00:00:01
ყველას გულთბილად მოგესალმებით!00:00:04
00:00:04
გვინდა, რამდენიმე საინტერესო სიახლე გაგიზიაროთ.00:00:07
00:00:07
იმაზეც ვისაუბრებთ,00:00:09
00:00:09
მსახურებაში რა მიზნების
დასახვა შეგიძლიათ მომდენო თვეებში.00:00:13
00:00:13
მოუთმენლად ველით კონგრესს
სახელწოდებით „მარადიული ბედნიერება“.00:00:18
00:00:19
გვახარებს იმის ცოდნა, რომ და-ძმები
ყველაფერს აკეთებენ იმისთვის,00:00:23
00:00:23
რომ სამივე დღის პროგრამას დარბაზში დაესწრონ.00:00:27
00:00:27
ამგვარად ისინი ფსალმუნის 111:1-ში
ჩაწერილს ითვალისწინებენ:00:00:32
00:00:34
„ადიდეთ იაჰი!00:00:36
00:00:36
მთელი გულით შევასხამ ხოტბას იეჰოვას კრებულში00:00:39
00:00:39
მართალთა შორის“.00:00:41
00:00:42
ყველანი მოუთმენლად ველით,00:00:44
00:00:44
როდის შევხვდებით ჩვენს ნაცნობებსა
და ახლობლებს ამ კონგრესზე00:00:48
00:00:48
და გავიხარებთ სასიამოვნო ურთიერთობით.00:00:51
00:00:51
წლევანდელი კონგრესისთვის 60-ზე მეტი ვიდეო მომზადდა.00:00:55
00:00:56
ამ კონგრესის პროგრამის,00:00:58
00:00:58
მათ შორის მუსიკალური ვიდეოკლიპების მომზადებაში00:01:01
00:01:01
დიდი შრომა ჩაიდო.00:01:03
00:01:03
ეს ვიდეოკლიპები კონგრესის პროგრამის
მნიშვნელოვანი ნაწილია00:01:07
00:01:07
და გვეხმარება,00:01:08
00:01:08
რომ სათანადო განწყობა შევიქმნათ00:01:11
00:01:11
და მთელი ყურადღებით მოვუსმინოთ პროგრამას.00:01:14
00:01:15
მოდი ვნახოთ ნაწყვეტი ერთ-ერთი ასეთი ვიდეოდან.00:01:18
00:01:19
♪ კრძალვით ეძებდა ღვთის ნებას, თავმდაბლად. ♪ 00:01:27
00:01:27
♪ ღვთიური სინათლე,
გზასავალს მინათებს, ♪00:01:37
00:01:37
♪ თვალს მიხელს, მათავისუფლებს. ♪00:01:43
00:01:43
♪ იმედით მავსებს, ვითვლი წუთებს. ♪00:01:52
00:01:52
ერთი სული გვაქვს, როდის ვნახავთ ექვს მუსიკალურ ვიდეოკლიპს,00:01:56
00:01:56
რომლებიც წლევანდელი კონგრესისთვის მომზადდა.00:01:59
00:02:00
ასე რომ, როცა თავჯდომარე იტყვის,00:02:02
00:02:02
გთხოვთ, დაიკავოთ ადგილები,
რადგან პროგრამა ხუთ წუთში დაიწყებაო,00:02:06
00:02:06
გაითვალისწინეთ მისი ნათქვამი.00:02:09
00:02:09
მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ,
რომ ისიამოვნოთ ამ ვიდეოკლიპებით.00:02:13
00:02:14
თუ ასე მოვიქცევით,00:02:15
00:02:15
არც სხვებს შევუშლით ხელს პროგრამის
ამ მნიშვნელოვანი ნაწილის მოსმენაში.00:02:20
00:02:21
დარწმუნებულები ვართ,
ძალიან ისიამოვნეთ ფილმის 00:02:24
00:02:24
„იესოს ცხოვრება სახარებების მიხედვით“00:02:27
00:02:27
პირველი, მეორე და მესამე სერიებით,00:02:30
00:02:30
რომლებიც 2024 და 2025 წლის
რეგიონულ კონგრესებზე გამოვიდა.00:02:36
00:02:37
გვინდა გაგახაროთ,00:02:39
00:02:39
წელს ფილმის „იესოს ცხოვრება სახარებების მიხედვით“ 00:02:43
00:02:43
ახალი სერიები00:02:45
00:02:45
კონგრესების დაწყებამდე გახდება ხელმისაწვდომი.00:02:48
00:02:49
წლევანდელი რეგიონული
კონგრესისთვის განკუთვნილი00:02:52
00:02:53
მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სერიები 00:02:56
00:02:56
უკვე ხელმისაწვდომია ვებსაიტზე jw.org 00:03:00
00:03:00
და აპლიკაციაში JW ბიბლიოთეკა.00:03:04
00:03:04
თავდაპირველად ამ სერიების ნახვა
დაახლოებით 250 ენაზე იქნება შესაძლებელი.00:03:10
00:03:11
მოგვიანებით, როცა ეს სერიები სხვა ენებზეც დაემატება,00:03:14
00:03:15
ამის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდება განყოფილებაში,00:03:18
00:03:18
„რა არის ახალი“.00:03:20
00:03:20
თუ გსურთ მათი ჩამოტვირთვა,00:03:22
00:03:22
შედით jw.org-ზე ან JW ბიბლიოთეკაში,00:03:27
00:03:28
შემდეგ განყოფილებაში – ბიბლიოთეკა, ვიდეოები,00:03:32
00:03:33
ფილმები და „იესოს ცხოვრება სახარებების მიხედვით“.00:03:37
00:03:38
რა თქმა უნდა ეს სერიები00:03:40
00:03:40
2026 წლის რეგიონულ კონგრესზეც იქნება ნაჩვენები.00:03:44
00:03:45
ზოგმა შეიძლება ამჯობინოს,00:03:47
00:03:47
რომ მოიცადოს და კონგრესზე ნახოს ეს სერიები.00:03:50
00:03:51
ზოგმა კი პირიქით,00:03:53
