00:00:20
1536 წლის შემოდგომაზე უილიამ ტინდალი
ციხის საკნიდან ვილბორდის სასახლეში გადაიყვანეს,00:00:28
00:00:28
სადაც ის სიკვდილით უნდა დაესაჯათ. 00:00:31
00:00:31
ის მისთვის მომზადებულ ბოძზე ჩამოახრჩვეს,
შემდეგ კი მისი სხეული ყველას დასანახად დაწვეს.00:00:38
00:00:38
რით დაიმსახურა ტინდალმა ასეთი სასტიკი განაჩენი?00:00:42
00:00:43
ის დიდად აფასებდა ბიბლიურ ჭეშმარიტებას.00:00:46
00:00:46
ღვთის სიტყვის გამოკვლევის შედეგად
მან ეკლესიის სწავლებები უარყო.00:00:51
00:00:52
მას სიცოცხლის ბოლო წუთამდე მტკიცედ სწამდა,
რომ ბიბლია ღვთის სიტყვა იყო.00:00:58
00:01:04
უილიამ ტინდალი იყო პირველი მათ შორის,
ვინც ბიბლია დედნისეული ენებიდან ინგლისურ ენაზე თარგმნა.00:01:10
00:01:11
ტინდალი დაიბადა მე-15 საუკუნის მიწურულს გლოსტერშირის საგრაფოში.00:01:16
00:01:16
როცა წამოიზარდა, ის განათლების მისაღებად ოქსფორდში გაემგზავრა00:01:19
00:01:19
და მოგვიანებით მღვდელმსახურება დაიწყო.00:01:22
00:01:22
მე-15 საუკუნეში რელიგიური წინამძღოლები
ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის,00:01:26
00:01:26
რომ ბიბლია ხელმისაწდომი არ გამხდარიყო უბრალო ხალხისთვის.00:01:30
00:01:30
იმ დროისათვის ეკლესიაში მხოლოდ ლათინურ ბიბლიას იყენებდნენ,00:01:34
00:01:34
რომელსაც მღვდლები თავისებურად ხსნიდნენ.00:01:37
00:01:37
ხალხს მასზე ხელი არ მიუწვდებოდა.00:01:39
00:01:39
ტინდალს ბიბლიის ინგლისურ ენაზე თარგმნის უფლება არ მისცეს.00:01:44
00:01:44
მან ნებართვის მისაღებად ლონდონის ეპისკოპოსს მიმართა,00:01:48
00:01:48
რათა ინგლისურ ენაზე „ახალი აღთქმის~ თარგმნა
ბერძნული ორიგინალიდან დაეწყო.00:01:52
00:01:52
თუმცა ამაოდ.00:01:54
00:01:58
წინააღმდეგობის ტალღის აგორების გამო ტინდალმა ჩათვალა,00:02:01
00:02:01
რომ ინგლისში ბიბლიის თარგმნის მცდელობას აზრი არ ჰქონდა.00:02:05
00:02:05
ამიტომ გავლენიანი ვაჭრების დახმარებით,
რომლებიც მის მიმართ დადებითად იყვნენ განწყობილი,00:02:10
00:02:10
ტინდალმა გერმანიას მიაშურა,
სადაც უფრო მარტივად შეძლებდა, „ახალი აღთქმის“ ინგლისურ ენაზე თარგმნას.00:02:17
00:02:17
მის მიერ შესრულებული თარგმანი 1525 წელს გამოიცა. 00:02:22
00:02:22
შემდგომში განვითარებული მოვლენების შესახებ
დოქტორი კარენ ლიმპერ-ჰერიზი მოგვითხრობს,00:02:28
00:02:28
რომელიც ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში მთავარი კურატორი გახლავთ.00:02:32
00:02:32
თქვენ წინაშეა ტინდალის მიერ ნათარგმნი
„ახალი აღთქმის“ პირველი გამოცემის არასრული ნაწილი,00:02:37
00:02:37
რომელიც 1525 წელს ქალაქ კელნის სტამბაში დაიბეჭდა.00:02:42
00:02:42
ამ თარგმანის პირველი გამოცემიდან მხოლოდ ეს ნაწილია შემორჩენილი,00:02:46
00:02:46
რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბიბლიის ბეჭდვა სახიფათო საქმე იყო.00:02:49
00:02:49
მბეჭდავი, რომელმაც თავის თავზე აიღო ეს პასუხისმგებლობა,00:02:53
00:02:53
ერთხელაც დათვრა და შემთხვევით წამოსცდა,
რომ ვიღაც უილიამ ტინდალისთვის „ახალ აღთქმას“ ბეჭდავდა.00:02:58
00:02:58
როგორც კი ეს ამბავი ხელისუფლების ყურამდე მივიდა,
ისინი თავს დაესხნენ სტამბას. 00:03:03
00:03:03
ტინდალი და მისი თანამოაზრეები გაიქცნენ,
მდინარე რაინი გადაკვეთეს და თავი შეაფარეს ქალაქ ვორმს.00:03:09
00:03:09
მათ მხოლოდ „მათეს სახარების“ დაბეჭდვა მოასწრეს.00:03:12
