JW subtitle extractor

რატომ ღირს პატიოსნად ცხოვრება?

Video Other languages Share text Share link Show times

მოგება ყველას უყვარს.
მაგრამ მაშინაც მოიგებ,
თუ ყოველთვის პატიოსნად მოიქცევი?
მატყუარები არავის უყვარს,
მაგრამ ზოგჯერ ისე ჩანს,
რომ ვინც იტყუება,
წარმატებასაც ის აღწევს.
შეიძლება იფიქრო:
„რაღა მაინცდამაინც მე
უნდა ვიყო პატიოსანი,
მითუმეტეს, თუ ჩემი საქციელით
არავინ ზარალდება?!“
სინამდვილეში,
უპატიოსნობით უფრო მეტს დაკარგავ,
ვიდრე შეიძენ.
და თუ ამ გზას დაადგები,
გაჩერება ძალიან გაგიჭირდება.
ერთი ტყუილი თუ გაამართლებს,
დიდი ალბათობით, მას მეორეც მოჰყვება.
შეიძლება ჩათვალო, რომ
თუ სიმართლეს ბოლომდე არ იტყვი,
არაფერი დაშავდება.
მაგრამ ამით არასწორ წარმოდგენას
შეუქმნი ადამიანებს მომხდარზე,
რაც იგივე ტყუილია.
და თუ ფაქტებს გააზვიადებ
იმ მიზნით, რომ სხვებს თავი მოაწონო?
გახსოვდეს, რომ თავის ისეთად
წარმოჩენა, როგორიც არ ხარ,
ასევე ტყუილია.
თავიდან ამაში შეიძლება დიდი
პრობლემა ვერ დაინახო,
მაგრამ შემდეგ აღმოაჩენ, რომ
სულ სხვა პიროვნებად იქეცი.
ტყუილებით ცხოვრება
მოსვენებას დაგიკარგავს.
ნელ-ნელა ვეღარც გააკონტროლებ,
სად რა მოიტყუე
და საბოლოოდ
ცუდად დაამთავრებ.
ბიბლია იგავების 21:6-ში ამბობს,
რომ ყველაფერი, რასაც
ტყუილის შედეგად მოვიპოვებთ,
„ნისლივით ქრება“.
სიცრუემ არამხოლოდ ოჯახის
წევრების ნდობა და პატივისცემა,
არამედ მეგობრებიც
შეიძლება დაგაკარგვინოს.
და თუ სულ უპატიოსნოდ იცხოვრებ,
ამას ბევრად მძიმე შედეგები მოჰყვება.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,
თუ უპატიოსნოდ იცხოვრებ,
საკუთარ თავთან მართალი ვერასოდეს იქნები.
მაგრამ თუ გადაწყვეტ, რომ
ყოველთვის პატიოსნად მოიქცე,
დარწმუნდებდი, რომ ეს სწორი არჩევანია.
როცა ცდუნება გექნება, რომ
უპატიოსნო გზით გამოძვრე სიტუაციიდან,
უარი თქვი ამაზე!
ნამდვილი კმაყოფილება
მხოლოდ პატიოსანი შრომით
მიღწეულ შედეგს მოაქვს.
ყოველთვის სიმართლე თქვი!
შეიძლება ამას მცირე
უსიამოვნებები მოჰყვეს,
მაგრამ ასე მშობლების თვალში
პატივისცემას და ნდობას მოიპოვებ
და შეცდომებიდანაც ბევრს ისწავლი.
ასევე შეიძენ მეგობრებს, რომლებიც
დაგაფასებენ ისეთს, როგორიც ხარ.
პატიოსნება ყოველთვის
დაგიფასდება ოჯახშიც,
მეგობრებთანაც
და საკუთარ თავთანაც.