგიონული კონგრესების ჩატარება
კიდევ უფრო მეტ ენაზე გახდეს შესაძლებელი.
ზოგიერთ პატარა ენას არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა,
რომ რეგიონული კონგრესის სამივე დღის პროგრამა ჰქონოდა.
ხშირ შემთხვევაში,
ამის მიზეზი ის იყო,
რომ საკმარისი მომხსენებლები არ ჰყავდათ.
ამის გამო, ზოგიერთ ენაზე
რეგიონული კონგრესის მხოლოდ
ერთი ან ორი დღის პროგრამა ტარდებოდა.
და-ძმებს რომ სამივე დღის პროგრამა ჰქონოდათ,
ამ წელს ახალი მეთოდი შევიმუშავეთ.
2025 წლის მაისში
ინგლისურ ენაზე რეგიონული კონგრესის ჩანაწერი გაკეთდა.
ამ მოხსენებების ტექსტები ფილიალებს გაეგზავნათ,
რომ გადაეთარგმნათ და ჩაეწერათ იმ ენებისთვის,
რომლებსაც მსგავსი პრობლემა ჰქონდათ.
ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი
მოხსენება წარმოითქვას ცოცხლად,
მაგრამ თუ საკმარისი მომხსენებლები არ არიან,
მათი ჩანაცვლება შესაძლებელი იქნება
ნათარგმნი და ჩაწერილი მოხსენებებით.
რა თქმა უნდა,
არაფერი ჯობია იმის დანახვას,
როცა და-ძმები ერთად იკრიბებიან
და კონგრესის მოხსენებებს ცოცხლად უსმენენ,
მაგრამ თუნდაც არ იყვნენ საკმარისი მომხსენებლები,
ამ ახალი მიდგომის წყალობით,
სულ უფრო მეტი და-ძმა შეძლებს,
რომ რეგიონული კონგრესის სამივე დღის
პროგრამას
თავის ენაზე მოუსმინოს.
ძალიან ვემადლიერებით მათ,
ვინც თავს არ ზოგავს,
რომ რეგიონული კონგრესები
მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდებოდეს.
ვიდრე დავასრულებთ,
გვინდა კიდევ ერთი კარგი ამბავი გითხრათ,
უკვე მზად არის ძმა
ნეგედე ტეკლემარიამის სრული ინტერვიუ.
თავიდან ეს ინტერვიუ ინგლისურად დაიდება,
მოგვიანებით კი სხვა ენებზეც გახდება ხელმისაწვდომი.
მოგიწოდებთ, რომ აუცილებლად ნახოთ
ეს გამამხნევებელი ინტერვიუ.
რწმენას გაგიძლიერებთ იმის მოსმენა,
თუ როგორ ეხმარებოდა იეჰოვა ჩვენს ძვირფას ძმებს,
რომ 26 წელზე მეტი ხნის განმავლობაში,
ციხის საშინელი პირობებისთვის გაეძლოთ.
ამ ინტერვიუს მოსმენის შემდეგ,
თქვენთვის კიდევ უფრო მეტ აზრს შეიძენს
ებრაელების 13:3-ში ჩაწერილი სიტყვები:
„გახსოვდეთ საპყრობილეში მყოფნი,
თითქოს თქვენც მათთან ერთად იყოთ შეპყრობილნი,
და ისინი, ვისაც სასტიკად ეპყრობიან,
თითქოს მათთან ერთად იტანჯებოდეთ”.
2025 წლის 12 დეკემბრის მონაცემებით,
მთელი მსოფლიოს მასშტაბით
270-ზე მეტი და-ძმა იმყოფება საპატიმროში
საკუთარი მრწამსის გამო.
გთხოვთ, კვლავაც მთელი გულით ილოცეთ
ამ ერთგული და-ძმებისთვის.
ამ ანგარიშიდან კიდევ ერთხელ დავინახეთ,
როგორ ზრუნავს იეჰოვა თავისი ხალხის
სულიერ მოთხოვნილებებზე მთელ მსოფლიოში.
ფსალმუნის 145:16-ში ეს აზრი
ძალიან ლამაზადაა გამოხატული:
„შლი ხელს და აკმაყოფილებ
ყოველი სულდგმულის სურვილს”.
ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ
კვლავაც აკურთოხს ის და-ძმები,
რომლებიც ჩართული არიან ფილმის გადაღებაში
და გვიცოცხლებენ სახარებებს.
ძვირფასო და-ძმებო,
არ დაგავიწყდეთ,
რომ ყველანი ძალიან გვიყვარხართ.
თქვენ უყურებდით JW მაუწყებლობას,
იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველოდან.