JW subtitle extractor

სერია 5: „განცვიფრებული იყვნენ იმით, თუ როგორ ასწავლიდა“

Video Other languages Share text Share link Show times

იესო მთიდან მათთან ერთად ჩამოვიდა და ვაკეზე გაჩერდა.
იქ შეკრებილიყო უამრავი მოწაფე და დიდძალი ხალხი.
ისინი მის მოსასმენად და სნეულებათაგან განსაკურნავად მთელი იუდეიდან,
იერუსალიმიდან, ტვიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან ჩამოსულიყვნენ.
დაგვეხმარე!
მადლობა!
უწმინდური სულებით გატანჯულნიც კი იკურნებოდნენ.
ყველას უნდოდა, რომ შეხებოდა იესოს,
რადგან ძალა გამოდიოდა მისგან და ყველა იკურნებოდა.
ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი,
რადგან ასეთებისაა ზეციერი სამეფო.
ბედნიერნი არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშს პოვებენ.
ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან დაიმკვიდრებენ დედამიწას.
სიმართლეს მოწყურებულნი და მოშიებულნი ბედნიერნი არიან, რადგან ისინი გაძღებიან.
ბედნიერნი არიან გულმოწყალენი, რადგან შეწყალებულნი იქნებიან.
ბედნიერნი არიან სუფთა გულისანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ.
ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან მათ ღვთის ძეები დაერქმევათ.
ბედნიერნი არიან სიმართლისთვის დევნილნი, რადგან ასეთებისაა ზეციერი სამეფო.
ბედნიერნი ხართ, თუ გლანძღავენ,
გდევნიან და ყოველგვარ ბოროტებას გაბრალებენ ჩემ გამო.
იხარეთ და იმხიარულეთ,
რადგან დიდი საზღაური გელით ზეცაში;
თქვენამდე მცხოვრებ წინასწარმეტყველებსაც ასე დევნიდნენ.
მაგრამ ვაი თქვენ, მდიდარნო, რადგან დღესვე ნუგეშცემულნი ხართ.
ვაი თქვენ, ვინც ახლა მაძღარნი ხართ, რადგან მოგშივდებათ.
ვაი თქვენ, ვინც ახლა იცინით, რადგან იგლოვებთ და იტირებთ.
ვაი თქვენ, თუ ყველა კარგს ლაპარაკობს თქვენზე,
რადგან მათი წინაპრები ცრუწინასწარმეტყველებზეც ასე ლაპარაკობდნენ.
თქვენ ხართ მარილი მიწისთვის
და, თუ მარილი ძალას დაკარგავს, როგორღა დაუბრუნდება სიმლაშე?!
ის აღარაფრად ივარგებს, მხოლოდ გარეთ თუ გადაყრიან, ხალხმა რომ გათელოს.
თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე.
მთაზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება.
ლამპარს რომ ანთებენ, ჭურჭელს კი არ აფარებენ ზემოდან,
სალამპრეზე დგამენ, რომ ყველას გაუნათოს სახლში.
მსგავსად ამისა, თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე,
რათა ხედავდნენ თქვენს კარგ საქმეებს და განადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას.
არ იფიქროთ, რომ კანონი ან წინასწარმეტყველებები უნდა გავაუქმო,
მე გასაუქმებლად კი არა, შესასრულებლად მოვედი.
ჭეშმარიტებას გეუბნებით: ცა და დედამიწა რომც მოისპოს,
კანონის არცერთი პაწაწინა ასო
და ასოს უმცირესი ნაწილაკიც კი არ დარჩება ისე, რომ ყველაფერი არ შესრულდეს.
ამიტომ, ვინც ამ ერთ უმცირეს მცნებათაგანს არღვევს
და სხვებსაც იმავეს ასწავლის, უღირსად ჩაითვლება ზეციერი სამეფოსთვის;
ის კი, ვინც მათ ასრულებს და ასწავლის,
ღირსეულად ჩაითვლება ზეციერი სამეფოსთვის.
გეუბნებით: თუ თქვენი სიმართლე
არ აღემატება მწიგნობრებისა და ფარისევლების სიმართლეს,
ვერ დაიმკვიდრებთ ზეციერ სამეფოს.