00:03:53
შეიძლება გადაწყვიტოს, რომ წინასწარ ნახოს ეს ეპიზოდები.00:03:57
00:03:57
ეს სიახლე საშუალებას მისცემს მშობლებს,
რომ წინასწარ ნახონ ფილმი,00:04:02
00:04:02
ამის შემდეგ კი შვილები შეამზადონ იმ სცენებისთვის,00:04:05
00:04:05
რომლებიც კონგრესზე იქნება ნაჩვენები.00:04:08
00:04:08
კარგი იქნება, თუკი ფილმში ნაჩვენებ ბიბლიურ მონაკვეთებს00:04:12
00:04:12
შვილებთან ერთად წაიკითხავთ
ოჯახური თაყვანისმცემლობის დროს.00:04:16
00:04:17
აუხსენით შვილებს,00:04:19
00:04:19
რატომ ჩაიწერა ბიბლიაში ეს ისტორიები.00:04:22
00:04:23
ასე უკეთ ვხედავთ,00:04:24
00:04:24
რამდენად ძლიერია იესო დემონებთან შედარებით.00:04:28
00:04:28
წარმოიდგინეთ, ჩვენ იეჰოვა და იესო გვიჭერენ მხარს,00:04:32
00:04:32
ამიტომ არანაირი მიზეზი არ გვაქვს,
რომ გვეშინოდეს დემონების.00:04:36
00:04:37
ფილმში „იესოს ცხოვრება სახარებების მიხედვით“00:04:40
00:04:40
ზედმიწევნით არის გადმოცემული ის მოვლენები,00:04:44
00:04:44
რომლებზეც წმინდა წერილები მოგვითხრობს. 00:04:46
00:04:46
ბიბლიაში ბევრი ამაღელვებელი ისტორიაა აღწერილი,00:04:50
00:04:50
შესაბამისად, ფილმშიც მრავლად იქნება
ასეთი ამაღელვებელი სცენები.00:04:55
00:04:56
ყველანაირად ვეცადეთ,00:04:58
00:04:58
რომ ფილმში ნაჩვენები სცენები
ზედმეტად მძაფრი არ ყოფილიყო.00:05:02
00:05:03
მეორე მხრივ,00:05:04
00:05:04
არ გვინდოდა გაგვეუბრალოებინა ეს ისტორიები.00:05:07
00:05:08
გვინდა გითხრათ და გაგახაროთ,00:05:11
00:05:11
რომ ახალი სერიების გამოსვლასთან ერთად 00:05:14
00:05:14
განახლდება ვიდეოთეკაც00:05:16
00:05:16
და დაემატება ეპიზოდები ამ ახალი სერიებიდან.00:05:20
00:05:20
ამ პუბლიკაციის ჩამოტვირთვის შემთხვევაში, 00:05:23
00:05:23
შეძლებთ ბიბლიის კითხვის დროს00:05:25
00:05:25
შესაბამისი ეპიზოდები ნახოთ დამატებითი მასალის ველში.00:05:29
00:05:31
საჭიროების შემთხვევაში,
jw.org-ზეც შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო ინსტრუქცია,00:05:36
00:05:37
რომლის სათაურია00:05:39
00:05:39
„როგორ გამოვიყენოთ იესოს ცხოვრება
სახარებების მიხედვით – ვიდეოთეკა“.00:05:44
00:05:45
თუ დახმარება დაგჭირდებათ,00:05:47
00:05:47
შეგიძლიათ რომელიმე თანაქრისტიანს სთხოვოთ კრებაში.00:05:50
00:05:51
კონგრესამდე რამდენიმე კვირით ადრე00:05:53
00:05:54
გვექნება სპეციალური კამპანია,00:05:56
00:05:56
რომლის დროსაც ყველას
რეგიონულ კონგრესზე დავპატიჟებთ.00:06:00
00:06:01
მათ, ვინც ინტერესს გამოიჩენს,00:06:03
00:06:03
შეგვიძლია ვაჩვენოთ კონგრესის ანონსი.00:06:06
00:06:07
კიდევ რა შეიძლება შევთავაზოთ ამ პერიოდში?00:06:10
00:06:11
მაისსა და ივნისში გავავრცელებთ
„საგუშაგო კოშკს“ სახელწოდებით00:06:16
00:06:16
„როცა მეტის ატანა აღარ შეგიძლია“.00:06:19
00:06:20
დღეს ბევრი გაუსაძლის მდგომარეობაშია.00:06:23
00:06:24
ხალხი გულგატეხილია და არც არაფრის იმედი აქვს.00:06:28
00:06:28
ბევრს აფიქრებს, ზრუნავს თუ არა ღმერთი მათზე.00:06:31
00:06:31
ეს ჟურნალი დაარწმუნებს ასეთ ადამიანებს,00:06:34
00:06:34
რომ ღმერთს აღელვებს მათი მდგომარეობა და ზრუნავს მათზე.00:06:39
00:06:40
დარწმუნებული ვართ,00:06:41
00:06:41
ეს ინფორმაცია ბევრს მოჰგვრის ნუგეშს.00:06:44
00:06:45
ახლახან ხელმძღვანელი საბჭოს ნებართვით00:06:48
00:06:48
დანიაში შევიძინეთ უძრავი ქონება,00:06:51
00:06:51
რომელიც ბიბლიურ საგანმანათლებლო ცენტრად გადაკეთდება.00:06:56
00:06:56
ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ წელს,
14 აპრილს გავაფორმეთ.00:07:01
00:07:02
ეს ბიბლიური საგანმანათლებლო ცენტრი სიდიდით მეორე იქნება 00:07:06
00:07:06
და წელიწადში 800-ზე მეტ სტუდენტს უმასპინძლებს.00:07:09
00:07:10
ამ შენობებში 6 საკლასო00:07:12
00:07:12
და 134 საცხოვრებელი ოთახი იქნება.00:07:15
00:07:15
ცენტრში აგრეთვე იქნება სამზარეულო,00:07:18
00:07:18
სასადილო და დასასვენებელი სივრცე.00:07:20
00:07:20
თუ იეჰოვას დახმარებით არაფერი შეგვაფერხებს,00:07:24
00:07:24
