00:00:10
ვინაიდან ჟირაფები ყველაზე მაღალი ცხოველები არიან,00:00:14
00:00:14
მათთვის ხის კენწეროდან ფოთლების მოწყვეტა სირთულეს არ წარმოადგენს.00:00:18
00:00:18
მაგრამ წყლის დასალევად დახრა ჟირაფისთვის მარტივი სულაც არაა.00:00:23
00:00:23
ამას ისიც ემატება,
რომ მიზიდულობის ძალას უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა.00:00:29
00:00:29
ჩვეულებრივ მიზიდულობის ძალით ყველა სითხე ქვევით მიემართება.00:00:34
00:00:34
სითხე მაღლა მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა,00:00:37
00:00:37
თუ გრავიტაციის ძალა დაიძლევა.00:00:40
00:00:40
რაც უფრო მაღლაა სითხე ასატყორცნი,00:00:43
00:00:43
მით უფრო მეტი წნევაა საჭირო.00:00:45
00:00:45
ზრდასრული ჟირაფის შემთხვევაში, 00:00:48
00:00:48
სისხლი გულიდან ორი მეტრის ან უფრო მეტ სიმაღლეზე უნდა აიტყორცნოს.00:00:53
00:00:53
ამისთვის ჟირაფს ძალიან მაღალი სისხლის წნევა სჭირდება.00:00:57
00:00:57
გაცილებით მეტი,
ვიდრე სხვა ნებისმიერ ძუძუმწოვარს.00:01:00
00:01:00
დაახლოებით ორჯერ უფრო მეტი,00:01:02
00:01:02
ვიდრე ადამიანს აქვს.00:01:05
00:01:05
ამხელა წნევა 00:01:06
00:01:06
სხვა ცხოველებში თუ ადამიანებში 00:01:09
00:01:09
ჯანმრთელობის ისეთ სერიოზულ პრობლემებს იწვევს,
როგორებიცაა00:01:12
00:01:12
კიდურების შეშუპება,
თირკმლისა და გულის უკმარისობა თუ ინსულტი.00:01:17
00:01:17
როგორ უმკლავდება ჟირაფის ორგანიზმი ამხელა წნევას?00:01:22
00:01:22
მართალია, ყველა დეტალი ცნობილი არ არის,00:01:25
00:01:25
მაგრამ მეცნიერებს აქვთ გარკვეული ახსნა,00:01:27
00:01:27
თუ როგორ ახერხებს ამას ჟირაფი.00:01:30
00:01:30
ზრდასრული ჟირაფის გულის კუნთი საკმაოდ სქელია.00:01:34
00:01:34
ადამიანებში მაღალი წნევა იწვევს
გულის კუნთის გასქელებას და გაუხეშებას,00:01:39
00:01:39
რაც აქვეითებს მის ეფექტურ მუშაობას.00:01:42
00:01:42
მაგრამ ჟირაფის გულის კუნთი ელასტიკურობას
არ კარგავს და სისხლს უპრობლემოდ ტუმბავს.00:01:49
00:01:49
როცა ჟირაფი წყლის დასალევად დაბლა იხრება,00:01:53
00:01:53
წესით მის თავში მაღალი წნევა წარმოიქმნება,00:01:56
00:01:56
მაგრამ ჟირაფს ამ დროს წნევა არაფერს ვნებს.00:01:59
00:01:59
საინტერესოა რატომ?00:02:02
00:02:02
ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისაა,00:02:04
00:02:04
რომ წყლის სმის დროს
ჟირაფი წინა ფეხებს განზე შლის,00:02:08
00:02:08
რაც ამცირებს ვერტიკალურ დისტანციას თავსა და გულს შორის.00:02:13
00:02:14
მაშინაც კი, როცა ის სწრაფად წევს თავს მაღლა,00:02:18
00:02:18
სისხლის მიმოქცევა არ ფერხდება,00:02:20
00:02:20
შესაბამისად ჟირაფი გონებას არ კარგავს.00:02:24
00:02:24
ჟირაფის ქვედა კიდურების არტერიებს 00:02:27
00:02:27
კისრის არტერიებთან შედარებით სქელი კედლები და მცირე დიამეტრი აქვს.00:02:33
00:02:33
ქვედა კიდურებში სისხლის ჩადინება რომ შეაფერხოს,00:02:36
00:02:36
რგოლისებრი კუნთები იკუმშება
ან, პირიქით, დუნდება და სისხლის მოძრაობას აიოლებს.00:02:43
00:02:43
ამ მექანიზმის წყალობით00:02:45
00:02:45
მაღალი წნევა ქვედა კიდურებში კონტროლდება
და არ ხდება შეშუპება.00:02:49
00:02:49
ეს ისეა, თითქოს კომპრესიული წინდები ეცვას.00:02:53
00:02:53
ჟირაფის გულ-სისძარღვთა სისტემის შესწავლა00:02:57
00:02:57
დაეხმარება ექიმებს,
რომ მიაგნონ მაღალი წნევის მართვის ახალ მეთოდებს.00:03:03
00:03:03
ჟირაფებზე დაკვირვება მეცნიერებს 00:03:07
00:03:07
უკეთესი კოსმოსური სკაფანდრების შექმნაში დაეხმარება. 00:03:10
00:03:10
კოსმოსურ ვაკუუმში სკაფანდრმა ასტრონავტს
სათანადო წნევა უნდა შეუნარჩუნოს,00:03:16
00:03:16
რომ ორგანიზმში სითხეების მოძრაობა არ შეფერხდეს.00:03:20
00:03:21
როგორც არ უნდა იყოს, ერთი რამ ცხადია,00:03:25
00:03:25
ჟირაფს შეუძლია გაუძლოს ისეთ წნევას,
რაც ჩვენთვის სასიკვდილო იქნებოდა.00:03:30
00:03:30
რას ფიქრობთ?00:03:32
00:03:32
ევოლუციის გზით განუვითარდა ჟირაფს
სისხლის მიმოქცევის ასეთი სისტემა00:03:36
00:03:36
თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?00:03:39
ვინ შექმნა? ჟირაფის სისხლის მიმოქცევის სისტემა
-
ვინ შექმნა? ჟირაფის სისხლის მიმოქცევის სისტემა
ვინაიდან ჟირაფები ყველაზე მაღალი ცხოველები არიან,
მათთვის ხის კენწეროდან ფოთლების მოწყვეტა სირთულეს არ წარმოადგენს.
