00:00:01
მოგესალმებით ძვირფასო და-ძმებო.00:00:04
00:00:04
გვინდა, რამდენიმე სიახლე გაგიზიაროთ.00:00:07
00:00:08
წლის ამ პერიოდში00:00:10
00:00:10
ჩვენ მოუთმენლად ველით გახსენების საღამოს,00:00:15
00:00:15
რომელსაც წელს, 2 აპრილს აღვნიშნავთ.00:00:18
00:00:18
23 მარტით დაწყებულ კვირაში00:00:21
00:00:21
კრებაში მოვისმენთ სპეციალურ მოხსენებას00:00:25
00:00:25
„ვინ აქცევს ჩვენს პლანეტას უკეთეს ადგილად?“.00:00:28
00:00:28
მომდევნო დღეებში ვეცდებით,00:00:31
00:00:31
რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავპატიჟოთ 00:00:34
00:00:34
სპეციალურ მოხსენებასა და გახსენების საღამოზე.00:00:37
00:00:37
შეიძლება მდგომარეობა ხელს გიწყობთ,00:00:40
00:00:40
რომ ამ პერიოდში მეტი იმსახუროთ.00:00:43
00:00:43
მარტსა და აპრილში, შეგიძლიათ დამხმარე პიონერებად იმსახუროთ,00:00:48
00:00:48
15 ან 30 საათიანი ნორმით.00:00:52
00:00:52
ამ დღისთვის სათანადო განწყობა რომ შევიქმნათ,00:00:55
00:00:55
წავიკითხოთ და ვიფიქროთ იმ ბიბლიურ მონაკვეთებზე,00:00:59
00:00:59
რომლებიც იესოს სიკვდილს და აღდგომას ეხება.00:01:03
00:01:03
ამგვარად გავითვალისწინებთ
ებრაელების 12:3-ში ჩაწერილ რჩევას.00:01:08
00:01:08
აქ ნათქვამია:00:01:10
00:01:10
„მაშ, რომ არ დაიღალოთ და არ დაკარგოთ მხნეობა, 00:01:14
00:01:14
იფიქრეთ მასზე,.. ვინც მოითმინა“.00:01:17
00:01:17
იესოს მაგალითზე ფიქრი, 00:01:20
00:01:20
მადლიერებასა და სიყვარულს გაგვიღრმავებს 00:01:22
00:01:22
ღვთისა და მისი ძის მიმართ.00:01:24
00:01:24
ეს იმის სტიმულსაც მოგვცემს,00:01:27
00:01:27
რომ ნებისმიერი სირთულის დროს
ღვთის ერთგულები დავრჩეთ.00:01:32
00:01:32
ცოტა ხნის წინ, ბიბლიის კითხვის გეგმა
გახსენების საღამოსთვის 00:01:37
00:01:37
JW ბიბლიოთეკაში ცალკე პუბლიკაციად დაიდო.00:01:42
00:01:42
მასში მოცემულია
შესაბამისი ბიბლიური მონაკვეთები 00:01:46
00:01:46
სხვადასხვა სახარებიდან,00:01:48
00:01:48
რომელთა გახსნაც იქვე შეიძლება.00:01:51
00:01:51
ამ გეგმის ნახვა შეგიძლიათ პუბლიკაციებში,00:01:54
00:01:54
განყოფილებაში ბროშურები.00:01:56
00:01:57
შეგიძლიათ ეს გეგმა რჩეულებშიც დაამატოთ.00:02:00
00:02:01
გარდა ამისა, ჩვენ ვნახავთ გახსენების საღამოს
სპეციალურ პროგრამას,00:02:06
00:02:06
რომელიც ჩვენს ვებსაიტზე
26 მარტიდან გამოჩნდება.00:02:11
00:02:11
გვიხარია, რომ
ღვთის ხალხი მთელ მსოფლიოში,00:02:15
00:02:15
2 აპრილს, გახსენების საღამომდე
ნახავს ამ პროგრამას.00:02:19
00:02:20
გახსენების საღამოს შემდეგ,00:02:22
00:02:22
უყურადღებოდ არ დავტოვებთ მათ,00:02:24
00:02:24
ვინც დაინტერესდა და დაესწრო შეხვედრას.00:02:27
00:02:28
ჩვენი მიზანია, რომ ბიბლიის შესწავლა,00:02:31
00:02:31
რაც შეიძლება მეტ ადამიანთან დავიწყოთ.00:02:34
00:02:34
მოსაწვევთან ერთად00:02:36
00:02:36
მსახურებაში კვლავაც გავავრცელებთ ჟურნალებს.00:02:39
00:02:39
მაგალითად, მარტსა და აპრილში 00:02:42
00:02:42
შეგვიძლია ჟურნალი „გამოიღვიძეთ“ შევთავაზოთ,00:02:45
00:02:45
სათაურით, “როგორ შევიმსუბუქოთ სტრესი“.00:02:48
00:02:48
დღევანდელი მდგომარეობის გამო, 00:02:50
00:02:50
ადამიანებს ისე სჭირდებათ ნუგეში,00:02:52
00:02:52
როგორც არასდროს.00:02:54
00:02:55
ალბათ ჩვენი ვებსაიტიდან უკვე იცით,00:02:58
00:02:58
რომ იტალიის ფილიალი რომიდან, 00:03:01
00:03:01
ბოლონიაში, ახალ შენობაში გადადის.00:03:05
00:03:05
ალბათ გაინტერესებთ, რა ეტაპზეა ეს პროექტი.00:03:09
00:03:09
2019 წელს ჩვენს ვებსაიტზე დაანონსდა,00:03:13
00:03:13
რომ იტალიის ფილიალი რომიდან
ბოლონიაში გადავიდოდა.00:03:17
00:03:17
სტატიაში ეწერა:00:03:19
00:03:19
„ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ აკურთხოს ეს პროექტი 00:03:22
00:03:22
და ფილიალის ახალი შენობები კვლავაც მოემსახუროს 00:03:25
00:03:25
ღვთის საქმის წინ წაწევას იტალიაში, 00:03:27
00:03:27
სადაც ყანები მართლაც „გადათეთრებულან მოსამკელად“. 00:03:31
