00:00:04
მომღერლებისა და მსახიობების ოჯახში დავიბადე.00:00:07
00:00:10
მათ შორის ყველაზე ცნობილი მამაჩემი იყო,00:00:13
00:00:13
ხერმან ვალდესი.00:00:14
00:00:15
მას ტინტანის სახელით იცნობდნენ.00:00:17
00:00:18
მუსიკის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა.00:00:20
00:00:21
ბავშვობიდან გრძნობებს სიმღერით გამოვხატავდი.00:00:23
00:00:24
ვწერდი,00:00:24
00:00:25
გიტარაზე ვუკრავდი და ვმღეროდი.00:00:26
00:00:29
მუსიკალური კარიერის შექმნას საერთოდ არ ვგეგმავდი,00:00:32
00:00:32
შოუ-ბიზნესი დიდად არ მხიბლავდა.00:00:34
00:00:36
15 წლის ვიყავი,00:00:37
00:00:37
როცა მამაჩემი გარდაიცვალა.00:00:39
00:00:39
მომიწია,00:00:40
00:00:40
რომ ოჯახს ფინანსურად დავხმარებოდი,00:00:42
00:00:43
ამიტომ სამუშაოს ძებნა დავიწყე.00:00:45
00:00:47
მუსიკალურ ბენდს შევუერთდი00:00:49
00:00:50
და ცნობილი მომღერალი და მსახიობი გავხდი.00:00:52
00:00:56
თუმცა სიმართლე გითხრათ,00:00:58
00:00:58
არ მომწონდა ის გარემო და საზოგადოება,00:01:00
00:01:01
რომელიც ჩემ გარშემო იყო.00:01:03
00:01:03
დროთა განმავლობაში ადამიანების ნდობა დავკარგე.00:01:06
00:01:07
როცა ჭეშმარიტება გავიგე,00:01:09
00:01:10
ისეთი ადამიანების გარემოცვაში მოვხვდი,00:01:12
00:01:13
რომლებსაც მართლა გულწრფლად ვუყვარდი.00:01:15
00:01:16
მათთან ურთიერთობამ შინაგანად შემცვალა00:01:18
00:01:18
და ცხოვრების ხალისი დამიბრუნა.00:01:20
00:01:20
ყველგან ბედნიერებას ვასხივებდი.00:01:22
00:01:32
მე და ჩემს მეუღლეს ძალიან არ გვინდოდა,00:01:34
00:01:34
რომ ჩვენი შვილები შოუ-ბიზნესში ჩართულიყვნენ.00:01:36
00:01:41
ყველაფერს ვაკეთებდით,00:01:42
00:01:42
რომ იმ საზოგადოებაში არ აღმოჩენილიყვნენ.00:01:45
00:01:46
ერთხელ მეხიკოში,00:01:48
00:01:48
ერთ-ერთ წამყვან ტელევიზიაში მიმიწვიეს.00:01:50
00:01:51
ჩემს გოგონას, ჯიანას ვთხოვე,00:01:53
00:01:53
რომ გამომყოლოდა.00:01:54
00:01:54
იმ დროს 17 წლის იყო.00:01:56
00:01:56
იქ ერთი კაცი იყო,00:01:58
00:01:58
რომელიც ნიჭიერ ახალგაზრდებს ეძებდა.00:02:00
00:02:00
მან ჩემს გოგოს ჰკითხა:00:02:02
00:02:02
შენც ხო არ მღერიო?00:02:03
00:02:03
მანაც უპასუხა, კიო.00:02:05
00:02:05
შემდეგ იმღერა.00:02:06
00:02:07
ეს კაცი მისი ნამღერით იმდენად აღფრთოვანდა,00:02:09
00:02:10
რომ მაშინვე სთხოვა, ოფისში შესულიყო მასთან.00:02:12
00:02:14
მან ასეთი რამ უთხრა:00:02:15
00:02:16
ჩვენს ტელევიზიაში დიდი მომავალი გაქვს!00:02:18
00:02:18
ყველაფერს გავაკეთებ,00:02:19
00:02:19
რომ წარმატებული და ცნობილი მომღერალი გახდე.00:02:22
00:02:23
ორშაბათს მოდი და კონტრაქტი გავაფორმოთო.00:02:25
00:02:26
სანამ ოფისიდან გამოვიდოდა, ძალიან ვნერვიულობდი.00:02:29
00:02:29
მაშინვე ვკითხე:00:02:30
00:02:31
დათანხმდი-მეთქი შემოთავაზებას?00:02:33
00:02:33
ჯიანამ მითხრა:00:02:34
00:02:34
რა თქმა უნდა არა, დედა.00:02:35
00:02:36
ხომ იცი,00:02:37
00:02:37
რომ პიონერად მსახურება ყველაზე მეტად მიყვარს,00:02:39
00:02:40
როგორ დავთანხმებოდიო?!00:02:41
00:02:42
ზუსტად ერთი კვირის შემდეგ00:02:44
00:02:44
მისთვის მოულოდნელად ბეთელიდან დაურეკეს 00:02:47
00:02:47
