JW subtitle extractor

ჯეიმზ მანცი: ნუგეში ამ მძიმე დროში

Video Other languages Share text Share link Show times

ჩვენი დღევანდელი მოხსენების მთავარი მუხლია 2 კორინთელების 1:3, 4:
„დიდება ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, ღმერთსა და მამას,
თანამგრძნობ მამასა და ყოველმხრივ ნუგეშისმცემელ ღმერთს,
რომელიც ნებისმიერი გასაჭირის დროს გვანუგეშებს,
რათა ჩვენც შევძლოთ
ნებისმიერ გასაჭირში მყოფთა
ნუგეშისცემა ისე,
როგორც ღმერთი გვანუგეშებს“.
ჩვენ ისე ვართ შექმნილი,
რომ ნუგეში დაბადებიდან გჭირდება.
ამიტომაც ვტიროდით ბავშვობაში, როცა გვშიოდა,
როცა თავს ცუდად ვგრძნობდით,
ან ხელში აყვანა გვინდოდა.
მართალია, უკვე ბავშვები აღარ ვართ,
მაგრამ ნუგეში მაინც გვჭირდება.
შეიძლება ახლა ვართ ისეთ მდგომარეობაში,
როცა ამის საჭიროებას განსაკუთრებულად ვგრძნობთ
და ეს არც არის გასაკვირი.
ფსალმუნის 90:10 კარგად აღწერს არასრულყოფილი ადამიანის ცხოვრებას:
„ჩვენ სამოცდაათ წელს ვცოცხლობთ,
ჯანმაგრობისას კი – ოთხმოცს,
მაგრამ ეს წლები
გასაჭირითა და მწუხარებითაა სავსე;
მიქრის
და ჩვენც მიგვაქანებს“.
დღეს შეიძლება
ბევრი რამ გახდეს ჩვენი მწუხარების,
გულის ტკივილის
და იმედგაცრუების მიზეზი.
არსებობს პრობლემები,
რომელთაც ადრე თუ გვიან ყველა შევხვდებით;
ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია.
ავადმყოფობას,
სიბერეს
და საყვარელი ადამიანის სიკვდილს
ვერსად გავექცევით.
მაგრამ ზოგ პრობლემას
უბრალოდ გარემოებები იწვევს.
მაგალითად, უბედურ შემთხვევებს,
ეკონომიკურ სირთულეებს,
განქორწინებას,
სტიქიურ უბედურებას.
ზოგი სამოქალაქო არეულობის,
ომის
ან ძალადობის მსხვერპლი ხდება.
არც ისაა გამორიცხული,
რომ პრობლემებს
ჩვენი რწმენის გამო შევხვდეთ.
შეიძლება რელიგიურად დაყოფილ ოჯახში გვიწევს ცხოვრება,
გვდევნიან
ან გვაპატიმრებენ,
შეიძლება სკოლაში ან სამსახურში დაგვცინიან,
ან აბუჩად გვიგდებენ.
ისიც შესაძლებელია, რომ ჩვენმა ოჯახის წევრმა
ან ახლო მეგობარმა ზურგი აქციოს იეჰოვას.
ზოგისთვის სირთულეს შეიძლება
კრებაში დაბრუნებაც კი წარმოადგენდეს.
საბოლოო ჯამში,
რითაც არ უნდა იყოს ჩვენი პრობლემები გამოწვეული,
ნუგეში ყველას გვჭირდება.
დღევანდე მსოფლიოში გამონაკლისი არ არსებობს.
გულგატეხილობისგან არავინაა დაზღვეული.
სწორედ ამაზე საუბრობს 1 პეტრეს 5:9,
სადაც პეტრე ასეთ სიტყვებს წერს:
„მსგავს სატანჯველს
თქვენი საძმოც ხვდება ქვეყნიერებაში“.
თუმცაღა,
როგორც იმავე თავის მე-6, მე-7 მუხლებიდან ვიგებთ,
ჩვენ გვყავს ნუგეშის წყარო.