00:03:31
არაერთხელ გამოვცადეთ საკუთარ თავზე,00:03:34
00:03:34
როგორ უპასუხა იეჰოვამ ჩვენს ლოცვებს.00:03:36
00:03:36
გვინდა, რომ რამდენიმე სიახლე ამ პროექტზე თქვენც გაგიზიაროთ.00:03:40
00:03:42
2020 წლის სექტემბერში,00:03:44
00:03:44
კოვიდ პანდემიის მიუხედავად, 00:03:46
00:03:46
დასრულდა ერთ-ერთი საცხოვრებლის მშენებლობა.00:03:49
00:03:49
ამ საცხოვრებელში 41 ბინაა,00:03:52
00:03:52
რომელსაც მშენებლები იყენებდნენ.00:03:54
00:03:54
2022 წლის იანვარში, ნებართვა მოგვცეს 00:03:57
00:03:57
სამ საცხოვრებელ შენობაზე და საოფისე
შენობის გადაკეთებაზე,00:04:02
00:04:02
რომელიც 2018 წელს შევიძინეთ.00:04:04
00:04:05
ძალიან გვიხარია, რომ
ბოლონიაში ვიზიტორთა ცენტრიც გაიხსნა.00:04:10
00:04:10
მისი მიზანია,
რომ მნახველები გაამხნეოს 00:04:13
00:04:13
და მეტის კეთების სურვილი გაუღვიძოს.00:04:16
00:04:17
15 თვის განმავლობაში ვიზიტორთა ცენტრმა00:04:20
00:04:20
50 000 მეტ სტუმარს უმასპინძლა.00:04:23
00:04:23
ექსკურსიები 15 ენაზე ტარდებოდა.00:04:26
00:04:27
სტუმრები გახარებულები იყვნენ ნანახით.00:04:30
00:04:30
მათ აღნიშნეს,
რომ უფრო მეტად დააფასეს საძმო.00:04:33
00:04:34
მთავარ სამმართველოსთან თანამშრომლობამ,00:04:37
00:04:37
ხელმძღვანელი საბჭოსა და მათი
წარმომადგენლების სტუმრობამ 00:04:40
00:04:40
დაგვარწმუნა, რომ იეჰოვა გვიჭერდა მხარს.00:04:43
00:04:43
მათი სიმშვიდე და პოზიტიური განწყობა
ჩვენც გადმოგვედო.00:04:47
00:04:47
მათ დაგვანახვეს,
რომ ბოლომდე მივნდობოდით იეჰოვას 00:04:51
00:04:51
და უფრო მეტად დაგვეფასებინა
ამ პროექტში ჩაბმული და-ძმები.00:04:55
00:04:55
ადგილობრივმა და-ძმებმა დიდი დახმარება გაგვიწიეს.00:04:58
00:04:58
მათ არ დაზოგეს თავიანთი დრო,
ენერგია და სახსრები.00:05:02
00:05:02
ბევრი ფიქრობდა, როგორ დაგვხმარებოდა
ამ პროექტში.00:05:06
00:05:06
ზოგმა გადაწყვიტა ნაკლები ემუშავა,00:05:08
00:05:08
ზოგმა სამსახური დატოვა.00:05:10
00:05:10
ზოგმა კი, როგორც ნამდვილი
იტალიელებს შეჰფერით,00:05:13
00:05:13
გემრიელი საკვების მომზადებაზე იზრუნა.00:05:16
00:05:17
ამ პროექტმა უამრავი სიკეთე მოუტანა,
არა მხოლოდ იეჰოვას მოწმეებს,00:05:21
00:05:21
არამედ ადგილობრივებსაც.00:05:23
00:05:23
შენობების რეკონსტრუქციამ ამ ტერიტორიას
ახალი სიცოცხლე შესძინა.00:05:28
00:05:28
ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე
საზოგადოებრივი პარკიც გავაშენეთ.00:05:32
00:05:32
შეიძლება გაინტერესებთ,
ახლა რა ეტაპზე ვართ.00:05:36
00:05:36
გვიხარია, რომ 2025 წლის 1 მარტს00:05:39
00:05:39
დარბაზი, რომელიც ფილიალის კომპლექსში შედის,00:05:42
00:05:42
დასრულდა და ახლა მას ოთხი კრება იყენებს.00:05:46
00:05:48
2026 წლის 30 იანვარს კონტრაქტორებმა
ჩაგვაბარეს საოფისი შენობა.00:05:54
00:05:54
დანარჩენ სამუშაოებს კი
სამშენებლო კომიტეტი დაასრულებს.00:05:58
00:06:00
ჩვენი მიზანია, რომ 2026 წლის ივნისიდან, 00:06:03
00:06:03
ბეთელის განყოფილებები ამ
ახალ შენობაში გადავიდეს.00:06:07
00:06:07
გარდა ამისა, მოუთმელად ველით
სამი საცხოვრებელი შენობის დასრულებას.00:06:12
00:06:13
ამ პროექტს უამრავი დადებითი მხარე აქვს. 00:06:17
00:06:17
ახალგარემონტებული შენობის მოვლა
ნაკლებიც დაჯდება 00:06:20
00:06:20
და უფრო სასიამოვნო სამუშაო გარემოც შეიქმნება.00:06:23
00:06:23
ახალი საცხოვრებელი შენობები00:06:26
00:06:26
ყველა ჩვენს მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს.00:06:29
00:06:29
ყველა ერთ ლოკაციაზე იცხოვრებს,
რაც ბევრ რამეს გაამარტივებს.00:06:33
00:06:33
ფსალმუნის 127:1-ში ნათქვამია,00:06:36
00:06:36
„თუ იეჰოვა არ აშენებს სახლს,
ტყუილად ირჯებიან მშენებლები“;00:06:41
00:06:42
იეჰოვას ვთხოვთ,00:06:43
00:06:43
რომ ბოლომდე მიგვაყვანინოს
ეს სამშენებლო პროექტი,00:06:46
00:06:46
რომ ეს ახალი შენობები ღვთის
სახელის განდიდებას მოემსახუროს.00:06:51
00:06:52