თქვენ გსმენიათ, რომ თქვენი წინაპრებისთვის უთქვამთ: არ მოკლა,
ვინც მკვლელობას ჩაიდენს, სასამართლოს წინაშე აგებსო პასუხს,
თუმცა მე გეუბნებით: ვინც თავის ძმაზე განრისხებულია,
სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს;
ვინც თავის ძმას სიტყვით ამცირებს, უზენაესი სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს,
ხოლო ის, ვინც ეუბნება: შენ უვარგისოო,
ცეცხლოვან გეენას დაექვემდებარება.
ასე რომ, თუ ძღვენს მიიტან სამსხვერპლოსთან და იქ გაგახსენდება,
რომ შენი ძმა განაწყენებულია შენზე,
დატოვე შენი ძღვენი იქვე სამსხვერპლოს წინ.
წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი, მერე კი დაბრუნდი და შესწირე შენი ძღვენი.
შენს მომჩივანთან სწრაფად, გზაშივე მოაგვარე საქმე,
ასე იმიტომ უნდა მოიქცე, რომ მან არ გადაგცეს მოსამართლეს,
მოსამართლემ კი – მცველს, და საპყრობილეში არ ჩაგაგდონ.
ჭეშმარიტებას გეუბნები: იქიდან ვერ გამოხვალთ,
სანამ ბოლო, უკანასკნელ მონეტას არ გადაიხდით.
თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: არ ჩაიდინო მრუშობა,
მე კი გეუბნებით: ვინც ქალს ისე დაუწყებს ყურებას,
რომ ვნება აღეძრას, გამოვა, რომ უკვე იმრუშა მასთან თავის გულში.
ამიტომ ვამბობ, თუ მარჯვენა თვალი გაბრკოლებს,
ამოითხარე და გადააგდე,
რადგან უმჯობესია, სხეულის ერთი ნაწილი დაკარგო,
ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში;
და, თუ მარჯვენა ხელი გაბრკოლებს,
მოიკვეთე და გადააგდე, რადგან ჯობია, სხეულის ერთი ნაწილი დაკარგო,
ვიდრე მთელი შენი სხეული აღმოჩნდეს გეენაში.
როგორც იცით, ისიც თქმულა,
ვინც ცოლს ეყრება, გაყრის მოწმობა მისცესო,
მე კი გეუბნებით: ნებისმიერი ვინც ცოლს გაეყრება,
თუმცა არა იმის გამო, რომ უღალატა,
მას მრუშობის საბაბს აძლევს,
და ვინც ასეთ ქალზე ქორწინდება, მრუშობს.
ისიც გსმენიათ, რაც ძველი ხალხისთვის უთქვამთ,
ტყუილუბრალოდ არ დაიფიცო, არამედ შეუსრულეო იეჰოვას შენი აღთქმები,
მე კი გეუბნებით: არაფერი დაიფიცოთ, არც ზეცა, რადგან ის ღვთის ტახტია,
არც დედამიწა, რადგან ის მისი ფეხსადგამია,
არც იერუსალიმი, რადგან ის დიდი მეფის ქალაქია,
არც საკუთარი თავი დაიფიცოთ,
რადგან თმის ერთ ღერსაც კი ვერ გაითეთრებთ ან გაიშავებთ.
თქვენი „დიახ“ იყოს დიახ, „არა“ კი – არა;
რაც ამაზე მეტია, ბოროტისგან არის.
თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა, თვალი თვალით ზღონ, კბილი კი – კბილითო,
მე კი გეუბნებით: ნუ შეეწინააღმდეგებით ბოროტ კაცს;
თუ ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგაწნავს სილას, მეორე ლოყაც მიუშვირე.
თუ ვინმე სასამართლოში გიჩივის და შენი ტანსაცმლის მისაკუთრება უნდა,
ადექი და მოსასხამით მიეცი,
და, თუ ძალაუფლების მქონე ერთ მილზე გაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი.
თუ ვინმე რამეს გთხოვს, მიეცი
და, თუ ვინმეს შენგან ფულის სესხება სურს, ზურგს ნუ შეაქცევ.
თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა, მოყვასი გიყვარდეს და მტერი გძულდესო,
მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ ისინი, ვინც გმტრობენ და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის,
რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის შვილები,
რომელსაც მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც
და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც,
თუ ისინი გიყვართ, ვისაც თქვენ უყვარხართ,
რა საზღაურს ელით?!
განა მებაჟეებიც ასე არ იქცევიან?!
თუ მხოლოდ მათ ექცევით კარგად, ვინც თქვენ გექცევათ კარგად,
რა საზღაურს ელით?
ცოდვილებიც ხომ ასე იქცევიან?!
თუ მხოლოდ თქვენს მოძმეებს ესალმებით, განსაკუთრებულს რას აკეთებთ?!
განა უცხოტომელებიც ასე არ იქცევიან?!
თუ მათ ასესხებთ ფულს, ვისგანაც იმედოვნებთ, რომ დაიბრუნებთ,
რა საზღაურს ელით ამისთვის?
ცოდვილებიც ხომ ასესხებენ ფულს ცოდვილებს იმ იმედით, რომ უკან დაიბრუნებენ.
ასე რომ, გიყვარდეთ თქვენი მტრები,
სიკეთე აკეთეთ და უკან დაბრუნების იმედად ნუ გაასესხებთ;
ასე თქვენ დიდ ჯილდოს მიიღებთ და უზენაესის შვილები იქნებით,
რომელიც უმადურთა და ბოროტთა მიმართაც კეთილია.
მაშ, იყავით სრულყოფილები, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი.
ერიდეთ სიმართლის ქმნას ხალხის თვალწინ, მათ დასანახავად,
თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისგან.
მაშ, როცა გაჭირვებულს ხელს გაუმართავ, ნუ გაახმაურებ,
როგორც ამას თვალთმაქცები აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში,
ხალხმა რომ განადიდოს ისინი.
ჭეშმარიტებას გეუბნებით: მათ უკვე სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური.
შენ კი, როცა გაჭირვებულს ხელს გაუმართავ,
შენს მარცხენას ნუ გააგებინებ, რას აკეთებს შენი მარჯვენა;
ასე რომ, სხვების დასანახავად ნუ გააკეთებ ამას,
და მამა, რომელიც თვალისთვის დაფარულსაც ხედავს, მოგიზღავს შენ.
როცა ლოცულობთ, ნუ მოიქცევით თვალთმაქცებივით,
რადგან მათ უყვართ სინაგოგებსა და მთავარი ქუჩების კუთხეებში დგომა
და ლოცვა სხვების დასანახავად.
ჭეშმარიტებას გეუბნებით: მათ უკვე სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური.
შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში,
ჩაიკეტე კარი და ლოცვით მიმართე მამას, რომელსაც ვერ ხედავ,
და მამა, რომელიც თვალისთვის დაფარულსაც ხედავს, მოგიზღავს შენ.
ლოცვის დროს ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად უცხოტომელებივით,
მათ ჰგონიათ, რომ მრავალსიტყვაობის გამო იქნებიან შესმენილნი.
ნუ დაემსგავსებით მათ:
ერთი რამ ყოველთვის გახსოვდეთ,
თქვენმა მამამ, იცის, რაც გჭირდებათ, სანამ სთხოვდით, უკვე იცოდა.
ასე ილოცეთ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი.
მოვიდეს შენი სამეფო.
შესრულდეს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე.
მოგვეცი დღეისათვის სამყოფი პური.
გვაპატიე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ ვპატიობთ ჩვენს მოვალეებს.
დაგვეხმარე, რომ არ ავყვეთ ცდუნებას და გვიხსენი ბოროტისაგან.
თუ თქვენ პატიობთ სხვებს, თქვენც გაპატიებთ ცოდვებს ზეციერი მამა,
მაგრამ, თუ თქვენ არ პატიობთ სხვებს, არც თქვენ გაპატიებთ ცოდვებს ზეციერი მამა.
