00:00:01
დაბადების 8:21-ში00:00:03
00:00:03
ვკითხულობთ იეჰოვას მიერ
წარღვნის შემდგომ წარმოთქმულ სიტყვებს: 00:00:07
00:00:07
„ადამიანის გული სიყრმიდანვე ბოროტებისკენ ისწრაფვის“;00:00:10
00:00:10
ასეა,00:00:11
00:00:11
სამწუხაროდ, არასრულყოფილების გამო
ყველას ცუდისკენ გვეწევა გული 00:00:15
00:00:15
და სატანასაც მოლოდინი აქვს,
რომ ავყვებით არასწორ სურვილებს.00:00:19
00:00:19
მაგალითად, დღევანდელი მუხლის კომენტარში
ვკითხულობთ, რომ იობს00:00:22
00:00:22
მეტი თავმდაბლობა სჭირდებოდა. 00:00:24
00:00:24
მისი ისტორიიდან ჩანს,
რომ მას სხვა რაღაცეებიც უნდა გამოესწორებინა.00:00:29
00:00:29
გამოცდის დროს00:00:30
00:00:30
იობს გული გაუტყდა და ბრაზიც ერეოდა.00:00:33
00:00:33
რა გასაკვირია.00:00:35
00:00:35
ალბათ ჩვენც ასე ვიქნებოდით.00:00:37
00:00:37
მისი რეაქცია ბუნებრივი კი იყო,00:00:39
00:00:39
მაგრამ სწორი ნამდვილად არ ეთქმოდა.00:00:41
00:00:41
რატომ?00:00:42
00:00:42
იმიტომ რომ, ზუსტად ამის გამო შეეშალა ხელი,00:00:45
00:00:45
უფრო ობიექტურად შეეფასებინა მდგომარეობა.00:00:48
00:00:48
თავისმა სისუსტეებმა იმდენად დაუბრმავა მას გონება,00:00:51
00:00:51
რომ იეჰოვაც კი დაადანაშაულა.00:00:53
00:00:53
საკმაოდ უარყოფითად შევაფასეთ არა იობი?00:00:56
00:00:57
მას უნდა ემუშავა თავმდაბლობაზე,00:01:00
00:01:00
არ უნდა აჰყოლოდა ბრაზს,00:01:02
00:01:02
არ უნდა გასტეხოდა გული 00:01:03
00:01:03
და არც იეჰოვა უნდა დაედანაშაულებინა. 00:01:06
00:01:06
ჩვენ ყველანი ვგავართ რაღაცით იობს, 00:01:09
00:01:09
ყველას რაღაცაზე გვაქვს სამუშაო.00:01:11
00:01:11
სატანა იმედოვნებდა, რომ იობი ვერ მოერეოდა
სისუსტეებს და უორგულებდა იეჰოვას.00:01:17
00:01:17
მაგრამ იეჰოვაც ასე ფიქრობდა იობზე? 00:01:19
00:01:19
ჩვენზეც ასე ფიქრობს?00:01:21
00:01:22
ნამდვილად არა.00:01:23
00:01:23
ბიბლიიდან გავიგოთ, როგორ აფასებდა იეჰოვა იობს.00:01:27
00:01:27
ვნახოთ, როგორ დაიწყო ეს ისტორია.00:01:29
00:01:29
გადავშალოთ იობის წიგნის 1-ელ თავზე.00:01:32
00:01:32
მე-8 მუხლი მოვძებნოთ.00:01:34
00:01:34
ასეთი სურათი გვაქვს, 00:01:36
00:01:36
სატანა სხვა ანგელოზებთან ერთად იეჰოვას წინაშეა.00:01:40
00:01:40
აი, რა დიალოგი იმართება მათ შორის.00:01:42
00:01:42
1:8:00:01:44
00:01:44
„იეჰოვამ სატანას უთხრა:00:01:45
00:01:45
„შეამჩნიე ჩემი მსახური იობი?00:01:48
00:01:48
დედამიწაზე არავინაა მისი მსგავსი;00:01:51
00:01:51
მართალი, უმწიკვლო,00:01:52
00:01:52
ღვთისმოშიში კაცია და ბოროტებისგან შორს უჭირავს თავი“.00:01:56
00:01:56
იეჰოვას სულ სხვა ხედვა აქვს,00:01:58
00:01:58
ძალიან განსხვავებული.00:02:00
00:02:00
ჩვენ რა უნდა გვახსოვდეს მაშინ,00:02:02
00:02:02
როცა განსაცდელებს ვხვდებით.00:02:04
00:02:05
ვნახოთ 1-ლი მხარე.00:02:07
00:02:07
იეჰოვასთან 00:02:08
00:02:08