მადლობას ვუხდით იეჰოვას გულუხვობისთვის,00:06:55
00:06:55
ჩვენს და-ძმებს კი მხარდაჭერისთვის
და თავდაუზოგავი შრომისთვის.00:06:59
00:06:59
კვლავაც ვთხოვთ იეჰოვას,
აკურთხოს მთელ მსოფლიოში მიმდინარე 00:07:03
00:07:03
თეოკრატიული სამშენებლო პროექტები.00:07:06
00:07:06
მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ჩვენი და-ძმა ებრძვის00:07:10
00:07:10
სტიქიური უბედურებებით გამოწვეულ სირთულეებს.00:07:13
00:07:13
მალავიში გვალვამ და წყალდიდობებმა
მოსავალი გაანადგურა,00:07:18
00:07:18
რამაც საკვების უკმარისობა გამოიწვია.00:07:21
00:07:21
ამის გამო დაზარალებულთა დახმარების
ორი კომიტეტი შეიქმნა.00:07:26
00:07:26
ამ დრომდე დაახლოებით 4 000
და-ძმას დაურიგდა საკვები 00:07:31
00:07:31
და სხვადასხვა სახის პრაქტიკული
დახმარება გაეწია.00:07:35
00:07:35
თებერვლის დასაწყისში ციკლონმა
გეზანიმ მადაგასკარს გადაუარა.00:07:41
00:07:41
საბედნიეროდ, არ დაღუპულა და არ
დაშავებულა არცერთი იეჰოვას მოწმე.00:07:46
00:07:46
სამწუხაროდ, დაინგრა ჩვენი და-ძმების 199 სახლი 00:07:51
00:07:51
და სერიოზულად დაზიანდა 237.00:07:55
00:07:55
ასევე ზიანი მიადგა 4 დარბაზს,00:07:58
00:07:58
აქედან ერთი საკონგრესო დარბაზი იყო.00:08:01
00:08:01
ამჟამად დაზარალებულთა დახმარების
ორი კომიტეტი 00:08:05
00:08:05
და-ძმებს დაზიანებული სახლების
აღდგენაში ეხმარება.00:08:09
00:08:09
სტიქიიდან მალევე ფილიალის კომიტეტმა 00:08:13
00:08:13
სპეციალური შეხვედრა დაგეგმა
დაზარალებულთა გასამხნევებლად.00:08:17
00:08:17
პროგრამამ ყველა დამსწრეს მხნეობა შემატა.00:08:21
00:08:22
როგორც ბოლო ანგარიშიდან გავიგეთ,00:08:25
00:08:25
წინა წლის მიწურულს,00:08:27
00:08:27
ქარიშხალმა მელისამ კარიბის ზღვის
რამდენიმე კუნძულს გადაუარა.00:08:32
00:08:32
ახლახანს ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა,00:08:35
00:08:35
ჯეიკობ რამფმა, იამაიკელი და-ძმები მოინახულა.00:08:39
00:08:39
ორგანიზება გაეწია სპეციალურ შეხვედრას00:08:43
00:08:43
იმ კრებების გასამხევებლად,
რომლებსაც სტიქია შეეხო.00:08:48
00:08:48
გასულ წელს, ფილიპინებს
7 კვირის განმავლობაში, 00:08:52
00:08:52
არაერთი სტიქია დაატყდა თავს.00:08:54
00:08:55
ძმა პოლ გილისი,00:08:57
00:08:57
რომელიც კოორდინატორთა
კომიტეტის დამხმარედ მსახურობს,00:09:01
00:09:01
ეწვია ამ რეგიონს და დაზარალებული
და-ძმები მოინახულა.00:09:06
00:09:07
ვლოცულობთ იმ და-ძმებისთვის,00:09:09
00:09:09
რომლებიც დღემდე სტიქიის შედეგებს ებრძვიან.00:09:13
00:09:14
ფსალმუნის 145:18 გვარწმუნებს,00:09:18
00:09:18
რომ „იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას უხმობს“.00:09:22
00:09:22
გვინდა, მადლობა გადაგიხადოთ
თქვენი გულუხვი შესაწირავებისთვის,00:09:27
00:09:27
რომლებიც სტიქიით დაზარალებული
და-ძმების დახმარებას ხმარდება.00:09:32
00:09:33
დაე იეჰოვამ კვლავაც გაკურთხოთ
თქვენი გულუხვობისა და სიკეთისთვის.00:09:38
00:09:39
სამწუხაროდ, რუსეთში ჩვენს და-ძმებს
კვლავაც დევნიან და ავიწროებენ.00:09:44
00:09:44
ბევრს, ვინც რწმენის გამოა დაპატიმრებული,00:09:47
00:09:47
ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.00:09:50
00:09:50
მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა რუსტამ დიაროვი.00:09:55
00:09:55
2026 წლის 17 თებერვალს,00:09:58
00:09:58
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო,00:10:01
00:10:01
ის ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.00:10:04
00:10:04
მას 2021 წელს, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.00:10:11
00:10:11
გათავისუფლებისთანავე მას ქვეყანა დაატოვებინეს 00:10:15
00:10:15
და თავის სამშობლოში, უზბეკეთში დააბრუნეს,00:10:18
00:10:18
სადაც მას სათანადო მკურნალობა ჩაუტარდება.00:10:21
00:10:21
უზბეკეთში ჩასულ რუსტამს და მის მეუღლე ელენას, 00:10:25
00:10:25
და-ძმებმა თბილი დახვედრა მოუწყვეს. 00:10:28
