00:00:01
დღეს გვინდა, იობის წიგნიდან
ერთი მნიშვნელოვანი აზრი შევიხსენოთ.00:00:05
00:00:06
ალბათ უცხო არავისთვისაა ის აზრი,
რომ ქვეყნიერებას სატანა მართავს,00:00:11
00:00:11
რადგან იეჰოვამ მისცა მას ამის უფლება.00:00:14
00:00:14
მაგრამ იობის წიგნიდან კარგად ჩანს,00:00:16
00:00:16
რომ უმაღლესი ხელისუფალი სინამდვილეში იეჰოვაა.00:00:20
00:00:20
ამ ფაქტის ცოდნა მოთმინების ძალას გვაძლევს 00:00:23
00:00:23
და ამავე დროს გვაიმედებს კიდეც.00:00:25
00:00:25
ამ წიგნში იეჰოვა00:00:27
00:00:27
სადღაც ოცდაათჯერ არის მოხსენიებული ყოვლისშემძლედ,00:00:30
00:00:30
რაც იმაზე მეტია,00:00:31
00:00:31
ვიდრე ბიბლიის დანარჩენ წიგნებში ერთად აღებული.00:00:34
00:00:34
აქედან ჩვენ არამხოლოდ იობის ისტორიას ვიგებთ, 00:00:38
00:00:38
იმას თუ რა გადახდა თავს, 00:00:39
00:00:39
არამედ იმას, რაც ამ ისტორიის მიღმაა.00:00:42
00:00:42
ანუ ვიხედებით კულისებში00:00:44
00:00:44
და ვრწმუნდებით, რომ იეჰოვა უზენაესი ხელისუფალია.00:00:48
00:00:48
რა ხდება კულისებში?00:00:49
00:00:49
მოდი ჩემთან ერთად მოძებნეთ
იობის 1-ელი თავი,00:00:52
00:00:55
შეგვიძლია კითხვა დავიწყოთ
1-ელი თავის მე-6 მუხლიდან:00:01:00
00:01:03
„ერთ დღეს,
როდესაც ღვთის ძეები“ 00:01:05
00:01:05
ანუ ანგელოზები,00:01:07
00:01:07
„იეჰოვას წინაშე წარდგნენ,00:01:09
00:01:09
სატანაც მივიდა იქ“.00:01:11
00:01:12
რა თქმა უნდა, ის იქ ვერ მივიდოდა,
იეჰოვას ამის უფლება რომ არ მიეცა.00:01:17
00:01:17
მან ეს იმიტომ დაუშვა,00:01:19
00:01:19
რომ უაღრესად მნიშვნელოვან კითხვას გასცემოდა პასუხი.00:01:23
00:01:23
ისიც უნდა ითქვას,00:01:25
00:01:25
რომ სატანა იქ ყოფნით00:01:26
00:01:26
იეჰოვას ვერანაირ დისკომფორტს ვერ შეუქმნიდა.00:01:30
00:01:30
სიტუაციას იეჰოვა აკონტროლებდა,00:01:33
00:01:33
ის იყო მთავარი.00:01:34
00:01:34
შესაბამისად, მის ძალაუფლებას საფრთხეს ვერავინ შეუქმნიდა.00:01:38
00:01:38
ზუსტად ეს ჩანს მომდევნო მე-7 მუხლში:00:01:42
00:01:42
„იეჰოვამ სატანას ჰკითხა:00:01:44
00:01:44
„სად იყავი?“00:01:46
00:01:47
სატანამ იეჰოვას მიუგო:00:01:49
00:01:49
„ვიხეტიალე და შემოვიარე დედამიწა“.00:01:52
00:01:52
ხედავთ ვინ სვამს კითხვებს და ვინ პასუხობს?00:01:55
00:01:55
რა, იეჰოვამ არ იცოდა, სად იყო სატანა?00:01:59
00:01:59
ცხადია, იცოდა.00:02:00
00:02:01
უბრალოდ მან ნება დართო, ელაპარაკა00:02:03
00:02:04
და ამით ყველასთვის აშკარა გახადა ის,00:02:06
00:02:06
რაც თავად კარგად იცოდა.00:02:08
00:02:08
რისი გამოაშკარავება უნდოდა მას?00:02:11
00:02:11
იმის, რომ სატანა საეჭვოდ დაეხეტებოდა 00:02:14
00:02:14
და რაღაც ბოროტება ჰქონდა ჩაფიქრებული.00:02:17
00:02:17
ამით არ დასრულებულა მათი საუბარი. 00:02:19
00:02:19
ნახეთ, რა კითხვას სვამს იეჰოვა 00:02:22
