JW subtitle extractor

სერია 6: „შენა ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო?“

Video Other languages Share text Share link Show times

ხალხთან ლაპარაკი რომ დაასრულა,
კაპერნაუმში წავიდა.
იქ ერთ ასისთავს
საყვარელი მონა ავად გახდომოდა
და კვდებოდა.
ასისთავმა იესო შესახებ რომ გაიგო,
იუდეველთა უხუცესები გაუგზავნა მას.
სთხოვა, რომ მისულიყო და მონა გადაერჩინა.
ისინიც მივიდნენ იესოსთან და შეეხვეწნენ:
იგი იმსახურებს ამას;
მას უყვარს ჩვენი ერი.
მან ხომ სინაგოგაც აგვიშენა.
იესოც გაჰყვა მათ.
სახლს რომ უახლოვდებოდნენ,
ასისთავის გაგზავნილი მეგობრები შემოხვდნენ
და მისი დანაბარები გადასცეს:
ბატონო,
არ შეწუხდე,
რადგან არა ვარ იმის ღირსი,
რომ ჩემს ჭერქვეშ,
ჩემს სახლში შემოხვიდე.
შენთან მოსვლის ღირსადაც არ მივიჩნიე თავი.
თქვი და განიკურნება შენი მსახური,
მეც ქვეშევრდომი ვარ და მეც მყავს ხელქვეითად ჯარისკაცები.
ერთს ვეუბნები,
წადი-მეთქი და ისიც მიდის,
მეორეს – მოდი და ისიც მოდის.
ჩემს მონას –
ეს გააკეთე-მეთქი
და ისიც აკეთებს.
იესო გააოცა ამ სიტყვებმა
და მათ, ვინც მას მიჰყვებოდა, უთხრა:
ჭეშმარიტებას გეუბნებით:
ამხელა რწმენის მქონეს ისრაელში არავის შევხვედრივარ.
გეუბნებით, ბევრნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან
და ზეციერ სამეფოში სუფრასთან დაიკავებენ ადგილებს აბრაამთან,
ისაკსა და იაკობთან ერთად.
სამეფოს ძეები კი
გარეთ სიბნელეში გადაიყრებიან.
იქ მოჰყვებიან ტირილსა და კბილთა ღრჭენას.
წადი
და იმ მრწმენისამებრ მოგეგოს,
რომელიც გამოავლინე.
ბატონო.
მისი მსახური მაშინვე განიკურნა.
ასისთავის გაგზავნილი კაცები სახლში რომ დაბრუნდნენ,
მონა გამოჯანმრთელებული დახვდათ.
ამის შემდეგ
იესო ქალაქ ნაინში წავიდა.
მას თან გაჰყვნენ მოწაფეები და დიდძალი ხალხი.
ქალაქის კარიბჭეს რომ მიუახლოვდა,
დაინახა, რომ მკვდარს მოასვენებდნენ,
დედისერთა ბიჭს.
დედამისი ქვრივი იყო.
მას დიდძალი ხალხი მოჰყვებოდა ქალაქიდან.
უფალმა დედამისი რომ დაინახა,
გული დაეწვა.
ნუ ტირი!
შემდეგ მივიდა და საკაცეს შეეხო.
გამსვენებლები შეჩერდნენ.
ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექი!
მკვდარი წამოჯდა
და ლაპარაკი დაიწყო.
ჩემო ბიჭო.
იესომ ის დედამისს ჩააბარა.
ყველანი შიშმა შეიპყრო.
ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ,
დიდი წინასწარმეტყველი გამოჩნდა ჩვენს შორის,
ღმერთმა თავის ხალხს მოხედაო.
ეს ამბავი მთელი იდეასა და მის შემოგარენში გავრცელდა.
იოანეს თავისმა მოწაფეებმა ყველაფერი შეატყობინეს.
მოუხმო მან ორ მათგანს და უფალთან გაგზავნა,
რომ ეკითხათ.
შენა ხარ ის,
ვინც უნდა მოსულიყო,
თუ სხვას ველოდოთ?