ეს ცენტრი სამეფოს მახარობელთა სკოლის პირველ კლასს 00:07:28
00:07:28
წლის ბოლოს უმასპინძლებს.00:07:30
00:07:31
ახლა გვინდა კიდევ ერთ საკითხს შევეხოთ00:07:34
00:07:34
და ჩვენი და-ძმების რწმენის განმამტკიცებელ
მაგალითზე ვისაუბროთ.00:07:38
00:07:39
ჩვენთვის ნამდვილად სამაგალითონი არიან
რუსეთში მცხოვრები და-ძმები.00:07:43
00:07:44
წარმოიდგინეთ,00:07:46
00:07:46
უკვე ცხრა წელი გავიდა მას შემდეგ,00:07:49
00:07:49
რაც უზენაესმა სასამართლომ00:07:51
00:07:51
ჩვენი საქმიანობა აკრძალა რუსეთში.00:07:54
00:07:55
2017 წლის შემდეგ00:07:57
00:07:57
ჩვენს და-ძმებს მხოლოდ იმის გამო დევნიან,00:08:00
00:08:00
რომ ერთად იკრიბებიან,00:08:02
00:08:02
ლოცულობენ და ბიბლიურ საკითხებზე მსჯელობენ.00:08:05
00:08:07
წარმოდგენა რომ შეგექმნათ,00:08:09
00:08:09
რა მასშტაბებთან გვაქვს საქმე,00:08:11
00:08:11
გვინდა 2026 წლის 27 აპრილამდე
არსებული მონაცემები გაგაცნოთ.00:08:16
00:08:17
ამ წლების მანძილზე00:08:19
00:08:19
ხელისუფლების წარმომადგენლებმა
2 300-ზე მეტი სახლი გაჩხრიკეს,00:08:24
00:08:25
სისხლის სამართლის საქმე00:08:27
00:08:28
950-ზე მეტი იეჰოვას მოწმის წინააღმდეგ აღიძრა,00:08:32
00:08:33
450-ზე მეტ ძმას და 60-ზე მეტ დას შეეხო პატიმრობა00:08:39
00:08:39
თავიანთი მრწამსის გამო.00:08:41
00:08:42
გარდა ამისა, ზოგს ჯარიმა დაეკისრა,00:08:45
00:08:45
შინაპატიმრობა ან პირობითი მსჯავრი მიესაჯა.00:08:49
00:08:50
ამჟამად00:08:51
00:08:51
საპატიმრო სასჯელის მაქსიმალურ ვადას, რვა წელს 00:08:55
00:08:55
ხუთი ძმა იხდის.00:08:57
00:08:58
რაც შეეხება დებს,00:08:59
00:09:00
ყველაზე ხანგრძლივ, ექვსწლიან სასჯელს00:09:03
00:09:03
ერთი და იხდის.00:09:05
00:09:06
ჩვენთვის ძალიან რთულია იმის დანახვა,00:09:08
00:09:08
თუ რისი ატანა უწევთ ჩვენს და-ძმებს,00:09:11
00:09:11
მაგრამ გვახარებს ის, რაც ჩვენმა თანამორწმუნეებმა 00:09:15
00:09:15
ამ ხნის მანძილზე დაამტკიცეს.00:09:17
00:09:18
ციხის კედლებმა მათ ერთგულებას ვერაფერი დააკლო.00:09:22
00:09:22
ფაქტობრივად,00:09:24
00:09:24
ღვთის ეს ძვირფასი მსახურები00:09:26
00:09:26
ციხეს რწმენის ბრძოლაში გამარჯვებულები ტოვებენ.00:09:30
00:09:31
არაერთხელ დავინახეთ, რომ მათი რწმენა00:09:34
00:09:34
და იეჰოვასადმი ნდობა არ შერყეულა.00:09:37
00:09:38
მაგალითად, 2026 წლის 7 აპრილს00:09:42
00:09:42
30 წლის დანილ სუვოროვი00:09:45
00:09:45
ციხიდან ოთხწელიწად-ნახევრიანი
პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.00:09:49
00:09:50
დაპატიმრებიდან რაღაც დროის შემდეგ00:09:53
00:09:53
დედამისს საშუალება მიეცა
სამ თვეში ერთხელ მოენახულებინა დანილი.00:09:57
00:09:57
მეგობრებიც სისტემატურად წერდნენ წერილებს.00:10:00
00:10:00
აი რას ამბობს ის:00:10:02
00:10:02
„სხვების წერილები მე მამხნევებდა,00:10:05
00:10:05
მე კი სხვებს ვამხევებდი წერილებით.00:10:07
00:10:07
სწორედ ეს დამეხმარა, რომ გული არ გამტეხვოდა.00:10:11
00:10:11
მოწყენის დრო არ მქონდა,00:10:13
00:10:13
რადგან წერილს წერილზე ვაგზავნიდი“.00:10:15
00:10:17
გვიხარია, რომ წელს, 10 აპრილს 00:10:20
00:10:20
და ოლგა პანიუტა გაათავისუფლეს ციხიდან,00:10:23
00:10:23
სადაც მან სამ წელზე მეტი გაატარა.00:10:26
00:10:26
თუ გავითვალისწინებთ მის ასაკს,
საკმაოდ რთულ პირობებში მოუწია ყოფნა.00:10:31
00:10:32
როგორც ის იხსენებს, ყველაზე რთული00:10:35
00:10:35
კარცერში გატარებული 14 დღე იყო,00:10:37
00:10:37
სადაც მარტოს მოუწია ყოფნა00:10:40
00:10:40
საშინელ სიცივესა და მძიმე პირობებში.00:10:43
00:10:44
თუმცა არც 14 დღის შემდეგ
გადაუყვანიათ უკეთეს საკანში.00:10:49
00:10:50
მიუხედავად ამისა,00:10:51
00:10:51
ოლგამ შეძლო, რომ სხვა პატიმრებთან საერთო ენა გამოენახა.00:10:55
00:10:55
ისინი მას სითბოთი „დეიდა ოლიას“ ეძახდნენ.00:10:59
00:11:00
ციხის პერსონალსაც კი აოცებდა,00:11:02
00:11:02
როგორ ეპრობოდნენ სხვა პატიმრები ოლგას.00:11:05
00:11:05