და სიმღერის ჩაწერაზე დაიბარეს.00:02:49
00:02:50
ის ახლა ბედნიერია,00:02:51
00:02:51
რომ თავის ნიჭსა და უნარს იეჰოვას განსადიდებლად იყენებს.00:02:55
00:02:58
წლების განმავლობაში მე და ჯიანამ 00:03:00
00:03:00
ბეთელში არაერთ მუსიკალურ პროექტში მივიღეთ მონაწილეობა.00:03:03
00:03:08
დროდადრო სატანის ქვეყნიერებისგან00:03:10
00:03:10
მაცდურ წინადადებებს ვიღებ ხოლმე.00:03:12
00:03:13
არაერთ სერიოზულ კონტრაქტზე შემომთავაზეს ხელის მოწერა.00:03:16
00:03:16
თუ დავთანხმდებოდი,00:03:18
00:03:18
ეს ძალიან დიდ დროს წამართმევდა00:03:21
00:03:21
და პიონერობასაც ვეღარ შევძლებდი,00:03:23
00:03:23
ამიტომ უარს ვამბობდი.00:03:24
00:03:25
თუმცა იეჰოვამ წლების განმავლობაში00:03:27
00:03:27
არაერთი საჩუქარი გამიკეთა.00:03:29
00:03:29
ყოველთვის,00:03:30
00:03:30
როცა რაღაცაზე უარს ვამბობდი,00:03:32
00:03:33
ის ახალ შესაძლებლობებს მაძლევდა.00:03:35
00:03:35
მაგალითად, იმ და-ძმებისთვის,00:03:37
00:03:37
რომლებიც სხვადასხვა თეოკრატიულ სკოლაში სწავლობდნენ,00:03:40
00:03:40
სადილს ვამზადებდი.00:03:41
00:03:43
ამ გამოცდილებებმა იეჰოვაზე მინდობა მასწავლა.00:03:47
00:03:47
ხშირად მახსენდება ხოლმე პავლეს სიტყვები:00:03:50
00:03:50
„რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს...00:03:53
00:03:54
ის აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“.00:03:56
00:03:59
ძალიან მიყვარს დედასთან ერთად მსახურება.00:04:01
00:04:01
ის უკვე 90 წლისაა.00:04:03
00:04:04
მსახურების სხვადასხვა სფეროში ვმონაწილეობთ ხოლმე.00:04:07
00:04:09
წლების განმავლობაში ჩემმა არაერთმა ნათესავმა დაიწყო ბიბლიის შესწავლა.00:04:13
00:04:14
და ზოგი მოინათლა კიდეც.00:04:16
00:04:19
ძალიან გვიყვარს ერთად შეკრება. 00:04:21
00:04:21
ამ დროს მე, დედაჩემი და ჯიანა00:04:24
00:04:24
გიტარაზე ვუკრავთ და მღერით ხოლმე.00:04:26
00:04:32
მოუთმელად ველი იმ დროს,00:04:34
00:04:34
როცა მამაჩემს ვნახავ და გულში ჩავიკრავ.00:04:37
00:04:37
ძალიან მინდა, მას ჩემი შვილები გავაცნო.00:04:40
00:04:40
დედასაც ერთი სული აქვს, მამას როდის ნახავს.00:04:43
00:04:44
იმედია, ეს მალე მოხდება.00:04:46
00:04:46
მინდა, რომ მთელი ოჯახი შევიკრიბოთ ხოლმე ერთად00:04:49
00:04:49
და ვიმღეროთ, როგორც ადრე.00:04:51
00:04:52
რაც არ უნდა მოხდეს, გადაწყვეტილი მაქვს,00:04:54
00:04:54
რომ ყოველთვის იეჰოვას ვუერთგულო.00:04:57
დღემდე ერთგულები – როსალია ფილიპსი: დაწერილია, რომ მე ვნახავ მას
-
დღემდე ერთგულები – როსალია ფილიპსი: დაწერილია, რომ მე ვნახავ მას
მომღერლებისა და მსახიობების ოჯახში დავიბადე.
მათ შორის ყველაზე ცნობილი მამაჩემი იყო,
ხერმან ვალდესი.
მას ტინტანის სახელით იცნობდნენ.
მუსიკის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა.
ბავშვობიდან გრძნობებს სიმღერით გამოვხატავდი.
ვწერდი,
გიტარაზე ვუკრავდი და ვმღეროდი.
მუსიკალური კარიერის შექმნას საერთოდ არ ვგეგმავდი,
შოუ-ბიზნესი დიდად არ მხიბლავდა.
15 წლის ვიყავი,
როცა მამაჩემი გარდაიცვალა.
მომიწია,
რომ ოჯახს ფინანსურად დავხმარებოდი,
ამიტომ სამუშაოს ძებნა დავიწყე.
მუსიკალურ ბენდს შევუერთდი
და ცნობილი მომღერალი და მსახიობი გავხდი.