ისინი მივიდნენ მასთან და უთხრეს:
იოანე ნათლისმცემელმა გამოგვგზავნა შენთან,
რომ გვეკითხა:
შენ უნდა მოსულიყავი,
თუ სხვას ველოდოთ?
მაშინ მან მრავალი განკურნა სნეულებებისგან,
მძიმე დაავადებებისგან,
გაათავისუფლა ბოროტი სულებისგან
და ბევრ უსინათლოს აუხილა თვალი.
წადით და მოუყევით იოანეს,
რაც იხილეთ და მოისმინეთ.
უსინათლოები ხედავენ
და კოჭლები დადიან.
კეთროვნები იკურნებიან
და ყრუებს ესმით.
მკვდრები ცოცხლდებიან
და ღარიბებს სასიხარულო ცნობა უწყებათ.
ბედნიერია ვინც,
დამაბრკოლებელს არაფერს ხედავს ჩემში.
როცა იოანეს მოწაფეები წავიდნენ,
იესომ ხალხს იოანეზე დაუწყო ლაპარაკი.
რის სანახავად გახვედით უდაბნოში?
ქარისგან რხეული ლარწმის?
აბა, რის სანახავად გახვედით?
მდიდრულ სამოსში გამოწყობილი კაცის?
მდიდრულ სამოსში გამოწყობილნი ხომ ფუფუნებაში ცხოვრობენ
და მეფეთა სასახლეებში არიან.
მაშინ რის სანახავად გახვედით?
წინასწარმეტყველის?
ის წინასწარმეტყველიცაა
და ბევრად მეტიც.
სწორედ მასზეა დაწერილი:
„აი, შენ წინ ვგზავნი ჩემს მაცნეს,
რომელიც გზას მოგიმზადებს“.
აი, ღვთის კრავი!
გეუბნებით,
ქალის მიერ შობილთა შორის
არავინ ყოფილა იოანეზე დიდი.
მაგრამ ღვთის სამეფოში უმცირესიც კი მასზე დიდია.
იოანე ნათლისმცემლის დროიდან აქამდე
ზეცირი სამეფოსკენ მთელი ძალით ისწრაფვიან.
და ვინც მთელი ძალით ისწრაფვის, იმკვიდრებს მას.
ყველა წიგნი, წინასწარმეტყველებებიც და კანონიც,
იოანემდე წინასწარმეტყველებდა.
თქვენ ნებაა, დაიჯერებთ თუ არა.
მაგრამ ის არის ელია, რომელიც უნდა მოსულიყო.
ვისაც ყური აქვს, ისმინოს.
ეს რომ იქ მყოფებმა,
მათ შორის, მებაჟეებმა მოისმინეს,
აღიარეს, რომ ღმერთი მართალია,
რადგან იოანეს მიერ იყვნენ მონათლული.
ფარისევლებმა და კანონის მცოდნეებმა არაფრად ჩააგდეს ღვთის რჩევა,
რადგან არ იყვნენ იოანეს მიერ მონათლულნი.
ვის შევადარო ეს თაობა?
ეს თაობა ჰგავს ბავშვებს,
რომლებიც მოედნებზე სხედან
და ამხანაგებს ეუბნებიან,
სალამურს გიკრავდით,
თქვენ კი არ ცეკვავდით.
მოვთქვამდით,
თქვენ კი მწუხარებისგან მჯიღს არ იცემდით.
მოვიდა იოანე,
არც ჭამს,
არც სვამს
და ხალხი ამბობს, დემონი ჰყავსო.
მოვიდა კაცის ძე, რომელიც ჭამს
და სვამს.
ხალხი კი მაინც ამბობს:
აი, ჭამას მას გადაყოლილი კაცი,
მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო.
თუმცა
სიბრძნე
საქმეებით მტკიცდება.
მაშინ მან გაკიცხა ის ქალაქები,
რომლებშიც მან ყველაზე მეტი სასწაული მოახდინა,
რადგან იქაურებმა არ მოინანეს.
