00:00:02
არჩევანი,00:00:04
00:00:04
მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე00:00:07
00:00:07
თითოეული ჩვენგანი არაერთ არჩევანს ვაკეთებთ.00:00:11
00:00:11
როგორ მოვიქცეთ,00:00:13
00:00:13
რა ვთქვათ.00:00:15
00:00:15
ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე
ერთს ვირჩევთ მეორის ნაცვლად.00:00:20
00:00:20
და ჩვენს არჩევანს00:00:23
00:00:23
შედეგებიც მოჰყვება.00:00:24
00:00:25
რა არის საჭირო,00:00:27
00:00:27
რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ ხოლმე?00:00:30
00:00:30
ვფიქრობ, ამაში იესოს მოყვანილი ერთი მაგალითი დაგვეხმარება.00:00:34
00:00:34
როგორც წესი,00:00:36
00:00:36
პირველ საუკუნეში სასადილო ოთახში 3 ტახტი იდგა,00:00:41
00:00:41
რომლებიც დაწყობილი იყო ნალისებური ფორმით,00:00:44
00:00:44
მათ შუაში კი მაგიდა იდგა.00:00:47
00:00:47
რომაელები ამ სასადილო ოთახს „ტრიკლინიუმს“ უწოდებდნენ,00:00:52
00:00:52
რაც სამტახტიან ოთახს ნიშნავს.00:00:55
00:00:55
დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა,
ვინ სად დაჯდებოდა.00:00:59
00:00:59
ამას სტუმრის სოციალური სტატუსი განსაზღვრავდა,00:01:03
00:01:03
რომელსაც სამ ფენად ყოფდნენ.00:01:06
00:01:06
მაგალითად, ერთ ტახტზე00:01:08
00:01:08
დაბალი სოციალური სტატუსის მქონე სტუმრები ისხდნენ.00:01:13
00:01:13
მეორე ტახტზე – საშუალო სოციალური სტატუსის მქონე სტუმრები,00:01:19
00:01:19
ხოლო მესამე ტახტზე ისინი ისხდნენ,00:01:22
00:01:22
ვისაც მაღალი სოციალური სტატუსი ჰქონდა.00:01:26
00:01:26
მასპინძლის კეთილგანწყობილებაზე მიანიშნებდა ისიც,00:01:30
00:01:30
თუ კონკრეტულად რომელ მხარეს დასვამდა მასთან მისულ სტუმარს.00:01:35
00:01:35
თუ სტუმარი მასპინძლის მარცხნივ იჯდა,00:01:38
00:01:38
ეს ნიშნავდა,00:01:39
00:01:39
რომ მას უფრო მეტ პატივს სცემდა,00:01:41
00:01:41
ვიდრე მარჯვნივ მჯდომს.00:01:44
00:01:44
მაგალითად,00:01:46
00:01:46
როგორც სურათზე ხედავთ,00:01:48
00:01:48
მასპინძელი, ჩვეულებრივ, ამ ადგილას იჯდა.00:01:52
00:01:52
ვისაც მასპინძელი განსაკუთრებულ პატივს სცემდა,00:01:56
00:01:56
მის მარცხნივ იჯდა,00:01:57
00:01:57
უშუალოდ მის გვერდით,00:01:59
00:02:00
როგორც ეს სურათზეც ჩანს.00:02:03
00:02:04
კიდევ ერთ დეტალს შევეხოთ.00:02:09
00:02:09
თითოეულ სტუმარს შეეძლო,00:02:12
00:02:12
თავად აერჩია,00:02:14
00:02:14
სად დაჯდებოდა.00:02:16
00:02:16
მაგრამ ეს სარისკო იყო.00:02:19
00:02:19
შევიხსენოთ ერთი შემთხვევა ლუკას მე-14 თავიდან.00:02:22
00:02:22
ერთ შაბათს ერთმა ფარისეველმა
იესო თავისთან მიიპატიჟა,00:02:26
00:02:26
სადაც იესოს გარდა00:02:28
00:02:28
სხვებიც იყვნენ.00:02:30
00:02:30
ყველა ერთ მაგიდას უზის00:02:33
00:02:33
და ყველა, ვინც იქაა შეკრებილი,00:02:35
00:02:35
თითოეული მათგანი,00:02:36
00:02:36
იესოს ყურადღებით აკვირდება.00:02:39
00:02:39
მაგრამ საკითხავია, ვინ ვის აკვირდება.00:02:42
00:02:42
