JW subtitle extractor

დომენიკ ალესია: იმედს არ ვკარგავ

Video Other languages Share text Share link Show times

საკმაოდ თბილ გარემოში,
მზრუნველი და მოსიყვარულე მშობლების ხელში გავიზარდე.
თუმცა ყოველთვის რაღაც დანაკლისის განცდა მქონდა.
ბედნიერი არ ვიყავი.
მუსიკა ძალიან მიყვარდა.
გუნდში დავიწყე მღერა.
საკმაოდ ბევრ კონკურსზე გავდიოდით ხოლმე.
როცა ვმღეროდი, თავს დაფასებულად ვგრძნობდი.
ვფიქრობდი, რომ ბედნიერი
მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნებოდი,
თუ ცნობილი მომღერალი გავხდებოდი.
მაგრამ რაც დრო გადიოდა,
უარყოფითი გრძნობები უფრო და უფრო მეძალებოდა.
ფსიქიატრს მივმართე.
მან კლინიკური დეპრესიის დიაგნოზი დამისვა.
მუსიკის გარდა
საერთოდ არაფერი მაინტერესებდა.
სიმღერის გაკვეთილებს ვაგრძელებდი.
მასწავლებელმა მირჩია,
რომ ხელოვნებისა და მუსიკის კოლეჯში ჩამებარებინა.
პატარა თეატრებში საოპერო ნაწარმოებების
შესრულებაც დავიწყე.
ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.
კოლეჯის დასრულების შემდეგ დიპლომი მივიღე.
საოპერო მომღერალი გავხდი.
თუმცა მაინც არ ვიყავი ბედნიერი.
ისევ იმაზე მეფიქრებოდა,
რომ თუ ცნობილი მომღერალი გავხდებოდი,
თავს უკეთ ვიგრძნობდი.
გამოსავალს მხოლოდ ამაში ვხედავდი.
იმ პერიოდში ავსტრალიის
მთავარ საოპერო დარბაზში კონკურსი ჩატარდა.
საოპერო დასში ამიყვანეს.
იქ მოხვედრა საკმაოდ რთული იყო.
ამან ბევრი შესაძლებლობა მომცა.
ვიმოგზაურე შვეიცარიაში,
საბერძნეთსა და ჰონგ-კონგში.
მოგვიანებით აკვიატებული მდგომარეობის ნევროზი დამიდგინეს.
ეს დაავადება შფოთვითი აშლილობის ერთ-ერთი ფორმაა.
კონცენტრირება მიჭირდა.
მართალია,
ძალიან მიყვარდა ის რასაც ვაკეთებდი,
მაგრამ ამავე დროს ვგრძნობდი,
რომ რაღაც მაკლდა,
თუმცა ვერ ვხვდებოდი, რა.
ამ მდგომარეობას ვეღარ ვუმკლავდებოდი.
ოპერიდან წამოვედი
და ყველაფერს თავი დავანებე.
ცხოვრების აზრი დავკარგე,
უბრალოდ ვარსებობდი.
უღირსობის გრძნობა მტანჯავდა.
დიდი ხანი ვიყავი ამ მდგომარეობაში,
დაახლოებით ათი წელი.
იეჰოვას მოწმეები წლების განმავლობაში გვიტოვებდნენ ჟურნალებს.
დროდადრო ვკითხულობდი ხოლმე.
ვხედავდი, რომ ამ დროს თავს უკეთ ვგრძნობდი.
პატარა ვიყავი,
როცა მამამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო.
მაშინ გავიგე,
რომ მარადიული სიცოცხლე შესაძლებელია,
რომ ღმერთს იეჰოვა ჰქვია და ძალიან ვუყვარვართ.
თუმცა ამ ყველაფერს ბოლომდე ვერ ვიაზრებდი.
ერთ დღესაც მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა.
ოთახში ვიჯექი და ვკითხულობდი,
უცებ ჩემს თავს ვუთხარი:
ადექი და კრებაზე წადი-მეთქი.
ვიცოდი, სადაც იყო იეჰოვას მოწმეების დარბაზი,
მაგრამ მისვლა მიჭირდა.
იმ დროს ვილოცე და იეჰოვას ვთხოვე,
რომ ჩემს დაავადებას ხელი არ შეეშალა
მასთან დაახლოებაში.
ბოლოს ძალა მოვიკრიბე,
გავბედე და კრებაზე წავედი.
როცა მივედი, ჩემს თავს ვეუბნებოდი,
აქამდე სად იყავი-მეთქი.
თავი ძალიან კომფორტულად ვიგრძენი.
ნელ-ნელა ჩემი მდგომარეობა
უკეთესობისკენ იცვლებოდა.
2020 წელს მოვინათლე.
ეს საუკეთესო დღე იყო ჩემს ცხოვრებაში.
ახლა ვხვდები, რა იყო ის, რაც ყოველთვის მაკლდა,
ჭეშმარიტება და ღმერთთან ახლო ურთიერთობა.
ჩემს დაავადებასთან ერთად ცხოვრება ვისწავლე.
დროდადრო ისევ მაქვს ხოლმე რთული მომენტები,
თუმცა ხშირად ვფიქრობ იმაზე, როგორ ვუყვარვარ და-ძმებს
და რაც მთავარია, როგორ მიდგას მხარში იეჰოვა.
ეს ძალიან მეხმარება.
ვცდილობ, აქტიურად ჩავერთო მსახურებაში.
ასე უფრო ნაკლები დრო მრჩება
საკუთარ პრობლემებზე ფიქრისთვის.
ექიმის დანიშნული წამლები
საგრძნობლად მიმსუბუქებს მდგომარეობას.
მამშვიდებს, როცა შფოთვა მეწყება.
თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ კმარა.
წამლები ვერ განუგეშებს,
ვერც იმედს მოგცემს,
რომ მომავალში ყველაფერი კარგად იქნება.
ვერ წარმოვიდგენდი,
თუ ოდესმე ასეთი ბედნიერი ვიქნებოდი.
რომ არა იეჰოვა, დარწმუნებული ვარ,
ამას საკუთარი ძალებით ვერ შევძლებდი.
ახლა სიმღერა სულ სხვა განცდებს იწვევს ჩემში.