JW subtitle extractor

რაფიკა მორისი: სამართალს ვეძებდი

Video Other languages Share text Share link Show times

შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში
რასობრივი დისკრიმინაციის დროს გავიზარდე.
იმ დროს შავკანიანები თეთრკანიანებისგან
გამოყოფილი იყვნენ.
ყველგან წარწერები იყო,
რაც მიგვანიშნებდა, სად შეგვეძლო მისვლა
და სად – არა.
არ მესმოდა, რატომ ვერ ვნახულობდით საერთო ენას.
50 ცენტი. დიახ, ბატონო.
მადლობა, ბატონო.
ბებია, რატომ ეძახი ამ პატარა ბიჭს ბატონოს?
ჩუმად! იცოდე შენი ადგილი!
როცა სატვირთო მანქანაში დავბრუნდით,
ბებიას ვუთხარი:
არ მინდა, ჩემი რასის გამო ვინმემ დამჩაგროს.
ბებიამ იცოდა, რომ ბიბლიის კითხვა მიყვარდა.
ბავშვობაში ყოველთვის ვკითხულობდი,
თუმცა ბევრს ვერაფერს ვიგებდი.
ხშირად ვლოცულობდი და ღმერთს ვეკითხებოდი:
რით ვარ სხვებისგან განსხვავებული?
რატომ არ შეგვიძლია ერთად ცხოვრება?
მოგვიანებით ერთ-ერთ პოლიტიკურ
დაჯგუფებას შევუერთდი.
ამ ჯგუფის წევრები ამბობდნენ, რომ
უსამართლობას ებრძოდნენ.
ამიტომ ვიფიქრე, რომ სწორედ იქ იყო ჩემი ადგილი.
ძალიან მინდოდა, ხალხის გაერთიანებაში
ჩემი წვლილი შემეტანა.
ეს იყო ჩემი მიზანი.
ვაპროტესტებდით პოლიციის მხრიდან ძალადობას,
რაც იმ დროს ყველასთვის თვალშისაცემი იყო.
ზოგიერთი რამ, რასაც ჩვენი დაჯგუფება აკეთებდა,
ძალიან მომწონდა.
თუმცა, მაფიქრებდა ისიც, რომ
ყოველდღე სამხედრო წვრთნას გავდიოდით
და იარაღის გამოყენებას ვსწავლობდით.
ამ დროს ჩემს თავს ვეკითხებოდი:
ამისთვის გავწევრიანდი ამ ჯგუფში?
ეს ხომ ძალიან განსხვავდება იმისგან,
რაც მე მინდოდა.
გადავწყვიტე, ღმერთს დავბრუნებოდი.
განვაახლე ბიბლიის კითხვა, რადგან
მივხვდი, რომ არაფრის შეცვლა არ შემეძლო.
ბიბლია, რომელზეც ხელი მიმიწვდებოდა,
„მეფე ჯეიმზის თარგმანი“ იყო.
ვკითხულობდი და ვკითხულობდი,
მაგრამ ვერაფერს ვიგებდი.
მოგვიანებით კუნძულ იამაიკაზე გადავედით,
სადაც ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ წავაწყდი.
როცა მისი კითხვა დავიწყე,
ჩემთვის ბევრი რამ გასაგები გახდა.
ძალიან მომეწონა, რომ
ამ თარგმნაში მოძველებული და
გაუგებარი სიტყვები არ ეწერა
და მინდოდა, მეც ასეთი ბიბლია მქონოდა.
ერთ დღესაც ორმა ქალბატონმა კარზე მომიკაკუნა.
არ ვიცოდი, რომ იეჰოვას მოწმეები იყვნენ.
ერთადერთი, რაც შევნიშნე, მათი ბიბლია იყო და ვკითხე:
ეს ბიბლია საიდან გაქვთ?
ისინი დამპირდნენ, რომ მას მეც მომიტანდნენ
და ბიბლიასთან ერთად მისი შესწავლაც შემომთავაზეს.
პირველად, როდესაც იეჰოვას მოწმეების კონგრესს დავესწარი,
10 000-მდე ადამიანი იყო ერთად შეკრებილი.
ყველა განსხვავებული კანის ფერის და წარმომავლობის იყო.
იეჰოვამ თითქოს ჩემს ლოცვას უპასუხა და მითხრა,
რომ სხვადასხვა რასის ადამიანებს
შეეძლოთ ერთად ყოფნა და მშვიდობიანი ურთიერთობა,
და რომ ის მიუკერძოებელი ღმერთია.
ძალიან ბედნიერი ვიყავი.
ეს ზუსტად ის ორგანიზაცია იყო, სადაც მინდოდა ყოფნა.
ადამიანებს ერთმანეთისგან არ ვასხვავებ.
ნებისმიერთან ვსაუბრობ ღმერთის შესახებ
და მეგობრებს წარმომავლობის მიხედვით არ ვირჩევ.
ახლა ჩემი ცხოვრება აზრით სავსეა,
რადგან ვიცი, რას ასწავლის ბიბლია.
ვიცი, რომ მხოლოდ ღმერთი
და მისი სამეფო დაამყარებს ნამდვილ მშვიდობას.
იეჰოვამ თავისი ხალხი გააერთიანა.
ძალიან მინდა, რომ რაც შეიძლება
მეტმა ადამიანმა გაიცნოს იეჰოვა
და საკუთარ თავზე გამოსცადოს ეს ერთობა.
მადლიერი ვარ, რომ იეჰოვამ უპასუხა ჩემს ლოცვას.