00:10:28
16 მარტის მონაცემებით,
მთელ მსოფლიოში რწმენის გამო00:10:33
00:10:33
280 იეჰოვას მოწმეა დაპატიმრებული,00:10:36
00:10:36
აქედან 181 რუსეთში.00:10:40
00:10:40
მათ შორის, სულ მცირე, 35-ს00:10:44
00:10:44
ქრონიკული დაავადებები
ან ფიზიკური შეზღუდვები აქვს.00:10:48
00:10:48
ჩვენ კვლავაც ვლოცულობთ
ღვთის ამ ერთგული მსახურებისთვის,00:10:53
00:10:53
მათი ოჯახებისა და კრებებისთვის.00:10:56
00:10:57
სიცოცხლე იეჰოვამ გვიბოძა,00:10:59
00:10:59
ამიტომ სურს, რომ ვაფასებდეთ
მისგან ბოძებულ ამ ძღვენს.00:11:04
00:11:04
ამას იმ შემთხვევაში გავაკეთებთ,
თუ გავითვალისწინებთ,00:11:08
00:11:08
სისხლთან დაკავშირებულ იეჰოვას მითითებებს.00:11:11
00:11:11
იეჰოვამ ნოესა და მის შთამომავლებს მისცა მითითება,00:11:16
00:11:16
რომელიც დღემდე ძალაშია.00:11:18
00:11:18
„ხორცი მის სულთან – სისხლთან – ერთად არ ჭამოთ“.00:11:22
00:11:22
მან ქრისტიანებსაც მისცა მსგავსი მითითება,00:11:26
00:11:26
რომ მორიდებოდნენ დამხრჩვალსა და სისხლს.00:11:30
00:11:30
ჩვენ, იეჰოვას მოწმეები,
კეთილსინდისიერად ვასრულებთ ამ მოთხოვნას.00:11:35
00:11:36
ამ მოთხოვნას მაშინაც ვითვალისწინებთ,00:11:39
00:11:39
როცა მკურნალობის მეთოდს ვირჩევთ.00:11:42
00:11:42
წლების განმავლობაში,
როცა საქმე სისხლს ეხებოდა,00:11:46
00:11:46
ჩვენ იმ მითითებითაც ვხელმძღვანელობდით,00:11:49
00:11:49
რომელიც მოსეს კანონში,00:11:51
00:11:51
ლევიანების 17:13-შია ჩაწერილი.00:11:54
00:11:54
„თუ რომელიმე ებრაელი ან თქვენ შორის
მცხოვრები უცხოელი 00:12:00
00:12:00
ნადირობისას გარეულ ცხოველს ან
ფრინველს დაიჭერს, რომელიც იჭმება, 00:12:06
00:12:06
გამოადინოს სისხლი და მიწით დაფაროს“.00:12:10
00:12:10
მაგრამ საინტერესოა,
გვეხება ეს კანონი ქრისტიანებს?00:12:15
00:12:15
მარტივად რომ ვთქვათ,
არა.00:12:18
00:12:18
რატომ?00:12:19
00:12:19
როგორც ვიცით, ქრისტიანები აღარ
ვექვემდებარებით მოსეს კანონს.00:12:24
00:12:25
პავლე ამასთან დაკავშირებით00:12:27
00:12:27
კოლოსელების 2:13-სა და 14-ში ამბობს: 00:12:32
00:12:34
“ღმერთმა... გააუქმა ჩვენ წინააღმდეგ დაწერილი კანონი,00:12:39
00:12:39
რომელიც მან წამების ძელზე მიალურსმა
და ამგვარად მოგვაშორა“.00:12:45
00:12:46
მაშასადამე, ქრისტიანებს აღარ
მოგვეთხოვება მოსეს კანონის დაცვა,00:12:51
00:12:51
რომლის თანახმად სისხლი უნდა
დაღვრილიყო და მიწით დაფარულიყო.00:12:56
00:12:56
გარდა ამისა, ბიბლიაში არანაირი მინიშნება
არ არის საკუთარი სისხლის00:13:02
00:13:02
სამედიცინო მიზნით გამოყენების თაობაზე.00:13:06
00:13:06
საკუთარი სისხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, 00:13:10
00:13:10
ჩვენი პოზიცია ახსნილი იყო
მკითხველთა შეკითხვებში,00:13:14
00:13:14
2000 წლის 15 ოქტომბრის საგუშაგო კოშკში.00:13:18
00:13:19
„ქრისტიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს,
როგორ მოეპყრობა თავის სისხლს 00:13:24
00:13:24
ოპერაციის, სამედიცინო შემოწმებისა
თუ მკურნალობის პროცესში“. 00:13:31
00:13:31
აქედან გამომდინარე მრავალი ქრისტიანი თანხმდება,00:13:35
00:13:35
როგორც მარტივ პროცედურებს,
მაგალითად სისხლის ანალიზს,00:13:38
00:13:38
ისე რთულ პროცედურებს,00:13:40
00:13:40
როგორებიცაა სისხლის ხელოვნური მიმოქცევის,00:13:44
00:13:44
სისხლის დამზოგველი ან
დიალიზის აპარატების გამოყენებას.00:13:50
00:13:50
ამათ გარდა მკურნალობის
სხვა მრავალი მეთოდი არსებობს.00:13:55
00:13:55
ასე რომ, წმინდა წერილების
საფუძვლიანი კვლევისა და 00:14:00
00:14:00
ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ,00:14:02
00:14:02
ხელმძღვანელმა საბჭომ გადაწყვიტა,00:14:05
00:14:05
მეტი სიცხადე შეეტანა00:14:07
00:14:07
ქრისტიანის მიერ საკუთარი
სისხლის გამოყენების საკითხში.00:14:11
00:14:12
ჩვენი პოზიცია ასეთია,00:14:14
00:14:14
თითოეულმა ქრისტიანმა თავად
უნდა გადაწყვიტოს,00:14:18
00:14:18
როგორ გამოიყენებს საკუთარ სისხლს00:14:21