და ჩვენს ძვირფას და-ძმებთან ურთიერთობა 00:02:11
00:02:11
ძალიან მნიშვნელოვანია.00:02:13
00:02:13
ჯერ იეჰოვაზე ვისაუბროთ.00:02:15
00:02:15
აშკარაა, რომ სატანას სძულდა იობი,00:02:18
00:02:19
არანაირი ფასი არ ჰქონდა.00:02:21
00:02:21
მას ერთადერთი ინტერესი გააჩნდა –00:02:23
00:02:24
უნდოდა, ეს კაცი თავისი მიზნის მისაღწევად გამოეყენებინა.00:02:28
00:02:28
იეჰოვას და იობს კი მეგობრობა აკავშირებდათ.00:02:32
00:02:32
ამიტომაც არ თმობდა ის ერთგულებას.00:02:34
00:02:34
არადა ვერ ხვდებოდა პრობლემების მიზეზს.00:02:37
00:02:37
იეჰოვაც კარგად იცნობდა იობს.00:02:39
00:02:39
ხედავდა, რომ მისი ერთგულიც იყო და ოჯახისაც, 00:02:42
00:02:42
თაყვანს არ სცემდა ციურ მნათობებს,00:02:45
00:02:45
მზესა თუ მთვარეს,00:02:46
00:02:46
რაც იმ დროისთვის უცხო არ იყო,00:02:48
00:02:48
მფარველობდა ობლებსა და ქვრივებს
და მსახურებსაც კარგად ეპყრობოდა.00:02:53
00:02:53
იეჰოვა იმასაც ხედავდა,
რომ იობს არ უნდოდა ეღალატა მისთვის. 00:02:57
00:02:57
მართალია იობის სისუსტეებიც იცოდა,00:03:00
00:03:00
მაგრამ ამით არ აფასებდა,00:03:02
00:03:02
იობის უარყოფითზე 00:03:04
00:03:04
არ ამახვილებდა ყურადღებას.00:03:06
00:03:07
მასში კარგს ხედავდა,00:03:09
00:03:09
დადებითს ეძებდა.00:03:11
00:03:11
იეჰოვა ჩვენც ასე გვიდგება,00:03:13
00:03:13
რატომ?00:03:14
00:03:14
იმიტომ, რომ ჩვენც ვმეგობრობთ მასთან 00:03:17
00:03:17
და გვიყვარს ის.00:03:18
00:03:18
ზოგჯერ შეიძლება გვინდოდეს,
რომ იეჰოვა სწრაფად ჩაერიოს სიტუაციაში 00:03:23
00:03:23
ან დაგვანახოს, როგორ მოვიქცეთ.00:03:25
00:03:25
შეიძლება ვერ მივხვდეთ, რატომ უშვებს იეჰოვა ამა თუ იმ განსაცდელს,00:03:30
00:03:30
ან ვიფიქროთ,
რომ მიღებული რჩევა არ გამოგვადგება.00:03:33
00:03:33
მაგრამ ჩვენ ვიცნობთ იეჰოვას.00:03:36
00:03:36
ამიტომ ვითმენთ და ვენდობით მას, 00:03:39
00:03:39
გვჯერა, ის იზრუნებს ჩვენზე და დაგვიფასებს მოთმინებას.00:03:43
00:03:43
განსაცდელები რომ ავიტანოთ,00:03:45
00:03:45
ჩვენ და-ძმებთან ურთიერთობაც გვჭირდება.00:03:48
00:03:48
მაგალითად,00:03:49
00:03:49
იობის დასახმარებლად იეჰოვამ თავისი სულით ელიჰუ აღძრა.00:03:53
00:03:53
ის უმცროსი იყო, ნაკლებად გამოცდილი,00:03:56
00:03:56
მაგრამ იობმა მიიღო რჩევა,00:03:59
00:03:59
დახმარებაზე უარი არ თქვა.00:04:00
00:04:00
როცა ელიჰუმ პირდაპირ,00:04:02
00:04:02
მაგრამ ასე რბილად რჩევა მისცა,00:04:04
00:04:04
იობმა შეიძლება შვებით ამოისუნთქა და ატირდა.00:04:08
00:04:08
და-ძმებსაც უნდათ,
რომ გვერდში დაგვიდგნენ,00:04:11
00:04:11
მაგრამ ერთი მომენტიცაა,00:04:13
00:04:13
ჩვენც უნდა ვიყოთ მზად დახმარების მისაღებად,00:04:16
00:04:16
იქნება ეს სულიერი,00:04:17
00:04:17
ფიზიკური თუ ემოციური. 00:04:19
00:04:19
მათი ნაკლოვანებების გამო 00:04:21
00:04:21