ვაი შენ, ქორაზინო და ვაი შენ, ბეთსაიდა,
ტვიროსსა და სიდონში რომ მომხდარიყო ის სასწაულები,
რომლებიც თქვენ თვალწინ მოხდა,
ისინი დიდი ხნის წინათ მოინანიებდნენ ჯვალოსა და ნაცარში.
ტვიროსისა და სიდონისთვის უფრო ადვილი გადასატანი იქნება სასამართლოს დღე,
ვიდრე თქვენთვის.
შენ კი კაპერნაუმო,
განა ცამდე ამაღლდები?
სამარეში ჩახვალ,
რადგან სოდომში რომ მომხდარიყო ის სასწაულები,
რომლებიც შენში მოხდა,
ის დღემდე იარსებებდა.
ამიტომ გეუბნებით:
სოდომი უფრო ადვილად გადაიტანს სასამართლოს დღეს, ვიდრე თქვენ.
ცისა და დედამიწის უფალო,
გაქებ ყველას წინაში.
ეს ყველაფერი ბრძენებს
და ჭკვიანებს დაუფარე
და ბავშვებს გაუმჟღავნე.
მამა,
ასე იყო მოსაწონი შენთვის.
ყველაფერი
მამაჩემმა მე გაადმომცა.
ძეს ისე კარგად არავინ იცნობს, როგორც მამა
და არც მამას იცნობს ვინმე ისე კარგად, როგორც ძე
და ის, ვისაც ძე სურს, რომ მამის შესახებ გაუმჟღავნოს.
მოდით ჩემთან
მძიმედ მშრომელნო
და ტვირთმძიმენო
და მე გამოგაცოცხლებთ.
დაიდგით ჩემი უღელი
და ისწავლეთ ჩემგან
რადგან რბილი და თავმდაბალი ვარ
და გამოცოცხლდებით.
ჩემი უღელი ადვილი სატარებელია.
ჩემი ტვირთი კი
მსუბუქი.
ერთმა ფარისეველმა იესოს სთხოვა, რომ მასთან ესადილა.
ისიც მივიდა ფარისეველთან სახლში
და სუფრასთან დაჯდა.
ერთმა ქალმა,
რომელსაც ქალაქში ცოდვილის სახელი ჰქონდა,
გაიგო, რომ ერთ ფარისეველს იესო სახლში მიეპატიჟებინა.
მივიდა და ალაბასტრონით ნელსაცხებელი მიიტანა.
ქალი მის ფერხთით დაჯდა.
ტიროდა.
ფეხებს ცრემლებით უსველებდა
და თმით უმშრალებდა.
თან ფეხებს ნაზად უკოცნიდა
და ნელსაცხებელს სცხებდა.
ეს რომ ფარისეველმა მასპინძელმა დაინახა,
გაიფიქრა:
ეს კაცი რომ წინასწარმეტყველი იყოს,
მიხვდებოდა, ვინ
და როგორი ქალი ეხება მას.
ის ხომ ცოდვილია.
სიმონ,
რაღაც მინდა გითხრა.
მითხარი,
მოძღვარო.
გამსესხებელს ორი მოვალე ჰყავდა.
ერთს მისი 500 დინარი ემართა.
მეორეს – 50.
ვალს ვერცერთი მოვალე ვერ იხდიდა.
გამსესხებელმა ორივეს საპატია.
მითხარი,
ვის უფრო მეტად ეყვარება ის?
ჩემი აზრით,
მას, ვისაც უფრო მეტი აპატია.
მართალი ხარ.
ხედავ ამ ქალს?
შენს სახლში რომ შემოვედი,
შენ წყალიც კი არ მოგიტანია ჩემთვის ფეხების დასაბანად.
ამ ქალმა კი
ფეხები ცრემლებით დამისველა
და თმით შემიმშრალა.
შენ არც კი გიკოცნია,
ეს ქალი კი
იმ წუთიდან, რაც მოვედი,
ფეხებს ნაზად მიკოცნის.
შენ ზეთიც კი არ გიცხია ჩემთვის თავზე,
ამ ქალმა კი
ფეხებზე ნელსაცხებელი მცხო.