მეექვსე მუხლიდან წავიკითხოთ:
„ამიტომ დაიმდაბლეთ თავი
ძლევამოსილი ღვთის წინაშე,
რათა თავის დროზე აგამაღლოთ,
და ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ,
რადგან ის ზრუნავს თქვენზე“.
იეჰოვას ნუგეშის გარეშე
არასოდეს დაუტოვებია თავისი მსახურები.
ამიტომაც იყო მისი ერთგული მსახური მოსე დარწმუნებული,
რომ იეჰოვა ნებისმიერ სიტუაციაში მხარს დაუჭერდა.
ამიტომ ის გულდაჯერებული წერდა იმ სიტყვებს,
რასაც კანონის 33:27-ში ვკითხულობთ:
„უხსოვარი დროიდანაა ღმერთი შენი თავშესაფარი,
მისი მარადიული მკლავები შენ ქვემოთაა“.
როდესაც ძალაგამოცლილებს გვიჭირს წამოდგომა,
იეჰოვა, ასე ვთქვათ,
ჩვენკენ დაიხრება,
ხელს მოგვაშველებს
და წამოგვაყენებს,
რომ კვლავაც მყარად დავდგეთ ფეხზე.
ფსალმუნებშიც არაერთხელ არის ნახსენები,
როგორ ზრუნავს
და გვანუგეშებს იეჰოვა.
მაგალითად,
94-ე ფსალმუნის დამწერმა
მე-19 მუხლში ასე გამოხატა იეჰოვას მიმართ მადლიერება:
„როცა საფიქრალმა მოსვენება დამიკარგა,
შენ მანუგეშე და დამამშვიდე“.
რომაელების 15:4-ში კი ნათქვამია:
„ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა,
ჩვენ სასწავლებლად დაიწერა.
რათა მოთმინებითა
და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით
გვქონდეს იმედი“.
რითაც არ უნდა იყოს ჩვენი საწუხარი გამოწვეული,
შეგვიძლია წმინდა წერილებიდან მივიღოთ ნუგეში.
წიგნში
„ბიბლია ცხოვრების გზამკვლევი“,
ერთ-ერთი პუნქტი
ნუგეშს ეთმობა
და ჩამოთვლილია გულგატეხილობის სხვადასხვა მიზეზი.
აქ მხოლოდ მანუგეშებელი ბიბლიური მუხლები კი არ არის მოცემული,
არამედ მოყვანილია ძველ დროში მცხოვრები
ღვთის მსახურების მაგალითები,
რომლებმაც იეჰოვას დახმარებით
არაერთ გასაჭირს გაუძლეს.
იეჰოვასგან ნუგეშის მიღების საუკეთესო საშუალება
ლოცვაში ამის თხოვნაა.
145-ე ფსალმუნში მეფე დავითი განადიდებს იეჰოვას
იმისთვის,
რომ ის ისმენს თავის მსახურთა ლოცვას.
ვნახოთ მე-18, მე-19 მუხლები:
„იეჰოვა
ახლოს არის ყველასთან, ვინც მას უხმობს,
ყველასთან, ვინც წრფელი გულით უხმობს.
გულის წადილს უსრულებს თავის მოშიშთ,
ისმენს მათ ღაღადს,
შველას რომ სთხოვენ,
და იხსნის მათ“.
როგორც მოსიყვარულე მშობელი არ წაუყრუებს შვილს,
რომელიც შველას სთხოვს,
ისე იეჰოვა,
თანამგრძნობი მამა,
არ წაუყრუებს თავის მსახურთა ვედრებას.
1 სამუელის 1-ელ და მე-2 თავში
მოთხრობილია ერთი ებრაელი ქალის,
ხანას, ისტორია,
რომელიც უშვილობის გამო
ისე იყო სულგამწარებული,
რომ ჭამის თავიც არ ჰქონდა.