ამაზე ხელი არ უნდა ვუკრათ 00:04:23
00:04:23
და არც ის უნდა ვიფიქროთ,00:04:25
00:04:25
რომ ტვირთად ვექცევით.00:04:26
00:04:26
და-ძმებს აღელვებთ ჩვენი მდგომარეობა,00:04:29
00:04:29
მათთან ურთიერთობის გარეშე აღსასრულამდე მიღწევა00:04:32
00:04:32
გაგვიჭირდება.00:04:34
00:04:34
ასე რომ,00:04:36
00:04:36
იეჰოვასთანაც უნდა ვიმეგობროთ 00:04:38
00:04:38
და და-ძმებთანაც.00:04:40
00:04:40
მე-2 მხარეზეც ვისაუბროთ.00:04:42
00:04:42
განსაცდელების მიმართ
სწორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს.00:04:47
00:04:47
კარგად ვიცით,
რომ იობის პრობლემების მიზეზი 00:04:50
00:04:50
იეჰოვა არ ყოფილა.00:04:51
00:04:51
მაგრამ არც თავიდან აარიდა,00:04:53
00:04:53
დაუშვა, რომ ცოტა ხნით ეტანჯა.00:04:55
00:04:55
უმთავრესად იმიტომ,00:04:57
00:04:57
რომ იობს დაემტკიცებინა ერთგულება 00:04:59
00:04:59
და ის, რომ სატანა ტყუოდა. 00:05:01
00:05:01
მეორე მხრივ, განსაცდელებმა იეჰოვას იმის შესაძლებლობა მისცა, 00:05:06
00:05:06
იობისთვის ბევრი რამ ესწავლებინა. 00:05:08
00:05:08
დღეს რა სიტუაციაა?00:05:10
00:05:10
სატანა კიდევ უფრო გაბოროტებულია,00:05:13
00:05:13
ასე რომ არ გვიკვირს,
როცა განსაცდელებს ვხვდებით,00:05:16
00:05:16
არც იმას ვცდილობთ, იეჰოვასთვის მიუღებელი გზებით00:05:19
00:05:19
თავი დავიძვრინოთ მათგან,00:05:21
00:05:21
რატომ?00:05:22
00:05:22
იმიტომ რომ, ამ დროს საშუალება გვეძლევა,00:05:24
00:05:24
იეჰოვას სიყვარული 00:05:26
00:05:26
და ერთგულება დავუმტკიცოთ.00:05:28
00:05:28
წარმოიდგინეთ, როგორ იგრძნობდა თავს იობი,00:05:31
00:05:31
სატანის დაცინვის საპასუხოდ იეჰოვას ასეთი რამ რომ ეთქვა:00:05:36
00:05:36
იობი კარგი კაცია,00:05:38
00:05:38
მაგრამ რაღაცები კიდევ აქვს გამოსასწორებელი.00:05:41
00:05:41
მოსეს დაველოდოთ, ეს მზად არაა.00:05:44
00:05:44
მაგრამ ასე არ ყოფილა,00:05:46
00:05:46
გახსოვთ, რა წავიკითხეთ მე-8 მუხლში.00:05:48
00:05:48
სინამდვილეში, იობზე საუბარი სატანას არ წამოუწყია.00:05:53
00:05:53
მის გამოცდაზე კი ფიქრობდა,00:05:55
00:05:55
მაგრამ იობი პირველად იეჰოვამ ახსენა და საუკეთესოდ დაახასიათა.00:05:59
00:05:59
იობის მსგავსად ჩვენც გვინდა,00:06:03
00:06:03
რომ ზეციერ მამას სიყვარული დავუმტკიცოთ.00:06:06
00:06:06
გვინდა, მან ჩვენზეც შეძლოს იმავეს თქმა,00:06:09
00:06:09
რასაც იობზე ამბობდა.00:06:11
00:06:11
განსაცდელების დროს00:06:13
00:06:13
განსაკუთრებული შესაძლებლობაც გვეძლევა.00:06:15
00:06:15
მოდი ჩემთან ერთად მოძებნეთ პეტრეს 1-ლი წერილი.00:06:19
00:06:19
მე-5 თავის მე-10 მუხლი ვნახოთ.00:06:22
00:06:22
1 პეტრეს 5:10.00:06:24
00:06:26
წავიკითხოთ:00:06:28
00:06:28
„მცირე ხნით თქვენი ტანჯვის შემდეგ“, 00:06:32
00:06:32
ანუ განსაცდელები გვექნება,00:06:34
00:06:34
„გულმოწყალე ღმერთი,00:06:36
