00:00:01
ესაიას 60:17-ში იეჰოვა ამბობს:00:00:07
00:00:07
„სპილენძის ნაცვლად ოქროს შემოვიტან
და რკინის ნაცვლად — ვერცხლს“.00:00:14
00:00:14
ამ სიტყვებში ჩანს იეჰოვას დაპირება,00:00:18
00:00:18
რომ მისი ორგანიზაციის მიწერი ნაწილი
თანდათანობით დაიხვეწებოდა და ასეც ხდება. 00:00:25
00:00:25
ღვთის საქმის შესრულების მეთოდები იხვეწება,
მათ შორის ბეთელშიც,00:00:29
00:00:29
სადაც მნიშვნელოვანი საქმე სრულდება. 00:00:32
00:00:32
ბეთელში გაკეთებული საქმე,
ორ ძირითად მიზანს ემსახურება.00:00:37
00:00:37
იმას, რომ სულიერი საზრდო
ხელმისაწდომი იყოს რაც შეიძლება ბევრისთვის 00:00:41
00:00:41
და მხარი დაუჭიროს მსოფლიო სამქადაგებლო საქმეს.00:00:45
00:00:45
შესაბამისად, როცა ხელმძღვანელი საბჭო
ცვლის ბეთელში რაღაცეებს, 00:00:50
00:00:50
ყოველთვის ამ ორი მიზნის შესრულებაზეა გათვლილი. 00:00:53
00:00:53
მაგალითად, წლების განმავლობაში
არაერთხელ შეიცვალა ბეჭდვის მეთოდები,00:00:57
00:00:57
დაინერგა ახალი ტექნოლოგიები,
შეიცვალა მშენებლობის მეთოდები.00:01:02
00:01:02
გამარტივდა ფილიალის ტერიტორიის
ზედამხედველობის საკითხები და ასე შემდეგ. 00:01:07
00:01:07
მსოფლიო ბეთელის ოჯახი
ყოველთვის მხარს უჭერდა ასეთ ცვლილებებს.00:01:11
00:01:11
მათ კარგად ესმით კოლოსელების
3:23-ში ჩაწერილი რჩევის არსი:00:01:16
00:01:16
„რასაც არ უნდა აკეთებდეთ,
სულითა და გულით აკეთეთ, 00:01:19
00:01:19
თითქოს იეჰოვასთვის აკეთებდეთ
და არა ადამიანებისთვის“.00:01:23
00:01:23
ბევრი ათწლეულებია, ბეთელში ერთგულად ემსახურება ღმერთს
და საკუთარი თვალით ნახა ამ ცვლილებების კარგი შედეგები.00:01:30
00:01:30
იეჰოვას მსგავსად ჩვენც ძალიან ვაფასებთ მათ,00:01:34
00:01:34
ვინც მზად არის,
წმინდა მსახურება შეასრულოს ბეთელში.00:01:38
00:01:38
ისინიც თითქოს ესაიას მსგავსად ამბობენ:
„მე წავალ! მე გამგზავნე!“00:01:44
00:01:44
მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტი
ახალგაზრდა ძმა ავსებს ბეთელში მსახურების ბლანკს.00:01:49
00:01:49
თუმცა, ამავე დროს, ისიც უნდა ითქვას, რომ სულიერად მოწიფული
და მომზადებული და-ძმები ველზეც არის საჭირო.00:01:57
00:01:57
ბეთელში და ველზე არსებული საჭიროების გადახედვის შემდეგ00:02:01
00:02:01
ხელმძღვანელმა საბჭომ გადაწყვიტა, შეცვალოს
ბეთელში მსახურებასთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა. 00:02:07
00:02:07
დღეიდან მოყოლებული ბეთელში მსახურება
აღარ უნდა ასოცირდებოდეს მუდმივ და უცვლელ დავალებასთან.00:02:14
00:02:14
თუმცა ბეთელში კვლავაც მოვლენ და-ძმები,00:02:17
00:02:17
სადაც მთელი გულით იშრომებენ იეჰოვასთვის 00:02:20
00:02:20
და მიიღებენ დასწავლებას,
რომელიც მრავალმხრივ გამოადგებათ.00:02:24
00:02:24
ასე რომ, და-ძმები უნდა მოელოდნენ,
რომ იმ მომზადებას, რასაც ბეთელში გაივლიან,00:02:30
00:02:30
ველზე გამოიყენებენ ან იქ,
სადაც არის ამის საჭიროება.00:02:34
00:02:34
ეს რომ განვახორციელოთ, გვინდა
გაცნობოთ რამდენიმე ცვლილების შესახებ,00:02:39
00:02:39
რომელიც ბეთელში მსახურებას შეეხება.00:02:42
00:02:42
პირველი, უფრო რეგულარულ ხასიათს მიიღებს
ახალი კადრების მოწვევა, 00:02:47
00:02:47
ბეთელელების კი ველზე გადანიშვნა.00:02:50
00:02:50
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბეთელში მსახურებას
აღარ უნდა ვუყუროთ, როგორც უცვლელს და მუდმივს.00:02:57
00:02:57
თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება უფროსი ასაკის
გამოცდილი ბეთელელების საჭიროება, რომ მოამზადონ ახლები. 00:03:05
00:03:05
ბევრი, ვინც ბეთელში მოვა,
რაღაც პერიოდით იმსახურებს, მიიღებს დასწავლებას,00:03:10
00:03:10
შეიძენს გამოცდილებას, მოამზადებს სხვებს,
შემდეგ კი ნასწავს ველზე გამოიყენებს.00:03:17
00:03:17
წინასწარ იქნება განსაზღვრული დრო,
როცა გადავწყვეტთ,00:03:20
