00:00:04
მე დიმიტრი კორშუნოვი ვარ.00:00:06
00:00:08
დღემდე ქალაქ კოვროვში ვცხოვრობ,00:00:10
00:00:10
იქ სადაც დავიბადე.00:00:12
00:00:15
ეს რუსეთის ცენტრალურ ნაწილში
მდებარე ერთი პატარა ქალაქია.00:00:19
00:00:23
დიმა გაცნობისთანავე მომეწონა,00:00:26
00:00:26
ძალიან მსიამოვნებდა მასთან ურთიერთობა.00:00:29
00:00:29
ის კეთილი, უშუალო და
გულწრფელი ადამიანი იყო.00:00:34
00:00:34
ორი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს,00:00:37
00:00:37
შემდეგ კი დავქორწინდით.00:00:39
00:00:39
იმავე წელს გოგონა შეგვეძინა.00:00:42
00:00:44
მე ელექტრიკოსად ვმუშაობდი.00:00:46
00:00:51
ბევრს ძალიან უჭირდა,00:00:53
00:00:53
ამიტომ ფულის ნაცვლად
ხშირად ალკოჰოლს მთავაზობდნენ.00:00:57
00:01:04
როცა ალკოჰოლიკთან ერთად ცხოვრობ,00:01:07
00:01:07
ეს იმის მსგავსია,00:01:09
00:01:10
მოქმედი ვულკანის სიახლოვეს იცხოვრო.00:01:14
00:01:15
როცა ფხიზელი იყო,00:01:17
00:01:17
ის კეთილი და მზრუნველი მეუღლე იყო.00:01:20
00:01:23
მაგრამ როცა თვრებოდა,
სულ სხვა ადამიანი ხდებოდა.00:01:27
00:01:30
ადვილად გამოდიოდა მოთმინებიდან, 00:01:33
00:01:33
არაფრის მოსმენა არ უნდოდა.00:01:36
00:01:45
ერთ დღეს კარზე კაკუნი გაისმა.00:01:48
00:01:48
ბიბლიიდან მუხლები ამომიკითხეს.00:01:51
00:01:57
ამიხსნეს, რატომ გვაქვს ამდენი პრობლემა 00:02:00
00:02:00
და რატომ ეშინია ხალხს დღეს ცხოვრების.00:02:02
00:02:09
ჩემმა ცოლმა მთელი ბროშურა წაიკითხა.00:02:12
00:02:13
დავინახე, რომ ძალიან მოეწონა.00:02:15
00:02:17
როცა მეორედ მოვიდნენ და
მესაუბრნენ, ძალიან მომეწონა.00:02:22
00:02:23
განსაკუთრებით ღვთის დანაპირებმა მომხიბლა,00:02:26
00:02:26
რომ დედამიწაზე სამოთხე იქნება
და ყველანი ბედნიერად ვიცხოვრებთ.00:02:31
00:02:32
ამიტომ დავთანხმდი ბიბლიის შესწავლაზე.00:02:35
00:02:38
არაერთხელ შემომთავაზეს,00:02:40
00:02:40
ხომ არ გინდა შემოგვიერთდეო?00:02:42
00:02:42
ვუარობდი, რადგან მეგონა არ ვიყავი მზად.00:02:46
00:02:49
შემდეგ ჩემს ცხოვრებაში
გარდამტეხი მომენტი დადგა.00:02:53
00:02:54
ლიოვას ვკითხე: როგორ მოვიქცე?00:02:57
00:02:58
მაშინ ვურჩიე, რომ ბიბლია წაეკითხა.00:03:02
00:03:03
მან მკითხა: საიდან დავიწყო? 00:03:06
00:03:06
ვურჩიე კითხვა მათედან დაეწყო.00:03:09
00:03:11
მთელი ღამე ვკითხულობდი.00:03:13
00:03:15
ისეთი განცდა მქონდა,00:03:17
00:03:17
თითქოს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა.00:03:19
00:03:19
წაკითხულმა გულამდე ჩააღწია.00:03:22
00:03:22
გადავწყვიტე, რომ სანამ მთელ
ბიბლიას არ წავიკითხავდი,00:03:26
00:03:26
სასმელს საერთოდ არ გავეკარებოდი.00:03:28
00:03:32
როგორც ჩანს, იმდენად დიდი გავლენა
იქონია წაკითხულმა მასზე, რომ00:03:36
00:03:36
გადაწყვიტა, შეცვლილიყო –00:03:38
00:03:38
