JW subtitle extractor

იდეები ბიბლიის კითხვის დასაწყებად

Video Other languages Share text Share link Show times

ბიბლია ყველაზე გავრცელებული წიგნია მსოფლიოში.
მაგრამ, ვინაიდან ის ძველი და დიდი წიგნია,
ბევრს ჰგონია, რომ ვერ შეძლებს მის წაკითხვას.
შესაძლოა თქვენც ასეთი დამოკიდებულება
გაქვთ ამ წიგნის მიმართ.
თუმცა, თუ რამდენიმე რჩევას გაითვალისწინებთ,
ბიბლიის კითხვა სასიამოვნო გახდება.
პირველ რიგში, აირჩიეთ
თანამედროვე და ზუსტი თარგმანი,
რომელიც ადვილად იკითხება.
ბიბლიის ზოგი გავრცელებული თარგმანი
ასობით წლის წინ არის შესრულებული
და რთულად იკითხება.
თუმცა არსებობს უფრო ახალი,
თანამედროვე თარგმანები,
რომლებიც უფრო მარტივი გასაგებია.
მაგალითად, ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“
ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და ადვილი გასაგებია.
ამის შემდეგ შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მონაკვეთი.
შეიძლება იფიქროთ, რომ კითხვის
დაწყება პირველივე გვერდიდან ჯობია.
მაგრამ გაითვალისწინეთ,
რომ ბიბლია 66 წიგნისგან შედგება.
ზოგში ისტორიაა მოცემული,
ზოგში პოეზია,
ზოგში ხილვები და წინასწარმეტყველებები.
ნაცვლად იმისა, რომ ბიბლია
თავიდან ბოლომდე წაიკითხოთ,
დაიწყეთ კითხვა იმ მონაკვეთიდან,
რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ.
თუ პოეზია მოგწონთ,
„ფსალმუნებით“ დაიწყეთ,
რომელშიც პოეტური ენითაა
გადმოცემული ბრძნული რჩევები.
თუ იესოს ცხოვრება გაინტერესებთ,
კითხვა მარკოზის მოკლე სახარებით დაიწყეთ,
რომელშიც სიუჟეტი დინამიკურად ვითარდება.
ყოველდღე რამდენიმე წუთიც რომ იკითხოთ,
ამ სახარების წასაკითხად
ათი დღეც არ დაგჭირდებათ.
გარდა ამისა, შეგიძლიათ მოუსმინოთ
ბიბლიის აუდიოჩანაწერს,
რომელიც გაგიცოცხლებთ სიუჟეტებს.
„ბედნიერია კაცი,
რომელიც ბოროტთა რჩევისამებრ არ დადის,
ცოდვილთა გზას არ ადგას და დამცინავებთან არ ზის;
იეჰოვას კანონი ანიჭებს სიამოვნებას
და კითხულობს მას დღედაღამ”.
ბიბლიის აუდიოჩანაწერს ის უპირატესობა აქვს,
რომ შეგიძლიათ ნებისმიერ
დროს და ადგილას მოუსმინოთ.
თუ კონკრეტული საკითხები
გაინტერესებთ ბიბლიიდან,
საკვლევი საშუალებები გამოიყენეთ.
შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებსაიტზე jw.org.
აქ იპოვით მუხლებს, რომლებიც
თქვენთვის საინტერესო თემებს ეხება.
მაგალითად თემაზე „როგორ გავუმკლავდეთ სტრესს“.
გარდა ამისა, შესაძლებელია ბიბლიის
„ახალი ქვეყნიერების თარგმანის“
ჩამოტვირთვა და წაკითხვა ონლაინში,
სადაც დამატებითი მასალაცაა ხელმისაწვდომი.
ამ ვებსაიტზე ეს თარგმანი უფასოდ,
ასობით ენაზეა განთავსებული.
ასე რომ, მთავარია დაიწყოთ ბიბლიის კითხვა.
ამგვარად თავად დარწმუნდებით,
რომ ეს განსაკუთრებული წიგნია,
რომელიც განურჩევლად ყველა ადამიანს
გასცემს პასუხს უმნიშვნელოვანეს კითხვებზე.
მილიონობით ადამიანი დარწმუნდა,
რომ ბიბლია არამარტო სასიამოვნო წასაკითხია,
არამედ ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის.
ასე რომ, სცადეთ.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ jw.org.