00:06:36
რომელმაც მოგიხმოთ, რომ ქრისტესთან ერთობაში ყოფილიყავით
და დიდება მიგეღოთ“,00:06:41
00:06:41
ახლა დააკვირდით, 00:06:42
00:06:42
„თავად დაასრულებს თქვენს მომზადებას“. 00:06:47
00:06:47
და შედეგად, „გაგამხნევებთ,00:06:49
00:06:49
განგამტკიცებთ და გაგაძლიერებთ“.00:06:52
00:06:52
იეჰოვა არ იდგა იობის განსაცდელების უკან,00:06:55
00:06:55
მაგრამ ეს სიტუაცია მის სასწავლებლად გამოიყენა.00:06:58
00:06:58
იეჰოვამ მას თვალსაზრისი შეუსწორა 00:07:00
00:07:00
და ისიც დაანახა,00:07:02
00:07:02
რომ თავმდაბლობა სჭირდებოდა.00:07:04
00:07:04
ასე რომ, განსაცდელების დროს00:07:06
00:07:06
ჩვენც უნდა დავფიქრდეთ,
რას მასწავლის ახლა იეჰოვა?00:07:09
00:07:09
მეტი რწმენა,00:07:10
00:07:10
თავმდაბლობა ან რბილი ხასიათი ხომ არ მჭირდება?00:07:14
00:07:14
თუ ამაზე დავფიქრდებით,00:07:16
00:07:16
იეჰოვა ჩვენც გვასწავლის, დაგვხვეწს.00:07:19
00:07:19
ცოტა ხნის წინ ერთ დას ვესაუბრე.00:07:21
00:07:21
ის უკვე დიდი ხანია,
რაც სერიოზულ პრობლემას ებრძვის. 00:07:25
00:07:25
საუბრის დროს მან ძალიან კარგი აზრი აღნიშნა.00:07:28
00:07:28
ის არ ელოდა,
რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა 00:07:31
00:07:31
და ძალიან დიდი იმედი აქვს,00:07:33
00:07:33
რომ არც აღარასოდეს აღმოჩნდება,00:07:35
00:07:35
თუმცა ამ სიტუაციამ 00:07:37
00:07:37
განსაკუთრებულად დაანახა,
როგორ ზრუნავდა იეჰოვა პირადად მასზე.00:07:41
00:07:41
ასე მისი ხელი, მანამდე არასდროს უგრძნია.00:07:45
00:07:45
ამან რწმენა განუმტკიცა.00:07:48
00:07:48
დიახ, განსაცდელების დროს იეჰოვა გვასწავლის, გვხვეწს 00:07:52
00:07:52
და გვაძლიერებს.00:07:54
00:07:54
ვინ იცის, კიდევ რამდენ განსაცდელს შევხვდებით,
სანამ აღსასრული დადგება.00:07:59
00:07:59
სატანაც ჩასაფრებულია,00:08:01
00:08:01
ელის როდის დაგვიცდება ფეხი.00:08:03
00:08:03
მაგრამ ეს რომ არ დაგვემართოს,00:08:05
00:08:05
მაგრად უნდა ჩავეჭიდოთ იეჰოვას და
და-ძმებთანაც მჭიდრო ურთიერთობა უნდა გვქონდეს.00:08:11
00:08:11
მარტო, მხოლოდ ჩვენი ძალებით, განსაცდელებს ვერ ავიტანთ.00:08:15
00:08:15
ისიც მნიშვნელოვანია,00:08:17
00:08:17
განსაცდელების მიმართ
სწორი დამოკიდებულება გვქონდეს,00:08:21
00:08:21
ამ დროს შესაძლებლობა გვეძლევა,
პასუხი გავცეთ სატანის ბრალდებას,00:08:26
00:08:26
იეჰოვას კი დავასრულებინოთ ჩვენი მომზადება.00:08:30
ჯოდი ჯედელი: მიჰბაძეთ იობს, როცა განსაცდელებს ხვდებით (იობ. 1:8)
-
ჯოდი ჯედელი: მიჰბაძეთ იობს, როცა განსაცდელებს ხვდებით (იობ. 1:8)
დაბადების 8:21-ში
ვკითხულობთ იეჰოვას მიერ
წარღვნის შემდგომ წარმოთქმულ სიტყვებს:
„ადამიანის გული სიყრმიდანვე ბოროტებისკენ ისწრაფვის“;
ასეა,
სამწუხაროდ, არასრულყოფილების გამო
ყველას ცუდისკენ გვეწევა გული
და სატანასაც მოლოდინი აქვს,
რომ ავყვებით არასწორ სურვილებს.
