JW subtitle extractor

პერ კრისტენსენი: ხომ არ ღელავთ? – სკოლა „გალაადის“ 159-ე კლასის გამოსაშვები პროგრამა

Video Other languages Share text Share link Show times

აბა,
ხომ არ ღელავთ?
ვერ დავიჯერებ, რომ არა.
არ მიკვირს.
ყველანი დიდ იმედებს ვამყარებთ თქვენზე.
სწავლა უკვე დაასრულეთ.
მალე „გალაადის“ კურსდამთავრებულები იქნებით.
პატარა ამბავი არაა, ამან ბევრი რამ შეცვალა თქვენში.
ამ სკოლის დასრულება
თქვენს მომავალ დავალებებზეც
აუცილებლად მოახდენს გავლენას.
რის საფუძველზე ვამობთ ამას?
ხომ გახსოვთ პრინციპი,
ვისაც მეტი მიეცა, მეტიც მოეთხოვება.
ამიტომ, სრულიად რეალურია, გქონდეთ იმის მოლოდინი,
რომ იეჰოვას ორგანიზაციაში
ახალი დავალებები
და პასუხისმგებლობები მოგენდობათ.
გვჯერა, მოლოდინებს არ გაგვიმტყუნებთ.
აბა, ახლა მგონი მართლა აღელდით.
დიდი ტვირთი დაგაწვათ.
რაღაც გაგებით, თქვენც იმავე სიტუაციაში ხართ,
როგორშიც იესო ნავეს ძე აღმოჩნდა.
მოსეს სიკვდილის შემდეგ
ის გახდა ისრაელი ერის წინამძღოლი.
მას უნდა გადაეყვანა ხალხი იორდანეზე
და შეეყვანა აღთქმულ მიწაზე,
შემდეგ კი უზარმაზარი ტერიტორია უნდა დაეპყრო.
ასე რომ, ღელვის მიზეზი ნამდვილად ჰქონდა;
მხოლოდ ერთ კაცს მოუწევდა,
რომ გაძღოლოდა მილიონობით ადამიანს,
და როგორც მხედართმთავარს, დაეპყრო სხვა ერები.
ალბათ ღელავდა და თანაც როგორ.
მაგრამ წარმოიდგინეთ,
როგორ ანუგეშებდა მას იეჰოვას სიტყვები.
გადაშალეთ ბიბლიები.
ვნახოთ იესო ნავეს ძის 1-ელი თავი და მე-2 მუხლიდან დავიწყოთ კითხვა,
იეჰოვა ეუბნება:
„მოკვდა ჩემი მსახური მოსე.
ადექი, გადაკვეთეთ იორდანე შენ და მთელმა ამ ხალხმა
და შედით მიწაზე, რომელსაც თქვენ, ისრაელებს, გაძლევთ.
ყოველ ადგილს, რომელზეც ფეხს დადგამთ, თქვენ მოგცემთ,
როგორც მოსეს დავპირდი.
თქვენი იქნება მთელი მიწა უდაბნოდან ლიბანამდე
და დიდ მდინარემდე, ევფრატამდე,
ანუ ხეთელთა მთელი ქვეყანა, დასავლეთით კი – დიდ ზღვამდე.
ვერავინ აღგიდგება წინ მთელი შენი სიცოცხლე.
როგორც მოსესთან ვიყავი, ისევე ვიქნები შენთან.
თავს არ დაგანებებ და არ მიგატოვებ!
გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი,
რადგან შენ დაამკვიდრებინებ ამ ხალხს მიწას,
რომლის მიცემაც მათ მამა-პაპას ფიცით აღვუთქვი!“
კიდევ ერთხელ წავიკითხოთ მე-3 მუხლი:
„ყოველ ადგილს, რომელზეც ფეხს დადგამთ, თქვენ მოგცემთ“.
საოცარია!
აქვე, მე-5 მუხლი:
„ვერავინ აღგიდგება წინ მთელი შენი სიცოცხლე.