მოდი მოვძებნოთ ლუკას მე-14 თავი და 7–9-მდე წავიკითხოთ.00:02:47
00:02:47
ამ მუხლებში ასეთ რამეს ვკითხულობთ:00:02:50
00:02:50
„იესომ შენიშნა, 00:02:52
00:02:52
რომ სტუმრები საპატიო ადგილებს ირჩევდნენ“,00:02:56
00:02:56
აშკარად გამორჩეული ადგილები სურდათ,00:02:59
00:02:59
„და ასეთი მაგალითი მოუყვანა:“ 00:03:02
00:03:02
აი, რა უთხრა მათ:00:03:05
00:03:05
„როცა ქორწილში დაგპატიჟებენ, 00:03:08
00:03:08
საპატიო ადგილს ნუ აირჩევ;“00:03:12
00:03:12
ახლა გავიგებთ,00:03:13
00:03:13
რატომ იყო სარისკო ამ არჩევანის გაკეთება.00:03:16
00:03:16
„მასპინძელს შესაძლოა 00:03:19
00:03:19
შენზე პატივდებული ადამიანიც ჰყავდეს დაპატიჟებული;00:03:23
00:03:23
ამიტომ მასპინძელი შეიძლება მოვიდეს და გითხრას, 00:03:27
00:03:27
ეს ადგილი ამ კაცს დაუთმეო.00:03:30
00:03:30
მაშინ შერცხვენილს 00:03:32
00:03:32
მოგიწევს სხვა ადგილის დაკავება“.00:03:37
00:03:37
რა სირცხვილია!00:03:40
00:03:40
შეამჩნიეთ, მასპინძელი არ მიგითითებთ,00:03:44
00:03:44
სად უნდა დაჯდეთ?!00:03:46
00:03:46
მაგრამ შეიძლება იმ ადგილიდან გადაგსვათ.00:03:49
00:03:50
ახლა თავიდან უნდა აირჩიოთ.00:03:55
00:03:55
იესოს მაგალითში მოყვანილი სტუმრისა არ იყოს,00:03:58
00:03:58
თქვენც მასავით არასაპატიო ადგილს ირჩევთ.00:04:01
00:04:01
ეს იმიტომ, რომ უხერხულში აღარ ჩავარდეთ 00:04:04
00:04:04
და აღარ შერცხვეთ.00:04:07
00:04:07
54-ვე სტუდენტმა, რომლებიც ჩვენ წინ სხედხართ,00:04:12
00:04:12
არაერთი საუკეთესო არჩევანი გააკეთეთ 00:04:15
00:04:15
და დღეს სწორედ ამიტომაც ხართ აქ.00:04:19
00:04:19
მაგრამ გახსოვდეთ,00:04:21
00:04:21
მომავალში კიდევ ბევრი არჩევანის გაკეთება მოგიწევთ.00:04:26
00:04:27
რა დაგეხმარებათ,00:04:28
00:04:28
რომ თქვენი არჩევანი ყოველთვის სწორი 00:04:31
00:04:31
და გონივრული იყოს?00:04:33
00:04:33
იესოს მაგალითს დავუბრუნდეთ,00:04:35
00:04:35
რადგან პასუხს სწორედ მის სიტყვებში ვპოულობთ.00:04:38
00:04:38
ისევ ლუკას მე-14 თავი ვნახოთ,00:04:41
00:04:41
ამჯერად წავიკითხოთ მე-10 და მე-11 მუხლები.00:04:45
00:04:45
დააკვირდით,00:04:47
00:04:47
რა თვისებაზე საუბრობს იესო:00:04:50
00:04:50
„როცა დაგპატიჟებენ და მიხვალ,00:04:53
00:04:53
საპატიო ადგილს ნუ დაიკავებ,00:04:56
00:04:56
და, როცა მასპინძელი მოვა,00:04:58
00:04:58
გეტყვის, მეგობარო,00:05:00
00:05:00
გადაბრძანდი საპატიო ადგილზეო.00:05:03
00:05:03
მაშინ სხვა სტუმრების წინაშე00:05:07
00:05:07
პატივი დაგედება.00:05:10
00:05:10
ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, 00:05:14
00:05:14
ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს,00:05:17
00:05:17
ამაღლდება“.00:05:19
00:05:21
ესე იგი, რა არის საჭირო სწორი არჩევანისთვის?00:05:24
00:05:24
თავმდაბლობა.00:05:27
00:05:27
როცა თავმდაბლობა ჩანს ჩვენს გაკეთებულ არჩევანში,00:05:32
00:05:32
უფრო პატივდებული ვხდებით00:05:34
00:05:34