00:14:21
სხვადასხვა სამედიცინო პროცედურის დროს.00:14:24
00:14:24
ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანს შეუძლია 00:14:27
00:14:27
შეინახოს თავისი სისხლი,00:14:30
00:14:30
რომ მოგვიანებით საჭიროების
შემთხვევაში გადაისხას.00:14:34
00:14:34
მოდი დავაკონკრეტოთ,00:14:36
00:14:36
ზოგმა ქრისტიანმა შეიძლება გადაწყვიტოს,00:14:39
00:14:39
რომ თავისი სისხლი შეინახოს 00:14:42
00:14:42
და მოგვიანებით გადაისხას.00:14:44
00:14:44
ზოგმა კი ამაზე უარი თქვას.00:14:47
00:14:47
თითოეულმა ქრისტიანმა, პირადად
უნდა მიიღოს გადაწყვეტილება00:14:52
00:14:52
ნებისმიერ საკითხში,00:14:54
00:14:54
რომელიც საკუთარი სისხლის00:14:56
00:14:56
სამედიცინო მიზნით გამოყენებას ეხება.00:15:00
00:15:00
შევაჯამოთ,00:15:02
00:15:02
ქრისტიანები არ
ვექვემდებარებით მოსეს კანონს,00:15:06
00:15:06
თუმცა ვითვალისწინებთ მოციქულთა მითითებას,00:15:09
00:15:09
რომ მოვერიდოთ სისხლს.00:15:10
00:15:11
ამასთან ერთად,00:15:12
00:15:12
ბიბლიაში არაფერია ნათქვამი 00:15:15
00:15:15
საკუთარი სისხლის სამედიცინო მიზნით
გამოყენებასთან დაკავშირებით.00:15:19
00:15:20
ასე რომ,00:15:21
00:15:21
როგორც ჯანმრთელობასთან
დაკავშირებულ სხვა საკითხებში,00:15:25
00:15:25
ამ შემთხვევაშიც თითოეულმა ქრისტიანმა
თავად უნდა გადაწყვიტოს,00:15:30
00:15:30
როგორ გამოიყენებს საკუთარ
სისხლს სამკურნალო მიზნით.00:15:34
00:15:35
ამ ანგარიშში გაგიზიარეთ სიახლეები 00:15:38
00:15:38
იტალიის ფილიალის მშენებლობასთან დაკავშირებით.00:15:41
00:15:41
აგრეთვე ვისაუბრეთ რუს და-ძმებზე.00:15:44
00:15:44
ისიც ნახეთ, როგორც ზრუნავს იეჰოვა
სტიქიით დაზარალებულ თავის ხალხზე.00:15:50
00:15:50
აგრეთვე ვისაუბრეთ ახლებურ ახსნაზე,00:15:53
00:15:53
რომელიც საკუთარი სისხლის
სამედიცინო მიზნით გამოყენებას ეხება.00:15:58
00:15:58
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს,00:16:01
00:16:01
როგორ ზრუნავს იეჰოვა თითოეულ ჩვენგანზე.00:16:04
00:16:04
ის თავისი ორგანიზაციის
მეშვეობით გვხელმძღვანელობს00:16:08
00:16:08
და სირთულეების ატანის ძალასაც გვაძლევს.00:16:11
00:16:11
რაც უფრო მეტს ვფიქრობთ
გახსენების საღამოზე,00:16:15
00:16:15
უფრო მეტად ვუახლოვდებით იეჰოვას00:16:17
00:16:17
და ვრწმუნდებით, რომ მას არასდროს ავიწყდება
თავისი ერთგული მსახურები.00:16:23
00:16:23
ყველანი ძალიან გვიყვარხართ!00:16:25
00:16:25
ეს იყო JW მაუწყებლობა 00:16:28
00:16:28
იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველოდან.00:16:32
ხელმძღვანელი საბჭოს 2026 წლის მე-2 ანგარიში
-
ხელმძღვანელი საბჭოს 2026 წლის მე-2 ანგარიში
მოგესალმებით ძვირფასო და-ძმებო.
გვინდა, რამდენიმე სიახლე გაგიზიაროთ.
წლის ამ პერიოდში
ჩვენ მოუთმენლად ველით გახსენების საღამოს,
რომელსაც წელს, 2 აპრილს აღვნიშნავთ.
23 მარტით დაწყებულ კვირაში
კრებაში მოვისმენთ სპეციალურ მოხსენებას
„ვინ აქცევს ჩვენს პლანეტას უკეთეს ადგილად?“.
მომდევნო დღეებში ვეცდებით,
რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავპატიჟოთ
სპეციალურ მოხსენებასა და გახსენების საღამოზე.
შეიძლება მდგომარეობა ხელს გიწყობთ,
რომ ამ პერიოდში მეტი იმსახუროთ.
მარტსა და აპრილში, შეგიძლიათ დამხმარე პიონერებად იმსახუროთ,
15 ან 30 საათიანი ნორმით.
ამ დღისთვის სათანადო განწყობა რომ შევიქმნათ,
წავიკითხოთ და ვიფიქროთ იმ ბიბლიურ მონაკვეთებზე,
რომლებიც იესოს სიკვდილს და აღდგომას ეხება.
ამგვარად გავითვალისწინებთ
ებრაელების 12:3-ში ჩაწერილ რჩევას.
აქ ნათქვამია:
„მაშ, რომ არ დაიღალოთ და არ დაკარგოთ მხნეობა,
იფიქრეთ მასზე,.. ვინც მოითმინა“.
იესოს მაგალითზე ფიქრი,
მადლიერებასა და სიყვარულს გაგვიღრმავებს
ღვთისა და მისი ძის მიმართ.
ეს იმის სტიმულსაც მოგვცემს,
რომ ნებისმიერი სირთულის დროს
ღვთის ერთგულები დავრჩეთ.
ცოტა ხნის წინ, ბიბლიის კითხვის გეგმა
გახსენების საღამოსთვის
JW ბიბლიოთეკაში ცალკე პუბლიკაციად დაიდო.