მაგალითად, დღევანდელი მუხლის კომენტარში
ვკითხულობთ, რომ იობს
მეტი თავმდაბლობა სჭირდებოდა.
მისი ისტორიიდან ჩანს,
რომ მას სხვა რაღაცეებიც უნდა გამოესწორებინა.
გამოცდის დროს
იობს გული გაუტყდა და ბრაზიც ერეოდა.
რა გასაკვირია.
ალბათ ჩვენც ასე ვიქნებოდით.
მისი რეაქცია ბუნებრივი კი იყო,
მაგრამ სწორი ნამდვილად არ ეთქმოდა.
რატომ?
იმიტომ რომ, ზუსტად ამის გამო შეეშალა ხელი,
უფრო ობიექტურად შეეფასებინა მდგომარეობა.
თავისმა სისუსტეებმა იმდენად დაუბრმავა მას გონება,
რომ იეჰოვაც კი დაადანაშაულა.
საკმაოდ უარყოფითად შევაფასეთ არა იობი?
მას უნდა ემუშავა თავმდაბლობაზე,
არ უნდა აჰყოლოდა ბრაზს,
არ უნდა გასტეხოდა გული
და არც იეჰოვა უნდა დაედანაშაულებინა.
ჩვენ ყველანი ვგავართ რაღაცით იობს,
ყველას რაღაცაზე გვაქვს სამუშაო.
სატანა იმედოვნებდა, რომ იობი ვერ მოერეოდა
სისუსტეებს და უორგულებდა იეჰოვას.
მაგრამ იეჰოვაც ასე ფიქრობდა იობზე?
ჩვენზეც ასე ფიქრობს?
ნამდვილად არა.
ბიბლიიდან გავიგოთ, როგორ აფასებდა იეჰოვა იობს.
ვნახოთ, როგორ დაიწყო ეს ისტორია.
გადავშალოთ იობის წიგნის 1-ელ თავზე.
მე-8 მუხლი მოვძებნოთ.
ასეთი სურათი გვაქვს,
სატანა სხვა ანგელოზებთან ერთად იეჰოვას წინაშეა.
აი, რა დიალოგი იმართება მათ შორის.
1:8:
„იეჰოვამ სატანას უთხრა:
„შეამჩნიე ჩემი მსახური იობი?
დედამიწაზე არავინაა მისი მსგავსი;
მართალი, უმწიკვლო,
ღვთისმოშიში კაცია და ბოროტებისგან შორს უჭირავს თავი“.
იეჰოვას სულ სხვა ხედვა აქვს,
ძალიან განსხვავებული.
ჩვენ რა უნდა გვახსოვდეს მაშინ,
როცა განსაცდელებს ვხვდებით.
ვნახოთ 1-ლი მხარე.
იეჰოვასთან
და ჩვენს ძვირფას და-ძმებთან ურთიერთობა
ძალიან მნიშვნელოვანია.
ჯერ იეჰოვაზე ვისაუბროთ.
აშკარაა, რომ სატანას სძულდა იობი,
არანაირი ფასი არ ჰქონდა.
მას ერთადერთი ინტერესი გააჩნდა –
უნდოდა, ეს კაცი თავისი მიზნის მისაღწევად გამოეყენებინა.
