00:00:01
მოგესალმებით!00:00:03
00:00:03
ამ ანგარიშში ვიმსჯელებთ,00:00:05
00:00:05
რატომ არის მნიშვნელოვანი 00:00:06
00:00:06
სულიერი საზრდოს ყოველდღიური მიღება.00:00:08
00:00:09
გარდა ამისა, მომავალ სამქადაგებლო
კამპანიაზეც ვისაუბრებთ,00:00:13
00:00:14
თუმცა ცოტა მოგვიანებით.00:00:16
00:00:16
ბოლო ანგარიშის შემდეგ,00:00:18
00:00:18
საერთაშორისო კონგრესი „მარადიული ბედნიერება“ 00:00:21
00:00:21
კიდევ 9 ადგილას ჩატარდა: 00:00:23
00:00:23
კამერუნში, დუალაში;00:00:25
00:00:25
რუმინეთში, ბუქარესტში;00:00:27
00:00:27
ბრაზილიაში, კურიტიბაში;00:00:29
00:00:29
კანადაში, სენტ-ჯონში;00:00:32
00:00:32
პოლონეთში, ვარშავაში;00:00:34
00:00:34
შვედეთში, სტოკჰოლმში;00:00:37
00:00:37
ტაივანში, კაუსიუნში;00:00:39
00:00:39
პანამის დედაქალაქ პანამაში 00:00:42
00:00:42
და პორტუგალიის ქალაქ პორტუში.00:00:44
00:00:44
კონგრესებზე დასასწრებად00:00:46
00:00:46
77 ქვეყნიდან 32 000-ზე მეტი დელეგატი ჩამოვიდა.00:00:51
00:00:51
დამსწრეთა უმაღლესმა რიცხვმა ჯამში 251 000-ს გადააჭარბა,00:00:57
00:00:57
2 440 კი მოინათლა.00:01:00
00:01:00
აგვისტოში კიდევ 7 საერთაშორისო კონგრესი ჩატარდება.00:01:04
00:01:05
რა გეგმები გვაქვს 2026 წლის სექტემბრისთვის?00:01:09
00:01:10
ალბათ გახსოვთ,00:01:12
00:01:12
სექტემბერში მთელ მსოფლიოში
ჩატარდება კამპანია ბროშურით00:01:16
00:01:16
„იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“.00:01:18
00:01:19
მაუწყებლებს ამ თვეში შესაძლებლობა ეძლევათ00:01:21
00:01:21
დამხმარე პიონერებად იმსახურონ,00:01:23
00:01:23
როგორც 15, ისე 30-საათიანი ნორმით.00:01:27
00:01:27
გარდა ამისა,
მომზადდა სპეციალური მოხსენება00:01:31
00:01:31
„ბიბლიას შენი დახმარება შეუძლია“.00:01:33
00:01:33
ის მთელ მსოფლიოში წარმოითქმება.00:01:36
00:01:36
მოხარული ვართ გაცნობოთ,
რომ 2026 წლის სექტემბრიდან00:01:40
00:01:40
2027 წლის თებერვლის პერიოდში00:01:43
00:01:43
სარაიონო მონახულების დროს00:01:45
00:01:45
საჯარო მოხსენების ნაცვლად,
ნაჩვენები იქნება ფილმის00:01:49
00:01:49
„იესოს ცხოვრება სახარებების მიხედვით“00:01:51
00:01:51
მე-2 სერიის 1-ელი ეპიზოდი.00:01:54
00:01:54
ყველას მოგიწოდებთ, დაპატიჟოთ დაინტერესებულები 00:01:57
00:01:57
და შემსწავლელები ამ განსაკუთრებულ შეხვედრაზე.00:02:01
00:02:02
ხალხი რომ ფილმის,
„იესოს ცხოვრება სახარებების მიხედვით“,00:02:06
00:02:06
ყურებისკენ წავახალისოთ,00:02:08
00:02:08
მომზადდა სპეციალური მოკლე ვიდეო,00:02:10
00:02:10
რომლის გამოყენებაც მსახურებაში შეგვეძლება.00:02:13
00:02:13
ეს ვიდეო ჩვენს საიტზეც მალე განთავსდება.00:02:15
00:02:15
გარდა ამისა, ჩვენს საიტზე jw.org-ზე00:02:19
00:02:19
მომზადდა სპეციალური გვერდი,00:02:21
00:02:21
რომელიც ვიზიტორებს ამ ფილმის ყურების სურვილს აღუძრავს.00:02:25
00:02:25
აქვე იქნება განთავსებული ფილმის ანონსიც.00:02:28
00:02:28
თითოეულ სერიას ექნება მოკლე აღწერა,00:02:31
00:02:31
რომ მარტივად მივაგნოთ სასურველ მონაკვეთს.00:02:34
00:02:34
ვფიქრობთ, რომ ეს სიახლე00:02:36
00:02:36
კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააცნობს 00:02:39
00:02:39
და შეაყვარებს იესო ქრისტეს 00:02:41
00:02:41
და მის მამას იეჰოვას.00:02:43
00:02:44
ახლა გვინდა უახლესი ინფორმაცია
გაგაცნოთ ვენესუელიდან.00:02:48
00:02:49
როგორც უკვე იცით კიდეც,
მათ შორის ჩვენი საიტიდან,00:02:52
00:02:52
ორი დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა ვენესუელაში00:02:55
00:02:55
ერთმანეთის მიყოლებით
ამა წლის 24 ივნისს.00:02:59
00:02:59
მიწისძვრამ 7,5 მაგნიტუდას მიაღწია.00:03:03
00:03:03
მსგავსი რამ იქ 1900 წლის შემდეგ არ მომხდარა.00:03:07
00:03:07
სამწუხაროდ, მიწისძვრამ ჩვენი 46 და-ძმა შეიწირა,00:03:14
00:03:15
35-ზე მეტი დაშავდა,00:03:17
00:03:18
807-ს კი საცხოვრებლის დატოვება მოუწია.00:03:21
00:03:21
ასობით სახლი და ჩვენი დარბაზი დაზიანდა ან დაინგრა.00:03:25
00:03:26
ეს ყველაფერი ძალიან მძიმე მოსასმენია.00:03:30
00:03:30
მთელი გულით თანავუგრძნობთ00:03:32
00:03:32
ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს.00:03:35
00:03:36
ტრაგედიიდან 48 საათში დაზარალებულთა
დახმარების ორი კომიტეტი ჩამოყალიბდა.00:03:41
00:03:41
აგრეთვე ფილიალის კომიტეტის ხუთი წევრი00:03:44
00:03:44
ადგილზე მივიდა დაზარალებულთა მოსანახულებლად.00:03:47
00:03:47
მათ და-ძმებს წყალი, საკვები,00:03:50
00:03:50
მედიკამენტები და სხვა აუცილებელი ნივთები მიუტანეს.00:03:54