სწორედ ამიტომ
გეუბნები:
ის ცოდვილია.
ბევრი აქვს ჩადენილი.
მაგრამ ეპატია,
რადგან მეტად უყვარს.
ვისაც ცოტა იპატიება,
ცოტათი უყვარს.
გეპატია
ცოდვები.
ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ პატიობს?
შენმა რწმენამ
გიხსნა.
წადი მშვიდობით.
ამის შემდეგ
ის დადიოდა ქალაქიდან ქალაქში,
სოფლიდან სოფელში.
ქადაგებდა
და სასიხარულო ცნობას ამცნობდა ღვთის სამეფო შესახებ.
მას თან ახლდა თორმეტი მოციქული.
აგრეთვე რამდენიმე ქალი,
რომლებიც ბოროტი სულებისგან გათავისუფლდნენ
და სნეულებებისგან განიკურნენ:
მაგდალელად წოდებული მარიამი,
რომლისგანაც შვიდი დემონი გამოვიდა.
იოანა, ჰეროდეს სახლთუხუცესის, ქუზას ცოლი.
სუსანა
და სხვა ქალები,
რომლებიც ემსახურებოდნენ მათ.
და არ იშურებდნენ სახსრებს მათ დასახმარებლად.
სახლში რომ მივიდა,
ისევ უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი.
საჭმელადაც კი ვერ მოიცალეს.
მიიყვანეს მასთან დემონით შეპყრობილი უსინათლო და მუნჯი კაცი.
იესომ განკურნა ის.
ისიც ალაპარაკდა და თვალი აეხილა.
მთელი ხალხი განცვიფრებული კითხულობდა:
ნეტავ ეს ხომ არ არის
დავითის ძე?
ეს კაცი ვერ განდევნიდა დემონებს
მათი მმართველის,
ბელზებელის, დახმარების გარეშე.
იესო იცოდა, რასაც ფიქრობდნენ.
ამიტომ უთხრა:
გაყოფილი სამეფო დაემხობა
და ქალაქი
ან ოჯახი,
რომელიც გაყოფილია,
დაიქცევა.
თუ სატანა
სატანასვე დევნის,
გამოდის, რომ გაყოფილა იგი.
როგორღა გაძლებს მისი სამეფო?
თუ მე
ბელზებელის ძალით ვდევნი დემონებს,
თქვენი ძეები ვიღას ძალიათ დევნიან?
ამიტომ ისინი დაგდებენ მსჯავრს.
მაგრამ, თუ ღვთის სულის დახმარებით ვდევნი დემონებს,
მაშინ მოსულა ღვთის სამეფო და ვერ გაგიგიათ.
ვინც ძლიერი კაცის სახლში შეიჭრება,
როგორ გაიტაცებს მის ქონებას,
თუ ჯერ არ შებოჭავს მას?!
მხოლოდ მაშინ შეძლებს მის გაძარცვას.
ვინც ჩემ მხარეზე არ არის,
ჩემ წინააღმდეგაა
და ვინც ჩემთან ერთად არ აგროვებს, ფანტავს.
ამიტომ გეუბნებით:
ყველანაირი ცოდვა და მკრეხელობა ეპატიებათ ადამიანებს,
მაგრამ წმინდა სულის გმობა არ ეპატიებათ.
მაგალითად,
თუ ვინმე კაცის ძეს დაგმობს,
ეპატიება.
მაგრამ თუ ვინმე წმინდა სულს დაგმობს,
არ ეპატიება,
არც ახლა და არც მომავალში.
კარგად მოვლილ ხეს ნაყოფიც კარგი გამოაქვს,
ხოლო ცუდად მოვლილი უვარგისს გამოიღებს.
ყველა ხე ნაყოფით იცნობა.
გველგესლას ნაშიერნო,
როგორ ილაპარაკებთ კარგს, როცა ბოროტები ხართ?
პირი ხომ გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს.
კარგ კაცს თავისი კარგი საგანძურიდან კარგი გამოაქვს,
ცუდ კაცს კი თავისი ცუდი საგანძურიდან ცუდი გამოაქვს.
