JW subtitle extractor

ნუ გაებმები სოციალურ ქსელში!

Video Other languages Share text Share link Show times

როგორ იყენებ სოციალურ ქსელებს?
შენ შეგიძლია ბევრს დაეკონტაქტო,
ძალიან ბევრს.
გაუზიარო სხვებს შენი ფოტოები,
სასაცილო ისტორიები,
შენი აზრები,
როცა გინდა და რაზეც გინდა.
გაიგო, რას აკეთებენ შენი მეგობრები.
სოციალურ ქსელებში დარეგისტრირება ძალიან ადვილია.
ზედმეტად ადვილიც და სწორედ ეს ქმნის პრობლემას.
სოციალური ქსელები შეიძლება
უწყინარ გართობად ჩათვალო,
მაგრამ ერთხელ თუ შეხვედი, ფრთხილად იყავი,
ის შეიძლება არც ისეთი უსაფრთხო აღმოჩნდეს.
შეიძლება მშობლები არ გიშლიან მის გამოყენებას,
მაგრამ სიფრთხილე მაინც არ გაწყენდა.
გაეცანი ვებგვერდით სარგებლობის წესებს.
ისეთს ნურაფერს გამოაქვეყნებ,
რაც არ გინდა, რომ ახალ ამბებში
ან გაზეთის პირველ გვერდზე ნახო.
ანუ ნუ დადებ შენს პირად მონაცემებს,
ტელეფონის ნომერს,
მისამართს და ნურც იმას იტყვი,
რომელ სკოლაში სწავლობ.
ნურასდროს დაწერ,
როდის გადიხარ სახლიდან
ან როდის მიდიხარ დასასვენებლად.
შეიძლება იფიქრო,
რომ ამაში საშიში არაფერია,
მაგრამ ეს ზუსტად ის ინფორმაციაა,
რაც ქურდებს სჭირდებათ,
რომ შენი სახლი გაქურდონ ან პირადი მონაცემები მოგპარონ.
ახლა მოდი ცოტა შენს რეპუტაციაზეც ვილაპარაკოთ.
შენი ფოტოები და კომენტარები ბევრს ამბობს შენზე.
თუ არასერიოზულ ფოტოებს დებ, დაფიქრდი,
რა შთაბეჭდილებას დატოვებ?
გინდა, ასეთად გიცნობდნენ?
ეს მხოლოდ ახლა კი არ იმოქმედებს შენს რეპუტაციაზე,
არამედ მომავალშიც,
თუნდაც გასაუბრების დროს.
ბიბლიაში, იგავების 22:1-ში, წერია,
რომ კარგი სახელი ოქრო-ვერცხლზე უკეთესია.
ნუ გეგონება, რომ თუ მოინდომებ, ყველაფერს წაშლი.
თუ სოციალურ ქსელში რაიმეს გამოაქვეყნებ,
იცოდე, რომ ის არასდროს წაიშლება.
ასე რომ, ფრთხილად იყავი, როცა რამეს აქვეყნებ.
ახლა იმაზეც დაფიქრდი,
ვისთან გაქვს ურთიერთობა.
ვინ არიან შენი მეგობრები?
ზოგს სოციალურ ქსელში ასობით მეგობარი ჰყავს,
ზოგს კი – ათასობით.
შეიძლება ფიქრობ კიდეც,
რაც მეტი, მით უკეთეს.
მაგრამ თავს ნუ მოიტყუებ.
ეს შეიძლება ძალიან ცუდად შემოგიბრუნდეს.
როცა სოციალურ ქსელში ვინმეს უმეგობრდები,
ამ დროს ავტომატურად მისი მეგობრებიც ბევრს იგებენ შენზე
და მისი მეგობრების მეგობრებიც.
ანუ შესაძლოა შენს გვერდზე ისეთი
ხალხის კომენტარები აღმოაჩინო,
ვისაც არც კი იცნობ და არც ის იცი, რისი სწამთ
და რა ზნეობრივი ფასეულობები აქვთ.
შესაძლოა ისინი ბინძურად მეტყველებენ
ან ისეთ რამეებს აქვეყნებენ,
რაც კარგად იცი, რომ არასწორია.
შენ არ უნდა იმეგობრო ასეთ ადამიანებთან,
ინტერნეტითაც კი.
თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება.
ბიბლიაში, 26-ე ფსალმუნის მე-4 მუხლში, წერია,
რომ არსებობენ თვალთმაქცი ადამიანები.
ისინი ინიღბებიან და თავს ისე გაჩვენებენ,
თითქოს ძალიან მეგობრულები იყვნენ,
სინამდვილეში კი ძალიან საშიშები არიან.
ასე რომ, კარგად უნდა დაფიქრდე,
სანამ ვინმეს დაუმეგობრდები.
ჯობს, ინტერნეტითაც მათთან იმეგობრო,
ვისთანაც ცხოვრებაში მეგობრობ.
არის კიდევ ერთი რამ, რაც არ უნდა
გამოგრჩეს მხედველობიდან.
ეს შენი დროა.
შეიძლება ყოველთვის ამოწმებ, ვინ რა დადო ახალი.
ფრთხილად, ამან ჩათრევა იცის.
ამიტომ კარგია, იცოდე, სად გადის ზღვარი
ონლაინსამყაროსა და რეალურ სამყაროს შორის.
სხვებთან ინტერნეტით ურთიერთობა
შეიძლება სახალისოც იყოს და უსაფრთხოც.
მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ ყოველივე ზემოთქმულს გაითვალისწინებ.
ასე რომ, ჭკვიანურად მოიქეცი,
ნუ გაებმები სოციალურ ქსელში!