00:00:01
ივნისში სკოლა დავამთავრეთ,00:00:03
00:00:03
ივლისში ვიქორწინეთ,00:00:05
00:00:05
ნოემბერში კი შვილი შეგვეძინა.00:00:07
00:00:08
ბედნიერები ვიყავით.00:00:10
00:00:12
ერთხელაც ორმა იეჰოვას მოწმემ კარზე მომიკაკუნა 00:00:17
00:00:17
და წამაკითხა 83-ე ფსალმუნის მე-18 მუხლი.00:00:21
00:00:21
სადაც წერია,
რომ ღვთის სახელია იეჰოვა.00:00:24
00:00:25
მათ შესწავლა შემომთავაზეს,00:00:28
00:00:28
რაზეც უარი არ მითქვამს.00:00:30
00:00:30
თუმცა შესწავლა სადღაც
სამ კვირაში შევწყვიტე.00:00:34
00:00:36
მაშინ მანქანა გვყავდა.00:00:38
00:00:38
დავდიოდით წვეულებებზე,
ვეწეოდით,00:00:41
00:00:41
ნარკოტიკებს ვიღებდით და ბევრს ვსვამდით.00:00:44
00:00:46
ამ ყველაფერმა ჩვენს
ქორწინებაზეც ცუდად იმოქმედა.00:00:50
00:00:50
ვიფიქრეთ, სხვა ქალაქში გადავსულიყავით,00:00:53
00:00:53
რომ ძველ ნაცნობებთან არანაირი
ურთიერთობა არ გვქონოდა.00:00:57
00:00:57
გვეგონა, ეს დაგვეხმარებოდა,00:00:59
00:00:59
მაგრამ უარესი მოხდა.00:01:02
00:01:04
ბეისბოლი ყველაფერს მერჩივნა,00:01:07
00:01:07
ჩემს ცოლსაც კი.00:01:09
00:01:11
მიჭირდა, ჩემი ქმარი ოჯახისთავად აღმექვა.00:01:15
00:01:17
თავი მასზე ჭკვიანი მეგონა.00:01:19
00:01:20
იმასაც ვფიქრობდი,00:01:22
00:01:22
რომ მე უკეთეს გადაწყვეტილებებს მივიღებდი.00:01:25
00:01:28
ჩემი ცოლი დამშორდა და სხვასთან წავიდა.00:01:32
00:01:32
ამან გული ძალიან მატკინა.00:01:35
00:01:37
სანა ნარკოდამოკიდებული იყო.00:01:39
00:01:40
ამიტომ სასამართლომ გადაწყვიტა,00:01:42
00:01:42
რომ ბავშვებზე მეურვეობა მე უნდა ამეღო.00:01:45
00:01:51
რაღაც მომენტში მივხვდი,00:01:53
00:01:53
რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა.00:01:56
00:02:00
უცებ თითქოს გონება გამინათდა 00:02:03
00:02:03
და რატომღაც იეჰოვა გამახსენდა.00:02:05
00:02:08
ამ დროს მუხლებზე დავეცი,00:02:13
00:02:13
და მახსოვს, იეჰოვას შევევედრე,00:02:16
00:02:17
გთხოვ, დამანახე, როგორ მოვიქცე,
რა გავაკეთო-მეთქი.00:02:21
00:02:21
სატელეფონო ცნობარში 00:02:24
00:02:24
იეჰოვას მოწმეების საკონტაქტო
ინფორმაცია მოვიძიე.00:02:28
00:02:30
მათ მომიტანეს წიგნი „ოჯახური ცხოვრება“.00:02:34
00:02:36
არტთან მივედი და ეს წიგნი ვაჩვენე.00:02:40
00:02:42
ვუთხარი, ჩვენს ქორწინებაში00:02:46
00:02:46
აქ ჩაწერილი რომ გაგვეთვალისწინებინა,00:02:49
00:02:49
ჩვენი ოჯახი არასოდეს არ დაინგრეოდა.00:02:52
00:02:53
არასოდეს.00:02:54
00:02:54
ჩემთვის გავიფიქრე,00:02:56
00:02:56
მართლა?00:02:58
00:02:58
