00:00:01
მოგესალმებით!00:00:02
00:00:02
თქვენ უყურებთ JW მაუწყებლობას.00:00:05
00:00:06
დროდადრო ყველას გვჭირდება
მხედველობის შემოწმება,00:00:08
00:00:08
მაგრამ რისი თქმა შეიძლება სულიერ ხედვაზე?00:00:11
00:00:12
თუ რაღაცის გამო თქვენი
სულიერი ხედვა დაიბინდება,00:00:15
00:00:15
რა დაგეხმარებათ, კვლავ მთავარზე,00:00:17
00:00:17
ღვთის ნების შესრულებაზე ფოკუსირდეთ?00:00:20
00:00:20
ზოგიერთს ბეთელში
მოხალისედ მსახურება დაეხმარა,00:00:23
00:00:23
რომ კვლავაც სულიერზე
ყოფილიყო ფოკუსირებული.00:00:26
00:00:26
ალბათ გაინტერესებთ,
რას აკეთებენ ისინი ბეთელში.00:00:29
00:00:29
ამასთანავე, ბიბლიის თარგმნის
ისტორიასაც მიმოვიხილავთ00:00:32
00:00:32
და ბევრ საინტერესო დეტალს გავეცნობით.00:00:35
00:00:35
დამეთანხმებით, წინ
საინტერესო პროგრამა გველის.00:00:38
00:00:57
როგორი მხედველობა გაქვთ?00:00:58
00:00:58
თუ ჩემსავით სათვალეს 00:01:00
00:01:00
ან ლინზებს ატარებთ,00:01:02
00:01:02
გამოდის, თქვენც უჩივით მხედველობას.00:01:04
00:01:04
მე ახლომხედველი ვარ.00:01:06
00:01:06
ეს არის მხედველობის დარღვევა,00:01:08
00:01:08
რა დროსაც სინათლის სხივები
ბადურის წინ ფოკუსირდება 00:01:12
00:01:12
და არა მის ზედაპირზე.00:01:14
00:01:14
ამის გამო შორს მდებარე
საგნებს ბუნდოვნად ვხედავ.00:01:18
00:01:18
ზოგი პირიქით, შორსმხედველია.00:01:20
00:01:20
ამ დროს სინათლის სხივები
ბადურის უკან ფოკუსირდება.00:01:24
00:01:24
რის შედეგადაც, ახლომდებარე საგნებს
თვალი ბუნდოვნად აღიქვამს.00:01:28
00:01:28
არის შემთხვევები, როცა ადამიანი
ერთი თვალით ახლომხედველია,00:01:32
00:01:32
მეორეთი კი – შორსმხედველი.00:01:34
00:01:34
საბედნიეროდ, მსგავსი პრობლემების მოგვარება 00:01:37
00:01:37
სწორად შერჩეული სათვალით 00:01:39
00:01:39
ან კონტაქტური ლინზებით ხდება.00:01:42
00:01:42
სიბრმავის შემთხვევაში კი
მხედველობის აღდგენა 00:01:45
00:01:45
მხოლოდ ახალ ქვეყნიერებაში
იქნება შესაძლებელი.00:01:47
00:01:48
თუმცა უნდა აღინიშნოს,00:01:50
00:01:50
რომ არსებობს სხვა სახის
მხედველობის პრობლემაც.00:01:53
00:01:54
ამაზე იესომ მთაზე ქადაგების დროს ისაუბრა.00:01:57
00:01:57
მოდი მოვძებნოთ მათეს მე-6 თავი00:01:59
00:01:59
და ვნახოთ, რა არის ნათქვამი
22-ე, 23-ე მუხლებში:00:02:04
00:02:04
„სხეულის ლამპარი თვალია“.00:02:06
00:02:06
მოდი ცოტა ჩავუღრმავდეთ,00:02:08
00:02:08
რა იგულისხმა იესომ,00:02:10
00:02:10
როცა თქვა, რომ
„სხეულის ლამპარი თვალია“?00:02:13
00:02:13
მან მეტაფორა გამოიყენა,00:02:15
00:02:15
ანუ თვალი, ანთებულ ლამპარს შეადარა,00:02:17
00:02:17
რომელიც სიბნელეში გზას გვინათებს 00:02:19
00:02:19
და უსაფრთხოდ გადაადგილებაში გვეხმარება.00:02:22
00:02:22
ამით იესომ მსმენელები იმაზე დააფიქრა,00:02:25
00:02:25
როგორი იყო მათი სულიერი ხედვა.00:02:27
00:02:27
ანუ უყურებდნენ თუ არა
საკითხებს იეჰოვას თვალით.00:02:30
00:02:31
საინტერესოა, რომ ამ საკითხზე
მსჯელობის დროს00:02:34
00:02:34
იესომ კიდევ ორი რამ მოიხსენია.00:02:36
00:02:36
გავაგრძელოთ კითხვა:00:02:38
00:02:38
„ამიტომ, თუ თვალი სუფთა გაქვს,00:02:40
00:02:40
მთელი სხეული ნათელი გექნება,00:02:42
00:02:42
მაგრამ, თუ თვალი ბოროტი გაქვს,00:02:44
00:02:44
მთელი სხეული ბნელი გექნება“.00:02:46
00:02:46
სქოლიოს თანახმად „სუფთა თვალი“ 00:02:48
00:02:48
ერთ რამეზე მომზირალს ნიშნავს,00:02:50
00:02:50
ბოროტი კი – ხარბს.00:02:52
00:02:52
ერთი დადებით გავლენას ახდენს.00:02:54
00:02:54
მეორე კი უარყოფითს.00:02:56
00:02:56
ასე რომ მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ,00:02:59
00:02:59
რაზეა ჩვენი თვალი ფოკუსირებული.00:03:02
00:03:02
გვინდა, მთელი ყურადღება იეჰოვას
მსახურებაზე გვქონდეს გადატანილი.00:03:06
00:03:06
ამიტომ დღეს ასეთ თემაზე ვიმსჯელებთ,00:03:09
00:03:09
„ყოველთვის ღვთის ნების
შესრულებაზე ფოკუსირდით!“.00:03:12
00:03:12
დავფიქრდეთ, რის გაკეთებას
მოელის ღმერთი ჩვენგან.00:03:15
00:03:15
მას სურს, რომ გავიცნოთ,00:03:18
00:03:18
დავუახლოვდეთ, დავემორჩილოთ,00:03:20
00:03:20
შევიყვაროთ და მთელი გულით ვემსახუროთ.00:03:24
00:03:24
იესო ამის კარგი მაგალითია.00:03:27
00:03:27
იოანეს 6:38-დან ჩანს,00:03:30
00:03:30
რომ იესოსთვის უმთავრესი
ღვთის ნების შესრულება იყო 00:03:33
00:03:33
და არა საკუთარი ნების.00:03:35
00:03:35
მისი ცხოვრებიდან აშკარად ჩანს,00:03:37
00:03:37
რომ ის ერთ რამეზე იყო ფოკუსირებული.00:03:40
00:03:40
იესო მთელ დროსა და
ენერგიას მსახურებას ახმარდა.00:03:44
00:03:44
მისთვის მთავარი
მაღალი მდგომარეობის დაკავება 00:03:47
00:03:47
ან სახელისა და
სიმდიდრის მოხვეჭა არ ყოფილა.00:03:50
00:03:51
ის თავის მოწაფეებსაც მოუწოდებდა,00:03:53
00:03:53
რომ მსახურებაზე ყოფილიყვნენ კონცენტრირებული.00:03:56
00:03:56
ერთხელ მან თქვა, რომ00:03:58
00:03:58
ღვთის სამეფოს ისინი დაიმკვიდრებდნენ,00:04:00
00:04:00
ვინც ზეციერი მამის ნებას შეასრულებდა.00:04:02
00:04:03
ჩვენც მსგავსი განწყობა
უნდა გვქონდეს.00:04:05
00:04:05
ყველაფერზე წინ ღვთის ნების
შესრულება უნდა დავაყენოთ.00:04:09
00:04:09
უპირველესად სამეფო ვეძებოთ 00:04:11
00:04:11
და მის შესახებ გავაცხადოთ.00:04:13
00:04:14
ერთ რამეზე ფოკუსირება
ცხოვრების გამარტივებასაც მოიაზრებს.00:04:18
00:04:18
ეს იმას ნიშნავს, რომ
არ ავყვეთ ეგოისტურ სურვილებს 00:04:21
00:04:21
და არ ვეცადოთ,
იმ ყველაფრით გავინებივროთ თავი,00:04:24
00:04:24
რასაც ქვეყნიერება გვთავაზობს.00:04:26
00:04:26
თუ მთავარზე ვიქნებით ფოკუსირებული,00:04:28
00:04:28
ბედნიერი და აზრით აღსავსე ცხოვრება გვექნება.00:04:32
00:04:32
ჩვენ იმ ადამიანებს არ ვგავართ,00:04:34
00:04:34
რომლებსაც, ასე ვთქვათ,
ხარბი თვალი აქვთ 00:04:36
00:04:36
და მხედველობიდან რჩებათ
ყველაზე მნიშვნელოვანი.00:04:39
00:04:39
ისინი მხოლოდ იმაზე არიან ორიენტირებული,00:04:42
00:04:42
როგორ ისიამოვნონ ცხოვრებით.00:04:45
00:04:45
როგორც იგავების 17:24-შია ნათქვამი,00:04:48
00:04:48
ისინი „თვალებს დედამიწის
კიდით კიდემდე“ აცეცებენ,00:04:51
00:04:51
საკუთარ სურვილებს გამოდევნებული ადამიანები 00:04:54
00:04:54
ბედნიერებას იქ ეძებენ,
სადაც არ არის.00:04:57
00:04:57
ფაქტია, ის, ვინც
მატერიალურზეა ფოკუსირებული,00:05:00
00:05:00
ასე ვთქვათ,
სულიერ სიბნელეში ცხოვრობს.00:05:03
00:05:04
იესოს ნათქვამს უკეთესად რომ ჩავწვდეთ,00:05:07
00:05:07
დავაკვირდეთ ამ ნახატს.00:05:08
00:05:09
ეს ნახატი ცნობილმა კარიკატურისტმა
უილიამ ჰილმა დახატა 00:05:14
00:05:14
და 1915 წელს გამოაქვეყნა.00:05:17
00:05:17
ეს არის ოპტიკური ილუზიის მაგალითი.00:05:19
00:05:19
ამ სურათზე გამოსახულია
ახალგაზრდა და ხანდაზმული ქალი.00:05:23
00:05:23
ხედავთ ორივე მათგანს?00:05:26
00:05:26
თუ კარგად დააკვირდებით,00:05:27
00:05:27
დაინახავთ, რომ ახალგაზრდა ქალს
სახე შებრუნებული აქვს.00:05:31
00:05:31
ეს არის სახის მარცხენა მხარე.00:05:33
00:05:34
ეს არის ყური, ეს ცხვირი.00:05:37
00:05:37
წამწამები, ეს ნიკაპი და ყბა,00:05:41
00:05:41
ეს კი ყელსაბამია.00:05:43
00:05:43
ეს მისი თმაა.00:05:44
00:05:44
ესეც თავსაბურავი და მხრები.00:05:48
00:05:48
ახლა ვეცადოთ,
მოხუცი ქალი დავინახოთ.00:05:50
00:05:50
სურათზე მისი
მარცხენა პროფილია გამოსახული.00:05:53
00:05:53
ეს ცხვირია, ეს თვალი.00:05:58
00:05:58
პირი და ნიკაპი,00:06:00
00:06:00
ესეც თმაა, თავსაბურავი და მხრები.00:06:04
00:06:04
ახალგაზრდას დაინახავთ თუ ხანდაზმულს,00:06:07
00:06:07
იმაზეა დამოკიდებული,
რომელზე ფოკუსირდებით.00:06:10
00:06:10
ორივეს ერთდროულად ვერ დაინახავთ.00:06:13
00:06:13
რისი თქმა გვინდა ამ
ოპტიკური ილუზიის მაგალითით?00:06:16
00:06:16
თუ ქვეყნიერებას ამ სურათს შევადარებთ,00:06:19
00:06:19
რა სურს სატანას, რომ დავინახოთ?00:06:22
00:06:22
მას სურს, რომ ეს ქვეყნიერება
მიმზიდველად აღვიქვათ,00:06:25
00:06:25
სადაც უამრავი შესაძლებლობა
თუ პერსპექტივა არსებობს.00:06:30
00:06:30
მაგრამ ეს დრომოჭმული ქვეყნიერება 00:06:32
00:06:32
ამ სურათზე გამოსახულ
ხანდაზმულ ქალს უფრო ჰგავს,00:06:35
00:06:35
რომელსაც ღვთის სამეფო მალე გაანადგურებს.00:06:39
00:06:39
ამის საპირისპიროდ კი, ახალი ქვეყნიერება
შეგვიძლია ახალგაზრდა ქალს შევადაროთ.00:06:44
00:06:44
იმ დროს ყველა
სიცოცხლით სავსენი ვიქნებით.00:06:47
00:06:47
სრულყოფილი ჯანმრთელობა გვექნება 00:06:49
00:06:49
და მარადიულად გავიხარებთ ცხოვრებით.00:06:52
00:06:52
ასე რომ, გვინდა,
კარგად ვხედავდეთ,00:06:55
00:06:55
რამხელა სხვაობაა ღვთის ახალ ქვეყნიერებასა
და სატანის ქვეყნიერებას შორის.00:07:00
00:07:00
ამაში ბიბლიიდან მიღებული ცოდნა 00:07:02
00:07:02
და წვდომის უნარი გვეხმარება.00:07:05
00:07:05
შეუძლებელია, ღვთის ერთგულებიც ვიყოთ 00:07:07
00:07:07
და ამავე დროს, ყველანაირ
ხორციელ სურვილსაც ვიკმაყოფილებდეთ.00:07:12
00:07:12
ფაქტია, ორივეზე ერთდროულად
ფოკუსირება არ გამოგვივა.00:07:16
00:07:18
მოციქულმა იოანემ სწორად
შეაფასა სატანის ქვეყნიერება,00:07:22
00:07:22
მოდი მოვძებნოთ 1 იოანეს მე-2 თავი 00:07:25
00:07:25
და წავიკითხოთ 15–17 მუხლები.00:07:28
00:07:28
იოანე მოიხსენიებს 2 რამეს,
რაც არ უნდა გვიყვარდეს.00:07:32
00:07:32
მუხლების კითხვის დროს დაფიქრდით,00:07:35
00:07:35
ამ ორიდან, რომელზე უფრო
მარტივად იტყოდით უარს.00:07:39
00:07:39
მე-15 მუხლიდან ვკითხულობთ:00:07:41
00:07:41
„ნუ გეყვარებათ ქვეყნიერება 00:07:43
00:07:43
და ნურც ის, რაც ქვეყნიერებაშია.00:07:46
00:07:47
ვისაც ქვეყნიერება უყვარს,00:07:49
00:07:49
მას მამა არ უყვარს.00:07:51
00:07:51
ყველაფერი, რაც ქვეყნიერებაშია –
ხორცის სურვილი,00:07:55
00:07:55
თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი –00:07:58
00:07:58
მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგანაა.00:08:01
00:08:01
წარმავალია ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც,00:08:04
00:08:04
ღვთის ნების შემსრულებელი
კი სამარადისოდ რჩება“.00:08:08
00:08:08
როგორც დავინახეთ,
არ უნდა გვიყვარდეს ქვეყნიერება 00:08:12
00:08:12
და ის, რაც ქვეყნიერებაშია.00:08:14
00:08:14
დარწმუნებული ვარ, თქვენც დამეთანხმებით,00:08:16
00:08:16
რომ ქვეყნიერების სიყვარულზე უარის თქმა00:08:19
00:08:19
რთული ნამდვილად არაა.00:08:20
00:08:20
პირიქით, ერთი სული გვაქვს,00:08:22
00:08:22
როდის განადგურდება მისი ბოროტი სისტემა,00:08:25
00:08:25
მათ შორის ცრუ რელიგია 00:08:27
00:08:27
და პოლიტიკური თუ კომერციული სისტემა.00:08:30
00:08:30
მაგრამ, რა შეიძლება ითქვას იმაზე,00:08:32
00:08:32
რასაც სატანის ქვეყნიერება გვთავაზობს?00:08:35
00:08:35
ზოგიერთი რამ თვალისთვის
მართლაც მიმზიდველია,00:08:39
00:08:39
გვხიბლავს და გვატყვევებს.00:08:41
00:08:42
ფაქტია, სატანა წარმატებით
იყენებს „თვალთა სურვილს“,00:08:45
00:08:45
რომ ადამიანები შეცდომაში შეიყვანოს.00:08:48
00:08:48
ნივთებით მოხიბლოს და
ფუფუნებაში ცხოვრება მოანდომოს.00:08:53
00:08:53
წარმოიდგინეთ, ევას მოხიბვლა
ერთი პატარა ნაყოფით მოახერხა.00:08:58
00:08:58
ასე რომ, გამუდმებით უნდა
შევამოწმოთ ჩვენი გული 00:09:01
00:09:01
და დავფიქრდეთ, ხომ არ გვიზიდავს
ის, რაც ქვეყნიერებაშია.00:09:04
00:09:04
თუ ქრისტიანი ფოკუსირდება იმ ყველაფერზე,
რასაც ქვეყნიერება გვთავაზობს,00:09:09
00:09:09
გაუჭირდება, უმთავრესი ადგილი
ყველაზე მნიშვნელოვანს,00:09:12
00:09:12
ღვთის ნების შესრულებას დაუთმოს.00:09:15
00:09:15
ნაცვლად ამისა, გვინდა,
მსახურებაზე ვიყოთ კონცენტრირებული 00:09:19
00:09:19
და საუკეთესო გავიღოთ იეჰოვასთვის.00:09:22
00:09:23
ვიცით, რომ დროდადრო საჭიროა,
მხედელობის შემოწმება.00:09:27
00:09:27
არანაკლებ მნიშვნელოვანია, რეგულარულად
გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი 00:09:32
00:09:32
და შევამოწმოთ,
როგორია ჩვენი სულიერი ხედვა.00:09:34
00:09:35
რა დაგვეხმარება ამაში?00:09:38
00:09:38
შეიძლება ითქვას, რომ ბიბლია
სულიერი მხედველობის შესამოწმებლად 00:09:42
00:09:42
ერთგვარ ცხრილს გვთავაზობს.00:09:44
00:09:44
ეს არის თვისებების ჩამონათვალი,00:09:47
00:09:47
რომელიც მოცემულია
2 პეტრეს 1:5–7-ში, წავიკითხოთ:00:09:52
00:09:54
„ამიტომ ყოველი ღონე იხმარეთ,00:09:57
00:09:57
რომ რწმენას დაურთოთ მაღალზნეობა,00:10:01
00:10:01
მაღალზნეობას – ცოდნა,00:10:03
00:10:04
ცოდნას – თავშეკავება,
თავშეკავებას – მოთმინება,00:10:09
00:10:09
მოთმინებას – ღვთის ერთგულება,00:10:11
00:10:11
ღვთის ერთგულებას – ძმათმოყვარეობა, 00:10:14
00:10:14
ძმათმოყვარეობას კი – სიყვარული“.00:10:16
00:10:17
მოდი დავფიქრდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია
ამ თვისებების გამოვლენა.00:10:21
00:10:21
ვიმსჯელოთ თითოეულ მათგანზე.00:10:24
00:10:24
პირველია რწმენა.00:10:26
00:10:26
სწორედ რწმენა გვეხმარება
ყველა სხვა თვისების განვითარებაში.00:10:29
00:10:29
ამიტომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ,
რომ განვიმტკიცოთ ის.00:10:33
00:10:33
თუ ძლიერი რწმენა გვექნება,00:10:35
00:10:35
ეჭვი არ შეგვეპარება
იეჰოვას დაპირებებში.00:10:37
00:10:37
მეტიც, რწმენით იმის დანახვაცაა შესაძლებელი,00:10:40
00:10:40
თუ როგორ შესრულდება ეს დაპირებები.00:10:43
00:10:43
მაღალზნეობა – ეს თვისება გვეხმარება, 00:10:46
00:10:46
ყოველთვის ღვთის მოსაწონად მოვიქცეთ.00:10:48
00:10:48
ასეთი ადამიანი ისეთს არაფერს გააკეთებს,00:10:51
00:10:51
რითაც სხვებს ზიანს მიაყენებს.00:10:53
00:10:53
პირიქით, სიკეთის კეთების
შესაძლებლობებს ეძებს.00:10:58
00:10:58
ცოდნა – ის გვეხმარება,
სწორი არასწორისგან გავარჩიოთ00:11:02
00:11:02
განსაკუთრებით, თუ ახალი
გამოწვევების წინაშე ვდგავართ.00:11:05
00:11:05
ბიბლიის სიღრმისეული კვლევა გვეხმარება,00:11:08
00:11:08
ჩავწვდეთ, რა არის ღვთის ნება 00:11:10
00:11:10
და რაც არ უნდა მოხდეს,00:11:12
00:11:12
სწორი არჩევანი გავაკეთოთ.00:11:14
00:11:14
თავშეკავება – ეს არის თავის მოთოკვისა
და საკუთარი თავის ხელში აყვანის უნარი.00:11:21
00:11:21
ეს თვისება გვეხმარება,
ვაკონტროლოთ ჩვენი ფიქრები,00:11:24
00:11:24
საუბრები და საქციელი.00:11:26
00:11:26
შედეგად ღვთის მაღალზნეობრივი
ნორმებით ვცხოვრობთ 00:11:29
00:11:29
და მის მოწონებას ვიმსახურებთ.00:11:32
00:11:32
მოთმინება – ეს თვისება შეუდრეკელობას,00:11:36
00:11:36
სიმტკიცეს და იმედიანად ყოფნას მოიაზრებს.00:11:39
00:11:39
ის გვეხმარება, განსაცდელების დროს
მხნეობა არ დავკარგოთ.00:11:43
00:11:43
ასეთ დროს აშკარად ვგრძნობთ,
როგორ გვაძლიერებს იეჰოვა.00:11:47
00:11:47
შედეგად სირთულეებს მტკიცედ ვიტანთ.00:11:50
00:11:50
ღვთისადმი ერთგულება – ამაში იგულისხმება
იეჰოვას მიმართ ღრმა პატივისცემა,00:11:56
00:11:56
მოწიწება და მისი უზენაესობის მხარდაჭერა.00:12:00
00:12:00