იეჰოვას და იობს კი მეგობრობა აკავშირებდათ.
ამიტომაც არ თმობდა ის ერთგულებას.
არადა ვერ ხვდებოდა პრობლემების მიზეზს.
იეჰოვაც კარგად იცნობდა იობს.
ხედავდა, რომ მისი ერთგულიც იყო და ოჯახისაც,
თაყვანს არ სცემდა ციურ მნათობებს,
მზესა თუ მთვარეს,
რაც იმ დროისთვის უცხო არ იყო,
მფარველობდა ობლებსა და ქვრივებს
და მსახურებსაც კარგად ეპყრობოდა.
იეჰოვა იმასაც ხედავდა,
რომ იობს არ უნდოდა ეღალატა მისთვის.
მართალია იობის სისუსტეებიც იცოდა,
მაგრამ ამით არ აფასებდა,
იობის უარყოფითზე
არ ამახვილებდა ყურადღებას.
მასში კარგს ხედავდა,
დადებითს ეძებდა.
იეჰოვა ჩვენც ასე გვიდგება,
რატომ?
იმიტომ, რომ ჩვენც ვმეგობრობთ მასთან
და გვიყვარს ის.
ზოგჯერ შეიძლება გვინდოდეს,
რომ იეჰოვა სწრაფად ჩაერიოს სიტუაციაში
ან დაგვანახოს, როგორ მოვიქცეთ.
შეიძლება ვერ მივხვდეთ, რატომ უშვებს იეჰოვა ამა თუ იმ განსაცდელს,
ან ვიფიქროთ,
რომ მიღებული რჩევა არ გამოგვადგება.
მაგრამ ჩვენ ვიცნობთ იეჰოვას.
ამიტომ ვითმენთ და ვენდობით მას,
გვჯერა, ის იზრუნებს ჩვენზე და დაგვიფასებს მოთმინებას.
განსაცდელები რომ ავიტანოთ,
ჩვენ და-ძმებთან ურთიერთობაც გვჭირდება.
მაგალითად,
იობის დასახმარებლად იეჰოვამ თავისი სულით ელიჰუ აღძრა.
ის უმცროსი იყო, ნაკლებად გამოცდილი,
მაგრამ იობმა მიიღო რჩევა,
დახმარებაზე უარი არ თქვა.
როცა ელიჰუმ პირდაპირ,
მაგრამ ასე რბილად რჩევა მისცა,
იობმა შეიძლება შვებით ამოისუნთქა და ატირდა.
და-ძმებსაც უნდათ,
რომ გვერდში დაგვიდგნენ,
მაგრამ ერთი მომენტიცაა,
ჩვენც უნდა ვიყოთ მზად დახმარების მისაღებად,
იქნება ეს სულიერი,
ფიზიკური თუ ემოციური.
მათი ნაკლოვანებების გამო
ამაზე ხელი არ უნდა ვუკრათ
და არც ის უნდა ვიფიქროთ,
რომ ტვირთად ვექცევით.
და-ძმებს აღელვებთ ჩვენი მდგომარეობა,
მათთან ურთიერთობის გარეშე აღსასრულამდე მიღწევა
გაგვიჭირდება.
ასე რომ,
იეჰოვასთანაც უნდა ვიმეგობროთ
და და-ძმებთანაც.
მე-2 მხარეზეც ვისაუბროთ.
განსაცდელების მიმართ
სწორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს.
კარგად ვიცით,
რომ იობის პრობლემების მიზეზი
იეჰოვა არ ყოფილა.
მაგრამ არც თავიდან აარიდა,
დაუშვა, რომ ცოტა ხნით ეტანჯა.
უმთავრესად იმიტომ,
რომ იობს დაემტკიცებინა ერთგულება
და ის, რომ სატანა ტყუოდა.
მეორე მხრივ, განსაცდელებმა იეჰოვას იმის შესაძლებლობა მისცა,
იობისთვის ბევრი რამ ესწავლებინა.
დღეს რა სიტუაციაა?
სატანა კიდევ უფრო გაბოროტებულია,
ასე რომ არ გვიკვირს,
როცა განსაცდელებს ვხვდებით,
არც იმას ვცდილობთ, იეჰოვასთვის მიუღებელი გზებით
თავი დავიძვრინოთ მათგან,
რატომ?
