JW subtitle extractor

მაიკლ ბენკსი: იქნებით მოტივაციის წყარო? – სკოლა „გალაადის“ 158-ე კლასის გამოსაშვები პროგრამა

Video Other languages Share text Share link Show times

ახ. წ. 45 წელია.
მოვლენები ანტიოქიაში ვითარდება,
რომელიც რომის იმპერიაში სიდიდით მესამე ქალაქია.
აქ უამრავი ადამიანია,
ვისაც სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგოს.
მაგრამ ამ საქმეს ორგანიზება სჭირდება
ანუ საჭიროა ვიღაც,
ვინც მოწაფეებს გაამხნევებს,
ანუგეშებს და სტიმულს მისცემს.
ანუ ვინც მათთვის მოტივაციის წყარო იქნება.
ვის გაუწია კრებამ რეკომენდაცია?
რა იყო საჭირო ამ საქმის შესასრულებლად?
და ჩვენ რისი სწავლა შეგვიძლია ამ შემთხვევიდან?
ბიბლიები საქმეების მე-11 თავზე გადავშალოთ.
შევიხსენოთ ეს ისტორია
და გავიგოთ, ვის გაუწიეს რეკომენდაცია.
მაგრამ ჯერ კონტექსტს დავაკვირდეთ.
მაშინ ქრისტიანებს დევნიდნენ,
რის გამოც სახლების დატოვება მოუწიათ.
ზოგმა ანტიოქიას შეაფარა თავი,
რომელიც იერუსალიმიდან 550 კილომეტრში იყო.
ესე იგი, რა ხდება?
სასიხარულო ცნობით
ბერძნულ ენაზე მოსაუბრეებიც დაინტერესდნენ.
ასე რომ, ვინ უნდა გაეგზავნათ?
ვნახოთ ეს მონაკვეთი.
საქმეების მე-11 თავის 22-ე მუხლი:
„ამის შესახებ იერუსალიმის კრებამ შეიტყო
და ანტიოქიაში ბარნაბა გაგზავნა“.
ბარნაბა იყო ის, ვინც აარჩიეს.
მას ჰქონდა უნარი, მოტივაციის წყარო გამხდარიყო.
მისი ნამდვილი სახელი იოსები ნიშნავს „იაჰი მატებს“.
კარგი სახელია ლევიანისთვის.
მაგრამ მოციქულების აზრით,
მისი ხასიათის და თვისებების გამო,
მას სახელი ბარნაბა უფრო შეეფერებოდა.
ეს სახელი ნიშნავს „ნუგეშის ძეს“,
„გამხნევების ძეს“.
მაგრამ მხოლოდ კარგი თვისებების გამო აირჩიეს ის ამ საქმისთვის?
ვნახოთ 24-ე მუხლი:
„კარგი ადამიანი იყო ბარნაბა,
წმინდა სულით სავსე და ღრმად მორწმუნე“.
ის არა მხოლოდ მართალი,
კარგი ადამიანიც იყო.
რატომ ვამბობთ ამას?
რით იყო ის სხვებისგან გამორჩეული?
გახსოვთ, რა მოხდა ახ. წ. 36 წელს?
იმ დროს პავლეს ჯერ კიდევ ქრისტიანების მდევნელად იცნობდნენ,
მისი ყველას ეშინოდა.
როგორც საქმეების 9:26-დან ვიგებთ,
ისე „ეშინოდათ მისი,
ვერ იჯერებდნენ, რომ მოწაფე იყო“.
მაგრამ ბარნაბა დაეხმარა პავლეს.
მან ის ჯერ პეტრესთან მიიყვანა,
შემდეგ იაკობთან.
ბარნაბა თავდებად დაუდგა პავლეს.
ასე რომ ის დახმარების ხელს უწვდიდა ყველას,
ვისაც ეს სჭირდებოდა,
უკან არასდროს იხევდა.
ჩვენ რას ვსწავლობთ აქედან?
კარგი ადამიანი არა მხოლოდ ხედავს სხვის პრობლემას,
არამედ დახმარებასაც სთავაზობს.
ამის გამო იყო ბარნაბა კარგი.
მასზე ისიც წერია,
რომ წმინდა სულით იყო სავსე.
ეს სიტყვები ნიშნავს,
რომ იეჰოვა მას წმინდა სულს უხვად აძლევდა,
ამ სულით უწევდა ხელმძღვანელობას
და ისიც მიჰყვებოდა მას.
