JW subtitle extractor

დარსი მაკევანი: ოთხი გაკვეთილი 9 700 მეომრისგან – სკოლა „გალაადის“ 159-ე კლასის გამოსაშვები პროგრამა

Video Other languages Share text Share link Show times

რა კარგია, რომ ამ მოხსენების სათაურია:
ოთხი გაკვეთილი 9 700 მეომრისგან
და არა 9 700 გაკვეთილი ოთხი მე ომრისგან.
გაგიჭირდებოდათ მოსმენა.
ვინ არის ეს 9 700 მეომარი და რას ვსწავლობთ მათგან?
მოდი მსაჯულების წიგნი ვნახოთ
და გავიხსენოთ ვინ იყვნენ ისინი.
გადავშალოთ მსაჯულების მე-7 თავზე
და ამოვიკითხოთ მე-7 მუხლი.
კონტექსტიდან ვიგებთ,
რომ გედეონი თავისი ჯარით
მიდიანელებს უნდა შებრძოლებოდა.
იეჰოვა მას ასეთ რამეს ეუბნება:
„300 მხვრეპელით გიხსნი და ხელში ჩაგიგდებ მიდიანს,
დანარჩენები კი შინ დაბრუნდნენ“.
ანუ იეჰოვა სურდა, რომ ისრაელები
მინიმალური შემადგენლობით
გასულიყვნენ საბრძოლველად.
მხოლოდ გედეონი და მისი 300 მეომარი.
თუმცა ახლა გედეონზე არ ვისაუბრებთ
და არც მის 300 მეომარზე.
არამედ დანარჩენებზე,
9 700 კაცზე,
რომელთაც დიდი ცვლილება შეეხოთ.
ასე ვთქვათ, დავალება შეეცვალათ.
უთხრეს სახლში დაბრუნებულიყვნენ.
რისი სწავლა შეგვიძლია ამ მეომრებისგან?
როცა აქედან წახვალთ,
გვჯერა, რომ და-ძმებს გაამხნევებთ და განამტკიცებთ.
მათ შორის იმ და-ძმებსაც,
რომლებსაც დავალებები შეეცვლებათ.
შეიძლება ახლა თქვენც გიწევთ
მნიშვნელოვან ცვლილებებთან შეგუება.
ახალი საქმე,
ახალი ფილიალი,
უცხო ქვეყანა თუ ენა.
შესაძლოა მომავალში შეგეცვალოთ სიტუაცია.
ზოგიერთი ცვლილება სასიამოვნო ემოციებს იწვევს.
ზოგი კი პირიქით, გვამწუხრებს.
რა დაგვეხმარება, შევეგუოთ ცვლილებებს
და ასეთ დროს სხვებსაც ამოვუდგეთ მხარში?
ახლა ამაზე ვისაუბროთ.
მივუბრუნდეთ მეომრების მაგალითს.
როგორ ფიქრობთ, რას იგრძნობდნენ,
როცა შინ დააბრუნეს?
მოდი ცოტა ხნით ამ მეომრების
ადგილას წარმოვიდგინოთ თავი.
ამაში კონტექსტიც დაგვეხმარება.
მსაჯულების მე-6 თავის 1–6 მუხლებში
საუბარია, რომ მიდიანელები ისრაელებს
მთელი 7 წელი თავს ესხმოდნენ
და მოსავალს უჩანაგებდნენ.
მათი შიშით გამოქვაბულებში იმალებოდნენ.
ისინი ყველანაირად დაზარალდნენ
ფიზიკურად,
მატერიალურად და ემოციურად.
რა ხდება შემდეგ?
იეჰოვა გედეონს დავალებას აძლევს,
მას საბრძოლველად გზავნის.
34-ე 35-ე მუხლებში ვკითხულობთ,
რომ გედეონმა საყვირს ჩაჰბერა
და შეკრიბა მეომრები აბი-ეზერის საგვარეულოდან.
