JW subtitle extractor

დები ოტალორები: რწმენა, რომელიც მძიმე განსაცდელს გვატანინებს

Video Other languages Share text Share link Show times

მე და ჩემი ხუთი და
კოლომბიიდან ვართ.
ქრისტიანულ ოჯახში გავიზარდეთ
და ჭეშმარიტება ბავშვობიდან ვიცით.
სულიერ საქმეებში აქტიურად ვიყავით ჩართული.
მამაჩემისთვის ჭეშმარიტება ყველაფერი იყო.
ცდილობდა, რომ ჩვენთვისაც ჩაენერგა ღვთის სიყვარული.
სკოლაში ისე არ გაგვიშვებდა,
რომ ყოველდღიური მუხლი არ წაგვეკითხა;
თუნდაც გაკვეთილებზე დაგვეგვიანა,
სახლიდან ამის გარეშე ვერ გავიდოდით.
დიდი ოჯახი გვქონდა,
მაგრამ კრებას არასდროს ვაცდენდით.
დარბაზში ორი რიგს ჩვენ ვიკავებდით.
მამაჩემი სულ და-ძმების კეთილდღეობაზე ფიქრობდა
და ყოველთვის მზად იყო, დახმარებოდა მათ.
დედაც და მამაც ძალიან სტუმართმოყვარეები იყვნენ.
მამაჩემი ხშირად ეპატიჟებოდა ბიბლიის შემსწავლელებს და და-ძმებს.
სამზარეულოს კარს გამოიკეტავდა,
მუსიკას ჩართავდა
და გემრიელ საჭმელს ამზადებდა ხოლმე.
ის ძალიან თბილი და მხიარული ადამიანი იყო,
ბევრ გასართობს იგონებდა ჩვენთვის.
მამა თითოეული ჩვენგანის მოთხოვნილებებს ითვალისწინებდა
და ყველაზე ინდივიდუალურად ზრუნავდა.
შაბათ-კვირას გვასეირნებდა ხოლმე
კრების ან მსახურების შემდეგ.
საოცარი მამა იყო.
კარგად მახსოვს,
იმ დღეს ყველანი სახლში ვიყავით.
მამას მანქანა გარაჟში უნდა შეეყვანა.
დედა და მამა მანქანაში ისხდნენ,
როცა მოულოდნელად თავზე ავტომატიანი კაცები დაადგნენ.
უნდოდათ მამაჩემი მანქანიდან გადმოეყვანათ
და გაეტაცებინათ.
ხმაური გავიგონეთ,
ბავშვებს შეგვეშინდა და გარეთ გავცვივდით.
მახსოვს, როგორ ეგდო მამაჩემი მიწაზე,
დაჭრილი იყო.
ამ კადრებს დღემდე ვერ ვივიწყებ,
სულ თვალწინ მიდგას.
ესროლეს და გაიქცნენ.
მახსოვს, როგორ შემოვხვიე მკლავები მამას.
საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ,
რამოდენიმე საათში გარდაიცვალა.
მისი ბოლო სიტყვები ასეთი იყო:
„იეჰოვა ერთ რამეს გთხოვ,
დაიფარე ჩემი გოგოები
და ჩემი პატარა ქალბატონი“.
დედაჩემი ძლიერი ქალია.
ასეთი რომ არ ყოფილიყო,
ძალიან გაგვიჭირდებოდა.
ახლა ის ზრუნავდა ჩვენს სულიერ მოთხოვნილებებზე.
მამა რომ დაიღუპა,
მეორე დღეს კრების შეხვედრაზე
ჩემს დას, რაკელს, დავალება ჰქონდა.
ამ ტრაგედიის მიუხედავად,
მან მაინც შეძლო დავალებით გამოსვლა.
მომდევნო კვირას კონგრესი გვქონდა
და არც ის გაგვიცდენია.
მამამ კარგი მაგალითი დაგვიტოვა
და გვინდოდა მისთვის მიგვებაძა.
მის გარეშე ცხოვრება ადვილი არ იყო,
მაგრამ ყოველთვის ვცდილობდით,
იეჰოვას მოსაწონი გადაწყვეტილებები მიგვეღო.
წინასწარ ვფიქრობდით იმაზე,
რას გვირჩევდა ამა თუ იმ სიტუაციაში მამა
და რა მოეწონებოდა იეჰოვას.
ვცდილობდი, ჩემი დებისთვის კარგი მაგალითი ვყოფილიყავი
და ყველაფერი ისე მეკეთებინა, როგორც მამა მოისურვებდა.
თავიდან იეჰოვას ვთხოვდი,
რომ მოეცა მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება,
ახლა კი რთულ პერიოდებში იმას ვთხოვ,
რომ ვერანაირმა განსაცდელმა ვერ წამართვას
მისგან ბოძებული მშვიდობა.
ვგრძნობ, როგორ მაძლიერებს იეჰოვა.
ძალიან მიყვარს ჩემი დები და დიდ პატივს ვცემ,
რადგან მათ ფაქტობრივად დედობა გამიწიეს.
ჩემი სამი და ისევ კოლომბიაში ცხოვრობს,
დედა კი ჩვენთანაა.
ხშირად ვკონტაქტობთ მათთან, ტელეფონით ან ზუმით.
ჩემს ნათესავებს, რომლებიც მოწმეები არ არიან,
უნდოდათ, რომ ჩემი დებიდან ზოგიერთი თვითონ გაეზარდათ,
მაგრამ ჩვენ არ გვინდოდა, რომ ერთმანეთს დავშორებოდით.
მამასაც ის უნდოდა, რომ ახალ ქვეყნიერებამდე ერთად მივსულიყავით.
მართალია ჩვენ გვერდით აღარ იყო,
მაგრამ არ გვავიწყდებოდა, რამდენს აკეთებდა იეჰოვასთვის და ჩვენთვის.
არ გვინდოდა, მისი შრომა წყალში ჩაგვეყარა.
მამა ბევრ რამეს მასწავლიდა იეჰოვასა და მის შემოქმედებაზე,
ასე ცდილობდა, ღვთის სიყვარული ჩაენერგა ჩემთვის.
მაშინ ვერ ვხვდებოდი,
როგორ დამეხმარებოდა ეს მომავალ სირთულეებთან გამკლავებაში.
ხშირად ვფიქრობ ხოლმე,
მართალია მამა აღარაა ჩემ გვერდით,
მაგრამ მან ზეციერი მამის საიმედო ხელში დამტოვა,
რისთვისაც ძალიან ვემადლიერები.
ერთი სული მაქვს,
როდის ვეტყვი მამას სამოთხეში:
„გახსოვს შენი ბოლო სიტყვები?
ხედავ?
იეჰოვამ იზრუნა შენს ცოლსა და შვილებზე
და ყველანი აქ ვართ.
შენც ხომ ეს გინდოდა?“
მე კი ვეტყვი:
„მადლობა,
შენ ეს შეძელი“.