00:03:20
სად აჯობებს, ამა თუ იმ ბეთელელმა
მიღებული დასწავლება გამოიყენოს.00:03:26
00:03:26
რა მხრივ აღმოჩნდა სასიკეთო ეს ცვლილებები?00:03:30
00:03:30
ეს რომ გავიგოთ,
ყურადღებით მოვუსმინოთ რამდენიმე ინტერვიუს.00:03:35
00:03:35
ბეთელში მსახურებამ და იქ მიღებულმა დასწავლებამ
დიდი გამოცდილება შემძინა.00:03:40
00:03:40
სულიერად მოწიფულ და გამოცდილ
და-ძმებთან თანამშრომლობა ბევრ რამეში წამადგა.00:03:46
00:03:46
მათი მაგალითი დღემდე მეხმარება,
რომ როგორც ახალდანიშნულმა უხუცესმა00:03:50
00:03:50
კრებაში ჩემი მოვალეობა პირნათლად შევასრულო,00:03:54
00:03:54
ბოლომდე მივენდო იეჰოვას
და მაქსიმალურად დავიხარჯო და-ძმებისთვის.00:03:59
00:03:59
როცა ბეთელიდან ველზე გადაგვნიშნეს, მე და ჩემმა მეუღლემ
გადავწყვიტეთ, სახარებები ხელახლა წაგვეკითხა.00:04:05
00:04:05
ეს ზუსტად ის იყო, რაც იმ მომენტში მჭირდებოდა.00:04:09
00:04:09
ის სიტყვები მანამდეც არაერთხელ მქონდა წაკითხული,00:04:12
00:04:12
მაგრამ მაშინ სულ სხვანაირად შეეხო ჩემს გულს.00:04:15
00:04:15
დავინახე, რომ იეჰოვას ძალიან ვუყვარვართ 00:04:19
00:04:19
და თუ მხარს დავუჭერდით მის გადაწყვეტილებას,
ის კვლავაც გვაკურთხებდა.00:04:24
00:04:24
ბეთელში მსახურებისას ბევრი ადამიანის
გაცნობის შესაძლებლობა გაქვს 00:04:29
00:04:29
და უმეგობრდები მათ, ვისთან ერთადაც თანამშრომლობ.00:04:32
00:04:32
ეცნობი ახალ ბეთელელებს და სტუმრებს.00:04:35
00:04:35
შეიძლება მანამდე მხოლოდ კრებით შემოიფარგლებოდი,00:04:38
00:04:38
მაგრამ შემდეგ ხედავ, რომ იეჰოვას ორგანიზაცია
ერთი დიდი ოჯახია და ეს ძალიან სასიამოვნო გრძნობაა.00:04:45
00:04:45
იმ წლების მანძილზე ბევრი კარგი მოგონება დაგვიგროვდა,00:04:49
00:04:49
რომლებსაც სხვებსაც სიამოვნებით ვუზიარებთ.00:04:52
00:04:52
ვცდილობ, წავახალისო და-ძმები,
რომ მათაც გამოსცადონ ასეთი მსახურება.00:04:57
00:04:57
ბეთელმა უკეთ დამანახა, როგორ ზრუნავს იეჰოვა ჩვენზე
თავისი ორგანიზაციის მეშვეობით,00:05:02
00:05:02
რაც მის დიდ სიყვარულზე მეტყველებს.00:05:05
00:05:05
მიხარია, რომ საშუალება მაქვს,
ეს გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო.00:05:10
00:05:10
როგორც ამ ინტერვიუებიდან დავინახეთ,
მართალია, ბეთელში მთელი ცხოვრება ვერ იმსახურებთ,00:05:17
00:05:17
მაგრამ ის ნამდვილად შეცვლის თქვენს ცხოვრებას.00:05:20
00:05:20
ნიშნავს ეს იმას, რომ ყველანი, ვინც ახლა ბეთელში მსახურობენ,
საბოლოოდ ველზე გადაინიშნებიან?00:05:27
00:05:27
არა. რადგან კვლავაც არის როგორც ახალგაზრდების,
ისე უფროსი ასაკის და-ძმების საჭიროება.00:05:34
00:05:34
იგავების 20:29 წერია: „ჭაბუკთა დიდება მათი ძალაა,
მოხუცებულთა სიდიადე კი — ჭაღარა“.00:05:45
00:05:45
1993 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკში“ ასეთი რამ ეწერა:00:05:51
00:05:51
„როცა ახალგაზრდული ძალა შერწყმულია
მრავალწლიან გამოცდილებასა და სიბრძნესთან,00:05:57
00:05:57
წარმოიქმნება ძალიან მტკიცე კავშირი“.00:06:00
00:06:00
ბეთელში აშკარად ვხედავთ ამ სიტყვების შესრულებას.00:06:04
00:06:04
ჩვენ გვჭირდება ძლიერი რწმენის და
მრავალწლიანი გამოცდილების მქონე და-ძმები.00:06:10
00:06:10
თუმცა შეიძლება ფიქრობთ,
თუ ბეთელში რეგულარულად შეიცვლება პერსონალი,00:06:15
00:06:15
როგორ გაკეთდება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები?00:06:19
00:06:19
ამან ლოგიკურად გააჩინა
მეორე ცვლილების აუცილებლობა.00:06:23
00:06:23
დიდი აქცენტი გაკეთდება
ხალხის მოკლე დროში მომზადებაზე.00:06:28
00:06:28
ჩვენ გვინდა, რომ და-ძმებმა სწრაფად ისწავლონ ამა თუ იმ
საქმის კეთება, რომ სხვადასხვა დავალების შესრულება შეძლონ.00:06:36
00:06:36
ეს დასწავლება იმასაც მოიაზრებს, რომ ახალგაზრდა ძმებს
მალევე მივცეთ მეტი პასუხისმგებლობა.00:06:43
00:06:43