როცა მარხულობთ, ნუ მიიღებთ დაღვრემილ სახეს თვალთმაქცებივით,
ისინი თავმოუვლელნი დადიან, რათა დაანახვონ სხვებს, რომ მარხულობენ.
ჭეშმარიტებას გეუბნებით: მათ უკვე სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური.
შენ კი, როცა მარხულობ, თავზე ზეთი იცხე და პირი დაიბანე,
რათა სხვებმა კი არ დაგინახონ, რომ მარხულობ,
არამედ მამამ, რომელსაც ვერ ხედავ,
და მამა, რომელიც თვალისთვის დაფარულსაც ხედავს, მოგიზღავს შენ.
ნუღარ მოაგროვებთ განძს აქ დედამიწაზე,
სადაც ჩრჩილი და ჟანგი ჭამს და სადაც ქურდები იპარავენ.
ნაცვლად ამისა, მოაგროვეთ განძი ზეცაში,
სადაც ვერც ჩრჩილი და ჟანგი ჭამს და ვერც ქურდები იპარავენ,
რადგან, სადაც შენი განძია, იქ იქნება შენი გულიც.
სხეულის ლამპარი თვალია.
ამიტომ, თუ თვალი სუფთა გაქვს, მთელი სხეული ნათელი გექნება,
მაგრამ, თუ თვალი ბოროტი გაქვს, მთელი სხეული ბნელი გექნება.
თუკი სინათლის ნაცვლად შენში სიბნელეა,
რამდენად დიდ სიბნელეში ყოფილხარ!
ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა,
რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს,
ან ერთს გადაჰყვება თან და მეორეს არაფრად ჩააგდებს.
ვერ იქნებით ღვთის მონაც და სიმდიდრისაც.
ამიტომ გეუბნებით: ნუღარ წუხხართ საკუთარ თავზე, რა ჭამოთ ან რა სვათ,
ნურც სხეულზე, რა ჩაიცვათ.
სიცოცხლე ხომ საჭმელზე ძვირფასია და სხეული – ტანსაცმელზე?!
დააკვირდით ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ,
მაგრამ თქვენი ზეციერი მამა კვებავს მათ.
თქვენ ხომ უფრო ძვირფასნი ხართ, ვიდრე ისინი?!
რომელ თქვენგანს შეუძლია
წუხილით სიცოცხლე ცოტა ხნით მაინც გაიხანგრძლივოს?
ან ჩაცმაზე რაღას წუხხართ?
ისწავლეთ მინდვრის შროშნებისგან;
ისინი ხომ ისე იზრდებიან, რომ არც შრომობენ და არც ართავენ.
გეუბნებით, თვით დიდი სოლომონიც კი არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი.
თუკი ღმერთი ასე მოსავს მინდვრის მცენარეებს, რომელიც დღეს არის,
ხვალ კი თონეში ჩაიყრება,
თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირე რწმენისანო?!
ასე რომ, ნურასოდეს დაიწყებთ წუხილს და ნუ იტყვით,
რა ვჭამოთ, რა ვსვათ ან რა ჩავიცვათო,
რადგან ამ ყოველივეზე გამუდმებით უცხოტომელები ფიქრობენ.
თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს.
ამიტომ გეუბნებით: უპირველესად, ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე
და სხვა დანარჩენი შეგემატებათ.
ნურასოდეს დაიწყებთ წუხილს ხვალინდელ დღეზე,
ხვალინდელი დღე თავის სადარდებელს მოიტანს;
ყოველ დღეს ისედაც თავისი გასაჭირი აქვს.
ნუღარ განსჯით, რომ არც თქვენ განისაჯოთ,
რადგან როგორც თქვენ განსჯით სხვებს, თქვენც ისევე განისჯებით
და რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.
მაშ, რატომ უყურებ ბალახის ღერს შენი ძმის თვალში,
საკუთარ თვალში კი მორსაც ვერ ამჩნევ?!
ან როგორ ეუბნები შენს ძმას, მოდი თვალიდან ბალახის ღერს ამოგიღებო,
როცა შენ თვითონ მორი გაქვს თვალში?!