და არა – შერცხვენილი.00:05:37
00:05:37
იეჰოვამ ყველას მოგვცა არჩევანის თავისუფლება00:05:41
00:05:41
და მოელის კიდეც,00:05:43
00:05:43
რომ თითოეული ჩვენგანი00:05:45
00:05:45
სწორად გამოვიყენებთ ამ თავისუფლებას.00:05:47
00:05:50
მაგალითად,00:05:52
00:05:52
თუ ახალი დავალება მიიღეთ სხვა ქვეყანაში,00:05:57
00:05:57
როგორი განწყობა გექნებათ,00:05:59
00:05:59
როცა იქ ჩახვალთ?00:06:02
00:06:02
მიჰბაძავთ იესოს,00:06:04
00:06:04
ვირზე მჯდომს?00:06:06
00:06:06
იქნებით მასავით თავმდაბალი?00:06:09
00:06:09
გექნებათ ასეთი განწყობილება?00:06:12
00:06:12
თუ შეეცდებით, ხალხის ყურადღება მიიქციოთ,00:06:16
00:06:16
ასე ვთქვათ,00:06:17
00:06:17
შთამბეჭდავ ცხენზე ამხედრდებით?00:06:21
00:06:21
ან თუ ისევ თქვენს ქვეყანაში გიწევთ დაბრუნება,00:06:24
00:06:24
ამაზე რა შეიძლება ვთქვათ?00:06:27
00:06:27
რას იგრძნობთ, თუ და-ძმებისგან00:06:30
00:06:30
სათანადო პატივს ვერ მიიღებთ?00:06:33
00:06:33
დაემსგავსებით სახლში დაბრუნებულ
დაკარგულ ვაჟს,00:06:37
00:06:37
იესომ რომ ახსენა თავის ერთ იგავში?00:06:40
00:06:40
იქნებით თავმდაბლები 00:06:42
00:06:42
და იმ შვილივით ნებისმიერ დავალებას შეასრულებთ?00:06:46
00:06:46
თუ იმის გამო, რომ
„გალაადის“ კურსდამთავრებული ხართ00:06:49
00:06:49
იფიქრებთ,00:06:51
00:06:51
რომ კიდევ უფრო მეტი უნდა მოგანდონ?00:06:54
00:06:54
აირჩევთ არასაპატიო ადგილს,00:06:57
00:06:57
და გაიხარებთ ამით?00:07:00
00:07:00
თუ გულის სიღრმეში
საპატიო ადგილის დაკავებას მოისურვებთ?00:07:04
00:07:04
გახსოვდეთ,00:07:06
00:07:06
არჩევანი თქვენზეა.00:07:08
00:07:08
თუმცა ბოლო ხუთი თვის მანძილზე
ჩვენ დავრწმუნდით, 00:07:13
00:07:13
ეჭვიც არ გვეპარება,00:07:15
00:07:15
რომ თითოეული თქვენგანი სწორ არჩევანს გააკეთებთ.00:07:20
00:07:20
ასე რომ, 00:07:22
00:07:22
თქვენი დავალება იმისთვის გამოიყენეთ,00:07:26
00:07:26
რომ დაეხმაროთ და მხარში ამოუდგეთ მათ,00:07:29
00:07:29
ვისზე ზრუნვაც დაგავალეს.00:07:31
00:07:31
სწორი არჩევანი გააკეთეთ.00:07:33
00:07:33
თუ ასე მოიქცევით,00:07:35
00:07:35
მათ ცხოვრებაშიც საუკეთესო კვალს დატოვებთ,00:07:38
00:07:38
ვისთანაც ურთიერთობა გექნებათ00:07:41
00:07:41
ანუ იმას გააკეთებთ,00:07:43
00:07:43
რასაც იესო აკეთებდა.00:07:45
00:07:45
მოდი მათეს მე-11 თავზე გადავშალოთ,00:07:47
00:07:47
28-ე მუხლზე.00:07:49
00:07:49
აქ იესო შესანიშნავ სიტყვებს ამბობს.00:07:52
00:07:52
მათეს 11:2800:07:56
00:07:56
იესომ თქვა:00:07:58
00:07:58
„მოდით ჩემთან,00:08:00
00:08:00
მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო“.00:08:04
00:08:04
კარგი მოწვევაა.00:08:05
00:08:05
დააკვირდით, ვის იწვევს იესო – ყველა ადამიანს,00:08:09
00:08:09
მათაც, ვისაც სირთულეები აქვთ.00:08:12
00:08:12
იესოს არ უფიქრია, რომ დიდ გარჯას
მოითხოვდა მათი დახმარება.00:08:16
00:08:16
არც თავის არიდება უცდია.00:08:18
00:08:18