უფროსი ასაკის ძმები უნდა დაეხმარონ
ახალგაზრდებს და ასწავლონ,00:06:47
00:06:47
რომ სხვადასხვა პასუხისმგებლობისთვის შესაფერისი გახდნენ
და ზედამხედველებად იმსახურონ.00:06:52
00:06:52
ასეთი სწავლება მათ უფრო გამოსადეგს გახდის ბეთელისთვის,00:06:57
00:06:57
მოამზადებს ორგანიზაციის სამომავლო საჭიროებებისთვის 00:07:00
00:07:00
და ისეთი თვისებებისა თუ უნარების განვითარებაშიც დაეხმარებათ,
რაც ახალ ქვეყნიერებაშიც დასჭირდებათ.00:07:08
00:07:08
რა მხრივ აღმოჩნდა ფილიალებისთვის
სასიკეთო ეს ახალი მიდგომა?00:07:13
00:07:13
ყურადღებით მოვუსმინოთ ძმებს,
რომლებიც ამ კითხვაზე გვიპასუხებენ.00:07:19
00:07:19
ფილიალებში კადრების მომზადების მეთოდები დღითიდღე იხვეწება.00:07:23
00:07:23
ნაცვლად იმისა, რომ ყველა ძმასთან
სტანდარტული მიდგომა გამოვიყენოთ,00:07:27
00:07:27
ვცდილობთ, ინდივიდუალურად მოვამზადოთ ისინი 00:07:29
00:07:29
და გავითვალისწინოთ მათი შესაძლებლობები,
უნარები თუ სისუსტეები.00:07:34
00:07:34
შეიძლება სტანდარტული მიდგომით
რაღაც შედეგს მიაღწიო,00:07:37
00:07:37
მაგრამ ინდივიდუალური მომზადება
გაცილებით უკეთესია.00:07:41
00:07:41
ამ მეთოდმა ნამდვილად გაამართლა.00:07:44
00:07:44
ჩემს ახალგაზრდობაში ასეთი ტრენინგები არ გვიტარდებოდა.00:07:48
00:07:48
როცა ახალ დავალებას ვიღებდი, ბევრ რამეს მე თვითონ ვსწავლობდი. 00:07:53
00:07:53
ახლა კი სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ახალგაზრდები
საჭირო მომზადებას გადიან. ასე საქმე სწრაფად სრულდება.00:08:01
00:08:01
ორგანიზაციაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მომზადებას 00:08:04
00:08:04
და ახალგაზრდა ძმებისთვის პასუხისმგებლობების მინდობას. 00:08:08
00:08:08
უფროსი ასაკის ქრისტიანებმა წლების განმავლობაში
ცოდნა და გამოცდილება დააგროვეს,00:08:13
00:08:13
ახალგაზრდები კი ენერგიით
და ახალი იდეებით არიან სავსე.00:08:16
00:08:16
მათი თანამშრომლობის შედეგად
საქმე უფრო სწრაფად და ხარისხიანად კეთდება 00:08:21
00:08:21
და ახალ გამოწვევებსაც უფრო ადვილად ვართმევთ თავს.00:08:25
00:08:25
რაც შეეხება მესამე ცვლილებას,
ეს მოიცავს მოხალისეების იმ დიდი გუნდის ორგანიზებას,00:08:31
00:08:31
რომლებსაც სურვილი აქვთ, იეჰოვას მსახურების
სხვადასხვა შესაძლებლობა მოსინჯონ.00:08:37
00:08:37
დიდი აქცენტი გაკეთდება იმაზე, როგორ გამოვიყენოთ
გონივრულად შტატგარეშე თანამშრომლების რესურსი, 00:08:43
00:08:43
ან ისინი, ვინც დისტანციური
დროებითი მოხალისეები არიან.00:08:47
00:08:47
ეს იმას ნიშნავს, რომ ბეთელში
განსაზღვრული რაოდენობა დარჩება.00:08:51
00:08:51
ეს შესაძლებელს გახდის, რომ მაქსიმალურად
ბევრი ჩაერთოს ძალიან მნიშვნელოვან სამქადაგებლო საქმეში.00:08:58
00:08:58
ამ მიდგომამაც გაამართლა.00:09:01
00:09:01
შეგვიძლია ვნახოთ ამის რამდენიმე მაგალითი.00:09:04
00:09:04
გამოცდილებამ აჩვენა, რომ საქმე
შეიძლება დისტანციურადაც შესრულდეს.00:09:09
00:09:09
მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან
შეგიძლია ბეთელს დაეხმარო.00:09:13
00:09:13
19 წლის ვიყავი, ბეთელში რომ მიმიწვიეს. იქ რამდენიმე წელი
ვიმსახურე, შემდეგ დავქორწინდი და წამოსვლა მომიწია.00:09:21
00:09:21
ახლა კი, რამდენიმე წლის შემდეგ, ისევ ვთანამშრომლობ
ბეთელთან. დისტანციურად ვმუშაობ, ნახევარ განაკვეთზე.00:09:29
00:09:29
ვხედავ, რომ ეს მეხმარება, სულიერად კარგ ფორმაში ვიყო
და უფრო დავხვეწო ჩემი ქრისტიანული თვისებები.00:09:36
00:09:36
ბეთელთან თანამშრომლობით, ფაქტობრივად,
ორგანიზაციის მაჯისცემას ვგრძნობ.00:09:41
00:09:41
თანამშრომლობისთვის საჭიროა, გავითვალისწინოთ დისტანციური
მოხალისეების ადგილმდებარეობა და მოვერგოთ მათ გრაფიკს. 00:09:48
00:09:48
ვცდილობთ, მათ ყველანაირი პირობა შევუქმნათ, რომ სრულფასოვნად