მენაშეს, აშერის,
ზებულონის და ნაფთალის ტომებიდან.
მთლიანობაში 32 000 მეომარი შეიკრიბა.
მათ ყველაფერი დატოვეს
და გედეონის გვერდით დადგნენ.
მე-7 თავის მე-3 მუხლიდან ვიგებთ,
რომ ამ მებრძოლებს ასეთი რამ შესთავაზეს:
ვისაც ბრძოლის ეშინოდა,
შეეძლო სუფთა სინდისით დაბრუნებულიყო სახლში.
დაბრუნების სურვილი 22 000-მა მეომარმა გამოთქვა.
დანარჩენ 10 000 მეომარს კი აზრი არ შეუცვლია.
მათ კარგად იცოდნენ, რა საოცარი
საქმეები მოიმოქმედა იეჰოვამ.
როგორ გაყო წითელი ზღვა
და როგორ ჩამოაქცია იერიხონის კედლები.
უნდოდათ, თავადაც ეხილათ, როგორ იხსნიდა ის.
გადამწყვეტი მომენტი იყო.
წარმოიდგინეთ, სრულ მზადყოფნაში არიან.
ერთი სული აქვთ, როდის იბრძოლებენ
და ამ დროს ეუბნებიან,
რომ სახლში დაბრუნდნენ.
რატომ?
მხოლოდ იმიტომ,
რომ ჩაიმუხლნენ და ისე დალიეს წყალი.
როგორ ფიქრობთ,
როგორ იგრძნობდნენ თავს?
შეიძლება ზოგმა გედეონს უთხრა კიდეც:
გთხოვ, კიდევ ერთი შანსი მომეცი.
მე ხომ მათზე ძლიერი მებრძოლი ვარ,
აღარასდროს ჩავიმუხლები წყლის დასალევად.
რა უსამართლობაა!
წარმოიდგინეთ, ეს დამწუხრებული
მეომრები სახლის გზას უნდა გაუყვნენ,
ამ დროს კი ეუბნებიან,
მოგვეცით თქვენი საგზალი და საყვირები,
თქვენ კი დაბრუნდითო სახლში.
რას იგრძნობდნენ?
ალბათ იმედგაცრუებას.
დამწუხრდებოდნენ,
რომ ეს პატივი წილად არ ხვდათ
და ეს ბუნებრივიც იქნებოდა.
მათ ხომ ყველაფერი დატოვეს
და სრული მზადყოფნა გამოავლინეს.
პირველი გაკვეთილი ჩვენთვის,
როცა ვინმეს ეუბნებიან,
რომ საყვარელი საქმის კეთება უნდა შეწყვიტოს,
ბუნებრივია თუ დანაღვლიანდება.
ეს რწმენის ნაკლებობა არაა.
ეს იმის ნიშანია,
რომ ძალიან აფასებს თავის დავალებას,
გულსა და სულს დებს საქმეში
და ბევრი რამ დათმო,
რომ ამის შესაძლებლობა ჰქონოდა.
როგორ დავეხმაროთ მათ?
საჭირო არაა, რომ მაშინვე ამ ცვლილების
დადებით მხარეებზე გავუმახვილოთ ყურადღება.
ამას თავადაც გაიაზრებს.
უმჯობესი იქნება,
თუ ყურადღებით მოვუსმენთ
და ვეტყვით, რომ იეჰოვასთვის და ჩვენთვის
ძალიან ძვირფასები არიან.
ვაგრძნობინებთ, რომ გვესმის მათი
და ვაფასებთ იმ ყველაფერს,
რაც იეჰოვასთვის გაუკეთებიათ.
თუ მსგავსი ცვლილება ჩვენც შეგვეხება,
როგორც აღვნიშნეთ, სავსებით ბუნებრივია,
თუ ეს დაგვამწუხრებს.
მაგრამ არ გვინდა,
რომ სულ ამ მდგომარეობაში დავრჩეთ.
როგორ შევიცვალოთ განწყობა?