00:03:12
ვორმსში ტინდალმა შეძლო წამოწყებული საქმის დასრულება 00:03:16
00:03:16
და„ როგორც იქნა“ მის მიერ ნათარგმნმა
ბერძნულმა წერილებმა, მზის შუქი იხილა.00:03:21
00:03:21
1526 წელს ამ თარგმანის 3 000 მეტი ეგზემპლარი დაიბეჭდა.00:03:27
00:03:36
მოგვიანებით ტინდალი გერმანიიდან ანტვერპენში გაემგზავრა.00:03:40
00:03:40
ეს ხმაურიანი და ხალხმრავალი ქალაქი იდეალური ადგილი აღმოჩნდა
მისი საქმიანობის გასაგრძელებლად. 00:03:46
00:03:46
აქ ბეჭდვითი ინდუსტრია საკმაოდ განვითარებული იყო.00:03:49
00:03:49
ხოლო საზღვაო პორტის მეშვეობით შესაძლებელი იყო
მისი წიგნების ინგლისში გადაგზავნა. 00:03:54
00:03:54
პროფესორი გვიდო ლატრე დაგვათვალიერებინებს ქუჩებს,
სადაც დაახლოებით 500 წლის წინ ტინდალს არაერთხელ გაუვლია. 00:04:02
00:04:02
ბელგიაში უბრალო ხალხს თავისუფლად მიუწვდებოდა ხელი
ჰოლანდიურ ენაზე ნათარგმნ ბიბლიაზე.00:04:07
00:04:07
ამან ტინდალში იმის სურვილი აღძრა,
რომ მის თანამემამულეებსაც ჰქონოდათ ბიბლია მშობლიურ ენაზე.00:04:13
00:04:13
ინგლისის პორტი ჩრდილოეთ ევროპაში ყველაზე დიდი იყო
და ყველაფერი ზედმიწევნით კონტროლდებოდა.00:04:19
00:04:19
ამდენად ბიბლიების შეტანა დიდ სირთულეს წარმოადგენდა.00:04:23
00:04:23
ამიტომ ასეთ მიწისქვეშა სარდაფებში, სადაც ახლა ვიმყოფებით,00:04:27
00:04:27
ტინდალის მიერ ნათარგმნი ბიბლიის ცალკეულ ფურცლებს
სხვა შედარებით დიდი ფორმატის წიგნებში აწყობდნენ,00:04:34
00:04:34
რომელთა ინგლისში შეტანაც აკრძალული არ იყო.00:04:37
00:04:37
ისინი ფუთავდნენ ამ წიგნებს და მთლიან შეკვრას ნიშანს ადებდნენ.00:04:41
00:04:41
ხოლო, როცა ტვირთი ინგლისში ჩავიდოდა,
ადრესატს ამ ნიშნის წყალობით ადვილად შეეძლო ამოეცნო,00:04:47
00:04:47
თუ სად უნდა ეძებნა ბიბლიის ფურცლები.00:04:50
00:04:50
ტინდალის სიცოცხლის ბოლოს მის მიერ ნათარგმნი
ბიბლიის უკვე დაახლოებით 30 000 ეგზემპლარი იყო ხელმისაწვდომი.00:04:58
00:04:58
ის მართლა საოცარი გაბედულების მქონე ადამიანი იყო,00:05:01
00:05:01
რომელმაც უდიდესი რისკის ფასად
თავისი სიცოცხლე ამ საქმიანობას მიუძღვნა.00:05:06
00:05:09
უილიამ ტინდალი დააპატიმრეს აქ ვილბორტში,
ბრიუსელის ჩრდილოეთით. 00:05:14
00:05:14
იმ ერთი წლის განმავლობაში, რომელიც ციხეში დაჰყო,00:05:17
00:05:17
მას ალბათ არაერთხელ წარმოედგინა მტანჯველი სიკვდილი,
რომელიც გარდაუვალი იყო. 00:05:23
00:05:23
ტინდალმა უდიდესი წვლილი შეიტანა ინგლისური ენის განვითარებაში,
რამაც მას სახელი გაუთქვა.00:05:29
00:05:29
თუმცა მისი მიზანი სახელის მოხვეჭა როდი იყო.00:05:32
00:05:32
ტინდალს უყვარდა ღვთის სიტყვა.00:05:34
00:05:34
ის იზიარებდა ფსალმუნმომღერლის სიტყვებს, რომელმაც დაწერა,
„როგორ მიყვარს შენი კანონი!“.00:05:42
00:05:44
სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, ბიბლიაში ჩაწერილი სიბრძნის სიტყვები00:05:49
00:05:49
საუკუნეებს გადაურჩა და ჩვენამდე უცვლელი სახით მოაღწია.00:05:54
00:05:54
ეჭვგარეშეა, რომ ყოველთვის იყვნენ ადამიანები,
რომლებიც დიდად აფასებდნენ ღვთის სიტყვას.00:06:00
ისინი დიდად აფასებდნენ ბიბლიას — ნაწყვეტი (უილიამ ტინდალი)
-
ისინი დიდად აფასებდნენ ბიბლიას — ნაწყვეტი (უილიამ ტინდალი)
1536 წლის შემოდგომაზე უილიამ ტინდალი
ციხის საკნიდან ვილბორდის სასახლეში გადაიყვანეს,
სადაც ის სიკვდილით უნდა დაესაჯათ.
