JW subtitle extractor

ააშენეთ გამძლე სახლი — „დასჯერდით იმას, რაც გაქვთ“

Video Other languages Share text Share link Show times

ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის,
ყველაზე დიდი განსაცდელი ის არის,
როცა ოჯახში ვინმე ავად ხდება,
რადგან არ გვაქვს მკურნალობისთვის საკმარისი ფული.
ყოველ კვირა იმაზე ვფიქრობ,
როგორ დავზოგო საჭმლისთვის სამყოფი ფული.
ძალიან ვნერვიულობდით,
არ ვიცოდით, როგორ გაგვეტანა თავი,
რადგან მუდმივი სამსახური არ მქონდა.
იმაზეც ვწუხდი,
რომ ჩემი შვილები დაზარალდებოდნენ,
თუ არ ექნებოდათ სრულფასოვანი
საკვები და საჭირო ნივთები.
ბოლოს საზღვარგარეთ წასვლაზე დავიწყე ფიქრი
რადგან მეგონა, რომ მხოლოდ ასე შევძლებდი
ოჯახის საჭიროებებზე ზრუნვას.
როგორც 1 ტიმოთეს მე-5 თავის მე-8 მუხლი ამბობს,
ოჯახზე ზრუნვა ჩემი მოვალეობაა.
საზღვარგარეთ წასვლა იეჰოვასა და ოჯახის
სიყვარულის გამო გადავიფიქრე.
როგორც ფილიპელების 1-ელი თავის
მე-10 მუხლში წერია,
ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ,
რა უფრო მნიშვნელოვანია.
და მეც დავრწმუნდი, რომ
ჩვენს ოჯახში სულიერობაა
უფრო მნიშვნელოვანი.
მახსოვს როგორ გამომაფხიზლა
უხუცესის მიერ მოცემულმა კარგმა რჩევამ.
მან მკითხა,
როგორ გგონია, მხოლოდ საზღვარგარეთ
მცხოვრებ და-ძმებს აკურთხებს იეჰოვა?
ამის შემდეგ მივხვდი,
რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი,
ჩვენი სულიერობაა
და არა ქვეყნიერების მიერ შემოთავაზებული
მატერიალური ქონება,
რომელიც ერთ დღესაც უკვალოდ გაქრება.
ძალიან დიდი კურთხევა და ბედნიერებაა,
რომ ჩვენი ოჯახი,
სირთულეების მიუხედავად,
ერთ მუშტადაა შეკრული.
ეს დაგვეხმარა,
თვალი სუფთად შეგვენარჩუნებინა.
კრებაში დამხმარე პიონერად
და მომსახურეთ ვმსახურობ,
ჩემი ქალიშვილი ფატიმა კი პიონერია.
აშკარაა, რომ იეჰოვა აკურთხებს ჩვენს შრომას.
გაცემა ბედნიერებას მანიჭებს.
ბევრი ჩვენი და-ძმაც ჩვენსავით
გაჭირვებულად ცხოვრობს.
ამის გაანალიზება მეხმარება,
მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე კი არ ვიფიქრო,
არამედ ჩვენს საძმოსა და იეჰოვაზე.
ბოლომდე ვარ დარწმუნებული,
რომ ჩვენმა ოჯახმა,
სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
ახლა ძალიან ბედნიერები ვართ,
რადგან ვკმაყოფილდებით იმ მცირედით,
რაც გაგვაჩნია.
ამბობენ მდიდარი მაშინ ხარ,
როცა კმაყოფილი ხარო.
ბიბლიაც ხომ ამბობს, რომ
„იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს კაცს
და თან არ სდევს ტკივილი“.