ღვთის თაყვანსაცემად
კარავში მისულმა ხანამ
იეჰოვას მიმართა ლოცვით
და მწარედ ატირდა.
იეჰოვამ შეისმინა მისი სათხოვარი
და ეს თავმდაბალი ქალი
უპასუხოდ არ დატოვა.
როგორც შემდეგ ვიგებთ,
ის წავიდა,
ჭამა
და მეტად აღარ დაღონებულა.
ხანას მსგავსად,
იეჰოვა ჩვენც გვანუგეშებს,
თუ ლოცვაში გულს გადავუშლით
და ჩვენს საწუხარს გავუზიარებთ.
ბიბლიაში ბევრი რამ არის ნუგეშზე ნათქვამი
მათ შორის ის,
რასაც 2 კორინთელების 1:3-სა და 4-ში ვკითხულობთ.
როგორც დასაწყისში ვახსენეთ,
ჩვენი დღევანდელი მოხსენება ამ მუხლებზეა დაფუძნებული.
კიდევ ერთხელ წავიკითხოთ.
დააკვირდით,
მუხლებიდან გამომდინარე, რა დაგვეხმარება,
ვანუგეშოთ სხვები მაშინაც კი,
თუ თავადაც არ ვართ მარტივ სიტუაციაში
და არაერთ სირთულესთან გვიწევს გამკლავება.
მოდი ერთად წავიკითხოთ 2 კორინთელების 1:3 და 4:
„დიდება
ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, ღმერთსა და მამას,
თანამგრძნობ მამასა
და ყოველმხრივ ნუგეშისმცემელ ღმერთს,
რომელიც ნებისმიერი გასაჭირის დროს გვანუგეშებს,
რათა ჩვენც შევძლოთ
ნებისმიერ გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემა
ისე,
როგორც ღმერთი გვანუგეშებს“.
იეჰოვას თანამგრძნობი მამა ეწოდება,
რაც იმას ნიშნავს,
რომ ის სხვისი გასაჭირის და დარდის გამზიარებელია.
ეს მუხლები კარგად აღწერს, რას გრძნობს იეჰოვა,
როცა ხედავს თავისი ერთგული მსახურების გასაჭირს.
ამ მუხლებში პავლე იეჰოვას
ყოველმხრივ ნუგეშისმცემელ ღმერთსაც უწოდებს.
ეს ასეცაა, რადგან ის არის
ყოველგვარი ნუგეშის წყარო.
მე-4 მუხლიდან ვიგებთ,
რა საშუალებებს იყენებს იეჰოვა ჩვენს სანუგეშებლად.
ხშირ შემთხვევაში ის ამას ჩვენი და-ძმების მეშვეობით აკეთებს.
მოდი კიდევ ერთხელ შევავლოთ ამ მუხლს თვალი.
აქ ნათქვამია,
რომ იეჰოვა
„ნებისმიერი გასაჭირის დროს გვანუგეშებს,
რათა ჩვენც შევძლოთ
ნებისმიერ გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემა
ისე,
როგორც ღმერთი გვანუგეშებს“.
დაინახეთ კავშირი?
როგორ გვანუგეშებს იეჰოვა
და როგორ გვეხმარება ეს სხვების ნუგეშისცემაში?
ჯერ ჩვენ ვიღებთ იეჰოვასგან ნუგეშს
და ვინაიდან ღვთის მსგავსად ვართ შექმნილი,
მისი წმინდა სული აღგვძრავს,
რომ სხვებსაც თანავუგრძნოთ
და ვანუგეშოთ.
ნიშნავს ეს იმას, რომ ქრისტიანები ორ კატეგორიად ვართ დაყოფილი:
ერთნი ანუგეშებენ,
მეორენი კი ნუგეშს იღებენ.
არა.
თითოეულს გვაკისრია პასუხისმგებლობა,
რომ ვანუგეშოთ სხვები,
მაშინაც კი,
როცა თავადაც გვჭირდება ნუგეში.
როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?
გავიხსენოთ პავლეს მაგალითი.
რომში პირველი პატიმრობის დროს
მან მადლიერება გამოხატა იმ ძმების მიმართ,
რომლებიც მისთვის მანუგეშებლები აღმოჩნდნენ.
კოლოსელების მე-4 თავში მან ზოგიერთი მათგანი სახელებით მოიხსენია.
კერძოდ არისტარქე,
ტიქიკე
და მარკოზი.
ამ მამაკაცების მაგალითს
ჩვენი პროგრამის სხვა ნაწილში შევეხებით.
პავლე ძალიან მადლიერი იყო ამ ძმების,
რომლებმაც ძალ-ღონე არ დაიშურეს,
რომ მოენახულებინათ ის
და სიტყვით თუ საქმით ენუგეშებინათ.
მაგრამ პავლე მხოლოდ მიმღების პოზიციაში არ დარჩენილა.
ციხეში ყოფნისას ის ყველა საშუალებას იყენებდა,
რომ გაემხნევებინა მის სანახავად მისულები
და კრებებისთვის მანუგეშებელი წერილები მიეწერა.
პავლეს მსგავსად მოიქცა ერთი სამხრეთ აფრიკელი და,
სახელად კლოდინი,
რომელმაც სერიოზული ოპერაცია გადაიტანა.
ვინაიდან იმ დროს კოვიდ პანდემია იყო,
ის მნახველებს სახლში ვერ იღებდა.
კლოდინმა გადაწყვიტა, ბევრი არ ეფიქრა საკუთარ პრობლემაზე
და ღმერთს სთხოვა, მისთვის სხვების გამხნებების ძალა მიეცა.
როგორ მოიქცა ამის შემდეგ?
ის დაუკავშირდა ქალბატონს, რომელიც ადრე სწავლობდა ბიბლიას.
მან განაახლა ბიბლიის შესწავლა
და ვიდეოკონფერენციის საშუალებით კრებებზეც დაიწყო დასწრება.
კლოდინმა ამ ქალის უმცროს დასთანაც დაიწყო შესწავლა.
მოგვიანებით მისმა ოთხმა მეგობარმაც მოითხოვა ბიბლიის შესწავლა.
ვინაიდან კლოდინს სურდა, სხვები ენუგეშებინა,
ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად,
საბოლოო ჯამში, მან 16 ქალბატონთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა.
ზოგჯერ შეიძლება ადამიანს ძალიან სჭირდებოდეს ნუგეში,
მაგრამ არ იღებდეს დახმარებას.
ასე დაემართათ ისრაელებს,
როდესაც მოსემ მათ ღვთის დანაპირები გადასცა,
რომ იხსნიდა ეგვიპტის მონობიდან.
თავდაპირველად მათ ყურად არ იღეს მოსეს სიტყვები,
რადგან გულგატეხილნი იყვნენ,
თუმცა მოგვიანებით შეიცვალეს დამოკიდებულება.
გავიხსენოთ ნაომი,
რომლის სახელიც ნიშნავს „ჩემს სიამოვნებას“.
ის ისრაელში შიმშილობის დროს
უცხო მიწაზე ცხოვრობდა;
მან ქმარი და ორივე ვაჟი დაკარგა.
როდესაც ისრაელში დაბრუნდა,
ბეთლემელი ქალები ერთმანეთს ეუბნებოდნენ,
ნუთუ ეს ნაომიაო.
ისეთი გამწარებული იყო თავისი განსაცდელების გამო,
რომ გულმოკლულმა ქალებს ასეთი პასუხი გასცა:
„ნაომის ნუღარ დამიძახებთ,
მარა დამიძახეთ,
რადგან ყოვლისშემძლემ სიცოცხლე გამიმწარა!“.