შეძლონ სხვადასხვა ლოკაციიდან ჩართვა და მუშაობა.00:09:55
00:09:55
სხვა სასაათო სარტყელშიც რომ იყო, ძმები ისეთ დროს არჩევენ,
რომ ყველამ შეძლოს ვიდეოზარით ჩართვა.00:10:02
00:10:02
ისინი გენდობიან და ჯგუფის
ღირსეულ წევრად გაგრძნობინებენ თავს.00:10:07
00:10:07
ხშირად ჩვენ არ ვირჩევთ,
ვისთან ერთად ვიმუშავებთ,00:10:10
00:10:10
თუმცა იეჰოვამ საუკეთესოდ იცის,
როგორ დააკომპლექტოს გუნდი.00:10:14
00:10:14
ეს და-ძმები შესანიშნავად ართმევენ თავს
დაკისრებულ დავალებას. 00:10:18
00:10:18
ვცდილობთ, უარი არ ვთქვათ
საქმის ახლებურად კეთებაზე.00:10:22
00:10:22
ეს საშუალებას გვაძლევს ბეთელელების რაოდენობა შემცირდეს
ისე, რომ საქმე კვლავაც ხარისხიანად და სწრაფად შესრულდეს.00:10:29
00:10:29
ისიც ბევრს ნიშნავს, როცა კრებელებს ესმით,
როგორ აისახება ბეთელთან თანამშრომლობა შენს გრაფიკზე.00:10:36
00:10:36
უკვე დავიწყეთ სხვადასხვა ფილიალთან
თანამშრომლობა, რომ ეს ცვლილებები 00:10:42
00:10:42
ეტაპობრივად განვახორციელოთ და უკვე ვხედავთ
ამ ახალი მიდგომის დადებით შედეგებს.00:10:48
00:10:48
ფილიალების კომიტეტების წევრების დაკვირვებით, 00:10:51
00:10:51
გაიზარდა იმ და-ძმების რიცხვი,
ვისაც შესაძლებლობა აქვს, ბეთელში დასწავლება გაიაროს.00:10:57
00:10:57
ამ ახალი მიდგომის შედეგად სულ უფრო და უფრო
მეტ ახალგაზრდას უჩნდება იმის სურვილი,00:11:02
00:11:02
რომ გააფართოოს თეოკრატიული მსახურება.00:11:06
00:11:06
გარდა ამისა, ფილიალების
კომიტეტების ანგარიშებიდან ვხედავთ,00:11:10
00:11:10
რომ იმ ბეთელელებს, რომლებიც ველზე გადანიშნეს, 00:11:13
00:11:13
ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ
მსოფლიო სამქადაგებლო საქმეში.00:11:18
00:11:18
ბევრმა მათგანმა სურვილი გამოთქვა,
რომ ორგანიზაციას სხვადასხვა კუთხით დახმარებოდა.00:11:23
00:11:23
მაგალითად, მონაწილეობას ღებულობენ
თეოკრატიული შენობების მშენებლობაში,00:11:29
00:11:29
მსახურობენ სთკ-ში და ქადაგებენ
დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ადგილებში.00:11:34
00:11:34
ზოგი იქ გადავიდა მსახურებისთვის,
სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა.00:11:39
00:11:39
ზოგმაც სამეფოს მახარობელთა
სკოლა გაიარა და ასე შემდეგ.00:11:44
00:11:44
ეს სამი ცვლილება უფრო მეტ და-ძმას მისცემს
იმის საშუალებას, რომ იმსახუროს ბეთელში,00:11:50
00:11:50
გაიაროს დასწავლება და დააგროვოს გამოცდილება.00:11:53
00:11:53
შემდეგ კი, ეს ყველაფერი იეჰოვას მსახურების
სხვადასხვა სფეროში გამოიყენოს.00:11:58
00:11:58
ეფესოელების 4:16-ში ნათქვამია, რომ
ქრისტეს „სხეული ჰარმონიულადაა შერწყმული00:12:05
00:12:05
და მისი თითოეული ნაწილი შეთანხმებულად მოქმედებს“.00:12:10
00:12:10
იმედი გვაქვს, ეს ცვლილებები
თითოულ ჩვენგანს დაგვეხმარება,00:12:14
00:12:14
რომ ჰარმონიულად გავაგრძელოთ
ერთმანეთთან თანამშრომლობა 00:12:18
00:12:18
და მივყვეთ ქრისტეს მიერ
სიყვარულით გაწეულ ხელმძღვანელობას.00:12:22
00:12:22
ახალგაზრდა ძმებო, ილოცეთ და დაფიქრდით,
გიწყობთ თუ არა მდგომარეობა ხელს, რომ ბეთელში იმსახუროთ.00:12:31
00:12:31
1960 წელს ბრუკლინის ბეთელის
ერთ-ერთი შენობის მიძღვნის პროგრამა ჩატარდა. 00:12:37
00:12:37
ერთ-ერთ მოხსენებაში ხელმძღვანელი
საბჭოს წევრმა, ძმა ფრედერიკ ფრენცმა,00:12:42
00:12:42
ბეთელს მთელ მსოფლიოში
უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრი უწოდა. 00:12:47
00:12:47
დღესაც, 65 წლის შემდეგ,
ყველანი ერთხმად ვეთანხმებით მის სიტყვებს.00:12:53
00:12:53
გარდა იმისა, რომ ბეთელში მსახურება
დიდ ცოდნასა და გამოცდილებას შეგძენთ,00:12:58
00:12:58
იმის საშუალებასაც მოგცემთ, რომ ღვთის ორგანიზაციაში
სხვადასხვა დავალება შეასრულოთ.00:13:03
00:13:03
ეს ყველაფერი კი
ახალ ქვეყნიერებაშიც გამოგადგებათ.00:13:07
00:13:07
მშობლებო, დაეხმარეთ თქვენს შვილებს,