ბიბლიაში ეს სიტყვები
კიდევ ორ ადამიანთან მიმართებით გამოიყენება.
პირველი იყო იესო,
როცა ნათლობის შემდეგ სულმა უდაბნოში წაიყვანა.
მეორე იყო სტეფანე,
სანამ წამებით მოკლავდნენ.
ბარნაბაც მათ რიგებში მოხვდა.
ნახეთ, რა წერია მის რწმენაზე:
„ის ღრმად მორწმუნე იყო“.
ანუ იეჰოვას ყველაფერში ენდობოდა
და სჯეროდა, რომ იესო იყო კრების თავი.
ერთ-ერთ საგუშაგოში ეწერა,
რომ შესაძლოა ბარნაბა თავიდანვე იესოს მოწაფე იყო.
თუ ეს სიმართლეა, მას თავისი თვალით ექნებოდა ნანახი
იესოს ცხოვრება სახარებების მიხედვით.
საკუთარი თვალით ნახავდა,
როგორ ავლენდა იესო სიყვარულს,
თანაგრძნობასა და მზრუნველობას.
ეს კი იეჰოვასადმი სიყვარულსაც გაუძლიერებდა,
რაც იმისკენ აღძრავდა,
რომ მზად ყოფილიყო სხვების დასახმარებლად.
ისევ ახ. წ. 33 წელს რომ დავუბრუნდეთ.
გახსოვთ, მაშინ 3 000 კაცი მოინათლა ერთ დღეში,
ჯამში 5 000 გახდნენ.
ეს ახალი მოწაფეები იერუსალიმში დარჩნენ,
რომ მოციქულებისგან უფრო მეტი ესწავლათ.
ამიტომ მათ საცხოვრებელი,
საკვები და სხვა რაღაცეები სჭირდებოდათ.
ამ ყველაფერზე ადგილობრივი მოწაფეები ზრუნავდნენ.
მათ შორის იყო ბარნაბაც.
მან თავისი ნაკვეთი გაყიდა
და აღებული თანხა მოციქულებს მიუტანა.
რას ვიგებთ აქედან?
რწმენაა საჭირო, რომ მსხვერპლი გავიღოთ სამეფოსთვის,
იქნება ეს ქონება, კარიერა თუ სხვა რამ.
ბარნაბა მზად იყო ამისთვის.
რას ვსწავლობთ მისი მაგალითიდან?
ბარნაბა არც თავისი წარმომავლობის,
თავისი ბუნების
თუ ორგანიზატორული ნიჭის გამო
არ აურჩევიათ ანტიოქიაში გასაგზავნათ.
სინამდვილეში, ის ღვთის მოსაწონი თვისებების გამო აირჩიეს.
მას სამი რამ გამოარჩევდა:
კარგი ადამიანი იყო,
წმინდა სულით იყო სავსე და რწმენა ჰქონდა.
როგორ დაეხმარა ეს თვისებები დავალების შესრულებაში?
24-ე მუხლის ბ ნაწილი ვნახოთ:
„უფლის მორწმუნეებს უამრავი ხალხი ემატებოდა“.
უამრავი ხალხი,
შეიძლება ითქვას,
რომ ამ აუდიტორიაშიც უამრავი ხალხი ზის.
ეს უამრავი ხალხი სწორედ ბარნაბას დახმარებით გაქრისტიანდა.
იეჰოვამ აკურთხა ის.
ბარნაბა ბევრისთვის მოტივაციის წყარო გახდა.
25-ე მუხლში კიდევ ერთ საინტერესო დეტალს ვხვდებით:
„იქიდან ის ტარსოსში ჩავიდა,
მოძებნა სავლე“.
რატომ წამოვიდა ანტიოქიიდან
ასეთი წარმატებული მსახურების შემდეგ?
მას ხომ იქ საქმე კარგად მისდიოდა.
ის ანტიოქიიდან გაემგზავრა,
ჯამში დაახლოებით 400 კილომეტრი გაიარა,
რადგან იცოდა,
რომ ამით უკეთეს საქმეს გააკეთებდა.
მას ესმოდა, რომ ერთის მარტო ყოფნას,
ორის ერთად ყოფნა სჯობდა.
ორი ერთზე უკეთესია.
ბარნაბამ სავლეში უდიდესი პოტენციალი დაინახა.
პავლეც ბევრისთვის გახდა მოტივაციის წყარო.
