JW subtitle extractor

ხელმძღვანელი საბჭოს 2026 წლის მე-6 ანგარიში

Video Other languages Share text Share link Show times

მოგესალმებით, ძვირფასო და-ძმებო!
საკითხის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე,
ძმებმა გადავწყვიტეთ,
რომ ეს ანგარიში, რაც შეიძლება მალე გამოქვეყნებულიყო.
თუმცა ინგლისურის გარდა, მალე სხვა ენებზეც
იქნება ხელმისაწვდომი.
წინა ანგარიშის შემდეგ საერთაშორისო კონგრესი
„მარადიული ბედნიერება“
კიდევ შვიდ ადგილას ჩატარდა:
კალგარიში – კანადა,
კიტოში – ეკვადორი,
ვილნიუსში – ლიეტუვა,
ჰამბურგში – გერმანია,
უტრეხტში – ნიდერლანდები,
იოჰანესბურგში – სამხრეთი აფრიკა
და მილუოკიში – შეერთებული შტატები.
ამ კონგრესებს 69 ქვეყნიდან
30 000-ზე მეტი დელეგატი დაესწრო.
დამსწრეთა უმაღლესმა რიცხვმა
მთლიანობაში 165 000 გადააჭარბა.
ისიც აღსანიშნავია, რომ მოინათლა 1 428 ადამიანი.
წარმოიდგინეთ, რამხელა შთაბეჭდილებას მოახდენდა
ადგილობრივებზე ამდენი დელეგატის დანახვა.
კიდევ სამი საერთაშორისო კონგრესია დაგეგმილი,
რომლებიც 2026 წლის ბოლომდე ჩატარდება.
სხვათა შორის, უკვე დავიწყეთ მომზადება
2027 წლის კონგრესებისთვისაც.
მომდევნო წლის კონგრესის სახელწოდებაა:
„იესო ქრისტე არის გზა“.
21 საერთაშორისო კონგრესია დაგეგმილი
19 ქვეყანასა თუ ტერიტორიაზე.
როგორც უკვე ვიცით,
ამ წლის სექტემბერში მიმდინარეობს კამპანია.
ადამიანებს ვთავაზობთ ბიბლიის შესწავლას
ბროშურით „იხარე ცხოვრებით მარადიულად!“.
მათ სპეციალურ საჯარო მოხსენებაზეც ვეპატიჟებით,
სათაურით: „ბიბლიას შენი დახმარება შეუძლია.“
მართლაც შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევათ
გულწრფელ ადამიანებს, რომ
გაიცნონ და შეიყვარონ იეჰოვა.
ადამიანების სიყვარული აღგვძრავს,
რომ მათ იეჰოვა ღმერთი გავაცნოთ
და ბიბლიის შესწავლა შევთავაზოთ.
მიზნად ხომ არ დაისახავდით,
რომ ვინმესთან შესწავლა დაგეწყოთ?!
სთხოვეთ იეჰოვას, რომ ისეთი გულის
ადამიანი გაპოვნინოთ,
ვისაც მისი მსახურების სურვილი ექნება.
ის დაგეხმარებათ, რომ
სიხარულით და ენთუზიაზმით
განაგრძოთ მათი ძებნა,
ვინც მარადიული სიცოცხლის მისაღებად არის განწყობილი.
რა შედეგიც არ უნდა მოჰყვეს ამას,
ეჭვი არ შეგეპაროთ,
იეჰოვა აუცილებლად დაგიფასებთ შრომას.
მოყვასის სიყვარული გვიბიძგებს,
რომ სასიხარულო ცნობა ვიქადაგოთ.
სიყვარული იმისკენაც აღგვძრავს,
რომ განსაცდელში მყოფებზეც ვიზრუნოთ.
გასულ თვეებში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებებმა,
სამწუხაროდ, ჩვენს და-ძმებს
სერიოზული ზიანი მიაყენა.
მაგალითად, დიდი მიწისძვრები მოხდა ვენესუელაში,
იაპონიასა და კოლუმბიაში.
ხანძრები გაჩნდა ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში,
წვიმებმა კი მეწყერი გამოიწვია აზიაში.
ვენესუელაში კვლავ მიმდინარეობს დაზარალებულთა დახმარება.
ზოგიერთი ჩვენი და-ძმა ნანგრევებში მოყვა,
მაგრამ, საბედნიეროდ, თანაქრისტიანებმა
შეძლეს მათი გადარჩენა.
ადგილობრივმა და-ძმებმა
ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საკვები,
ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები გაიღეს.
ფილიალის ორგანიზებით მოეწყო
დახმარების ცენტრები,
საიდანაც დაზარალებულებს აუცილებელი
ნივთების აღება შეეძლოთ.