ღვთისადმი ერთგულება აღგვძრავს, 00:12:02
00:12:02
იეჰოვას თვალით ვუყუროთ და-ძმებს 00:12:05
00:12:05
და ყველანაირად ვეცადოთ,00:12:06
00:12:06
რომ მას ვასიამოვნოთ.00:12:09
00:12:09
ძმათმოყვარეობა – იეჰოვას სურს,
რომ ამ თვისებას ვავლენდეთ.00:12:14
00:12:14
ძმათმოყვარეობა გვეხმარება, და-ძმების
არასრულყოფილების მიღმა,00:12:18
00:12:18
მათი კარგი თვისებები დავინახოთ 00:12:21
00:12:21
და მათ მიმართ სიყვარული
და თბილი გრძნობები გამოვავლინოთ.00:12:25
00:12:25
სიყვარული – გვინდა,
იეჰოვას მივბაძოთ მიუკერძოებლობაში 00:12:29
00:12:29
და სიყვარული მხოლოდ
და-ძმების მიმართ კი არა,00:12:32
00:12:32
ყველას მიმართ გამოვავლინოთ.00:12:34
00:12:34
სწორედ ეს აღგვძრავს, განურჩევლად
ყველას ვუქადაგოთ სასიხარულო ცნობა.00:12:39
00:12:40
ეს ჩამონათვალი გვეხმარება,
შევამოწმოთ ჩვენი სულიერი მდგომარეობა.00:12:44
00:12:44
დიაგნოზს კი მომდევნო მუხლებიდან გავიგებთ:00:12:47
00:12:47
„თუ ეს ყველაფერი გაქვთ და თანაც უხვად,00:12:50
00:12:50
აღარ იქნებით უმოქმედონი და უნაყოფონი,00:12:52
00:12:52
და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს შესახებ 00:12:55
00:12:55
საფუძვლიანი ცოდნის თანახმად იმოქმედებთ.00:12:58
00:12:58
ვისაც ეს ყოველივე არა აქვს, ბრმაა,00:13:01
00:13:01
თვალს არიდებს სინათლეს“.00:13:03
00:13:03
მოდი დავფიქრდეთ, რა 2 რამ
გამოიკვეთა ამ მუხლებიდან.00:13:06
00:13:06
თუ პეტრეს რჩევას გავითვალისწინებთ 00:13:09
00:13:09
და ძალ-ღონეს არ დავიშურებთ,
რომ ეს თვისებები განვივითაროთ,00:13:13
00:13:13
ღვთის მსახურებაში
უმოქმედონი არასდროს ვიქნებით.00:13:17
00:13:17
პირიქით, თავს არ დავზოგავთ, რომ
იეჰოვასთვის სრულად დავიხარჯოთ.00:13:22
00:13:22
მაგრამ თუ ეს თვისებები არ გვექნება,00:13:24
00:13:24
რწმენას დავკარგავთ და, ასე ვთქვათ,00:13:26
00:13:26
სულიერად დავბრმავდებით.00:13:28
00:13:29
დამეთანხმებით, რომ ამ თვისებებიდან
ზოგიერთის დახვეწა ყველას გვჭირდება.00:13:34
00:13:34
რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ
გავიუმჯობესოთ სულიერი ხედვა?00:13:39
00:13:39
მოდი განვიხილოთ.00:13:40
00:13:40
ოთხ რჩევაზე ვისაუბრებთ.00:13:43
00:13:43
პირველი, გამოიკვლიეთ ღვთის სიტყვა
და იფიქრეთ მასზე.00:13:47
00:13:47
თუ თვალზე რაიმე პრობლემა გაქვთ,00:13:49
00:13:49
შეიძლება ექიმმა დასატენიანებლად
სპეციალური წვეთები დაგინიშნოთ 00:13:53
00:13:53
და ისიც გითხრათ,
რომ თვალის საფენი გაიკეთოთ,00:13:56
00:13:56
რათა წამალმა უკეთესად იმოქმედოს.00:13:58
00:13:58
როდესაც ბიბლიას ყოველდღე ვკითხულობთ,00:14:01
00:14:01
ჩვენს სულიერ თვალებს, ასე ვთქვათ,00:14:03
00:14:03
ჭეშმარიტების წყლით ვატენიანებთ.00:14:06
00:14:06
და როცა ღრმად ვფიქრობთ წაკითხულზე,00:14:09
00:14:09
ღვთის სიტყვას ჩვენზე
მოქმედების საშუალებას ვაძლევთ.00:14:12
00:14:12
ეს გვეხმარება, იეჰოვას ნების
შესრულებაზე ვიყოთ ფოკუსირებული 00:14:17
00:14:17
და ვიფიქროთ მომავლის შესანიშნავ იმედზე.00:14:19
00:14:20
ამ საკითხზე ბიბლეისტმა უილიამ ბარკლეიმ,00:14:23
00:14:23
ასეთი რამ აღნიშნა:00:14:25
00:14:25
„გულწრფელი ქრისტიანისთვის
ბიბლიის შესწავლა ტვირთი კი არა,00:14:29
00:14:29
სიამოვნებაა, რადგან ესმის, რომ
ეს გაამხნევებს და განამტკიცებს მას“.00:14:34
00:14:36
მეორე, ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენეთ. 00:14:39
00:14:39
მხედველობის გასაუმჯობესებლად ზოგჯერ
თვალის ვარჯიშებია საჭირო.00:14:43
00:14:43
მსგავსად, სულიერი ხედვის გაუმჯობესებაში 00:14:46
00:14:46
ბიბლიური პრინციპების
ცხოვრებაში გამოყენება გვეხმარება.00:14:50
00:14:50
გარდა ამისა, რწმენას ვიძლიერებთ,00:14:52
00:14:52
როცა გულმოდგინედ ვქადაგებთ 00:14:54
00:14:54
და მონაწილეობას ვიღებთ კრების შეხვედრებში.00:14:57
00:14:58
მესამე, მიჰყევით
წმინდა სულის ხელმძღვანელობას.00:15:03
00:15:03
ზოგჯერ, როცა თვალის ბადურა ზიანდება,00:15:05
00:15:05
ექიმი ლაზერულ ქირურგიას მიმართავს,00:15:08
00:15:08
რათა აღადგინოს ის.00:15:10
00:15:10
წმინდა სული რაღაცით ამ ლაზერს ჰგავს,00:15:12
00:15:12
მას დიდი გავლენის მოხდენა
შეუძლია ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე.00:15:16
00:15:16
თუ წმინდა სულს საშუალებას მივცემთ, 00:15:18
00:15:18
ჩვენს გულსა და გონებაზე იმოქმედოს,00:15:20
00:15:20
შევძლებთ სულიერი ხედვის შენარჩუნებას.00:15:23
00:15:23
მეოთხე, მიიღეთ სხვებისგან დახმარება.00:15:27
00:15:27
ზოგ შემთხვევაში გამოცდილმა ექიმმა შეიძლება
თქვას, რომ აუცილებელია თვალის ოპერაცია.00:15:32
00:15:32
მსგავსად ამისა,
შეიძლება გამოცდილმა უხუცესებმა 00:15:35
00:15:35
საკმაოდ პირდაპირი რჩევა მოგვცენ.00:15:38
00:15:38
რა თქმა უნდა, ამ დროს ისინი
ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობენ.00:15:41
00:15:41
ასე რომ, თუ მივიღებთ დახმარებას,00:15:44
00:15:44
ეს ჩვენთვისვე იქნება სასიკეთო.00:15:46
00:15:47
მოდი შევაჯამოთ.00:15:48
00:15:49
როდესაც ჩვენი თვალი
სულიერზეა ფოკუსირებული,00:15:52
00:15:52
ნათლად ვხედავთ,
რა არის იეჰოვას ნება 00:15:54
00:15:54
და ვრწმუნდებით, რომ ღვთის
დაპირებები აუცილებლად შესრულდება.00:15:58
00:15:58
მაგრამ თუ ხარბი თვალი გვექნება,00:16:00
00:16:00
სულიერ ხედვას დავკარგავთ 00:16:02
00:16:02
და ღვთის დაპირებები ბუნდოვანი გახდება.00:16:06
00:16:06
როგორც უკვე განვიხილეთ,00:16:07
00:16:07
თვალს ერთდროულად ორ რამეზე
ფოკუსირება არ შეუძლია.00:16:10
00:16:11
თუ გვეყვარება ის ყველაფერი,
რაც ქვეყნიერებაშია,00:16:15
00:16:15
შეუძლებელი იქნება, ვფოკუსირდეთ
ღვთის ნების შესრულებაზე00:16:19
00:16:19
და დროთა განმავლობაში საერთოდ
დავკარგავთ სულიერ ხედვას.00:16:22
00:16:24
ასე რომ, კარგად დავინახეთ,
რამდენად მნიშვნელოვანია,00:16:27
00:16:27
მთავარზე, ღვთის ნების
შესრულებაზე, ვფოკუსირდეთ.00:16:31
00:16:31
მოდი ყველაფერი გავაკეთოთ,00:16:33
00:16:33
რომ ყოველთვის მთელი გულით
ვემსახუროთ ჩვენს ზეციერ მამას.00:16:37
00:16:39
ვნახოთ, რა დაეხმარა ერთ წყვილს,
კვლავაც მთავარზე ყოფილიყო ფოკუსირებული 00:16:43
00:16:43
და სულიერი მიზნები დაესახა.00:16:45
00:16:50
ვენაში, ქალაქის ცენტრში,
ვიყიდეთ ბინა იპოთეკური სესხით. 00:16:55
00:16:55
იმ დროს 20–25 წლისები ვიყავით. 00:16:58
00:16:58
ძალიან კომფორტული და ლამაზი ბინა იყო. 00:17:01
00:17:01
ხო, ძალიან. 00:17:02
00:17:02
ეს დიდი მიღწევა გვეგონა, 00:17:04
00:17:04
უკვე საკუთარ ბინას ვფლობდით. 00:17:06
00:17:07
მთელი ყურადღება იმაზე მქონდა გადატანილი, 00:17:09
00:17:09
თუ როგორ მეშოვა უფრო მეტი ფული. 00:17:11
00:17:12
ვფიქრობდი, ეს გააბედნიერებდა დორის.00:17:14
00:17:16
ამის გამო დროთა განმავლობაში შეხვედრების
გაცდენა დავიწყეთ. 00:17:21
00:17:21
სხვა სულიერ საქმეებსაც ვეღარ ვუთმობდით დროს, 00:17:24
00:17:24
რაც, რა თქმა უნდა, ცუდად აისახა
ჩვენს ქორწინებაზე. 00:17:27
00:17:27
ერთმა უხუცესმა სამწყემსო მონახულება დაგვიგეგმა. 00:17:31
00:17:31
ჩანდა, რომ გულწრფელად იყო
ჩვენით დაინტერესებული.00:17:34
00:17:34
თბილად გველაპარაკა,
თუმცა საკმაოდ პირდაპირი რჩევებიც მოგვცა. 00:17:38
00:17:38
მან შემახსენა, რომ ჩემი, 00:17:40
00:17:40
როგორც ოჯახის თავის, პასუხისმგებლობა იყო 00:17:42
00:17:42
დორისის სულიერ საჭიროებებზე მეზრუნა. 00:17:45
00:17:45
და არა მხოლოდ ფინანსურზე.00:17:46
00:17:46
ჰო, მართალი ხარ.00:17:48
00:17:48
მისმა სიტყვებმა დამაფიქრა. 00:17:50
00:17:50
მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა. 00:17:52
00:17:52
ძალიან მინდოდა, რომ დორისი ბედნიერი ყოფილიყო 00:17:56
00:17:56
და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, 00:17:58
00:17:58
თუ ორივეს კარგი ურთიერთობა
გვექნებოდა იეჰოვასთან.00:18:02
00:18:02
ამაზე ბევრი ვილაპარაკეთ. 00:18:04
00:18:04
ისევ დავიწყეთ ყოველდღე ერთად ლოცვა. 00:18:07
00:18:07
საბოლოოდ მივხვდით, რომ ბინა უნდა შეგვეცვალა. 00:18:10
00:18:10
იეჰოვას ვთხოვდით, დაგვხმარებოდა ამ
ტვირთის მოშორებაში. 00:18:14
00:18:14
გვინდოდა, რაც შეიძლება მალე გაგვეყიდა ბინა, 00:18:17
00:18:17
ეს დაგვეხმარებოდა ცხოვრების გამარტივებაში.00:18:20
00:18:20
საბედნიეროდ, მალევე შევძელით ბინის გაყიდვა, 00:18:23
00:18:23
რაც იმას ნიშნავდა, რომ ვალი უკვე აღარ გვქონდა.00:18:26
00:18:28
2014 წლის რეგიონულმა კონგრესმაც
კარგი სტიმული მოგვცა.00:18:32
00:18:32
„უპირველესად ეძებეთ სამეფო ...00:18:35
00:18:35
და სხვა დანარჩენი შეგემატებათ“, 00:18:37
00:18:37
ეს იყო კონგრესის მთავარი თემა. 00:18:39
00:18:39
პირველად მაშინ დავუკავშირეთ
ეს სიტყვები საკუთარ თავს.00:18:43
00:18:43
მივხვდით, რომ იეჰოვა ჩვენზეც იზრუნებდა. 00:18:46
00:18:46
მაშინვე იეჰოვას ვთხოვეთ ხელმძღვანელობა. 00:18:49
00:18:49
გვინდოდა, რომ ღვთის სამეფოს
მხარდასაჭერად რაღაც გაგვეკეთებინა. 00:18:52
00:18:52
ასეც მოვიქეცით.00:18:53
00:18:53
კი. 00:18:54
00:18:55
კონგრესიდან რამდენიმე თვეში 00:18:57
00:18:57
დამხმარე პიონერობას შევუდექით
განუსაზღვრელი დროით.00:19:01
00:19:01
სამშენებლო ინდუსტრიაში ვმუშაობ. 00:19:03
00:19:03
ამ სფეროში ნახევარგანაკვეთიანი
სამსახურის შოვნა რთულია, 00:19:07
00:19:07
თუმცა გადავწყვიტე, სამუშაო საათები შემემცირებინა. 00:19:11
00:19:11
ეს იმას ნიშნავდა, რომ ბევრად ნაკლებს
გამოვიმუშავებდი. 00:19:15
00:19:15
როცა ყოველთვიური ხარჯები გამოვთვალე, 00:19:17
00:19:17
მივხვდი, რომ თანხები სწორად
უნდა გაგვენაწილებინა.00:19:20
00:19:21
იეჰოვასადმი ჩემი ნდობა სწორედ აქ გამოიცადა. 00:19:24
00:19:24
ამ საკითხზე ბევრი ვილოცე, 00:19:26
00:19:26
იეჰოვას ვთხოვე გაბედულება მოეცა, 00:19:29
00:19:29
რომ საათების შემცირებაზე
უფროსს დავლაპარაკებოდი. 00:19:32
00:19:32
იმაზეც ვლოცულობდი, იეჰოვას დავერწმუნებინე, 00:19:35
00:19:35
რომ ის იზრუნებდა ჩვენზე.00:19:37
00:19:38
დამხმარე პიონერებად მსახურება ისე მოგვეწონა, 00:19:42
00:19:42
ვიფიქრეთ, შემდეგი წლიდან პიონერობა
ხომ არ დაგვეწყო. 00:19:46
00:19:46
ამიტომ გეგმებს გადავხედეთ. 00:19:48
00:19:48
ჰოდა, ერთ დღესაც პიონერებად
მსახურება დავიწყეთ. 00:19:52
00:19:52
ძალიან ბედნიერები ვიყავით.00:19:55
00:19:55
პიონერობა ძალიან მოგვწონდა. 00:19:56
00:19:56
ხო, ძალიან.00:19:58
00:19:58
გადავწყვიტეთ, ცხოვრება კიდევ
უფრო გაგვემარტივებინა. 00:20:02
00:20:02
პატარა ბინაში გადავედით საცხოვრებლად. 00:20:05
00:20:05
დიდი არ იყო, მაგრამ ყველაფერი გვქონდა,
რაც გვჭირდებოდა. 00:20:09
00:20:09
ერთი „საგუშაგო კოშკის“ სტატია
მინდა გაჩვენოთ, 00:20:12
00:20:12
ასეთი სათაური აქვს:00:20:13
00:20:13
„ყოველდღე ითანამშრომლეთ იეჰოვასთან“. 00:20:16
00:20:16
მე-17 აბზაცში დასმული კითხვა
ჩვენს გულს ძალიან შეეხო.00:20:19
00:20:19
მინდა თქვენც გაგიზიაროთ ეს აზრი:00:20:22
00:20:22
„გსურთ მეტი ცოდნა მიიღოთ, 00:20:24
00:20:24
რათა უკეთ იყოთ მომზადებული წმინდა
მსახურების შესასრულებლად? 00:20:27
00:20:27
თუ ასეა, შეგიძლიათ სამეფოს
მახარობელთა სკოლის ბლანკი შეავსოთ“. 00:20:31
00:20:31
ეს მოწოდება პირადად მივიღეთ. 00:20:34
00:20:34
ხელს არაფერი გვიშლიდა, 00:20:36
00:20:36
ამიტომ ბლანკი შევავსეთ. 00:20:37
00:20:37
და მიგვიწვიეს. 00:20:39
00:20:39
ვერ ვიჯერებდით. 00:20:41
00:20:41
ძაან მაგარი იყო.00:20:43
00:20:43
სკოლაში რომ გვესწავლა, 00:20:45
00:20:45
სამსახურიდან ორი თვე უნდა
გამოგვეთავისუფლებინა. 00:20:48
00:20:48
უფროსმა უარი მითხრა, 00:20:49
00:20:49
ამიტომ სამსახურიდან წამოსვლა მომიწია, 00:20:52
00:20:52
მაგრამ არ ვნანობ. 00:20:53
00:20:53
დღესაც იმავე არჩევანს გავაკეთებდი. 00:20:56
00:20:56
მახარობელთა სკოლაში სწავლა 00:20:58
00:20:58
იეჰოვას საჩუქარი იყო. 00:20:59
00:20:59
ბედნიერები ვიყავით, რომ იეჰოვამ ამხელა
ნდობა გამოგვიცხადა.00:21:03
00:21:04
ეს კი00:21:05
00:21:07
საოცარია. 00:21:08
00:21:11
ახალ კრებაში დაგვნიშნეს, 00:21:14
00:21:14
და-ძმებმა ძალიან თბილად მიგვიღეს. 00:21:15
00:21:16
უდიდეს სიხარულს მანიჭებს 00:21:18
00:21:18
დორისთან ერთად პიონერული მსახურება. 00:21:20
00:21:20
იეჰოვას სიყვარულსა და მხარდაჭერას
ყოველთვის ვგრძნობთ. 00:21:23
00:21:23
მართალია, ახლა იმდენი აღარ გვაქვს, 00:21:26
00:21:26
მაგრამ დღეს ჩვენი ტვირთი უფრო მსუბუქია, 00:21:29
00:21:29
რადგან იეჰოვა ზრუნვას არ გვაკლებს.00:21:31
00:21:31
ერთი წამითაც არაფერს ვნანობთ. 00:21:33
00:21:33
მე ვნანობ. 00:21:34
00:21:34
რას? 00:21:35
00:21:35
რომ პიონერობა უფრო ადრე არ დავიწყეთ. 00:21:38
00:21:38
ჰოო, ეგ კი.00:21:39
00:21:42
ზატლაურების ოჯახი მიჰყვა
იეჰოვას ხელმძღვანელობას00:21:45
00:21:45
და ცხოვრება გაიმარტივა.00:21:47
00:21:47
ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ,
რომ თავიანთი არჩევანი 00:21:50
00:21:50
ასეთ ბედნიერებას მოუტანდა.00:21:52
00:21:53
რისი გაკეთება შეგიძლიათ, თუ ფიქრობთ,
რომ ცხოვრების გამარტივებას ვერ შეძლებთ?00:21:58
00:21:58
ხელს ნუ ჩაიქნევთ.00:21:59
00:21:59
ზაქარიას წიგნის განხილვა ძალებს შეგმატებთ.00:22:02
00:22:06
აღარც კი მახსოვდა, როგორი შთამბეჭდავი
ყოფილა ზაქარიას წიგნი.00:22:10
00:22:10
ჰოო, მეც ერთი სული მქონდა,
როდის განვიხილავდით.00:22:13
00:22:13
აბა, დავიწყოთ?00:22:14
00:22:14
კი, მზად ვარ.00:22:15
00:22:15
იცი რა, სულ იმაზე მეფიქრებოდა,
რაც წინა კვირას განვიხილეთ.00:22:19
00:22:19
რამხელა ზეწოლის ქვეშ იქნებოდნენ იუდეველები:00:22:22
00:22:22
პოლიტიკური არასტაბილურობა,00:22:24
00:22:24
მტრები, გულგატეხილობა.00:22:26
00:22:26
ამას ისიც ემატებოდა,
რომ ტაძარი უნდა აღედგინათ 00:22:29
00:22:29
და თან საკუთარ ოჯახებზეც ეზრუნათ.00:22:31
00:22:32
ეს ყველაფერი მარტივი არ იქნებოდა.00:22:34
00:22:34
ჰო, მართალია.00:22:35
00:22:35
ერთი შეხედვით,
ისინი ძალიან დაუცველები იყვნენ,00:22:38
00:22:38
ჯარი არ ჰყავდათ,00:22:40
00:22:40
არ ფლობდნენ პოლიტიკურ ძალაუფლებას.00:22:42
00:22:42
ეს იყო პატარა ჯგუფი
უზარმაზარი გამოწვევების წინაშე.00:22:45
00:22:45
ზუსტად ამიტომ გაგზავნა იეჰოვამ მათთან ზაქარია და ანგია,00:22:49
00:22:49
რათა გაემხნევებინა ისინი.00:22:51
00:22:51
ანგიამ მათ პირდაპირი მითითებები მისცა,00:22:54
00:22:54
რაც საქმის დასაწყებად სჭირდებოდათ,00:22:56
00:22:56
ზაქარიამ კი გაამხნევა ისინი,
რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანათ.00:23:00
00:23:00
„ზაქარიას“ წიგნში ბევრი დეტალია,00:23:02
00:23:02
ხომ არ ჯობს ნაწილ-ნაწილ გამოვიკვლიოთ?00:23:05
00:23:05
კარგი აზრია.00:23:06
00:23:06
ვიდეოში „ზოგადი ცნობები წიგნ ზაქარია შესახებ“,00:23:09
00:23:09
მნიშვნელოვან აზრებს ესმება ხაზი.00:23:11
00:23:11
მათ შორის, წინასწარმეტყველებებს მესიაზე.00:23:13
00:23:13
კვლევაში ზაქარიას წიგნის მოკლე შინაარსიც დამეხმარა.00:23:17
00:23:17