პირიქით, ნახეთ რას ამბობს 29-ე მუხლში:00:08:21
00:08:21
„დაიდგით ჩემი უღელი00:08:24
00:08:24
და ისწავლეთ ჩემგან“.00:08:27
00:08:27
იმ პერიოდში ორი სახის უღელი არსებობდა.00:08:30
00:08:30
ერთში ერთ ცხოველს აბამდნენ,00:08:33
00:08:33
ხოლო მეორეში – ორ ცხოველს.00:08:36
00:08:36
ამ შემთხვევაში ორი ინაწილებდა ტვირთს.00:08:39
00:08:39
როგორ ფიქრობთ,
რომელ უღელს გულისხმობდა იესო?00:08:43
00:08:43
კარგად ვიცით, რასაც გულისხმობდა.00:08:45
00:08:45
მან, ფაქტობრივად, ასეთი რამ თქვა:00:08:47
00:08:47
მარტოებმა კი არა,00:08:49
00:08:49
ჩემთან ერთად ატარეთ უღელი.00:08:51
00:08:52
ძვირფასო ძმებო,00:08:54
00:08:54
თქვენც მოგიწევთ ხოლმე სხვებს რაღაც დაავალოთ,00:08:58
00:08:58
დავალებები გაანაწილოთ,00:08:59
00:08:59
მაგრამ ეცადეთ,00:09:01
00:09:01
მათთან ერთად აკეთოთ საქმე.00:09:04
00:09:04
29-ე მუხლში კიდევ რაღაც თქვა იესომ:00:09:07
00:09:10
„რბილი და თავმდაბალი ვარ“. 00:09:13
00:09:13
იესო მართლა ასეთი იყო.00:09:16
00:09:16
მას მოჩვენებითი თავმდაბლობა არ ჰქონია.00:09:18
00:09:18
ის ბუნებით იყო ასეთი – რბილი და თავმდაბალი.00:09:23
00:09:23
ბოლოს იესო ასე აჯამებს,00:09:25
00:09:25
ის ამბობს:00:09:27
00:09:27
„გამოცოცხლდებით“.00:09:28
00:09:28
ეს რას გვასწავლის?00:09:30
00:09:30
ძვირფასო დებო,00:09:33
00:09:33
შეგიძლიათ გამონახოთ სხვადასხვა საშუალება,00:09:36
00:09:36
რომ გამოაცოცხლოთ და-ძმები?00:09:39
00:09:39
გვჯერა, ასეც იქნება,00:09:41
00:09:41
დარწმუნებული ვართ.00:09:43
00:09:43
დასასრულ, ისევ იესოს მაგალითს დავუბრუნდეთ.00:09:47
00:09:47
ყველა, ვინც მასთან ურთიერთობდა,00:09:50
00:09:50
თავს გამოცოცხლებულად გრძნობდა.00:09:52
00:09:52
გრძნობდნენ დაფასებას,00:09:55
00:09:55
ინტერესს, თანადგომას.00:09:57
00:09:57
თქვენც კურსდამთავრებულებო,00:10:00
00:10:00
შეგიძლიათ მსგავსი არჩევანი გააკეთოთ 00:10:03
00:10:03
და ასე აგრძნობინოთ სხვებს თავი.00:10:06
00:10:06
მთავარია, გახსოვდეთ სამტახტიანი ოთახის ფუნქცია.00:10:10
00:10:11
იესომ ამ მაგალითით 00:10:13
00:10:13
თავის მიმდევრებს თავმდაბლობის აუცილებლობა დაანახა, 00:10:16
00:10:16
და ისიც ასწავლა, რომ თუ
ეს შესანიშნავი თვისება ექნებოდათ,00:10:20
00:10:20
სხვებს მათთან ურთიერთობის სურვილი გაუჩნდებოდათ.00:10:24
00:10:24
როცა არჩევანს გააკეთებთ,00:10:27
00:10:27
ეცადეთ, რომ შინაგანად შეინარჩუნოთ თავმდაბლობა.00:10:31
00:10:31
ამ შემთხვევაში პატივდებული იქნებით,00:10:34
00:10:34
სადაც არ უნდა წახვიდეთ.00:10:36
00:10:36
ასე რომ,00:10:38
00:10:38
სად დაჯდებით?00:10:40
00:10:40
არჩევანი თქვენზეა.00:10:43
რიჩარდ ჩილტონი: არჩევანი თქვენზეა! – სკოლა „გალაადის“ 159-ე კლასის გამოსაშვები პროგრამა
-
რიჩარდ ჩილტონი: არჩევანი თქვენზეა! – სკოლა „გალაადის“ 159-ე კლასის გამოსაშვები პროგრამა
არჩევანი,
მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე
თითოეული ჩვენგანი არაერთ არჩევანს ვაკეთებთ.