00:03:55
მინდა, ერთი გამამხნევებელი შემთხვევა გაგიზიაროთ.00:03:58
00:03:58
როცა და-ძმებს ჰიგიენური საშუალებები გაუთავდათ,00:04:01
00:04:01
ეჭვი არ შეჰპარვიათ,
რომ იეჰოვა იზრუნებდა მათზე.00:04:05
00:04:05
სულ რამდენიმე საათში ერთმა
არაიეჰოვას მოწმე მამაკაცმა00:04:10
00:04:10
დარბაზში რაღაც ნივთები მოიტანა.00:04:12
00:04:12
თურმე ნათესავებმა ურჩიეს,
რომ ეს ნივთები მოწმეებთან მიეტანა,00:04:16
00:04:16
რადგან ისინი ყველაფერს სწორად გადაანაწილებდნენ.00:04:19
00:04:20
აღმოჩნდა, რომ ეს ჰიგიენური ნივთების 50 შეკვრა იყო,00:04:24
00:04:24
სწორედ ის, რაც და-ძმებს სჭირდებოდათ.00:04:27
00:04:28
დაზარალებულთა დახმარებაში ასობით
მოხალისე იღებს მონაწილეობას.00:04:33
00:04:33
ისინი აქტიურად არიან ჩართული00:04:35
00:04:35
დაზიანებული სახლების და დარბაზების აღდგენაში.00:04:38
00:04:38
და-ძმები სულიერ და ფიზიკურ დახმარებას იღებენ.00:04:41
00:04:41
მათ სანუგეშებლად არაერთი გამამხნევებელი შეხვედრა ჩატარდა.00:04:45
00:04:46
როგორც წინა ანგარიშში ვახსენეთ,00:04:48
00:04:48
2026 წლის 8 ივნისს ფილიპინებშიც
მოხდა ძლიერი მიწისძვრა.00:04:53
00:04:53
სამწუხაროდ, ერთი და დაიღუპა,00:04:56
00:04:57
34 მაუწყებელი დაშავდა,00:05:00
00:05:00
429-ს კი საცხოვრებლის დატოვება მოუწია.00:05:03
00:05:04
ხელმძღვანელმა საბჭომ თანხები გამოყო
ჰუმანიტარული დახმარებისთვის 00:05:08
00:05:08
და დაზიანებული სახლების და დარბაზების აღსადგენად.00:05:11
00:05:11
გთხოვთ, კვლავაც ილოცეთ ჩვენი ვენესუელელი 00:05:15
00:05:15
და ფილიპინელი და-ძმებისთვის.00:05:17
00:05:17
არც სტიქიის ზონაში მცხოვრები
სხვა და-ძმები დავივიწყოთ.00:05:21
00:05:23
მადლობას გიხდით მსოფლიო საქმისთვის
გაღებული შესაწირავებისთვის,00:05:28
00:05:28
რაც საშუალებას გვაძლევს,
დავეხმაროთ დაზარალებულ და-ძმებს.00:05:32
00:05:33
ახლა ვიმსჯელოთ,
რა გავაკეთოთ სულიერი საზრდოს მისაღებად.00:05:37
00:05:37
ყოველწლიურად ხელმძღვანელი საბჭო
არჩევს წლის მუხლს,00:05:41
00:05:41
რომელიც მთელი წელი გვამხევებს.00:05:44
00:05:44
შარშანდელი მუხლის თემაზე სიმღერაც შეიქმნა.00:05:48
00:05:49
გახსოვთ 2026 წლის მუხლი?00:05:52
00:05:53
მათეს 5:3,00:05:55
00:05:55
რომელიც ჩვენს დარბაზებში ეკრანებზეა გამოტანილი:00:05:58
00:05:58
„ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“.00:06:01
00:06:01
ბიბლია ღვთის სიტყვას საკვებს ადარებს.00:06:04
00:06:04
მათეს 4:4-ში იესო ამბობს:00:06:07
00:06:07
„კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს,00:06:11
00:06:11
არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“.00:06:14
00:06:14
როგორც ფიზიკური საკვები გვჭირდება არსებობისთვის,00:06:18
00:06:18
ისე სულიერი საკვები გვჭირდება
სულიერი სიჯანსაღისთვის.00:06:22
00:06:22
ვინ გვიწყვეტს იმას, თუ რა საკვებს მივიღებთ?00:06:25
00:06:26
ამას თავად ვწყვეტთ.00:06:28
00:06:28
და სულიერი საზრდოს შემთხვევაში როგორ ხდება?00:06:31
00:06:31
ვინ წყვეტს იმას, თუ როგორ სულიერ საზრდოს მიიღებ?00:06:34
00:06:35
იეჰოვას წყალობით უხვად გვაქვს 00:06:36
00:06:36
სულიერი საზრდო და არაფერი გვაკლია.00:06:39
00:06:39
„ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით00:06:42
00:06:42
ჩვენ დროულად ვიღებთ ნაირ-ნაირ სულიერ საკვებს.00:06:45
00:06:46
კრების შეხვედრებზე თუ კონგრესებზე
ჩვენ ყოველ ჯერზე00:06:49
00:06:49
უხვ სულიერ ნადიმს გვიმართავენ.00:06:52
00:06:52
ისრაელები ვერ შეჭამდნენ საჭმელს00:06:55
00:06:55
თუ მანანას არ მოაგროვებდნენ.00:06:57
00:06:58
ამან ჩვენც უნდა დაგვაფიქროს.00:07:00
00:07:01
პირადად მე რას ვაკეთებ იმისთვის,00:07:03
00:07:03
რომ საკმარისად მივიღო სულიერი საზრდო00:07:06
00:07:06
და თანაც ყოველდღე?00:07:08
00:07:09
სხვანაირად თუ ვიტყვით,00:07:11
00:07:11
რის ჭამას ვაპირებ დღეს?00:07:13
00:07:13
გვესმის, რომ ოჯახის სულიერობაზე ზრუნვა00:07:16
00:07:16
ოჯახისთავის პასუხისმგებლობაა,00:07:19
00:07:19
მაგრამ ყველას პირადი პასუხისმგებლობა გვაქვს,00:07:22
00:07:22
რომ სულიერად ვიკვებოთ.00:07:24
00:07:24
ამას სხვა ჩვენ მაგივრად ვერ გააკეთებს.00:07:27
00:07:27
როგორც ფილიპელების 2:12 შეგვახსენებს,00:07:30
00:07:30
ჩვენ კვლავაც უნდა ვიღვაწოთ ხსნისთვის.00:07:33
00:07:33
გალატელების მე-6 თავშიც კარგ რჩევას ვხვდებით.00:07:36
00:07:36
მე-2 მუხლში ასეთი მოწოდებაა ჩაწერილი:00:07:39
00:07:39
„ატარეთ ერთმანეთის ტვირთი“.00:07:42
00:07:43