მე-5 ხილვით დავიწყე,00:23:18
00:23:18
ერთი სალამპრე და ორი ზეთისხილის ხე.00:23:21
00:23:21
კარგი არჩევანია, რა აღმოაჩინე?00:23:23
00:23:23
„საგუშაგო კოშკში“ ერთი საინტერესო სტატია ვიპოვე,00:23:27
00:23:27
„ხედავთ იმას, რაც ზაქარიამ ნახა?“00:23:29
00:23:30
აქ მოცემული დეტალები
და ილუსტრაციები ძალიან დამეხმარა.00:23:33
00:23:34
ვაა, როგორ მიაგენი?00:23:35
00:23:35
ბიბლიური მუხლების საძიებელი გამოვიყენე 00:23:38
00:23:38
და მუხლებთან მოცემულ წყაროებს გავეცანი.00:23:40
00:23:40
კარგი მეთოდია.00:23:42
00:23:42
ამ სტატიაში ახსნილი იყო, 00:23:43
00:23:43
რომ ზეთი, რომელიც სალამპრეს
უწყვეტად მიეწოდებოდა,00:23:47
00:23:47
იეჰოვას წმინდა სულს,00:23:48
00:23:48
მის უსაზღვრო ძალას განასახიერებდა.00:23:50
00:23:51
ალბათ, როგორ გაამხნევებდა ის იუდეველებს.00:23:54
00:23:54
ისინი უკვე გადაღლილები
და გულგატეხილები იყვნენ.00:23:57
00:23:57
ახლა კი იეჰოვამ დაარწმუნა ისინი,
რომ არ შეწყვეტდა მათ დახმარებას.00:24:01
00:24:02
თუმცა ამით არ მთავრდება.00:24:04
00:24:04
ნახე, რას ამბობს იეჰოვა ზაქარიას 4:6, 7-ში:00:24:08
00:24:08
„არც ჯარითა და არც ძალით, არამედ ჩემი სულით“, 00:24:12
00:24:12
-ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. 00:24:14
00:24:14
ვინა ხარ, დიდო მთაო?! 00:24:16
00:24:16
გავაკდები ზერუბაბელის წინაშე“.00:24:18
00:24:18
რა შთამბეჭდავი შედარებაა.00:24:20
00:24:20
ის წინააღმდეგობა, რომელსაც
იუდეველები აწყდებოდნენ,00:24:24
00:24:24
უზარმაზარი მთასავით იყო,00:24:25
00:24:25
მაგრამ, როგორც ზაქარია აღწერს,
ის ვაკედ იქცეოდა.00:24:29
00:24:29
ასე რომ, ვერც სპარსეთის იმპერია00:24:31
00:24:31
და ვერც სხვა წინააღმდეგობა
ვერ შეაჩერებდა ამ საქმეს.00:24:34
00:24:34
მათ ჯარი სულაც არ სჭირდებოდათ,00:24:36
00:24:36
რადგან იეჰოვა იყო მათთან.00:24:38
00:24:38
ისე, როგორი წარმოსადგენია,00:24:40
00:24:40
უზარმაზარი მთა შენ თვალწინ რომ ჩამოიშლება.00:24:43
00:24:44
ჰო, ისინი ნათლად დაინახავდნენ,00:24:46
00:24:46
რომ მათი წარმატება გარემოებებზე
ან საკუთარ შესაძლებლობებზე კი არა,00:24:50
00:24:50
იეჰოვაზე იყო დამოკიდებული.00:24:52
00:24:53
მართალია, ამ ცნობამ მათზე დადებითად იმოქმედა.00:24:56
00:24:56
იუდეველები, წინააღმდეგობის მიუხედავად,
მიენდნენ იეჰოვას00:25:00
00:25:00
და ტაძრის აღდგენითი სამუშაოები
დაახლოებით 4 წელიწადში დაასრულეს.00:25:05
00:25:05
მათ საკუთარი თვალით დაინახეს,
როგორ მოქმედებდა იეჰოვას სული.00:25:09
00:25:09
სპარსეთის მეფემ ტაძრის მშენებლობის
აკრძალვა გააუქმა 00:25:13
00:25:13
და მეზობელ ერებს უბრძანა,
რომ იუდეველებისთვის 00:25:15
00:25:15
ყველანაირად დაეჭირათ მხარი.00:25:17
00:25:17
ამ ყველაფრის მიღმა იეჰოვა იდგა.00:25:19
00:25:19
ასე ვთქვათ, ღმერთმა მთა გაავაკა.00:25:21
00:25:21
რას გვასწავლის ეს იეჰოვას შესახებ?00:25:24
00:25:24
ეს ხილვა მარწმუნებს,00:25:26
00:25:26
რომ იეჰოვას სულს შეუძლია
ისეთი რამ მოიმოქმედოს,00:25:28
00:25:28
რაც ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანს.00:25:31
00:25:31
მას ესმის, რომ ზოგჯერ ჩვენც,
იუდეველების მსგავსად,00:25:34
00:25:34
შეიძლება გულგატეხილები
ან შეშინებულები ვიყოთ.00:25:37
00:25:38
ასეთ დროს წარმოსახვის უნარი
დაგვეხმარება, დავინახოთ,00:25:41
00:25:41
რამხელა ძალა აქვს იეჰოვას.00:25:43
00:25:43
კარგი რჩევაა, ანუ წაკითხული
გონებაში უნდა გავაცოცხლოთ.00:25:47
00:25:47
ზუსტად.00:25:48
00:25:48
შენ რომ იპოვე, იმ სტატიის სათაურიც ხომ ამაზეა,00:25:51
00:25:51
„ხედავთ იმას, რაც ზაქარიამ ნახა?“.00:25:53
00:25:54
ისე, პრაქტიკულად როგორ შეგვიძლია
ამის გაკეთება?00:25:56
00:25:57
სიმართლე გითხრა,
ზოგჯერ ძალიან გადაღლილი ვარ.00:26:00
00:26:00
სულიერი საქმეების გარდა,00:26:02
00:26:02
სხვა უამრავი პასუხისმგებლობაც მაქვს:00:26:04
00:26:04
ოჯახური მოვალეობები,00:26:06
00:26:06
სამსახური,00:26:07
00:26:07
ჯანმრთელობაზე ზრუნვა00:26:09
00:26:09
და ამას დამატებული მუდმივი წნეხი ქვეყნიერებისგან.00:26:12
00:26:13
ზოგჯერ ისეთი დაღლილი ვარ,00:26:14
00:26:14
ცდუნება მიჩნდება კრებას ზუმით დავესწრო.00:26:17
00:26:17
ჰო, მეც.00:26:18
00:26:18
მაგრამ ზაქარიას ხილვაზე ფიქრი, ძალიან მამხნევებს00:26:22
00:26:22
და შემახსენებს, რომ იეჰოვა აუცილებლად მომცემს
ფიზიკურ და ემოციურ ძალებს.00:26:26
00:26:26
გეთანხმები, როცა ვამჩნევ,
რომ შემართებას ვკარგავ,00:26:30
00:26:30
იეჰოვას წმინდა სულს ვთხოვ 00:26:31
00:26:31
და ვცდილობ ლოცვის თანახმად ვიმოქმედო.00:26:34
00:26:34
ზოგჯერ შეიძლება განწყობა არ გვქონდეს,00:26:36
00:26:36
მაგრამ მაინც უნდა წავიდეთ კრებაზე და ვიმსახუროთ.00:26:39
00:26:39
ამით ვაჩვენებთ, რომ ვენდობით იეჰოვას00:26:42
00:26:42
და გვჯერა, რომ ძალას შეგვმატებს.00:26:44
00:26:44
მინდა, იეჰოვას მივბაძო და ყველაფერი
გავაკეთო სხვების დასახმარებლად.00:26:48
00:26:48
განსაკუთრებით მაშინ,
როცა გულგატეხილები არიან.00:26:51
00:26:51
მინდა დავარწმუნო ისინი,
რომ იეჰოვა ზრუნავს მათზე00:26:55
00:26:55
და საჭირო ძალებსაც მისცემს.00:26:56
00:26:57
კარგი მიზანი გაქვს.00:26:58
00:26:59
სხვათა შორის, ეს აზრები მომავალშიც
გამოგვადგება, როცა დევნას შევხვდებით.00:27:03
00:27:03
მომეწონა, რაც შენ თქვი,00:27:05
00:27:05
რომ წარმატება უნარებსა
და გარემოებებზე კი არა,00:27:08
00:27:08
იეჰოვას წმინდა სულზეა დამოკიდებული.00:27:10
00:27:11
მომეწონა დღევანდელი განხილვა.00:27:13
00:27:13
საკითხი პატარ-პატარა მონაკვეთებად დავყავით
და ისე გამოვიკვლიეთ,00:27:16
00:27:16
გამოვიყენეთ ბიბლიური მუხლების საძიებელი00:27:19
00:27:19
და გონებაში გავაცოცხლეთ წაკითხული.00:27:21
00:27:23
ახლა ის ხომ არ გამოვიკვლიოთ,
თუ რას განასახიერებს ორი ჯოხი?00:27:26
00:27:26
რატომაც არა.00:27:28
00:27:28
ძალიან მინდა, იმ
წინასწარმეტყველებებსაც ჩავუღრმავდეთ,00:27:31
00:27:31
რომელიც მესიას უკავშირდება00:27:33
00:27:33
და ისიც, როგორ უკავშირდება ამ წიგნში ჩაწერილი
ბიბლიის მთავარ თემას.00:27:37
00:27:38
სხვათა შორის, ზაქარიას სხვა ხილვებიც
ძალიან საინტერესოა.00:27:41
00:27:41
მგონი ოჯახური შესწავლისთვის ბევრი
საინტერესო თემა მოგვიგროვდა00:27:45
00:27:45
და ეს მხოლოდ დასაწყისია.00:27:47
00:27:49
რა პრაქტიკული აზრები მოვისმინეთ?!00:27:51
00:27:52
წარმატება ჩვენს უნარებზე ან
გარემოებებზე არ არის დამოკიდებული.00:27:56
00:27:56
თუ მორჩილები ვიქნებით,00:27:58
00:27:58
იეჰოვა წმინდა სულით აუცილებლად დაგვეხმარება.00:28:01
00:28:03
ერთ-ერთი საშუალება, რითაც შეგვიძლია
მთავარზე ვიყოთ ფოკუსირებული,00:28:07
00:28:07
ბეთელში შტატგარეშედ მსახურებაა.00:28:09
00:28:09
ვნახოთ შემდეგი ვიდეო და გავიგოთ,00:28:12
00:28:12
როგორია ერთი დღე ბეთელის შტატგარეშე
თანამშრომლის ცხოვრებიდან.00:28:15
00:28:16
გამარჯობა, მე ჰეინი მქვია,00:28:19
00:28:19
სამხრეთ კორეის ფილიალში
შტატგარეშე თანამშრომელი ვარ.00:28:22
00:28:37
რადგან არარეგულარული
შტატგარეშე თანამშრომელი ვარ,00:28:40
00:28:41
ბეთელში მაშინ მივდივარ ხოლმე,
როცა ამის საჭიროებაა.00:28:44
00:28:46
თუ გადატვირთული მოძრაობა არ არის ხოლმე,00:28:49
00:28:49
ბეთელამდე დაახლოებით 45 წუთი მჭირდება.00:28:52
00:28:53
კარგი ის არის, რომ
მანქანის ტარება მომწონს,00:28:56
00:28:56
ამიტომ გზაში საერთოდ არ ვიღლები.00:28:58
00:29:01
როცა ბეთელში მივდივარ,
დილის პროგრამას ვესწრები,00:29:04
00:29:04
ბოლო დროს განსაკუთრებით
დამამახსოვრდა ერთ-ერთი დილის პროგრამა,00:29:08
00:29:08
ძმამ იაკობის 1:2–4 მუხლები განიხილა.00:29:12
00:29:12
მან განსაცდელები და სირთულეები
მასწავლებლებს შეადარა,00:29:16
00:29:16
რომლებიც გვეხმარებიან, სულიერად გავიზარდოთ.00:29:19
00:29:20
როცა განსაცდელის წინაშე ხარ,00:29:22
00:29:22
ადვილი არ არის დაფიქრდე,00:29:24
00:29:24
რისი სწავლა შეგიძლია ამ სიტუაციიდან.00:29:27
00:29:27
ამ მოხსენების მთავარი არსი ის იყო,
რომ დაენახებინა ჩვენთვის,00:29:31
00:29:31
თუ როგორ გვეხმარება ლოცვა,00:29:33
00:29:33
პირადი შესწავლა,00:29:35
00:29:35
ბიბლიის კითხვა და მასზე ფიქრი,00:29:37
00:29:37
რომ ცხოვრებაში რა სირთულესაც
არ უნდა შევხვდეთ,00:29:40
00:29:40
სიხარული არ დავკარგოთ.00:29:42
00:29:42
დილის პროგრამები ძალიან მამხნევებს ხოლმე,00:29:45
00:29:45
ყოველთვის რაღაც ახალს ვსწავლობ.00:29:47
00:29:48
სატრანსპორტო განყოფილებაში ვმსახურობ.00:29:50
00:29:50
ეს განყოფილება უზრუნველყოფს იმ სრული
დროით მსახურების ტრანსპორტირებას,00:29:55
00:29:55
რომლებიც სხვა ქვეყნებიდან
სტუმრობენ ჩვენს ბეთელს.00:29:58
00:30:14
ყოველთვის შევახსენებ ხოლმე საკუთარ თავს,00:30:17
00:30:17
რომ ბეთელის მთავარი მიზანია,
მხარი დაუჭიროს სამქადაგებლო საქმეს.00:30:21
00:30:23
სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული
სრული დროით მსახურები,00:30:27
00:30:27
რომლებიც ჩვენს ბეთელს სტუმრობენ,00:30:29
00:30:29
ძალიან მადლიერები არიან ხოლმე.00:30:31
00:30:32
როცა ვიაზრებ, რომ მეც შემიძლია
მათთვის რაღაცის კეთება,00:30:35
00:30:35
ეს უდიდეს კმაყოფილებას და სიხარულს მანიჭებს.00:30:39
00:30:42
როგორც წესი, მგზავრობას საათნახევრიდან
ორ საათამდე სჭირდება.00:30:46
00:30:46
გზაში ბევრ თემაზე ვასწრებთ საუბარს.00:30:49
00:30:50
ისეთი განცდა მრჩება,
რომ დიდი ხნის მეგობრებს ვხვდები.00:30:53
00:30:55
ერთმანეთს ვუზიარებთ ხოლმე შემთხვევებს,00:30:58
00:30:58
როგორ გაგვამხნევა და გაგვაძლიერა
იეჰოვამ რთულ სიტუაციებში.00:31:02
00:31:02
ასეთი გამამხნევებელი ისტორიების
მოსმენა ძალიან მიყვარს.00:31:06
00:31:11
სიმართლე რომ გითხრათ,00:31:12
00:31:12
თავიდან ბეთელში მსახურების
დიდი სურვილი არ მქონდა.00:31:16
00:31:17
მაგრამ ერთხელ ჩემმა
ახლო მეგობარმა ასეთი რამ მითხრა:00:31:21
00:31:21
„იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ავირჩიოთ,
სად ვემსახურებით იეჰოვას 00:31:25
00:31:25
ან დავიწუნოთ ესა თუ ის დავალება,00:31:27
00:31:27
ჯობს, ეს საკითხი იეჰოვას მიანდო“. 00:31:29
00:31:29
ის მართალი იყო.00:31:30
00:31:30
ასე რომ, გადავწყვიდე, მეცადა 00:31:32
00:31:32
და ბეთელში მსახურების განცხადება შევავსე.00:31:35
00:31:36
ძალიან ბედნიერი ვარ,00:31:37
00:31:37
რომ აქ მსახურების შესაძლებლობა მაქვს.00:31:40
00:31:44
სამსახურის გრაფიკის შეცვლა მომიწია,00:31:46
00:31:47
რაც მარტივი არ იყო.00:31:48
00:31:49
ისიც მაშინებდა, ხომ არ გამიჭირდებოდა ფინანსურად,00:31:52
00:31:52
მაგრამ როგორც კი აქ მსახურება დავიწყე,00:31:55
00:31:55
თითქოს წუხილი სადღაც გაქრა.00:31:57
00:31:58
ყველაფერი ისე აეწყო,00:31:59
00:31:59
რომ დღეს სამსახურიც მაქვს
და ბეთელშიც ვმსახურობ.00:32:03
00:32:07
სამსახურის და ბეთელის გარდა00:32:09
00:32:09
ოჯახის წევრებზე ზრუნვაც მიწევდა.00:32:12
00:32:13
სულიერ განრიგს რომ მივყვე,00:32:14
00:32:14
პირადი შესწავლისთვის კონკრეტული
დღე მაქვს გამოყოფილი.00:32:18
00:32:19
სწორედ ეს მეხმარება, იეჰოვასთან
ახლო ურთიერთობა მქონდეს.00:32:23
00:32:23
ხანდახან გადაღლილი
და ძალაგამოცლილი ვარ.00:32:26
00:32:27
მაგრამ პირადი შესწავლა მეხმარება,
განვიახლო ძალები 00:32:30
00:32:30
და კვლავაც გულმოდგინედ
განვაგრძო მსახურება.00:32:33
00:32:34
სულიერ საქმეებში მონაწილეობა ჟანგბადივითაა,00:32:37
00:32:37
ამიტომ როგორი გადატვირთული
გრაფიკიც არ უნდა მქონდეს,00:32:40
00:32:40
ვცდილობ, რომ ყოველთვის საკმარისი
დრო მქონდეს გამოყოფილი ამისთვის.00:32:44
00:32:45
როცა ბეთელში მოვდივარ,00:32:46
00:32:46
ფსალმუნის 84:10-ე მუხლზე ვფიქრობ ხოლმე,00:32:50
00:32:50
სადაც ნათქვამია:00:32:52
00:32:52
„ერთი დღე შენს ეზოებში სხვაგან
გატარებულ ათასს სჯობია!“.00:32:56
00:32:57
რა დავალებაც არ უნდა მივიღო მომავალში,00:32:59
00:32:59
მინდა, იეჰოვას ყოველთვის სიხარულით 00:33:02
00:33:02
და მადლიერებით სავსე გულით ვემსახურო.00:33:05
00:33:15
ბეთელში შტატგარეშედ მსახურებას
კონცენტრირება და ძალისხმევა სჭირდება.00:33:20
00:33:20
შენიშნეთ, რა ეხმარება ჰეინს
სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში?00:33:24
00:33:24
ის რეგულარულად გამოყოფს დროს
პირადი შესწავლისთვის,00:33:28
00:33:28
რათა ძალები აღიდგინოს.00:33:29
00:33:30
ღვთის სიტყვის შესწავლას შეუძლია
ჩვენი სულიერი ხედვა გააუმჯობესოს.00:33:35
00:33:35
ასე შევძლებთ, დაპირებული მომავალი
ნათლად დავინახოთ.00:33:38
00:33:39
სწორედ ამ საკითხზე იქნება საუბარი
ბეთელის დილის პროგრამაში.00:33:43
00:33:44
დღევანდელი მოხსენების სათაური ასეთია00:33:46
00:33:46
„გჯეროდეთ, რომ იეჰოვა სიყვარული ურყევია“.00:33:50
00:33:50
რატომ შევარჩიეთ ასეთი საკითხი?00:33:52
00:33:52
იმიტომ, რომ ზოგჯერ შეიძლება ეჭვი შეგვეპაროს,00:33:56
00:33:56
ნამდვილად ვუყვარვართ თუ არა იეჰოვას.00:33:58
00:33:58
შეიძლება ამის მიზეზი ჩვენი წარსული იყოს. 00:34:01
00:34:01
მაგალითად: აღზრდა, 00:34:03
00:34:03
დაშვებული შეცდომები 00:34:05
00:34:05
ან ცუდი გამოცდილება.00:34:07
00:34:07
ან შეიძლება ახლა გაქვთ ცხოვრებაში რთული პერიოდი.00:34:11
00:34:11
შეიძლება მოსვენებას გიკარგავთ იმაზე ფიქრი, 00:34:14
00:34:14
როგორ გაართმევთ თავს
ოჯახურ პასუხისმგებლობებს.00:34:17
00:34:17
შესაძლოა ბევრი მუშაობა გიწევთ 00:34:19
00:34:19
ან ჯანმრთელობის სერიოზული
პრობლემები გაქვთ. 00:34:22
00:34:22
ასეთ მომენტებში განსაკუთრებით ვგრძნობთ, 00:34:24
00:34:24
როგორ გვჭირდება იეჰოვას მხარდაჭერა.00:34:27
00:34:27
ისიც ვიცით, რომ ადრე თუ გვიან რწმენის
გამოცდებსაც შევხვდებით. 00:34:31
00:34:31
ამ დროს შეიძლება ისიც გვაფიქრებდეს, 00:34:34
00:34:34
შევძლებთ თუ არა
ერთგულების შენარჩუნებას. 00:34:37
00:34:37
მიუხედავად იმისა,
რა გამოგვიცდია წარსულში, 00:34:40
00:34:40
რა სირთულეებს ვაწყდებით ახლა 00:34:42
00:34:42
ან რა გველის მომავალში, 00:34:43
00:34:43
უნდა გვჯეროდეს, რომ
იეჰოვას სიყვარული ურყევია.00:34:46
00:34:46
ერთ-ერთი, რითაც შეგვიძლია 00:34:48
00:34:48
ნდობა განვიმტკიცოთ, იეჰოვას ურყევი
სიყვარულის მიმართ, 00:34:52
00:34:52
დანიელის 9:4-ში წერია. 00:34:54
00:34:54
ეს მუხლი დღევანდელი მუხლის
კომენტარშიც არის ციტირებული, 00:34:58
00:34:58
მაგრამ მოდი მთლიანად წავიკითხოთ:00:35:01
00:35:01
„შევევედრე იეჰოვას, ჩემს ღმერთს, 00:35:05
00:35:05
და ვაღიარე ცოდვები:00:35:06
00:35:06
„იეჰოვა, ჭეშმარიტო ღმერთო, 00:35:09
00:35:09
დიდებულო და შიშის მომგვრელო, 00:35:11
00:35:11
შეთანხმებას რომ იცავ 00:35:13
00:35:13
და ურყევი რომაა შენი სიყვარული
შენს მოყვარულთა, 00:35:16
00:35:16
შენი მცნებების დამცველთა მიმართ!“00:35:19
00:35:19
ეს არის დანიელის მიერ
წარმოთქმული ლოცვა.00:35:22
00:35:22
აქ ის იმაზე საუბრობს, 00:35:24
00:35:24
რომ იეჰოვა ყოველთვის ასრულებს
თავის დაპირებებს 00:35:27