როგორ მოვიქცეთ,
რა ვთქვათ.
ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე
ერთს ვირჩევთ მეორის ნაცვლად.
და ჩვენს არჩევანს
შედეგებიც მოჰყვება.
რა არის საჭირო,
რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ ხოლმე?
ვფიქრობ, ამაში იესოს მოყვანილი ერთი მაგალითი დაგვეხმარება.
როგორც წესი,
პირველ საუკუნეში სასადილო ოთახში 3 ტახტი იდგა,
რომლებიც დაწყობილი იყო ნალისებური ფორმით,
მათ შუაში კი მაგიდა იდგა.
რომაელები ამ სასადილო ოთახს „ტრიკლინიუმს“ უწოდებდნენ,
რაც სამტახტიან ოთახს ნიშნავს.
დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა,
ვინ სად დაჯდებოდა.
ამას სტუმრის სოციალური სტატუსი განსაზღვრავდა,
რომელსაც სამ ფენად ყოფდნენ.
მაგალითად, ერთ ტახტზე
დაბალი სოციალური სტატუსის მქონე სტუმრები ისხდნენ.
მეორე ტახტზე – საშუალო სოციალური სტატუსის მქონე სტუმრები,
ხოლო მესამე ტახტზე ისინი ისხდნენ,
ვისაც მაღალი სოციალური სტატუსი ჰქონდა.
მასპინძლის კეთილგანწყობილებაზე მიანიშნებდა ისიც,
თუ კონკრეტულად რომელ მხარეს დასვამდა მასთან მისულ სტუმარს.
თუ სტუმარი მასპინძლის მარცხნივ იჯდა,
ეს ნიშნავდა,
რომ მას უფრო მეტ პატივს სცემდა,
ვიდრე მარჯვნივ მჯდომს.
მაგალითად,
როგორც სურათზე ხედავთ,
მასპინძელი, ჩვეულებრივ, ამ ადგილას იჯდა.
ვისაც მასპინძელი განსაკუთრებულ პატივს სცემდა,
მის მარცხნივ იჯდა,
უშუალოდ მის გვერდით,
როგორც ეს სურათზეც ჩანს.
კიდევ ერთ დეტალს შევეხოთ.
თითოეულ სტუმარს შეეძლო,
თავად აერჩია,
სად დაჯდებოდა.
მაგრამ ეს სარისკო იყო.
შევიხსენოთ ერთი შემთხვევა ლუკას მე-14 თავიდან.
ერთ შაბათს ერთმა ფარისეველმა
იესო თავისთან მიიპატიჟა,
სადაც იესოს გარდა
სხვებიც იყვნენ.
ყველა ერთ მაგიდას უზის
და ყველა, ვინც იქაა შეკრებილი,
თითოეული მათგანი,
იესოს ყურადღებით აკვირდება.
მაგრამ საკითხავია, ვინ ვის აკვირდება.
მოდი მოვძებნოთ ლუკას მე-14 თავი და 7–9-მდე წავიკითხოთ.
ამ მუხლებში ასეთ რამეს ვკითხულობთ:
„იესომ შენიშნა,
რომ სტუმრები საპატიო ადგილებს ირჩევდნენ“,
აშკარად გამორჩეული ადგილები სურდათ,
„და ასეთი მაგალითი მოუყვანა:“
აი, რა უთხრა მათ:
„როცა ქორწილში დაგპატიჟებენ,
საპატიო ადგილს ნუ აირჩევ;“
ახლა გავიგებთ,
რატომ იყო სარისკო ამ არჩევანის გაკეთება.