იმიტომ რომ, ამ დროს საშუალება გვეძლევა,
იეჰოვას სიყვარული
და ერთგულება დავუმტკიცოთ.
წარმოიდგინეთ, როგორ იგრძნობდა თავს იობი,
სატანის დაცინვის საპასუხოდ იეჰოვას ასეთი რამ რომ ეთქვა:
იობი კარგი კაცია,
მაგრამ რაღაცები კიდევ აქვს გამოსასწორებელი.
მოსეს დაველოდოთ, ეს მზად არაა.
მაგრამ ასე არ ყოფილა,
გახსოვთ, რა წავიკითხეთ მე-8 მუხლში.
სინამდვილეში, იობზე საუბარი სატანას არ წამოუწყია.
მის გამოცდაზე კი ფიქრობდა,
მაგრამ იობი პირველად იეჰოვამ ახსენა და საუკეთესოდ დაახასიათა.
იობის მსგავსად ჩვენც გვინდა,
რომ ზეციერ მამას სიყვარული დავუმტკიცოთ.
გვინდა, მან ჩვენზეც შეძლოს იმავეს თქმა,
რასაც იობზე ამბობდა.
განსაცდელების დროს
განსაკუთრებული შესაძლებლობაც გვეძლევა.
მოდი ჩემთან ერთად მოძებნეთ პეტრეს 1-ლი წერილი.
მე-5 თავის მე-10 მუხლი ვნახოთ.
1 პეტრეს 5:10.
წავიკითხოთ:
„მცირე ხნით თქვენი ტანჯვის შემდეგ“,
ანუ განსაცდელები გვექნება,
„გულმოწყალე ღმერთი,
რომელმაც მოგიხმოთ, რომ ქრისტესთან ერთობაში ყოფილიყავით
და დიდება მიგეღოთ“,
ახლა დააკვირდით,
„თავად დაასრულებს თქვენს მომზადებას“.
და შედეგად, „გაგამხნევებთ,
განგამტკიცებთ და გაგაძლიერებთ“.
იეჰოვა არ იდგა იობის განსაცდელების უკან,
მაგრამ ეს სიტუაცია მის სასწავლებლად გამოიყენა.
იეჰოვამ მას თვალსაზრისი შეუსწორა
და ისიც დაანახა,
რომ თავმდაბლობა სჭირდებოდა.
ასე რომ, განსაცდელების დროს
ჩვენც უნდა დავფიქრდეთ,
რას მასწავლის ახლა იეჰოვა?
მეტი რწმენა,
თავმდაბლობა ან რბილი ხასიათი ხომ არ მჭირდება?
თუ ამაზე დავფიქრდებით,
იეჰოვა ჩვენც გვასწავლის, დაგვხვეწს.
ცოტა ხნის წინ ერთ დას ვესაუბრე.
ის უკვე დიდი ხანია,
რაც სერიოზულ პრობლემას ებრძვის.
საუბრის დროს მან ძალიან კარგი აზრი აღნიშნა.
ის არ ელოდა,
რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა
და ძალიან დიდი იმედი აქვს,
რომ არც აღარასოდეს აღმოჩნდება,
თუმცა ამ სიტუაციამ
განსაკუთრებულად დაანახა,
როგორ ზრუნავდა იეჰოვა პირადად მასზე.
ასე მისი ხელი, მანამდე არასდროს უგრძნია.
ამან რწმენა განუმტკიცა.
დიახ, განსაცდელების დროს იეჰოვა გვასწავლის, გვხვეწს
და გვაძლიერებს.
ვინ იცის, კიდევ რამდენ განსაცდელს შევხვდებით,
სანამ აღსასრული დადგება.
სატანაც ჩასაფრებულია,
ელის როდის დაგვიცდება ფეხი.
მაგრამ ეს რომ არ დაგვემართოს,
მაგრად უნდა ჩავეჭიდოთ იეჰოვას და
და-ძმებთანაც მჭიდრო ურთიერთობა უნდა გვქონდეს.
მარტო, მხოლოდ ჩვენი ძალებით, განსაცდელებს ვერ ავიტანთ.
ისიც მნიშვნელოვანია,
განსაცდელების მიმართ
სწორი დამოკიდებულება გვქონდეს,
ამ დროს შესაძლებლობა გვეძლევა,
პასუხი გავცეთ სატანის ბრალდებას,
იეჰოვას კი დავასრულებინოთ ჩვენი მომზადება.
-