მე-5 მუხლში კი ნათქვამია,00:07:45
00:07:45
რომ „თითოეული თავის სატარებელს ატარებს“.00:07:49
00:07:49
იეჰოვას წინაშე ყველას გვაქვს ვალდებულება,00:07:52
00:07:52
რომ ჩვენი სატარებელი ვატაროთ.00:07:55
00:07:55
შეიძლება იეჰოვა და სხვები გვიმსუბუქებენ ტვირთს,00:07:59
00:07:59
მაგრამ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე,00:08:02
00:08:02
რომელიც თავად უნდა ვზიდოთ.00:08:05
00:08:05
ამიტომ უნდა დავფიქრდეთ,00:08:07
00:08:07
რას ვაკეთებთ იმისთვის,00:08:09
00:08:09
რომ ყოველდღიურად ვიკვებო სულიერად.00:08:12
00:08:12
იეჰოვას ორგანიზაციის წყალობით
ბევრი დამხმარე საშუალება გვაქვს.00:08:17
00:08:17
მაგალითად, ონლაინ ბიბლიოთეკა,00:08:19
00:08:19
საკვლევის სახელმძღვანელო თუ სხვა.00:08:21
00:08:22
თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება,00:08:25
00:08:25
რითაც სულიერ მოთხოვნილებებს ვიკმაყოფილებთ,00:08:28
00:08:28
ბიბლიის ყოველდღიური კითხვაა.00:08:30
00:08:30
არანაკლებ მნიშვნელოვანია წაკითხულზე ფიქრიც.00:08:34
00:08:34
იგივე პრინციპი მოქმედებს ყოველდღიურ მუხლზეც.00:08:37
00:08:37
ვნახოთ ვიდეო,
თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი.00:08:41
00:08:41
განსაკუთრებით დამამახსოვრდა 2026 წლის 00:08:44
00:08:44
12 თებერვლის ყოველდღიური მუხლი;00:08:47
00:08:47
ეს იყო ფსალმუნის 94-ის მე-19 მუხლი.00:08:51
00:08:55
დედაჩემი ხუთ ბავშვს,00:08:57
00:08:57
მე და ჩემს ოთხ დას მარტო გვზრდიდა.00:08:59
00:08:59
მიუხედავად ამისა,00:09:01
00:09:01
ის ყველანაირად ცდილობდა,00:09:03
00:09:03
რომ ყოველდღიური მუხლი 00:09:04
00:09:04
მთელს ოჯახს ერთად წაგვეკითხა და განგვეხილა.00:09:07
00:09:07
ახლა ჩემს ოჯახშიც იმავეს ვცდილობ.00:09:10
00:09:10
ყოველდღიური მუხლის წაკითხვა რომ არ გამომრჩეს,00:09:13
00:09:13
ასეთ რამეს ვაკეთებ,00:09:14
00:09:14
დაძინებამდე ტელეფონში
JW ბიბლიოთეკის აპლიკაციას ვხსნი.00:09:19
00:09:19
ყოველდღიურ მუხლს00:09:20
00:09:20
გახსნილს ვტოვებ და ტელეფონს ასე ვთიშავ,00:09:23
00:09:23
რომ დილით გამზადებული დამხვდეს.00:09:25
00:09:25
დილაობით ჩემი მეუღლე სიჰლე 00:09:27
00:09:27
ბავშვებს სკოლაში წასასვლელად ამზადებს.00:09:30
00:09:30
დაახლოებით 6:30-ზე00:09:32
00:09:32
მთელი ოჯახი ერთად ვსაუზმობთ ხოლმე 00:09:34
00:09:34
და შემდეგ ყოველდღიურ მუხლსაც
ერთად განვიხილავთ.00:09:37
00:09:38
ვცდილობ, კონკრეტულ კითხვებზე
დავფიქრდე ხოლმე.00:09:41
00:09:41
მაგალითად, რას მასწავლის ეს მონაკვეთი
იეჰოვას შესახებ 00:09:45
00:09:45
და დღეს როგორ გამოვიყენო აქ მოცემული ინფორმაცია.00:09:49
00:09:49
ეს კითხვები მეხმარება სრული
სურათის დანახვაში 00:09:52
00:09:52
და იეჰოვას თვისებების მეტად დაფასებაში.00:09:55
00:09:55
ვცდილობ ჩემთვის,00:09:57
00:09:57
როგორც დაუქორწინებლისთვის, 00:09:59
00:09:59
შესაფერისი რჩევები დავინახო 00:10:01
00:10:01
და რასაც ვკითხულობ ჩემს თავს მოვარგო.00:10:03
00:10:03
ამ დროს თან ბავშვებსაც ვესაუბრები ხოლმე 00:10:06
00:10:06
და ვცდილობ გავიგო, რა აწუხებთ.00:10:09
00:10:09
ეს უფრო მიადვილებს00:10:10
00:10:10
ყოველდღიური მუხლის განხილვისას 00:10:12
00:10:12
ისეთ საკითხებს შევეხო,00:10:13
00:10:13
რაც მათთვის პრაქტიკული იქნება.00:10:15
00:10:16
ასე ისინი უკეთ არიან მომზადებული
იმ სირთულეებისთვის,00:10:20
00:10:20
რასაც ყოველდღიურად ხვდებიან.00:10:22
00:10:22
დღის მუხლის შინაარს00:10:23
00:10:23
ერთ წინადადებაში ვაჯამებ ხოლმე.00:10:26
00:10:26
ასე უფრო მარტივად ვიმახსოვრებ 00:10:28
00:10:28
და შემდეგ მთელი დღე ვფიქრობ ხოლმე.00:10:31
00:10:31
განხილვისას მოკლედ ვიწერ ხოლმე იმას,00:10:33
00:10:33
რასაც ჩემი ცოლი და ბავშვები ამბობენ.00:10:35
00:10:36
ჩემი შვილები ზოგჯერ ისე კარგად მსჯელობენ,00:10:39
00:10:39
რომ მათი სიტყვები მამხნევებს.00:10:41
00:10:41
მოგვიანებით ამ ჩანაწერებს გადავხედავ ხოლმე 00:10:44
00:10:44
და შევიხსენებ, რაზე ვიმსჯელეთ იმ დღეს.00:10:47
00:10:47
ეს ნამდვილად მიძლიერებს რწმენას.00:10:49
00:10:49
ერთი მეგობარი მყავს,00:10:51
00:10:51
რომელიც შორს ცხოვრობს.00:10:53
00:10:53
ერთმანეთს მესიჯებს ვუგზავნით 00:10:55
00:10:55
და ყოველდღიური მუხლიდან აზრებს ვუზიარებთ.00:10:58
00:10:58
ზოგჯერ ისეთი მუხლი გვხვდება,00:11:00
00:11:00
რომ ეგრევე ერთმანეთი გვახსენდება.00:11:02
00:11:02
ან ისეთ აზრებს ვპოულობთ,00:11:04
00:11:04
რომლებიც ორივეს გვეხება.00:11:06
00:11:06
ერთ დღეს, როცა ყოველდღიურ
მუხლს განვიხილავდით,00:11:09