მასში მოცემულია
შესაბამისი ბიბლიური მონაკვეთები
სხვადასხვა სახარებიდან,
რომელთა გახსნაც იქვე შეიძლება.
ამ გეგმის ნახვა შეგიძლიათ პუბლიკაციებში,
განყოფილებაში ბროშურები.
შეგიძლიათ ეს გეგმა რჩეულებშიც დაამატოთ.
გარდა ამისა, ჩვენ ვნახავთ გახსენების საღამოს
სპეციალურ პროგრამას,
რომელიც ჩვენს ვებსაიტზე
26 მარტიდან გამოჩნდება.
გვიხარია, რომ
ღვთის ხალხი მთელ მსოფლიოში,
2 აპრილს, გახსენების საღამომდე
ნახავს ამ პროგრამას.
გახსენების საღამოს შემდეგ,
უყურადღებოდ არ დავტოვებთ მათ,
ვინც დაინტერესდა და დაესწრო შეხვედრას.
ჩვენი მიზანია, რომ ბიბლიის შესწავლა,
რაც შეიძლება მეტ ადამიანთან დავიწყოთ.
მოსაწვევთან ერთად
მსახურებაში კვლავაც გავავრცელებთ ჟურნალებს.
მაგალითად, მარტსა და აპრილში
შეგვიძლია ჟურნალი „გამოიღვიძეთ“ შევთავაზოთ,
სათაურით, “როგორ შევიმსუბუქოთ სტრესი“.
დღევანდელი მდგომარეობის გამო,
ადამიანებს ისე სჭირდებათ ნუგეში,
როგორც არასდროს.
ალბათ ჩვენი ვებსაიტიდან უკვე იცით,
რომ იტალიის ფილიალი რომიდან,
ბოლონიაში, ახალ შენობაში გადადის.
ალბათ გაინტერესებთ, რა ეტაპზეა ეს პროექტი.
2019 წელს ჩვენს ვებსაიტზე დაანონსდა,
რომ იტალიის ფილიალი რომიდან
ბოლონიაში გადავიდოდა.
სტატიაში ეწერა:
„ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ აკურთხოს ეს პროექტი
და ფილიალის ახალი შენობები კვლავაც მოემსახუროს
ღვთის საქმის წინ წაწევას იტალიაში,
სადაც ყანები მართლაც „გადათეთრებულან მოსამკელად“.
არაერთხელ გამოვცადეთ საკუთარ თავზე,
როგორ უპასუხა იეჰოვამ ჩვენს ლოცვებს.
გვინდა, რომ რამდენიმე სიახლე ამ პროექტზე თქვენც გაგიზიაროთ.
2020 წლის სექტემბერში,
კოვიდ პანდემიის მიუხედავად,
დასრულდა ერთ-ერთი საცხოვრებლის მშენებლობა.
ამ საცხოვრებელში 41 ბინაა,
რომელსაც მშენებლები იყენებდნენ.
2022 წლის იანვარში, ნებართვა მოგვცეს
სამ საცხოვრებელ შენობაზე და საოფისე
შენობის გადაკეთებაზე,
რომელიც 2018 წელს შევიძინეთ.
ძალიან გვიხარია, რომ
ბოლონიაში ვიზიტორთა ცენტრიც გაიხსნა.
მისი მიზანია,
რომ მნახველები გაამხნეოს
და მეტის კეთების სურვილი გაუღვიძოს.
15 თვის განმავლობაში ვიზიტორთა ცენტრმა
50 000 მეტ სტუმარს უმასპინძლა.
ექსკურსიები 15 ენაზე ტარდებოდა.
სტუმრები გახარებულები იყვნენ ნანახით.
მათ აღნიშნეს,
რომ უფრო მეტად დააფასეს საძმო.
მთავარ სამმართველოსთან თანამშრომლობამ,
ხელმძღვანელი საბჭოსა და მათი
წარმომადგენლების სტუმრობამ
დაგვარწმუნა, რომ იეჰოვა გვიჭერდა მხარს.
მათი სიმშვიდე და პოზიტიური განწყობა
ჩვენც გადმოგვედო.
მათ დაგვანახვეს,
რომ ბოლომდე მივნდობოდით იეჰოვას
და უფრო მეტად დაგვეფასებინა
ამ პროექტში ჩაბმული და-ძმები.
ადგილობრივმა და-ძმებმა დიდი დახმარება გაგვიწიეს.
მათ არ დაზოგეს თავიანთი დრო,
ენერგია და სახსრები.
ბევრი ფიქრობდა, როგორ დაგვხმარებოდა
ამ პროექტში.
ზოგმა გადაწყვიტა ნაკლები ემუშავა,
ზოგმა სამსახური დატოვა.
ზოგმა კი, როგორც ნამდვილი
იტალიელებს შეჰფერით,
გემრიელი საკვების მომზადებაზე იზრუნა.
ამ პროექტმა უამრავი სიკეთე მოუტანა,
არა მხოლოდ იეჰოვას მოწმეებს,
არამედ ადგილობრივებსაც.
შენობების რეკონსტრუქციამ ამ ტერიტორიას
ახალი სიცოცხლე შესძინა.
ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე
საზოგადოებრივი პარკიც გავაშენეთ.
შეიძლება გაინტერესებთ,
ახლა რა ეტაპზე ვართ.
გვიხარია, რომ 2025 წლის 1 მარტს
დარბაზი, რომელიც ფილიალის კომპლექსში შედის,
დასრულდა და ახლა მას ოთხი კრება იყენებს.
2026 წლის 30 იანვარს კონტრაქტორებმა
ჩაგვაბარეს საოფისი შენობა.
დანარჩენ სამუშაოებს კი
სამშენებლო კომიტეტი დაასრულებს.
ჩვენი მიზანია, რომ 2026 წლის ივნისიდან,
ბეთელის განყოფილებები ამ
ახალ შენობაში გადავიდეს.
გარდა ამისა, მოუთმელად ველით
სამი საცხოვრებელი შენობის დასრულებას.
ამ პროექტს უამრავი დადებითი მხარე აქვს.
