JW subtitle extractor

როგორ წერდნენ ღვთის სიტყვას?

Video Other languages Share text Share link Show times

ღმერთმა თავისი სიტყვა ორმოც მამაკაცს დააწერინა. მაგრამ გაგჩენიათ კითხვა, რა მასალაზე წერდნენ ისინი?
ბიბლის ყველაზე ძველი წიგნები ხომ ათას წელზე მეტი ხნით ადრე დაიწერა, ვიდრე ადამიანები ქაღალდს გამოიგონებდნენ?!
იმ დროს საწერ მასალად პაპირუსს იყენებდნენ.
პაპირუსი მცენარეა, რომელიც დაბალ წყალში იზრდება.
მისი ღეროები სიმაღლეში დაახლოებით 4.5 მეტრს აღწევს. 4000-ზე მეტი წლის წინათ ეგვიპტელებმა პაპირუსისგან ფურცლების დამზადება დაიწყეს,
რომლებიც გლუვი და ამავდროულად მყარი იყო.
ასეთი ფურცლების დამზადება თანამედროვე ხელსაწყოებითაც კი არც თუ ისე მარტივია.
ღეროებს თხელ ნაჭრებად ჭრიდნენ, წყალში ალბობდნენ და აბრტყელებდნენ.
შემდეგ ფენებად აწყობდნენ და წნეხავდნენ, რომ მათგან ფურცლები მიიღოთ.
გამშრალ ფურცლებს სპილოს ძვლით, ნიჟარით ან ქვით ამუშავებდნენ.
შედეგად ფურცელი უფრო გლუვი და საწერად გამოსადეგი ხდებოდა.
გრაგნილის დასამზადებლად ფურცლის კიდეებს ერთმანეთს აწებებდნენ.
პაპირუსით 6 მეტრამდე სიგრძის გრაგნილებსაც კი ამზადებდნენ.
ა.წ. დააახლოებით მე-2 საუკუნეში ადამიანებმა ახალ ტექნოლოგიას მიაგნეს, რომელმაც გრაგნილი ჩაანაცვლა.
პაპირუსის ფურცლებს შუაზე კეცავდნენ და ძაფით კინძავდნენ. ის კოდექსის სახელით იყო ცნობილი და ძალიან წააგავდა თანამედროვე წიგნს.
წარმოიდგინეთ, რამდენი დრო დასჭირდებოდა ამ საწერი მასალების დამზადებას.
მაგრამ საინტერესოა, რით წერდნენ ამ ფურცლებზე.
კალმად ასეთ ლერწმის ღეროს იყენებდნენ. საწერად ვარგისი რომ ყოფილიყო მას წვერს უთლიდნენ.
ბიბლიურ დროში მელანი რომ დაემზადებინათ, ხშირად მურს ფისს ურევდნენ, რომლის წყალობითაც მელანი ფურცელზე რჩებოდა.
სასურველი სისქის მისაღებად ამ ორ მყარ ნივთიერებას წყალსაც უმატებდნენ.
გრაგნილისა თუ კოდექსის შემთხვევაში პრობლემას ის წარმოადგენდა, რომ ფურცლები ადვილად იშლებოდა.
მიუხედავათ ამისა, გასაოცარია, რომ ბიბლიის ხელნაწერების ზოგიერთმა ფრაგმენტმა დღემდე მოაღწია.
მაგალითათ ახლა კადრში ხედავთ იმ ხელნაწერების ასლებს, რომლებიც 2000 წელზე მეტს ითვლის.
დროთა განმავლობაში ბიბლიის გადამწერებმა უფრო გამძლე მასალის გამოყენება დაიწყეს.
მე-4 საუკუნისთვის ყველაზე ხშირად უკვე პერგამენტის იყენებდნენ, რომელიც თხის, ცხვრის ან ხბოს ტყავისგან მზადდებოდა.
ტყავს კირწყალში ალბობდნენ, შემდეგ კი ბალანს აცილებდნენ,
ამის შემდეგ მას თოკებით ჭიმავდნენ და დანით დარჩენილ ცხიმს ფხეკდნენ.
მომდევნო ეტაპი მისი კიდევ უფრო გაჭიმვა და გაშრობა იყო.
შედეგად ტყავი თხელდებოდა და ხისტდებოდა.
ბოლოს მას ცარცს აყრიდნენ და პემზით ამუშავებდნენ. ამის წყალობით საწერად ვარგისი მასალა მიიღებოდა.
როგორც ხედავთ, პერგამენტის ერთი ფურცლის დამზადებაც კი უდიდეს შრომას მოითხოვდა.
ჩვენამდე ამ მასალაზე შესრულებულმა ბიბლიის არაერთმა ხელნაწერმა მოაღწია. მათ შორისაა ეს ორი ეგზემპლარიც.
კიდევ ერთი ცნობილი ხელნაწერია იტალიაში აღმოჩენილი ამიაკინური კოდექსი, რომელიც 1300 წელზე მეტი ხნისაა.
ეს არის უძველესი ლათინური მთლიანი ბიბლია, რაც კი აღმოუჩენიათ. ზოგი ისტორიკოსის აზრით ამ წიგნის დამზადებას 400-ზე მეტი ცხოველის ტყავი დასჭირდებოდა.
ასლიც ძალიან მძიმეა. ხელში დაჭერაც კი რთულია. თუმცა ორიგინალი გაცილებით მეტს იწონის, დაახლოებით 34 კილოგრამს.
დაფიქრდით, რა კოლოსალური შრომაა ჩადებული თუნდაც ამ ერთი ეგზემპლარის შექმნაში.
მართალია არცერთი მასალა არ ძლებს სამუდამოდ, მაგრამ იეჰოვამ იზრუნა, რომ თავისი სიტყვა საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ ზედმიწევნითი სიზუსტით გადაწერილიყო
და ჩვენამდე მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარს კი არა, ათასობით ხელნაწერს მოეღწია.
ასე რომ შემდეგ ჯერზე, როცა თითის ერთი დაჭერით გახსნით ბიბლიურ მუხლს, გაიხსენეთ, რა საოცარი რამ მოიმოქმედა იეჰოვამ
და რა ძალისხმევა მოხმარდა, რომ მის სიტყვას ჩვენამდე უძველესი ხელნაწერების სახით მოეღწია.