00:00:05
სკოლაში თუ სკოლის გარეთ00:00:07
00:00:07
ალბათ არაერთ სირთულეს ხვდები.00:00:09
00:00:10
შეიძლება ბევრი სამეცადინო გაქვს,
მაგრამ მხოლოდ ეს არ არის,00:00:14
00:00:14
თავსატეხს თანატოლებიც გიჩენენ.00:00:17
00:00:17
სექსი,00:00:19
00:00:19
შპარგალკები,00:00:20
00:00:21
სიგარეტი,00:00:22
00:00:22
ნარკოტიკები.00:00:23
00:00:25
იცი, რომ კარგს არაფერს გთავაზობენ,00:00:27
00:00:27
მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ისეთი გრძნობა გაგიჩნდეს,00:00:30
00:00:30
რომ თუ მათ არ აჰყვები, ბევრს დაკარგავ.00:00:32
00:00:32
იცოდე, გამონაკლისი არ ხარ!00:00:34
00:00:34
ახალგაზრდებისთვის ყოველთვის რთული იყო,
არ მოქცეულიყვნენ თანატოლების გავლენაში.00:00:39
00:00:39
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,
რომ დათმობაზე უნდა წახვიდე.00:00:42
00:00:42
ბიბლია კარგ რჩევებს გვაძლევს,00:00:44
00:00:44
გამოსვლის 23:2-ში ვკითხულობთ,
რომ არ ავყვეთ უმრავლესობას.00:00:49
00:00:49
ანუ ნუ გააკეთებ რამეს იმიტომ,
რომ ამას სხვები აკეთებენ.00:00:52
00:00:52
შენი პრინციპებით უნდა იცხოვრო.00:00:54
00:00:56
რა დაგეხმარება, არ მოექცე თანატოლების გავლენაში?00:01:00
00:01:01
შემდეგი ოთხი ნაბიჯი:00:01:02
00:01:03
პირველი,
წინასწარ იფიქრე იმ სახიფათო სიტუაციებზე,00:01:07
00:01:07
რომლებმაც შეიძლება არასწორი საქციელისკენ გიბიძგოს.00:01:10
00:01:12
თუ ხედავ,
რომ საფრთხე გიახლოვდება,00:01:14
00:01:14
გვერდი აუარე და გაერიდე მას.00:01:16
00:01:19
მეორე ნაბიჯი,00:01:21
00:01:23
შეჩერდი და დაფიქრდი შედეგებზე. 00:01:25
00:01:25
იფიქრე, რა შეიძლება მოხდეს, თუ აჰყვებით თანატოლებს.00:01:29
00:01:33
ბიბლიაში, იგავების 14:15-ში, ნათქვამია,00:01:37
00:01:37
რომ „წინდახედული აკვირდება თავის ნაბიჯებს“.00:01:40
00:01:40
ამიტომ დაუფიქრებლად ნუ გააკეთებ იმას,
რასაც სხვები გეუბნებიან.00:01:44
00:01:48
ეს შეიძლება არ იყოს ადვილი.00:01:50
00:01:50
თუ გინდა,
რომ თანატოლებმა თავიანთ წრეში მიგიღონ,00:01:53
00:01:53
ასეთ დროს წარმოსახვის უნარი გამოიყენე.00:01:56
00:01:56
როგორ ვიგრძნობ თავს, თუ მათ ავყვები?00:01:58
00:01:59
სადამდე მიმიყვანს ეს?00:02:01
00:02:02
როგორ იმოქმედებს ჩემი საქციელი მათზე,
ვისთვისაც სულერთი არ ვარ?00:02:08
00:02:10
მესამე ნაბიჯი,
შეიმუშავე სამოქმედო გეგმა.00:02:13
00:02:13
იგავების 24:5-ში წერია,
რომ „მცოდნე კაცი ძალას მატებს საკუთარ თავს“.00:02:19
00:02:20
თუ ზუსტად იცი,
რატომ არის არასწორი ის, რაზეც უარს ამბობ,00:02:23
00:02:23
უფრო თავდაჯერებულად იტყვი უარს.00:02:26
00:02:30
მეოთხე ნაბიჯი,00:02:31
00:02:33
იმოქმედე.00:02:34
00:02:34
ლექციებს კი ნუ წაუკითხავ თანატოლებს,00:02:37
00:02:38
უბრალოდ გადაჭრით უთხარი უარი.00:02:41
00:02:41
შეიძლება გაგაოცოს მათმა რეაქციამ.00:02:43
00:02:44
ყოველ ჯერზე, როცა სწორად იქცევი,00:02:47
00:02:47
უფრო და უფრო თავდაჯერებული ხდები,00:02:49
00:02:49
რაც გაგიადვილებს, შემდეგ ჯერზეც არ მოექცე სხვების გავლენაში.00:02:53
00:02:54
სიუხეშე საჭირო არ არის.00:02:56
00:02:56
უბრალოდ აუხსენი, რატომ ეუბნები უარს.00:02:59
00:03:02
მაგრამ თუ თანატოლები არ გეშვებიან,00:03:04
00:03:04
იცოდე, რომ თუ აჰყვები,00:03:06
00:03:06
მათ მარიონეტად იქცევი.00:03:08
00:03:12
თანატოლები ყოველთვის ეცდებიან,
გავლენაში მოგაქციონ,00:03:16
00:03:16
მაგრამ შენ მტკიცედ უნდა დადგე.00:03:18
00:03:19
ასე რომ, იფიქრე მოსალოდნელ
საფრთხეზე, შედეგებზე.00:03:24
00:03:24
შეადგინე გეგმა და იმოქმედე.00:03:27
00:03:29
შესაძლოა ზოგჯერ შეგეშინდეს,
მტკიცედ დაუდგე თანატოლებს.00:03:33
00:03:33
გახსოვდეს, თუ მათ გავლენაში არ მოექცევი,00:03:37
00:03:37
აჩვენებ, რომ სხვების ჭკუაზე არ დადიხარ
და თავად იღებ გადაწყვეტილებებს.00:03:42
არ მოექცე თანატოლების გავლენაში!