თუმცა სიმართლე გითხრათ,
არ მომწონდა ის გარემო და საზოგადოება,
რომელიც ჩემ გარშემო იყო.
დროთა განმავლობაში ადამიანების ნდობა დავკარგე.
როცა ჭეშმარიტება გავიგე,
ისეთი ადამიანების გარემოცვაში მოვხვდი,
რომლებსაც მართლა გულწრფლად ვუყვარდი.
მათთან ურთიერთობამ შინაგანად შემცვალა
და ცხოვრების ხალისი დამიბრუნა.
ყველგან ბედნიერებას ვასხივებდი.
მე და ჩემს მეუღლეს ძალიან არ გვინდოდა,
რომ ჩვენი შვილები შოუ-ბიზნესში ჩართულიყვნენ.
ყველაფერს ვაკეთებდით,
რომ იმ საზოგადოებაში არ აღმოჩენილიყვნენ.
ერთხელ მეხიკოში,
ერთ-ერთ წამყვან ტელევიზიაში მიმიწვიეს.
ჩემს გოგონას, ჯიანას ვთხოვე,
რომ გამომყოლოდა.
იმ დროს 17 წლის იყო.
იქ ერთი კაცი იყო,
რომელიც ნიჭიერ ახალგაზრდებს ეძებდა.
მან ჩემს გოგოს ჰკითხა:
შენც ხო არ მღერიო?
მანაც უპასუხა, კიო.
შემდეგ იმღერა.
ეს კაცი მისი ნამღერით იმდენად აღფრთოვანდა,
რომ მაშინვე სთხოვა, ოფისში შესულიყო მასთან.
მან ასეთი რამ უთხრა:
ჩვენს ტელევიზიაში დიდი მომავალი გაქვს!
ყველაფერს გავაკეთებ,
რომ წარმატებული და ცნობილი მომღერალი გახდე.
ორშაბათს მოდი და კონტრაქტი გავაფორმოთო.
სანამ ოფისიდან გამოვიდოდა, ძალიან ვნერვიულობდი.
მაშინვე ვკითხე:
დათანხმდი-მეთქი შემოთავაზებას?
ჯიანამ მითხრა:
რა თქმა უნდა არა, დედა.
ხომ იცი,
რომ პიონერად მსახურება ყველაზე მეტად მიყვარს,
როგორ დავთანხმებოდიო?!
ზუსტად ერთი კვირის შემდეგ
მისთვის მოულოდნელად ბეთელიდან დაურეკეს
და სიმღერის ჩაწერაზე დაიბარეს.
ის ახლა ბედნიერია,
რომ თავის ნიჭსა და უნარს იეჰოვას განსადიდებლად იყენებს.
წლების განმავლობაში მე და ჯიანამ
ბეთელში არაერთ მუსიკალურ პროექტში მივიღეთ მონაწილეობა.
დროდადრო სატანის ქვეყნიერებისგან
მაცდურ წინადადებებს ვიღებ ხოლმე.
არაერთ სერიოზულ კონტრაქტზე შემომთავაზეს ხელის მოწერა.
თუ დავთანხმდებოდი,
ეს ძალიან დიდ დროს წამართმევდა
და პიონერობასაც ვეღარ შევძლებდი,
ამიტომ უარს ვამბობდი.
თუმცა იეჰოვამ წლების განმავლობაში
არაერთი საჩუქარი გამიკეთა.
ყოველთვის,
როცა რაღაცაზე უარს ვამბობდი,
ის ახალ შესაძლებლობებს მაძლევდა.
მაგალითად, იმ და-ძმებისთვის,
რომლებიც სხვადასხვა თეოკრატიულ სკოლაში სწავლობდნენ,
სადილს ვამზადებდი.
ამ გამოცდილებებმა იეჰოვაზე მინდობა მასწავლა.
ხშირად მახსენდება ხოლმე პავლეს სიტყვები:
„რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს...
ის აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“.
ძალიან მიყვარს დედასთან ერთად მსახურება.
ის უკვე 90 წლისაა.
მსახურების სხვადასხვა სფეროში ვმონაწილეობთ ხოლმე.
წლების განმავლობაში ჩემმა არაერთმა ნათესავმა დაიწყო ბიბლიის შესწავლა.
და ზოგი მოინათლა კიდეც.
ძალიან გვიყვარს ერთად შეკრება.
ამ დროს მე, დედაჩემი და ჯიანა
გიტარაზე ვუკრავთ და მღერით ხოლმე.
მოუთმელად ველი იმ დროს,
როცა მამაჩემს ვნახავ და გულში ჩავიკრავ.
ძალიან მინდა, მას ჩემი შვილები გავაცნო.
დედასაც ერთი სული აქვს, მამას როდის ნახავს.
იმედია, ეს მალე მოხდება.
მინდა, რომ მთელი ოჯახი შევიკრიბოთ ხოლმე ერთად
და ვიმღეროთ, როგორც ადრე.
რაც არ უნდა მოხდეს, გადაწყვეტილი მაქვს,
რომ ყოველთვის იეჰოვას ვუერთგულო.
-