JW subtitle extractor

ლურჯფორმიანი ბიჭები

Video Other languages Share text Share link Show times

1960-იან წლებში,
სამხრეთ აფრიკა აქტიურად ჩაერთო სამხედრო კონფლიქტებში,
მეზობელ ქვეყნებთან.
იმ დროს ბევრი ძმა სამხედრო სამსახურში გაიწვიეს,
მაგრამ ნეიტრალური პოზიციის გამო
ისინი ციხეში აღმოჩნდნენ.
თავიდან დაპატიმრებულ ძმებს
სამხედრო ფორმის ჩაცმას აიძულებდნენ,
რაზეც, რა თქმა უნდა,
ისინი უარს აცხადებდნენ.
ძმები ხვდებოდნენ,
რომ თუ ამ ფორმას ჩაიცვამდნენ,
სამხედრო პატიმრები ეგონებოდათ,
რაც მათთვის მიუღებელი იყო.
მათ ლურჯი კომბინიზონები ჩაიცვეს,
რის გამოც ლურჯ ფორმიანი ბიჭები დაარქვეს.
ციხეში იცოდნენ,
რომ ეს ბიჭები იეჰოვას მოწმეები იყვნენ.
თავიდან ძმებს ერთად შეკრების საშუალება არ ჰქონდათ,
რადგან ცალ-ცალკე საკნებში იხდიდნენ
სასჯელს.
ერთ-ერთი, ვინც იმ პერიოდში მოხვდა ციხეში,
იყო დეივიდ კარიკასი.
მე და დეივიდი ამას წინათ შევხვდით
და ციხეში გატარებული პერიოდი გავიხსენეთ.
როცა დამაპატიმრეს,
ძმებს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალებას საერთოდ არ გვაძლევდნენ.
თითქმის სულ სამარტოო საკანში ვიყავით,
არც გვიმალავდნენ,
რომ მათი მიზანი ჩვენი გატეხვა იყო.
სულ 64 საკანი იყო.
32 ერთ მხარეს,
32 კი მეორე მხარეს.
ზეწრებს გისოსებზე ვაბამდით
და პატარა ჰამაკებს ვაკეთებდით.
როცა ყველაფერი ჩაწყნარდებოდა
შეხვედრებს ვატარებდით.
სრულფასოვანი პროგრამა გვქონდა,
საჯარო მოხსენება,
თეოკრატიული მსახურების სკოლა.
ძალიან ხმამაღლაც არ უნდა გველაპარაკა,
რომ ყურადღება არ მიგვექცია.
როცა ციხეში ჩამსვეს,
ეს ამბები დაახლოებით ათი წლის დაწყებული იყო.
ძმებმა,
რომლებიც ჩემამდე იხდიდნენ სასჯელს,
ახლებს გზა გაგვიკვალეს.
ისინი ციხიდან კიდევ უფრო ძლიერი რწმენით გამოვიდნენ.
მათ სახეზე სიხარული აღიბეჭდებოდა,
რაც ახლებს სტიმულს გვაძლევდა.
ჩემ დროს რაღაცეები უკვე შემსუბუქებული იყო.
მართალია ჩვენც საკნებში ვისხედით,
მაგრამ შაბათ-კვირას ერთმანეთთან შეხვედრის
საშუალებას გვაძლევდნენ.
ზოგი სკამზე იჯდა,
ზოგი ამობრუნებულ ვედროზე
და ასე ვატარებდით შეხვედრებს.
სამეფოს სიმღერებსაც ვმღეროდით.
ზოგმა ძმამ მუსიკალური ინსტრუმენტებიც კი დაამზადა.
დაცვა უკვე მიჩვეული იყო ჩვენს სიმღერას,
ამიტომ შეხვედრების დროს დიდ ყურადღებას არ ვიქცევდით.
ვცდილობდით ყოველთვის გვეფრთხილა.
ხანდახან ჩვენამდე ის ინფორმაციაც აღწევდა,
რას განიხილავდნენ კონგრესებზე.
ჰოდა ჩვენც ვმართავდით ხოლმე პატარა კონგრესებს
და იმავე საკითხებს განვიხილავდით.