თუმცა იეჰოვამ დაინახა მისი გულისტკივილი
და თავისი ხალხის მეშვეობით აღმოუჩინა დახმარება.
საბოლოო ჯამში,
მისი მწუხარება
სიხარულმა შეცვალა.
თუ თქვენც რთული პერიოდი გიდგათ ცხოვრებაში,
ეცადეთ, არ განმარტოვდეთ
და არ გაერიყოთ სხვებს.
ზოგჯერ ამის ცდუნება დიდია.
მაგრამ არაერთი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია იმის დასამტკიცებლად,
რომ თუ არ გავერიყებით და-ძმებს,
ამით იეჰოვას საშუალებას მივცემთ,
რომ სწორედ მათი მეშვეობით გვანუგეშოს
და გაგვამხნეოს,
იქნება ეს სიტყვით თუ საქმით.
როცა იეჰოვა გვანუგეშებს გასაჭირში,
ეს ჩვენც აღგვძრავს, რომ სხვების გასაჭირი გულთან ახლოს მივიტანოთ
და ვუთანაგრძნოთ.
პირველი, რისი გაკეთებაც გვმართებს ისაა,
რომ ყურადღებიანები ვიყოთ
და შევამჩნიოთ, ვის სჭირდება ნუგეში
და მხარში დგომა.
ზოგ შემთხვევაში დიდი დაკვირვება არაა საჭირო,
ისედაც ვიგებთ,
თუ ვინმეს უბედურება შეემთხვა,
სამსახური დაკარგა,
ან ახლობელი, ან ოჯახის წევრი დაეღუპა,
მაგრამ ზოგ შემთხვევაში ყველაფერი ასეთი აშკარა არაა.
შეიძლება ადამიანის საქციელმა
ან სახის გამომეტყველებამ მიგვანიშნოს,
რომ მის თავს რაღაც არასასიამოვნო ხდება.
როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?
უხეშად არ ჩავერევით სხვის საქმეში,
მაგრამ ვეცდებით, რბილად მივუდგეთ.
შეიძლება, მაშინვე არ გადაგვიშალოს გული,
ამიტომ გვინდა, მომთმენები ვიყოთ
და დაველოდოთ,
როცა ამისთვის მზად იქნება.
მეორე ნაბიჯი ისაა,
რომ ვილოცოთ
და იეჰოვას ვთხოვოთ, დაგვანახოს,
როგორ დავეხმაროთ სხვებს.
თუმცა ისიც გვესმის, რომ როგორც არ უნდა ვეცადოთ,
სხვებს ყველა პრობლემას ვერ მოვუგვარებთ.
ერთმა მისიონერმა, რომელსაც ცოლი დაეღუპა,
ასეთი რამ თქვა:
„ვხვდები, რომ ვერაფერს შევცვლი,
უბრალოდ ამ ტკივილით ცხოვრება უნდა ვისწავლო“.
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს იგავების 3:27-ში ჩაწერილი პრინციპი:
„ნუ დაუკავებ სიკეთეს მას,
ვისაც ეკუთვნის,
როცა დახმარების გაწევა შეგიძლია“.
ზოგჯერ ვიბნევით
და არ ვიცით, რა ვთქვათ
ან რა გავაკეთოთ.
თუ ასეა,
გაიხსენეთ,
რა მნიშვნელობას ატარებს „ნუგეშად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა.
ეს სიტყვასიტყვით ნიშნავს „ვინმესთან გვერდით ყოფნას“.
ამას მივყავართ მესამე ნაბიჯამდე.
ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა,
რომ სხვებს მხარში ამოუდგეთ.
არ იფიქროთ, რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა თქვათ.
და-ძმებისთვის ისიც ბევრს ნიშნავს, როცა ხედავენ,
რომ რთულ სიტუაციაში მათ გვერდით ვართ.
შეიძლება უბრალოდ მათ ვინმესთვის გულის გადაშლა უნდოდეთ.
თუ ასეა,
იყავით კარგი მსმენელი.