00:11:09
სადაც გაბედულებაზე იყო საუბარი,00:11:11
00:11:11
შევნიშნე, რომ ჩემი გოგო, მიკაილა ჩაფიქრდა.00:11:13
00:11:13
ვგრძნობდი, რომ რაღაც აწუხებდა.00:11:16
00:11:16
ეტყობოდა, რომ ძალიან უნდოდა რაღაცის თქმა.00:11:19
00:11:19
მახსოვს ერთხელ ყოველდღიურ მუხლს ვკითხულობდით,00:11:22
00:11:22
მუხლში გაბედულებაზე იყო საუბარი.00:11:25
00:11:25
ჩემს სკოლაში ერთი გოგოა,00:11:28
00:11:28
რომელიც სხვებს აბულინგებს.00:11:29
00:11:30
ამ გოგოსთან მივედი და ვუთხარი,00:11:32
00:11:32
იეჰოვას უნდა, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს00:11:35
00:11:35
და კეთილები ვიყოთ-მეთქი.00:11:37
00:11:37
ამის მერე ეს გოგო აღარავის აბულინგებდა.00:11:40
00:11:40
ძალიან გამიხარდა, რომ იეჰოვამ გაბედულება მომცა.00:11:43
00:11:43
ბედნიერი ვარ, რომ ყოველდღიური მუხლის განხილვამ 00:11:46
00:11:46
ჩემს გოგონაზე დადებითად იმოქმედა და სწორად მოიქცა.00:11:49
00:11:49
ძალიან ვამაყობ მისით.00:11:51
00:11:52
როცა ჩემი ძმა და ჩემი რძალი 00:11:54
00:11:54
სამეფოს მახარობელთა სკოლაში მიიწვიეს,00:11:57
00:11:57
ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა.00:11:59
00:11:59
ცოტა გულდაწყვეტილი ვიყავი.00:12:02
00:12:02
მე თვითონ ორჯერ შევავსე ამ სკოლის ბლანკი 00:12:05
00:12:05
და არცერთხელ არ მიმიწვიეს.00:12:07
00:12:07
ვფიქრობდი, რამეს არასწორად ხომ არ ვაკეთებ-მეთქი.00:12:10
00:12:10
იმ დღის მუხლი ძალიან დამეხმარა
ამ ფიქრების მოშორებაში 00:12:14
00:12:14
და დამარწმუნა, რომ იეჰოვას ვუყვარვარ.00:12:17
00:12:18
იმ მომენტში ამ სიტყვების წაკითხვა
ყველაზე მეტად მჭირდებოდა.00:12:23
00:12:26
თვითდასაქმებული ვარ.00:12:28
00:12:28
ზოგჯერ მაფიქრებს,
შევძლებ თუ არა ოჯახის რჩენას.00:12:31
00:12:31
ერთი პერიოდი ჩემი ბიზნესის საქმე 00:12:33
00:12:33
მთლად კარგად არ მიდიოდა,00:12:35
00:12:35
ამაზე ცოტა ვნერვიულობდი.00:12:37
00:12:37
საინტერესოა, რომ იმ პერიოდში00:12:39
00:12:39
ერთ დღეს ყოველდღიურ მუხლში 00:12:41
00:12:41
მათეს 6:33 იყო განხილული,00:12:44
00:12:44
სადაც იესო გვარწმუნებს,
რომ ზედმეტად არ უნდა ვიწუხოთ,00:12:47
00:12:47
რადგან იეჰოვა იზრუნებს ჩვენზე.00:12:49
00:12:49
ამაზე ფიქრი დამეხმარა,00:12:51
00:12:51
ზედმეტად აღარ მენერვიულა.00:12:53
00:12:53
შინაგანად დავმშვიდდი,00:12:54
00:12:55
რადგან გავაანალიზე,00:12:56
00:12:56
რომ იეჰოვა ყველა ჩვენს საჭიროებაზე იზრუნებდა.00:12:59
00:13:00
საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი,00:13:02
00:13:02
რამდენად მნიშვნელოვანია
ყოველდღიური მუხლის წაკითხვა.00:13:05
00:13:05
ცხოვრებაში ბევრმა რამემ შეიძლება გული გაგვიტეხოს.00:13:09
00:13:09
ამ შემთხვევამ დამარწმუნა,00:13:12
00:13:12
რომ იმ სირთულეების მიუხედავად,00:13:14
00:13:14
რომელსაც ვხვდებით,00:13:15
00:13:15
ყოველდღიური მუხლის წაკითხვას
შეუძლია ძალები შეგვმატოს.00:13:20
00:13:20
იეჰოვა ჩვენ გვერდითაა.00:13:22
00:13:22
ყოველდღიური მუხლის მეშვეობით 00:13:24
00:13:24
ის ყოველ დილით გველაპარაკება.00:13:25
00:13:25
მთელი ოჯახი ვგრძნობთ მის მხარდაჭერას.00:13:28
00:13:36
ყოველდღიური მუხლის გულდასმით განხილვა 00:13:38
00:13:38
ჩვენც ბევრ რამეში დაგვეხმარება.00:13:40
00:13:41
როგორც მარიელიმ აღნიშნა,00:13:43
00:13:43
ის ყოველდღიურ მუხლს ერთი წინადადებით აჯამებს.00:13:46
00:13:46
კიდევ ერთი და ყველაფერს ერთი სიტყვით აჯამებს 00:13:49
00:13:49
და მერე მთელი დღე გონებაში ატრიალებს ამ სიტყვას.00:13:53
00:13:53
მსგავსი მიდგომები ჩვენც დაგვეხმარება 00:13:56
00:13:56
წაკითხულის დამახსოვრებაში.00:13:58
00:13:59
რატომ გვიწევს ამ თემაზე საუბარი?00:14:02
00:14:03
როგორც 1 კორინთელების 7:31-დან ვიგებთ,00:14:07
00:14:07
„ცვალებადია ეს ქვეყნიერება“.00:14:10
00:14:11
ამასთან, ჩვენი მდგომარეობაც ცვალებადია.00:14:15
00:14:15
ამიტომ ახლა სულიერი საზრდოს
ყოველდღიური მიღება 00:14:19
00:14:19
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,00:14:21
00:14:21
როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი ოჯახისთვის.00:14:24
00:14:25
ამას ადასტურებს ჩვენი ერთი ძმის წერილიც,00:14:28
00:14:28
რომელიც არასამხედრო ალტერნატიულ 00:14:30
00:14:30
შრომით სამსახურს გადის სამხრეთ კორეაში.00:14:33
00:14:33
ის წერს:00:14:34
00:14:34
„ყოველი დღის ბოლოს,
როცა ძმები საქმეს ვამთავრებთ,00:14:38
00:14:39
ერთად ვიკრიბებით,00:14:40
00:14:40
ყოველდღიურ მუხლს ვკითხულობთ 00:14:43