მაგრამ წყლის დასალევად დახრა ჟირაფისთვის მარტივი სულაც არაა.
ამას ისიც ემატება,
რომ მიზიდულობის ძალას უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა.
ჩვეულებრივ მიზიდულობის ძალით ყველა სითხე ქვევით მიემართება.
სითხე მაღლა მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა,
თუ გრავიტაციის ძალა დაიძლევა.
რაც უფრო მაღლაა სითხე ასატყორცნი,
მით უფრო მეტი წნევაა საჭირო.
ზრდასრული ჟირაფის შემთხვევაში,
სისხლი გულიდან ორი მეტრის ან უფრო მეტ სიმაღლეზე უნდა აიტყორცნოს.
ამისთვის ჟირაფს ძალიან მაღალი სისხლის წნევა სჭირდება.
გაცილებით მეტი,
ვიდრე სხვა ნებისმიერ ძუძუმწოვარს.
დაახლოებით ორჯერ უფრო მეტი,
ვიდრე ადამიანს აქვს.
ამხელა წნევა
სხვა ცხოველებში თუ ადამიანებში
ჯანმრთელობის ისეთ სერიოზულ პრობლემებს იწვევს,
როგორებიცაა
კიდურების შეშუპება,
თირკმლისა და გულის უკმარისობა თუ ინსულტი.
როგორ უმკლავდება ჟირაფის ორგანიზმი ამხელა წნევას?
მართალია, ყველა დეტალი ცნობილი არ არის,
მაგრამ მეცნიერებს აქვთ გარკვეული ახსნა,
თუ როგორ ახერხებს ამას ჟირაფი.
ზრდასრული ჟირაფის გულის კუნთი საკმაოდ სქელია.
ადამიანებში მაღალი წნევა იწვევს
გულის კუნთის გასქელებას და გაუხეშებას,
რაც აქვეითებს მის ეფექტურ მუშაობას.
მაგრამ ჟირაფის გულის კუნთი ელასტიკურობას
არ კარგავს და სისხლს უპრობლემოდ ტუმბავს.
როცა ჟირაფი წყლის დასალევად დაბლა იხრება,
წესით მის თავში მაღალი წნევა წარმოიქმნება,
მაგრამ ჟირაფს ამ დროს წნევა არაფერს ვნებს.
საინტერესოა რატომ?
ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისაა,
რომ წყლის სმის დროს
ჟირაფი წინა ფეხებს განზე შლის,
რაც ამცირებს ვერტიკალურ დისტანციას თავსა და გულს შორის.
მაშინაც კი, როცა ის სწრაფად წევს თავს მაღლა,
სისხლის მიმოქცევა არ ფერხდება,
შესაბამისად ჟირაფი გონებას არ კარგავს.
ჟირაფის ქვედა კიდურების არტერიებს
კისრის არტერიებთან შედარებით სქელი კედლები და მცირე დიამეტრი აქვს.
ქვედა კიდურებში სისხლის ჩადინება რომ შეაფერხოს,
რგოლისებრი კუნთები იკუმშება
ან, პირიქით, დუნდება და სისხლის მოძრაობას აიოლებს.
ამ მექანიზმის წყალობით
მაღალი წნევა ქვედა კიდურებში კონტროლდება
და არ ხდება შეშუპება.
ეს ისეა, თითქოს კომპრესიული წინდები ეცვას.
ჟირაფის გულ-სისძარღვთა სისტემის შესწავლა
დაეხმარება ექიმებს,
რომ მიაგნონ მაღალი წნევის მართვის ახალ მეთოდებს.
ჟირაფებზე დაკვირვება მეცნიერებს
უკეთესი კოსმოსური სკაფანდრების შექმნაში დაეხმარება.
კოსმოსურ ვაკუუმში სკაფანდრმა ასტრონავტს
სათანადო წნევა უნდა შეუნარჩუნოს,
რომ ორგანიზმში სითხეების მოძრაობა არ შეფერხდეს.
როგორც არ უნდა იყოს, ერთი რამ ცხადია,
ჟირაფს შეუძლია გაუძლოს ისეთ წნევას,
რაც ჩვენთვის სასიკვდილო იქნებოდა.
რას ფიქრობთ?
ევოლუციის გზით განუვითარდა ჟირაფს
სისხლის მიმოქცევის ასეთი სისტემა
თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?
-