JW subtitle extractor

და-ძმების სტუმართმოყვარეობა საერთაშორისო კონგრესების დროს

Video Other languages Share text Share link Show times

2 500 დელეგატს ველოდებით.
გვსურს, რომ მათთვის საუკეთესო გავიღოთ.
გვინდა, ვაგრძნობინოთ მათ
ნამდვილი და-ძმური სიყვარული.
ჩვენი მიზანი იყო, რომ მათთვის
აქ სტუმრობა დაუვიწყარი ყოფილიყო.
ამიტომ ვიფიქრეთ, რომ უბრალოდ
სუფრის გაშლა საკმარისი არ იქნებოდა.
არც კი ვიცი, რა ვთქვა.
ჯერ პროგრამა უნდა შეგვედგინა,
შემდეგ კი დადგმაზე გვეზრუნა.
ეს რომ გავიგე, ორი დღე გონზე ვერ მოვდიოდი.
გვჯეროდა, რომ თავისი ორგანიზაციის მეშვეობით,
იეჰოვა დაგვეხმარებოდა და ეს ასეც მოხდა.
სტუმრების მისაღებად გაცილებით მეტი იყო საჭირო,
ვიდრე თავიდან ვფიქრობდით.
გვყავდა 1892 წლის გადახურული ფურგუნი,
გვყავდნენ კოვბოები და ცხენის გამხედნავები.
ვასწავლიდით ლასოს სროლას.
ტეხასური ლონქორნებიც გვყავდა.
ვაცხობდით ტრადიციულ ნამცხვარს ნაკვერჩხალზე
ძველებურ თუჯის ქვაფში.
შემსრულებელთა ოთხი ჯგუფი გყავს.
თითოეულში სადღაც 80-90 და-ძმაა.
ოთხი დღის განმავლობაში
პროგრამა სამ ადგილას ჩატარდება.
სტუმრებს სხვადასხვა კერძით ვუმასპინძლდებით.
მოვამზადეთ გამამხნევებელი პროგრამაც –
მუსიკა, ინტერვიუები, ვიდეოები.
წლებია, კონგრესის დროს
სტუმრებთან ერთად აღარ გვიმსახურია.
აშკარად იეჰოვას ნება იყო, რომ
გონიერ მონას აღედგინა ეს ტრადიცია.
ამაში ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი.
და-ძმები მსახურებაში აქ
ჩვენნაირ პრობლემებს ხვდებიან,
მაგრამ სირთულეებს არ ეპუებიან
და გულმოდგინედ მსახურობენ.
მათმა შემთხვევებმა ძალიან გამამხნევა.
ახლა განახლებული ძალებით გავაგრძელებ ქადაგებას.
მოხალისეები გვჭირდებოდა,
რომლებიც საკონგრესო დარბაზთან
მოსულ სტუმრებს შეეგებებოდნენ.
თავიდან გაკვირვებული ვიყურებოდი ავტობუსიდან,
ამდენი ხალხი რომ დავინახე დარბაზთან.
მაგრამ როცა მივხვდი, რომ ჩვენ
დასახვედრად იყვნენ მოსულები,
თვალზე ცრემლი მომადგა.
უზომოდ გაგვიხარდა, როცა გავიგეთ, რომ
სტუმრები კონგრესის დროს,
საკონგრესო დარბაზშიც შემოგვივლიდნენ.
4 000-მდე მოხალისე გყვავდა,
თუმცა დახმარების მსურველი გაცილებით მეტი იყო.
200-ზე მეტ კრებას ვთხოვეთ, რომ
მონაწილეობა მიეღოთ დაგეგმილ ღონისძიებებში.
ჩვენ ვაიომინგიდან ვართ,
კერძოდ ჩიიენიდან.
აქ ჩამოსასვლელად 1 400 კილომეტრი გამოვიარეთ.
ორი-სამი კვირის წინ, შევუდექით
ფურგონების მომზადებას.
გზაში რამდენიმე დღე დაგვჭირდა.
კონგრესში მონაწილეობა რომ მიმეღო,
დამსაქმებლისთვის უნდა მეთხოვა, რომ
ერთი კვირით გავეთავისუფლებინე.
ბევრს ვლოცულობდი.
იეჰოვამ უპასუხა ჩემს ლოცვებს
და უფროსმაც გამომიშვა.