00:14:43
და ერთმანეთს გამამხევებელ აზრებს ვუზიარებთ.00:14:45
00:14:46
დროდადრო ციხის პერსონალთან თუ
პატიმრებთან სირთულეებს ვხვდებით,00:14:51
00:14:51
რის გამოც ვითრგუნებით,00:14:53
00:14:53
მაგრამ ხშირად ისე ხდება,00:14:55
00:14:55
რომ იმ დღის მუხლი ან კომენტარი 00:14:58
00:14:58
ზუსტად ერგება ხოლმე ჩვენს სიტუაციას.00:15:00
00:15:00
ასეთი შემთხვევები ძალებს გვმატებს და გვამხნევებს00:15:04
00:15:04
და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იეჰოვასა
და და-ძმების სიყვარულში“.00:15:08
00:15:09
თქვენ, ვინც რწმენის გამო ხართ დაპატიმრებული 00:15:12
00:15:12
ან ალტერნატიულ სამსახურს გადიხართ,00:15:15
00:15:15
გარწმუნებთ, რომ გვახსოვხართ.00:15:18
00:15:19
ჩვენ გვამხნევებს თქვენი ერთგულების მაგალითი.00:15:22
00:15:22
მთელ მსოფლიოში არაერთი და-ძმა
ლოცულობს თქვენთვის.00:15:26
00:15:27
ვინაიდან მძიმე დროში გვიწევს ცხოვრება,00:15:30
00:15:30
ძალების შესანარჩუნებლად ყოველდღიურად
უნდა ვიკვებოთ სულიერად.00:15:35
00:15:38
იეჰოვა ძალებს00:15:40
00:15:40
კიდევ ერთი საშუალებით გვმატებს -
ეს არის მუსიკა.00:15:45
00:15:45
გვინდა, კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე გაგიზიაროთ.00:15:49
00:15:50
მომდევნო თვეებში ხელმისაწვდომი გახდება
სხვადასხვა ჟანრის სიმღერები00:15:54
00:15:54
მსოფლიოს ყველა კუთხიდან.00:15:56
00:15:56
ამ სეგმენტს დაერქმევა „მსოფლიო მუსიკა“.00:16:00
00:16:00
ეს ეთნომოტივებზე შექმნილი სიმღერები 00:16:03
00:16:03
განთავსდება ჩვენს საიტზე და JW ბიბლიოთეკაში.00:16:07
00:16:07
ამ სიმღერებით მთელი საძმო ვისიამოვნებთ.00:16:10
00:16:10
ამ სიმღერების თარგმნა სხვა ენებზე არ მოხდება,00:16:14
00:16:14
არც ვიდეოკლიპები დამზადდება.00:16:16
00:16:17
დარწმუნებული ვარ,
ყველანი ვისიამოვნებთ ამ სიმღერებით.00:16:21
00:16:22
მაგრამ ძირითადად ეს
ახალგაზრდებისთვის იქნება განკუთვნილი.00:16:26
00:16:26
მოდი ნაწყვეტს მოვუსმინოთ.00:16:28
00:16:48
ორი სიმღერა უკვე ხელმისაწვდომია.00:16:50
00:16:51
წლის ბოლომდე სხვა სიმღერებიც დაემატება.00:16:54
00:16:54
გვიხარია, რომ ახლა შეგვიძლია00:16:55
00:16:55
კიდევ უფრო მრავალფეროვანი სიმღერები
მოვისმინოთ ყოველდღიურად.00:16:59
00:16:59
ამ ანგარიშში ვისაუბრეთ სიახლეზე,00:17:03
00:17:03
რომელსაც მსახურებაში დავნერგავთ.00:17:05
00:17:05
აგრეთვე სექტემბერში დაგეგმილ კამპანიასაც შევეხეთ.00:17:08
00:17:08
ისიც გავიგეთ, როგორ ანუგეშებს იეჰოვა 00:17:11
00:17:11
მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ და-ძმებს00:17:13
00:17:13
ვენესუელასა და ფილიპინებში00:17:16
00:17:16
და იმაზეც ვიმსჯელეთ, რამდენად მნიშვნელოვანია00:17:19
00:17:19
სულიერად ვკვებოთ საკუთარი თავი ყოველდღიურად.00:17:22
00:17:23
ძვირფასო და-ძმებო,00:17:25
00:17:25
გვინდა იცოდეთ,
რომ ყველანი ძალიან გვიყვარხართ.00:17:28
00:17:29
ვლოცულობთ ყველა თქვენგანზე,00:17:31
00:17:31
განსაკუთრებით კი მათზე,00:17:33
00:17:33
ვინც დევნისა და სტიქიის მსხვერპლი გახდა.00:17:36
00:17:36
ეს იყო JW მაუწყებლობა00:17:39
00:17:39
იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო
მთავარი სამმართველოდან.00:17:43
ხელმძღვანელი საბჭოს 2026 წლის მე-5 ანგარიში
-
ხელმძღვანელი საბჭოს 2026 წლის მე-5 ანგარიში
მოგესალმებით!
ამ ანგარიშში ვიმსჯელებთ,
რატომ არის მნიშვნელოვანი
სულიერი საზრდოს ყოველდღიური მიღება.
გარდა ამისა, მომავალ სამქადაგებლო
კამპანიაზეც ვისაუბრებთ,
თუმცა ცოტა მოგვიანებით.
ბოლო ანგარიშის შემდეგ,
საერთაშორისო კონგრესი „მარადიული ბედნიერება“
კიდევ 9 ადგილას ჩატარდა:
კამერუნში, დუალაში;
რუმინეთში, ბუქარესტში;
ბრაზილიაში, კურიტიბაში;
კანადაში, სენტ-ჯონში;
პოლონეთში, ვარშავაში;
შვედეთში, სტოკჰოლმში;
ტაივანში, კაუსიუნში;
პანამის დედაქალაქ პანამაში
და პორტუგალიის ქალაქ პორტუში.
კონგრესებზე დასასწრებად
77 ქვეყნიდან 32 000-ზე მეტი დელეგატი ჩამოვიდა.
დამსწრეთა უმაღლესმა რიცხვმა ჯამში 251 000-ს გადააჭარბა,
2 440 კი მოინათლა.
აგვისტოში კიდევ 7 საერთაშორისო კონგრესი ჩატარდება.
რა გეგმები გვაქვს 2026 წლის სექტემბრისთვის?
ალბათ გახსოვთ,
სექტემბერში მთელ მსოფლიოში
ჩატარდება კამპანია ბროშურით
„იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“.
მაუწყებლებს ამ თვეში შესაძლებლობა ეძლევათ
დამხმარე პიონერებად იმსახურონ,
როგორც 15, ისე 30-საათიანი ნორმით.
გარდა ამისა,
მომზადდა სპეციალური მოხსენება
„ბიბლიას შენი დახმარება შეუძლია“.
ის მთელ მსოფლიოში წარმოითქმება.