ერთმა თანამშრომელმა ისიც კი ჰკითხა,00:11:08
00:11:08
ყველას თავი ასე როგორ შეაყვარეო.00:11:10
00:11:12
თავის გამოცდილებას კიდევ ერთი ძმა გვიზიარებს.00:11:15
00:11:16
ვალერი როგოზინმა ხუთ წელზე მეტი გაატარა ციხეში.00:11:20
00:11:20
როგორც თავად ამბობს,00:11:22
00:11:22
და-ძმებისგან მიღებული წერილები00:11:24
00:11:24
მისთვის სუფთა ჰაერივით იყო.00:11:26
00:11:26
ის თავად დარწმუნდა, რომ იეჰოვას დახმარებით,00:11:30
00:11:30
ყველაფრის ატანაა შესაძლებელი.00:11:32
00:11:33
კიდევ ერთი და ლუდმილა შეკოლდინა00:11:36
00:11:36
ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.00:11:40
00:11:40
ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების 00:11:43
00:11:43
და არასათანადო სამედიცინო მომსახურების მიუხედავად,00:11:46
00:11:46
მან ერთგულება შეინარჩუნა.00:11:49
00:11:49
ლუდმილამ თქვა:00:11:51
00:11:51
„ვგრძნობდი, როგორ ლოცულობდნენ
და-ძმები მთელ მსოფლიოში ჩემთვის.00:11:56
00:11:58
ეს მაძლევდა იმის ძალებს,00:12:00
00:12:00
რომ გული არ გამტეხვოდა 00:12:02
00:12:02
და ამასთანავე სიხარული შემენარჩუნებინა“.00:12:06
00:12:07
აღსანიშნავია,00:12:08
00:12:08
რომ ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ
დაგმო ის ფაქტი,00:12:12
00:12:12
რომ იეჰოვას მოწმეებს რუსეთში00:12:15
00:12:15
მკაცრად და უსამართლოდ ეპყრობიან.00:12:18
00:12:18
მაგალითად, 2022 წელს00:12:22
00:12:22
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 00:12:25
00:12:25
უკანონოდ ცნო გადაწყვეტილება ჩვენი საქმიანობის აკრძალვის 00:12:30
00:12:30
და ექსტრემისტულად შერაცხვის შესახებ.00:12:32
00:12:34
იმავე წელს ევროპის საბჭომ00:12:37
00:12:37
მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას,00:12:40
00:12:40
შეეწყვიტა სამართლებრივი დევნა და
გაეთავისუფლებინა დაპატიმრებული მოწმეები.00:12:45
00:12:46
ახლახან, 2026 წლის მარტში,00:12:50
00:12:50
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 00:12:53
00:12:53
რუსეთის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო,00:12:56
00:12:56
რომელიც 2018 წელს მოწმეების სახლებში
ჩატარებულ ჩხრეკებს ეხებოდა.00:13:02
00:13:02
ეს იყო პირველი შემთხვევა,00:13:04
00:13:04
როცა ამ კომიტეტმა იეჰოვას მოწმეები მოწყვლად
რელიგიურ ჯგუფად აღიარა 00:13:09
00:13:09
და დაადასტურა, რომ ჩვენი და-ძმები
ნამდვილად გახდნენ დისკრიმინაციის მსხვერპლი00:13:15
00:13:15
თავიანთი რელიგიური საქმიანობის გამო.00:13:18
00:13:19
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ
მიიღებული ეს გადაწყვეტილებები,00:13:24
00:13:24
კიდევ ერთხელ ადასტურებს,
რომ ჩვენ მშვიდობისმოყვარე ხალხი ვართ00:13:28
00:13:28
და ეს ბრალდებები უსაფუძვლოა.00:13:30
00:13:30
ეს გვახსენებს დაპირებას,00:13:32
00:13:32
რომელიც ფსალმუნებში 37:28-ში წერია:00:13:37
00:13:38
„იეჰოვა სამართლიანობის მოყვარულია00:13:41
00:13:41
და არ მიატოვებს თავის ერთგულებს“.00:13:44
00:13:45
ჩვენი რუსი და-ძმების ცხრაწლიანი გამოცდილება 00:13:48
00:13:48
კიდევ ერთხელ გვარწუნებს იმაში,00:13:51
00:13:51
რომ იეჰოვა ნამდვილად ასრულებს თავის დაპირებას00:13:54
00:13:54
და განსაცდელების დროს
მარტოს არ ტოვებს თავის ერთგულებს.00:13:58
00:13:59
2026 წლის 27 აპრილის მონაცემებით,00:14:03
00:14:03
რუსეთში რწმენის გამო00:14:06
00:14:06
178 მოწმეა დაპატიმრებული.00:14:09
00:14:09
ასე რომ, მოდი კვლავაც ვილოცოთ,00:14:12
00:14:12
არამარტო ჩვენი რუსი და-ძმებისთვის,00:14:15
00:14:15
არამედ ყველასთვის, 277-ვე იეჰოვას მოწმისთვის,00:14:20
00:14:20
რომლებიც რწმენის გამო იხდიან სასჯელს.00:14:24
00:14:24
ზუსტად ვიცით, რომ თავის დროზე00:14:28
00:14:28
იეჰოვა აღადგენს სამართალს მთელს დედამიწაზე.00:14:32
00:14:34
ალბათ თქვენთვის საინტერესო სიახლეები იყო.00:14:37
00:14:38
რეგიონულ კონგრესზე დასწრების გარდა,00:14:41
00:14:41
კიდევ რა შეგვიძლია დავგეგმოთ მომდევნო თვეებში?00:14:44