ვერ ვიჯერებდი.00:02:59
00:02:59
თუმცა რაღაც დროის მერე აშკარა იყო,
რომ ძალიან შეიცვალა.00:03:04
00:03:05
ეს მის საუბრებში და ქცევებშიც გამოჩნდა.00:03:09
00:03:09
ნარკოტიკებსაც თავი დაანება.00:03:12
00:03:13
ძალიან მალე00:03:15
00:03:15
ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა.00:03:18
00:03:20
მოგვიანებით სანასთან ერთად
ბიბლიის შესწავლა დავიწყე.00:03:25
00:03:25
ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა.00:03:29
00:03:30
ერთ-ერთი ბიბლიური მუხლი,00:03:32
00:03:32
რომელიც ცოლ-ქმრული ურთიერთობის
განმტკიცებაში დამეხმარა,00:03:36
00:03:36
1 კორინთელების 11:3 იყო.00:03:40
00:03:40
მივხვდი, რომ ოჯახის თავი არტია და არა მე. 00:03:44
00:03:44
იმის გაცნობიერება, რომ იეჰოვას გარდა,ყველას ჰყავს თავი,00:03:50
00:03:50
რაღაცნაირად დაცულობის და
სიმშვიდის განცდა გამიჩინა.00:03:55
00:03:55
ახლა გადაწყვეტილებების მიღება
დამოუკიდებლად აღარ მიწევს.00:04:00
00:04:04
გალატელების მე-5 თავის 22-ე, 23-ე მუხლებში00:04:09
00:04:09
ჩაწერილი სიტყვები დამეხმარა,00:04:11
00:04:11
რომ უფრო მოსიყვარულე ქმარი00:04:14
00:04:14
და მამა გავმხდარიყავი.00:04:16
00:04:17
ვცდილობ, ჩემი ცოლი ხელის გულზე ვატარო,00:04:21
00:04:21
მისი შეხედულებები მოვისმინო
და ანგარიში გავუწიო.00:04:26
00:04:26
1979 წლის 2 აპრილს
მე და არტური ისევ დავქორწინდით.00:04:33
00:04:34
მათ ვისაც ქორწინებაში პრობლემები აქვთ,00:04:37
00:04:37
მინდა, ასეთი რამ ვურჩიო:00:04:39
00:04:41
ბიბლიური პრინციპებით00:04:43
00:04:43
დღესვე იხელმძღვანელეთ.00:04:45
00:04:48
მივხვდით, რომ იეჰოვას ჩვენს ოჯახში 00:04:52
00:04:52
უმნიშვნელოვანესი როლი უნდა ჰქონოდა.00:04:55
00:04:55
სწორედ მისი წყალობით
ვუმკლავდებით ყოველდღიურ პრობლემებს.00:04:59
00:04:59
ხელახლა დაქორწინება უფრო ტკბილი აღმოჩნდა,00:05:03
00:05:03
რადგან ჩვენთვის მთავარი იეჰოვა გახდა.00:05:06
არტ და ზანა კაპერსები: იეჰოვას დახმარებით დღეს ბედნიერი ოჯახი გვაქვს
-
არტ და ზანა კაპერსები: იეჰოვას დახმარებით დღეს ბედნიერი ოჯახი გვაქვს
ივნისში სკოლა დავამთავრეთ,
ივლისში ვიქორწინეთ,
ნოემბერში კი შვილი შეგვეძინა.
ბედნიერები ვიყავით.
ერთხელაც ორმა იეჰოვას მოწმემ კარზე მომიკაკუნა
და წამაკითხა 83-ე ფსალმუნის მე-18 მუხლი.
სადაც წერია,
რომ ღვთის სახელია იეჰოვა.
მათ შესწავლა შემომთავაზეს,
რაზეც უარი არ მითქვამს.
თუმცა შესწავლა სადღაც
სამ კვირაში შევწყვიტე.
მაშინ მანქანა გვყავდა.
დავდიოდით წვეულებებზე,
ვეწეოდით,
ნარკოტიკებს ვიღებდით და ბევრს ვსვამდით.