00:35:27
და ურყევ სიყვარულს ავლენს
თავისი მსახურების მიმართ.00:35:31
00:35:31
მოდი უფრო ჩავუღრმავდეთ ამ მუხლს. 00:35:33
00:35:33
კონტექსტი მიმოვიხილოთ,00:35:35
00:35:35
გავიგოთ, რა სიტუაცია იყო იმ დროს, 00:35:38
00:35:38
როცა დანიელმა ეს ლოცვა წარმოთქვა. 00:35:40
00:35:40
ეს დაგვარწმუნებს, რომ იეჰოვა ჩვენ 00:35:42
00:35:42
მიმართაც გამოავლენს ურყევ სიყვარულს.00:35:45
00:35:45
დავფიქრდეთ, რატომ წარმოთქვა
დანიელმა ეს ლოცვა.00:35:48
00:35:48
ყურადღება მიაქციეთ მე-2 მუხლს:00:35:52
00:35:52
„მისი მეფობის პირველ წელს 00:35:54
00:35:54
მე, დანიელმა, წიგნებიდან გავიგე
იმ წლების რიცხვი, 00:35:58
00:35:58
რომელიც იეჰოვამ იერემია
წინასწარმეტყველს გამოუცხადა — 00:36:03
00:36:03
იერუსალიმი 70 წელი
უნდა ყოფილიყო განადგურებული“.00:36:06
00:36:06
როდის მოხდა ეს ყველაფერი?00:36:08
00:36:08
ძვ. წ. 539 წელს.00:36:12
00:36:12
68 წელი იყო გასული იერუსალიმის 00:36:15
00:36:15
განადგურებიდან და გაპარტახებიდან. 00:36:17
00:36:17
დანიელმა წიგნების ანუ წმინდა წერილების
გამოკვლევა დაიწყო.00:36:21
00:36:21
ბიბლიის რომელ წიგნებზე
მიუწვდებოდა ხელი? 00:36:24
00:36:24
როგორც ჩანს, დანიელისთვის მაშინ
ხელმისაწვდომი იყო მოსეს, 00:36:28
00:36:28
ესაიას, იერემიას, ეზეკიელის, 00:36:31
00:36:31
ამოსის და ოსიას წიგნები.00:36:33
00:36:34
დანიელმა, დიდი ალბათობით,
იერემიას 29:10 წაიკითხა.00:36:38
00:36:39
აქ ასეთი სიტყვები წერია:00:36:41
00:36:41
„აი, რას ამბობს იეჰოვა:00:36:43
00:36:43
„ბაბილონში თქვენი გადასახლებიდან
70 წელი რომ გავა, 00:36:47
00:36:47
მაშინ მოგხედავთ, 00:36:49
00:36:49
შევასრულებ ჩემს დაპირებას 00:36:51
00:36:51
და დაგაბრუნებთ სამშობლოში.“00:36:53
00:36:53
დანიელი ხედავდა, რომ მიმდინარე მოვლენები 00:36:56
00:36:56
ბიბლიური წინასწარმეტყველების
შესრულებაზე მიუთითებდა.00:37:00
00:37:00
მან იცოდა, რომ კიროსი,
რომელიც უკვე მეფობდა, 00:37:03
00:37:03
სწორედ ის იყო, ვისაც
წინასწარმეტყველების თანახმად00:37:06
00:37:06
ისრაელები უნდა გაეთავისუფლებინა.00:37:08
00:37:08
შეიძლება მან ყველა დეტალი არ იცოდა, 00:37:11
00:37:11
მაგრამ სჯეროდა, რომ
ამ წინასწარმეტყველების 00:37:13
00:37:13
შესრულების დრო ძალიან ახლოს იყო. 00:37:15
00:37:15
სწორედ ამან აღძრა,
რომ იეჰოვასთვის ლოცვით მიემართა. 00:37:19
00:37:19
დანიელის ლოცვა მე-9 თავის მე-4–მე-19
მუხლებშია ჩაწერილი. 00:37:24
00:37:24
ლოცვის შინაარსიდან კარგად ჩანს, 00:37:26
00:37:26
რომ მას გულსა და გონებაში ჰქონდა
იერემიას წინასწარმეტყველება 00:37:30
00:37:30
და დარწმუნებული იყო, რომ ის
აუცილებლად შესრულდებოდა.00:37:33
00:37:33
ერთ წყაროში ასეთი რამაა ნათქვამი:00:37:36
00:37:36
„დანიელის ლოცვა იერემიას წიგნის 00:37:38
00:37:38
მხოლოდ ერთ-ორ მონაკვეთს კი არ ეფუძნება,00:37:40
00:37:40
არამედ მთლიანი წიგნის შინაარსს“.00:37:43
00:37:43
მისი სიტყვებიდან კარგად ჩანს, 00:37:46
00:37:46
რამდენად სჭირდებოდა მთელ ერს, 00:37:48
00:37:48
რომ იეჰოვას მათდამი
ურყევი სიყვარული გამოევლინა. 00:37:51
00:37:51
ის იეჰოვას მიმტევებლობას და ერთგულებას 00:37:54
00:37:54
უპირისპირებს ისრაელების ორგულობას.00:37:57
00:37:57
დანიელმა იმასაც გაუსვა ხაზი, 00:37:59
00:37:59
რომ ყველა უბედურება, რაც
ისრაელს დაატყდა თავს, 00:38:02
00:38:02
ის იყო, რაზეც იეჰოვა
მანამდე აფრთხილებდა.00:38:05
00:38:05
მე-13 მუხლი წავიკითხოთ.00:38:06
00:38:06
აქ ნათქვამია: 00:38:08
00:38:08
„გვეწია მოსეს კანონში ჩაწერილი ყველა უბედურება“.00:38:12
00:38:12
რა ჩანს აქედან?00:38:13
00:38:14
დანიელმა იცოდა, რომ
წინასწარმეტყველებები 00:38:17
00:38:17
მხოლოდ ურჩობის შედეგებზე არ საუბრობდა. 00:38:19
00:38:19
იქ იმაზეც იყო საუბარი, რომ ისრაელები 00:38:22
00:38:22
სამშობლოში დაბრუნებას შეძლებდნენ. 00:38:24
00:38:24
ლევიანების, კანონის, ესაიას
და იერემიას წიგნებში 00:38:28
00:38:28
მოცემული იყო დაპირებები, 00:38:30
00:38:30
რომ თუ ისრაელები მოინანიებდნენ, 00:38:32
00:38:32
შეძლებდნენ თავიანთ მიწაზე დაბრუნებას.00:38:35
00:38:35
ყურადღება მიაქციეთ, როგორ ამთავრებს
დანიელი ლოცვას.00:38:40
00:38:40
მე-19 მუხლი წავიკითხოთ:00:38:43
00:38:43
„ისმინე, იეჰოვა! 00:38:44
00:38:44
გვაპატიე, იეჰოვა! 00:38:46
00:38:46
მოგვხედე და იმოქმედე, იეჰოვა! 00:38:48
00:38:48
ნუ დააყოვნებ შენი სახელის გულისთვის, 00:38:50
00:38:50
ჩემო ღმერთო, 00:38:51
00:38:51
რადგან შენი სახელით
იწოდება შენი ქალაქი 00:38:54
00:38:54
და შენი ხალხი“.00:38:55
00:38:56
მოდი ერთ დეტალს მივაქციოთ ყურადღება. 00:38:59
00:38:59
დანიელი იეჰოვას ემუდარება, 00:39:01
00:39:01
რომ იმოქმედოს თავისი სახელისთვის. 00:39:04
00:39:04
საინტერესოა, რომ იეჰოვას სახელი 00:39:06
00:39:06
დანიელის წიგნში 19-ჯერ
არის მოხსენიებული, 00:39:09
00:39:09
აქედან 18 სწორედ მე-9 თავში გვხვდება, 00:39:11
00:39:11
ხოლო 14 უშუალოდ ამ ლოცვაში.00:39:14
00:39:14
საინტერესოა, რატომ სთხოვს ის იეჰოვას, 00:39:16
00:39:16
იმოქმედოს თავისი სახელის გულისთვის?00:39:19
00:39:19
დანიელი კარგად ხვდებოდა, რომ საქმე 00:39:21
00:39:21
მხოლოდ ისრაელის გათავისუფლებას არ ეხებოდა. 00:39:24
00:39:24
იეჰოვას ხომ ნათქვამი ჰქონდა მათთვის, 00:39:26
00:39:26
რომ სამშობლოში დააბრუნებდა 00:39:28
00:39:28
და თუ ის ამ დაპირებას არ შეასრულებდა, 00:39:31
00:39:31
ეს მის რეპუტაციას შელახავდა. 00:39:33
00:39:33
მას ისიც კარგად ესმოდა, 00:39:35
00:39:35
რომ იეჰოვას პიროვნებას00:39:36
00:39:36
და მისი სახელის მნიშვნელობას ვერ ჩასწვდები, 00:39:39
00:39:39
თუ იმას არ გაიაზრებ, რომ ურყევი სიყვარული 00:39:41
00:39:41
მისი ბუნების ნაწილია.00:39:43
00:39:43
ასე რომ, როცა იეჰოვა
თავის ხალხს ეხმარებოდა, 00:39:46
00:39:46
თავის სახელსაც განწმენდდა. 00:39:48
00:39:49
რისი სწავლა შეგვიძლია
დანიელის ლოცვიდან? 00:39:52
00:39:52
როგორ განგვიმტკიცებს
ეს იეჰოვასადმი ნდობას, 00:39:54
00:39:54
რომ ურყევი სიყვარულის გამო
ჩვენ დასახმარებლად იმოქმედებს?00:39:58
00:39:58
პირველი: დავინახეთ, რომ იეჰოვა
არასდროს მიატოვებს თავის ხალხს. 00:40:03
00:40:03
იეჰოვამ წინასწარ გააფრთხილა ისრაელები, 00:40:06
00:40:06
სადამდე მიიყვანდათ დაუმორჩილებლობა, 00:40:09
00:40:09
მაგრამ იმასაც დაჰპირდა, რომ
თუ მთელი გულით მოინანიებდნენ, 00:40:13
00:40:13
კვლავ აკურთხებდა და
სამშობლოში დააბრუნებდა. 00:40:16
00:40:16
მართლაც, ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა.00:40:19
00:40:19
ეს ჩვენთვის გამამხნევებელია, 00:40:21
00:40:21
რადგან როცა შეცდომებს დავუშვებთ, 00:40:24
00:40:24
დარწმუნებული ვიქნებით, რომ თუ მოვინანიებთ, 00:40:26
00:40:26
იეჰოვა დახმარების ხელს გამოგვიწვდის. 00:40:29
00:40:29
როგორც დანიელის და ისრაელების შემთხვევაში იყო, 00:40:32
00:40:32
იეჰოვა ჩვენ გვერდით იქნება 00:40:34
00:40:34
და არასოდეს მიგვატოვებს.00:40:36
00:40:37
კიდევ რისი სწავლა შეგვიძლია?00:40:39
00:40:39
ბიბლიური წინასწარმეტყველებების გამოკვლევა 00:40:42
00:40:42
იეჰოვას ურყევი სიყვარულსადმი
ნდობას განგვიმტკიცებს. 00:40:45
00:40:45
სწორედ ასე მოხდა დანიელის შემთხვევაშიც. 00:40:48
00:40:48
ის წმინდა წერილების
კვლევის შედეგად დარწმუნდა, 00:40:51
00:40:51
რომ იეჰოვა აუცილებლად იმოქმედებდა. 00:40:54
00:40:54
ერთ სტატიაში ასეთი რამ ეწერა:00:40:57
00:40:57
„როცა ვიგებთ, როგორ შესრულდა 00:40:59
00:40:59
ღვთის სიტყვაში ჩაწერილი
წინასწარმეტყველებები, 00:41:01
00:41:01
იეჰოვასადმი ნდობა გვიმტკიცდება 00:41:04
00:41:04
და იმაშიც ვრწმუნდებით, რომ ის 00:41:06
00:41:06
ყოველთვის ჩვენს სასიკეთოდ
გვაძლევს მითითებებს, 00:41:08
00:41:08
ამასთანავე სირთულეების
დროსაც იმედიანად ვართ, 00:41:12
00:41:12
რადგან იოტისოდენა ეჭვი არ გვეპარება, 00:41:14
00:41:14
რომ მომავალთან დაკავშირებული
წინასწარმეტყველებები 00:41:17
00:41:17
აუცილებლად შესრულდება.00:41:19
00:41:20
მესამე, რასაც ვსწავლობთ, ის არის, 00:41:22
00:41:22
რომ ურყევი სიყვარული 00:41:24
00:41:24
იეჰოვას რეპუტაციას და
მის პიროვნებას უკავშირდება. 00:41:27
00:41:27
ისევე როგორც დანიელს, 00:41:29
00:41:29
ამაში არც ჩვენ გვეპარება ეჭვი. 00:41:31
00:41:31
როცა იეჰოვა ჩვენდამი სიყვარულს ავლენს, 00:41:34
00:41:34
ამით აჩვენებს, როგორი ღმერთია.00:41:36
00:41:36
რა არის უდიდესი გარანტია, რომ იეჰოვა 00:41:39
00:41:39
შეასრულებს თავის დაპირებებს
და იზრუნებს ჩვენზე? 00:41:42
00:41:42
ის რომ, ეს საკითხი მის სახელს და
რეპუტაციას უკავშირდება.00:41:47
00:41:47
მეოთხე, რასაც ვსწავლობთ, ის არის, 00:41:49
00:41:49
რომ იეჰოვა ყველაფერს
თავის დროზე ჰფენს ნათელს. 00:41:53
00:41:53
დანიელს შეეძლო მიმდინარე მოვლენები 00:41:55
00:41:55
ბიბლიურ წინასწარმეტყველებებთან
დაეკავშირებინა. 00:41:58
00:41:58
იეჰოვამ იზრუნა, რომ მას საჭირო ინფორმაცია
საჭირო დროს ჰქონოდა. 00:42:03
00:42:03
იეჰოვა დღესაც ზუსტად
ასე ეხმარება თავის ხალხს.00:42:07
00:42:07
ბოლო დროს ბევრი ბიბლიური
წინასწარმეტყველება აიხსნა ახლებურად, 00:42:11
00:42:11
მაგალითად, რა შეიძლება მოხდეს
დიდი გასაჭირის დროს. 00:42:14
00:42:14
ეს აშკარად იმაზე მიუთითებს,
რომ იეჰოვა გვხელმძღვანელობს. 00:42:18
00:42:19
როცა დანიელის ლოცვაზე ვფიქრობთ, 00:42:21
00:42:21
რწმენა და ნდობა გვიმტკიცდება 00:42:23
00:42:23
იეჰოვას ურყევი სიყვარულის მიმართ.00:42:25
00:42:25
ასე რომ, მნიშვნელობა არ აქვს, რა მოხდა წარსულში, 00:42:28
00:42:28
რა სირთულეებს ვხვდებით ახლა 00:42:30
00:42:30
ან რა გველის მომავალში, 00:42:32
00:42:32
შეგვიძლია იეჰოვას ურყევი სიყვარულის
იმედი ყოველთვის გვქონდეს.00:42:37
00:42:37
რამდენი რამ ვისწავლეთ
დანიელის მაგალითიდან.00:42:40
00:42:40
მართლაც, იეჰოვას დაპირებებზე ფიქრი გვეხმარება,00:42:43
00:42:43
მომავალს იმედის თვალით ვუყუროთ.00:42:45
00:42:46
მალე საკუთარი თვალით ვიხილავთ,00:42:48
00:42:48
როგორ დაუბრუნდება
მილიონობით ადამიანს სიცოცხლე.00:42:51
00:42:52
ალბათ ერთი სული გაქვთ, როდის შეხვდებით00:42:54
00:42:54
მკვდრეთით აღდგენილ საყვარელ ადამიანებს.00:42:56
00:42:56
ხშირად იფიქრეთ ამ მომენტზე.00:42:58
00:42:58
ამაში დაგეხმარებათ ამ თვის
მუსიკალური ვიდეოკლიპი.00:43:02
00:43:02
მოდი ვნახოთ.00:43:03
00:43:20
♪ რთულია,
დაემშვიდობო მას, ♪00:43:25
00:43:26
♪ სიკვდილმა ვინც წაგართვა
და გვერდით არ გყავს. ♪00:43:32
00:43:33
♪ დროებით
განშორებას ♪00:43:38
00:43:39
♪ მონატრების ცრემლები
მოჰყვება თან. ♪00:43:44
00:43:45
♪ ეს ტკივილი მწარე
წარსულს დარჩება, ♪00:43:51
00:43:51
♪ მალე იმედი
რეალობად იქცევა. ♪00:43:58
00:43:58
♪ ველით ნანატრ დროს,
ველით იმ ზღაპრულ დროს. ♪00:44:09
00:44:10
♪ გულით ველით ნატვრის ახდენას,
მალე მათ კვლავ ვნახავთ. ♪00:44:25
00:44:36
♪ დროდადრო
თუ ვერ უძ ლებ დარდს, ♪00:44:41
00:44:41
♪ მოგონების ტალღებს
თუ ვერ აღწევ თავს, ♪00:44:47
00:44:48
♪ იეჰოვას
მიმართე ♪00:44:54
00:44:54
♪ და გულისნადები
მას გაანდე. ♪00:45:00
00:45:01
♪ ეს ტკივილი მწარე
წარსულს დარჩება, ♪00:45:07
00:45:07
♪ მალე იმედი
რეალობად იქცევა. ♪00:45:14
00:45:14
♪ ველით ნანატრ დროს,
ველით იმ ზღაპრულ დროს. ♪00:45:25
00:45:26
♪ გულით ველით ნატვრის ახდენას,
მალე მათ კვლავ ვნახავთ. ♪00:45:40
00:45:52
♪ ერთ დღეს შენ
გაიგებ იმ ნაცნობ ხმას, ♪00:45:58
00:45:58
♪ წარსულში გულს რომ გითბობდა
და ძლიერ გენატრებოდა. ♪00:46:04
00:46:04
♪ გულში ჩაიკრავ
და ის შენგან აღარ წავა. ♪00:46:10
00:46:10
♪ ეს ოცნება ასრულდება,
ვისაც ელი, დაბრუნდება! ♪00:46:19
00:46:42
♪ ეს ტკივილი მწარე
წარსულს დარჩება, ♪00:46:48
00:46:48
♪ მალე იმედი
რეალობად იქცევა. ♪00:46:55
00:46:55
♪ ველით ნანატრ დროს,
ველით იმ ზღაპრულ დროს. ♪00:47:07
00:47:07
♪ გულით ველით ნატვრის ახდენას, ♪00:47:17
00:47:17
♪ მალე მათ კვლავ ვნახავთ. ♪00:47:27
00:47:30
♪ მალე მათ კვლავ ვნახავთ. ♪00:47:42
00:47:45
იეჰოვამ კარგად იცის,00:47:47
00:47:47
რა ძლიერ გვსურს, რომ
ჩვენი საყვარელი ადამიანები ვნახოთ.00:47:51
00:47:51
როგორც ღვთის სიტყვა ამბობს,00:47:53
00:47:53
იეჰოვასთვის ისინი ცოცხლები არიან.00:47:55
00:47:56
რწმენა განსაკუთრებით მაშინ გვიმტკიცდება,00:47:59
00:47:59
როცა ღვთის სიტყვას
მშობლიურ ენაზე ვკითხულობთ.00:48:02
00:48:03
მოდი ვნახოთ, რა გაკეთდა იმისთვის, რომ ბიბლია00:48:06
00:48:06
რაც შეიძლება მეტ ენაზე ყოფილიყო ხელმისაწვდომი.00:48:08
00:48:13
1950 წელს გამოიცა
„ქრისტიანულ-ბერძნული წერილების00:48:17
00:48:17
ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. 00:48:19
00:48:19
მისი გამოცემის მიზანი ნეითან ნორმა ასე ახსნა:00:48:22
00:48:22
„ბიბლიის თარგმანი
თანამედროვე მკითხველისთვის 00:48:26
00:48:26
ისეთივე გასაგები უნდა იყოს, 00:48:28
00:48:28
როგორც ქრისტეს მოწაფეების
თავდაპირველი ხელნაწერები იყო00:48:32
00:48:32
იმ დროს მცხოვრები უბრალო
და თავმდაბალი ხალხისთვის“.00:48:36
00:48:45
მომდევნო წლებში ებრაული წერილები
ტომებად გამოიცემოდა, 00:48:49
00:48:49
ხოლო 1961 წელს გამოიცა
„ახალი ქვეყნიერების თარგმანის“00:48:54
00:48:54
სრული ვერსია ინგლისურ ენაზე. 00:48:55
00:48:55
ასე რომ, უკვე გვქონდა
გასაგები და ზუსტი თარგმანი, 00:48:59
00:48:59
რომელიც განადიდებდა ღვთის სახელს.00:49:01
00:49:01
პარალელურად თარგმნა
სხვა ენებზეც მიმდინარეობდა.00:49:05
00:49:05
1963 წელს კი 00:49:07
00:49:07
„ქრისტიანულ-ბერძნული წერილების
ახალი ქვეყნიერების თარგმანი“00:49:10
00:49:10
კიდევ 6 ენაზე გამოიცა.00:49:12
00:49:12
თუმცა ბიბლიის თარგმნა სხვა ენებზე 00:49:15
00:49:15
ნელი ტემპით მიმდინარეობდა.00:49:16
00:49:16
ზოგიერთ ენას ბიბლია რომ ეთარგმნა,00:49:19
00:49:19
20 წელზე მეტიც კი დასჭირდა. 00:49:21
00:49:21
ინგლისური თარგმანის სრული ვერსიის
გამოცემიდან 30 წლის შემდეგ00:49:25
00:49:25
„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ 00:49:27
00:49:27
მხოლოდ 12 ენაზე იყო ხელმისაწვდომი.00:49:29
00:49:29
ბიბლიის თარგმნის პროცესი რომ დაეჩქარებინა,00:49:32
00:49:32
1989 წელს ხელმძღვანელმა საბჭომ ჩამოაყალიბა00:49:35
00:49:35
მთარგმნელთა მომსახურების განყოფილება. 00:49:38
00:49:38
ამ განყოფილების მიზანი იყო და დღესაც არის, 00:49:41
00:49:41
დაეხმაროს მთარგმნელებს
ბიბლიისა და ბიბლიაზე დაფუძნებული 00:49:45
00:49:45
პუბლიკაციების თარგმნაში, 00:49:46
00:49:46
ტრენინგები ჩაუტაროს მათ 00:49:48
00:49:48
და უპასუხოს მთარგმნელების კითხვებს.00:49:51
00:49:51
ჩვეულებრივ, მთარგმნელები
ბევრ კითხვას სვამენ, 00:49:53
00:49:53
რათა ყველაფერი ზუსტად
და გასაგებად ითარგმნოს.00:49:57
00:49:57
საინტერესოა, როგორ უწევს ეს
განყოფილება ორგანიზებას 00:50:00
00:50:00
და როგორ ამზადებს მთარგმნელებს
ბიბლიის სათარგმნად.00:50:03
