JW subtitle extractor

სერია 4: „ამისთვის ვარ მოსული“

Video Other languages Share text Share link Show times

ისინი კაპერნაუმში ჩავიდნენ.
შაბათის დადგომისთანავე ის სინაგოგაში შევიდა.
ხალხი განცვიფრებული იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა,
რადგან მწიგნობრებისგან განსხვავებით
იგი ღვთიური ძალაუფლებით ასწავლიდა.
იმ დროს სინაგოგაში ერთი უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი იყო,
გასაოცებლად,
რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეთელო?
ჩვენ მოსასპობად მოხვედი?
ვიცი, ვინცა ხარ; ღვთის წმინდა ხარ!
გაჩუმდი
და გამოდი მისგან!
უწმინდურმა სულმა ის კაცი კრუნჩხვებში ჩააგდო,
მთელი ხმით დაიყვირა და გამოვიდა.
ხალხი ამან იმდენად განაცვიფრა, რომ ერთმანეთში დაიწყეს მსჯელობა:
ეს რა არის?
რაღაც ახალი მოძღვრებაა!
უწმინდურ სულებსაც კი ისე უბრძანებს, როგორც ძალაუფლების მქონე,
და ისინიც ემორჩილებიან.
მისი ამბავი სწრაფად გავრცელდა მთელ გალილეაში.
გამოვიდნენ სინაგოგიდან იესო, იაკობი, იოანე, სიმონი და ანდრია
და ყველანი სიმონისა და ანდრიას სახლში წავიდნენ.
სიმონის სიდედრს მაღალი სიცხე ჰქონდა.
მათ იესოს შველა სთხოვეს.
იესო მიუახლოვდა მას და განკურნა ციებ-ცხელებისგან.
გამოდი მისგან.
ქალი მაშინვე წამოდგა
და მოემსახურა მათ.
მზის ჩასვლისას მასთან სხვადასხვა სენით დაავადებულები მიჰყავდათ.
გთხოვ, გვიხსენი, მოგვაშორე სნეულება, გთხოვ, მოგვიახლოვდი.
ის ხელებს ადებდა მათ და კურნავდა,
რითაც შესრულდა ესაია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი:
„მან თვითონ იტვირთა ჩვენი სნეულებანი და ატარა ჩვენი უძლურებანი.“
ბევრი თავისუფლდებოდა დემონებისგან, რომლებიც ყვიროდნენ:
შენ ღვთის ძე ხარ!
გაჩუმდი და გამოდი მისგან!
იესო კი რისხავდა მათ და ლაპარაკს უკრძალავდა,
რადგან იცოდნენ, რომ ის ქრისტე იყო.
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელოდა,
ადგა, გარეთ გავიდა და ერთ უკაცრიელ ადგილას მივიდა
იქ მან ლოცვა დაიწყო.
მოძღვარო, მოძღვარო, გვიშველე, დაგვეხმარე გთხოვთ, გემუდარებით მოძღვარო, დაგვეხმარე.
სიმონმა და მასთან ერთად მყოფებმა ძებნა დაუწყეს მას
და იპოვეს.
ყველა შენ გეძებს.
სადმე სხვაგან წავიდეთ, ახლომახლო ქალაქებში,
იქაც უნდა ვიქადაგო,
რადგან ამისთვის ვარ მოსული.
დადიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა სინაგოგებში
და ქადაგებდა სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ
ის კურნავდა ხალხს ნებისმიერი ავადმყოფობისა თუ უძლურებისგან.
მისი ამბავი მთელ სირიას მოედო;
მიჰყავდათ მასთან სხვადასხვა სენითა და სატანჯველით გაწამებული ავადმყოფები,
დემონებით შეპყრობილები, ბნედიანები,
დამბლადაცემულები და ის კურნავდა მათ.
გამოდი მისგან!
ყველაფერი მორჩა.
მას დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა გალილეიდან, დეკაპოლისიდან,
იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანის გაღმიდან.
კეთროვანი! რაა?
მივიდა მასთან ერთი კეთროვანი და მუხლი მოიყარა.
შეევედრა იესოს:
თუკი მოისურვებ,
შეძლებ ჩემს განკურნებას.
იესოს გული დაეწვა, ხელი გაიწოდა და შეეხო მას
მსურს,
განკურნებულიხარ!
მას მაშინვე გაუქრა კეთრი
და განიკურნა.
იესომ გაუშვა და თან მკაცრად გააფრთხილა:
იცოდე, ამის შესახებ არავის მოუყვე.
ახლა წადი და მღვდელს ეჩვენე.