როგორც მოსესთან ვიყავი, ისევე ვიქნები შენთან.
თავს არ დაგანებებ და არ მიგატოვებ!“
რა საოცარი გრძნობა იქნებოდა
იმაში დარწმუნება,
რომ იეჰოვა უჭერდა მხარს.
ის, რაც იესო ნავეს ძეს მიენდო, უდიდესი დავალება
და სერიოზული პასუხისმგებლობა იყო.
ერთ ბრძოლას მეორე ბრძოლა მოჰყვებოდა,
ერთი ქალაქის აღებას – მეორე ქალაქის აღება.
ეს რთულად შესასრულებელი მისია იყო.
მაგრამ როგორ შეამზადა იეჰოვამ ამ დავალებისთვის?
რა მითითება მისცა მან იესო ნავეს ძეს?
მე-7 მუხლიდან წავიკითხოთ:
„მთავარია, გამბედაობა მოიკრიბო, გამაგრდე
და გულდასმით შეასრულო მთელი კანონი,
რაც ჩემმა მსახურმა მოსემ გადმოგცა.
არ გადაუხვიო მისგან არც მარჯვნივ და არც მარცხნივ,
რათა ბრძნულად იმოქმედო ყველგან, სადაც კი წახვალ.
არ მოშორდეს შენს ბაგეს კანონის ეს წიგნი,
იკითხე ის დღედაღამ,
რათა გულდასმით შეასრულო ყველაფერი, რაც მასში წერია;
მაშინ მოგემართება ხელი და იმოქმედებ ბრძნულად.
ხომ გიბრძანე, გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი-მეთქი!
ნუ შეძრწუნდები და ნუ შეშინდები, რადგან სადაც წახვალ,
ყველგან შენთან იქნება იეჰოვა, შენი ღმერთი!“
როგორც მე-8 მუხლიდან ჩანს,
მას უნდა ეკითხა ღვთის კანონი, თანაც ყოველდღე,
და შეესრულებინა ყველაფერი.
მაშინ იმოქმედებდა ბრძნულად და მოემართებოდა ხელი.
ერთი შეხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, კითხვა კარგია,
მაგრამ, რომ დავფიქრდეთ,
მარტო კანონის კითხვა რას უშველიდა?
არადა, კაცი საომრად უნდა გავიდეს,
წინ არაერთი ბრძოლა ელის,
დიდ ჯარს უნდა გაუძღვეს და მრავალი ერი დაიპყროს.
უფრო ლოგიკური არ იქნებოდა,
თუ კანონის კითხვასთან ერთად იეჰოვა ეტყოდა,
კარგი მებრძოლი რომ გახდე,
ყოველდღე ორი საათის განმავლობაში
ხმლით ბრძოლაში ივარჯიშეო,
ყოველდღე ორი საათი კიდევ იმისთვის გამოყავი,
რომ სტრატეგიები დასახოო
და იმაზეც იფიქრე,
როგორ უნდა გახდეო კარგი მხედართმთავარი.
არა, იეჰოვას მსგავსი არაფერი უთქვამს.
გაინტერესებთ რატომ?
იეჰოვამ იცოდა,
რომ თავად იბრძოლებდა ისრაელი ერისთვის.
მაგრამ მაშინ კითხვა ჩნდება,
თუ იეჰოვა იბრძოლებდა, თავად რაღა უნდა გაეკეთებინა?
გახსოვთ რა მოხდა, როცა დასაპყრობად
პირველ ქალაქს, იერიხონს მიადგნენ?
რა სტრატეგია უნდა გამოიყენებინა იესო ნავეს ძეს?
იეჰოვამ ასეთი რამ უთხრა,
შეიარაღებულ ჯარისკაცებს უკან უნდა გაჰყოლოდა შვიდი მღვდელი.
შვიდივეს ვერძის რქის საყვირი უნდა ეტარებინა
და თან უნდა ჩაებერათ.
მათ უკან სხვა მღვდლები კიდობანს წამოიღებდნენ,
ბოლოს კი ისევ ჯარისკაცები გამოჰყვებოდნენ.