სულ ცოტა ხნის წინ ხელმძღვანელი საბჭოს
წევრმა ჯეიკობ რამფმა
და კოორდინატორთა კომიტეტის
დამხმარემ ტროი სნაიდერმა
მოინახულეს და გაამხნევეს ვენესუელაში მყოფი
დაზარალებული და-ძმები.
როცა რაიმე ტრაგედია ხდება,
ბუნებრივია, გვაღელვებს ჩვენი და-ძმების
თუ გარშემომყოფების მდგომარეობა.
გვესმის, რომ სიცოცხლე
ჩვენი ზეციერი მამისგან ბოძებული
ძვირფასი საჩუქარია.
როგორც ფსალმუნის 36:9-ში წერია,
იეჰოვა არის სიცოცხლის წყარო.
იეჰოვას მოწმეები ყოველთვის ცდილობდნენ,
ღვთის შეხედულება გაეთვალისწინებინათ
სიცოცხლის სიწმინდესთან დაკავშირებით.
სწორედ ამიტომ მხარს არ ვუჭერთ ომებს,
მიუღებლად მიგვაჩნია აბორტი
და ვერიდებით ისეთ ქმედებებს,
რაც ვინმეს სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.
საგულისხმოა ის ფაქტიც,
რომ იეჰოვა სიცოცხლის სიწმინდეს
სისხლს უკავშირებს.
მან ნოეს მითითება მისცა,
რომელსაც დაბადების 9:4-ში ვკითხულობთ.
აქ წერია:
„ხორცი მის სულთან – სისხლთან – ერთად არ ჭამოთ“.
მოგვიანებით, წმინდა სულის ხელმძღვანელობით,
მოციქულებმაც მოუწოდეს ქრისტიანებს,
რომ ყველანაირად მორიდებოდნენ სისხლს.
ამ მითითებას ვხვდებით
საქმეების 15:28, 29 მუხლებში.
შევიხსენოთ, აქ რა წერია:
„წმინდა სულმა და ჩვენ მართებულად მივიჩნეთ,
მეტი აღარაფერი დაგვეკისრებინა თქვენთვის
იმ აუცილებლის გარდა,
რომ მოერიდოთ კერპთშენაწირს,
სისხლს, დამხრჩვალს და უზნეობას.
თუ ამ ყოველივეს მოერიდებით,
ხელი მოგემართებათ. მშვიდობით!“
დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ქრისტიანებისთვის ეს სიტყვები.
იმას, რომ ისინი არც სისხლს ჭამენ
და არც ისეთ ხორცს, საიდანაც
სისხლი არაა გამოშვებული.
ეს მითითება უბრალოდ კვებასთან
დაკავშირებული შეზღუდვა არაა,
ის გვეხმარება, რომ იეჰოვას თვალსაზრისი
გავითვალისწინოთ სიცოცხლის სიწმინდეზე.
ამ მითითების მორჩილება
სისხლის მიღებისგან თავის შეკავებას გულისხმობს,
ვინაიდან მის მიღმა სიცოცხლისადმი
პატივისცემის პრინციპი დგას.
ღვთის ეს მითითება აგრეთვე
ეწინააღმდეგება მკვლელობას,
მათ შორის დაუდევარ და სარისკო ქმედებებს,
რომლებსაც შეიძლება სიცოცხლე ემსხვერპლოს.
ყველა ამ საკითხში იეჰოვას მოწმეები ცხადყოფენ,
რომ იზიარებენ თავიანთი ზეციერი მამის თვალსაზრისს
და სიცოცხლესა და სისხლს წმინდად მიიჩნევენ.
საქმეების მე-15 თავში ჩაწერილი
მითითებიდან გამომდინარე,
იეჰოვას მოწმეები ყოველთვის თვლიდნენ,
რომ დაუშვებელია მთლიანი სისხლის
როგორც საკვებად გამოყენება,
ისე მისი გადასხმა თუ ჩაბარება.
ასეთი პოზიციის წყალობით
ღვთის წინაშეც სუფთა სინდისი გვქონდა
და ჯანმრთელობასაც ვუფრთხილდებოდით.
სწორედ ამ პრინციპს ვუსადაგებდით
სისხლის ოთხ ძირითად კომპონენტსაც.
ეს კომპონენტებია: წითელი უჯრედები,
თეთრი უჯრედები, პლაზმა და თრომბოციტები.
მედიცინაც ადასტურებს, რომ უსისხლო მკურნალობა
ეფექტურიცაა და ამავე დროს ნაკლებ რისკსაც შეიცავს.
მიუხედავად ამისა, სამედიცინო სფეროს განვითარებამ
მრავალი კითხვა წამოჭრა იმასთან დაკავშირებით,
თუ როგორ გამოვიყენოთ ბიბლიური პრინციპები
სხვადასხვა სიტუაციაში.