თვალთმაქცო! ჯობია ჯერ შენ ამოიღო თვალიდან მორი,
მერე უკეთ დაინახავ, როგორ ამოუღო მას თვალიდან ბალახის ღერი.
გაეცით და თქვენც მოგეცემათ;
უბეში ჩაგიყრიან სრულ საწყაოს,
ჩატკეპნილს, გატენილს და პირამდე სავსეს.
რა საწყაოთიც მიუწყავთ სხვებს, მათგანაც იმავეთი მოგეწყვებათ.
ნურასოდეს მისცემთ წმინდას ძაღლებს, ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით ღორებს,
რათა ზედ არ შედგნენ, მერე კი თქვენ არ შემოგიბრუნდნენ და დაგგლიჯონ.
ითხოვეთ და მოგეცემათ,
ეძებეთ და იპოვით,
აკაკუნეთ და გაგეღებათ,
რადგან ვინც ითხოვს, იღებს,
ვინც ეძებს, პოულობს,
და ვინც აკაკუნებს, გაეღება.
როგორ მოიქცევით თუ შვილი პურს მოგთხოვთ? ქვას მიაწვდით?
ან თუ თევზს მოგთხოვთ, განა გველს მიაწვდით?
ამიტომ, თუ თქვენ, ცოდვილები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია,
მით უმეტეს თქვენი ზეციერი მამა მისცემს კარგს მათ, ვინც სთხოვს!
ამიტომ ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები,
თქვენც ისევე მოექეცით მათ,
რადგან ეს არის კანონისა და წინასწარმეტყველებების არსი.
შედით ვიწრო ჭიშკრით,
რადგან განიერია ჭიშკარი, რომელშიც მრავალი შედის,
და ფართოა გზა, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს კაცი;
ვიწროა ჭიშკარი და ვიწროა გზა,
რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს კაცი, და ცოტანი პოვებენ მას.
უფრთხილდით ცრუწინასწარმეტყველებს,
რომლებიც თქვენთან ცხვრის სამოსლით მოდიან
შიგნიდან კი დამშეული მგლებივით არიან.
მათ თავიანთი ნაყოფით იცნობთ.
განა კრეფენ ეკლიდან ყურძენს ან ნარიდან ლეღვს?!
ასევე კარგი ხე ნაყოფსაც კარგს ისხამს,
ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც უვარგისს ისხამს.
კარგი ხე უვარგის ნაყოფს ვერ მოისხამს, ვერც ცუდი ხე მოისხამს კარგ ნაყოფს.
ხეს, რომელიც კარგ ნაყოფს არ გამოიღებს,
ჭრიან და ცეცხლში აგდებენ.
ასე რომ, ასეთებს მათივე ნაყოფით იცნობთ.
ვინც მეუბნება: უფალო, უფალო,
ყველა ვერ დაიმკვიდრებს ზეციერ სამეფოს,
მას მხოლოდ ის დაიმკვიდრებს, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.
ბევრი მეტყვის იმ დღეს, უფალო, უფალო,
შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით,
შენი სახელით არ ვდევნიდით დემონებს
და შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს?!
მაშინ მე განვუცხადებ: „არასოდეს გიცნობდით!
გამშორდით, უკანონობის მოქმედნო!“
ამიტომ, ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და ასრულებს მათ,
ჰგავს გონიერ კაცს, რომელმაც კლდოვან ადგილზე აიშენა სახლი.
დაუშვა წვიმამ, მოვარდა ნიაღვარი და დაუბერა ქარმა; ეკვეთნენ სახლს,
მაგრამ ის არ დაინგრა, რადგან კლდეზე იყო აშენებული.
ასე რომ, ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და არ ასრულებს მათ,
ჰგავს უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი.
დაუშვა წვიმამ, მოვარდა ნიაღვარი და დაუბერა ქარმა; ეკვეთნენ სახლს
და სახლი ისე დაინგრა, მისგან არაფერი დარჩა.
დაასრულა იესომ ეს სიტყვები;
ხალხი განცვიფრებული იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა,
რადგან მათი მწიგნობრებისგან განსხვავებით,
იგი ღვთიური ძალაუფლებით ასწავლიდა.