ქალაქისთვის დღეში ერთხელ უნდა შემოევლოთ
ექვსი დღის განმავლობაში,
მეშვიდე დღეს კი შვიდჯერ უნდა შემოევლოთ იერიხონისთვის.
მეშვიდე შემოვლაზე, როცა საყვირებს დააყვირებდნენ,
ხალხს საომარი ყიჟინა უნდა დაეცა.
მაშინ გალავანი ჩამოიქცეოდა
და ისინიც ადვილად დაიპყრობდნენ ქალაქს.
ცოტა არ იყოს, უცნაური სამხედრო სტრატეგიაა, არა?!
მსგავს რამეს ისტორიის წიგნებში ვერ წაიკითხავ;
ასეთი საბრძოლო ტაქტიკის შესახებ ინფორმაციას
ვერც რომელიმე სახელმძღვანელოში ნახავ.
ეს ჩვენს ლოგიკაში არ ჯდება,
მაგრამ სად ჩვენი და სად იეჰოვას ლოგიკა.
იეჰოვას სხვა ბრძოლებიც რომ გავიხსენოთ,
მაგალითად ის, რომელიც მეფე იეჰოშაფატის დროს მოხდა,
როცა მის წინააღმდეგ უზარმაზარი ლაშქარი გამოვიდა.
იეჰოვამ უთხრა იეჰოშაფატს,
თქვენ მაგივრად ღმერთი იბრძოლებს.
იეჰოშაფატიც ადგა და ჯარისკაცების წინ მგალობლები დააყენა.
იდგნენ და იეჰოვას განადიდებდნენ.
ბრძოლა არც კი დასჭირვებიათ,
მათ მაგივრად იეჰოვამ დაამარცხა მტერი.
ანდაც გედეონის შემთხვევა,
300 კაცით 135 000-კაციანი ჯარის წინააღმდეგ რომ გამოვიდა.
ჰმ! აქაც ვცდებით ყოველგვარ ადამიანურ ლოგიკას.
ძალიანაც რომ მოინდომოთ და ბევრი ეძებოთ,
ვერც ასეთ სტრატეგიას წააწყდებით
რომელიმე სამხედრო სახელმძღვანელოში.
მაგრამ იეჰოვა ასე იბრძვის, იცის რასაც ამბობს.
თუ ვინმეს რამეს ჰპირდება,
ასრულებს კიდეც.
ისევ იესო ნავეს ძეს რომ დავუბრუნდეთ,
რისი გაკეთება დაავალა იეჰოვამ მას?
1-ელი თავის მე-8 მუხლი ვნახოთ,
იეჰოვამ უთხრა:
„არ მოშორდეს შენს ბაგეს კანონის ეს წიგნი,
იკითხე ის დღედაღამ, რათა გულდასმით შეასრულო ყველაფერი“.
რა გამოდის?
მას ყოველდღე უნდა ეკითხა კანონის წიგნი
და შეესრულებინა მასში ჩაწერილი.
და ეს რას ნიშნავდა?
რა, დროის გასაყვანად მიიღო ეს დავალება?
ხომ არ ფიქრობდა,
რომ თავად უბრალოდ წაიკითხავდა ღვთის სიტყვას,
იეჰოვა კი მათ მაგივრად იომებდა?
ეს იყო მიზანი?
რას იტყვით?
არა.
მითითება, რომელიც იესო ნავეს ძემ მიიღო,
ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
სწორედ ამ მითითების გათვალისწინებაზე იქნებოდა დამოკიდებული
მოემართებოდა თუ არა ხელი იესო ნავეს ძეს
და მთელს ერს მომდევნო წლებში.
დავალებას, რომელიც იესო ნავეს ძემ იეჰოვასგან მიიღო,
თავად იეჰოვა ვერ შეასრულებდა.
ჰმ! ხომ არ იფიქრეთ, განა რა არის ისეთი,
რისი გაკეთებაც იეჰოვას არ შეუძლიაო?