00:14:45
თუ შვებულების აღებას აპირებთ,00:14:47
00:14:48
დამხმარე პიონერობას ხომ არ სცდიდით?00:14:51
00:14:52
ან სამშენებლო პროექტებზე
ხომ არ იმსახურებდით მოხალისედ?00:14:55
00:14:56
ზოგიერთი თქვენგანი მალე სკოლას დაამთავრებს,00:15:00
00:15:00
დაფიქრდით,00:15:01
00:15:01
იქნებ ეს კარგი შანსია, რომ პიონერობა დაიწყოთ00:15:04
00:15:04
ან ბეთელში იმსახუროთ.00:15:06
00:15:07
თუ უკვე პიონერად მსახურობთ,00:15:09
00:15:10
სამეფოს მახარობელთა სკოლის
ბლანკს ხომ არ შეავსებდით?00:15:13
00:15:14
ან იქ ხომ არ იმსახურებდით,
სადაც მაუწყებლების დიდი საჭიროებაა?00:15:19
00:15:19
ფაქტია, მსახურების გაფართოების ბევრი შესაძლებლობა გაქვთ.00:15:24
00:15:24
თუ დაფიქრდებით და აწონ-დაწონით,00:15:27
00:15:27
მსახურების გაფართოების
რა შესაძლებლობები გაქვთ 00:15:30
00:15:30
და ისე მიიღებთ გადაწყვეტილებას,00:15:33
00:15:33
დარწმუნებული იყავით,00:15:34
00:15:34
რომ იეჰოვა აკურთხებს თქვენს მცდელობას.00:15:37
00:15:37
მოდი შევაჯამოთ, რაზეც ვიმსჯელეთ.00:15:40
00:15:41
ვისაუბრეთ მოახლოებულ რეგიონულ კონგრესზე00:15:44
00:15:44
და ფილმის „იესოს ცხოვრება სახარებების მიხედვით“00:15:48
00:15:48
ახალ – მე-4, მე-5 და მე-6 სერიებზე;00:15:52
00:15:52
ისიც გავიგეთ, რომ მალე დანიაში 00:15:54
00:15:54
ახალი ბიბლიური საგანმანათლებლო ცენტრი გვექნება;00:15:58
00:15:58
გარდა ამისა, შევიხსენეთ,00:16:00
00:16:00
რას უძლებენ ჩვენი ძვირფასი და-ძმები რუსეთში00:16:03
00:16:03
თითქმის უკვე ცხრა წლის განმავლობაში;00:16:06
00:16:07
ისიც დავინახეთ, როგორ ამარჯვებინებს იეჰოვა00:16:10
00:16:10
თავის ერთგულ მსახურებს რწმენის ამ ბრძოლაში.00:16:13
00:16:14
მათი მაგალითი ჩვენც გვიმტკიცებს რწმენას 00:16:18
00:16:18
და იმის სტიმულსაც გვაძლევს,00:16:19
00:16:19
რომ ბოლომდე ვუერთგულო იეჰოვას.00:16:22
00:16:22
იმაზეც ვიმსჯელეთ,00:16:24
00:16:24
როგორ შეგვიძლია მომდევნო თვეებში
მსახურება გავაფართოვოთ.00:16:28
00:16:29
ყველანაირად ეცადეთ,00:16:30
00:16:30
რომ თქვენი დრო, ენერგია და შესაძლებლობები 00:16:35
00:16:35
იეჰოვას მსახურებისთვის გამოიყენოთ00:16:38
00:16:38
და საკუთარ თავზე გამოსცადოთ
უდიდესი სიხარული. 00:16:42
00:16:42
დაე იეჰოვამ გაკურთხოთ ყველაფრისთვის,00:16:45
00:16:45
რასაც მისთვის აკეთებთ.00:16:47
00:16:47
და-ძმებო, გახსოვდეთ,
რომ ყველანი მთელი გულით გვიყვარხართ!00:16:52
00:16:52
ეს იყო JW მაუწყებლობა00:16:55
00:16:55
იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველოდან.00:16:59
ხელმძღვანელი საბჭოს 2026 წლის მე-3 ანგარიში
-
ხელმძღვანელი საბჭოს 2026 წლის მე-3 ანგარიში
ყველას გულთბილად მოგესალმებით!
გვინდა, რამდენიმე საინტერესო სიახლე გაგიზიაროთ.
იმაზეც ვისაუბრებთ,
მსახურებაში რა მიზნების
დასახვა შეგიძლიათ მომდენო თვეებში.
მოუთმენლად ველით კონგრესს
სახელწოდებით „მარადიული ბედნიერება“.
გვახარებს იმის ცოდნა, რომ და-ძმები
ყველაფერს აკეთებენ იმისთვის,
რომ სამივე დღის პროგრამას დარბაზში დაესწრონ.
ამგვარად ისინი ფსალმუნის 111:1-ში
ჩაწერილს ითვალისწინებენ:
„ადიდეთ იაჰი!
მთელი გულით შევასხამ ხოტბას იეჰოვას კრებულში
მართალთა შორის“.
ყველანი მოუთმენლად ველით,
როდის შევხვდებით ჩვენს ნაცნობებსა
და ახლობლებს ამ კონგრესზე
და გავიხარებთ სასიამოვნო ურთიერთობით.
წლევანდელი კონგრესისთვის 60-ზე მეტი ვიდეო მომზადდა.
ამ კონგრესის პროგრამის,
მათ შორის მუსიკალური ვიდეოკლიპების მომზადებაში
დიდი შრომა ჩაიდო.
ეს ვიდეოკლიპები კონგრესის პროგრამის
მნიშვნელოვანი ნაწილია
და გვეხმარება,
რომ სათანადო განწყობა შევიქმნათ
და მთელი ყურადღებით მოვუსმინოთ პროგრამას.
მოდი ვნახოთ ნაწყვეტი ერთ-ერთი ასეთი ვიდეოდან.
♪ კრძალვით ეძებდა ღვთის ნებას, თავმდაბლად. ♪
♪ ღვთიური სინათლე,
გზასავალს მინათებს, ♪
♪ თვალს მიხელს, მათავისუფლებს. ♪
♪ იმედით მავსებს, ვითვლი წუთებს. ♪
ერთი სული გვაქვს, როდის ვნახავთ ექვს მუსიკალურ ვიდეოკლიპს,
რომლებიც წლევანდელი კონგრესისთვის მომზადდა.