„მასპინძელს შესაძლოა
შენზე პატივდებული ადამიანიც ჰყავდეს დაპატიჟებული;
ამიტომ მასპინძელი შეიძლება მოვიდეს და გითხრას,
ეს ადგილი ამ კაცს დაუთმეო.
მაშინ შერცხვენილს
მოგიწევს სხვა ადგილის დაკავება“.
რა სირცხვილია!
შეამჩნიეთ, მასპინძელი არ მიგითითებთ,
სად უნდა დაჯდეთ?!
მაგრამ შეიძლება იმ ადგილიდან გადაგსვათ.
ახლა თავიდან უნდა აირჩიოთ.
იესოს მაგალითში მოყვანილი სტუმრისა არ იყოს,
თქვენც მასავით არასაპატიო ადგილს ირჩევთ.
ეს იმიტომ, რომ უხერხულში აღარ ჩავარდეთ
და აღარ შერცხვეთ.
54-ვე სტუდენტმა, რომლებიც ჩვენ წინ სხედხართ,
არაერთი საუკეთესო არჩევანი გააკეთეთ
და დღეს სწორედ ამიტომაც ხართ აქ.
მაგრამ გახსოვდეთ,
მომავალში კიდევ ბევრი არჩევანის გაკეთება მოგიწევთ.
რა დაგეხმარებათ,
რომ თქვენი არჩევანი ყოველთვის სწორი
და გონივრული იყოს?
იესოს მაგალითს დავუბრუნდეთ,
რადგან პასუხს სწორედ მის სიტყვებში ვპოულობთ.
ისევ ლუკას მე-14 თავი ვნახოთ,
ამჯერად წავიკითხოთ მე-10 და მე-11 მუხლები.
დააკვირდით,
რა თვისებაზე საუბრობს იესო:
„როცა დაგპატიჟებენ და მიხვალ,
საპატიო ადგილს ნუ დაიკავებ,
და, როცა მასპინძელი მოვა,
გეტყვის, მეგობარო,
გადაბრძანდი საპატიო ადგილზეო.
მაშინ სხვა სტუმრების წინაშე
პატივი დაგედება.
ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება,
ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს,
ამაღლდება“.
ესე იგი, რა არის საჭირო სწორი არჩევანისთვის?
თავმდაბლობა.
როცა თავმდაბლობა ჩანს ჩვენს გაკეთებულ არჩევანში,
უფრო პატივდებული ვხდებით
და არა – შერცხვენილი.
იეჰოვამ ყველას მოგვცა არჩევანის თავისუფლება
და მოელის კიდეც,
რომ თითოეული ჩვენგანი
სწორად გამოვიყენებთ ამ თავისუფლებას.
მაგალითად,
თუ ახალი დავალება მიიღეთ სხვა ქვეყანაში,
როგორი განწყობა გექნებათ,
როცა იქ ჩახვალთ?
მიჰბაძავთ იესოს,
ვირზე მჯდომს?
იქნებით მასავით თავმდაბალი?
გექნებათ ასეთი განწყობილება?
თუ შეეცდებით, ხალხის ყურადღება მიიქციოთ,
ასე ვთქვათ,
შთამბეჭდავ ცხენზე ამხედრდებით?
ან თუ ისევ თქვენს ქვეყანაში გიწევთ დაბრუნება,
ამაზე რა შეიძლება ვთქვათ?
რას იგრძნობთ, თუ და-ძმებისგან
სათანადო პატივს ვერ მიიღებთ?
დაემსგავსებით სახლში დაბრუნებულ
დაკარგულ ვაჟს,
იესომ რომ ახსენა თავის ერთ იგავში?
იქნებით თავმდაბლები
და იმ შვილივით ნებისმიერ დავალებას შეასრულებთ?
თუ იმის გამო, რომ
„გალაადის“ კურსდამთავრებული ხართ
იფიქრებთ,
რომ კიდევ უფრო მეტი უნდა მოგანდონ?
აირჩევთ არასაპატიო ადგილს,
და გაიხარებთ ამით?
თუ გულის სიღრმეში
საპატიო ადგილის დაკავებას მოისურვებთ?
