JW subtitle extractor

ჭეშმარიტ ქრისტიანებს გაბედულება სჭირდებათ, რომ ნეიტრალიტეტი დაიცვან

Video Other languages Share text Share link Show times

1975 წელს მოვინათლე ზაირში.
იმ დროს ქვეყანაში დიქტატორული მმართველობა იყო
და მხოლოდ ერთი პარტია არსებობდა.
წესით, ყველა ამ პარტიის წევრი უნდა გამხდარიყო.
პარტიის წევრობა ყველას მოეთხოვებოდა,
ვისაც რაიმე სამსახურებრივი თანამდებობა ჰქონდა.
მე კატეგორიული უარი ვთქვი,
პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობაზე.
ერთ დღესაც, მთხოვეს მეც მათთან ერთად ვყოფილიყავი,
როცა დროშას სალამს აძლევდნენ.
მომიწია თანამშრომლებისთვის იმის ახსნა,
რატომ არ მსურდა ამის გაკეთება.
რა საკვირველია, ვიდრე რამეს
ვეტყოდი, ბევრს ვლოცულობდი.
მანამდე ყოველთვის ვცდილობდი,
თვალში არ მოვხვედროდი.
მაგრამ იმ დღეს, ყველა გაღიზიანებული
იყო და სხვა გზა არ მქონდა,
უნდა გავსულიყავი.
შაბათს პარტიიდან ერთი
აქტივისტი მოვიდა ოფისში.
ის აღშფოთებული გაიძახოდა:
ვის არ სურს პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა?
მან ყველა გარეთ გაიხმო და
გაუთავებლად ლაპარაკობდა.
ოფისში მარტო მე დავრჩი.
სახლში რომ ვბრუნდებოდით,
მეგონა დამაპატიმრებდნენ.
მაგრამ ასე არ მოხდა.
ყველა სახლში წავიდა, მათ შორის მეც.
მას შემდეგ თითქმის ყოველდღე
ვხვდებოდი თანამშრომლების მხრიდან ზეწოლას.
მეტიც, ჩამომაქვეითეს კიდეც.
ერთი წელი შვილები სკოლაში ვეღარ დადიოდნენ,
რადგან საკმარისი თანხა არ გვქონდა.
ლუკმა-პურის შოვნაც კი გვიჭირდა.
ყველაფრის მიუხედავად სულიერ
საქმეებში მონაწილეობა არ შემიწყვეტია.
ვესწრებოდი კრების შეხვედრებს
და ვმონაწილეობდი მათში.
ვმსახურობდი, ვიტარებდი პირად შესწავლას
და უფრო ხშირად ვლოცულობდი.
იეჰოვას კურთხევაა, რომ დღემდე
ერთგულად ვემსახურები მას.
მთელი ეს პერიოდი მისი წყალობა არ მომკლებია.
თუ არ ჩავთვლით ქადაგებას,
ყველაზე უკეთ მაშინ ვუჭერთ მხარს ღვთის სამეფოს,
როცა ნეიტრალიტეტს ვინარჩუნებთ.
დიდ ტრაგედიად არ უნდა მივიჩნიოთ,
თუ ხელისუფლება გვავიწროებს.
ეს ღირებულ მიზანს ემსახურება –
ყველას წინაშე განდიდდება ღვთის
სახელი და ყველა დაინახავს,
რომ ერთგული ვართ მისი სამეფოსი
და ვაღიარებთ მის ძალაუფლებას.
თუ ასეთი დამოკიდებულება გვექნება,
იეჰოვას მივენდობით.
როცა იეჰოვა რაღაცას უშვებს,
ამისთვის ყოველთვის აქვს საფუძველი.