კი, როგორ არა, არის.
იეჰოვა, ასე ვთქვათ, მამაშვილურ რჩევას აძლევს:
გაუფრთხილდი გულს, მოიქეცი სწორად,
იკითხე კანონი.
იეჰოვამ იცოდა, რომ მას ამ ყველაფრის გაკეთებას ვერ დააძალებდა,
თავად იესო ნავეს ძე უნდა მოქცეულიყო ასე.
ამის გარეშე
ისრაელი ერი წარმატებას ვერ მიაღწევდა.
იეჰოვას გარეშე მტრულად განწყობილ ერებთან ვერაფერს გახდებოდნენ.
იეჰოვას წინასწარ ჰყავდა გაფრთხილებული ისრაელი ერი,
რომ მოუწევდა დიდი და ძლიერი ერების განდევნა.
მათ იეჰოვას დახმარება ნამდვილად დასჭირდებოდათ.
წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, თუ იესო ნავეს ძე ზურგს შეაქცევდა იეჰოვას
და უორგულებდა მას?
დიდი წარმოდგენა არც სჭირდება,
ისედაც ვიცით, რაც მოხდებოდა,
მათივე მაგალითიდან.
გახსოვთ, რა მოხდა, როცა იერიხონის შემდეგ,
დასაპყრობად კიდევ ერთ ქალაქს, აის მიადგნენ?
ამჯერად მათ ბრძოლა წააგეს და ბევრი ჯარისკაცი დაკარგეს,
და ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი კაცის, აქანის გამო.
ის უბრალოდ ერთ-ერთი ჯარისკაცი იყო
და წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა,
თუ მსგავს შეცდომას ერის წინამძღოლი
და მხედართმთავარი, იესო ნავეს ძე დაუშვებდა,
საქმე ცუდად წაუვიდოდათ.
ფაქტობრივად, მთელი ერი დაიღუპებოდა.
ახლა ხომ კიდევ უფრო ხვდებით,
რამდენად მნიშვნელოვანი იყო
ის, რასაც იეჰოვა ითხოვდა იესო ნავეს ძისგან.
და ამას მის ნაცვლად ვერავინ გააკეთებდა,
რომ გაფრთხილებოდა გულს და შეენარჩუნებინა ერთგულება.
თუ ასე მოიქცეოდა, იეჰოვა მას ყველგან გაამარჯვებინებდა,
აკურთხებდა მთელ ერს და მათთვის იბრძოლებდა.
აქედან ყველანი ბევრ რამეს ვსწავლობთ,
მათ შორის თქვენ, „გალაადის“ სტუდენტებო,
რომლებიც მალე კურსდამთავრებულები იქნებით.
მალე ყველანი თქვენ-თქვენი დავალებების შესრულებას შეუდგებით.
თქვენ კვლავაც ღვთის სამეფოსთვის იშრომებთ
და, ასე ვთქვათ,
იეჰოვას ბრძოლებში ჩაებმებით.
მაგრამ გახსოვდეთ,
რადგან ეს იეჰოვას ბრძოლებია და არა თქვენი,
მისი დახმარების გარეშე ვერაფერს გახდებით.
მხოლოდ იეჰოვას კურთხევით მიაღწევთ წარმატებას.
გახსოვთ იეჰოვას სიტყვები?
ასე ვთქვათ, ის გპირდებათ,
რომ ყოველ ადგილს, რომელზეც ფეხს დადგამთ, თქვენ მოგცემთ.
და თქვენგან რა მოითხოვება?
„არ მოშორდეს შენს ბაგეს, კანონის ეს წიგნი“.
ასე რომ, იკითხეთ ბიბლია ყოველდღე,
გამოიყენეთ ნასწავლი და გულს გაუფრთხილდით.
იეჰოვაც არ მიგატოვებთ,
ის გაკურთხებთ და ყველაფერში ხელს მოგიმართავთ.
შედეგად, მღელვარების მიზეზი ნამდვილად არ გექნებათ.