განკურნებისთვის მოსეს მიერ დაწესებული შესაწირავი შესწირე.
ეს იქნება მათთვის მოწმობა.
ის კი წავიდა და იქაურობას მოსდო ეს ამბავი,
ყველას ამაზე ელაპარაკებოდა.
იესო თავისუფლად ვეღარ შედიოდა ქალაქში
ამიტომ გარეთ, უკაცრიელ ადგილებში რჩებოდა,
ხალხი კი ყოველი მხრიდან მაინც მიდიოდა მასთან.
თუმცა ის მაინც ხშირად დადიოდა უკაცრიელ ადგილებში და ლოცულობდა.
რამდენიმე დღის შემდეგ იესო კვლავ ჩავიდა კაპერნაუმში.
ხმა გავრცელდა, სახლშიაო  და იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი,
რომ ოთახში ტევა არ იყო, კართანაც კი აღარ იყო ადგილი.
ის მათ სასიხარულო ცნობას უქადაგებდა.
ოთხ კაცს ერთი დამბლადაცემული ჰყავდა მიყვანილი,
მაგრამ ხალხმრავლობის გამო პირდაპირ იესოსთან ვერ მიიყვანეს,
ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მოდის დრო და უკვე მოვიდა კიდეც,
როცა მკვდრები მოისმენენ
ღვთის ძის ხმას
მათ მის ზემოთ სახურავი აჰყარეს და დამბლადაცემული საკაცით ჩაუშვეს.
მოხსენით თოკები.
იესომ მათი რწმენა რომ დაინახა, დამბლადაცემულს უთხრა:
შვილო,
გეპატია ცოდვები!
იქვე რამდენიმე მწიგნობარი იჯდა და გულში ფიქრობდა:
ეს კაცი ასე რატომ ლაპარაკობს?
ღმერთს გმობს. ღვთის გარდა ვის შეუძლია ცოდვების პატიება?!
იესომ მაშინვე ამოიცნო მათი ფიქრები,
და უთხრა მათ:
ამას რატომ ფიქრობთ გულში?
რისი თქმა უფრო ადვილია დამბლადაცემულისთვის:
გეპატია ცოდვები თუ ადექი, აიღე საკაცე და იარე?
მაგრამ მინდა, ერთი რამ იცოდეთ,
კაცის ძეს ცოდვების პატიების ძალაუფლება აქვს დედამიწაზე.
შენ გეუბნები: ადექი, აიღე შენი საკაცე და წადი სახლში.
ისიც წამოდგა, მაშინვე აიღო საკაცე და ხალხის წინ გამოვიდა.
ყველანი აღფრთოვანებულები იყვნენ, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ,
მსგავსი არაფერი გვინახავსო.
იესო ისევ ზღვის ნაპირს გაუყვა; მთელი ხალხი მას მიჰყვებოდა,
ის კი ასწავლიდა მათ.
იქიდან რომ მოდიოდა, იესომ დაინახა ერთი კაცი,
სახელად მათე, რომელიც საბაჟოში იჯდა,
და უთხრა: გახდი ჩემი მოწაფე.
ისიც ადგა და გაჰყვა.
მოგვიანებით, როცა იესო და მისი მოწაფეები სუფრასთან ისხდნენ მათეს სახლში,
მათთან ერთად ნადიმობდა ბევრი ცოდვილი და მებაჟე,
რომლებიც მისი მიმდევრები გახდნენ.
ზოგმა ფარისეველმა მწიგნობარმა დაინახა, რომ იესო
ცოდვილებთან და ფარისევლებთან ერთად ჭამდა,
და მის მოწაფეებს ჰკითხა:
ის მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად ჭამს?
ექიმი ჯანმრთელებს კი არ სჭირდებათ,
არამედ ავადმყოფებს.
ამიტომ წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს:
გულმოწყალება მსურს
და არა მსხვერპლი.
მე მოვედი არა მართალთა,
არამედ ცოდვილთა მოსახმობად, რომ მოინანიონ.
მაშინ იოანეს მოწაფეები მივიდნენ მასთან და ჰკითხეს:
მოძღვარო, ჩვენც ვმარხულობთ და ფარისევლებიც, მაგრამ
შენი მოწაფეები რატომ არ მარხულობენ?
რა აქვთ საგლოვი ნეფის მეგობრებს, სანამ ნეფე მათთან არის?!
ვისაც პატარძალი ჰყავს, ის ნეფეა, ხოლო ნეფის მეგობარს,
რომელიც მის გვერდითაა და ისმენს ნეფის ხმას,
თვითონაც ძალიან უხარია.