შეეცვალა თავისი ცხოვრება, საქციელი.00:03:41
00:03:44
ეს მართლა დიდი ცვლილება იყო.00:03:46
00:03:46
როგორც იქნა ჩვენს ოჯახში
სიმშვიდემ დაისადგურა.00:03:50
00:03:56
ბიბლია მთლიანად წავიკითხე 00:03:58
00:03:58
და შვიდი თვის მანძილზე
წვეთი არ დამილევია.00:04:01
00:04:07
ყველაფერი ყელში ამომივიდა,00:04:09
00:04:09
ასე მეტად ვეღარ ვიცხოვრებდი.00:04:12
00:04:13
ბიბლიიდან დავინახე,
რომ მხოლოდ ორი გზა არსებობს00:04:17
00:04:18
და რომ მე არასწორ გზას ვადექი.00:04:20
00:04:22
ვილოცე და ღმერთს შევევედრე დამხმარებოდა.00:04:26
00:04:29
ზოგჯერ კვლავ ამოვარდებოდა ხოლმე
კალაპოტიდან და სმას იწყებდა.00:04:34
00:04:38
მერე ძალიან უჭირდა მწყობრში ჩადგომა00:04:42
00:04:42
და შესწავლის გაგრძელება.00:04:44
00:04:47
მივხვდი, რომ ღვთის დახმარების
გარეშე ამ ჭაობიდან ვერ ამოვიდოდი.00:04:52
00:04:53
ჩემით ვერ შევძლებდი.00:04:55
00:04:58
ბიბლიამ, დიმაზე დიდი გავლენა იქონია.00:05:01
00:05:03
ადრე მეგონა, სულ არ ვადარდებდი
და არც ახსოვდა ჩემი არსებობა,00:05:07
00:05:07
ან კიდევ მხოლოდ მაშინ ვახსენდებოდი,
როცა რამე დასჭირდებოდა.00:05:11
00:05:14
ახლა სულ სხვა ადამიანია.00:05:17
00:05:18
ჩვენს ოჯახში სითბომ
და სიყვარულმა დაისადგურა.00:05:22
00:05:22
ყველანი ბედნიერები ვართ.00:05:24
00:05:25
შეგვიძლია ერთმანეთს
სულიერ თემებზე ვესაუბროთ,00:05:29
00:05:29
მოვუსმინოთ ერთმანეთს,00:05:32
00:05:32
გავიგოთ ერთმანეთის გულის ნადები00:05:35
00:05:36
და ის, თუ თითოეულს, როგორ გვიყვარს იეჰოვა.00:05:39
00:05:43
წუთიერი სიამოვნება, რასაც ალკოჰოლი
თუ ნარკოტიკები ანიჭებს კაცს,00:05:47
00:05:47
ახლოსაც კი ვერ მივა სიხარულთან,00:05:50
00:05:50
რომელსაც დღეს ყოველდღიურად განვიცდი.00:05:53
00:05:57
ჩემი ცხოვრება ძირეულად შეიცვალა 00:06:00
00:06:00
და ეს იეჰოვას წყალობით მოხდა.00:06:02
00:06:07
დღეს რომ ასეთი ვარ,00:06:09
00:06:09
ეს ღვთის სიტყვის დამსახურებაა.00:06:11
00:06:13
ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ00:06:16
00:06:16
ნამდვილად ბედნიერი ვარ.00:06:18
„ყველაფერი ყელში ამომივიდა“
-
„ყველაფერი ყელში ამომივიდა“
მე დიმიტრი კორშუნოვი ვარ.
დღემდე ქალაქ კოვროვში ვცხოვრობ,
იქ სადაც დავიბადე.
ეს რუსეთის ცენტრალურ ნაწილში
მდებარე ერთი პატარა ქალაქია.
დიმა გაცნობისთანავე მომეწონა,
ძალიან მსიამოვნებდა მასთან ურთიერთობა.
ის კეთილი, უშუალო და
გულწრფელი ადამიანი იყო.
ორი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს,
შემდეგ კი დავქორწინდით.
იმავე წელს გოგონა შეგვეძინა.
მე ელექტრიკოსად ვმუშაობდი.
ბევრს ძალიან უჭირდა,
ამიტომ ფულის ნაცვლად
ხშირად ალკოჰოლს მთავაზობდნენ.
როცა ალკოჰოლიკთან ერთად ცხოვრობ,
ეს იმის მსგავსია,
მოქმედი ვულკანის სიახლოვეს იცხოვრო.
როცა ფხიზელი იყო,
ის კეთილი და მზრუნველი მეუღლე იყო.
