JW subtitle extractor

მოზეს მაპოტო: მივხვდი, რა არის ნამდვილი ბედნიერება

Video Other languages Share text Share link Show times

ერთ ღამეს პოლიცია მოგვადგა სახლში.
კარი შემოამტვრიეს და ფანჯრები ჩაგვილეწეს.
გვითხრეს, რომ ჩვენი სახლი ჩვენ აღარ გვეკუთვნოდა
და იქაურობა უნდა დაგვეტოვებინა.
ამ შემთხვევამ ძალიან გამაბოროტა.
გამწარებულმა ჩემს თავს ვუთხარი,
რომ სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ვიბრძოლებდი.
აპართეიდმა საზოგადოების დაყოფა გამოიწვია.
განათლებას შავკანიანები და თეთრკანიანები ცალ-ცალკე იღებდნენ.
შავკანიანების განათლებას ყურადღებას არავინ აქცევდა.
ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები
ძირითადად თეთრკანიანების სწავლას ხმარდებოდა.
სკოლებშიც რთული ვითარება იყო.
შავკანიანების საკლასო ოთახები გადაჭედილი იყო.
მინდოდა, რომ ადვოკატი გამოვსულიყავი
და აპართეიდის წინააღმდეგ კანონიერად მებრძოლა.
მაგრამ მას შემდეგ,
რაც საკუთარი სახლი წაგვართვეს,
უკვე იმაზე დავიწყე ფიქრი,
სწრაფი გზებით როგორ მომეგვარებინა
საზოგადოებაში არსებული რასობრივი დისკრიმინაციის
და უსამართლობის პრობლემა.
ერთ-ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას შევუერთდი.
გადავწყვიტე, მეზობელ ქვეყანაში გადავსულიყავი,
სამხედრო მომზადების გასავლელად.
ამის შემდეგ სამხედრო მეთაურად დავინიშნე.
მე და ჩემს ჯარისკაცებს თავისუფლებისთვის უნდა გვებრძოლა.
ჩემი, როგორც მეთაურის მოვალეობა ის იყო,
რომ მეპოვა ისეთი ადგილები,
სადაც იარაღის შენახვას შევძლებდით.
ჩემს მოვალეობაში ისიც შედიოდა,
რომ ახალი ჯარისკაცები მომემზადებინა,
რომლებიც ჩვენს ორგანიზაციას შემოუერთდებოდნენ.
ახლებს ვასწავლიდით, როგორ გამოეყენებინათ იარაღი
და ასაფეთქებელი მოწყობილობები,
რომლებსაც საიდუმლო ადგილებში ვინახავდით.
ძალიან სასტიკი ვიყავი.
არავისი არ მეშინოდა და პატივს არავის ვცემდი.
მეგონა, რომ ჩვენს ორგანიზაციაში
ყველანი ერთი მიზნისთვის ვიბრძოლებდით,
მაგრამ სამწუხაროდ, ვხედავდი რომ ეს ასე არ იყო.
აშკარა იყო, რომ გუნდის წევრებს ერთმანეთი არ უყვარდათ,
ეჭვის თვალით უყურებდნენ ერთმანეთს
და სულ რაღაცაზე ჩხუბობდნენ.
ჩემი ცოლი იეჰოვას მოწმე იყო.
მითხრა რომ ვინმეს შემახვედრებდა,
ვინც ბიბლიას შემასწავლიდა
და მეც დავთანხმდი.
ერთი და მოვიდა,
რომელმაც ღვთის სამეფოზე დამიწყო საუბარი.
ძალიან გავბრაზდი,
როცა მითხრა რა იყო ღვთის განზრახვა,
რომ ღვთის სამეფო გაანადგურებდა ყველა სამეფოს,
მათ შორის ჩემს პოლიტიკურ ორგანიზაციასაც.
გაბრაზებული ვესაუბრებოდი,
მაგრამ ის მაინც მიღიმოდა.
ჩემს რეაქციას არ გაუღიზიანებია და არ გაბრაზებულა.
მისმა სიმშვიდემ გამაოცა
და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
კრების შეხვედრაზე დამპატიჟეს.
ჩემი ყურადღება იმან მიიქცია,
რომ განხილვაში ყველა მონაწილეობდა.
ბავშვებიც თავისუფლად იწევდნენ ხელს და პასუხობდნენ.
აშკარა იყო, რომ ყველა კარგად იყო მომზადებული
და გააზრებულ პასუხებს სცემდნენ.
ბიბლიურ მუხლებს სწრაფად პოულობდნენ.
უნივერსიტეტში კი ვსწავლობდი,
მაგრამ მათსავით მუხლებს მე ვერ ვპოულობდი.
ჩემთვის ვთქვი, ნეტა მეც ასე შემეძლოს-მეთქი.
აშკარა იყო,
რომ იეჰოვას ორგანიზაციაში
ხალხი ხარისხიან განათლებას იღებდა.
რასაც ნამდვილად ვერ ვიტყოდით აპართეიდის დროს
შავკანიანთათვის განკუთვნილ სკოლებზე.
საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი,
რომ ადამიანებზე დაიმედება ქარის დევნას ჰგავს.
ნამდვილი ბედნიერება მხოლოდ იეჰოვაზე მინდობას მოაქვს.
ბავშვობიდან თავისუფლებაზე,
მშვიდობაზე და ბედნიერებაზე ვოცნებობდი.
ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ ვიპოვე,
როცა კრების შეხვედრაზე მივედი.
სწორედ იქ ვიპოვე ნამდვილი თავისუფლება,
სამართლიანობა
და ბედნიერება.
ნამდვილი სიყვარულის ფასი დავინახე.
ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.
იეჰოვასთან დაახლოებამ
სრულიად შემცვალა.
მან მასწავლა სიყვარული,
თანაგრძნობა
და თავმდაბლობა.
ვისწავლე, რა არის სხვებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება.
ნამდვილად შეიძლება ითქვას,
რომ ახალი პიროვნებით შევიმოსე.