JW subtitle extractor

ტრენტ ლიპოლდი: ყველაზე დიდებული არასრულყოფილი ადამიანი - სკოლა „გალაადის“ 158-ე კლასის გამოსაშვები პროგრამა

Video Other languages Share text Share link Show times

ის ხალხზე დიდ გავლენას ახდენდა,
სიცოცხლეშიც და სიკვდილის მერეც.
ეს იოანე ნათლისმცემელია.
რას ვსწავლობთ მისი ცხოვრებიდან?
მოდი გავიგოთ.
იოანეს მე-3 თავი მოვძებნოთ,
27-ე და 28-ე მუხლები წავიკითხოთ.
იოანეს 3:27, 28: „იოანემ მიუგო:
„კაცი ვერაფერს მიიღებს, თუ ზეციდან არ აქვს მიცემული.
თქვენ თვითონ დამემოწმებით, რომ ვთქვი,
ქრისტე კი არ ვარ, მის წინ ვარ გამოგზავნილი-მეთქი”.
იოანე ნათლისმცემელი თავის მოწაფეებს ესაუბრება
და ერთ საკითხს ნათელს ჰფენს.
როგორც მანამდე ლუკას 3:16-ში თქვა,
მას კონკრეტული მისია უნდა შეესრულებინა,
აქ კი ამბობს: „კაცი ვერაფერს მიიღებს,
თუ ზეციდან არ აქვს მიცემულიო”.
იოანეს რა მიეცა ზეციდან?
მან კონკრეტული როლი მიიღო.
როგორც თავად თქვა, ქრისტეს წინ ვარო გამოგზავნილი.
რას მოიცავდა ეს როლი?
ამის შესახებ ჯერ კიდევ
მის დაბადებამდე ეუწყა მამამისს.
ესაიამაც მასზე თქვა,
მღაღადებლის ხმა ისმისო.
ის უნდა ყოფილიყო მღაღადებელი.
მალაქიას წიგნში ნახსენებ ელია წინასარმეტყველშიც
სწორედ იოანე იგულისხმება.
ანუ საკმაოდ მნიშვნელოვანი
როლი უნდა შეესრულებინა.
მაგრამ სად უნდა ემსახურა?
იერუსალიმი, წესით,
შესაბამისი ადგილი უნდა ყოფილიყო.
მაგრამ არა. ის სულ სხვა ადგილას
იმსახურებდა – უდაბნოში.
სწორედ მასზე ითქვა,
რომ უდაბნოში იღაღადებდა.
იოანეს, როგორც ნაზირს,
სხვებისგან განსხვავებით ბევრ რამეზე მოუწია უარის თქმა.
ის მთლიანად დავალებაზე
უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული.
თავისი როლი რომ შეესრულებინა,
უარი თქვა ადამიანურ სიამეებზე,
რაშიც თავისთავად ცუდი არაფერია.
რას მოიცავდა მისი დავალება?
ის იყო წინასწარმეტყველი,
თუმცა არც ნიშნებს ახდენდა და არც სასწაულებს.
მაგრამ უფრო მნიშვნელოვან რამეს აკეთებდა.
მასზე ნაწინასწარმეტყველები იყო,
რომ ხალხს გულს მოუბრუნებდა იეჰოვასკენ.
ვიცით, რომ კანონი ქრისტემდე
მიმყვანი აღმზრდელი იყო,
მაგრამ ხალხი მესიას ვერ მიიღებდა,
თუ იეჰოვასკენ არ მოუბრუნდებოდა გული.
თქვენ რისი სწავლა შეგიძლიათ
იოანე ნათლისმცემლისგან?
მონდობილი საქმე ერთგულად შეასრულეთ;
ნებისმიერი დავალება სიხარულით მიიღეთ
და მთელი გული ჩადეთ.
დავუბრუნდეთ იოანეს მე-3 თავს.
როგორც 26-ე მუხლიდან ვიგებთ,
იოანეს მოწაფეები უკმაყოფილებას გამოხატავენ
იმის გამო, რომ ყველა იესოსთან მიდის.
მათ არ ესიამოვნათ იმის დანახვა,
რომ მათი მოძღვარი უცებ მეორეხარისხოვანი გახდა.
საინტერესოა, ამ დროს რას პასუხობს იოანე მოწაფეებს.