ამას ეხება მეორე გაკვეთილი.
რატომ გაუშვეს მეომრები სახლში?
მხოლოდ და მხოლოდ წყლის
დალევის მანერა იყო გადამწყვეტი?
ვნახოთ მსაჯულების 7:2 და გავიგოთ,
რატომ გაუშვეს ისინი სახლში.
„უთხრა იეჰოვამ გედეონს:
„არ არის საჭირო ამდენი ხალხი,
მიდიანი რომ ჩავუგდო ხელში,
თორემ ტრაბახს მოჰყვება ისრაელი
და მეტყვის, საკუთარი ხელით ვიხსენიო თავი“.
რა გამოდის, რატომ გაუშვეს?
იეჰოვას უნდოდა, რომ ისრაელები
მცირერიცხოვანი ჯარით გასულიყვნენ
ბრძოლის ველზე.
ამ შემთხვევაში ნათელი იქნებოდა, ვინ გაამარჯვებინა.
მიზანი ერთი იყო,
რომ ღვთის სახელი განდიდებულიყო.
ამ მებრძოლებსაც ხომ ეს უნდოდათ,
რომ გამარჯვება მოეპოვებინათ
და იეჰოვა განედიდებინათ.
მართალია, იმ მომენტში იმედი გაუცრუვდებოდათ,
მაგრამ საბოლოოდ,
მწუხარება სიხარულით შეეცვლებოდათ,
რადგან სახლში დაბრუნებით,
უფრო მეტად განადიდებდნენ იეჰოვას,
ვიდრე მტერთან შებრძოლებით.
ეს არის მეორე გაკვეთილი.
ჩვენი უმთავრესი მიზანიც
ღვთის სახელის განდიდება უნდა იყოს.
დავალებები იცვლება,
მაგრამ ამას ვერაფერი შეცვლის.
რა სიტუაციაშიც არ უნდა აღმოვჩნდეთ
და რა ასაკისაც არ უნდა ვიყოთ,
ამის შესაძლებლობას ვერავინ წაგვართმევს.
თუ იეჰოვას განდიდებაა ჩვენი მთავარი საფიქრალი,
დროდადრო იმედები რომც გაგვიცრუვდეს
და მდგომარეობა რომც შეგვეცვალოს,
საბოლოოდ მაინც შევძლებთ დავიბრუნოთ სიხარული
და კმაყოფილება.
ამაში ხელს ვერაფერი შეგვიშლის.
მესამე გაკვეთილი,
ცვლილებები ყველას გვეხება.
9 700 მეომარზე უკვე ვისაუბრეთ.
დარჩენილ 300-ზე რისი თქმა შეიძლება?
გახსოვთ ხომ, ჩირაღდნებით და დოქებით
რომ გავიდნენ ბრძოლის ველზე
და მიდიანელებს დაედევნენ.
თუმცა ბრძოლა ერთ ღამეში დასრულდა.
როგორც მსაჯულების 8:28-დან ვიგებთ,
დაიმორჩილეს მიდიანი.
შემდეგ კი წერია, რომ გედეონის დროს
40 წელი მშვიდობა იყო იმ მიწაზე.
29-ე მუხლში კი გედეონზე ნათქვამია,
რომ ისიც სახლში დაბრუნდა.
ცვლილება მასაც შეეხო.
ფაქტია, ცვლილებები გარდაუვალია.
რა უნდა გვახსოვდეს,
როცა ჩვენს ცხოვრებაშიც რაღაც შეიცვლება?
ჩვენმა მეგობრებმა,
რომლებმაც ბურკინა-ფასოში
30 წელი მისიონერად იმსახურეს,
ასეთი რამ გვითხრეს:
მაქსიმალურად ისიამოვნეთ
იმ დავალების შესრულებით,
რომელიც ორგანიზაციაში მოგენდოთ,
სანამ გაქვთო ამის შესაძლებლობა.