მიზნად დაისახონ ბეთელში მსახურება 00:13:12
00:13:12
და ხელიდან არ გაუშვან ეს შესაძლებლობა.00:13:15
00:13:15
ამით ხელს შეუწყობთ, რომ რასაც არ უნდა აკეთებდნენ
იეჰოვასთვის, სულითა და გულით აკეთონ.00:13:22
00:13:22
ბოლოს გვინდა მათ მივმართოთ,
ვინც ბეთელიდან ველზე გადაინიშნა.00:13:26
00:13:26
გახსოვდეთ, რომ გვიყვარხართ
და ვაფასებთ თქვენს შრომას.00:13:30
00:13:30
ბეთელში მიღებული გამოცდილება განძივითაა.00:13:34
00:13:34
სხვებსაც გაუზიარეთ სასიამოვნო მოგონებები 00:13:37
00:13:37
და წაახალისეთ, რომ რასაც არ უნდა აკეთებდნენ
იეჰოვასთვის, სულითა და გულით აკეთონ.00:13:43
00:13:43
ამგვარად ისინიც გამოსცდიან
ღვთის კურთხევებს საკუთარ თავზე.00:13:47
00:13:47
თქვენი კარგი მაგალითით
დიდი დახმარების გაწევა შეგიძლიათ სხვებისთვის.00:13:52
00:13:52
დარწმუნებული ვართ, ისინი
არასდროს დაგივიწყებენ ამ დიდ სიკეთეს.00:13:57
00:13:57
როგორც ესაიას მე-60 თავის
მე-17 მუხლში წერია,00:14:01
00:14:01
იეჰოვა კვლავაც განაგრძობს ბეთელის საქმიანობის
დახვეწასა და გაუმჯობესებას00:14:06
00:14:06
ორგანიზაციაში არსებული საჭიროების მიხედვით.00:14:09
00:14:09
იმაშიც დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვასა და
მისი ორგანიზაციის მიმართ დიდი სიყვარული და ერთგულება00:14:16
00:14:16
მოტივაციას მოგვცემს,
მთელი გულით გავაკეთოთ ის საქმე,00:14:19
00:14:19
რასაც დღეს ვაკეთებთ და ისიც,
რაც მომავალში დაგვევალება.00:14:24
კენეთ კუკი: ბეთელი – ღვთის მსახურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო
-
კენეთ კუკი: ბეთელი – ღვთის მსახურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო
ესაიას 60:17-ში იეჰოვა ამბობს:
„სპილენძის ნაცვლად ოქროს შემოვიტან
და რკინის ნაცვლად — ვერცხლს“.
ამ სიტყვებში ჩანს იეჰოვას დაპირება,
რომ მისი ორგანიზაციის მიწერი ნაწილი
თანდათანობით დაიხვეწებოდა და ასეც ხდება.
ღვთის საქმის შესრულების მეთოდები იხვეწება,
მათ შორის ბეთელშიც,
სადაც მნიშვნელოვანი საქმე სრულდება.
ბეთელში გაკეთებული საქმე,
ორ ძირითად მიზანს ემსახურება.
იმას, რომ სულიერი საზრდო
ხელმისაწდომი იყოს რაც შეიძლება ბევრისთვის
და მხარი დაუჭიროს მსოფლიო სამქადაგებლო საქმეს.
შესაბამისად, როცა ხელმძღვანელი საბჭო
ცვლის ბეთელში რაღაცეებს,
ყოველთვის ამ ორი მიზნის შესრულებაზეა გათვლილი.
მაგალითად, წლების განმავლობაში
არაერთხელ შეიცვალა ბეჭდვის მეთოდები,
დაინერგა ახალი ტექნოლოგიები,
შეიცვალა მშენებლობის მეთოდები.
გამარტივდა ფილიალის ტერიტორიის
ზედამხედველობის საკითხები და ასე შემდეგ.
მსოფლიო ბეთელის ოჯახი
ყოველთვის მხარს უჭერდა ასეთ ცვლილებებს.
მათ კარგად ესმით კოლოსელების
3:23-ში ჩაწერილი რჩევის არსი:
„რასაც არ უნდა აკეთებდეთ,
სულითა და გულით აკეთეთ,
თითქოს იეჰოვასთვის აკეთებდეთ
და არა ადამიანებისთვის“.
ბევრი ათწლეულებია, ბეთელში ერთგულად ემსახურება ღმერთს
და საკუთარი თვალით ნახა ამ ცვლილებების კარგი შედეგები.
იეჰოვას მსგავსად ჩვენც ძალიან ვაფასებთ მათ,
ვინც მზად არის,
წმინდა მსახურება შეასრულოს ბეთელში.
ისინიც თითქოს ესაიას მსგავსად ამბობენ:
„მე წავალ! მე გამგზავნე!“
მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტი
ახალგაზრდა ძმა ავსებს ბეთელში მსახურების ბლანკს.
თუმცა, ამავე დროს, ისიც უნდა ითქვას, რომ სულიერად მოწიფული
და მომზადებული და-ძმები ველზეც არის საჭირო.
ბეთელში და ველზე არსებული საჭიროების გადახედვის შემდეგ
ხელმძღვანელმა საბჭომ გადაწყვიტა, შეცვალოს
ბეთელში მსახურებასთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა.
დღეიდან მოყოლებული ბეთელში მსახურება
აღარ უნდა ასოცირდებოდეს მუდმივ და უცვლელ დავალებასთან.
თუმცა ბეთელში კვლავაც მოვლენ და-ძმები,
სადაც მთელი გულით იშრომებენ იეჰოვასთვის
და მიიღებენ დასწავლებას,
რომელიც მრავალმხრივ გამოადგებათ.