გეუბნებით:
კაცი ყოველი უვარგისი სიტყვისთვის აგებს პასუხს სასამართლოს დღეს.
შენ შენი სიტყვებით გამართლდები
და შენივე სიტყვებით გასამართლდები.
მოძღვარო,
გვინდა, რომ ნიშანი გვიჩვენო.
ბოროტ და ორგულ თაობას ერთი რამ სურს:
მას უნდა, რომ ნიშანი იხილოს.
მაგრამ ვერ იხილავს.
იონა წინასწარმეტყველის ნიშნის გარდა,
სხვა ნიშანს ვერ იხილავს.
როგორც იონა იყო დიდი თევზის მუცელში სამი დღე და ღამე.
ასევე იქნება კაცის ძე,
ის დედამიწის გულში სამი დღე და ღამე იქნება.
გასამართლებისას ნინეველებიც ამ თაობასთან ერთად აღდგებიან მკვდრეთით
და მსჯავრს დასდებენ მას,
რადგან მათ მოინანიეს,
როცა იონამ უქადაგა.
მაგრამ, ვინც აქ არის, იონაზე დიდია.
გასამართლებისას სამხრეთის დედოფალიც ამ თაობასთან ერთად აღდგება მკვდრეთით
და მსჯავრს დასდებს მას,
რადგან ის შორეული მხარიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად.
მაგრამ, ვინც აქ არის, სოლომონზე დიდია.
როცა ადამიანიდან უწმინდური სული გამოდის,
ის მოსასვენებელი ადგილის საპოვნელად უწყლო ადგილებს გაივლის,
მაგრამ ვერ პოულობს.
და ამბობს: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედიო.
მერე კი მიდის და ხედავს,
რომ სახლი ცარიელია,
თანაც დაგვილი და გალამაზებული.
მაშინ მიდის და რას აკეთებს,
მოჰყავს სხვა შვიდი სული,
თავისზე ბოროტი.
შედიან ისინი შიგნით და ბინავდებიან.
და ეს კაცი იმაზე ცუდ დღეში ვარდება, ვიდრე თავდაპირველად იყო.
ზუსტად ასეთ დღეში ჩავარდება ეს ბოროტი თაობაც.
ეს რომ მისმა ნათესავებმა გაიგეს,
მის წამოსაყვანად წავიდნენ.
ამბობდნენ,
ჭკუაზე შეიშალაო.
დედაშენი და შენი ძმები დგანან გარეთ.
შენთან საუბარი სურთ.
ვინ არის დედაჩემი?
და ვინ არიან ჩემი ძმები?
აი,
დედაჩემი და ჩემი ძმები.
ვინც ჩემი ზეციერი მამისნებას ასრულებს,
ის არის ჩემი ძმაც,
დაც
და დედაც.
იმ დღეს იესო სახლიდან გავიდა
და ზღვის პირას დაჯდა.
მასთან იმდენი ხალხი მოგროვდა,
რომ იგი ნავში ჩაჯდა,
ხალხი კი ნაპირზე დარჩა.
ის ბევრ რამეზე ესაუბრებოდა მათ იგავებით.
მთესველი დასათესად გამოვიდა.
თესვისას გზისპირას დავარდა ზოგი თესლი.
მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს.
ზოგი კლდოვან ადგილზე დავარდა,
სადაც მიწა ბევრი არ იყო.
და რადგანაც მიწას სიღრმე არ ჰქონდა,
მალევე აღმოცენდა.
მაგრამ მზე რომ ამოვიდა,
დაჭკნა
და გახმა,
რადგან ფესვი არ ჰქონდა.
ზოგი ეკლებში ჩავარდა.
გაიზარდა ეკლები და მოაშთო ისინი.
ზოგი კი კარგ მიწაზე დავარდა
და ნაყოფი გამოიღო.
ზოგმა 100 გამოიღო,
ზოგმა – 60
და ზოგმაც – 30.
ვისაც ყური აქვს,
ისმინოს.