იმაში დასარწმუნებლად,
თუ რატომ უნდა გვქონდეს ასეთი განწყობა,
ერთი ძმის, კენეთის შემთხვევას მოგიყვებით.
ის სულ ოცნებობდა ბეთელში მსახურებაზე,
საბოლოოდ მიიწვიეს კიდეც უოლკილის ფილიალში.
თუმცა შემდეგ ტრავმა მიიღო
და სახლში დაბრუნება მოუწია.
განადგურებული იყო,
არ უნდოდა ბეთელიდან წასვლა.
დღე ისე არ ჩაივლიდა,
რომ იქ დაბრუნებაზე არ ეფიქრა.
ბევრს ლოცულობდა ამაზე
და იცით, რა მოხდა?
ხუთი წლის შემდეგ,
ისევ მიიწვიეს ბეთელში.
ის ამბობს, რომ ამ გადმოსახედიდან
მხოლოდ ერთ რამეს ნანობს,
რომ სათანადოდ არ აფასებდა იმ ყველაფერს,
რასაც ბეთელიდან წასვლის შემდეგ აკეთებდა
და სიამოვნებას ვერ იღებდა.
არადა დასთან და დედასთან ერთად
პიონერად მსახურობდა.
ასე რომ, ნებისმიერ დავალებას
მოგვწონს თუ არ მოგვწონს,
ბევრი დადებითი მხარე აქვს.
ამიტომ უნდა დავაფასოთ,
სანამ გვიანი არაა.
ახლა მეოთხე გაკვეთილსაც შევეხოთ,
რომელიც ყველაზე მეტად მომწონს.
300-მა მეომარმა ჩაჰბერა საყვირებს,
დალეწა დოქები,
შემდეგ კი მიდიანელები გაიქცნენ.
ამის მერე რა ხდება?
7:23 ვნახოთ:
„მოუხმეს ისრაელებს ნაფთალიდან,
აშერიდან და მთელი მენაშედან
და დაედევნენ ისინი მიდიანელებს“.
რით არის ეს მომენტი გამორჩეული?
ხომ არ გეცნოთ ეს ტომები?
დიახ, ეს სწორედ ის ტომებია,
რომელთა მებრძოლებსაც სახლში წასვლა მოუწიათ.
მათ სხვა მნიშვნელოვანი რამ დაევალათ.
თუ ისინი იმედგაცრუებისა და გულგატეხილობის გამო
უარს არ იტყოდნენ ამ დავალებაზე,
თავიანთ წვლილს შეიტანდნენ ამ გამარჯვებაში.
ეს არის მეოთხე გაკვეთილი.
დროდადრო ორგანიზაციაში საჭიროებები იცვლება.
მოერგეთ ცვლილებებს,
მზად იყავით გული და სული ჩადოთ იმ საქმეში,
რასაც დაგავალებენ.
ზოგჯერ შეიძლება ცვლილებების გამო
თავი ცუდად ვიგრძნოთ,
მაგრამ არ გვინდა,
რომ ორგანიზაციაზე გავნაწყენდეთ.
ეცადეთ, ასეთ რთულ მომენტშიც
გამოავლინოთ თავმდაბლობა,
რასაც იეჰოვა ძალიან დაგიფასებთ.
ამ შემთხვევაში ის ბევრ სხვა
საქმესაც გაგაკეთებინებთ.
შევიხსენოთ, რა ვისწავლეთ 9 700 მეომრისგან.
ეცადეთ, მხარში ამოუდგეთ მათ,
ვის ცხოვრებაშიც ცვლილებები ხდება.
თუ თქვენ შეგეხებათ ცვლილება,
ნუ იცხოვრებთ წარსულით.
ისიამოვნეთ იმ საქმით, რასაც შემდეგ გააკეთებთ.
არასოდეს დაგავიწყდეთ,
რა არის თქვენი მთავარი დავალება,
რომ განადიდოთ იეჰოვა.
არ დაუშვათ, რაიმემ ხელი შეგიშალოთ
ამ დავალების შესრულებაში.