00:50:03
ყველაფერი იმით იწყება, რომ
ჯერ თარგმნის პრინციპებს უხსნიან. 00:50:07
00:50:07
ამაში შედის ბიბლიაში მოხსენიებული იდიომების, 00:50:10
00:50:10
კონკრეტული მონაკვეთების, 00:50:12
00:50:12
შედარებების თუ მხატვრული ხერხების ახსნა.00:50:15
00:50:15
ზოგიერთი ბიბლიური მონაკვეთი თითქმის 00:50:17
00:50:17
შეუძლებელია, სწორად ითარგმნოს, 00:50:20
00:50:20
თუ მთარგმნელმა ტექსტში მოცემული ინფორმაცია 00:50:22
00:50:22
ვიზუალურადაც არ ნახა. 00:50:24
00:50:24
მთარგმნელებმა დედნისეულ ტექსტში 00:50:26
00:50:26
ჩადებული აზრების გადმოსაცემად 00:50:28
00:50:28
საუკეთესო სიტყვები უნდა შეარჩიონ. 00:50:30
00:50:30
თუ ჯგუფს კითხვა უჩნდება, 00:50:32
00:50:32
შეუძლია მთარგმნელთა მომსახურების
განყოფილებას მისწეროს.00:50:36
00:50:36
ამისთვის ისინი იყენებენ სპეციალურ
კომპიუტერულ პროგრამას. 00:50:40
00:50:40
ამჟამად ამ პროგრამაში ინახება 140 000 კითხვა, 00:50:43
00:50:43
რომლებიც დროთა განმავლობაში 00:50:44
00:50:44
ბიბლიის თარგმნასთან დაკავშირებით დაისვა. 00:50:47
00:50:47
ამა თუ იმ ჯგუფის მიერ დასმული კითხვა 00:50:49
00:50:49
სხვა მთარგმნელებსაც ადგებათ,00:50:51
00:50:51
რომ უფრო სწრაფად და ხარისხიანად თარგმნონ.00:50:54
00:50:54
როცა ხელმძღვანელი საბჭოს წევრს, 00:50:56
00:50:56
ალბერტ შრედერს, ჰკითხეს, 00:50:58
00:50:58
რამდენ ენაზე უნდა ითარგმნოსო
„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, 00:51:01
00:51:01
მან ასე უპასუხა:00:51:02
00:51:02
„იმდენ ენაზე, რამდენზეც „საგუშაგო კოშკი“ გამოიცემა“. 00:51:05
00:51:05
ის ხვდებოდა, რომ ბიბლიის ზუსტი თარგმანი 00:51:08
00:51:08
ხალხს ჭეშმარიტების გაგებასაც გაუადვილებდა.00:51:11
00:51:11
1990-იან წლებში ძმები მიხვდნენ, რომ საჭირო იყო,00:51:15
00:51:15
„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ 00:51:17
00:51:17
უფრო მეტ ენაზე გამოეცათ. 00:51:19
00:51:19
და-ძმები ძირითადად სხვა თარგმანებს იყენებდნენ. 00:51:22
00:51:22
იყო შემთხვევები, როცა მთელ კრებას 00:51:24
00:51:24
ერთი ან ორი ბიბლია ჰქონდა.00:51:26
00:51:26
პრობლემა ისიც იყო,
რომ ამ თარგმანების უმეტესობა00:51:29
00:51:29
ან ზუსტი არ იყო,00:51:31
00:51:31
ან ცრუ მოძღვრებებს უჭერდა მხარს.00:51:33
00:51:33
ზოგიერთ თარგმანში
ღვთის სახელის ნაცვლად,00:51:36
00:51:36
ადგილობრივი ღვთაებების სახელებიც
კი იყო გამოყენებული.00:51:39
00:51:39
ტექნოლოგიების და ტრენინგების
დანერგვის შემდეგ,00:51:42
00:51:42
2004 წელს ხელმძღვანელმა საბჭომ 00:51:44
00:51:44
ნებართვა გასცა, რომ უფრო მეტ ენაზე
თარგმნილიყო ბიბლია.00:51:48
00:51:48
როცა ჯგუფი „საგუშაგო კოშკის“ თარგმნის
გამოცდილებას იძენს, 00:51:52
00:51:52
შემდეგი ეტაპი უკვე ბიბლიის თარგმნაა.00:51:54
00:51:54
ამგვარად შესაძლებელი ხდება 00:51:56
00:51:56
იმ მიზნის მიღწევა, რაც ალბერტ შრედერს ჰქონდა.00:51:59
00:51:59
ბიბლიის მთარგმნელებს მართლაც ბევრი
საქმის კეთება უწევთ. 00:52:03
00:52:03
თუმცა ბიბლიის გამოცემით საქმე არ მთავრდება, 00:52:06
00:52:06
რადგან ენა ვითარდება და სიტყვების
მნიშვნელობაც იცვლება,00:52:09
00:52:09
თარგმანები დროთა განმავლობაში
გადამუშავებას საჭიროებს, 00:52:12
00:52:12
რომ ისინი კვლავაც გასაგები იყოს.00:52:15
00:52:15
ამჟამად დაახლოებით 700 ბეთელელი მუშაობს
ბიბლიის თარგმნის პროექტზე. 00:52:20
00:52:20
მაშინ, როცა ბიბლიის ჩამოსატვირთად 00:52:22
00:52:22
მხოლოდ რამდენიმე წამია საჭირო, 00:52:25
00:52:25
მის თარგმნას მთარგმნელები 00:52:26
00:52:26
დაახლოებით 5–7 წლამდე ანდომებენ.00:52:29
00:52:29
გვიხარია, რომ იეჰოვა აკურთხებს ამ საქმეს. 00:52:32
00:52:32
ჩვენ გვაქვს ყველაზე ზუსტი
და გასაგები თარგმანი,00:52:35
00:52:35
რომელიც განადიდებს ღვთის სახელს.00:52:38
00:52:38
„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“00:52:40
00:52:40
325-ზე მეტ ენაზე გამოიცემა. 00:52:42
00:52:42
ეს თარგმანი იმ ენებზეც არის ხელმისაწვდომი, 00:52:45
00:52:45
რომლებზეც მაუწყებლების მცირე ჯგუფი საუბრობს.00:52:48
00:52:48
რა რეაქცია აქვთ და-ძმებს, 00:52:50
00:52:50
როცა თავიანთ მშობლიურ ენაზე იღებენ ბიბლიას? 00:52:53
00:52:53
ეს მათ დიდ ბედნიერებასა და სიხარულს ანიჭებთ. 00:52:56
00:52:56
ღვთის სიტყვის თარგმნა ყოველი ერისთვის, 00:52:58
00:52:58
ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის 00:53:01
00:53:01
ხელს უწყობს სასიხარულო ცნობის 00:53:03
00:53:03
მთელ მსოფლიოში გავრცელებას.00:53:05
00:53:05
არის რაღაც, რისი გაკეთებაც თქვენც შეგიძლიათ.00:53:08
00:53:08
როცა ბიბლიას წაიკითხავთ, 00:53:09
00:53:09
საშუალება მიეცით მას, რომ თქვენს გულს შეეხოს00:53:12
00:53:12
და აღგძრათ სასიხარულო ცნობა, 00:53:14
00:53:14
რაც შეიძლება ბევრს გაუზიაროთ.00:53:17
00:53:19
რა ბედნიერები იყვნენ და-ძმები,00:53:21
00:53:21
როცა თავიანთ ენაზე მიიღეს ბიბლია.00:53:23
00:53:23
მართლაც, რა სასიხარულოა,
როცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ 00:53:26
00:53:26
მშობლიურ ენაზე კითხულობ.00:53:28
00:53:29
შევაჯამოთ, რა ვისწავლეთ ამ პროგრამიდან.00:53:31
00:53:32
თუ გავითვალისწინებთ ბიბლიაში
მოცემულ ბრძნულ რჩევას00:53:36
00:53:36
და ცხოვრებას გავიმარტივებთ,00:53:37
00:53:37
რომ ღვთის საქმეში მეტად დავიხარჯოთ,00:53:40
00:53:40
ნამდვილ ბედნიერებას და კმაყოფილებას ვიგრძნობთ.00:53:43
00:53:45
თუ ბეთელთან ახლოს ცხოვრობთ
და მდგომარეობა ხელს გიწყობთ,00:53:49
00:53:49
შესაძლებლობა გაქვთ შტატგარეშედ იმსახუროთ.00:53:52
00:53:54
„ზაქარიას“ წიგნი გვეხმარება, წარმოიდგინოთ, 00:53:57
00:53:57
რამხელა ძალას ფლობს იეჰოვა.00:53:59
00:53:59
გვინდა, მივბაძოთ მას და გავამხნევოთ სხვები.00:54:02
00:54:03
შეუძლებელია, ამ თვის მუსიკალურ
ვიდეოკლიპს ემოციების გარეშე უყურო.00:54:07
00:54:07
როგორც სიმღერაში იყო,00:54:09
00:54:09
რა საოცარი იქნება ის დღე,00:54:11
00:54:11
როცა ეს ოცნება ასრულდება 00:54:13
00:54:13
და ვისაც ველით დაბრუნდება.00:54:15
00:54:17
ამ თვეში ლუქსემბურგში ვიმოგზაუროთ00:54:19
00:54:20
და იქაური და-ძმები გავიცნოთ.00:54:22
00:54:22
ლუქსემბურგი პატარა ქვეყანაა,00:54:24
00:54:24
რომელიც ევროპის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.00:54:27
00:54:27
მისი სახელწოდება ნიშნავს პატარა ციხესიმაგრეს,00:54:31
00:54:31
რაც ნამდვილად შესაფერისი სახელია,00:54:33
00:54:33
რადგან ქვეყნის მასშტაბით 70-ზე მეტი ციხესიმაგრეა.00:54:37
00:54:37
ბურშაიდის ციხესიმაგრე, რომელსაც ახლა ხედავთ,00:54:40
00:54:40
მდინარე სურის სიახლოვეს,00:54:42
00:54:42
შემაღლებულ ადგილას მდებარეობს 00:54:44
00:54:44
და გარს 11 კოშკი აკრავს.00:54:46
00:54:46
იქვე ახლოს დგას ვიანდენის ციხესიმაგრე,00:54:49
00:54:49
რომლის საძირკველიც რომაელებმა,00:54:51
00:54:51
ჯერ კიდევ ახ. წ მე-3 საუკუნეში ჩაყარეს.00:54:54
00:54:56
როგორც ეს ციხესიმაგრეები დგას
მტკიცედ საუკუნეების განმავლობაში,00:55:00
00:55:00
ისე ჩვენმა და-ძმებმა გაუძლეს რწმენის გამოცდებს00:55:03
00:55:03
და შეინარჩუნეს ერთგულება.00:55:05
00:55:05
მიუხედავად იმისა, რომ
ადგილობრივი სასულიერო პირები 00:55:08
00:55:08
ჩვენი საქმიანობის შეჩერებას ცდილობდნენ,00:55:11
00:55:11
ეჟენ როიტერმა საკუთარი სახლი დაუთმო 00:55:13
00:55:13
და-ძმებს სამეფო საქმის მხარდასაჭერად.00:55:15
00:55:16
1933 წელს პირველად ბიბლიური ლიტერატურა
სწორედ ამ სახლში დასაწყობდა00:55:21
00:55:21
და მთელი ქვეყნის მასშტაბით ნაწილდებოდა.00:55:24
00:55:24
მისი სახლის კართან საზოგადოება
„საგუშაგო კოშკის“ აბრა ეკიდა,00:55:28
00:55:28
რაც გაბედულების და
რწმენის მაჩვენებელი იყო.00:55:31
00:55:31
1940 წელს, როცა ლუქსემბურგი
გერმანიის მიერ იყო ოკუპირებული,00:55:36
00:55:36
როზალი ფონკი ბიბლიური ლიტერატურის
შენახვის გამო დააპატიმრეს.00:55:40
00:55:40
ხელისუფლების წარმომადგენლები მოითხოვდნენ,00:55:43
00:55:43
მას თანამორწმუნეების და
წინამძღოლის ვინაობა გაემხილა,00:55:46
00:55:46
რაზეც როზალიმ ასეთი პასუხი გასცა:00:55:48
00:55:48
„ჩემი წინამძღოლი მხოლოდ იეჰოვა ღმერთია“.00:55:51
00:55:52
დაახლოებით იმავე პერიოდში
ვიქტორ ბრუხიც დააპატიმრეს 00:55:55
00:55:55
და ბუხენვალდის საკონცენტრაციო
ბანაკში გაგზავნეს,00:55:58
00:55:58
რადგან მან უარი განაცხადა
ომში მონაწილეობაზე.00:56:01
00:56:01
ოფიცრები მას აიძულებდნენ
საათობით ფეხზე მდგარიყო,00:56:05
00:56:05
ღამით ემუშავა და მარშის დროს
ხის ფეხსაცმლით ევლო.00:56:08
00:56:08
თუმცა ამხელა წნეხმა ვიქტორი ვერ გატეხა.00:56:11
00:56:11
მოგვიანებით ის ოსვენციმის
საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს.00:56:15
00:56:15
ვიქტორი იქაც ინარჩუნებდა მტკიცე რწმენას 00:56:18
00:56:18
და სხვებს ღვთის სამეფო შესახებ ესაუბრებოდა.00:56:20
00:56:21
ლუქსემბურგში მცხოვრები და-ძმები
დღესაც მსგავს სულისკვეთებას ავლენენ,00:56:25
00:56:25
2000-ზე მეტი მაუწყებელი
სასიხარულო ცნობას 10 ენაზე ქადაგებს.00:56:30
00:56:30
და-ძმებს ძალიან უყვართ ერთად შეკრება,00:56:32
00:56:32
რა დროსაც ხშირად მიირთმევენ
ტრადიციულ კერძებს.00:56:35
00:56:35
მაგალითად, მწვანე ლობიოს სუპს
და შებოლილ ღორის ხორცს.00:56:39
00:56:39
ისინი იეჰოვას მთელი გულით
უმღერიან კრების შეხვედრებზე.00:56:43
00:56:43
მოდი მოვუსმინოთ,00:56:44
00:56:44
როგორ ასრულებენ ლუქსემბურგში
მცხოვრები და-ძმები00:56:46
00:56:46
იეჰოვას განმადიდებელ სიმღერას.00:56:49
00:56:58
აქაური და-ძმები მსოფლიო საძმოს
გულთბილ მოკითხვას უთვლიან.00:57:01
00:57:02
მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავით.00:57:04
00:57:04
თქვენ უყურებდით JW მაუწყებლობას00:57:07
00:57:07
იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო
მთავარი სამმართლოდან.00:57:10
JW მაუწყებლობა – ოქტომბერი, 2026
-
JW მაუწყებლობა – ოქტომბერი, 2026
მოგესალმებით!
თქვენ უყურებთ JW მაუწყებლობას.
დროდადრო ყველას გვჭირდება
მხედველობის შემოწმება,
მაგრამ რისი თქმა შეიძლება სულიერ ხედვაზე?
თუ რაღაცის გამო თქვენი
სულიერი ხედვა დაიბინდება,
რა დაგეხმარებათ, კვლავ მთავარზე,
ღვთის ნების შესრულებაზე ფოკუსირდეთ?
ზოგიერთს ბეთელში
მოხალისედ მსახურება დაეხმარა,
რომ კვლავაც სულიერზე
ყოფილიყო ფოკუსირებული.
ალბათ გაინტერესებთ,
რას აკეთებენ ისინი ბეთელში.
ამასთანავე, ბიბლიის თარგმნის
ისტორიასაც მიმოვიხილავთ
და ბევრ საინტერესო დეტალს გავეცნობით.
დამეთანხმებით, წინ
საინტერესო პროგრამა გველის.
როგორი მხედველობა გაქვთ?
თუ ჩემსავით სათვალეს
ან ლინზებს ატარებთ,
გამოდის, თქვენც უჩივით მხედველობას.
მე ახლომხედველი ვარ.
ეს არის მხედველობის დარღვევა,
რა დროსაც სინათლის სხივები
ბადურის წინ ფოკუსირდება
და არა მის ზედაპირზე.
ამის გამო შორს მდებარე
საგნებს ბუნდოვნად ვხედავ.
ზოგი პირიქით, შორსმხედველია.
ამ დროს სინათლის სხივები
ბადურის უკან ფოკუსირდება.
რის შედეგადაც, ახლომდებარე საგნებს
თვალი ბუნდოვნად აღიქვამს.
არის შემთხვევები, როცა ადამიანი
ერთი თვალით ახლომხედველია,
მეორეთი კი – შორსმხედველი.
საბედნიეროდ, მსგავსი პრობლემების მოგვარება
სწორად შერჩეული სათვალით
ან კონტაქტური ლინზებით ხდება.
სიბრმავის შემთხვევაში კი
მხედველობის აღდგენა
მხოლოდ ახალ ქვეყნიერებაში
იქნება შესაძლებელი.
თუმცა უნდა აღინიშნოს,
რომ არსებობს სხვა სახის
მხედველობის პრობლემაც.
ამაზე იესომ მთაზე ქადაგების დროს ისაუბრა.
მოდი მოვძებნოთ მათეს მე-6 თავი
და ვნახოთ, რა არის ნათქვამი
22-ე, 23-ე მუხლებში:
„სხეულის ლამპარი თვალია“.
მოდი ცოტა ჩავუღრმავდეთ,
რა იგულისხმა იესომ,
როცა თქვა, რომ
„სხეულის ლამპარი თვალია“?
მან მეტაფორა გამოიყენა,
ანუ თვალი, ანთებულ ლამპარს შეადარა,
რომელიც სიბნელეში გზას გვინათებს
და უსაფრთხოდ გადაადგილებაში გვეხმარება.
ამით იესომ მსმენელები იმაზე დააფიქრა,
როგორი იყო მათი სულიერი ხედვა.
ანუ უყურებდნენ თუ არა
საკითხებს იეჰოვას თვალით.
საინტერესოა, რომ ამ საკითხზე
მსჯელობის დროს
იესომ კიდევ ორი რამ მოიხსენია.
გავაგრძელოთ კითხვა:
„ამიტომ, თუ თვალი სუფთა გაქვს,
მთელი სხეული ნათელი გექნება,
მაგრამ, თუ თვალი ბოროტი გაქვს,
მთელი სხეული ბნელი გექნება“.
სქოლიოს თანახმად „სუფთა თვალი“
ერთ რამეზე მომზირალს ნიშნავს,
ბოროტი კი – ხარბს.
ერთი დადებით გავლენას ახდენს.
მეორე კი უარყოფითს.
ასე რომ მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ,
რაზეა ჩვენი თვალი ფოკუსირებული.
გვინდა, მთელი ყურადღება იეჰოვას
მსახურებაზე გვქონდეს გადატანილი.
ამიტომ დღეს ასეთ თემაზე ვიმსჯელებთ,
„ყოველთვის ღვთის ნების
შესრულებაზე ფოკუსირდით!“.
დავფიქრდეთ, რის გაკეთებას
მოელის ღმერთი ჩვენგან.
მას სურს, რომ გავიცნოთ,
დავუახლოვდეთ, დავემორჩილოთ,
შევიყვაროთ და მთელი გულით ვემსახუროთ.
იესო ამის კარგი მაგალითია.
იოანეს 6:38-დან ჩანს,
რომ იესოსთვის უმთავრესი
ღვთის ნების შესრულება იყო
და არა საკუთარი ნების.
მისი ცხოვრებიდან აშკარად ჩანს,
რომ ის ერთ რამეზე იყო ფოკუსირებული.
იესო მთელ დროსა და
ენერგიას მსახურებას ახმარდა.
მისთვის მთავარი
მაღალი მდგომარეობის დაკავება
ან სახელისა და
სიმდიდრის მოხვეჭა არ ყოფილა.
ის თავის მოწაფეებსაც მოუწოდებდა,
რომ მსახურებაზე ყოფილიყვნენ კონცენტრირებული.
ერთხელ მან თქვა, რომ
ღვთის სამეფოს ისინი დაიმკვიდრებდნენ,
ვინც ზეციერი მამის ნებას შეასრულებდა.
ჩვენც მსგავსი განწყობა
უნდა გვქონდეს.
ყველაფერზე წინ ღვთის ნების
შესრულება უნდა დავაყენოთ.
უპირველესად სამეფო ვეძებოთ
და მის შესახებ გავაცხადოთ.
ერთ რამეზე ფოკუსირება
ცხოვრების გამარტივებასაც მოიაზრებს.
ეს იმას ნიშნავს, რომ
არ ავყვეთ ეგოისტურ სურვილებს
და არ ვეცადოთ,
იმ ყველაფრით გავინებივროთ თავი,
რასაც ქვეყნიერება გვთავაზობს.
თუ მთავარზე ვიქნებით ფოკუსირებული,
ბედნიერი და აზრით აღსავსე ცხოვრება გვექნება.
ჩვენ იმ ადამიანებს არ ვგავართ,
რომლებსაც, ასე ვთქვათ,
ხარბი თვალი აქვთ
და მხედველობიდან რჩებათ
ყველაზე მნიშვნელოვანი.
ისინი მხოლოდ იმაზე არიან ორიენტირებული,
როგორ ისიამოვნონ ცხოვრებით.
როგორც იგავების 17:24-შია ნათქვამი,
ისინი „თვალებს დედამიწის
კიდით კიდემდე“ აცეცებენ,
საკუთარ სურვილებს გამოდევნებული ადამიანები
ბედნიერებას იქ ეძებენ,
სადაც არ არის.
ფაქტია, ის, ვინც
მატერიალურზეა ფოკუსირებული,
ასე ვთქვათ,
სულიერ სიბნელეში ცხოვრობს.
იესოს ნათქვამს უკეთესად რომ ჩავწვდეთ,
დავაკვირდეთ ამ ნახატს.
ეს ნახატი ცნობილმა კარიკატურისტმა
უილიამ ჰილმა დახატა
და 1915 წელს გამოაქვეყნა.
ეს არის ოპტიკური ილუზიის მაგალითი.
ამ სურათზე გამოსახულია
ახალგაზრდა და ხანდაზმული ქალი.
ხედავთ ორივე მათგანს?
თუ კარგად დააკვირდებით,
დაინახავთ, რომ ახალგაზრდა ქალს
სახე შებრუნებული აქვს.
ეს არის სახის მარცხენა მხარე.
ეს არის ყური, ეს ცხვირი.
წამწამები, ეს ნიკაპი და ყბა,
ეს კი ყელსაბამია.
ეს მისი თმაა.
ესეც თავსაბურავი და მხრები.
ახლა ვეცადოთ,
მოხუცი ქალი დავინახოთ.