თუმცა მოვა დრო, როცა ნეფეს წაართმევენ მათ
და მაშინ იმარხულებენ.
ძველ მოსასხამს არავინ ადებს ახალი ქსოვილის საკერებელს,
რადგან, როცა ის შედგება, მოეხევა ძველს და ნახვრეტი უფრო გადიდდება.
არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში,
რადგან, თუ ჩაასხეს, ტიკები დასკდება
და აღარაფრად ივარგებს, ღვინო კი დაიღვრება.
ასე რომ, ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ
და ორივე ინახება.
ვინც ძველ ღვინოს დალევს ახალს აღარ მოინდომებს
რადგან იტყვის, ძველი კარგიაო.
იესო წავიდა და იუდეის სინაგოგებში ქადაგებდა.
ამის შემდეგ იესო იერუსალიმში ჩავიდა იუდეველთა დღესასწაულზე.
იერუსალიმში ცხვრის კარიბჭესთან, ხუთ სვეტებიან დერეფანს შორის
მოქცეულია აუზი, რომელსაც ებრაულად „ბეთზათა“ ეწოდება.
იქ ბევრი ავადმყოფი, უსინათლო და ხელგამხმარი იწვა.
მათ შორის იყო ერთი კაცი, რომელიც 38 წელი ავადმყოფობდა.
იესომ დაინახა იქ მწოლიარე
და, რადგან იცოდა მისი ხანგრძლივი ავადმყოფობის ამბავი,
ჰკითხა:
გინდა, განიკურნო?
ბატონო, არავინ მყავს, რომ როცა წყალი იძვრის, აუზში ჩამიშვას.
სანამ, სანამ აუზამდე მივალ, სხვა მასწრებს ჩასვლას.
ადექი,
აიღე შენი საწოლი და იარე!
ამის თქმა იყო და კაცი განიკურნა;
აიღო თავისი საწოლი და გაიარა.
ეს შაბათს მოხდა. ამიტომ იუდეველებმა უთხრეს განკურნებულს:
დღეს შაბათია და არ გაქვს შენი საწოლის ტარების უფლება!
ვინც განმკურნა, იმან მითხრა, აიღე შენი საწოლი და იარეო.
ვინ იყო ის კაცი, ვინც გითხრა, აიღე საწოლი და იარეო?
განკურნებულმა კი არ იცოდა, ვინ იყო იგი,
რადგან იესო იქაურობას გაეცალა და ხალხს შეერია.
ამის შემდეგ იესომ ტაძარში ნახა ის კაცი
და უთხრა: ხომ ხედავ განიკურნე,
ნუღარ შესცოდავ, რომ უარესი არ დაგემართოს!
წავიდა ის კაცი და იუდეველებს შეატყობინა,
რომ იესო იყო ის, ვინც განკურნა.
იუდეველებმა დევნა დაუწყეს იესოს იმის გამო, რომ შაბათს ხალხს კურნავდა.
მამაჩემი აქამდე შრომობს
და მეც ვშრომობ.
ამის გამო იუდეველები მეტი მონდომებით ცდილობდნენ იესოს მოკვლას,
რადგან ის არა მარტო შაბათს არღვევდა,
არამედ ღმერთს საკუთარ მამას უწოდებდა,
რითაც თავს ღმერთს უტოლებდა.
ჭეშმარიტებას გეუბნებით: ძეს თავისით არაფრის გაკეთება არ შეუძლია,
გარდა იმისა, რასაც ხედავს,
ძე მხოლოდ იმას აკეთებს, რასაც ხედავს, რომ მამა აკეთებს
მამას უყვარს თავისი ძე და რასაც აკეთებს, ყველაფერს მას აჩვენებს.
მომავალში ამაზე დიდ საქმეებსაც აჩვენებს თქვენ გასაოცებლად.
როგორც მამა აღადგენს და აცოცხლებს მკვდრებს,
ასევე ძეც, ვისაც უნდა, იმას გააცოცხლებს.
მამა არავის ასამართლებს,
რადგან მან გასამართლება ძეს მიანდო,
რათა ყველამ პატივი სცეს ძეს, როგორც მამას სცემენ პატივს.
ვინც ძეს არ სცემს პატივს, არც მამას სცემს პატივს, რომელმაც ის გამოგზავნა.
ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ის, ვინც ჩემს სიტყვას ისმენს
და სწამს ჩემი გამომგზავნელი, მარადიულ სიცოცხლეს მიიღებს
და არ გასამართლდება, არამედ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავა.
ჭეშმარიტებას გეუბნებით: მოდის დრო და უკვე მოვიდა კიდეც,
როცა მკვდრები მოისმენენ ღვთის ძის ხმას
და ვინც ყურად იღებს, იცოცხლებს.