ამიტომ ხელმძღვანელი საბჭოს 2026 წლის
მე-2 ანგარიშში აღნიშნული იყო:
„ქრისტიანები არ ვექვემდებარებით მოსეს კანონს,
თუმცა ვითვალისწინებთ მოციქულთა მითითებას,
რომ მოვერიდოთ სისხლს.
ამასთან ერთად, ბიბლიაში არაფერია ნათქვამი
საკუთარი სისხლის სამედიცინო მიზნით
გამოყენებასთან დაკავშირებით.
ასე რომ, როგორც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ
სხვა საკითხებში,
ამ შემთხვევაშიც თითოეულმა ქრისტიანმა
თავად უნდა გადაწყვიტოს,
როგორ გამოიყენებს საკუთარ სისხლს
სამკურნალო მიზნით“.
ეს ახლებური გაგება
თითოეულ ქრისტიანს საშუალებას აძლევს
გალატელების 6:5-ში ჩაწერილი პრინციპით იმოქმედოს:
„თითოეული თავის სატარებელს ატარებს“.
ამ საკითხზე არაერთი ლოცვის და მსჯელობის შემდეგ
ხელმძღვანელი საბჭო იმ დასკვნამდე მივიდა,
რომ იგივე პრინციპი ვრცელდება სხვისი სისხლისგან
მიღებულ ოთხ ძირითად კომპონენტზეც:
წითელ უჯრედებზე, თეთრ უჯრედებზე,
პლაზმაზე და თრომბოციტებზე.
ანუ როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი?
თითოეულმა ქრისტიანმა პირადად
უნდა მიიღოს გადაწყვეტილება
ნებისმიერი სამედიცინო
თუ ქირურგიული ჩარევის დროს
ამ ოთხი ძირითადი კომპონენტის
გამოყენებასთან დაკავშირებით.
მსგავსად პირადი გადასაწყვეტია,
გავიღებთ თუ არა სისხლს მხოლოდ იმ მიზნით,
რომ კომპონენტები ან ფრაქციები სხვისთვის გამოიყენონ.
ნიშნავს ეს ცვლილება იმას, რომ ხელმძღვანელი საბჭო
სერიოზულად აღარ ეკიდება სისხლის ერთი
ან რამდენიმე ძირითადი კომპონენტით
მკურნალობის საკითხს?
ნამდვილად არა!
ხელმძღვანელი საბჭო
კვლავაც ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს ამ საკითხს.
თუმცა ისიც ფაქტია,
რომ ბიბლიაში არაფერი წერია სისხლის
ძირითად კომპონენტებსა და ფრაქციებზე.
ამიტომ ხელმძღვანელ საბჭოს ესმის,
რომ 1 კორინთელების 4:6-ის თანახმად,
არავითარი უფლება არ აქვს,
რომ გადავიდეს დაწერილს.
აგრეთვე კარგად აცნობიერებს
2 კორინთელების 1:24-ში ჩაწერილი
სიტყვების მნიშვნელობას:
„ამას იმიტომ როდი გეუბნებით,
რომ თქვენს რწმენაზე ვბატონობთ,
თქვენი რწმენა ხომ ისედაც მტკიცეა;
ჩვენ თქვენი თანამშრომლები ვართ
და თქვენი სიხარულისთვის ვიღვწვით“.
როგორი თვალსაზრისი უნდა ჰქონდეს
ქრისტიანს ოთხი ძირითადი კომპონენტიდან
ერთ-ერთის ან რამდენიმეს
მიღება-არმიღების საკითხზე?
თითოეულმა ქრისტიანმა უნდა ილოცოს
და კარგად გაანალიზოს ყველა ფაქტორი,
სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ამ საკითხისადმი ზერელე დამოკიდებულებამ
შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მის სინდისზეც
და იეჰოვასთან ურთიერთობაზეც.
რა უნდა გაითვალისწინოს ქრისტიანმა,
ვიდრე გადაწყვეტს, გამოიყენოს თუ არა
სხვისი სისხლის ძირითადი კომპონენტები ან ფრაქციები?
ამ საკითხზე თითოეულმა შეიძლება
განსხვავებულად იმსჯელოს.
ზოგმა შეიძლება უარი თქვას
სისხლის ყველა კომპონენტსა თუ ფრაქციაზე,
რადგან თვლიდეს, რომ ეს სისხლის მიღების ტოლფასია.
ზოგი შეიძლება დათანხმდეს ზოგიერთი
კომპონენტის და ფრაქციის მიღებას,
რადგან ისინი მთლიანი სისხლის
მცირე პროცენტულ რაოდენობას შეადგენს.