ასე რომ, და-ძმები უნდა მოელოდნენ,
რომ იმ მომზადებას, რასაც ბეთელში გაივლიან,
ველზე გამოიყენებენ ან იქ,
სადაც არის ამის საჭიროება.
ეს რომ განვახორციელოთ, გვინდა
გაცნობოთ რამდენიმე ცვლილების შესახებ,
რომელიც ბეთელში მსახურებას შეეხება.
პირველი, უფრო რეგულარულ ხასიათს მიიღებს
ახალი კადრების მოწვევა,
ბეთელელების კი ველზე გადანიშვნა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბეთელში მსახურებას
აღარ უნდა ვუყუროთ, როგორც უცვლელს და მუდმივს.
თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება უფროსი ასაკის
გამოცდილი ბეთელელების საჭიროება, რომ მოამზადონ ახლები.
ბევრი, ვინც ბეთელში მოვა,
რაღაც პერიოდით იმსახურებს, მიიღებს დასწავლებას,
შეიძენს გამოცდილებას, მოამზადებს სხვებს,
შემდეგ კი ნასწავს ველზე გამოიყენებს.
წინასწარ იქნება განსაზღვრული დრო,
როცა გადავწყვეტთ,
სად აჯობებს, ამა თუ იმ ბეთელელმა
მიღებული დასწავლება გამოიყენოს.
რა მხრივ აღმოჩნდა სასიკეთო ეს ცვლილებები?
ეს რომ გავიგოთ,
ყურადღებით მოვუსმინოთ რამდენიმე ინტერვიუს.
ბეთელში მსახურებამ და იქ მიღებულმა დასწავლებამ
დიდი გამოცდილება შემძინა.
სულიერად მოწიფულ და გამოცდილ
და-ძმებთან თანამშრომლობა ბევრ რამეში წამადგა.
მათი მაგალითი დღემდე მეხმარება,
რომ როგორც ახალდანიშნულმა უხუცესმა
კრებაში ჩემი მოვალეობა პირნათლად შევასრულო,
ბოლომდე მივენდო იეჰოვას
და მაქსიმალურად დავიხარჯო და-ძმებისთვის.
როცა ბეთელიდან ველზე გადაგვნიშნეს, მე და ჩემმა მეუღლემ
გადავწყვიტეთ, სახარებები ხელახლა წაგვეკითხა.
ეს ზუსტად ის იყო, რაც იმ მომენტში მჭირდებოდა.
ის სიტყვები მანამდეც არაერთხელ მქონდა წაკითხული,
მაგრამ მაშინ სულ სხვანაირად შეეხო ჩემს გულს.
დავინახე, რომ იეჰოვას ძალიან ვუყვარვართ
და თუ მხარს დავუჭერდით მის გადაწყვეტილებას,
ის კვლავაც გვაკურთხებდა.
ბეთელში მსახურებისას ბევრი ადამიანის
გაცნობის შესაძლებლობა გაქვს
და უმეგობრდები მათ, ვისთან ერთადაც თანამშრომლობ.
ეცნობი ახალ ბეთელელებს და სტუმრებს.
შეიძლება მანამდე მხოლოდ კრებით შემოიფარგლებოდი,
მაგრამ შემდეგ ხედავ, რომ იეჰოვას ორგანიზაცია
ერთი დიდი ოჯახია და ეს ძალიან სასიამოვნო გრძნობაა.
იმ წლების მანძილზე ბევრი კარგი მოგონება დაგვიგროვდა,
რომლებსაც სხვებსაც სიამოვნებით ვუზიარებთ.
ვცდილობ, წავახალისო და-ძმები,
რომ მათაც გამოსცადონ ასეთი მსახურება.
ბეთელმა უკეთ დამანახა, როგორ ზრუნავს იეჰოვა ჩვენზე
თავისი ორგანიზაციის მეშვეობით,
რაც მის დიდ სიყვარულზე მეტყველებს.
მიხარია, რომ საშუალება მაქვს,
ეს გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო.
როგორც ამ ინტერვიუებიდან დავინახეთ,
მართალია, ბეთელში მთელი ცხოვრება ვერ იმსახურებთ,
მაგრამ ის ნამდვილად შეცვლის თქვენს ცხოვრებას.
ნიშნავს ეს იმას, რომ ყველანი, ვინც ახლა ბეთელში მსახურობენ,
საბოლოოდ ველზე გადაინიშნებიან?
არა. რადგან კვლავაც არის როგორც ახალგაზრდების,
ისე უფროსი ასაკის და-ძმების საჭიროება.
იგავების 20:29 წერია: „ჭაბუკთა დიდება მათი ძალაა,
მოხუცებულთა სიდიადე კი — ჭაღარა“.
1993 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკში“ ასეთი რამ ეწერა:
„როცა ახალგაზრდული ძალა შერწყმულია
მრავალწლიან გამოცდილებასა და სიბრძნესთან,
წარმოიქმნება ძალიან მტკიცე კავშირი“.
ბეთელში აშკარად ვხედავთ ამ სიტყვების შესრულებას.
ჩვენ გვჭირდება ძლიერი რწმენის და
მრავალწლიანი გამოცდილების მქონე და-ძმები.
თუმცა შეიძლება ფიქრობთ,
თუ ბეთელში რეგულარულად შეიცვლება პერსონალი,
როგორ გაკეთდება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები?
ამან ლოგიკურად გააჩინა
მეორე ცვლილების აუცილებლობა.
დიდი აქცენტი გაკეთდება
ხალხის მოკლე დროში მომზადებაზე.