ასე რომ, როცა თავჯდომარე იტყვის,
გთხოვთ, დაიკავოთ ადგილები,
რადგან პროგრამა ხუთ წუთში დაიწყებაო,
გაითვალისწინეთ მისი ნათქვამი.
მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ,
რომ ისიამოვნოთ ამ ვიდეოკლიპებით.
თუ ასე მოვიქცევით,
არც სხვებს შევუშლით ხელს პროგრამის
ამ მნიშვნელოვანი ნაწილის მოსმენაში.
დარწმუნებულები ვართ,
ძალიან ისიამოვნეთ ფილმის
„იესოს ცხოვრება სახარებების მიხედვით“
პირველი, მეორე და მესამე სერიებით,
რომლებიც 2024 და 2025 წლის
რეგიონულ კონგრესებზე გამოვიდა.
გვინდა გაგახაროთ,
წელს ფილმის „იესოს ცხოვრება სახარებების მიხედვით“
ახალი სერიები
კონგრესების დაწყებამდე გახდება ხელმისაწვდომი.
წლევანდელი რეგიონული
კონგრესისთვის განკუთვნილი
მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სერიები
უკვე ხელმისაწვდომია ვებსაიტზე jw.org
და აპლიკაციაში JW ბიბლიოთეკა.
თავდაპირველად ამ სერიების ნახვა
დაახლოებით 250 ენაზე იქნება შესაძლებელი.
მოგვიანებით, როცა ეს სერიები სხვა ენებზეც დაემატება,
ამის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდება განყოფილებაში,
„რა არის ახალი“.
თუ გსურთ მათი ჩამოტვირთვა,
შედით jw.org-ზე ან JW ბიბლიოთეკაში,
შემდეგ განყოფილებაში – ბიბლიოთეკა, ვიდეოები,
ფილმები და „იესოს ცხოვრება სახარებების მიხედვით“.
რა თქმა უნდა ეს სერიები
2026 წლის რეგიონულ კონგრესზეც იქნება ნაჩვენები.
ზოგმა შეიძლება ამჯობინოს,
რომ მოიცადოს და კონგრესზე ნახოს ეს სერიები.
ზოგმა კი პირიქით,
შეიძლება გადაწყვიტოს, რომ წინასწარ ნახოს ეს ეპიზოდები.
ეს სიახლე საშუალებას მისცემს მშობლებს,
რომ წინასწარ ნახონ ფილმი,
ამის შემდეგ კი შვილები შეამზადონ იმ სცენებისთვის,
რომლებიც კონგრესზე იქნება ნაჩვენები.
კარგი იქნება, თუკი ფილმში ნაჩვენებ ბიბლიურ მონაკვეთებს
შვილებთან ერთად წაიკითხავთ
ოჯახური თაყვანისმცემლობის დროს.
აუხსენით შვილებს,
რატომ ჩაიწერა ბიბლიაში ეს ისტორიები.
ასე უკეთ ვხედავთ,
რამდენად ძლიერია იესო დემონებთან შედარებით.
წარმოიდგინეთ, ჩვენ იეჰოვა და იესო გვიჭერენ მხარს,
ამიტომ არანაირი მიზეზი არ გვაქვს,
რომ გვეშინოდეს დემონების.
ფილმში „იესოს ცხოვრება სახარებების მიხედვით“
ზედმიწევნით არის გადმოცემული ის მოვლენები,
რომლებზეც წმინდა წერილები მოგვითხრობს.
ბიბლიაში ბევრი ამაღელვებელი ისტორიაა აღწერილი,
შესაბამისად, ფილმშიც მრავლად იქნება
ასეთი ამაღელვებელი სცენები.
ყველანაირად ვეცადეთ,
რომ ფილმში ნაჩვენები სცენები
ზედმეტად მძაფრი არ ყოფილიყო.
მეორე მხრივ,
არ გვინდოდა გაგვეუბრალოებინა ეს ისტორიები.
გვინდა გითხრათ და გაგახაროთ,
რომ ახალი სერიების გამოსვლასთან ერთად
განახლდება ვიდეოთეკაც
და დაემატება ეპიზოდები ამ ახალი სერიებიდან.
ამ პუბლიკაციის ჩამოტვირთვის შემთხვევაში,
შეძლებთ ბიბლიის კითხვის დროს
შესაბამისი ეპიზოდები ნახოთ დამატებითი მასალის ველში.
საჭიროების შემთხვევაში,
jw.org-ზეც შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო ინსტრუქცია,
რომლის სათაურია
„როგორ გამოვიყენოთ იესოს ცხოვრება
სახარებების მიხედვით – ვიდეოთეკა“.
თუ დახმარება დაგჭირდებათ,
შეგიძლიათ რომელიმე თანაქრისტიანს სთხოვოთ კრებაში.
კონგრესამდე რამდენიმე კვირით ადრე
გვექნება სპეციალური კამპანია,
რომლის დროსაც ყველას
რეგიონულ კონგრესზე დავპატიჟებთ.
მათ, ვინც ინტერესს გამოიჩენს,
შეგვიძლია ვაჩვენოთ კონგრესის ანონსი.
კიდევ რა შეიძლება შევთავაზოთ ამ პერიოდში?
მაისსა და ივნისში გავავრცელებთ
„საგუშაგო კოშკს“ სახელწოდებით
„როცა მეტის ატანა აღარ შეგიძლია“.
დღეს ბევრი გაუსაძლის მდგომარეობაშია.
ხალხი გულგატეხილია და არც არაფრის იმედი აქვს.
ბევრს აფიქრებს, ზრუნავს თუ არა ღმერთი მათზე.
ეს ჟურნალი დაარწმუნებს ასეთ ადამიანებს,
რომ ღმერთს აღელვებს მათი მდგომარეობა და ზრუნავს მათზე.