სურათზე მისი
მარცხენა პროფილია გამოსახული.
ეს ცხვირია, ეს თვალი.
პირი და ნიკაპი,
ესეც თმაა, თავსაბურავი და მხრები.
ახალგაზრდას დაინახავთ თუ ხანდაზმულს,
იმაზეა დამოკიდებული,
რომელზე ფოკუსირდებით.
ორივეს ერთდროულად ვერ დაინახავთ.
რისი თქმა გვინდა ამ
ოპტიკური ილუზიის მაგალითით?
თუ ქვეყნიერებას ამ სურათს შევადარებთ,
რა სურს სატანას, რომ დავინახოთ?
მას სურს, რომ ეს ქვეყნიერება
მიმზიდველად აღვიქვათ,
სადაც უამრავი შესაძლებლობა
თუ პერსპექტივა არსებობს.
მაგრამ ეს დრომოჭმული ქვეყნიერება
ამ სურათზე გამოსახულ
ხანდაზმულ ქალს უფრო ჰგავს,
რომელსაც ღვთის სამეფო მალე გაანადგურებს.
ამის საპირისპიროდ კი, ახალი ქვეყნიერება
შეგვიძლია ახალგაზრდა ქალს შევადაროთ.
იმ დროს ყველა
სიცოცხლით სავსენი ვიქნებით.
სრულყოფილი ჯანმრთელობა გვექნება
და მარადიულად გავიხარებთ ცხოვრებით.
ასე რომ, გვინდა,
კარგად ვხედავდეთ,
რამხელა სხვაობაა ღვთის ახალ ქვეყნიერებასა
და სატანის ქვეყნიერებას შორის.
ამაში ბიბლიიდან მიღებული ცოდნა
და წვდომის უნარი გვეხმარება.
შეუძლებელია, ღვთის ერთგულებიც ვიყოთ
და ამავე დროს, ყველანაირ
ხორციელ სურვილსაც ვიკმაყოფილებდეთ.
ფაქტია, ორივეზე ერთდროულად
ფოკუსირება არ გამოგვივა.
მოციქულმა იოანემ სწორად
შეაფასა სატანის ქვეყნიერება,
მოდი მოვძებნოთ 1 იოანეს მე-2 თავი
და წავიკითხოთ 15–17 მუხლები.
იოანე მოიხსენიებს 2 რამეს,
რაც არ უნდა გვიყვარდეს.
მუხლების კითხვის დროს დაფიქრდით,
ამ ორიდან, რომელზე უფრო
მარტივად იტყოდით უარს.
მე-15 მუხლიდან ვკითხულობთ:
„ნუ გეყვარებათ ქვეყნიერება
და ნურც ის, რაც ქვეყნიერებაშია.
ვისაც ქვეყნიერება უყვარს,
მას მამა არ უყვარს.
ყველაფერი, რაც ქვეყნიერებაშია –
ხორცის სურვილი,
თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი –
მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგანაა.
წარმავალია ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც,
ღვთის ნების შემსრულებელი
კი სამარადისოდ რჩება“.
როგორც დავინახეთ,
არ უნდა გვიყვარდეს ქვეყნიერება
და ის, რაც ქვეყნიერებაშია.
დარწმუნებული ვარ, თქვენც დამეთანხმებით,
რომ ქვეყნიერების სიყვარულზე უარის თქმა
რთული ნამდვილად არაა.
პირიქით, ერთი სული გვაქვს,
როდის განადგურდება მისი ბოროტი სისტემა,
მათ შორის ცრუ რელიგია
და პოლიტიკური თუ კომერციული სისტემა.
მაგრამ, რა შეიძლება ითქვას იმაზე,
რასაც სატანის ქვეყნიერება გვთავაზობს?
ზოგიერთი რამ თვალისთვის
მართლაც მიმზიდველია,
გვხიბლავს და გვატყვევებს.
ფაქტია, სატანა წარმატებით
იყენებს „თვალთა სურვილს“,
რომ ადამიანები შეცდომაში შეიყვანოს.
ნივთებით მოხიბლოს და
ფუფუნებაში ცხოვრება მოანდომოს.
წარმოიდგინეთ, ევას მოხიბვლა
ერთი პატარა ნაყოფით მოახერხა.
ასე რომ, გამუდმებით უნდა
შევამოწმოთ ჩვენი გული
და დავფიქრდეთ, ხომ არ გვიზიდავს
ის, რაც ქვეყნიერებაშია.
თუ ქრისტიანი ფოკუსირდება იმ ყველაფერზე,
რასაც ქვეყნიერება გვთავაზობს,
გაუჭირდება, უმთავრესი ადგილი
ყველაზე მნიშვნელოვანს,
ღვთის ნების შესრულებას დაუთმოს.
ნაცვლად ამისა, გვინდა,
მსახურებაზე ვიყოთ კონცენტრირებული
და საუკეთესო გავიღოთ იეჰოვასთვის.
ვიცით, რომ დროდადრო საჭიროა,
მხედელობის შემოწმება.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, რეგულარულად
გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი
და შევამოწმოთ,
როგორია ჩვენი სულიერი ხედვა.
რა დაგვეხმარება ამაში?
შეიძლება ითქვას, რომ ბიბლია
სულიერი მხედველობის შესამოწმებლად
ერთგვარ ცხრილს გვთავაზობს.
ეს არის თვისებების ჩამონათვალი,
რომელიც მოცემულია
2 პეტრეს 1:5–7-ში, წავიკითხოთ:
„ამიტომ ყოველი ღონე იხმარეთ,
რომ რწმენას დაურთოთ მაღალზნეობა,
მაღალზნეობას – ცოდნა,
ცოდნას – თავშეკავება,
თავშეკავებას – მოთმინება,
მოთმინებას – ღვთის ერთგულება,
ღვთის ერთგულებას – ძმათმოყვარეობა,
ძმათმოყვარეობას კი – სიყვარული“.
მოდი დავფიქრდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია
ამ თვისებების გამოვლენა.
ვიმსჯელოთ თითოეულ მათგანზე.
პირველია რწმენა.
სწორედ რწმენა გვეხმარება
ყველა სხვა თვისების განვითარებაში.
ამიტომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ,
რომ განვიმტკიცოთ ის.
თუ ძლიერი რწმენა გვექნება,
ეჭვი არ შეგვეპარება
იეჰოვას დაპირებებში.
მეტიც, რწმენით იმის დანახვაცაა შესაძლებელი,
თუ როგორ შესრულდება ეს დაპირებები.
მაღალზნეობა – ეს თვისება გვეხმარება,
ყოველთვის ღვთის მოსაწონად მოვიქცეთ.
ასეთი ადამიანი ისეთს არაფერს გააკეთებს,
რითაც სხვებს ზიანს მიაყენებს.
პირიქით, სიკეთის კეთების
შესაძლებლობებს ეძებს.
ცოდნა – ის გვეხმარება,
სწორი არასწორისგან გავარჩიოთ
განსაკუთრებით, თუ ახალი
გამოწვევების წინაშე ვდგავართ.
ბიბლიის სიღრმისეული კვლევა გვეხმარება,
ჩავწვდეთ, რა არის ღვთის ნება
და რაც არ უნდა მოხდეს,
სწორი არჩევანი გავაკეთოთ.
თავშეკავება – ეს არის თავის მოთოკვისა
და საკუთარი თავის ხელში აყვანის უნარი.
ეს თვისება გვეხმარება,
ვაკონტროლოთ ჩვენი ფიქრები,
საუბრები და საქციელი.
შედეგად ღვთის მაღალზნეობრივი
ნორმებით ვცხოვრობთ
და მის მოწონებას ვიმსახურებთ.
მოთმინება – ეს თვისება შეუდრეკელობას,
სიმტკიცეს და იმედიანად ყოფნას მოიაზრებს.
ის გვეხმარება, განსაცდელების დროს
მხნეობა არ დავკარგოთ.
ასეთ დროს აშკარად ვგრძნობთ,
როგორ გვაძლიერებს იეჰოვა.
შედეგად სირთულეებს მტკიცედ ვიტანთ.
ღვთისადმი ერთგულება – ამაში იგულისხმება
იეჰოვას მიმართ ღრმა პატივისცემა,
მოწიწება და მისი უზენაესობის მხარდაჭერა.
ღვთისადმი ერთგულება აღგვძრავს,
იეჰოვას თვალით ვუყუროთ და-ძმებს
და ყველანაირად ვეცადოთ,
რომ მას ვასიამოვნოთ.
ძმათმოყვარეობა – იეჰოვას სურს,
რომ ამ თვისებას ვავლენდეთ.
ძმათმოყვარეობა გვეხმარება, და-ძმების
არასრულყოფილების მიღმა,
მათი კარგი თვისებები დავინახოთ
და მათ მიმართ სიყვარული
და თბილი გრძნობები გამოვავლინოთ.
სიყვარული – გვინდა,
იეჰოვას მივბაძოთ მიუკერძოებლობაში
და სიყვარული მხოლოდ
და-ძმების მიმართ კი არა,
ყველას მიმართ გამოვავლინოთ.
სწორედ ეს აღგვძრავს, განურჩევლად
ყველას ვუქადაგოთ სასიხარულო ცნობა.
ეს ჩამონათვალი გვეხმარება,
შევამოწმოთ ჩვენი სულიერი მდგომარეობა.
დიაგნოზს კი მომდევნო მუხლებიდან გავიგებთ:
„თუ ეს ყველაფერი გაქვთ და თანაც უხვად,
აღარ იქნებით უმოქმედონი და უნაყოფონი,
და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს შესახებ
საფუძვლიანი ცოდნის თანახმად იმოქმედებთ.
ვისაც ეს ყოველივე არა აქვს, ბრმაა,
თვალს არიდებს სინათლეს“.
მოდი დავფიქრდეთ, რა 2 რამ
გამოიკვეთა ამ მუხლებიდან.
თუ პეტრეს რჩევას გავითვალისწინებთ
და ძალ-ღონეს არ დავიშურებთ,
რომ ეს თვისებები განვივითაროთ,
ღვთის მსახურებაში
უმოქმედონი არასდროს ვიქნებით.
პირიქით, თავს არ დავზოგავთ, რომ
იეჰოვასთვის სრულად დავიხარჯოთ.
მაგრამ თუ ეს თვისებები არ გვექნება,
რწმენას დავკარგავთ და, ასე ვთქვათ,
სულიერად დავბრმავდებით.
დამეთანხმებით, რომ ამ თვისებებიდან
ზოგიერთის დახვეწა ყველას გვჭირდება.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ
გავიუმჯობესოთ სულიერი ხედვა?
მოდი განვიხილოთ.
ოთხ რჩევაზე ვისაუბრებთ.
პირველი, გამოიკვლიეთ ღვთის სიტყვა
და იფიქრეთ მასზე.
თუ თვალზე რაიმე პრობლემა გაქვთ,
შეიძლება ექიმმა დასატენიანებლად
სპეციალური წვეთები დაგინიშნოთ
და ისიც გითხრათ,
რომ თვალის საფენი გაიკეთოთ,
რათა წამალმა უკეთესად იმოქმედოს.
როდესაც ბიბლიას ყოველდღე ვკითხულობთ,
ჩვენს სულიერ თვალებს, ასე ვთქვათ,
ჭეშმარიტების წყლით ვატენიანებთ.
და როცა ღრმად ვფიქრობთ წაკითხულზე,
ღვთის სიტყვას ჩვენზე
მოქმედების საშუალებას ვაძლევთ.
ეს გვეხმარება, იეჰოვას ნების
შესრულებაზე ვიყოთ ფოკუსირებული
და ვიფიქროთ მომავლის შესანიშნავ იმედზე.
ამ საკითხზე ბიბლეისტმა უილიამ ბარკლეიმ,
ასეთი რამ აღნიშნა:
„გულწრფელი ქრისტიანისთვის
ბიბლიის შესწავლა ტვირთი კი არა,
სიამოვნებაა, რადგან ესმის, რომ
ეს გაამხნევებს და განამტკიცებს მას“.
მეორე, ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენეთ.
მხედველობის გასაუმჯობესებლად ზოგჯერ
თვალის ვარჯიშებია საჭირო.
მსგავსად, სულიერი ხედვის გაუმჯობესებაში
ბიბლიური პრინციპების
ცხოვრებაში გამოყენება გვეხმარება.
გარდა ამისა, რწმენას ვიძლიერებთ,
როცა გულმოდგინედ ვქადაგებთ
და მონაწილეობას ვიღებთ კრების შეხვედრებში.
მესამე, მიჰყევით
წმინდა სულის ხელმძღვანელობას.
ზოგჯერ, როცა თვალის ბადურა ზიანდება,
ექიმი ლაზერულ ქირურგიას მიმართავს,
რათა აღადგინოს ის.
წმინდა სული რაღაცით ამ ლაზერს ჰგავს,
მას დიდი გავლენის მოხდენა
შეუძლია ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე.
თუ წმინდა სულს საშუალებას მივცემთ,
ჩვენს გულსა და გონებაზე იმოქმედოს,
შევძლებთ სულიერი ხედვის შენარჩუნებას.
მეოთხე, მიიღეთ სხვებისგან დახმარება.
ზოგ შემთხვევაში გამოცდილმა ექიმმა შეიძლება
თქვას, რომ აუცილებელია თვალის ოპერაცია.
მსგავსად ამისა,
შეიძლება გამოცდილმა უხუცესებმა
საკმაოდ პირდაპირი რჩევა მოგვცენ.
რა თქმა უნდა, ამ დროს ისინი
ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობენ.
ასე რომ, თუ მივიღებთ დახმარებას,
ეს ჩვენთვისვე იქნება სასიკეთო.
მოდი შევაჯამოთ.
როდესაც ჩვენი თვალი
სულიერზეა ფოკუსირებული,
ნათლად ვხედავთ,
რა არის იეჰოვას ნება
და ვრწმუნდებით, რომ ღვთის
დაპირებები აუცილებლად შესრულდება.
მაგრამ თუ ხარბი თვალი გვექნება,
სულიერ ხედვას დავკარგავთ
და ღვთის დაპირებები ბუნდოვანი გახდება.
როგორც უკვე განვიხილეთ,
თვალს ერთდროულად ორ რამეზე
ფოკუსირება არ შეუძლია.
თუ გვეყვარება ის ყველაფერი,
რაც ქვეყნიერებაშია,
შეუძლებელი იქნება, ვფოკუსირდეთ
ღვთის ნების შესრულებაზე
და დროთა განმავლობაში საერთოდ
დავკარგავთ სულიერ ხედვას.
ასე რომ, კარგად დავინახეთ,
რამდენად მნიშვნელოვანია,
მთავარზე, ღვთის ნების
შესრულებაზე, ვფოკუსირდეთ.
მოდი ყველაფერი გავაკეთოთ,
რომ ყოველთვის მთელი გულით
ვემსახუროთ ჩვენს ზეციერ მამას.
ვნახოთ, რა დაეხმარა ერთ წყვილს,
კვლავაც მთავარზე ყოფილიყო ფოკუსირებული
და სულიერი მიზნები დაესახა.
ვენაში, ქალაქის ცენტრში,
ვიყიდეთ ბინა იპოთეკური სესხით.
იმ დროს 20–25 წლისები ვიყავით.
ძალიან კომფორტული და ლამაზი ბინა იყო.
ხო, ძალიან.
ეს დიდი მიღწევა გვეგონა,
უკვე საკუთარ ბინას ვფლობდით.
მთელი ყურადღება იმაზე მქონდა გადატანილი,
თუ როგორ მეშოვა უფრო მეტი ფული.
ვფიქრობდი, ეს გააბედნიერებდა დორის.
ამის გამო დროთა განმავლობაში შეხვედრების
გაცდენა დავიწყეთ.
სხვა სულიერ საქმეებსაც ვეღარ ვუთმობდით დროს,
რაც, რა თქმა უნდა, ცუდად აისახა
ჩვენს ქორწინებაზე.
ერთმა უხუცესმა სამწყემსო მონახულება დაგვიგეგმა.
ჩანდა, რომ გულწრფელად იყო
ჩვენით დაინტერესებული.
თბილად გველაპარაკა,
თუმცა საკმაოდ პირდაპირი რჩევებიც მოგვცა.
მან შემახსენა, რომ ჩემი,
როგორც ოჯახის თავის, პასუხისმგებლობა იყო
დორისის სულიერ საჭიროებებზე მეზრუნა.
და არა მხოლოდ ფინანსურზე.
ჰო, მართალი ხარ.
მისმა სიტყვებმა დამაფიქრა.
მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა.
ძალიან მინდოდა, რომ დორისი ბედნიერი ყოფილიყო
და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა,
თუ ორივეს კარგი ურთიერთობა
გვექნებოდა იეჰოვასთან.
ამაზე ბევრი ვილაპარაკეთ.
ისევ დავიწყეთ ყოველდღე ერთად ლოცვა.
საბოლოოდ მივხვდით, რომ ბინა უნდა შეგვეცვალა.
იეჰოვას ვთხოვდით, დაგვხმარებოდა ამ
ტვირთის მოშორებაში.
გვინდოდა, რაც შეიძლება მალე გაგვეყიდა ბინა,
ეს დაგვეხმარებოდა ცხოვრების გამარტივებაში.
საბედნიეროდ, მალევე შევძელით ბინის გაყიდვა,
რაც იმას ნიშნავდა, რომ ვალი უკვე აღარ გვქონდა.
2014 წლის რეგიონულმა კონგრესმაც
კარგი სტიმული მოგვცა.
„უპირველესად ეძებეთ სამეფო ...
და სხვა დანარჩენი შეგემატებათ“,
ეს იყო კონგრესის მთავარი თემა.
პირველად მაშინ დავუკავშირეთ
ეს სიტყვები საკუთარ თავს.
მივხვდით, რომ იეჰოვა ჩვენზეც იზრუნებდა.
მაშინვე იეჰოვას ვთხოვეთ ხელმძღვანელობა.
გვინდოდა, რომ ღვთის სამეფოს
მხარდასაჭერად რაღაც გაგვეკეთებინა.
ასეც მოვიქეცით.
კი.
კონგრესიდან რამდენიმე თვეში
დამხმარე პიონერობას შევუდექით
განუსაზღვრელი დროით.
სამშენებლო ინდუსტრიაში ვმუშაობ.
ამ სფეროში ნახევარგანაკვეთიანი
სამსახურის შოვნა რთულია,
თუმცა გადავწყვიტე, სამუშაო საათები შემემცირებინა.
ეს იმას ნიშნავდა, რომ ბევრად ნაკლებს
გამოვიმუშავებდი.
როცა ყოველთვიური ხარჯები გამოვთვალე,
მივხვდი, რომ თანხები სწორად
უნდა გაგვენაწილებინა.
იეჰოვასადმი ჩემი ნდობა სწორედ აქ გამოიცადა.
ამ საკითხზე ბევრი ვილოცე,
იეჰოვას ვთხოვე გაბედულება მოეცა,
რომ საათების შემცირებაზე
უფროსს დავლაპარაკებოდი.
იმაზეც ვლოცულობდი, იეჰოვას დავერწმუნებინე,
რომ ის იზრუნებდა ჩვენზე.
დამხმარე პიონერებად მსახურება ისე მოგვეწონა,
ვიფიქრეთ, შემდეგი წლიდან პიონერობა
ხომ არ დაგვეწყო.
ამიტომ გეგმებს გადავხედეთ.
ჰოდა, ერთ დღესაც პიონერებად
მსახურება დავიწყეთ.
ძალიან ბედნიერები ვიყავით.
პიონერობა ძალიან მოგვწონდა.
ხო, ძალიან.
გადავწყვიტეთ, ცხოვრება კიდევ
უფრო გაგვემარტივებინა.
პატარა ბინაში გადავედით საცხოვრებლად.
დიდი არ იყო, მაგრამ ყველაფერი გვქონდა,
რაც გვჭირდებოდა.
ერთი „საგუშაგო კოშკის“ სტატია
მინდა გაჩვენოთ,
ასეთი სათაური აქვს:
„ყოველდღე ითანამშრომლეთ იეჰოვასთან“.
მე-17 აბზაცში დასმული კითხვა
ჩვენს გულს ძალიან შეეხო.
მინდა თქვენც გაგიზიაროთ ეს აზრი:
„გსურთ მეტი ცოდნა მიიღოთ,
რათა უკეთ იყოთ მომზადებული წმინდა
მსახურების შესასრულებლად?
თუ ასეა, შეგიძლიათ სამეფოს
მახარობელთა სკოლის ბლანკი შეავსოთ“.
ეს მოწოდება პირადად მივიღეთ.
ხელს არაფერი გვიშლიდა,
ამიტომ ბლანკი შევავსეთ.
და მიგვიწვიეს.
ვერ ვიჯერებდით.
ძაან მაგარი იყო.
სკოლაში რომ გვესწავლა,
სამსახურიდან ორი თვე უნდა
გამოგვეთავისუფლებინა.
უფროსმა უარი მითხრა,
ამიტომ სამსახურიდან წამოსვლა მომიწია,
მაგრამ არ ვნანობ.
დღესაც იმავე არჩევანს გავაკეთებდი.
მახარობელთა სკოლაში სწავლა
იეჰოვას საჩუქარი იყო.
ბედნიერები ვიყავით, რომ იეჰოვამ ამხელა
ნდობა გამოგვიცხადა.
ეს კი
საოცარია.
ახალ კრებაში დაგვნიშნეს,
და-ძმებმა ძალიან თბილად მიგვიღეს.
უდიდეს სიხარულს მანიჭებს
დორისთან ერთად პიონერული მსახურება.
იეჰოვას სიყვარულსა და მხარდაჭერას
ყოველთვის ვგრძნობთ.
მართალია, ახლა იმდენი აღარ გვაქვს,
მაგრამ დღეს ჩვენი ტვირთი უფრო მსუბუქია,
რადგან იეჰოვა ზრუნვას არ გვაკლებს.
ერთი წამითაც არაფერს ვნანობთ.
მე ვნანობ.
რას?
რომ პიონერობა უფრო ადრე არ დავიწყეთ.
ჰოო, ეგ კი.
ზატლაურების ოჯახი მიჰყვა
იეჰოვას ხელმძღვანელობას
და ცხოვრება გაიმარტივა.
ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ,
რომ თავიანთი არჩევანი
ასეთ ბედნიერებას მოუტანდა.
რისი გაკეთება შეგიძლიათ, თუ ფიქრობთ,
რომ ცხოვრების გამარტივებას ვერ შეძლებთ?
ხელს ნუ ჩაიქნევთ.
ზაქარიას წიგნის განხილვა ძალებს შეგმატებთ.
აღარც კი მახსოვდა, როგორი შთამბეჭდავი
ყოფილა ზაქარიას წიგნი.