მაგალითად ამ სურათზე ჩანს ჩვენი დადგმული ბიბლიური დრამა.
ამ დროს დილის 6 საათი იყო
და მცირე იყო იმის შანსი, რომ ვინმე დაგვინახავდა.
ძმებს ძალიან მოსწონდათ დრამებში მონაწილეობა,
კარგად შედიოდნენ როლში.
მთავარია დაცვას არ დავენახეთ.
საოცარია, რომ იეჰოვა
ციხის კედლებშიც ახერხებდა სულიერი საზდოს მიწოდებას ძმებისთვის.
ჰო,
შეხვედრები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
მიუხედავად იმისა გვრთავდა თუ არა ნებას ციხის ადმინისტრაცია.
ძალებს სულიერი საზდოს წყალობით ვიკრებდით.
ეს პერიოდი ძმურმა სიყვარულმა
და ერთმანეთის გამხნევებამაც გადაგვატანინა.
ძმები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ,
რომ შეხვედრების ჩატარება არ შეგვეწყვიტა.
განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთი გახსენების საღამო.
როცა დამაპატიმრეს
ციხის ადმინისტრაციას ვთხოვდით,
რომ ამ ღონისძიების ჩატარების უფლება მოეცათ,
მაგრამ მათგან ცივი უარი მივიღეთ.
გადავწყვიტეთ ნებართვის გარეშე ჩაგვეტარებინა.
ზუსტად გახსენების საღამოს დღეს
სამშაბათს, შუა დღის შემდეგ,
მოულოდნელად საკნებიდან გამოგვიშვეს
და შხაპის მიღების უფლება მოგვცეს.
მერე გვითხრეს ჩაიცვით და შეხვედრისთვის მოემზადეთო.
რა მაგარია,
სადღაც 7 საათისკენ სამლოცველოში შევიკრიბეთ.
იმ პატარა ოთახში 125-მდე ვიყავით.
საოცარი მოსასმენი იყო ამდენი კაცის ერთობლივი სიმღერა.
თვალები ცრემლებით გვქონდა სავსე.
როცა შეხვედრის შემდეგ გარეთ გამოვედით,
ცაზე სავსე მთვარე გამოჩნდა.
შთამბეჭდავი სანახაობა იყო.
ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს იეჰოვამ გაგვამარჯვებინა
და არავის მისცა უფლება ხელი შეეშალა ჩვენთვის.
ეს დაუვიწყარი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში.
ჰო წარმომიდგენია,
იცი, ციხეში ჩვენმა შეხვედრებმა იმაში დამარწმუნა,
რომ ეს მხოლოდ იეჰოვას განდიდებას კი არა,
ისევ და ისევ ჩვენს გამხნევებას ემსახურება.
ამის წყალობით ერთმანეთს უფრო ვუახლოვდებით.
ზუსტად ასეა,
შეხვედრები ჰაერივით გვჭირდება,
სხვანაირად ძალებს ვერ მოვიკრებთ.
ახლა უფრო მეტად ვაფასებ ერთად შეკრებას.
ნამდვილად არ ღირს, ხელიდან გავუშვათ,
დარბაზში მისვლის შესაძლებლობა.
შეხვედრებზე საშუალება გვეძლევა,
რომ ერთმანეთი გავამხნეოთ
და გავაძლიეროთ ჩვენ-ჩვენი რწმენით.
ეს იეჰოვასგან დიდი საჩუქარია.
ჩვენ უბრალოდ რაღაც ჯგუფი კი არ ვართ,
რომელიც ერთად რაღაცის სასწავლად შეიკრიბა,
არამედ ერთი დიდი ოჯახი.
იეჰოვამ იცის როგორ გვჭირდება ერთად ყოფნა,
მითუმეტეს ამ ბოლო დღეებში.