მამას სიცოცხლის ბოძების ძალა აქვს
და მან ძესაც მისცა იმის ძალა, რომ მისცეს სხვას სიცოცხლე.
მას მისცა გასამართლების უფლებამოსილება, რადგან კაცის ძეა იგი.
ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოვა დრო,
როცა ყველა, ვინც სამარხშია, მის ხმას მოისმენს და აღდგება:
ისინი ვინც კარგს აკეთებდნენ,
სიცოცხლის მისაღებად,
ისინი კი ვინც ცუდს აკეთებდნენ, გასასამართლებლად აღდგებიან.
ჩემით არაფრის გაკეთება არ შემიძლია,
რასაც ვისმენ, იმით ვასამართლებ;
ჩემი განაჩენი იმიტომ არის სამართლიანია, რომ საკუთარი
ნების შესრულება არ მინდა,
იმის ნებას ვასრულებ ვინც გამომგზავნა.
თუ ჩემ შესახებ მხოლოდ მე ვმოწმობ,
ჩემი მოწმობა არ არის საკმარისი.
არის სხვა, ვინც მოწმობს ჩემზე
და ვიცი, რომ რასაც ის ჩემზე მოწმობს, ჭეშმარიტია.
თქვენ იოანესთან კაცები გაგზავნეთ და მან დაამოწმა ჭეშმარიტების შესახებ.
მე არ მჭირდება, რომ კაცმა დაამოწმოს ჩემზე,
მაგრამ ამას თქვენი გადარჩენისთვის ვამბობ.
ის კაცი ლამპარი იყო, რომელიც იწვოდა და ანათებდა,
თქვენ კი არ ისურვეთ, რომ დიდხანს გეხარათ მისი სინათლით;
მაგრამ მე იოანეს დამოწმებაზე დიდი მოწმობა მაქვს,
რადგან სწორედ ის საქმეები რომელთა შესრულებაც მამამ დამავალა
და რომლებსაც ვაკეთებ მოწმობს ჩემზე, რომ მამამ გამომგზავნა.
ჩემზე თავად მამამ დაამოწმა, რომელმაც გამომგზავნა.
თქვენ არც მისი ხმა მოგისმენიათ
და არც გინახავთ ის.
მისი სიტყვა ფეხს ვერ იკიდებს თქვენში, რადგან არ გწამთ
მის მიერ გამოგზავნილი ძე.
წმინდა წერილებს იკვლევთ,
რადგან ფიქრობთ, რომ მათი მეშვეობით მიიღებთ მარადიულ სიცოცხლეს;
სწორედ ისინი მოწმობენ ჩემზე,
თქვენ კი არ გინდათ ჩემთან მოსვლა, რომ იცოცხლოთ.
მე არ მინდა დიდება ადამიანთაგან,
და ისიც კარგად ვიცი, რომ თქვენ არ გიყვართ ღმერთი.
მე მამაჩემის სახელით მოვედი, მაგრამ არ მიღებთ.
ვინმე თავისი სურვილით რომ მოსულიყო, მიიღებდით.
როგორ ირწმუნებთ, როცა ერთმანეთს განადიდებთ
და ჭეშმარიტი ღვთისგან განდიდებას არ ესწრაფვით,
ნუ იფიქრებთ, რომ მე დაგდებთ მამასთან ბრალს.
თქვენი ბრალმდებელი იცით ვინ არის?
მოსე, თქვენ ხომ მისი იმედი გაქვთ?
თქვენ მოსე რომ გწამდეთ, მეც მირწმუნებდით, რადგან მან დაწერა ჩემზე.
და, თუ მისი დაწერილი არ გწამთ, ჩემს ნათქვამს როგორ ირწმუნებთ?!
შაბათ დღეს იესომ ყანაზე გაიარა.
მისი მოწაფეები გზადაგზა თავთავებს გლეჯდნენ.
რატომ აკეთებენ ესენი იმას, რაც შაბათს ნებადართული არ არის?
არ წაგიკითხავთ, რა გააკეთა დავითმა, როცა მოშივდათ
და საკვები გამოელიათ მას და მის მხლებლეს?!
როგორც ამას აბიათარ მღვდლის ისტორია გვამცნობს.
როგორ შევიდა კარავში და შეჭამა წარსადგენი პური
და თავის მხლებლებსაც მისცა,
არადა ჭამის უფლება მღვდლების გარდა არავის ჰქონდა?!