მაგრამ როცა თვრებოდა,
სულ სხვა ადამიანი ხდებოდა.
ადვილად გამოდიოდა მოთმინებიდან,
არაფრის მოსმენა არ უნდოდა.
ერთ დღეს კარზე კაკუნი გაისმა.
ბიბლიიდან მუხლები ამომიკითხეს.
ამიხსნეს, რატომ გვაქვს ამდენი პრობლემა
და რატომ ეშინია ხალხს დღეს ცხოვრების.
ჩემმა ცოლმა მთელი ბროშურა წაიკითხა.
დავინახე, რომ ძალიან მოეწონა.
როცა მეორედ მოვიდნენ და
მესაუბრნენ, ძალიან მომეწონა.
განსაკუთრებით ღვთის დანაპირებმა მომხიბლა,
რომ დედამიწაზე სამოთხე იქნება
და ყველანი ბედნიერად ვიცხოვრებთ.
ამიტომ დავთანხმდი ბიბლიის შესწავლაზე.
არაერთხელ შემომთავაზეს,
ხომ არ გინდა შემოგვიერთდეო?
ვუარობდი, რადგან მეგონა არ ვიყავი მზად.
შემდეგ ჩემს ცხოვრებაში
გარდამტეხი მომენტი დადგა.
ლიოვას ვკითხე: როგორ მოვიქცე?
მაშინ ვურჩიე, რომ ბიბლია წაეკითხა.
მან მკითხა: საიდან დავიწყო?
ვურჩიე კითხვა მათედან დაეწყო.
მთელი ღამე ვკითხულობდი.
ისეთი განცდა მქონდა,
თითქოს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა.
წაკითხულმა გულამდე ჩააღწია.
გადავწყვიტე, რომ სანამ მთელ
ბიბლიას არ წავიკითხავდი,
სასმელს საერთოდ არ გავეკარებოდი.
როგორც ჩანს, იმდენად დიდი გავლენა
იქონია წაკითხულმა მასზე, რომ
გადაწყვიტა, შეცვლილიყო –
შეეცვალა თავისი ცხოვრება, საქციელი.
ეს მართლა დიდი ცვლილება იყო.
როგორც იქნა ჩვენს ოჯახში
სიმშვიდემ დაისადგურა.
ბიბლია მთლიანად წავიკითხე
და შვიდი თვის მანძილზე
წვეთი არ დამილევია.
ყველაფერი ყელში ამომივიდა,
ასე მეტად ვეღარ ვიცხოვრებდი.
ბიბლიიდან დავინახე,
რომ მხოლოდ ორი გზა არსებობს
და რომ მე არასწორ გზას ვადექი.
ვილოცე და ღმერთს შევევედრე დამხმარებოდა.
ზოგჯერ კვლავ ამოვარდებოდა ხოლმე
კალაპოტიდან და სმას იწყებდა.
მერე ძალიან უჭირდა მწყობრში ჩადგომა
და შესწავლის გაგრძელება.
მივხვდი, რომ ღვთის დახმარების
გარეშე ამ ჭაობიდან ვერ ამოვიდოდი.
ჩემით ვერ შევძლებდი.
ბიბლიამ, დიმაზე დიდი გავლენა იქონია.
ადრე მეგონა, სულ არ ვადარდებდი
და არც ახსოვდა ჩემი არსებობა,
ან კიდევ მხოლოდ მაშინ ვახსენდებოდი,
როცა რამე დასჭირდებოდა.
ახლა სულ სხვა ადამიანია.
ჩვენს ოჯახში სითბომ
და სიყვარულმა დაისადგურა.
ყველანი ბედნიერები ვართ.
შეგვიძლია ერთმანეთს
სულიერ თემებზე ვესაუბროთ,
მოვუსმინოთ ერთმანეთს,
გავიგოთ ერთმანეთის გულის ნადები
და ის, თუ თითოეულს, როგორ გვიყვარს იეჰოვა.
წუთიერი სიამოვნება, რასაც ალკოჰოლი
თუ ნარკოტიკები ანიჭებს კაცს,
ახლოსაც კი ვერ მივა სიხარულთან,
რომელსაც დღეს ყოველდღიურად განვიცდი.
ჩემი ცხოვრება ძირეულად შეიცვალა
და ეს იეჰოვას წყალობით მოხდა.
დღეს რომ ასეთი ვარ,
ეს ღვთის სიტყვის დამსახურებაა.
ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ
ნამდვილად ბედნიერი ვარ.
-