ახალგარემონტებული შენობის მოვლა
ნაკლებიც დაჯდება
და უფრო სასიამოვნო სამუშაო გარემოც შეიქმნება.
ახალი საცხოვრებელი შენობები
ყველა ჩვენს მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს.
ყველა ერთ ლოკაციაზე იცხოვრებს,
რაც ბევრ რამეს გაამარტივებს.
ფსალმუნის 127:1-ში ნათქვამია,
„თუ იეჰოვა არ აშენებს სახლს,
ტყუილად ირჯებიან მშენებლები“;
იეჰოვას ვთხოვთ,
რომ ბოლომდე მიგვაყვანინოს
ეს სამშენებლო პროექტი,
რომ ეს ახალი შენობები ღვთის
სახელის განდიდებას მოემსახუროს.
მადლობას ვუხდით იეჰოვას გულუხვობისთვის,
ჩვენს და-ძმებს კი მხარდაჭერისთვის
და თავდაუზოგავი შრომისთვის.
კვლავაც ვთხოვთ იეჰოვას,
აკურთხოს მთელ მსოფლიოში მიმდინარე
თეოკრატიული სამშენებლო პროექტები.
მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ჩვენი და-ძმა ებრძვის
სტიქიური უბედურებებით გამოწვეულ სირთულეებს.
მალავიში გვალვამ და წყალდიდობებმა
მოსავალი გაანადგურა,
რამაც საკვების უკმარისობა გამოიწვია.
ამის გამო დაზარალებულთა დახმარების
ორი კომიტეტი შეიქმნა.
ამ დრომდე დაახლოებით 4 000
და-ძმას დაურიგდა საკვები
და სხვადასხვა სახის პრაქტიკული
დახმარება გაეწია.
თებერვლის დასაწყისში ციკლონმა
გეზანიმ მადაგასკარს გადაუარა.
საბედნიეროდ, არ დაღუპულა და არ
დაშავებულა არცერთი იეჰოვას მოწმე.
სამწუხაროდ, დაინგრა ჩვენი და-ძმების 199 სახლი
და სერიოზულად დაზიანდა 237.
ასევე ზიანი მიადგა 4 დარბაზს,
აქედან ერთი საკონგრესო დარბაზი იყო.
ამჟამად დაზარალებულთა დახმარების
ორი კომიტეტი
და-ძმებს დაზიანებული სახლების
აღდგენაში ეხმარება.
სტიქიიდან მალევე ფილიალის კომიტეტმა
სპეციალური შეხვედრა დაგეგმა
დაზარალებულთა გასამხნევებლად.
პროგრამამ ყველა დამსწრეს მხნეობა შემატა.
როგორც ბოლო ანგარიშიდან გავიგეთ,
წინა წლის მიწურულს,
ქარიშხალმა მელისამ კარიბის ზღვის
რამდენიმე კუნძულს გადაუარა.
ახლახანს ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა,
ჯეიკობ რამფმა, იამაიკელი და-ძმები მოინახულა.
ორგანიზება გაეწია სპეციალურ შეხვედრას
იმ კრებების გასამხევებლად,
რომლებსაც სტიქია შეეხო.
გასულ წელს, ფილიპინებს
7 კვირის განმავლობაში,
არაერთი სტიქია დაატყდა თავს.
ძმა პოლ გილისი,
რომელიც კოორდინატორთა
კომიტეტის დამხმარედ მსახურობს,
ეწვია ამ რეგიონს და დაზარალებული
და-ძმები მოინახულა.
ვლოცულობთ იმ და-ძმებისთვის,
რომლებიც დღემდე სტიქიის შედეგებს ებრძვიან.
ფსალმუნის 145:18 გვარწმუნებს,
რომ „იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას უხმობს“.
გვინდა, მადლობა გადაგიხადოთ
თქვენი გულუხვი შესაწირავებისთვის,
რომლებიც სტიქიით დაზარალებული
და-ძმების დახმარებას ხმარდება.
დაე იეჰოვამ კვლავაც გაკურთხოთ
თქვენი გულუხვობისა და სიკეთისთვის.
სამწუხაროდ, რუსეთში ჩვენს და-ძმებს
კვლავაც დევნიან და ავიწროებენ.
ბევრს, ვინც რწმენის გამოა დაპატიმრებული,
ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.
მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა რუსტამ დიაროვი.
2026 წლის 17 თებერვალს,
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო,
ის ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
მას 2021 წელს, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
გათავისუფლებისთანავე მას ქვეყანა დაატოვებინეს
და თავის სამშობლოში, უზბეკეთში დააბრუნეს,
სადაც მას სათანადო მკურნალობა ჩაუტარდება.
უზბეკეთში ჩასულ რუსტამს და მის მეუღლე ელენას,
და-ძმებმა თბილი დახვედრა მოუწყვეს.
16 მარტის მონაცემებით,
მთელ მსოფლიოში რწმენის გამო
280 იეჰოვას მოწმეა დაპატიმრებული,
აქედან 181 რუსეთში.
მათ შორის, სულ მცირე, 35-ს
ქრონიკული დაავადებები
ან ფიზიკური შეზღუდვები აქვს.
ჩვენ კვლავაც ვლოცულობთ
ღვთის ამ ერთგული მსახურებისთვის,
მათი ოჯახებისა და კრებებისთვის.
სიცოცხლე იეჰოვამ გვიბოძა,
ამიტომ სურს, რომ ვაფასებდეთ
მისგან ბოძებულ ამ ძღვენს.
ამას იმ შემთხვევაში გავაკეთებთ,
თუ გავითვალისწინებთ,
სისხლთან დაკავშირებულ იეჰოვას მითითებებს.
იეჰოვამ ნოესა და მის შთამომავლებს მისცა მითითება,
რომელიც დღემდე ძალაშია.
„ხორცი მის სულთან – სისხლთან – ერთად არ ჭამოთ“.