დარწმუნებული ვართ,
ეს ინფორმაცია ბევრს მოჰგვრის ნუგეშს.
ახლახან ხელმძღვანელი საბჭოს ნებართვით
დანიაში შევიძინეთ უძრავი ქონება,
რომელიც ბიბლიურ საგანმანათლებლო ცენტრად გადაკეთდება.
ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ წელს,
14 აპრილს გავაფორმეთ.
ეს ბიბლიური საგანმანათლებლო ცენტრი სიდიდით მეორე იქნება
და წელიწადში 800-ზე მეტ სტუდენტს უმასპინძლებს.
ამ შენობებში 6 საკლასო
და 134 საცხოვრებელი ოთახი იქნება.
ცენტრში აგრეთვე იქნება სამზარეულო,
სასადილო და დასასვენებელი სივრცე.
თუ იეჰოვას დახმარებით არაფერი შეგვაფერხებს,
ეს ცენტრი სამეფოს მახარობელთა სკოლის პირველ კლასს
წლის ბოლოს უმასპინძლებს.
ახლა გვინდა კიდევ ერთ საკითხს შევეხოთ
და ჩვენი და-ძმების რწმენის განმამტკიცებელ
მაგალითზე ვისაუბროთ.
ჩვენთვის ნამდვილად სამაგალითონი არიან
რუსეთში მცხოვრები და-ძმები.
წარმოიდგინეთ,
უკვე ცხრა წელი გავიდა მას შემდეგ,
რაც უზენაესმა სასამართლომ
ჩვენი საქმიანობა აკრძალა რუსეთში.
2017 წლის შემდეგ
ჩვენს და-ძმებს მხოლოდ იმის გამო დევნიან,
რომ ერთად იკრიბებიან,
ლოცულობენ და ბიბლიურ საკითხებზე მსჯელობენ.
წარმოდგენა რომ შეგექმნათ,
რა მასშტაბებთან გვაქვს საქმე,
გვინდა 2026 წლის 27 აპრილამდე
არსებული მონაცემები გაგაცნოთ.
ამ წლების მანძილზე
ხელისუფლების წარმომადგენლებმა
2 300-ზე მეტი სახლი გაჩხრიკეს,
სისხლის სამართლის საქმე
950-ზე მეტი იეჰოვას მოწმის წინააღმდეგ აღიძრა,
450-ზე მეტ ძმას და 60-ზე მეტ დას შეეხო პატიმრობა
თავიანთი მრწამსის გამო.
გარდა ამისა, ზოგს ჯარიმა დაეკისრა,
შინაპატიმრობა ან პირობითი მსჯავრი მიესაჯა.
ამჟამად
საპატიმრო სასჯელის მაქსიმალურ ვადას, რვა წელს
ხუთი ძმა იხდის.
რაც შეეხება დებს,
ყველაზე ხანგრძლივ, ექვსწლიან სასჯელს
ერთი და იხდის.
ჩვენთვის ძალიან რთულია იმის დანახვა,
თუ რისი ატანა უწევთ ჩვენს და-ძმებს,
მაგრამ გვახარებს ის, რაც ჩვენმა თანამორწმუნეებმა
ამ ხნის მანძილზე დაამტკიცეს.
ციხის კედლებმა მათ ერთგულებას ვერაფერი დააკლო.
ფაქტობრივად,
ღვთის ეს ძვირფასი მსახურები
ციხეს რწმენის ბრძოლაში გამარჯვებულები ტოვებენ.
არაერთხელ დავინახეთ, რომ მათი რწმენა
და იეჰოვასადმი ნდობა არ შერყეულა.
მაგალითად, 2026 წლის 7 აპრილს
30 წლის დანილ სუვოროვი
ციხიდან ოთხწელიწად-ნახევრიანი
პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.
დაპატიმრებიდან რაღაც დროის შემდეგ
დედამისს საშუალება მიეცა
სამ თვეში ერთხელ მოენახულებინა დანილი.
მეგობრებიც სისტემატურად წერდნენ წერილებს.
აი რას ამბობს ის:
„სხვების წერილები მე მამხნევებდა,
მე კი სხვებს ვამხევებდი წერილებით.
სწორედ ეს დამეხმარა, რომ გული არ გამტეხვოდა.
მოწყენის დრო არ მქონდა,
რადგან წერილს წერილზე ვაგზავნიდი“.
გვიხარია, რომ წელს, 10 აპრილს
და ოლგა პანიუტა გაათავისუფლეს ციხიდან,
სადაც მან სამ წელზე მეტი გაატარა.
თუ გავითვალისწინებთ მის ასაკს,
საკმაოდ რთულ პირობებში მოუწია ყოფნა.
როგორც ის იხსენებს, ყველაზე რთული
კარცერში გატარებული 14 დღე იყო,
სადაც მარტოს მოუწია ყოფნა
საშინელ სიცივესა და მძიმე პირობებში.
თუმცა არც 14 დღის შემდეგ
გადაუყვანიათ უკეთეს საკანში.
მიუხედავად ამისა,
ოლგამ შეძლო, რომ სხვა პატიმრებთან საერთო ენა გამოენახა.
ისინი მას სითბოთი „დეიდა ოლიას“ ეძახდნენ.
ციხის პერსონალსაც კი აოცებდა,
როგორ ეპრობოდნენ სხვა პატიმრები ოლგას.
ერთმა თანამშრომელმა ისიც კი ჰკითხა,
ყველას თავი ასე როგორ შეაყვარეო.
თავის გამოცდილებას კიდევ ერთი ძმა გვიზიარებს.
ვალერი როგოზინმა ხუთ წელზე მეტი გაატარა ციხეში.
როგორც თავად ამბობს,
და-ძმებისგან მიღებული წერილები
მისთვის სუფთა ჰაერივით იყო.
ის თავად დარწმუნდა, რომ იეჰოვას დახმარებით,
ყველაფრის ატანაა შესაძლებელი.
კიდევ ერთი და ლუდმილა შეკოლდინა
ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.
ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების
და არასათანადო სამედიცინო მომსახურების მიუხედავად,
მან ერთგულება შეინარჩუნა.