-
არ მოექცე თანატოლების გავლენაში!
სკოლაში თუ სკოლის გარეთ
ალბათ არაერთ სირთულეს ხვდები.
შეიძლება ბევრი სამეცადინო გაქვს,
მაგრამ მხოლოდ ეს არ არის,
თავსატეხს თანატოლებიც გიჩენენ.
სექსი,
შპარგალკები,
სიგარეტი,
ნარკოტიკები.
იცი, რომ კარგს არაფერს გთავაზობენ,
მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ისეთი გრძნობა გაგიჩნდეს,
რომ თუ მათ არ აჰყვები, ბევრს დაკარგავ.
იცოდე, გამონაკლისი არ ხარ!
ახალგაზრდებისთვის ყოველთვის რთული იყო,
არ მოქცეულიყვნენ თანატოლების გავლენაში.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,
რომ დათმობაზე უნდა წახვიდე.
ბიბლია კარგ რჩევებს გვაძლევს,
გამოსვლის 23:2-ში ვკითხულობთ,
რომ არ ავყვეთ უმრავლესობას.
ანუ ნუ გააკეთებ რამეს იმიტომ,
რომ ამას სხვები აკეთებენ.
შენი პრინციპებით უნდა იცხოვრო.
რა დაგეხმარება, არ მოექცე თანატოლების გავლენაში?
შემდეგი ოთხი ნაბიჯი:
პირველი,
წინასწარ იფიქრე იმ სახიფათო სიტუაციებზე,
რომლებმაც შეიძლება არასწორი საქციელისკენ გიბიძგოს.
თუ ხედავ,
რომ საფრთხე გიახლოვდება,
გვერდი აუარე და გაერიდე მას.
მეორე ნაბიჯი,
შეჩერდი და დაფიქრდი შედეგებზე.
იფიქრე, რა შეიძლება მოხდეს, თუ აჰყვებით თანატოლებს.
ბიბლიაში, იგავების 14:15-ში, ნათქვამია,
რომ „წინდახედული აკვირდება თავის ნაბიჯებს“.
ამიტომ დაუფიქრებლად ნუ გააკეთებ იმას,
რასაც სხვები გეუბნებიან.
ეს შეიძლება არ იყოს ადვილი.
თუ გინდა,
რომ თანატოლებმა თავიანთ წრეში მიგიღონ,
ასეთ დროს წარმოსახვის უნარი გამოიყენე.
როგორ ვიგრძნობ თავს, თუ მათ ავყვები?
სადამდე მიმიყვანს ეს?
როგორ იმოქმედებს ჩემი საქციელი მათზე,
ვისთვისაც სულერთი არ ვარ?
მესამე ნაბიჯი,
შეიმუშავე სამოქმედო გეგმა.
იგავების 24:5-ში წერია,
რომ „მცოდნე კაცი ძალას მატებს საკუთარ თავს“.
თუ ზუსტად იცი,
რატომ არის არასწორი ის, რაზეც უარს ამბობ,
უფრო თავდაჯერებულად იტყვი უარს.
მეოთხე ნაბიჯი,
იმოქმედე.
ლექციებს კი ნუ წაუკითხავ თანატოლებს,
უბრალოდ გადაჭრით უთხარი უარი.
შეიძლება გაგაოცოს მათმა რეაქციამ.
ყოველ ჯერზე, როცა სწორად იქცევი,
უფრო და უფრო თავდაჯერებული ხდები,
რაც გაგიადვილებს, შემდეგ ჯერზეც არ მოექცე სხვების გავლენაში.
სიუხეშე საჭირო არ არის.
უბრალოდ აუხსენი, რატომ ეუბნები უარს.
მაგრამ თუ თანატოლები არ გეშვებიან,
იცოდე, რომ თუ აჰყვები,
მათ მარიონეტად იქცევი.
თანატოლები ყოველთვის ეცდებიან,
გავლენაში მოგაქციონ,
მაგრამ შენ მტკიცედ უნდა დადგე.
ასე რომ, იფიქრე მოსალოდნელ
საფრთხეზე, შედეგებზე.
შეადგინე გეგმა და იმოქმედე.
შესაძლოა ზოგჯერ შეგეშინდეს,
მტკიცედ დაუდგე თანატოლებს.
გახსოვდეს, თუ მათ გავლენაში არ მოექცევი,
აჩვენებ, რომ სხვების ჭკუაზე არ დადიხარ
და თავად იღებ გადაწყვეტილებებს.
-