მაშინ მასთან მოწაფეები მივიდნენ და ჰკითხეს:
რატომ ელაპარაკები მათ მაგალითებით?
ზეციერი სამეფოს წმინდა საიდუმლო,
რომელიც თქვენ გაგიმჟღავნდათ,
მათ არ გამჟღავნებიათ.
ვისაც აქვს, მეტი მიეცემა
და უხვადაც ექნება.
ხოლო ვისაც არ აქვს,
ისიც წაერთმევა,
რაც აქვს.
იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ,
რომ ვერ ხედავენ,
არ ესმით
და ვერც აზრს სწვდებიან.
მათზე სრულდება ესაიას წინასწარმეტყველება:
„მოისმენთ,
მაგრამ აზრს ვერ ჩასწვდებით,
შეხედავთ,
მაგრამ ვერ დაინახავთ.
ამ ხალხს გული
უგრძნობი გაუხდა.
ყურით კი ესმით, მაგრამ ამაოდ;
დახუჭეს თვალები, რომ არ დაინახონ,
დაიხშეს ყურები, რომ არ მოისმინონ,
გულით არ იგრძნონ და არ მობრუნდნენ, რომ განვკურნო“.
მაგრამ
თქვენ ბედნიერები ხართ.
თვალით ხედავთ
და ყურით გესმით.
ჭეშმარიტებას გეუბნებით:
ბევრ წინასწარმეტყველს თუ სხვა მართალ კაცს სურდა იმის ნახვა,
რასაც თქვენ ხედავთ,
მაგრამ ვერ იხილეს.
იმის მოსმენა, რასაც თქვენ ისმენთ,
მაგრამ ვერ მოისმინეს.
აი, ასეთია იგავის ახსნა მთესველზე:
გზისპირას დათესილი ის არის,
ვინც ისმენს ცნობას სამეფოს შესახებ,
მაგრამ აზრს ვერ სწვდება.
მერე კი ბოროტი სტაცებს გულში ჩათესილს.
კლდოვან ადგილზე დათესილი ის არის,
ვინც მოსმენილ ცნობას
მაშინვე სიხარულით იღებს.
მაგრამ ვინაიდან ფესვი არ აქვს,
ცოტა ხანს ძლებს.
და როგორც კი სამეფოს ცნობის გამო
გასაჭირი ან დევნა იწყება,
მაშინვე ბრკოლდება.
ეკლებში დათესილი ის არის,
ვინც სიტყვას ისმენს,
მაგრამ ნაყოფი ვერა და ვერ გამოაქვს,
რადგან სიმდიდრის მაცდუნებელი ძალა და ქვეყნიერების საზრუნავი აშთობს სიტყვას.
კარგ მიწაზე დათესილი კი ის არის,
ვინც ისმენს ცნობას,
სწვდება მის აზრს
და, შესაბამისად, ნაყოფიც გამოაქვს,
ზოგს – 100,
ზოგს – 60
და ზოგსას – 30.
ზეციერი სამეფო შეიძლება შევადაროთ კაცს,
რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში.
როცა ხალხს ეძინა,
მოვიდა მისი მტერი,
ხორბალში სარეველა ჩათესა და წავიდა.
როცა ჯეჯილი ამოვიდა და ნაყოფი გამოიღო,
სარეველაც ამოიზარდა.
ყანის პატრონის მონები მივიდნენ მასთან და ჰკითხეს:
ბატონო, განა კარგი თესლი არ დათესე შენს ყანაში,
სარეველა საიდან გაჩნდა?
მან მიუგო:
ეს მტერმა,
მტერმა ჩაიდინა.
მონებმა ჰკითხეს:
გინდა, წავალთ და გავმარგლავთ?
მან უთხრა: არა,
რადგან გამარგვლისას სარეველასთან ერთად
შემთხვევით ხორბალიც არ ამოგლიჯოთ.
მკამდე ერთად იზარდონ,
მკის დროს კი მომკელებს ვეტყვი:
ჯერ სარეველა მოაგროვონ
და ძნებად შეკრან დასაწვავად.
და მერე მოაგროვონ ხორბალი ჩემს ბეღელში.