თუ მუხლებს წაუკითხავთ,
იმაზე გაუმახველეთ ყურადღება,
რომ იეჰოვას ესმის მისი.
შეიძლება განსაკუთრებული ვერაფერი გავაკეთოთ,
მთავარია, გულთან ახლოს მივიტანოთ სხვისი გასაჭირი
და ყველანაირად შევეცადოთ, რომ თანავუგრძნოთ.
მაგალითად, ერთ დას,
რომელიც მსოფლიო მთავარ სამმართველოში მსახურობს,
პანდემიის დროს მშობლები დაეღუპა.
ერთხელ, როცა საავადმყოფოდან დაბრუნდა,
ოთახში ხილით სავსე დიდი კალათა დახვდა,
რომელიც ბეთელში თავისმა თანამშრომლება დაახვედრეს.
აი, რა თქვა მან:
„სიმართლე გითხრათ,
არც ხილს გავუკვირვებივარ
და არც იმას,
თუ რა ლამაზად იყო კალათა მორთული.
ჩემთვის თავად ეს ჟესტი იყო ძალიან სასიამოვნო,
რადგან ამ ადამიანებმა იფიქრეს ჩემზე
და სიყვარული მაგრძნობინეს ჩემთვის ყველაზე რთულ პერიოდში“.
როდესაც 2011 წლის მარტში
იაპონიაში დიდი მიწისძვრა და ცუნამი მოხდა,
იაპონიაში თუ სხვა ქვეყნებში მცხოვრებმა მოწმეებმა
სწრაფად მოახდინეს რეაგირება.
დაახლოებით 2 წლის შემდეგ
მე და ჩემმა მეუღლემ ამ ტერიტორიაზე რამდენიმე კრება მოვინახულეთ.
ერთ-ერთ კრებაში აღმოვაჩინეთ მანუგეშებელი წერილები,
რომლებიც ნეპალელ ძმებს გამოეგზავნათ.
ერთ კრებას ფილიპინებიდანაც მოსწერეს წერილები თავიანთ ენაზე.
იაპონელმა ძმებმა გვითხრეს:
„მართალია, ამ წერილებს ვერ ვკითხულობთ,
მაგრამ ვხვდებით, რასაც გვწერენ“.
და-ძმებისთვის ეს პატარა ბარათებიც
ძალიან მანუგეშებელი აღმოჩნდა.
ჩვენი იაპონიაში სტუმრობის დროს
ფილიპინებს გამანადგურებელმა ქარიშხალმა
„ჰაიანმა“ გადაუარა.
გაინტერესებთ, რა თქვეს ამაზე იაპონელმა ძმებმა?
ახლა უკვე ჩვენი ჯერია,
რომ ვანუგეშოთ ჩვენი ფილიპინელი და-ძმებიო.
ჩვენ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ
და მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება.
შესაბამისად, ნუგეშიც უფრო მეტად გვჭირდება.
რა ბედნიერებაა, რომ თანამგრძნობი მამა
და ყოველმხრივ ნუგეშისმცემელი ღმერთი გვყავს,
რომელიც მარტო არასდროს გვტოვებს!
ის გვანუგეშებს, როცა ლოცვით მივმართავთ,
თავისი სიტყვით გვამხნევებს
და გვაძლიერებს
და მზრუნველი და-ძმების მეშვეობით თავის სიყვარულში გვარწმუნებს.
როცა საკუთარ თავზე გამოვცდით, როგორ გვანუგეშებს იეჰოვა,
იმის სურვილიც გვიჩნდება, რომ თავადაც ვანუგეშოთ სხვები, ვისაც ეს სჭირდება.
ვიფიქროთ იმაზე, პრაქტიკულად რისი გაკეთება შეგვიძლია
და შემდეგ გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები.
ასე, ერთმანეთის მხარდამხარ,
შევძლებთ ამ ბოლო დღეების გადატანას.