მოხარული ვართ გაცნობოთ,
რომ 2026 წლის სექტემბრიდან
2027 წლის თებერვლის პერიოდში
სარაიონო მონახულების დროს
საჯარო მოხსენების ნაცვლად,
ნაჩვენები იქნება ფილმის
„იესოს ცხოვრება სახარებების მიხედვით“
მე-2 სერიის 1-ელი ეპიზოდი.
ყველას მოგიწოდებთ, დაპატიჟოთ დაინტერესებულები
და შემსწავლელები ამ განსაკუთრებულ შეხვედრაზე.
ხალხი რომ ფილმის,
„იესოს ცხოვრება სახარებების მიხედვით“,
ყურებისკენ წავახალისოთ,
მომზადდა სპეციალური მოკლე ვიდეო,
რომლის გამოყენებაც მსახურებაში შეგვეძლება.
ეს ვიდეო ჩვენს საიტზეც მალე განთავსდება.
გარდა ამისა, ჩვენს საიტზე jw.org-ზე
მომზადდა სპეციალური გვერდი,
რომელიც ვიზიტორებს ამ ფილმის ყურების სურვილს აღუძრავს.
აქვე იქნება განთავსებული ფილმის ანონსიც.
თითოეულ სერიას ექნება მოკლე აღწერა,
რომ მარტივად მივაგნოთ სასურველ მონაკვეთს.
ვფიქრობთ, რომ ეს სიახლე
კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააცნობს
და შეაყვარებს იესო ქრისტეს
და მის მამას იეჰოვას.
ახლა გვინდა უახლესი ინფორმაცია
გაგაცნოთ ვენესუელიდან.
როგორც უკვე იცით კიდეც,
მათ შორის ჩვენი საიტიდან,
ორი დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა ვენესუელაში
ერთმანეთის მიყოლებით
ამა წლის 24 ივნისს.
მიწისძვრამ 7,5 მაგნიტუდას მიაღწია.
მსგავსი რამ იქ 1900 წლის შემდეგ არ მომხდარა.
სამწუხაროდ, მიწისძვრამ ჩვენი 46 და-ძმა შეიწირა,
35-ზე მეტი დაშავდა,
807-ს კი საცხოვრებლის დატოვება მოუწია.
ასობით სახლი და ჩვენი დარბაზი დაზიანდა ან დაინგრა.
ეს ყველაფერი ძალიან მძიმე მოსასმენია.
მთელი გულით თანავუგრძნობთ
ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს.
ტრაგედიიდან 48 საათში დაზარალებულთა
დახმარების ორი კომიტეტი ჩამოყალიბდა.
აგრეთვე ფილიალის კომიტეტის ხუთი წევრი
ადგილზე მივიდა დაზარალებულთა მოსანახულებლად.
მათ და-ძმებს წყალი, საკვები,
მედიკამენტები და სხვა აუცილებელი ნივთები მიუტანეს.
მინდა, ერთი გამამხნევებელი შემთხვევა გაგიზიაროთ.
როცა და-ძმებს ჰიგიენური საშუალებები გაუთავდათ,
ეჭვი არ შეჰპარვიათ,
რომ იეჰოვა იზრუნებდა მათზე.
სულ რამდენიმე საათში ერთმა
არაიეჰოვას მოწმე მამაკაცმა
დარბაზში რაღაც ნივთები მოიტანა.
თურმე ნათესავებმა ურჩიეს,
რომ ეს ნივთები მოწმეებთან მიეტანა,
რადგან ისინი ყველაფერს სწორად გადაანაწილებდნენ.
აღმოჩნდა, რომ ეს ჰიგიენური ნივთების 50 შეკვრა იყო,
სწორედ ის, რაც და-ძმებს სჭირდებოდათ.
დაზარალებულთა დახმარებაში ასობით
მოხალისე იღებს მონაწილეობას.
ისინი აქტიურად არიან ჩართული
დაზიანებული სახლების და დარბაზების აღდგენაში.
და-ძმები სულიერ და ფიზიკურ დახმარებას იღებენ.
მათ სანუგეშებლად არაერთი გამამხნევებელი შეხვედრა ჩატარდა.
როგორც წინა ანგარიშში ვახსენეთ,
2026 წლის 8 ივნისს ფილიპინებშიც
მოხდა ძლიერი მიწისძვრა.
სამწუხაროდ, ერთი და დაიღუპა,
34 მაუწყებელი დაშავდა,
429-ს კი საცხოვრებლის დატოვება მოუწია.
ხელმძღვანელმა საბჭომ თანხები გამოყო
ჰუმანიტარული დახმარებისთვის
და დაზიანებული სახლების და დარბაზების აღსადგენად.
გთხოვთ, კვლავაც ილოცეთ ჩვენი ვენესუელელი
და ფილიპინელი და-ძმებისთვის.
არც სტიქიის ზონაში მცხოვრები
სხვა და-ძმები დავივიწყოთ.
მადლობას გიხდით მსოფლიო საქმისთვის
გაღებული შესაწირავებისთვის,
რაც საშუალებას გვაძლევს,
დავეხმაროთ დაზარალებულ და-ძმებს.
ახლა ვიმსჯელოთ,
რა გავაკეთოთ სულიერი საზრდოს მისაღებად.
ყოველწლიურად ხელმძღვანელი საბჭო
არჩევს წლის მუხლს,
რომელიც მთელი წელი გვამხევებს.
შარშანდელი მუხლის თემაზე სიმღერაც შეიქმნა.
გახსოვთ 2026 წლის მუხლი?
მათეს 5:3,
რომელიც ჩვენს დარბაზებში ეკრანებზეა გამოტანილი:
„ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“.
ბიბლია ღვთის სიტყვას საკვებს ადარებს.
მათეს 4:4-ში იესო ამბობს:
„კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს,
არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“.
როგორც ფიზიკური საკვები გვჭირდება არსებობისთვის,
ისე სულიერი საკვები გვჭირდება
სულიერი სიჯანსაღისთვის.
ვინ გვიწყვეტს იმას, თუ რა საკვებს მივიღებთ?
ამას თავად ვწყვეტთ.
და სულიერი საზრდოს შემთხვევაში როგორ ხდება?
ვინ წყვეტს იმას, თუ როგორ სულიერ საზრდოს მიიღებ?
იეჰოვას წყალობით უხვად გვაქვს
სულიერი საზრდო და არაფერი გვაკლია.
„ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით
ჩვენ დროულად ვიღებთ ნაირ-ნაირ სულიერ საკვებს.
კრების შეხვედრებზე თუ კონგრესებზე
ჩვენ ყოველ ჯერზე
უხვ სულიერ ნადიმს გვიმართავენ.
ისრაელები ვერ შეჭამდნენ საჭმელს
თუ მანანას არ მოაგროვებდნენ.
ამან ჩვენც უნდა დაგვაფიქროს.
პირადად მე რას ვაკეთებ იმისთვის,
რომ საკმარისად მივიღო სულიერი საზრდო
და თანაც ყოველდღე?
სხვანაირად თუ ვიტყვით,
რის ჭამას ვაპირებ დღეს?
