JW subtitle extractor

როგორ გავუმკლავდე მარტოობას?

Video Other languages Share text Share link Show times

დღეს კომუნიკაციის
უამრავი საშუალება არსებობს.
მიუხედავად ამისა,
ბევრი მაინც
მარტოსულად გრძნობს თავს.
შენთვისაც ნაცნობია ეს გრძნობა?
მეგობრებისგან შორს ხომ არ გიწევს ყოფნა?
ან ხომ არ ფიქრობ,
რომ სხვები შენ გარეშე ერთობიან
და შენ არავის ახსენდები?
მარტოობა რთულია.
თუ ასე გრძნობ თავს,
ნუ იფიქრებ,
რომ პრობლემა შენშია.
უბრალოდ, უფრო მეტად უნდა მოინდომო
სხვებთან ურთიერთობა.
საკუთარ თავში ჩაკეტვა
საუკეთესო გამოსავალი არ არის.
ბიბლიაში ნათქვამია:
„ვინც ხალხს გაურბის,
მარტო საკუთარ თავზე ფიქრობს“.
ასე რომ, თუ მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრებ,
მარტოობის გრძნობას ვერ გაუმკლავდები.
თუ გიჭირს მეგობრების შეძენა,
ეცადე, სხვებს სიკეთე გაუკეთო.
გულუხვობა ბედნიერებას მოგანიჭებს
და სხვებსაც გაუჩნდებათ
შენთან ურთიერთობის სურვილი.
ნუ იფიქრებ, რომ რაც უფრო მეტი
მეგობარი გეყოლება,
მით უკეთესი.
მთავარია, კარგი მეგობრები აარჩიო.
დაფიქრდი,
მეხმარებიან ჩემი მეგობრები,
რომ უკეთესი ადამიანი გავხდე?
გახსოვდეს,
სოციალური ქსელები
ვერასდროს ჩაანაცვლებს
ცოცხალ ურთიერთობებს.
ნიშნავს ეს იმას,
რომ ყოველთვის სხვების გარემოცვაში იყო?
ნამდვილად არა.
ზოგჯერ დრო მარტომაც უნდა გაატარო.
ეს საშუალებას მოგცემს,
ისეთი რამეებით დაკავდე,
რაც შენთვის სასარგებლო იქნება.
მაგალითად, ჯანსაღად იკვებო,
ივარჯიშო
ან რაიმე საინტერესო გააკეთო.
თუ ყველაფერი სცადე,
მაგრამ თავს მაინც მარტოდ გრძნობ,
არ დანებდე,
შენს გრძნობებზე მშობლებს ესაუბრე.
შეიძლება გადაწყვიტოთ,
რომ ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია.
ოჯახის და მეგობრების მხარდაჭერით
გაუმკლავდები უარყოფით გრძნობებს.
ამაში ლოცვაც დაგეხმარება.
ბიბლია გვარწმუნებს,
რომ ღმერთი მზრუნველობის გარეშე
არავის ტოვებს.
ის შენზეც იზრუნებს და დაგეხმარება,
უარყოფით გრძნობებს გაუმკლავდე.
მარტოობის გრძნობა
შეიძლება ყველას დაეუფლოს,
მაგრამ თუ იზრუნებ საკუთარ თავზე
და სხვებსაც მისცემ შესაძლებლობას,
რომ დაგეხმარონ,
შეძლებ მარტოობასთან გამკვლავებას.