ანდა ის არ წაგიკითხავთ კანონში,
რომ შაბათობით ტაძარში მღვდლები არღვევენ შაბათს,
მაგრამ ბრალი არ ედებათ?!
მე კი გეუბნებით: აქ არის ის, ვინც ტაძარზე დიდია.
თქვენ რომ მიმხვდარიყავით, რას ნიშნავს
გულმოწყალება მსურს და არა მსხვერპლი,
მსჯავრს აღარ დასდებდით უდანაშაულოებს;
შაბათი ადამიანისთვის არის და არა ადამიანი შაბათისთვის.
ასე რომ, კაცის ძე იცოდეთ, რომ შაბათის უფალიცაა!
სხვა შაბათ დღეს ის სინაგოგაში შევიდა და ხალხს ასწავლიდა.
იქ იყო ერთი კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი გამხმარი ჰქონდა.
მწიგნობრები და ფარისევლები უთვალთვალებდნენ იესოს,
რადგან აინტერესებდათ, განკურნავდა თუ არა მას შაბათს;
რას გვეტყვი, ნებადართულია შაბათს განკურნება?
ისინი საბაბს ეძებდნენ, რომ იესოსთვის ბრალი დაედოთ.
მან ხელგამხმარ კაცს უთხრა: ადექი და შუაში გამოდი.
ნებადართულია შაბათს კარგის ან ცუდის კეთება,
სიცოცხლის ხსნა ან მოსპობა?
ხმას ვერავინ იღებდა.
ერთი ცხვარი რომ გყავდეთ და შაბათ დღეს ორმოში ჩაგივარდეთ,
განა არ მოჰკიდებთ ხელს და არ ამოიყვანთ თქვენს ცხვარს ორმოდან?!
ადამიანი ხომ ბევრად ძვირფასია, ვიდრე ცხვარი!
ასე რომ, შაბათს სიკეთის კეთება ნებადართულია.
გაიწოდე ხელი!
მანაც გაიწოდა ხელი
და მეორე ხელივით საღი გაუხდა.
მაშინ ფარისევლები გავიდნენ
და ჰეროდეს მომხრეებთან ერთად მოითათბირეს, რომ მოეკლათ იგი.
იესო მოწაფეებთან ერთად იქაურობას გაეცალა.
დიდძალი ხალხი გაჰყვა მას გალილეიდან და იუდეიდან.
იერუსალიმიდან და იდუმეიდან, იორდანის გაღმიდან
და ტვიროსისა და სიდონის შემოგარენიდანაც კი უამრავი ხალხი მივიდა მასთან,
როცა გაიგეს მისი საქმეების შესახებ.
მან თავის მოწაფეებს უთხრა, თუ ხალხი მომაწყდება, ნავი მზად გქონდეთო.
ვინაიდან იგი მრავალს კურნავდა,
მძიმედ დაავადებულნი მის ირგვლივ იყრიდნენ თავს, რომ შეხებოდნენ;
უწმინდური სულებით შეპყრობილნიც კი მის დანახვაზე ემხობოდნენ მის წინაშე
და ყვიროდნენ: შენ ღვთის ძე ხარო!
თუმცა იესო მკაცრად აფრთხილებდა მათ, რომ მის შესახებ არავისთვის მოეყოლათ.
რათა შესრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი:
„აი ჩემი საყვარელი მსახური, რომელიც ამოვირჩიე და რომელიც მოვიწონე!
ჩემს სულს დავავანებ მასზე
და ის გააგებინებს ხალხებს, რა არის სამართალი;
არც იდავებს და არც იყვირებს,
მთავარ ქუჩებშიც ვერავინ გაიგებს მის ხმას.
გადატეხილ ლერწამს არ მოტეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს,
სანამ სამართალს არ გაამარჯვებინებს.
მისი სახელის იმედი ექნებათ ხალხებს“.
იმ ხანებში ის მთაზე ავიდა, რომ ელოცა,
და მთელი ღამე ღვთისადმი ლოცვაში გაატარა.
როცა გათენდა, მოუხმო თავის მოწაფეებს
და მათგან თორმეტი ამოარჩია,
რომლებსაც მოციქულები უწოდა.
აი მისი ამორჩეული თორმეტი მოციქული:
სიმონი, რომელსაც პეტრე შეარქვა,
ზებედეს ვაჟი იაკობი
და იაკობის ძმა იოანე, რომელთაც ბოანერგესი შეარქვა,
რაც „ქუხილის ძეებს“ ნიშნავს.
ანდრია,
ფილიპე,
ბართლომე,
მათე,
თომა,
ალფეს ვაჟი იაკობი,
თადეოზი,
სიმონ კანანელი
და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.