ჰოო, მეც ერთი სული მქონდა,
როდის განვიხილავდით.
აბა, დავიწყოთ?
კი, მზად ვარ.
იცი რა, სულ იმაზე მეფიქრებოდა,
რაც წინა კვირას განვიხილეთ.
რამხელა ზეწოლის ქვეშ იქნებოდნენ იუდეველები:
პოლიტიკური არასტაბილურობა,
მტრები, გულგატეხილობა.
ამას ისიც ემატებოდა,
რომ ტაძარი უნდა აღედგინათ
და თან საკუთარ ოჯახებზეც ეზრუნათ.
ეს ყველაფერი მარტივი არ იქნებოდა.
ჰო, მართალია.
ერთი შეხედვით,
ისინი ძალიან დაუცველები იყვნენ,
ჯარი არ ჰყავდათ,
არ ფლობდნენ პოლიტიკურ ძალაუფლებას.
ეს იყო პატარა ჯგუფი
უზარმაზარი გამოწვევების წინაშე.
ზუსტად ამიტომ გაგზავნა იეჰოვამ მათთან ზაქარია და ანგია,
რათა გაემხნევებინა ისინი.
ანგიამ მათ პირდაპირი მითითებები მისცა,
რაც საქმის დასაწყებად სჭირდებოდათ,
ზაქარიამ კი გაამხნევა ისინი,
რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანათ.
„ზაქარიას“ წიგნში ბევრი დეტალია,
ხომ არ ჯობს ნაწილ-ნაწილ გამოვიკვლიოთ?
კარგი აზრია.
ვიდეოში „ზოგადი ცნობები წიგნ ზაქარია შესახებ“,
მნიშვნელოვან აზრებს ესმება ხაზი.
მათ შორის, წინასწარმეტყველებებს მესიაზე.
კვლევაში ზაქარიას წიგნის მოკლე შინაარსიც დამეხმარა.
მე-5 ხილვით დავიწყე,
ერთი სალამპრე და ორი ზეთისხილის ხე.
კარგი არჩევანია, რა აღმოაჩინე?
„საგუშაგო კოშკში“ ერთი საინტერესო სტატია ვიპოვე,
„ხედავთ იმას, რაც ზაქარიამ ნახა?“
აქ მოცემული დეტალები
და ილუსტრაციები ძალიან დამეხმარა.
ვაა, როგორ მიაგენი?
ბიბლიური მუხლების საძიებელი გამოვიყენე
და მუხლებთან მოცემულ წყაროებს გავეცანი.
კარგი მეთოდია.
ამ სტატიაში ახსნილი იყო,
რომ ზეთი, რომელიც სალამპრეს
უწყვეტად მიეწოდებოდა,
იეჰოვას წმინდა სულს,
მის უსაზღვრო ძალას განასახიერებდა.
ალბათ, როგორ გაამხნევებდა ის იუდეველებს.
ისინი უკვე გადაღლილები
და გულგატეხილები იყვნენ.
ახლა კი იეჰოვამ დაარწმუნა ისინი,
რომ არ შეწყვეტდა მათ დახმარებას.
თუმცა ამით არ მთავრდება.
ნახე, რას ამბობს იეჰოვა ზაქარიას 4:6, 7-ში:
„არც ჯარითა და არც ძალით, არამედ ჩემი სულით“,
-ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
ვინა ხარ, დიდო მთაო?!
გავაკდები ზერუბაბელის წინაშე“.
რა შთამბეჭდავი შედარებაა.
ის წინააღმდეგობა, რომელსაც
იუდეველები აწყდებოდნენ,
უზარმაზარი მთასავით იყო,
მაგრამ, როგორც ზაქარია აღწერს,
ის ვაკედ იქცეოდა.
ასე რომ, ვერც სპარსეთის იმპერია
და ვერც სხვა წინააღმდეგობა
ვერ შეაჩერებდა ამ საქმეს.
მათ ჯარი სულაც არ სჭირდებოდათ,
რადგან იეჰოვა იყო მათთან.
ისე, როგორი წარმოსადგენია,
უზარმაზარი მთა შენ თვალწინ რომ ჩამოიშლება.
ჰო, ისინი ნათლად დაინახავდნენ,
რომ მათი წარმატება გარემოებებზე
ან საკუთარ შესაძლებლობებზე კი არა,
იეჰოვაზე იყო დამოკიდებული.
მართალია, ამ ცნობამ მათზე დადებითად იმოქმედა.
იუდეველები, წინააღმდეგობის მიუხედავად,
მიენდნენ იეჰოვას
და ტაძრის აღდგენითი სამუშაოები
დაახლოებით 4 წელიწადში დაასრულეს.
მათ საკუთარი თვალით დაინახეს,
როგორ მოქმედებდა იეჰოვას სული.
სპარსეთის მეფემ ტაძრის მშენებლობის
აკრძალვა გააუქმა
და მეზობელ ერებს უბრძანა,
რომ იუდეველებისთვის
ყველანაირად დაეჭირათ მხარი.
ამ ყველაფრის მიღმა იეჰოვა იდგა.
ასე ვთქვათ, ღმერთმა მთა გაავაკა.
რას გვასწავლის ეს იეჰოვას შესახებ?
ეს ხილვა მარწმუნებს,
რომ იეჰოვას სულს შეუძლია
ისეთი რამ მოიმოქმედოს,
რაც ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანს.
მას ესმის, რომ ზოგჯერ ჩვენც,
იუდეველების მსგავსად,
შეიძლება გულგატეხილები
ან შეშინებულები ვიყოთ.
ასეთ დროს წარმოსახვის უნარი
დაგვეხმარება, დავინახოთ,
რამხელა ძალა აქვს იეჰოვას.
კარგი რჩევაა, ანუ წაკითხული
გონებაში უნდა გავაცოცხლოთ.
ზუსტად.
შენ რომ იპოვე, იმ სტატიის სათაურიც ხომ ამაზეა,
„ხედავთ იმას, რაც ზაქარიამ ნახა?“.
ისე, პრაქტიკულად როგორ შეგვიძლია
ამის გაკეთება?
სიმართლე გითხრა,
ზოგჯერ ძალიან გადაღლილი ვარ.
სულიერი საქმეების გარდა,
სხვა უამრავი პასუხისმგებლობაც მაქვს:
ოჯახური მოვალეობები,
სამსახური,
ჯანმრთელობაზე ზრუნვა
და ამას დამატებული მუდმივი წნეხი ქვეყნიერებისგან.
ზოგჯერ ისეთი დაღლილი ვარ,
ცდუნება მიჩნდება კრებას ზუმით დავესწრო.
ჰო, მეც.
მაგრამ ზაქარიას ხილვაზე ფიქრი, ძალიან მამხნევებს
და შემახსენებს, რომ იეჰოვა აუცილებლად მომცემს
ფიზიკურ და ემოციურ ძალებს.
გეთანხმები, როცა ვამჩნევ,
რომ შემართებას ვკარგავ,
იეჰოვას წმინდა სულს ვთხოვ
და ვცდილობ ლოცვის თანახმად ვიმოქმედო.
ზოგჯერ შეიძლება განწყობა არ გვქონდეს,
მაგრამ მაინც უნდა წავიდეთ კრებაზე და ვიმსახუროთ.
ამით ვაჩვენებთ, რომ ვენდობით იეჰოვას
და გვჯერა, რომ ძალას შეგვმატებს.
მინდა, იეჰოვას მივბაძო და ყველაფერი
გავაკეთო სხვების დასახმარებლად.
განსაკუთრებით მაშინ,
როცა გულგატეხილები არიან.
მინდა დავარწმუნო ისინი,
რომ იეჰოვა ზრუნავს მათზე
და საჭირო ძალებსაც მისცემს.
კარგი მიზანი გაქვს.
სხვათა შორის, ეს აზრები მომავალშიც
გამოგვადგება, როცა დევნას შევხვდებით.
მომეწონა, რაც შენ თქვი,
რომ წარმატება უნარებსა
და გარემოებებზე კი არა,
იეჰოვას წმინდა სულზეა დამოკიდებული.
მომეწონა დღევანდელი განხილვა.
საკითხი პატარ-პატარა მონაკვეთებად დავყავით
და ისე გამოვიკვლიეთ,
გამოვიყენეთ ბიბლიური მუხლების საძიებელი
და გონებაში გავაცოცხლეთ წაკითხული.
ახლა ის ხომ არ გამოვიკვლიოთ,
თუ რას განასახიერებს ორი ჯოხი?
რატომაც არა.
ძალიან მინდა, იმ
წინასწარმეტყველებებსაც ჩავუღრმავდეთ,
რომელიც მესიას უკავშირდება
და ისიც, როგორ უკავშირდება ამ წიგნში ჩაწერილი
ბიბლიის მთავარ თემას.
სხვათა შორის, ზაქარიას სხვა ხილვებიც
ძალიან საინტერესოა.
მგონი ოჯახური შესწავლისთვის ბევრი
საინტერესო თემა მოგვიგროვდა
და ეს მხოლოდ დასაწყისია.
რა პრაქტიკული აზრები მოვისმინეთ?!
წარმატება ჩვენს უნარებზე ან
გარემოებებზე არ არის დამოკიდებული.
თუ მორჩილები ვიქნებით,
იეჰოვა წმინდა სულით აუცილებლად დაგვეხმარება.
ერთ-ერთი საშუალება, რითაც შეგვიძლია
მთავარზე ვიყოთ ფოკუსირებული,
ბეთელში შტატგარეშედ მსახურებაა.
ვნახოთ შემდეგი ვიდეო და გავიგოთ,
როგორია ერთი დღე ბეთელის შტატგარეშე
თანამშრომლის ცხოვრებიდან.
გამარჯობა, მე ჰეინი მქვია,
სამხრეთ კორეის ფილიალში
შტატგარეშე თანამშრომელი ვარ.
რადგან არარეგულარული
შტატგარეშე თანამშრომელი ვარ,
ბეთელში მაშინ მივდივარ ხოლმე,
როცა ამის საჭიროებაა.
თუ გადატვირთული მოძრაობა არ არის ხოლმე,
ბეთელამდე დაახლოებით 45 წუთი მჭირდება.
კარგი ის არის, რომ
მანქანის ტარება მომწონს,
ამიტომ გზაში საერთოდ არ ვიღლები.
როცა ბეთელში მივდივარ,
დილის პროგრამას ვესწრები,
ბოლო დროს განსაკუთრებით
დამამახსოვრდა ერთ-ერთი დილის პროგრამა,
ძმამ იაკობის 1:2–4 მუხლები განიხილა.
მან განსაცდელები და სირთულეები
მასწავლებლებს შეადარა,
რომლებიც გვეხმარებიან, სულიერად გავიზარდოთ.
როცა განსაცდელის წინაშე ხარ,
ადვილი არ არის დაფიქრდე,
რისი სწავლა შეგიძლია ამ სიტუაციიდან.
ამ მოხსენების მთავარი არსი ის იყო,
რომ დაენახებინა ჩვენთვის,
თუ როგორ გვეხმარება ლოცვა,
პირადი შესწავლა,
ბიბლიის კითხვა და მასზე ფიქრი,
რომ ცხოვრებაში რა სირთულესაც
არ უნდა შევხვდეთ,
სიხარული არ დავკარგოთ.
დილის პროგრამები ძალიან მამხნევებს ხოლმე,
ყოველთვის რაღაც ახალს ვსწავლობ.
სატრანსპორტო განყოფილებაში ვმსახურობ.
ეს განყოფილება უზრუნველყოფს იმ სრული
დროით მსახურების ტრანსპორტირებას,
რომლებიც სხვა ქვეყნებიდან
სტუმრობენ ჩვენს ბეთელს.
ყოველთვის შევახსენებ ხოლმე საკუთარ თავს,
რომ ბეთელის მთავარი მიზანია,
მხარი დაუჭიროს სამქადაგებლო საქმეს.
სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული
სრული დროით მსახურები,
რომლებიც ჩვენს ბეთელს სტუმრობენ,
ძალიან მადლიერები არიან ხოლმე.
როცა ვიაზრებ, რომ მეც შემიძლია
მათთვის რაღაცის კეთება,
ეს უდიდეს კმაყოფილებას და სიხარულს მანიჭებს.
როგორც წესი, მგზავრობას საათნახევრიდან
ორ საათამდე სჭირდება.
გზაში ბევრ თემაზე ვასწრებთ საუბარს.
ისეთი განცდა მრჩება,
რომ დიდი ხნის მეგობრებს ვხვდები.
ერთმანეთს ვუზიარებთ ხოლმე შემთხვევებს,
როგორ გაგვამხნევა და გაგვაძლიერა
იეჰოვამ რთულ სიტუაციებში.
ასეთი გამამხნევებელი ისტორიების
მოსმენა ძალიან მიყვარს.
სიმართლე რომ გითხრათ,
თავიდან ბეთელში მსახურების
დიდი სურვილი არ მქონდა.
მაგრამ ერთხელ ჩემმა
ახლო მეგობარმა ასეთი რამ მითხრა:
„იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ავირჩიოთ,
სად ვემსახურებით იეჰოვას
ან დავიწუნოთ ესა თუ ის დავალება,
ჯობს, ეს საკითხი იეჰოვას მიანდო“.
ის მართალი იყო.
ასე რომ, გადავწყვიდე, მეცადა
და ბეთელში მსახურების განცხადება შევავსე.
ძალიან ბედნიერი ვარ,
რომ აქ მსახურების შესაძლებლობა მაქვს.
სამსახურის გრაფიკის შეცვლა მომიწია,
რაც მარტივი არ იყო.
ისიც მაშინებდა, ხომ არ გამიჭირდებოდა ფინანსურად,
მაგრამ როგორც კი აქ მსახურება დავიწყე,
თითქოს წუხილი სადღაც გაქრა.
ყველაფერი ისე აეწყო,
რომ დღეს სამსახურიც მაქვს
და ბეთელშიც ვმსახურობ.
სამსახურის და ბეთელის გარდა
ოჯახის წევრებზე ზრუნვაც მიწევდა.
სულიერ განრიგს რომ მივყვე,
პირადი შესწავლისთვის კონკრეტული
დღე მაქვს გამოყოფილი.
სწორედ ეს მეხმარება, იეჰოვასთან
ახლო ურთიერთობა მქონდეს.
ხანდახან გადაღლილი
და ძალაგამოცლილი ვარ.
მაგრამ პირადი შესწავლა მეხმარება,
განვიახლო ძალები
და კვლავაც გულმოდგინედ
განვაგრძო მსახურება.
სულიერ საქმეებში მონაწილეობა ჟანგბადივითაა,
ამიტომ როგორი გადატვირთული
გრაფიკიც არ უნდა მქონდეს,
ვცდილობ, რომ ყოველთვის საკმარისი
დრო მქონდეს გამოყოფილი ამისთვის.
როცა ბეთელში მოვდივარ,
ფსალმუნის 84:10-ე მუხლზე ვფიქრობ ხოლმე,
სადაც ნათქვამია:
„ერთი დღე შენს ეზოებში სხვაგან
გატარებულ ათასს სჯობია!“.
რა დავალებაც არ უნდა მივიღო მომავალში,
მინდა, იეჰოვას ყოველთვის სიხარულით
და მადლიერებით სავსე გულით ვემსახურო.
ბეთელში შტატგარეშედ მსახურებას
კონცენტრირება და ძალისხმევა სჭირდება.
შენიშნეთ, რა ეხმარება ჰეინს
სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში?
ის რეგულარულად გამოყოფს დროს
პირადი შესწავლისთვის,
რათა ძალები აღიდგინოს.
ღვთის სიტყვის შესწავლას შეუძლია
ჩვენი სულიერი ხედვა გააუმჯობესოს.
ასე შევძლებთ, დაპირებული მომავალი
ნათლად დავინახოთ.
სწორედ ამ საკითხზე იქნება საუბარი
ბეთელის დილის პროგრამაში.
დღევანდელი მოხსენების სათაური ასეთია
„გჯეროდეთ, რომ იეჰოვა სიყვარული ურყევია“.
რატომ შევარჩიეთ ასეთი საკითხი?
იმიტომ, რომ ზოგჯერ შეიძლება ეჭვი შეგვეპაროს,
ნამდვილად ვუყვარვართ თუ არა იეჰოვას.
შეიძლება ამის მიზეზი ჩვენი წარსული იყოს.
მაგალითად: აღზრდა,
დაშვებული შეცდომები
ან ცუდი გამოცდილება.
ან შეიძლება ახლა გაქვთ ცხოვრებაში რთული პერიოდი.
შეიძლება მოსვენებას გიკარგავთ იმაზე ფიქრი,
როგორ გაართმევთ თავს
ოჯახურ პასუხისმგებლობებს.
შესაძლოა ბევრი მუშაობა გიწევთ
ან ჯანმრთელობის სერიოზული
პრობლემები გაქვთ.
ასეთ მომენტებში განსაკუთრებით ვგრძნობთ,
როგორ გვჭირდება იეჰოვას მხარდაჭერა.
ისიც ვიცით, რომ ადრე თუ გვიან რწმენის
გამოცდებსაც შევხვდებით.
ამ დროს შეიძლება ისიც გვაფიქრებდეს,
შევძლებთ თუ არა
ერთგულების შენარჩუნებას.
მიუხედავად იმისა,
რა გამოგვიცდია წარსულში,
რა სირთულეებს ვაწყდებით ახლა
ან რა გველის მომავალში,
უნდა გვჯეროდეს, რომ
იეჰოვას სიყვარული ურყევია.
ერთ-ერთი, რითაც შეგვიძლია
ნდობა განვიმტკიცოთ, იეჰოვას ურყევი
სიყვარულის მიმართ,
დანიელის 9:4-ში წერია.
ეს მუხლი დღევანდელი მუხლის
კომენტარშიც არის ციტირებული,
მაგრამ მოდი მთლიანად წავიკითხოთ:
„შევევედრე იეჰოვას, ჩემს ღმერთს,
და ვაღიარე ცოდვები:
„იეჰოვა, ჭეშმარიტო ღმერთო,
დიდებულო და შიშის მომგვრელო,
შეთანხმებას რომ იცავ
და ურყევი რომაა შენი სიყვარული
შენს მოყვარულთა,
შენი მცნებების დამცველთა მიმართ!“
ეს არის დანიელის მიერ
წარმოთქმული ლოცვა.
აქ ის იმაზე საუბრობს,
რომ იეჰოვა ყოველთვის ასრულებს
თავის დაპირებებს
და ურყევ სიყვარულს ავლენს
თავისი მსახურების მიმართ.
მოდი უფრო ჩავუღრმავდეთ ამ მუხლს.
კონტექსტი მიმოვიხილოთ,
გავიგოთ, რა სიტუაცია იყო იმ დროს,
როცა დანიელმა ეს ლოცვა წარმოთქვა.
ეს დაგვარწმუნებს, რომ იეჰოვა ჩვენ
მიმართაც გამოავლენს ურყევ სიყვარულს.
დავფიქრდეთ, რატომ წარმოთქვა
დანიელმა ეს ლოცვა.
ყურადღება მიაქციეთ მე-2 მუხლს:
„მისი მეფობის პირველ წელს
მე, დანიელმა, წიგნებიდან გავიგე
იმ წლების რიცხვი,
რომელიც იეჰოვამ იერემია
წინასწარმეტყველს გამოუცხადა —
იერუსალიმი 70 წელი
უნდა ყოფილიყო განადგურებული“.
როდის მოხდა ეს ყველაფერი?
ძვ. წ. 539 წელს.
68 წელი იყო გასული იერუსალიმის
განადგურებიდან და გაპარტახებიდან.
დანიელმა წიგნების ანუ წმინდა წერილების
გამოკვლევა დაიწყო.
ბიბლიის რომელ წიგნებზე
მიუწვდებოდა ხელი?
როგორც ჩანს, დანიელისთვის მაშინ
ხელმისაწვდომი იყო მოსეს,
ესაიას, იერემიას, ეზეკიელის,
ამოსის და ოსიას წიგნები.
დანიელმა, დიდი ალბათობით,
იერემიას 29:10 წაიკითხა.
აქ ასეთი სიტყვები წერია:
„აი, რას ამბობს იეჰოვა:
„ბაბილონში თქვენი გადასახლებიდან
70 წელი რომ გავა,
მაშინ მოგხედავთ,
შევასრულებ ჩემს დაპირებას
და დაგაბრუნებთ სამშობლოში.“
დანიელი ხედავდა, რომ მიმდინარე მოვლენები
ბიბლიური წინასწარმეტყველების
შესრულებაზე მიუთითებდა.
მან იცოდა, რომ კიროსი,
რომელიც უკვე მეფობდა,
სწორედ ის იყო, ვისაც
წინასწარმეტყველების თანახმად
ისრაელები უნდა გაეთავისუფლებინა.
შეიძლება მან ყველა დეტალი არ იცოდა,
მაგრამ სჯეროდა, რომ
ამ წინასწარმეტყველების
შესრულების დრო ძალიან ახლოს იყო.
სწორედ ამან აღძრა,
რომ იეჰოვასთვის ლოცვით მიემართა.
დანიელის ლოცვა მე-9 თავის მე-4–მე-19
მუხლებშია ჩაწერილი.
ლოცვის შინაარსიდან კარგად ჩანს,
რომ მას გულსა და გონებაში ჰქონდა
იერემიას წინასწარმეტყველება
და დარწმუნებული იყო, რომ ის
აუცილებლად შესრულდებოდა.
ერთ წყაროში ასეთი რამაა ნათქვამი:
„დანიელის ლოცვა იერემიას წიგნის
მხოლოდ ერთ-ორ მონაკვეთს კი არ ეფუძნება,
არამედ მთლიანი წიგნის შინაარსს“.
მისი სიტყვებიდან კარგად ჩანს,
რამდენად სჭირდებოდა მთელ ერს,
რომ იეჰოვას მათდამი
ურყევი სიყვარული გამოევლინა.
ის იეჰოვას მიმტევებლობას და ერთგულებას
უპირისპირებს ისრაელების ორგულობას.
დანიელმა იმასაც გაუსვა ხაზი,
რომ ყველა უბედურება, რაც
ისრაელს დაატყდა თავს,
ის იყო, რაზეც იეჰოვა
მანამდე აფრთხილებდა.
მე-13 მუხლი წავიკითხოთ.
აქ ნათქვამია:
„გვეწია მოსეს კანონში ჩაწერილი ყველა უბედურება“.
რა ჩანს აქედან?
დანიელმა იცოდა, რომ
წინასწარმეტყველებები
მხოლოდ ურჩობის შედეგებზე არ საუბრობდა.
იქ იმაზეც იყო საუბარი, რომ ისრაელები
სამშობლოში დაბრუნებას შეძლებდნენ.