29-ე მუხლში მას ასეთი მაგალითი მოჰყავს:
„ვისაც პატარძალი ჰყავს,
ის ნეფეა, ხოლო ნეფის მეგობარი,
რომელიც მის გვერდითაა და ისმენს ნეფის ხმას,
დიდად ხარობს. მეც ამიტომ ვხარობ ასე”.
ანუ რისი თქმა უნდოდა?
იოანეს მისთვის დაკისრებული
როლის შესრულება ახარებდა.
ეს კი მის თავმდობლობაზე მეტყველებს და იმაზე,
რომ იესოს მეტოქედ არ მიიჩნევდა.
მესიის გამოჩენა სულაც არ აკნინებდა იოანეს როლს.
ის კმაყოფილი იყო იმ საქმით,
რაც ევალებოდა.
კმაყოფილების გრძნობას კი რა ასაზრდოებს?
თავმდაბალი და მადლიერი გული.
იოანეს მსგავსად გაიზიარეთ სხვების სიხარული
და გაიხარეთ მათი წარმატებით.
საინტერესოა, რას ამბობს შემდეგ.
30-ე მუხლი:
„ის უნდა იზრდებოდეს, მე კი ვმცირდებოდე“.
რას ნიშნავდა ეს?
ის აცნობიერებდა, რომ მისი
მსახურება ნელ-ნელა დასრულდებოდა,
უსასრულოდ არ გაგრძელდებოდა.
მას ჰქონდა დასაწყისი და ექნებოდა ბოლოც.
როცა გვესმის, რომ ჩვენი დავალება
სამუდამოდ არ გასტანს
და კმაყოფილები ვართ,
თუნდაც მეორეხარისხოვანი როლით,
სანერვიულოც აღარ გვაქვს.
იოანემ კი იცოდა, რომ დაასრულებდა მსახურებას,
მაგრამ არ იცოდა, რამდენად მალე.
მისი მოღვაწეობის კულმინაციური მომენტი
სადღაც 6 თვის თავზე დადგა, როცა იესო მონათლა.
აქედან 6 თვის შემდეგ
ის ჰეროდე ანტიპამ დააპატიმრა.
ამით დასრულდა ყველაფერი.
თუ არა?
მოდი ჩემთან ერთად ნახეთ მარკოზის მე-6 თავი.
მე-6 თავში ვნახოთ მე-20 მუხლი.
აქ უკვე დაპატიმრებული იოანეზეა საუბარი.
„რადგან ეშინოდა ჰეროდეს იოანესი,
იცოდა, რომ მართალი და წმინდა კაცი იყო იგი
და მის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა.
მასთან ყოველი საუბრისას საგონებელში
ვარდებოდა და აღარ იცოდა, რა ექნა,
მაგრამ მაინც სიამოვნებით უსმენდა”.
როგორც ჩანს, ჰეროდე იოანეს მიმართ დადებიდად
იყო განწყობილი და მოსწონდა მისი მოსმენა.
ხვდებოდა, რომ ის
გამორჩეული ადამიანი იყო.
მაგრამ რაზე ელაპარაკებოდა იოანე მას?
რა შეიძლებოდა ეთქვა?
ის შესაძლებლობას არ უშვებდა,
რომ მასთანაც ღვთის სიმართლეზე ელაპარაკა.
ანუ მღაღადებლის ხმა
საპყრობილეშიც გაისმოდა.
იოანეს მიზანი მეფის გულის მოგება კი არ იყო,
ის მხოლოდ მის დახმარებას ცდილობდა.
როგორ? ჰეროდეს მონანიებისკენ მოუწოდებდა,
რომ ღვთის წყალობა მიეღო
და მესიის აღიარებასა და მარადიულ
სიცოცხლეზე ელაპარაკებოდა.
დიახ, მისი ხმა ისევე გაისმოდა, როგორც უდაბნოში.
ასე რომ, როგორც არ უნდა შეგეცვალოთ სიტუაცია,
არ შეწყვიტოთ სიმართლის ლაპარაკი
და ერთგულად განაგრძეთ
თქვენი დავალების შესრულება.
სახარებიდან ისე ჩანს,
რომ იესომ იოანეზე
მისი დაპატიმრებისა და
სიკვდილის შემდეგ უფრო მეტი რამ თქვა,
ვიდრე მანამდე,
როცა ის ჯერ კიდევ თავის დავალებას ასრულებდა.
დააკვირდით, რა თქვა მასზე
დაპატიმრებიდან დაახლოებით 1 წლის შემდეგ.