გახსოვდეთ,
არჩევანი თქვენზეა.
თუმცა ბოლო ხუთი თვის მანძილზე
ჩვენ დავრწმუნდით,
ეჭვიც არ გვეპარება,
რომ თითოეული თქვენგანი სწორ არჩევანს გააკეთებთ.
ასე რომ,
თქვენი დავალება იმისთვის გამოიყენეთ,
რომ დაეხმაროთ და მხარში ამოუდგეთ მათ,
ვისზე ზრუნვაც დაგავალეს.
სწორი არჩევანი გააკეთეთ.
თუ ასე მოიქცევით,
მათ ცხოვრებაშიც საუკეთესო კვალს დატოვებთ,
ვისთანაც ურთიერთობა გექნებათ
ანუ იმას გააკეთებთ,
რასაც იესო აკეთებდა.
მოდი მათეს მე-11 თავზე გადავშალოთ,
28-ე მუხლზე.
აქ იესო შესანიშნავ სიტყვებს ამბობს.
მათეს 11:28
იესომ თქვა:
„მოდით ჩემთან,
მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო“.
კარგი მოწვევაა.
დააკვირდით, ვის იწვევს იესო – ყველა ადამიანს,
მათაც, ვისაც სირთულეები აქვთ.
იესოს არ უფიქრია, რომ დიდ გარჯას
მოითხოვდა მათი დახმარება.
არც თავის არიდება უცდია.
პირიქით, ნახეთ რას ამბობს 29-ე მუხლში:
„დაიდგით ჩემი უღელი
და ისწავლეთ ჩემგან“.
იმ პერიოდში ორი სახის უღელი არსებობდა.
ერთში ერთ ცხოველს აბამდნენ,
ხოლო მეორეში – ორ ცხოველს.
ამ შემთხვევაში ორი ინაწილებდა ტვირთს.
როგორ ფიქრობთ,
რომელ უღელს გულისხმობდა იესო?
კარგად ვიცით, რასაც გულისხმობდა.
მან, ფაქტობრივად, ასეთი რამ თქვა:
მარტოებმა კი არა,
ჩემთან ერთად ატარეთ უღელი.
ძვირფასო ძმებო,
თქვენც მოგიწევთ ხოლმე სხვებს რაღაც დაავალოთ,
დავალებები გაანაწილოთ,
მაგრამ ეცადეთ,
მათთან ერთად აკეთოთ საქმე.
29-ე მუხლში კიდევ რაღაც თქვა იესომ:
„რბილი და თავმდაბალი ვარ“.
იესო მართლა ასეთი იყო.
მას მოჩვენებითი თავმდაბლობა არ ჰქონია.
ის ბუნებით იყო ასეთი – რბილი და თავმდაბალი.
ბოლოს იესო ასე აჯამებს,
ის ამბობს:
„გამოცოცხლდებით“.
ეს რას გვასწავლის?
ძვირფასო დებო,
შეგიძლიათ გამონახოთ სხვადასხვა საშუალება,
რომ გამოაცოცხლოთ და-ძმები?
გვჯერა, ასეც იქნება,
დარწმუნებული ვართ.
დასასრულ, ისევ იესოს მაგალითს დავუბრუნდეთ.
ყველა, ვინც მასთან ურთიერთობდა,
თავს გამოცოცხლებულად გრძნობდა.
გრძნობდნენ დაფასებას,
ინტერესს, თანადგომას.
თქვენც კურსდამთავრებულებო,
შეგიძლიათ მსგავსი არჩევანი გააკეთოთ
და ასე აგრძნობინოთ სხვებს თავი.
მთავარია, გახსოვდეთ სამტახტიანი ოთახის ფუნქცია.
იესომ ამ მაგალითით
თავის მიმდევრებს თავმდაბლობის აუცილებლობა დაანახა,
და ისიც ასწავლა, რომ თუ
ეს შესანიშნავი თვისება ექნებოდათ,
სხვებს მათთან ურთიერთობის სურვილი გაუჩნდებოდათ.
როცა არჩევანს გააკეთებთ,
ეცადეთ, რომ შინაგანად შეინარჩუნოთ თავმდაბლობა.
ამ შემთხვევაში პატივდებული იქნებით,
სადაც არ უნდა წახვიდეთ.
ასე რომ,
სად დაჯდებით?
არჩევანი თქვენზეა.
-