ლევიანების, კანონის, ესაიას
და იერემიას წიგნებში
მოცემული იყო დაპირებები,
რომ თუ ისრაელები მოინანიებდნენ,
შეძლებდნენ თავიანთ მიწაზე დაბრუნებას.
ყურადღება მიაქციეთ, როგორ ამთავრებს
დანიელი ლოცვას.
მე-19 მუხლი წავიკითხოთ:
„ისმინე, იეჰოვა!
გვაპატიე, იეჰოვა!
მოგვხედე და იმოქმედე, იეჰოვა!
ნუ დააყოვნებ შენი სახელის გულისთვის,
ჩემო ღმერთო,
რადგან შენი სახელით
იწოდება შენი ქალაქი
და შენი ხალხი“.
მოდი ერთ დეტალს მივაქციოთ ყურადღება.
დანიელი იეჰოვას ემუდარება,
რომ იმოქმედოს თავისი სახელისთვის.
საინტერესოა, რომ იეჰოვას სახელი
დანიელის წიგნში 19-ჯერ
არის მოხსენიებული,
აქედან 18 სწორედ მე-9 თავში გვხვდება,
ხოლო 14 უშუალოდ ამ ლოცვაში.
საინტერესოა, რატომ სთხოვს ის იეჰოვას,
იმოქმედოს თავისი სახელის გულისთვის?
დანიელი კარგად ხვდებოდა, რომ საქმე
მხოლოდ ისრაელის გათავისუფლებას არ ეხებოდა.
იეჰოვას ხომ ნათქვამი ჰქონდა მათთვის,
რომ სამშობლოში დააბრუნებდა
და თუ ის ამ დაპირებას არ შეასრულებდა,
ეს მის რეპუტაციას შელახავდა.
მას ისიც კარგად ესმოდა,
რომ იეჰოვას პიროვნებას
და მისი სახელის მნიშვნელობას ვერ ჩასწვდები,
თუ იმას არ გაიაზრებ, რომ ურყევი სიყვარული
მისი ბუნების ნაწილია.
ასე რომ, როცა იეჰოვა
თავის ხალხს ეხმარებოდა,
თავის სახელსაც განწმენდდა.
რისი სწავლა შეგვიძლია
დანიელის ლოცვიდან?
როგორ განგვიმტკიცებს
ეს იეჰოვასადმი ნდობას,
რომ ურყევი სიყვარულის გამო
ჩვენ დასახმარებლად იმოქმედებს?
პირველი: დავინახეთ, რომ იეჰოვა
არასდროს მიატოვებს თავის ხალხს.
იეჰოვამ წინასწარ გააფრთხილა ისრაელები,
სადამდე მიიყვანდათ დაუმორჩილებლობა,
მაგრამ იმასაც დაჰპირდა, რომ
თუ მთელი გულით მოინანიებდნენ,
კვლავ აკურთხებდა და
სამშობლოში დააბრუნებდა.
მართლაც, ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა.
ეს ჩვენთვის გამამხნევებელია,
რადგან როცა შეცდომებს დავუშვებთ,
დარწმუნებული ვიქნებით, რომ თუ მოვინანიებთ,
იეჰოვა დახმარების ხელს გამოგვიწვდის.
როგორც დანიელის და ისრაელების შემთხვევაში იყო,
იეჰოვა ჩვენ გვერდით იქნება
და არასოდეს მიგვატოვებს.
კიდევ რისი სწავლა შეგვიძლია?
ბიბლიური წინასწარმეტყველებების გამოკვლევა
იეჰოვას ურყევი სიყვარულსადმი
ნდობას განგვიმტკიცებს.
სწორედ ასე მოხდა დანიელის შემთხვევაშიც.
ის წმინდა წერილების
კვლევის შედეგად დარწმუნდა,
რომ იეჰოვა აუცილებლად იმოქმედებდა.
ერთ სტატიაში ასეთი რამ ეწერა:
„როცა ვიგებთ, როგორ შესრულდა
ღვთის სიტყვაში ჩაწერილი
წინასწარმეტყველებები,
იეჰოვასადმი ნდობა გვიმტკიცდება
და იმაშიც ვრწმუნდებით, რომ ის
ყოველთვის ჩვენს სასიკეთოდ
გვაძლევს მითითებებს,
ამასთანავე სირთულეების
დროსაც იმედიანად ვართ,
რადგან იოტისოდენა ეჭვი არ გვეპარება,
რომ მომავალთან დაკავშირებული
წინასწარმეტყველებები
აუცილებლად შესრულდება.
მესამე, რასაც ვსწავლობთ, ის არის,
რომ ურყევი სიყვარული
იეჰოვას რეპუტაციას და
მის პიროვნებას უკავშირდება.
ისევე როგორც დანიელს,
ამაში არც ჩვენ გვეპარება ეჭვი.
როცა იეჰოვა ჩვენდამი სიყვარულს ავლენს,
ამით აჩვენებს, როგორი ღმერთია.
რა არის უდიდესი გარანტია, რომ იეჰოვა
შეასრულებს თავის დაპირებებს
და იზრუნებს ჩვენზე?
ის რომ, ეს საკითხი მის სახელს და
რეპუტაციას უკავშირდება.
მეოთხე, რასაც ვსწავლობთ, ის არის,
რომ იეჰოვა ყველაფერს
თავის დროზე ჰფენს ნათელს.
დანიელს შეეძლო მიმდინარე მოვლენები
ბიბლიურ წინასწარმეტყველებებთან
დაეკავშირებინა.
იეჰოვამ იზრუნა, რომ მას საჭირო ინფორმაცია
საჭირო დროს ჰქონოდა.
იეჰოვა დღესაც ზუსტად
ასე ეხმარება თავის ხალხს.
ბოლო დროს ბევრი ბიბლიური
წინასწარმეტყველება აიხსნა ახლებურად,
მაგალითად, რა შეიძლება მოხდეს
დიდი გასაჭირის დროს.
ეს აშკარად იმაზე მიუთითებს,
რომ იეჰოვა გვხელმძღვანელობს.
როცა დანიელის ლოცვაზე ვფიქრობთ,
რწმენა და ნდობა გვიმტკიცდება
იეჰოვას ურყევი სიყვარულის მიმართ.
ასე რომ, მნიშვნელობა არ აქვს, რა მოხდა წარსულში,
რა სირთულეებს ვხვდებით ახლა
ან რა გველის მომავალში,
შეგვიძლია იეჰოვას ურყევი სიყვარულის
იმედი ყოველთვის გვქონდეს.
რამდენი რამ ვისწავლეთ
დანიელის მაგალითიდან.
მართლაც, იეჰოვას დაპირებებზე ფიქრი გვეხმარება,
მომავალს იმედის თვალით ვუყუროთ.
მალე საკუთარი თვალით ვიხილავთ,
როგორ დაუბრუნდება
მილიონობით ადამიანს სიცოცხლე.
ალბათ ერთი სული გაქვთ, როდის შეხვდებით
მკვდრეთით აღდგენილ საყვარელ ადამიანებს.
ხშირად იფიქრეთ ამ მომენტზე.
ამაში დაგეხმარებათ ამ თვის
მუსიკალური ვიდეოკლიპი.
მოდი ვნახოთ.
♪ რთულია,
დაემშვიდობო მას, ♪
♪ სიკვდილმა ვინც წაგართვა
და გვერდით არ გყავს. ♪
♪ დროებით
განშორებას ♪
♪ მონატრების ცრემლები
მოჰყვება თან. ♪
♪ ეს ტკივილი მწარე
წარსულს დარჩება, ♪
♪ მალე იმედი
რეალობად იქცევა. ♪
♪ ველით ნანატრ დროს,
ველით იმ ზღაპრულ დროს. ♪
♪ გულით ველით ნატვრის ახდენას,
მალე მათ კვლავ ვნახავთ. ♪
♪ დროდადრო
თუ ვერ უძ ლებ დარდს, ♪
♪ მოგონების ტალღებს
თუ ვერ აღწევ თავს, ♪
♪ იეჰოვას
მიმართე ♪
♪ და გულისნადები
მას გაანდე. ♪
♪ ეს ტკივილი მწარე
წარსულს დარჩება, ♪
♪ მალე იმედი
რეალობად იქცევა. ♪
♪ ველით ნანატრ დროს,
ველით იმ ზღაპრულ დროს. ♪
♪ გულით ველით ნატვრის ახდენას,
მალე მათ კვლავ ვნახავთ. ♪
♪ ერთ დღეს შენ
გაიგებ იმ ნაცნობ ხმას, ♪
♪ წარსულში გულს რომ გითბობდა
და ძლიერ გენატრებოდა. ♪
♪ გულში ჩაიკრავ
და ის შენგან აღარ წავა. ♪
♪ ეს ოცნება ასრულდება,
ვისაც ელი, დაბრუნდება! ♪
♪ ეს ტკივილი მწარე
წარსულს დარჩება, ♪
♪ მალე იმედი
რეალობად იქცევა. ♪
♪ ველით ნანატრ დროს,
ველით იმ ზღაპრულ დროს. ♪
♪ გულით ველით ნატვრის ახდენას, ♪
♪ მალე მათ კვლავ ვნახავთ. ♪
♪ მალე მათ კვლავ ვნახავთ. ♪
იეჰოვამ კარგად იცის,
რა ძლიერ გვსურს, რომ
ჩვენი საყვარელი ადამიანები ვნახოთ.
როგორც ღვთის სიტყვა ამბობს,
იეჰოვასთვის ისინი ცოცხლები არიან.
რწმენა განსაკუთრებით მაშინ გვიმტკიცდება,
როცა ღვთის სიტყვას
მშობლიურ ენაზე ვკითხულობთ.
მოდი ვნახოთ, რა გაკეთდა იმისთვის, რომ ბიბლია
რაც შეიძლება მეტ ენაზე ყოფილიყო ხელმისაწვდომი.
1950 წელს გამოიცა
„ქრისტიანულ-ბერძნული წერილების
ახალი ქვეყნიერების თარგმანი“.
მისი გამოცემის მიზანი ნეითან ნორმა ასე ახსნა:
„ბიბლიის თარგმანი
თანამედროვე მკითხველისთვის
ისეთივე გასაგები უნდა იყოს,
როგორც ქრისტეს მოწაფეების
თავდაპირველი ხელნაწერები იყო
იმ დროს მცხოვრები უბრალო
და თავმდაბალი ხალხისთვის“.
მომდევნო წლებში ებრაული წერილები
ტომებად გამოიცემოდა,
ხოლო 1961 წელს გამოიცა
„ახალი ქვეყნიერების თარგმანის“
სრული ვერსია ინგლისურ ენაზე.
ასე რომ, უკვე გვქონდა
გასაგები და ზუსტი თარგმანი,
რომელიც განადიდებდა ღვთის სახელს.
პარალელურად თარგმნა
სხვა ენებზეც მიმდინარეობდა.
1963 წელს კი
„ქრისტიანულ-ბერძნული წერილების
ახალი ქვეყნიერების თარგმანი“
კიდევ 6 ენაზე გამოიცა.
თუმცა ბიბლიის თარგმნა სხვა ენებზე
ნელი ტემპით მიმდინარეობდა.
ზოგიერთ ენას ბიბლია რომ ეთარგმნა,
20 წელზე მეტიც კი დასჭირდა.
ინგლისური თარგმანის სრული ვერსიის
გამოცემიდან 30 წლის შემდეგ
„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“
მხოლოდ 12 ენაზე იყო ხელმისაწვდომი.
ბიბლიის თარგმნის პროცესი რომ დაეჩქარებინა,
1989 წელს ხელმძღვანელმა საბჭომ ჩამოაყალიბა
მთარგმნელთა მომსახურების განყოფილება.
ამ განყოფილების მიზანი იყო და დღესაც არის,
დაეხმაროს მთარგმნელებს
ბიბლიისა და ბიბლიაზე დაფუძნებული
პუბლიკაციების თარგმნაში,
ტრენინგები ჩაუტაროს მათ
და უპასუხოს მთარგმნელების კითხვებს.
ჩვეულებრივ, მთარგმნელები
ბევრ კითხვას სვამენ,
რათა ყველაფერი ზუსტად
და გასაგებად ითარგმნოს.
საინტერესოა, როგორ უწევს ეს
განყოფილება ორგანიზებას
და როგორ ამზადებს მთარგმნელებს
ბიბლიის სათარგმნად.
ყველაფერი იმით იწყება, რომ
ჯერ თარგმნის პრინციპებს უხსნიან.
ამაში შედის ბიბლიაში მოხსენიებული იდიომების,
კონკრეტული მონაკვეთების,
შედარებების თუ მხატვრული ხერხების ახსნა.
ზოგიერთი ბიბლიური მონაკვეთი თითქმის
შეუძლებელია, სწორად ითარგმნოს,
თუ მთარგმნელმა ტექსტში მოცემული ინფორმაცია
ვიზუალურადაც არ ნახა.
მთარგმნელებმა დედნისეულ ტექსტში
ჩადებული აზრების გადმოსაცემად
საუკეთესო სიტყვები უნდა შეარჩიონ.
თუ ჯგუფს კითხვა უჩნდება,
შეუძლია მთარგმნელთა მომსახურების
განყოფილებას მისწეროს.
ამისთვის ისინი იყენებენ სპეციალურ
კომპიუტერულ პროგრამას.
ამჟამად ამ პროგრამაში ინახება 140 000 კითხვა,
რომლებიც დროთა განმავლობაში
ბიბლიის თარგმნასთან დაკავშირებით დაისვა.
ამა თუ იმ ჯგუფის მიერ დასმული კითხვა
სხვა მთარგმნელებსაც ადგებათ,
რომ უფრო სწრაფად და ხარისხიანად თარგმნონ.
როცა ხელმძღვანელი საბჭოს წევრს,
ალბერტ შრედერს, ჰკითხეს,
რამდენ ენაზე უნდა ითარგმნოსო
„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“,
მან ასე უპასუხა:
„იმდენ ენაზე, რამდენზეც „საგუშაგო კოშკი“ გამოიცემა“.
ის ხვდებოდა, რომ ბიბლიის ზუსტი თარგმანი
ხალხს ჭეშმარიტების გაგებასაც გაუადვილებდა.
1990-იან წლებში ძმები მიხვდნენ, რომ საჭირო იყო,
„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“
უფრო მეტ ენაზე გამოეცათ.
და-ძმები ძირითადად სხვა თარგმანებს იყენებდნენ.
იყო შემთხვევები, როცა მთელ კრებას
ერთი ან ორი ბიბლია ჰქონდა.
პრობლემა ისიც იყო,
რომ ამ თარგმანების უმეტესობა
ან ზუსტი არ იყო,
ან ცრუ მოძღვრებებს უჭერდა მხარს.
ზოგიერთ თარგმანში
ღვთის სახელის ნაცვლად,
ადგილობრივი ღვთაებების სახელებიც
კი იყო გამოყენებული.
ტექნოლოგიების და ტრენინგების
დანერგვის შემდეგ,
2004 წელს ხელმძღვანელმა საბჭომ
ნებართვა გასცა, რომ უფრო მეტ ენაზე
თარგმნილიყო ბიბლია.
როცა ჯგუფი „საგუშაგო კოშკის“ თარგმნის
გამოცდილებას იძენს,
შემდეგი ეტაპი უკვე ბიბლიის თარგმნაა.
ამგვარად შესაძლებელი ხდება
იმ მიზნის მიღწევა, რაც ალბერტ შრედერს ჰქონდა.
ბიბლიის მთარგმნელებს მართლაც ბევრი
საქმის კეთება უწევთ.
თუმცა ბიბლიის გამოცემით საქმე არ მთავრდება,
რადგან ენა ვითარდება და სიტყვების
მნიშვნელობაც იცვლება,
თარგმანები დროთა განმავლობაში
გადამუშავებას საჭიროებს,
რომ ისინი კვლავაც გასაგები იყოს.
ამჟამად დაახლოებით 700 ბეთელელი მუშაობს
ბიბლიის თარგმნის პროექტზე.
მაშინ, როცა ბიბლიის ჩამოსატვირთად
მხოლოდ რამდენიმე წამია საჭირო,
მის თარგმნას მთარგმნელები
დაახლოებით 5–7 წლამდე ანდომებენ.
გვიხარია, რომ იეჰოვა აკურთხებს ამ საქმეს.
ჩვენ გვაქვს ყველაზე ზუსტი
და გასაგები თარგმანი,
რომელიც განადიდებს ღვთის სახელს.
„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“
325-ზე მეტ ენაზე გამოიცემა.
ეს თარგმანი იმ ენებზეც არის ხელმისაწვდომი,
რომლებზეც მაუწყებლების მცირე ჯგუფი საუბრობს.
რა რეაქცია აქვთ და-ძმებს,
როცა თავიანთ მშობლიურ ენაზე იღებენ ბიბლიას?
ეს მათ დიდ ბედნიერებასა და სიხარულს ანიჭებთ.
ღვთის სიტყვის თარგმნა ყოველი ერისთვის,
ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის
ხელს უწყობს სასიხარულო ცნობის
მთელ მსოფლიოში გავრცელებას.
არის რაღაც, რისი გაკეთებაც თქვენც შეგიძლიათ.
როცა ბიბლიას წაიკითხავთ,
საშუალება მიეცით მას, რომ თქვენს გულს შეეხოს
და აღგძრათ სასიხარულო ცნობა,
რაც შეიძლება ბევრს გაუზიაროთ.
რა ბედნიერები იყვნენ და-ძმები,
როცა თავიანთ ენაზე მიიღეს ბიბლია.
მართლაც, რა სასიხარულოა,
როცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“
მშობლიურ ენაზე კითხულობ.
შევაჯამოთ, რა ვისწავლეთ ამ პროგრამიდან.
თუ გავითვალისწინებთ ბიბლიაში
მოცემულ ბრძნულ რჩევას
და ცხოვრებას გავიმარტივებთ,
რომ ღვთის საქმეში მეტად დავიხარჯოთ,
ნამდვილ ბედნიერებას და კმაყოფილებას ვიგრძნობთ.
თუ ბეთელთან ახლოს ცხოვრობთ
და მდგომარეობა ხელს გიწყობთ,
შესაძლებლობა გაქვთ შტატგარეშედ იმსახუროთ.
„ზაქარიას“ წიგნი გვეხმარება, წარმოიდგინოთ,
რამხელა ძალას ფლობს იეჰოვა.
გვინდა, მივბაძოთ მას და გავამხნევოთ სხვები.
შეუძლებელია, ამ თვის მუსიკალურ
ვიდეოკლიპს ემოციების გარეშე უყურო.
როგორც სიმღერაში იყო,
რა საოცარი იქნება ის დღე,
როცა ეს ოცნება ასრულდება
და ვისაც ველით დაბრუნდება.
ამ თვეში ლუქსემბურგში ვიმოგზაუროთ
და იქაური და-ძმები გავიცნოთ.
ლუქსემბურგი პატარა ქვეყანაა,
რომელიც ევროპის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.
მისი სახელწოდება ნიშნავს პატარა ციხესიმაგრეს,
რაც ნამდვილად შესაფერისი სახელია,
რადგან ქვეყნის მასშტაბით 70-ზე მეტი ციხესიმაგრეა.
ბურშაიდის ციხესიმაგრე, რომელსაც ახლა ხედავთ,
მდინარე სურის სიახლოვეს,
შემაღლებულ ადგილას მდებარეობს
და გარს 11 კოშკი აკრავს.
იქვე ახლოს დგას ვიანდენის ციხესიმაგრე,
რომლის საძირკველიც რომაელებმა,
ჯერ კიდევ ახ. წ მე-3 საუკუნეში ჩაყარეს.
როგორც ეს ციხესიმაგრეები დგას
მტკიცედ საუკუნეების განმავლობაში,
ისე ჩვენმა და-ძმებმა გაუძლეს რწმენის გამოცდებს
და შეინარჩუნეს ერთგულება.
მიუხედავად იმისა, რომ
ადგილობრივი სასულიერო პირები
ჩვენი საქმიანობის შეჩერებას ცდილობდნენ,
ეჟენ როიტერმა საკუთარი სახლი დაუთმო
და-ძმებს სამეფო საქმის მხარდასაჭერად.
1933 წელს პირველად ბიბლიური ლიტერატურა
სწორედ ამ სახლში დასაწყობდა
და მთელი ქვეყნის მასშტაბით ნაწილდებოდა.
მისი სახლის კართან საზოგადოება
„საგუშაგო კოშკის“ აბრა ეკიდა,
რაც გაბედულების და
რწმენის მაჩვენებელი იყო.
1940 წელს, როცა ლუქსემბურგი
გერმანიის მიერ იყო ოკუპირებული,
როზალი ფონკი ბიბლიური ლიტერატურის
შენახვის გამო დააპატიმრეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები მოითხოვდნენ,
მას თანამორწმუნეების და
წინამძღოლის ვინაობა გაემხილა,
რაზეც როზალიმ ასეთი პასუხი გასცა:
„ჩემი წინამძღოლი მხოლოდ იეჰოვა ღმერთია“.
დაახლოებით იმავე პერიოდში
ვიქტორ ბრუხიც დააპატიმრეს
და ბუხენვალდის საკონცენტრაციო
ბანაკში გაგზავნეს,
რადგან მან უარი განაცხადა
ომში მონაწილეობაზე.
ოფიცრები მას აიძულებდნენ
საათობით ფეხზე მდგარიყო,
ღამით ემუშავა და მარშის დროს
ხის ფეხსაცმლით ევლო.
თუმცა ამხელა წნეხმა ვიქტორი ვერ გატეხა.
მოგვიანებით ის ოსვენციმის
საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს.
ვიქტორი იქაც ინარჩუნებდა მტკიცე რწმენას
და სხვებს ღვთის სამეფო შესახებ ესაუბრებოდა.
ლუქსემბურგში მცხოვრები და-ძმები
დღესაც მსგავს სულისკვეთებას ავლენენ,
2000-ზე მეტი მაუწყებელი
სასიხარულო ცნობას 10 ენაზე ქადაგებს.
და-ძმებს ძალიან უყვართ ერთად შეკრება,
რა დროსაც ხშირად მიირთმევენ
ტრადიციულ კერძებს.
მაგალითად, მწვანე ლობიოს სუპს
და შებოლილ ღორის ხორცს.
ისინი იეჰოვას მთელი გულით
უმღერიან კრების შეხვედრებზე.
მოდი მოვუსმინოთ,
როგორ ასრულებენ ლუქსემბურგში
მცხოვრები და-ძმები
იეჰოვას განმადიდებელ სიმღერას.
აქაური და-ძმები მსოფლიო საძმოს
გულთბილ მოკითხვას უთვლიან.
მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავით.
თქვენ უყურებდით JW მაუწყებლობას
იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო
მთავარი სამმართლოდან.
-