გვესმის, რომ ოჯახის სულიერობაზე ზრუნვა
ოჯახისთავის პასუხისმგებლობაა,
მაგრამ ყველას პირადი პასუხისმგებლობა გვაქვს,
რომ სულიერად ვიკვებოთ.
ამას სხვა ჩვენ მაგივრად ვერ გააკეთებს.
როგორც ფილიპელების 2:12 შეგვახსენებს,
ჩვენ კვლავაც უნდა ვიღვაწოთ ხსნისთვის.
გალატელების მე-6 თავშიც კარგ რჩევას ვხვდებით.
მე-2 მუხლში ასეთი მოწოდებაა ჩაწერილი:
„ატარეთ ერთმანეთის ტვირთი“.
მე-5 მუხლში კი ნათქვამია,
რომ „თითოეული თავის სატარებელს ატარებს“.
იეჰოვას წინაშე ყველას გვაქვს ვალდებულება,
რომ ჩვენი სატარებელი ვატაროთ.
შეიძლება იეჰოვა და სხვები გვიმსუბუქებენ ტვირთს,
მაგრამ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე,
რომელიც თავად უნდა ვზიდოთ.
ამიტომ უნდა დავფიქრდეთ,
რას ვაკეთებთ იმისთვის,
რომ ყოველდღიურად ვიკვებო სულიერად.
იეჰოვას ორგანიზაციის წყალობით
ბევრი დამხმარე საშუალება გვაქვს.
მაგალითად, ონლაინ ბიბლიოთეკა,
საკვლევის სახელმძღვანელო თუ სხვა.
თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება,
რითაც სულიერ მოთხოვნილებებს ვიკმაყოფილებთ,
ბიბლიის ყოველდღიური კითხვაა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია წაკითხულზე ფიქრიც.
იგივე პრინციპი მოქმედებს ყოველდღიურ მუხლზეც.
ვნახოთ ვიდეო,
თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი.
განსაკუთრებით დამამახსოვრდა 2026 წლის
12 თებერვლის ყოველდღიური მუხლი;
ეს იყო ფსალმუნის 94-ის მე-19 მუხლი.
დედაჩემი ხუთ ბავშვს,
მე და ჩემს ოთხ დას მარტო გვზრდიდა.
მიუხედავად ამისა,
ის ყველანაირად ცდილობდა,
რომ ყოველდღიური მუხლი
მთელს ოჯახს ერთად წაგვეკითხა და განგვეხილა.
ახლა ჩემს ოჯახშიც იმავეს ვცდილობ.
ყოველდღიური მუხლის წაკითხვა რომ არ გამომრჩეს,
ასეთ რამეს ვაკეთებ,
დაძინებამდე ტელეფონში
JW ბიბლიოთეკის აპლიკაციას ვხსნი.
ყოველდღიურ მუხლს
გახსნილს ვტოვებ და ტელეფონს ასე ვთიშავ,
რომ დილით გამზადებული დამხვდეს.
დილაობით ჩემი მეუღლე სიჰლე
ბავშვებს სკოლაში წასასვლელად ამზადებს.
დაახლოებით 6:30-ზე
მთელი ოჯახი ერთად ვსაუზმობთ ხოლმე
და შემდეგ ყოველდღიურ მუხლსაც
ერთად განვიხილავთ.
ვცდილობ, კონკრეტულ კითხვებზე
დავფიქრდე ხოლმე.
მაგალითად, რას მასწავლის ეს მონაკვეთი
იეჰოვას შესახებ
და დღეს როგორ გამოვიყენო აქ მოცემული ინფორმაცია.
ეს კითხვები მეხმარება სრული
სურათის დანახვაში
და იეჰოვას თვისებების მეტად დაფასებაში.
ვცდილობ ჩემთვის,
როგორც დაუქორწინებლისთვის,
შესაფერისი რჩევები დავინახო
და რასაც ვკითხულობ ჩემს თავს მოვარგო.
ამ დროს თან ბავშვებსაც ვესაუბრები ხოლმე
და ვცდილობ გავიგო, რა აწუხებთ.
ეს უფრო მიადვილებს
ყოველდღიური მუხლის განხილვისას
ისეთ საკითხებს შევეხო,
რაც მათთვის პრაქტიკული იქნება.
ასე ისინი უკეთ არიან მომზადებული
იმ სირთულეებისთვის,
რასაც ყოველდღიურად ხვდებიან.
დღის მუხლის შინაარს
ერთ წინადადებაში ვაჯამებ ხოლმე.
ასე უფრო მარტივად ვიმახსოვრებ
და შემდეგ მთელი დღე ვფიქრობ ხოლმე.
განხილვისას მოკლედ ვიწერ ხოლმე იმას,
რასაც ჩემი ცოლი და ბავშვები ამბობენ.
ჩემი შვილები ზოგჯერ ისე კარგად მსჯელობენ,
რომ მათი სიტყვები მამხნევებს.
მოგვიანებით ამ ჩანაწერებს გადავხედავ ხოლმე
და შევიხსენებ, რაზე ვიმსჯელეთ იმ დღეს.
ეს ნამდვილად მიძლიერებს რწმენას.
ერთი მეგობარი მყავს,
რომელიც შორს ცხოვრობს.
ერთმანეთს მესიჯებს ვუგზავნით
და ყოველდღიური მუხლიდან აზრებს ვუზიარებთ.
ზოგჯერ ისეთი მუხლი გვხვდება,
რომ ეგრევე ერთმანეთი გვახსენდება.
ან ისეთ აზრებს ვპოულობთ,
რომლებიც ორივეს გვეხება.
ერთ დღეს, როცა ყოველდღიურ
მუხლს განვიხილავდით,
სადაც გაბედულებაზე იყო საუბარი,
შევნიშნე, რომ ჩემი გოგო, მიკაილა ჩაფიქრდა.
ვგრძნობდი, რომ რაღაც აწუხებდა.
ეტყობოდა, რომ ძალიან უნდოდა რაღაცის თქმა.
მახსოვს ერთხელ ყოველდღიურ მუხლს ვკითხულობდით,
მუხლში გაბედულებაზე იყო საუბარი.
ჩემს სკოლაში ერთი გოგოა,
რომელიც სხვებს აბულინგებს.
ამ გოგოსთან მივედი და ვუთხარი,
იეჰოვას უნდა, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს
და კეთილები ვიყოთ-მეთქი.
ამის მერე ეს გოგო აღარავის აბულინგებდა.
ძალიან გამიხარდა, რომ იეჰოვამ გაბედულება მომცა.
ბედნიერი ვარ, რომ ყოველდღიური მუხლის განხილვამ
ჩემს გოგონაზე დადებითად იმოქმედა და სწორად მოიქცა.
ძალიან ვამაყობ მისით.
როცა ჩემი ძმა და ჩემი რძალი
სამეფოს მახარობელთა სკოლაში მიიწვიეს,
ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა.
ცოტა გულდაწყვეტილი ვიყავი.