მან ქრისტიანებსაც მისცა მსგავსი მითითება,
რომ მორიდებოდნენ დამხრჩვალსა და სისხლს.
ჩვენ, იეჰოვას მოწმეები,
კეთილსინდისიერად ვასრულებთ ამ მოთხოვნას.
ამ მოთხოვნას მაშინაც ვითვალისწინებთ,
როცა მკურნალობის მეთოდს ვირჩევთ.
წლების განმავლობაში,
როცა საქმე სისხლს ეხებოდა,
ჩვენ იმ მითითებითაც ვხელმძღვანელობდით,
რომელიც მოსეს კანონში,
ლევიანების 17:13-შია ჩაწერილი.
„თუ რომელიმე ებრაელი ან თქვენ შორის
მცხოვრები უცხოელი
ნადირობისას გარეულ ცხოველს ან
ფრინველს დაიჭერს, რომელიც იჭმება,
გამოადინოს სისხლი და მიწით დაფაროს“.
მაგრამ საინტერესოა,
გვეხება ეს კანონი ქრისტიანებს?
მარტივად რომ ვთქვათ,
არა.
რატომ?
როგორც ვიცით, ქრისტიანები აღარ
ვექვემდებარებით მოსეს კანონს.
პავლე ამასთან დაკავშირებით
კოლოსელების 2:13-სა და 14-ში ამბობს:
“ღმერთმა... გააუქმა ჩვენ წინააღმდეგ დაწერილი კანონი,
რომელიც მან წამების ძელზე მიალურსმა
და ამგვარად მოგვაშორა“.
მაშასადამე, ქრისტიანებს აღარ
მოგვეთხოვება მოსეს კანონის დაცვა,
რომლის თანახმად სისხლი უნდა
დაღვრილიყო და მიწით დაფარულიყო.
გარდა ამისა, ბიბლიაში არანაირი მინიშნება
არ არის საკუთარი სისხლის
სამედიცინო მიზნით გამოყენების თაობაზე.
საკუთარი სისხლის გამოყენებასთან დაკავშირებით,
ჩვენი პოზიცია ახსნილი იყო
მკითხველთა შეკითხვებში,
2000 წლის 15 ოქტომბრის საგუშაგო კოშკში.
„ქრისტიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს,
როგორ მოეპყრობა თავის სისხლს
ოპერაციის, სამედიცინო შემოწმებისა
თუ მკურნალობის პროცესში“.
აქედან გამომდინარე მრავალი ქრისტიანი თანხმდება,
როგორც მარტივ პროცედურებს,
მაგალითად სისხლის ანალიზს,
ისე რთულ პროცედურებს,
როგორებიცაა სისხლის ხელოვნური მიმოქცევის,
სისხლის დამზოგველი ან
დიალიზის აპარატების გამოყენებას.
ამათ გარდა მკურნალობის
სხვა მრავალი მეთოდი არსებობს.
ასე რომ, წმინდა წერილების
საფუძვლიანი კვლევისა და
ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ,
ხელმძღვანელმა საბჭომ გადაწყვიტა,
მეტი სიცხადე შეეტანა
ქრისტიანის მიერ საკუთარი
სისხლის გამოყენების საკითხში.
ჩვენი პოზიცია ასეთია,
თითოეულმა ქრისტიანმა თავად
უნდა გადაწყვიტოს,
როგორ გამოიყენებს საკუთარ სისხლს
სხვადასხვა სამედიცინო პროცედურის დროს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანს შეუძლია
შეინახოს თავისი სისხლი,
რომ მოგვიანებით საჭიროების
შემთხვევაში გადაისხას.
მოდი დავაკონკრეტოთ,
ზოგმა ქრისტიანმა შეიძლება გადაწყვიტოს,
რომ თავისი სისხლი შეინახოს
და მოგვიანებით გადაისხას.
ზოგმა კი ამაზე უარი თქვას.
თითოეულმა ქრისტიანმა, პირადად
უნდა მიიღოს გადაწყვეტილება
ნებისმიერ საკითხში,
რომელიც საკუთარი სისხლის
სამედიცინო მიზნით გამოყენებას ეხება.
შევაჯამოთ,
ქრისტიანები არ
ვექვემდებარებით მოსეს კანონს,
თუმცა ვითვალისწინებთ მოციქულთა მითითებას,
რომ მოვერიდოთ სისხლს.
ამასთან ერთად,
ბიბლიაში არაფერია ნათქვამი
საკუთარი სისხლის სამედიცინო მიზნით
გამოყენებასთან დაკავშირებით.
ასე რომ,
როგორც ჯანმრთელობასთან
დაკავშირებულ სხვა საკითხებში,
ამ შემთხვევაშიც თითოეულმა ქრისტიანმა
თავად უნდა გადაწყვიტოს,
როგორ გამოიყენებს საკუთარ
სისხლს სამკურნალო მიზნით.
ამ ანგარიშში გაგიზიარეთ სიახლეები
იტალიის ფილიალის მშენებლობასთან დაკავშირებით.
აგრეთვე ვისაუბრეთ რუს და-ძმებზე.
ისიც ნახეთ, როგორც ზრუნავს იეჰოვა
სტიქიით დაზარალებულ თავის ხალხზე.
აგრეთვე ვისაუბრეთ ახლებურ ახსნაზე,
რომელიც საკუთარი სისხლის
სამედიცინო მიზნით გამოყენებას ეხება.
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს,
როგორ ზრუნავს იეჰოვა თითოეულ ჩვენგანზე.
ის თავისი ორგანიზაციის
მეშვეობით გვხელმძღვანელობს
და სირთულეების ატანის ძალასაც გვაძლევს.
რაც უფრო მეტს ვფიქრობთ
გახსენების საღამოზე,
უფრო მეტად ვუახლოვდებით იეჰოვას
და ვრწმუნდებით, რომ მას არასდროს ავიწყდება
თავისი ერთგული მსახურები.
ყველანი ძალიან გვიყვარხართ!
ეს იყო JW მაუწყებლობა
იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველოდან.
-