ლუდმილამ თქვა:
„ვგრძნობდი, როგორ ლოცულობდნენ
და-ძმები მთელ მსოფლიოში ჩემთვის.
ეს მაძლევდა იმის ძალებს,
რომ გული არ გამტეხვოდა
და ამასთანავე სიხარული შემენარჩუნებინა“.
აღსანიშნავია,
რომ ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ
დაგმო ის ფაქტი,
რომ იეჰოვას მოწმეებს რუსეთში
მკაცრად და უსამართლოდ ეპყრობიან.
მაგალითად, 2022 წელს
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ
უკანონოდ ცნო გადაწყვეტილება ჩვენი საქმიანობის აკრძალვის
და ექსტრემისტულად შერაცხვის შესახებ.
იმავე წელს ევროპის საბჭომ
მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას,
შეეწყვიტა სამართლებრივი დევნა და
გაეთავისუფლებინა დაპატიმრებული მოწმეები.
ახლახან, 2026 წლის მარტში,
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა
რუსეთის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო,
რომელიც 2018 წელს მოწმეების სახლებში
ჩატარებულ ჩხრეკებს ეხებოდა.
ეს იყო პირველი შემთხვევა,
როცა ამ კომიტეტმა იეჰოვას მოწმეები მოწყვლად
რელიგიურ ჯგუფად აღიარა
და დაადასტურა, რომ ჩვენი და-ძმები
ნამდვილად გახდნენ დისკრიმინაციის მსხვერპლი
თავიანთი რელიგიური საქმიანობის გამო.
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ
მიიღებული ეს გადაწყვეტილებები,
კიდევ ერთხელ ადასტურებს,
რომ ჩვენ მშვიდობისმოყვარე ხალხი ვართ
და ეს ბრალდებები უსაფუძვლოა.
ეს გვახსენებს დაპირებას,
რომელიც ფსალმუნებში 37:28-ში წერია:
„იეჰოვა სამართლიანობის მოყვარულია
და არ მიატოვებს თავის ერთგულებს“.
ჩვენი რუსი და-ძმების ცხრაწლიანი გამოცდილება
კიდევ ერთხელ გვარწუნებს იმაში,
რომ იეჰოვა ნამდვილად ასრულებს თავის დაპირებას
და განსაცდელების დროს
მარტოს არ ტოვებს თავის ერთგულებს.
2026 წლის 27 აპრილის მონაცემებით,
რუსეთში რწმენის გამო
178 მოწმეა დაპატიმრებული.
ასე რომ, მოდი კვლავაც ვილოცოთ,
არამარტო ჩვენი რუსი და-ძმებისთვის,
არამედ ყველასთვის, 277-ვე იეჰოვას მოწმისთვის,
რომლებიც რწმენის გამო იხდიან სასჯელს.
ზუსტად ვიცით, რომ თავის დროზე
იეჰოვა აღადგენს სამართალს მთელს დედამიწაზე.
ალბათ თქვენთვის საინტერესო სიახლეები იყო.
რეგიონულ კონგრესზე დასწრების გარდა,
კიდევ რა შეგვიძლია დავგეგმოთ მომდევნო თვეებში?
თუ შვებულების აღებას აპირებთ,
დამხმარე პიონერობას ხომ არ სცდიდით?
ან სამშენებლო პროექტებზე
ხომ არ იმსახურებდით მოხალისედ?
ზოგიერთი თქვენგანი მალე სკოლას დაამთავრებს,
დაფიქრდით,
იქნებ ეს კარგი შანსია, რომ პიონერობა დაიწყოთ
ან ბეთელში იმსახუროთ.
თუ უკვე პიონერად მსახურობთ,
სამეფოს მახარობელთა სკოლის
ბლანკს ხომ არ შეავსებდით?
ან იქ ხომ არ იმსახურებდით,
სადაც მაუწყებლების დიდი საჭიროებაა?
ფაქტია, მსახურების გაფართოების ბევრი შესაძლებლობა გაქვთ.
თუ დაფიქრდებით და აწონ-დაწონით,
მსახურების გაფართოების
რა შესაძლებლობები გაქვთ
და ისე მიიღებთ გადაწყვეტილებას,
დარწმუნებული იყავით,
რომ იეჰოვა აკურთხებს თქვენს მცდელობას.
მოდი შევაჯამოთ, რაზეც ვიმსჯელეთ.
ვისაუბრეთ მოახლოებულ რეგიონულ კონგრესზე
და ფილმის „იესოს ცხოვრება სახარებების მიხედვით“
ახალ – მე-4, მე-5 და მე-6 სერიებზე;
ისიც გავიგეთ, რომ მალე დანიაში
ახალი ბიბლიური საგანმანათლებლო ცენტრი გვექნება;
გარდა ამისა, შევიხსენეთ,
რას უძლებენ ჩვენი ძვირფასი და-ძმები რუსეთში
თითქმის უკვე ცხრა წლის განმავლობაში;
ისიც დავინახეთ, როგორ ამარჯვებინებს იეჰოვა
თავის ერთგულ მსახურებს რწმენის ამ ბრძოლაში.
მათი მაგალითი ჩვენც გვიმტკიცებს რწმენას
და იმის სტიმულსაც გვაძლევს,
რომ ბოლომდე ვუერთგულო იეჰოვას.
იმაზეც ვიმსჯელეთ,
როგორ შეგვიძლია მომდევნო თვეებში
მსახურება გავაფართოვოთ.
ყველანაირად ეცადეთ,
რომ თქვენი დრო, ენერგია და შესაძლებლობები
იეჰოვას მსახურებისთვის გამოიყენოთ
და საკუთარ თავზე გამოსცადოთ
უდიდესი სიხარული.
დაე იეჰოვამ გაკურთხოთ ყველაფრისთვის,
რასაც მისთვის აკეთებთ.
და-ძმებო, გახსოვდეთ,
რომ ყველანი მთელი გულით გვიყვარხართ!
ეს იყო JW მაუწყებლობა
იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველოდან.
-