მე თვითონ ორჯერ შევავსე ამ სკოლის ბლანკი
და არცერთხელ არ მიმიწვიეს.
ვფიქრობდი, რამეს არასწორად ხომ არ ვაკეთებ-მეთქი.
იმ დღის მუხლი ძალიან დამეხმარა
ამ ფიქრების მოშორებაში
და დამარწმუნა, რომ იეჰოვას ვუყვარვარ.
იმ მომენტში ამ სიტყვების წაკითხვა
ყველაზე მეტად მჭირდებოდა.
თვითდასაქმებული ვარ.
ზოგჯერ მაფიქრებს,
შევძლებ თუ არა ოჯახის რჩენას.
ერთი პერიოდი ჩემი ბიზნესის საქმე
მთლად კარგად არ მიდიოდა,
ამაზე ცოტა ვნერვიულობდი.
საინტერესოა, რომ იმ პერიოდში
ერთ დღეს ყოველდღიურ მუხლში
მათეს 6:33 იყო განხილული,
სადაც იესო გვარწმუნებს,
რომ ზედმეტად არ უნდა ვიწუხოთ,
რადგან იეჰოვა იზრუნებს ჩვენზე.
ამაზე ფიქრი დამეხმარა,
ზედმეტად აღარ მენერვიულა.
შინაგანად დავმშვიდდი,
რადგან გავაანალიზე,
რომ იეჰოვა ყველა ჩვენს საჭიროებაზე იზრუნებდა.
საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი,
რამდენად მნიშვნელოვანია
ყოველდღიური მუხლის წაკითხვა.
ცხოვრებაში ბევრმა რამემ შეიძლება გული გაგვიტეხოს.
ამ შემთხვევამ დამარწმუნა,
რომ იმ სირთულეების მიუხედავად,
რომელსაც ვხვდებით,
ყოველდღიური მუხლის წაკითხვას
შეუძლია ძალები შეგვმატოს.
იეჰოვა ჩვენ გვერდითაა.
ყოველდღიური მუხლის მეშვეობით
ის ყოველ დილით გველაპარაკება.
მთელი ოჯახი ვგრძნობთ მის მხარდაჭერას.
ყოველდღიური მუხლის გულდასმით განხილვა
ჩვენც ბევრ რამეში დაგვეხმარება.
როგორც მარიელიმ აღნიშნა,
ის ყოველდღიურ მუხლს ერთი წინადადებით აჯამებს.
კიდევ ერთი და ყველაფერს ერთი სიტყვით აჯამებს
და მერე მთელი დღე გონებაში ატრიალებს ამ სიტყვას.
მსგავსი მიდგომები ჩვენც დაგვეხმარება
წაკითხულის დამახსოვრებაში.
რატომ გვიწევს ამ თემაზე საუბარი?
როგორც 1 კორინთელების 7:31-დან ვიგებთ,
„ცვალებადია ეს ქვეყნიერება“.
ამასთან, ჩვენი მდგომარეობაც ცვალებადია.
ამიტომ ახლა სულიერი საზრდოს
ყოველდღიური მიღება
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,
როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი ოჯახისთვის.
ამას ადასტურებს ჩვენი ერთი ძმის წერილიც,
რომელიც არასამხედრო ალტერნატიულ
შრომით სამსახურს გადის სამხრეთ კორეაში.
ის წერს:
„ყოველი დღის ბოლოს,
როცა ძმები საქმეს ვამთავრებთ,
ერთად ვიკრიბებით,
ყოველდღიურ მუხლს ვკითხულობთ
და ერთმანეთს გამამხევებელ აზრებს ვუზიარებთ.
დროდადრო ციხის პერსონალთან თუ
პატიმრებთან სირთულეებს ვხვდებით,
რის გამოც ვითრგუნებით,
მაგრამ ხშირად ისე ხდება,
რომ იმ დღის მუხლი ან კომენტარი
ზუსტად ერგება ხოლმე ჩვენს სიტუაციას.
ასეთი შემთხვევები ძალებს გვმატებს და გვამხნევებს
და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იეჰოვასა
და და-ძმების სიყვარულში“.
თქვენ, ვინც რწმენის გამო ხართ დაპატიმრებული
ან ალტერნატიულ სამსახურს გადიხართ,
გარწმუნებთ, რომ გვახსოვხართ.
ჩვენ გვამხნევებს თქვენი ერთგულების მაგალითი.
მთელ მსოფლიოში არაერთი და-ძმა
ლოცულობს თქვენთვის.
ვინაიდან მძიმე დროში გვიწევს ცხოვრება,
ძალების შესანარჩუნებლად ყოველდღიურად
უნდა ვიკვებოთ სულიერად.
იეჰოვა ძალებს
კიდევ ერთი საშუალებით გვმატებს -
ეს არის მუსიკა.
გვინდა, კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე გაგიზიაროთ.
მომდევნო თვეებში ხელმისაწვდომი გახდება
სხვადასხვა ჟანრის სიმღერები
მსოფლიოს ყველა კუთხიდან.
ამ სეგმენტს დაერქმევა „მსოფლიო მუსიკა“.
ეს ეთნომოტივებზე შექმნილი სიმღერები
განთავსდება ჩვენს საიტზე და JW ბიბლიოთეკაში.
ამ სიმღერებით მთელი საძმო ვისიამოვნებთ.
ამ სიმღერების თარგმნა სხვა ენებზე არ მოხდება,
არც ვიდეოკლიპები დამზადდება.
დარწმუნებული ვარ,
ყველანი ვისიამოვნებთ ამ სიმღერებით.
მაგრამ ძირითადად ეს
ახალგაზრდებისთვის იქნება განკუთვნილი.
მოდი ნაწყვეტს მოვუსმინოთ.
ორი სიმღერა უკვე ხელმისაწვდომია.
წლის ბოლომდე სხვა სიმღერებიც დაემატება.
გვიხარია, რომ ახლა შეგვიძლია
კიდევ უფრო მრავალფეროვანი სიმღერები
მოვისმინოთ ყოველდღიურად.
ამ ანგარიშში ვისაუბრეთ სიახლეზე,
რომელსაც მსახურებაში დავნერგავთ.
აგრეთვე სექტემბერში დაგეგმილ კამპანიასაც შევეხეთ.
ისიც გავიგეთ, როგორ ანუგეშებს იეჰოვა
მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ და-ძმებს
ვენესუელასა და ფილიპინებში
და იმაზეც ვიმსჯელეთ, რამდენად მნიშვნელოვანია
სულიერად ვკვებოთ საკუთარი თავი ყოველდღიურად.
ძვირფასო და-ძმებო,
გვინდა იცოდეთ,
რომ ყველანი ძალიან გვიყვარხართ.
ვლოცულობთ ყველა თქვენგანზე,
განსაკუთრებით კი მათზე,
ვინც დევნისა და სტიქიის მსხვერპლი გახდა.
ეს იყო JW მაუწყებლობა
იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო
მთავარი სამმართველოდან.
-