JW subtitle extractor

ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?

Video Other languages Share text Share link Show times

ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?
მართალია, ჩვენ განვსხვავდებით წარმოშობით
და სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ,
მაგრამ ყველას საერთო მრწამსი და მიზნები გვაქვს.
ჩვენ თაყვანს ვცემთ იეჰოვას,
ყოველივეს შემოქმედს და ბიბლიის ავტორს.
ჩვენ ქრისტიანები ვართ,
ამიტომ ქრისტეს სწავლებებს ვითვალისწინებთ
და ვბაძავთ მას.
იესოს მსგავსად ვცდილობთ, პატიოსნები,
მშვიდობიანები და კანონმორჩილი მოქალაქეები ვიყოთ.
ჩვენ ვბაძავთ იესოს
და ხალხს ღვთის სამეფოსა და ღვთის სიტყვაზე ვესაუბრებით.
ჩვენ იეჰოვას მოწმეები იმიტომ გვქვია,
რომ იეჰოვა ღმერთზე და მის სამეფოზე ვქადაგებთ.
ჩვენ ყოველკვირეულად ვიკრიბებით დარბაზში,
რომ უკეთ გავეცნოთ ღმერთს
და მის სიტყვას, ბიბლიას.
დასწრება თავისუფალია,
ასე რომ, ყველას გულთბილად გიწვევთ.
თუ გსურთ, გაიგოთ, სად ტარდება შეხვედრები თქვენ მახლობლად,
შეგიძლიათ გაესაუბროთ ერთ-ერთ იეჰოვას მოწმეს,
ან მოიძიოთ ინფორმაცია ვებსაიტზე jw.org.