JW subtitle extractor

„რკინა რკინით ილესება“ – იყავი კეთილი

Video Other languages Share text Share link Show times

გამარჯობა.
მე ჯონათანი ვარ.
ეს არის რუბრიკა რკინა რკინით ილესება.
დღეს ვისაუბრებთ თვისებაზე,
რომლითაც იესომ ბევრი ადამიანის გული მოიგო;
მათ შორის იყვნენ ცოდვილები და ავადმყოფები.
მასთან ურთიერთობა ბავშვებსაც სიამოვნებდათ.
იეჰოვას მსგავსად ის ყველას მიმართ კეთილი იყო,
ბოროტების მიმართაც კი.
იესო მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ კი არ ავლენდა სიკეთეს,
ვინც კარგად იყო მის მიმართ განწყობილი,
არამედ ყველას მიმართ,
რადგან კარგად იცოდა,
რამხელა ძალა ჰქონდა სიკეთეს,
რომ ის ადამიანს თავს დაფასებულად
და ღირსეულად აგრძნობინებდა.
ისიც ესმოდა, რომ ამით იეჰოვას განადიდებდა.
ჩვენ როდის ან ვის მიმართ
შეგვიძლია სიკეთის გამოვლენა?
მოდი ვნახოთ.
უკაცრავად, ვიზიტის დრო ამოიწურა, დატოვეთ პალატა.
დიახ, ახლავე.
მე მგონი, ცოტა დრო კიდევ გვქონდა, სადღაც 5 წუთი.
კაი არაუშავს.
ტერი, ახლა წავალთ, სხვა დროს შემოგივლით.
ალბათ თქვენც შენიშნეთ,
რომ ეს და გონივრულად მოიქცა,
მშვიდად დატოვეს იქაურობა,
მიუხედავად იმისა, რომ
რამდენიმე წუთი კიდევ ჰქონდათ.
ისე, კიდევ რისი გაკეთება შეეძლო?
ამ სიტუაციაში შესაძლებელია
კიდევ ერთი თვისების გამოვლენა,
თანაგრძნობის.
დაფიქრდით, რა მდგომარეობაშია
ის ადამიანი, ვისაც ესაუბრებით,
რამე ხომ არ სჭირდება?
აგრძნობინეთ, რომ შედიხართ მის მდგომარეობაში
და ყურადღებით მოუსმინეთ.
წადით გოგოებო, არ დამელოდოთ.
უკაცრავად.
გისმენთ.
უბრალოდ მინდოდა, მადლობა მეთქვა,
რომ ასე ზრუნავთ ჩემს მეგობარზე.
არაფრის.
მე მგონი, წეღან უხეშად გამომივიდა.
ბოდიშს გიხდი.
უბრალოდ იმდენი საქმეა, ძალიან ვიღლები.
შენიშნეთ, მადლობის გადახდამ
როგორ მოულბო გული ექთანს?
იმ მომენტში მას ეს ძალიან სჭირდებოდა.
როცა ადამიანი თავის საწუხარს გვიზიარებს,
გვინდა, მას რბილად და
პატივისცემით ვესაუბროთ.
სწორედ ესაა მეორე რჩევა.
როცა გულწრფელად თანავუგრძნობთ სხვებს,
ეს ჩვენს საუბარზეც აისახება.
ამ დროს კარგად უნდა დავფიქრდეთ,
რას და როგორ ვიტყვით,
და ვიფრთხილოთ, რომ უნებლიეთ არ გავანაწყენოთ.
ბოდიშს გიხდი.
უბრალოდ იმდენი საქმეა, ძალიან ვიღლები.
რას ამბობთ, ბოდიში არაა საჭირო.
მნიშვნელოვან საქმეს ასრულებთ,
მაგრამ მარტივი არაა.
დღეს ძაან რთული დღე მაქვს.
კარგია, რომ ჩაის დალევას მაინც ახერხებთ.
ჰოო, მაგრამ დამეღვარა და
დრო არ მქონდა, რომ ახალი მომეტანა.
უი, ჩაის გარეშე ორმაგად რთულია.
ჰოო.
მე მენდი მქვია.
მე მერი. სასიამოვნოა.
ჩემთვისაც. კარგი, აღარ მოგაცდენთ.
რა კარგად მოიქცა, არა?!
ექთანსაც როგორ შეეცვალა განწყობა.
ისე, როგორ ფიქრობთ, პრაქტიკულადაც
ხომ არ შეეძლო რამის გაკეთება?
სწორედ ამას ეხება მესამე რჩევა.
სიკეთე მხოლოდ თანაგრძნობით
და საუბრით არ გამოიხატება,
მოქმედებაცაა საჭირო.
უნდა ვეძებოთ შესაძლებლობები,
რომ დავეხმაროთ სხვებს.
შეიძლება ამას დრო, ენერგია და
მატერიალური რესურსი დასჭირდეს,
მაგრამ შედეგი ნამდვილად ღირს ძალისხმევად.
ჩაი მოგიტანეთ, გამომართვით.
მმმ, რატო შეწუხდით?
რას ამბობთ, რა შეწუხებაა?
ძალიან დიდი მადლობა.
შეიძლება რაღაც გკითხოთ?
რა თქმა უნდა.
ვინ არის ეს ქალბატონი, ვისაც ინახულებთ?
ვხედავ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი აკითხავს.
ჩვენი ახლო მეგობარია.
თითქმის ოჯახის წევრი.
იეჰოვას მოწმეები ვართ.
ააა. ძალიან ყურადღებიანი და კარგი ხალხი ხართ.
სასიამოვნოა ამის მოსმენა.
მე და ტერი დიდი ხანია, ვმეგობრობთ.
სიკეთის კეთებისკენ ადამიანების
სიყვარული უნდა აღგვძრავდეს.
ზოგჯერ შეიძლება ბიბლიურ
თემებზე არც არაფერი ვთქვათ,
უბრალოდ სიკეთე გავაკეთოთ.
ადამიანი ჭეშმარიტების მოსასმენად უფრო განეწყობა,
თუ ჩვენი მხრიდან გულწრფელ ინტერესს დაინახავს.
მოდი შევაჯამოთ, რა ვისწავლეთ.
რომელი სამი საშუალება
გვაქვს სიკეთის გამოსავლენად?
პირველი, გამოხატე თანაგრძნობა.
დაფიქრდი, რა მდგომარეობაშია
ადამიანი და რა სჭირდება.
თუ თავის საწუხარს გამოხატავს,
ყურადღებით მოუსმინე.
მეორე, ისაუბრე რბილად და პატივისცემით.
თუ გვინდა, მოსაუბრეს გულწრფელად თანავუგრძნოთ,
უნდა დავუკვირდეთ, რას და როგორ ვიტყვით.
მესამე, პრაქტიკულად დაეხმარე.
თუ ადამიანს დახმარების ხელს გაუწვდით,
ამან შეიძლება ჭეშმარიტების მოსასმენად განაწყოს.
მაგრამ გახსოვდეთ,
ყველაზე მნიშვნელოვანია ერთი რამ,
ისე შევიყვაროთ ადამიანები,
როგორც იესოს უყვარდა,
რადგან ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ,
რომ სიყვარული კეთილია.