კარგად ვიცით,
როგორ განამტკიცებდა ის კრებებს და როგორ ეხმარებოდა ბევრს.
როგორც პირველ საუკუნეში,
ზრდა დღესაც მიმდინარეობს.
სხვების პოტენციალის დანახვა და მათი მომზადება,
დღესაც უწყობს ამ ზრდას ხელს
და ხელს შეუწყობს „დიდ გასაჭირშიც“ და ახალ ქვეყნიერებაშიც.
ტყუილად არ არის ნათქვამი,
რომ „დიდ გასაჭირს“ გადაიტანს უამრავი ხალხი.
იმდენად ბევრი,
რომ დათვლა შეუძლებელი იქნება.
როცა სხვებს ვამზადებთ,
ვაჩვენებთ, რომ გვწამს ამ დაპირების.
სწორედ ამიტომ ხართ აქ,
მოგამზადეს, რომ ხელი შეუწყოთ ზრდას.
კიდევ ერთი საინტერესო სიტუაცია საქმეების 13:1 აღწერილი.
1-ელი მუხლი:
„ანტიოქიის კრებაში იყვნენ წინასწარმეტყველები და მასწავლებლები“:
მათ შორის ბარნაბა და სავლე.
მეორე მუხლში, წმინდა სული მათ მითითებას აძლევს:
„ბარნაბას და სავლეს ის საქმე დაავალეთ,
რისთვისაც ამოვირჩიე“.
ბარნაბა კიდევ ერთ დავალებას იღებს.
საინტერესოა, რომ თავიდან ისინი
ბარნაბად და სავლედ არიან მოხსენიებული.
მოგვიანებით სავლეს პავლე უწოდეს.
ამის შემდეგ მათ მოიხსენიებდნენ,
როგორც „პავლეს და ბარნაბას“,
როგორც „პავლეს და მის თანამგზავრებს“.
ანუ რა გამოდის?
თითქოს ბარნაბამ მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
მაგრამ საინტერესოა,
როგორ შეძლო ბარნაბამ ამ ცვლილებასთან შეგუება?
ის კარგი ადამიანი იყო,
რწმენითა და წმინდა სულით სავსე.
სხვის ინტერესებს საკუთარზე წინ აყენებდა.
მთავარი სამეფოს საქმე იყო.
ის წმინდა სულის ხელმძღვანელობასაც მიჰყვებოდა,
ემორჩილებოდა ღვთისგან მიღებულ მითითებებს.
ბარნაბა სხვებისთვის მოტივაციის წყარო იყო,
როგორც პავლე.
ამიტომაც იყო ეს საოცარი დუეტი.
პავლე, როგორც ჩანს,
შთაგონებული იყო ბარნაბას მაგალითით.
წლების შემდეგ მან თავის წერელში მოიხსენია
„ძღვენი ადამიანთა სახით“.
მან ახსენა მოციქულები, მახარობლები,
მწყემსები და მასწავლებლები,
რომლებიც კრებას აღაშენებდნენ.
შესაძლოა გონებაში სწორედ ბარნაბას მაგალითი უტრიალებდა.
ასე რომ, ბარნაბა მოტივაციის წყარო იყო.
და თქვენ?
ხართ მოტივაციის წყარო?
ჩვენ ყოველდღე გვეძლევა შესაძლებლობა, ვაკეთოთ კარგი,
მივყვეთ წმინდა სულს
და ვაჩვენოთ ჩვენი რწმენა.
ასე რომ, დაფიქრდით,
არის ჩემს გვერდით ვინმე ისეთი,
ვისი გამხნევებაც შემიძლია?
თუ დიახ,
რა შემიძლია ვუთხრა ან გავაკეთო გასამხნევებლად?
როგორ დავუჭირო მხარი მას,
ვისაც ნუგეში სჭირდება?
მივწერო, დავურეკო თუ ვესტუმრო?
შემიძლია ვიზრუნო ვინმეზე
და დავეხმარო პოტენციალის გამოვლენაში?
ვინ შეიძლება იყოს ეს?
ცვლილებების დროს როგორ ვაჩვენო,
რომ მაქვს რწმენა
და მივყვები წმინდა სულს?
158-ე კლასის სტუდენტებო,
იეჰოვა გხედავთ,
მას უყვარხართ და გაფასებთ.
თქვენ იეჰოვა გეხმარებათ თქვენი პოტენციალის გამოყენებაში.
ასე რომ, თქვენც გახდით სხვებისთვის მოტივაციის წყარო.