ის მისთვის მომზადებულ ბოძზე ჩამოახრჩვეს,
შემდეგ კი მისი სხეული ყველას დასანახად დაწვეს.
რით დაიმსახურა ტინდალმა ასეთი სასტიკი განაჩენი?
ის დიდად აფასებდა ბიბლიურ ჭეშმარიტებას.
ღვთის სიტყვის გამოკვლევის შედეგად
მან ეკლესიის სწავლებები უარყო.
მას სიცოცხლის ბოლო წუთამდე მტკიცედ სწამდა,
რომ ბიბლია ღვთის სიტყვა იყო.
უილიამ ტინდალი იყო პირველი მათ შორის,
ვინც ბიბლია დედნისეული ენებიდან ინგლისურ ენაზე თარგმნა.
ტინდალი დაიბადა მე-15 საუკუნის მიწურულს გლოსტერშირის საგრაფოში.
როცა წამოიზარდა, ის განათლების მისაღებად ოქსფორდში გაემგზავრა
და მოგვიანებით მღვდელმსახურება დაიწყო.
მე-15 საუკუნეში რელიგიური წინამძღოლები
ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის,
რომ ბიბლია ხელმისაწდომი არ გამხდარიყო უბრალო ხალხისთვის.
იმ დროისათვის ეკლესიაში მხოლოდ ლათინურ ბიბლიას იყენებდნენ,
რომელსაც მღვდლები თავისებურად ხსნიდნენ.
ხალხს მასზე ხელი არ მიუწვდებოდა.
ტინდალს ბიბლიის ინგლისურ ენაზე თარგმნის უფლება არ მისცეს.
მან ნებართვის მისაღებად ლონდონის ეპისკოპოსს მიმართა,
რათა ინგლისურ ენაზე „ახალი აღთქმის~ თარგმნა
ბერძნული ორიგინალიდან დაეწყო.
თუმცა ამაოდ.
წინააღმდეგობის ტალღის აგორების გამო ტინდალმა ჩათვალა,
რომ ინგლისში ბიბლიის თარგმნის მცდელობას აზრი არ ჰქონდა.
ამიტომ გავლენიანი ვაჭრების დახმარებით,
რომლებიც მის მიმართ დადებითად იყვნენ განწყობილი,
ტინდალმა გერმანიას მიაშურა,
სადაც უფრო მარტივად შეძლებდა, „ახალი აღთქმის“ ინგლისურ ენაზე თარგმნას.
მის მიერ შესრულებული თარგმანი 1525 წელს გამოიცა.
შემდგომში განვითარებული მოვლენების შესახებ
დოქტორი კარენ ლიმპერ-ჰერიზი მოგვითხრობს,
რომელიც ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში მთავარი კურატორი გახლავთ.
თქვენ წინაშეა ტინდალის მიერ ნათარგმნი
„ახალი აღთქმის“ პირველი გამოცემის არასრული ნაწილი,
რომელიც 1525 წელს ქალაქ კელნის სტამბაში დაიბეჭდა.
ამ თარგმანის პირველი გამოცემიდან მხოლოდ ეს ნაწილია შემორჩენილი,
რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბიბლიის ბეჭდვა სახიფათო საქმე იყო.