მათეს სახარება ვნახოთ.
11:7:
„როცა ისინი წავიდნენ, იესომ ხალხს
იოანეზე დაუწყო ლაპარაკი:
„რის სანახავად გახვედით უდაბნოში
ქარისგან რხეული ლერწმისა?!”
ანუ იმის, რისი ნახვაც
არავის გააკვირვებდა იმ მიდამოში?!
სხვა სიტყვებით,
იოანე არ იყო ერთი ჩვეულებრივი კაცი.
ჩვეულებრივი კაცის სანახავად ამდენი
ადამიანი უდაბნოში არ დაიწყებდა სიარულს.
ეჭვგარეშეა, მასში
გამორჩეულ პიროვნებას ხედავდნენ.
კიდევ რას ვიგებთ იესოს სიტყვებიდან?
იოანე არ ჰგავდა ლერწამს, რომელსაც ქარი არხევს.
ის მტკიცედ იდგა სიმართლის მხარეს.
უფრო მეტიც,
მე-11 მუხლში იესო მასზე ამბობს:
„ჭეშმარიტებას გეუბნებით:
ქალის მიერ შობილთა შორის
არავინ ყოფილა იოანე ნათლისმცემელზე დიდი”.
თუმცა ერთიცაა,
ელიასგან და მოსესგან განსხვავებით,
ვერ ვიტყვით, რომ იოანეს მსახურებას
ღირსეული დასასრული ჰქონდა.
იესოს ამ სიტყვებიდან ერთი წელიც არ გასულა,
რომ თავი მოჰკვეთეს.
ეს ყველას ერთ მნიშვნელოვან რამეს შეგვახსენებს:
რა გულმოდგინედაც არ უნდა
ვასრულებდეთ დავალებას,
შეიძლება ის შეიცვალოს
ან სულაც დასრულდეს.
თუმცა და-ძმები კიდევ დიდხანს გაგიხსენებენ,
ილაპარაკებენ თქვენს კარგ საქმეებზე,
ისე რომ ამის შესახებ არც იცოდეთ.
ამგვარად, თქვენი მაგალითი
ბევრს გამოადგება.
ბოლოსკენ კიდევ ერთი აზრი გავიხსენოთ
იოანეს მე-10 თავიდან.
იესოს შეპყრობა უნდათ.
ის კი უსხლტება მათ და იქაურობას ტოვებს.
საინტერესოა, სად მიდის.
მე-40 მუხლიდან ვიგებთ,
რომ იორდანის გაღმა, იმ ადგილას მიდის,
სადაც ადრე იოანე ნათლავდა.
სკოლაშიც ვმსჯელობდით,
როგორ ეყვარებოდა იესოს ეს ადგილი,
ბევრი რამ გაახსენდებოდა თავის
ძვირფას მეგობარზე და მის მსახურებაზე.
ვნახოთ 41-ე და 42-ე მუხლები:
„ბევრი მივიდა მასთან და ამბობდა:
„იოანეს ერთი სასწაულიც არ მოუხდენია,
მაგრამ რაც ამ კაცზე უთქვამს, ყველაფერი მართალი ყოფილა!“
იქ მრავალმა ირწმუნა იგი”.
მღაღადებლის ხმა ისევ ისმოდა,
იოანეს მაგალითი ხალხზე კვლავ მოქმედებდა.
მის მსახურებას უშედეგოდ არ ჩაუვლია –
ხალხმა იესო მესიად აღიარა.
იოანე კმაყოფილი იყო,
სიხარულს არ კარგავდა და ბოლომდე ერთგული დარჩა,
რითაც მაგალითი დაგვიტოვა თითოეულს.
იოანეს მსგავსად
ჩვენი სიხარული, კმაყოფილება თუ ერთგულება
იმაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული,
თუ რა დავალება გვაქვს
და რამდენი ხანი გვექნება ის.
ასე რომ, ნამდვილად ღირს, გამოვიკვლიოთ
მისი ცხოვრება და მეტი ვისწავლოთ მისგან.
იესომ იოანეს „ლამპარი“ უწოდა,
რომელიც ანათებდა.
ის წმინდა სულით იყო ანთებული
და ადამიანებს ქრისტემდე მიმყვან გზას უნათებდა.
ამით ღმერთს განადიდებდა.
ასეთი მაგალითი დაგვიტოვა ყველაზე დიდებულმა
არასრულყოფილმა ადამიანმა.