JW subtitle extractor

როგორ გამოვნახო საერთო ენა მშობლებთან?

Video Other languages Share text Share link Show times

პატარა რომ იყავი, ალბათ ყველაფერს
დედიკოს და მამიკოს ეკითხებოდი.
ახლა კი შეიძლება ფიქრობ,
რომ მშობლები ვეღარ გიგებენ.
და მაინც, ზოგჯერ გინდა, მათ გული გადაუშალო.
მაგრამ როგორ უნდა მოიქცე,
თუ ცდილობ მშობლებთან დალაპარაკებას,
ისინი კი არ გისმენენ?
თუ ხმას აუწევ, საეჭვოა რომ მოგისმინონ.
ასე ვერც პატივისცემას გამოავლენ მათ მიმართ.
თუმცა არც გაჩუმება ივარგებს.
იგავების მე-15 თავის 22-ე მუხლი
გვირჩევს, გულახდილად ვისაუბროთ,
თუ გვინდა, რომ მიზანს მივაღწიოთ.
ასე რომ, გაჩუმებით პრობლემას ვერ მოაგვარებ.
აჯობებს, მშობლებთან სალაპარაკოდ
უკეთესი დრო შეარჩიო
ან წერილი დაუწერო,
სადაც გულწრფელად და
პატივისცემით იტყვი, რაც გაწუხებს.
მაგრამ როგორ უნდა მოიქცე მაშინ,
როცა მშობლებს სურთ შენთან საუბარი,
შენ კი არა?
შესაძლოა სკოლაში ცუდი დღე
გქონდა და ხასიათზე არ ხარ.
შეიძლება ამ დროს მშობლის კითხვებს
იძულებით და უხალისოდ უპასუხო,
ორივენი დაიძაბოთ და საუბარი არ გამოგივიდეთ.
მაგრამ თუ გაჩუმდები, განწყობას ვერ გამოიკეთებ.
უფრო მეტიც,
მშობლები იფიქრებენ, რომ ცუდი რამ
შეგემთხვა ან რაღაცას უმალავ.
ნაცვლად ამისა, აჯობებს, ისეთ
რამეზე დაიწყო მათთან საუბარი,
რაც ხასიათზე მოგიყვანს.
ასე დაძაბულობაც მოგეხსნება და
თავისუფლად დალაპარაკებასაც შეძლებ.
გახსოვდეს,
მშობლები ყოველთვის მზად არიან
შენ დასახმარებლად.
მთავარია, შეარჩიო სიტყვები
და ისაუბრო პატივისცემით.
არ დაგავიწყდეს, რომ მშობლები შენი
მტრები კი არა, მეგობრები არიან.
ნათქვამია, ძალა ერთობაშიაო.
ასე რომ, სირთულეებთან მარტო შეჭიდებას
აჯობებს, უარი არ თქვა დახმარებაზე.