ჩვენ გვინდა, რომ და-ძმებმა სწრაფად ისწავლონ ამა თუ იმ
საქმის კეთება, რომ სხვადასხვა დავალების შესრულება შეძლონ.
ეს დასწავლება იმასაც მოიაზრებს, რომ ახალგაზრდა ძმებს
მალევე მივცეთ მეტი პასუხისმგებლობა.
უფროსი ასაკის ძმები უნდა დაეხმარონ
ახალგაზრდებს და ასწავლონ,
რომ სხვადასხვა პასუხისმგებლობისთვის შესაფერისი გახდნენ
და ზედამხედველებად იმსახურონ.
ასეთი სწავლება მათ უფრო გამოსადეგს გახდის ბეთელისთვის,
მოამზადებს ორგანიზაციის სამომავლო საჭიროებებისთვის
და ისეთი თვისებებისა თუ უნარების განვითარებაშიც დაეხმარებათ,
რაც ახალ ქვეყნიერებაშიც დასჭირდებათ.
რა მხრივ აღმოჩნდა ფილიალებისთვის
სასიკეთო ეს ახალი მიდგომა?
ყურადღებით მოვუსმინოთ ძმებს,
რომლებიც ამ კითხვაზე გვიპასუხებენ.
ფილიალებში კადრების მომზადების მეთოდები დღითიდღე იხვეწება.
ნაცვლად იმისა, რომ ყველა ძმასთან
სტანდარტული მიდგომა გამოვიყენოთ,
ვცდილობთ, ინდივიდუალურად მოვამზადოთ ისინი
და გავითვალისწინოთ მათი შესაძლებლობები,
უნარები თუ სისუსტეები.
შეიძლება სტანდარტული მიდგომით
რაღაც შედეგს მიაღწიო,
მაგრამ ინდივიდუალური მომზადება
გაცილებით უკეთესია.
ამ მეთოდმა ნამდვილად გაამართლა.
ჩემს ახალგაზრდობაში ასეთი ტრენინგები არ გვიტარდებოდა.
როცა ახალ დავალებას ვიღებდი, ბევრ რამეს მე თვითონ ვსწავლობდი.
ახლა კი სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ახალგაზრდები
საჭირო მომზადებას გადიან. ასე საქმე სწრაფად სრულდება.
ორგანიზაციაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მომზადებას
და ახალგაზრდა ძმებისთვის პასუხისმგებლობების მინდობას.
უფროსი ასაკის ქრისტიანებმა წლების განმავლობაში
ცოდნა და გამოცდილება დააგროვეს,
ახალგაზრდები კი ენერგიით
და ახალი იდეებით არიან სავსე.
მათი თანამშრომლობის შედეგად
საქმე უფრო სწრაფად და ხარისხიანად კეთდება
და ახალ გამოწვევებსაც უფრო ადვილად ვართმევთ თავს.
რაც შეეხება მესამე ცვლილებას,
ეს მოიცავს მოხალისეების იმ დიდი გუნდის ორგანიზებას,
რომლებსაც სურვილი აქვთ, იეჰოვას მსახურების
სხვადასხვა შესაძლებლობა მოსინჯონ.
დიდი აქცენტი გაკეთდება იმაზე, როგორ გამოვიყენოთ
გონივრულად შტატგარეშე თანამშრომლების რესურსი,
ან ისინი, ვინც დისტანციური
დროებითი მოხალისეები არიან.
ეს იმას ნიშნავს, რომ ბეთელში
განსაზღვრული რაოდენობა დარჩება.
ეს შესაძლებელს გახდის, რომ მაქსიმალურად
ბევრი ჩაერთოს ძალიან მნიშვნელოვან სამქადაგებლო საქმეში.
ამ მიდგომამაც გაამართლა.
შეგვიძლია ვნახოთ ამის რამდენიმე მაგალითი.
გამოცდილებამ აჩვენა, რომ საქმე
შეიძლება დისტანციურადაც შესრულდეს.
მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან
შეგიძლია ბეთელს დაეხმარო.
19 წლის ვიყავი, ბეთელში რომ მიმიწვიეს. იქ რამდენიმე წელი
ვიმსახურე, შემდეგ დავქორწინდი და წამოსვლა მომიწია.
ახლა კი, რამდენიმე წლის შემდეგ, ისევ ვთანამშრომლობ
ბეთელთან. დისტანციურად ვმუშაობ, ნახევარ განაკვეთზე.
ვხედავ, რომ ეს მეხმარება, სულიერად კარგ ფორმაში ვიყო
და უფრო დავხვეწო ჩემი ქრისტიანული თვისებები.
ბეთელთან თანამშრომლობით, ფაქტობრივად,
ორგანიზაციის მაჯისცემას ვგრძნობ.
თანამშრომლობისთვის საჭიროა, გავითვალისწინოთ დისტანციური
მოხალისეების ადგილმდებარეობა და მოვერგოთ მათ გრაფიკს.
ვცდილობთ, მათ ყველანაირი პირობა შევუქმნათ, რომ სრულფასოვნად
შეძლონ სხვადასხვა ლოკაციიდან ჩართვა და მუშაობა.
სხვა სასაათო სარტყელშიც რომ იყო, ძმები ისეთ დროს არჩევენ,
რომ ყველამ შეძლოს ვიდეოზარით ჩართვა.
ისინი გენდობიან და ჯგუფის
ღირსეულ წევრად გაგრძნობინებენ თავს.
ხშირად ჩვენ არ ვირჩევთ,
ვისთან ერთად ვიმუშავებთ,
თუმცა იეჰოვამ საუკეთესოდ იცის,
როგორ დააკომპლექტოს გუნდი.
ეს და-ძმები შესანიშნავად ართმევენ თავს
დაკისრებულ დავალებას.
ვცდილობთ, უარი არ ვთქვათ
საქმის ახლებურად კეთებაზე.