ამ ყველაფერმა ჩვენს
ქორწინებაზეც ცუდად იმოქმედა.
ვიფიქრეთ, სხვა ქალაქში გადავსულიყავით,
რომ ძველ ნაცნობებთან არანაირი
ურთიერთობა არ გვქონოდა.
გვეგონა, ეს დაგვეხმარებოდა,
მაგრამ უარესი მოხდა.
ბეისბოლი ყველაფერს მერჩივნა,
ჩემს ცოლსაც კი.
მიჭირდა, ჩემი ქმარი ოჯახისთავად აღმექვა.
თავი მასზე ჭკვიანი მეგონა.
იმასაც ვფიქრობდი,
რომ მე უკეთეს გადაწყვეტილებებს მივიღებდი.
ჩემი ცოლი დამშორდა და სხვასთან წავიდა.
ამან გული ძალიან მატკინა.
სანა ნარკოდამოკიდებული იყო.
ამიტომ სასამართლომ გადაწყვიტა,
რომ ბავშვებზე მეურვეობა მე უნდა ამეღო.
რაღაც მომენტში მივხვდი,
რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა.
უცებ თითქოს გონება გამინათდა
და რატომღაც იეჰოვა გამახსენდა.
ამ დროს მუხლებზე დავეცი,
და მახსოვს, იეჰოვას შევევედრე,
გთხოვ, დამანახე, როგორ მოვიქცე,
რა გავაკეთო-მეთქი.
სატელეფონო ცნობარში
იეჰოვას მოწმეების საკონტაქტო
ინფორმაცია მოვიძიე.
მათ მომიტანეს წიგნი „ოჯახური ცხოვრება“.
არტთან მივედი და ეს წიგნი ვაჩვენე.
ვუთხარი, ჩვენს ქორწინებაში
აქ ჩაწერილი რომ გაგვეთვალისწინებინა,
ჩვენი ოჯახი არასოდეს არ დაინგრეოდა.
არასოდეს.
ჩემთვის გავიფიქრე,
მართლა?
ვერ ვიჯერებდი.
თუმცა რაღაც დროის მერე აშკარა იყო,
რომ ძალიან შეიცვალა.
ეს მის საუბრებში და ქცევებშიც გამოჩნდა.
ნარკოტიკებსაც თავი დაანება.
ძალიან მალე
ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა.
მოგვიანებით სანასთან ერთად
ბიბლიის შესწავლა დავიწყე.
ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა.
ერთ-ერთი ბიბლიური მუხლი,
რომელიც ცოლ-ქმრული ურთიერთობის
განმტკიცებაში დამეხმარა,
1 კორინთელების 11:3 იყო.
მივხვდი, რომ ოჯახის თავი არტია და არა მე.
იმის გაცნობიერება, რომ იეჰოვას გარდა,ყველას ჰყავს თავი,
რაღაცნაირად დაცულობის და
სიმშვიდის განცდა გამიჩინა.
ახლა გადაწყვეტილებების მიღება
დამოუკიდებლად აღარ მიწევს.
გალატელების მე-5 თავის 22-ე, 23-ე მუხლებში
ჩაწერილი სიტყვები დამეხმარა,
რომ უფრო მოსიყვარულე ქმარი
და მამა გავმხდარიყავი.
ვცდილობ, ჩემი ცოლი ხელის გულზე ვატარო,
მისი შეხედულებები მოვისმინო
და ანგარიში გავუწიო.
1979 წლის 2 აპრილს
მე და არტური ისევ დავქორწინდით.
მათ ვისაც ქორწინებაში პრობლემები აქვთ,
მინდა, ასეთი რამ ვურჩიო:
ბიბლიური პრინციპებით
დღესვე იხელმძღვანელეთ.
მივხვდით, რომ იეჰოვას ჩვენს ოჯახში
უმნიშვნელოვანესი როლი უნდა ჰქონოდა.
სწორედ მისი წყალობით
ვუმკლავდებით ყოველდღიურ პრობლემებს.
ხელახლა დაქორწინება უფრო ტკბილი აღმოჩნდა,
რადგან ჩვენთვის მთავარი იეჰოვა გახდა.
-