მბეჭდავი, რომელმაც თავის თავზე აიღო ეს პასუხისმგებლობა,
ერთხელაც დათვრა და შემთხვევით წამოსცდა,
რომ ვიღაც უილიამ ტინდალისთვის „ახალ აღთქმას“ ბეჭდავდა.
როგორც კი ეს ამბავი ხელისუფლების ყურამდე მივიდა,
ისინი თავს დაესხნენ სტამბას.
ტინდალი და მისი თანამოაზრეები გაიქცნენ,
მდინარე რაინი გადაკვეთეს და თავი შეაფარეს ქალაქ ვორმს.
მათ მხოლოდ „მათეს სახარების“ დაბეჭდვა მოასწრეს.
ვორმსში ტინდალმა შეძლო წამოწყებული საქმის დასრულება
და„ როგორც იქნა“ მის მიერ ნათარგმნმა
ბერძნულმა წერილებმა, მზის შუქი იხილა.
1526 წელს ამ თარგმანის 3 000 მეტი ეგზემპლარი დაიბეჭდა.
მოგვიანებით ტინდალი გერმანიიდან ანტვერპენში გაემგზავრა.
ეს ხმაურიანი და ხალხმრავალი ქალაქი იდეალური ადგილი აღმოჩნდა
მისი საქმიანობის გასაგრძელებლად.
აქ ბეჭდვითი ინდუსტრია საკმაოდ განვითარებული იყო.
ხოლო საზღვაო პორტის მეშვეობით შესაძლებელი იყო
მისი წიგნების ინგლისში გადაგზავნა.
პროფესორი გვიდო ლატრე დაგვათვალიერებინებს ქუჩებს,
სადაც დაახლოებით 500 წლის წინ ტინდალს არაერთხელ გაუვლია.
ბელგიაში უბრალო ხალხს თავისუფლად მიუწვდებოდა ხელი
ჰოლანდიურ ენაზე ნათარგმნ ბიბლიაზე.
ამან ტინდალში იმის სურვილი აღძრა,
რომ მის თანამემამულეებსაც ჰქონოდათ ბიბლია მშობლიურ ენაზე.
ინგლისის პორტი ჩრდილოეთ ევროპაში ყველაზე დიდი იყო
და ყველაფერი ზედმიწევნით კონტროლდებოდა.
ამდენად ბიბლიების შეტანა დიდ სირთულეს წარმოადგენდა.
ამიტომ ასეთ მიწისქვეშა სარდაფებში, სადაც ახლა ვიმყოფებით,
ტინდალის მიერ ნათარგმნი ბიბლიის ცალკეულ ფურცლებს
სხვა შედარებით დიდი ფორმატის წიგნებში აწყობდნენ,
რომელთა ინგლისში შეტანაც აკრძალული არ იყო.
ისინი ფუთავდნენ ამ წიგნებს და მთლიან შეკვრას ნიშანს ადებდნენ.
ხოლო, როცა ტვირთი ინგლისში ჩავიდოდა,
ადრესატს ამ ნიშნის წყალობით ადვილად შეეძლო ამოეცნო,
თუ სად უნდა ეძებნა ბიბლიის ფურცლები.
ტინდალის სიცოცხლის ბოლოს მის მიერ ნათარგმნი
ბიბლიის უკვე დაახლოებით 30 000 ეგზემპლარი იყო ხელმისაწვდომი.
ის მართლა საოცარი გაბედულების მქონე ადამიანი იყო,
რომელმაც უდიდესი რისკის ფასად
თავისი სიცოცხლე ამ საქმიანობას მიუძღვნა.
უილიამ ტინდალი დააპატიმრეს აქ ვილბორტში,
ბრიუსელის ჩრდილოეთით.
იმ ერთი წლის განმავლობაში, რომელიც ციხეში დაჰყო,
მას ალბათ არაერთხელ წარმოედგინა მტანჯველი სიკვდილი,
რომელიც გარდაუვალი იყო.
ტინდალმა უდიდესი წვლილი შეიტანა ინგლისური ენის განვითარებაში,
რამაც მას სახელი გაუთქვა.
თუმცა მისი მიზანი სახელის მოხვეჭა როდი იყო.
ტინდალს უყვარდა ღვთის სიტყვა.
ის იზიარებდა ფსალმუნმომღერლის სიტყვებს, რომელმაც დაწერა,
„როგორ მიყვარს შენი კანონი!“.
სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, ბიბლიაში ჩაწერილი სიბრძნის სიტყვები
საუკუნეებს გადაურჩა და ჩვენამდე უცვლელი სახით მოაღწია.
ეჭვგარეშეა, რომ ყოველთვის იყვნენ ადამიანები,
რომლებიც დიდად აფასებდნენ ღვთის სიტყვას.
-