JW subtitle extractor

მეგობრებს ვპოულობთ იქ, სადაც არ ველით

Video Other languages Share text Share link Show times

მე აკილი მქვია.
18 წლის ვიყავი,
როდესაც ჩემი ოჯახი საცხოვრებლად
სხვა ქალაქში გადავიდა.
გული ძალიან მწყდებოდა,
რადგან მეგობრების დატოვება მომიწია.
ვფიქრობდი, რომ ახალ მეგობრებს ვერასოდეს შევიძენდი.
ჩემი მშობლები აქ თავს ძალიან კარგად გრძნობდნენ.
ამიტომ არ მსურდა მათი ბედნიერებისთვის
ხელი შემეშალა და მეთქვა,
თუ რას განვიცდიდი სინამდვილეში.
ახალი სკოლაც გულზე დიდად არ მეხატებოდა,
სანამ კამერონს არ შევხვდი.
ის მართლაც კარგი ბიჭი იყო.
მისი მეგობრები მალევე ჩემი მეგობრები გახდნენ.
დავითმა ჭეშმარიტების მიმართ სიყვარული,
იმ ადამიანებთან ურთიერთობითაც დაამტკიცა,
რომლებთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა.
დავფიქრდეთ ღვთის სიტყვაში მოთხრობილი
დავითისა და იონათანის სანიმუშო მეგობრობის შესახებ.
ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად,
რატომ იყო მათი მეგობრობა მტკიცე?
აკილ, შეხვედრის დროს სულ SMS-ებს აგზავნიდი.
ასე არ უნდა მოვქცეულიყავი,
მაპატიე.
მაგრამ კამერონი მართლა ძალიან კარგი ბიჭია.
ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს
ბიბლიის შესწავლაც დაიწყოს.
შენი მესმის აკილ,
მაგრამ დაფიქრდი, რამდენ დროს ვუთმობთ
იმ ადამიანებთან ურთიერთობას,
რომლებიც იეჰოვას თაყვანისმცემლები არ არიან.
მათ სხვა ფასეულობები გააჩნიათ.
იგავების 13:20 გვირჩევს:
„ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება“.
იმ ადამიანებთან მეგობრობა,
რომელთაც იეჰოვა უყვართ
მარადიულად გაგრძელდება.
კი, მაგრამ როგორ შევიძინო ასეთი მეგობარი,
როცა კრებაში ჩემი თანატოლი არავინაა?
კარგი მეგობრები შეიძლება იქ ვიპოვოთ,
სადაც ამას ნაკლებად ველით.
დედა, მე მყავდა კარგი მეგობრები,
სანამ აქ გადმოვიდოდით.
იმ საღამოს ყველანი ცუდ ხასიათზე დავდექით.
მეორე დღეს კამერონმა წვეულების
დროს გადაღებული ფოტოები ატვირთა.
ჩემი მშობლები მართლები აღმოჩნდნენ.
კამერონთან და მის მეგობრებთან
ყველანაირი ურთიერთობა გავწყვიტე.
მაგრამ თავს კვლავ მარტოსულად ვგრძნობდი.
გამარჯობა აკილ,
შაბათ დღეს მსახურება ხომ არ გაქვს დაგეგმილი?
არა, არ მაქვს.
ძალიან კარგი,
მაშინ ათის ნახევარზე რომ გავიდეთ, რას იტყვი?
მსახურების შემდეგ მაქსმა თავისთან დამპატიჟა.
შენ გადაიღე ეს ფოტოები?
მოგწონს?
ძალიან.
ჩემი მეუღლე ფოტოგრაფი იყო,
მას ძალიან უყვარდა სურათების გადაღება.
ქორწინების წლის თავზე მან ფოტოაპარატი მაჩუქა.
მას შემდეგ ფოტოების გადაღება ჩემი ჰობი გახდა.
დრო ძალიან სწრაფად გარბის.
ვერ ვიჯერებ, რომ უკვე თორმეტი წელი გავიდა მას შემდეგ,
რაც ის გარდაიცვალა.
ვწუხვარ.
მადლობა.
ახლაც გიყვარს სურათების გადაღება?
კი, ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს,
რადგან ამ დროს გულდასმით
ვაკვირდები იეჰოვას შემოქმედებას.
როცა ამ საქმით ვარ დაკავებული,
ვგრძნობ, რომ მარტო არასდროს ვარ.
კარგი მეგობრები შესაძლოა იქ ვიპოვოთ,
სადაც ამას ნაკლებად ველით.
რაც უფრო მეტ დროს ვატარებდი მაქსთან ერთად,
ვხვდებოდი, რომ ჩვენი მეგობრობა დავითისა
და იონათანის მეგობრობას ჰგავდა.
ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად,
დავითი და იონათანი ერთმანეთთან
ღვთის სიყვარულმა დაახლოვა.
ისინი ერთმანეთს რწმენაში განამტკიცებდნენ.
მაქსი დამეხმარა, რომ სულიერი განრიგი შემედგინა
და ფეხდაფეხ მივყოლოდი მას.
მართალია, ის ჩემზე გაცილებით უფროსია,
მაგრამ ჩვენ საუკეთესო მეგობრებად ვიქეცით.
აქამდე ვერ ვამჩნევდი იმას,
რაც ახლა ჩემთვის ძალიან ძვირფასია.