სიხარულისგან დავფრინავ.
მთელი ამ ხნის მანძილზე ისეთი შეგრძნება მაქვს,
თითქოს ახალ ქვეყნიერებაში ვარ. საოცარია.
დამავალეს, რომ დელეგატებისთვის ბარათებზე
ტიპური ვაშინგტონური რაღაცები დამეხატა.
ძალიან მიხარია, რომ ლოგოს შექმნა
სასაჩუქრე ჩანთებისთვის მე დამევალა.
ჩვენ სტუმრებს უნდა ვუმღეროთ.
მინდა სტუმრებს ვუმღერო.
ძალიან მინდა იეჰოვაც გავახარო და და-ძმებიც.
და-ძმები აეროპორტში
ღამით სიმღერით დაგვხვდნენ.
ამან ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
დარწმუნებული ვარ, ძალიან
გაუხარდებათ, აეროპორტში რომ
დავხვდებით და ის საჩუქრებიც გაახარებთ,
რომლებსაც ახლა ვუმზადებთ.
გვიხარია, რომ ეს სუვენირები მათ
ამ კონგრესიდან სამახსოვროდ დარჩებათ.
ზუსტად ასე იყო დაბეჭდილი JW გაზეთ „მაცნეში“.
ეს გაზეთი სპეციალურად
1931 წელს ოჰაიოში გამართული
საერთაშორისო კონგრესისთვის გამოიცა.
როგორც ხედავთ, ყველა და-ძმას უნდა, რომ
რაღაც გააკეთოს და თავისი წვლილი
შეიტანოს სტუმრების დასახვედრად.
ყველა მზადაა, რომ ის გააკეთოს, რაც შეუძლია.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.
ძალიან მიხაროდა, რომ დელეგატებს
მოსწონდათ ეს ჩანთა და იყენებდნენ.
ფრენის შემდეგ ცოტა არ იყოს დაღლილი ვიყავი.
მაგრამ როცა ამდენი მომღიმარი და-ძმა დავინახე,
რომლებიც შეძახილებით,
ბანერებით და საჩუქრებით დაგვხვდნენ,
დაღლა სულ დამავიწყდა.
ჩამოსვლისთანავე ვიგრძენით სიყვარული.
ეს აშკარა იყო.
არც მათი სახელები ვიცით
და არც ის ვიცით, საიდან არიან,
მაგრამ მათ სიყვარულს მათ
ღიმილიან სახეებზე ვხედავდით.
ასეთი სიყვარულისა და ერთობის
დანახვაზე, ცრემლი ვერ შევიკავე.
გვინდა, იცოდნენ მათ,
რომ მოსიყვარული და-ძმები ჰყავთ,
რომლებიც მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, რომ
მათ აქ ყოფნით ისიამოვნონ.
ასეა.
აქ ყოფნის განმავლობაში, გვინდა იგრძნონ, რომ
ისინი გულში გვყვავს ჩაკრული.
აშკარად ვგრძნობთ იეჰოვას ხელს.
ისიც აშკარაა, რომ საოცრად მოსიყვარულე საძმო გვყვავს.
ამაზე მათი ბედნიერი სახეები მოწმობს,
მათი ენთუზიაზმი.
ყველაფერი, იქნებოდა ეს დრო, ენერგია
თუ ფული, იეჰოვას განსადიდებლად გავიღეთ
და იმ და-ძმების გასახარად,
რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა
კუთხიდან ჩამოვიდნენ.
ალბათ 2 000, 3 000 წლის შემდეგ ვინმე
მეტყვის, ტეხასიდან მახსოვხარ,
ერთ-ერთი კავბოი არ იყავი?
ნეტა ასე მოხდეს.
ვიცი, რომ წესით კავბოის ტირილი არ შეშვენის,
მაგრამ როგორ უნდა შევიკავო
თავი ასეთ დროს?
ძალიან ბედნიერი ვარ,
გული ამიჩუყდა.
აქ ჩვენი სიმღერის მოსასმენად მოვიდნენ.
იმედია, ჩვენი ნომერი ყოველთვის ემახსოვრებათ.
ძალიან გვინდა, ჩვენი სტუმრები გავახაროთ.