ზეციერი სამეფო
ჰგავს მდოგვის მარცვალს,
რომელიც აიღო კაცმა და თავის ბაღში დათესა.
ის თესლებიდან ყველაზე პატარაა.
მაგრამ როცა იზრდება,
ბოსტონში სხვა მცენარეებზე დიდი იზრდება.
ბოლოს ხედ იქცევა,
რომლისკენაც ფრინველები მოფრინავენ და მის ტოტებში იბუდებენ.
ზეციერი სამეფო ჰგავს საფუარს,
რომელიც აიღო ქალმა და სამ სეა ფქვილს შეაზილა.
ცომიც გაფუვდა.
ყოველივე ამას იესო იგავებით ეუბნებოდა ხალხს.
იგავების გარეშე არაფერს ამბობდა,
რათა შესრულებულიყო წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი:
„გავხსნი ბაგეს იგავებით.
დასაბამიდან დაფარულს გავაცხადებ“.
მაშინ გაუშვა იესომ ხალხი და სახლში შევიდა.
მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს:
აგვიხსენი იგავი ყანაში ამოსულ სარეველაზე.
კარგი თესლის მთესველი
კაცის ძეა.
ყანა ქვეყნიერებაა.
კარგი თესლი
სამეფოს ძეები არიან.
სარეველა ბოროტის ძეები.
მტერი, რომელმაც ის დათესა, ეშმაკია.
მკა ქვეყნიერების ბოლოა.
მომკელები კი ანგელოზები არიან.
მსგავსად,
როგორც სარეველას აგროვებენ და ცეცხლში წვავენ,
იგივე მოხდება ქვეყნიერების ბოლოს.
კაცის ძე თავის ანგელოზებს გაგზავნის
და მისი სამეფოდან მოაგროვებენ ყოველგვარ საცდურს
და ყოველგვარი უკანონობის ჩამდენთ.
მათ გავარვარებულ ღუმელში ჩაყრიან.
იქ მოჰყვებიან ისინი ტირილსა და კბილთა ღრჭენას.
სწორედ იმ დროს მართალნი
თავიანთი მამის სამეფოში მზესავით გაანთებენ.
ვისაც ყური აქვს, ისმინოს.
ზეციერი სამეფო
განძს ჰგავს,
მინდორში დამალულს.
მას კაცი პოულობს
და ისევ მალავს,
მერე კი გახარებული მიდის,
თუ კი რამ აბადია, ყიდის
და იმ მინდორს ყიდულობს.
ზეციერი სამეფო ჰგავს ვაჭარს,
რომელიც მარგალიტებს ეძებს.
და როდესაც პოულობს ერთ უძვირფასეს მარგალიტს,
მიდის, რაც კი რამ აბადია,
ყველაფერს მაშინვე ყიდის და მას ყიდულობს.
კიდევ ერთი.
ზეციერი სამეფო ზღვაში მოსროლილ ბადესაც ჰგავს,
რომელიც ყველანაირი ჯიშის თევზს იჭერს.
როცა ბადე ივსება, ნაპირზე გამოაქვთ.
სხდებიან და კარგ თევზს ჭურჭელში აგროვებენ,
ცუდს კი ყრიან.
ასე იქნება, როცა ქვეყნიერების ბოლო დადგება.
გამოვლენ ანგელოზები,
ბოროტებს მართლებისგან გამოაცალკევებენ
და გავარვარებულ ღუმელში ჩაყრიან.
იქ მოჰყვებიან ისინი ტირილს და კბილთა ღრჭენას.
ჩასწვდით ყოველივე ამის აზრს?
კი.
კი.
რადგან ასეა, იცოდეთ,
ხალხის ყოველი მოძღვარი,
რომელსაც სამეფოს შესახებ ასწავლეს,
ჰგავს კაცს,
სახლის პატრონს,
რომელსაც თავისი საგანძურიდან გამოაქვს, როგორც ახალი,
ისე ძველი განძეული.
იესომ იგავების მოყოლა რომ დაასრულა, იქიდან წავიდა.