საინტერესოა ისიც,
რომ ზოგიერთი კომპონენტი მთლიანი
სისხლის უფრო მცირე პროცენტს შეადგენს,
ვიდრე ესა თუ ის ფრაქცია,
რომელთა მიღებაზეც ზოგი ქრისტიანი
აქამდეც თანახმა იყო.
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ქრისტიანმა,
უნდა გვახსოვდეს რომაელების 14:12:
„თითოეული ჩვენგანი საკუთარი
თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე“.
იმისთვის, რომ ღვთის თითოეულმა მსახურმა
გააზრებული გადაწყვეტილება მიიღოს,
ხელმძღვანელმა საბჭომ გამოსცა დამხმარე ცხრილი,
რომელშიც მოცემულია ზოგიერთი
ხშირად გამოყენებადი სისხლის პროდუქტი.
ეს ცხრილი და ამ ანგარიშზე
დაფუძნებული „მკითხველთა შეკითხვები“
ხელმისაწვდომი იქნება ვებსაიტზე
და JW ბიბლიოთეკაში.
გარდა ამისა, ამ საკითხს უფრო დეტალურად
„საგუშაგო კოშკის“ სტატიებშიც განვიხილავთ.
განახლებული სამედიცინო მინდობილობაც
მალე იქნება ხელმისაწვდომი.
ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით
თითოეულმა ქრისტიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს,
რას გააკეთებს,
დათანხმდება თუ არა სხვისი სისხლის კომპონენტის
თუ ფრაქციის გამოყენებას.
კრებას არა აქვს უფლება, ჩაერიოს
ამ გადაწყვეტილებაში
და არც ცალკეულმა ქრისტიანებმა
უნდა განსაჯონ ერთმანეთი.
მკურნალობასთან დაკავშირებული
პირადი გადაწყვეტილებების განხილვა
არავისთანაა საჭირო,
მინდობილობაში მითითებული
სამედიცინო წარმომადგენლების გარდა.
საავადმყოფოებთან თანამშრომლობის
კომიტეტი მზადაა,
თქვენს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს.
ძმები დაგეხმარებიან ისეთი ექიმების მოძებნაში,
რომლებიც პატივს სცემენ თქვენს არჩევანს.
ეს კომიტეტი თქვენს გადაწყვეტილებას
კონფიდენციალურად შეინახავს.
როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი,
თუ მისი სამუშაო სისხლის
ან სისხლის კომპონენტების
ან ფრაქციების გამოყენებას უკავშირდება?
ეს საკითხი განიხილებოდა 1999 წლის 15 აპრილის
„საგუშაგო კოშკის“ „მკითხველთა შეკითხვებში“.
ეს სტატია დაგეხმარებათ სწორი
გადაწყვეტილების მიღებაში.
და-ძმებო, ჩვენც კარგად გვესმის,
რომ ერთბაშად ბევრი ინფორმაცია მოგაწოდეთ,
ამიტომ ძირითადი გამოვყოთ.
იეჰოვას მოწმეები არ ვისხამთ მთლიან სისხლს,
არც ვაბარებთ, რომ სხვებს გადაუსხან.
ჩვენ არც სისხლს ვჭამთ
და არც ისეთ ხორცს,
რომლისგანაც სისხლი არაა გამოშვებული.
თუმცა გამოიყენებს თუ არა ქრისტიანი
სხვისი სისხლის ძირითად კომპონენტებს
ან ფრაქციებს,
ეს მისი პირადი გადასაწყვეტია.
ამასთან, ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს,
გაიღებს თუ არა სისხლს მხოლოდ იმ მიზნით,
რომ კომპონენტები ან ფრაქციები
სხვისთვის გამოიყენონ.
დარწმუნებული იყავით, რომ ხელმძღვანელ საბჭოს
კვლავაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი,
დააფასოს იეჰოვასგან ბოძებული სიცოცხლე
და პატივი სცეს სისხლის სიწმინდეს.
თუმცა ისიც გვესმის, რომ თითოეულმა ქრისტიანმა
თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იეჰოვას წინაშე
და სინდისის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება.
ამიტომ ხელმძღვანელი საბჭო მოუწოდებს ღვთის ხალხს,
რომ სანამ სისხლის პროდუქტების გამოყენებასთან
დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ,
ლოცვით აწონ-დაწონონ თავიანთ ჯანმრთელობასთან
დაკავშირებული ყველა ფაქტორი.
ამგვარად, თითოეული ქრისტიანი შეძლებს
მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება,
რომ სუფთა სინდისი შეინარჩუნოს
და სიცოცხლის წყაროსადმი
იეჰოვასადმი ღრმა პატივისცემა გამოხატოს.
მადლობას გიხდით, ძვირფასო და-ძმებო, რწმენისთვის,
სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის.
ყველანი ძალიან გვიყვარხართ!
თქვენ უყურებდით JW მაუწყებლობას
იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველოდან.