JW subtitle extractor

დაფიქრდი, სანამ დალევ!

Video Other languages Share text Share link Show times

ბევრი ფიქრობს, რომ თუ დალევს,
დროს უფრო სასიამოვნოდ გაატარებს.
მაგრამ იგავების 23:32-ში ვკითხულობთ,
რომ ზოგჯერ ალკოჰოლი გველივით იკბინება.
თუ შენს ქვეყანაში ალკოჰოლთან
დაკავშირებით კანონები არსებობს,
მათი დარღვევის შემთხვევაში,
შეიძლება დაგაჯარიმონ,
დაგაკისრონ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა,
ჩამოგართვან მართვის მოწმობა
ან დაგაპატიმრონ კიდეც.
ასეც რომ არ მოხდეს,
როცა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ხარ,
შეიძლება გაგიჭირდეს თავშეკავების გამოვლენა.
მაგალითად, შეიძლება ისეთი
რამ თქვა ან გააკეთო,
რასაც მოგვიანებით ინანებ.
წარმოიდგინე წვეულებაზე ხარ,
სადაც ზოგმა დალევა დაიწყო
და ხვდები, რომ ამას კარგი არაფერი მოჰყვება.
როგორ მოიქცევი?
ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ წინდახედული
ხედავს უბედურებას და თავს არიდებს მას.
დაფიქრდი, რა შეიძლება მოხდეს თუ დარჩები.
ხომ არ ჯობია მანამდე დატოვო იქაურობა,
ვიდრე მასხრად აგიგდებენ.
შეგიძლია წინასწარ შეუთანხმდე მშობლებს,
რომ თუ წვეულების დატოვებას გადაწყვეტ,
დაურეკავ ან შეტყობინებას გაუგზავნი მათ.
იმ შემთხვევაში როგორ მოიქცევი,
თუ ვინმე დალევას დაგაძალებს?
რომაელების მე-6 თავის მე-16 მუხლიდან ვიგებთ,
რომ როცა სხვებს უფლებას ვაძლევთ,
ჩვენ ნაცვლად მიიღონ გადაწყვეტილებები,
მათი მონები ვხდებით.
შეგიძლია აჰყვე თანატოლებს
და მათ უფლება მისცე, მართონ შენი ცხოვრება,
ან მტკიცედ უთხრა მათ,
არა, გმადლობთ.
ბოდიში, მაგრამ ალკოჰოლს არ ვსვამ.
როგორ მოიქცევი თუ სახლში დაბრუნებას აპირებ
და ხედავ, რომ მეგობარი, რომელიც
საჭესთან უნდა დაჯდეს ნასვამია?
ბიბლიაში წერია, რომ სულელებთან საქმის
დამჭერი, ხიფათს გადაეყრება.
რა შეიძლება მოხდეს, თუ ნასვამ
მძღოლს ჩაუჯდები მანქანაში?
მაშ როგორ უნდა მოიქცე?
ეცადე თავი აარიდო ისეთ სიტუაციებს,
როცა იძულებული იქნები,
ნასვამ მძღოლს ჩაუჯდე მანქანაში.
წინასწარ მოიფიქრე, ასეთ
შემთხვევაში რით დაბრუნდები სახლში.
გახსოვდეს, დროის სასიამოვნოდ გასატარებლად
დალევა აუცილებელი არ არის.
მოერიდე მათ გვერდით ყოფნას,
ვინც ფიქრობს, რომ ალკოჰოლის გარეშე,
კარგ დროს ვერ გაატარებს.
და კიდევ,
დაფიქრდი სანამ დალევ.