ეს საშუალებას გვაძლევს ბეთელელების რაოდენობა შემცირდეს
ისე, რომ საქმე კვლავაც ხარისხიანად და სწრაფად შესრულდეს.
ისიც ბევრს ნიშნავს, როცა კრებელებს ესმით,
როგორ აისახება ბეთელთან თანამშრომლობა შენს გრაფიკზე.
უკვე დავიწყეთ სხვადასხვა ფილიალთან
თანამშრომლობა, რომ ეს ცვლილებები
ეტაპობრივად განვახორციელოთ და უკვე ვხედავთ
ამ ახალი მიდგომის დადებით შედეგებს.
ფილიალების კომიტეტების წევრების დაკვირვებით,
გაიზარდა იმ და-ძმების რიცხვი,
ვისაც შესაძლებლობა აქვს, ბეთელში დასწავლება გაიაროს.
ამ ახალი მიდგომის შედეგად სულ უფრო და უფრო
მეტ ახალგაზრდას უჩნდება იმის სურვილი,
რომ გააფართოოს თეოკრატიული მსახურება.
გარდა ამისა, ფილიალების
კომიტეტების ანგარიშებიდან ვხედავთ,
რომ იმ ბეთელელებს, რომლებიც ველზე გადანიშნეს,
ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ
მსოფლიო სამქადაგებლო საქმეში.
ბევრმა მათგანმა სურვილი გამოთქვა,
რომ ორგანიზაციას სხვადასხვა კუთხით დახმარებოდა.
მაგალითად, მონაწილეობას ღებულობენ
თეოკრატიული შენობების მშენებლობაში,
მსახურობენ სთკ-ში და ქადაგებენ
დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ადგილებში.
ზოგი იქ გადავიდა მსახურებისთვის,
სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა.
ზოგმაც სამეფოს მახარობელთა
სკოლა გაიარა და ასე შემდეგ.
ეს სამი ცვლილება უფრო მეტ და-ძმას მისცემს
იმის საშუალებას, რომ იმსახუროს ბეთელში,
გაიაროს დასწავლება და დააგროვოს გამოცდილება.
შემდეგ კი, ეს ყველაფერი იეჰოვას მსახურების
სხვადასხვა სფეროში გამოიყენოს.
ეფესოელების 4:16-ში ნათქვამია, რომ
ქრისტეს „სხეული ჰარმონიულადაა შერწყმული
და მისი თითოეული ნაწილი შეთანხმებულად მოქმედებს“.
იმედი გვაქვს, ეს ცვლილებები
თითოულ ჩვენგანს დაგვეხმარება,
რომ ჰარმონიულად გავაგრძელოთ
ერთმანეთთან თანამშრომლობა
და მივყვეთ ქრისტეს მიერ
სიყვარულით გაწეულ ხელმძღვანელობას.
ახალგაზრდა ძმებო, ილოცეთ და დაფიქრდით,
გიწყობთ თუ არა მდგომარეობა ხელს, რომ ბეთელში იმსახუროთ.
1960 წელს ბრუკლინის ბეთელის
ერთ-ერთი შენობის მიძღვნის პროგრამა ჩატარდა.
ერთ-ერთ მოხსენებაში ხელმძღვანელი
საბჭოს წევრმა, ძმა ფრედერიკ ფრენცმა,
ბეთელს მთელ მსოფლიოში
უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრი უწოდა.
დღესაც, 65 წლის შემდეგ,
ყველანი ერთხმად ვეთანხმებით მის სიტყვებს.
გარდა იმისა, რომ ბეთელში მსახურება
დიდ ცოდნასა და გამოცდილებას შეგძენთ,
იმის საშუალებასაც მოგცემთ, რომ ღვთის ორგანიზაციაში
სხვადასხვა დავალება შეასრულოთ.
ეს ყველაფერი კი
ახალ ქვეყნიერებაშიც გამოგადგებათ.
მშობლებო, დაეხმარეთ თქვენს შვილებს,
მიზნად დაისახონ ბეთელში მსახურება
და ხელიდან არ გაუშვან ეს შესაძლებლობა.
ამით ხელს შეუწყობთ, რომ რასაც არ უნდა აკეთებდნენ
იეჰოვასთვის, სულითა და გულით აკეთონ.
ბოლოს გვინდა მათ მივმართოთ,
ვინც ბეთელიდან ველზე გადაინიშნა.
გახსოვდეთ, რომ გვიყვარხართ
და ვაფასებთ თქვენს შრომას.
ბეთელში მიღებული გამოცდილება განძივითაა.
სხვებსაც გაუზიარეთ სასიამოვნო მოგონებები
და წაახალისეთ, რომ რასაც არ უნდა აკეთებდნენ
იეჰოვასთვის, სულითა და გულით აკეთონ.
ამგვარად ისინიც გამოსცდიან
ღვთის კურთხევებს საკუთარ თავზე.
თქვენი კარგი მაგალითით
დიდი დახმარების გაწევა შეგიძლიათ სხვებისთვის.
დარწმუნებული ვართ, ისინი
არასდროს დაგივიწყებენ ამ დიდ სიკეთეს.
როგორც ესაიას მე-60 თავის
მე-17 მუხლში წერია,
იეჰოვა კვლავაც განაგრძობს ბეთელის საქმიანობის
დახვეწასა და გაუმჯობესებას
ორგანიზაციაში არსებული საჭიროების მიხედვით.
იმაშიც დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვასა და
მისი ორგანიზაციის მიმართ დიდი სიყვარული და ერთგულება
მოტივაციას მოგვცემს,
მთელი გულით გავაკეთოთ ის საქმე,
რასაც დღეს ვაკეთებთ და ისიც,
რაც მომავალში დაგვევალება.
-