00:02:22
და როგორ ააშკარავებს სატანის მოტივს.00:02:24
00:02:25
მე-8 მუხლი:00:02:26
00:02:27
„იეჰოვამ სატანას უთხრა:00:02:29
00:02:29
„შეამჩნიე ჩემი მსახური იობი?“00:02:32
00:02:32
ან სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, 00:02:34
00:02:34
„მიზანში ამოიღე ჩემი მსახური?“.00:02:36
00:02:37
იეჰოვამ კი კარგად იცის,00:02:39
00:02:39
მაგრამ უნდა, რომ ათქმევინოს.00:02:41
00:02:41
სატანას გამბედაობა არ ეყო,
თავისი პირით ეთქვა, რაც ჰქონდა გულში.00:02:46
00:02:46
ამიტომაც წამოჭრა იეჰოვამ ეს თემა.00:02:48
00:02:48
ზუსტად იცოდა, ვინ იყო მისი სამიზნე.00:02:51
00:02:51
იცოდა, რა ფიქრები უტრიალებდა თავში და რა სურდა.00:02:56
00:02:56
ჰაა თქვი, რასაც ფიქრობ,00:02:58
00:02:58
ნუ მალავო. 00:02:59
00:02:59
და მანაც თქვა, 00:03:01
00:03:01
უკვე სხვა გზა აღარ ჰქონდა.00:03:03
00:03:03
ვნახოთ მე-10 მუხლი:00:03:05
00:03:05
„შენ არ მფარველობ მას,00:03:07
00:03:07
... შენ არ აკურთხე მისი ნაშრომი?!“.00:03:08
00:03:08
კი ასეც იყო, 00:03:10
00:03:10
იეჰოვას ჰქონდა ამის უფლება. 00:03:11
00:03:11
ის ფაქტი, რომ სატანამ
მას ამაში ხელი ვერ შეუშალა,00:03:15
00:03:15
კარგად გვაჩვენებს, ვინ ვისზე მაღლა დგას,
ვინ არის უზენაესი.00:03:19
00:03:19
იეჰოვას სრული უფლება აქვს, დაიცვას თავისი მსახურები 00:03:23
00:03:23
და მათ საკეთილდღეოდ გამოიყენოს თავისი ძალა.00:03:26
00:03:26
მაგალითად, როგორ გამოჩნდა მისი ძალა,
როცა ადამი ეურჩა?00:03:30
00:03:30
მან დაუყოვნებლივ მიიღო ზომები 00:03:32
00:03:32
და სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზა
რომ დაეცვა, ორი ქერუბიმი დააყენა.00:03:36
00:03:36
სატანა აქ ვერაფერს გახდებოდა.00:03:38
00:03:38
ან წარღვნის დროს როგორ მოიქცა? 00:03:41
00:03:41
ნეფილიმები ერთი ხელის მოსმით გაანადგურა.00:03:43
00:03:43
აქაც უძლური აღმოჩნდა სატანა 00:03:45
00:03:45
და ვერ დაუპირისპირდა იეჰოვას ძალას.00:03:48
00:03:48
არადა ნეფილიმების არსებობა მის ინტერესებში შედიოდა.00:03:51
00:03:51
მოდი ახლა 1-ელი თავის მე-11 მუხლი ვნახოთ,00:03:55
00:03:55
რას ეუბნება სატანა იეჰოვას:00:03:57
00:03:57
„აბა, გაიწოდე ხელი, შეეხე მის ქონებას!“.00:04:00
00:04:00
მას უნდოდა, იეჰოვას უბედურება დაეტეხა იობისთვის,00:04:04
00:04:04
რაც გამორიცხული იყო.00:04:06
00:04:06
იეჰოვას არ დაუკარგავს სიტუაციაზე კონტროლი 00:04:09
00:04:09
და არც შეკამათებია.00:04:10
00:04:11
ის არასდროს მოქმედებს სატანის კარნახით 00:04:13
00:04:13
და თავის ხალხს ზიანს არ მიაყენებს.00:04:16
00:04:17
თუმცა უფლება მისცა სატანას, გამოეცადა იობი.00:04:20
00:04:20
ოღონდ, აქაც ზღვარი დაუწესა.00:04:23
00:04:23
ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას,00:04:25
00:04:25
რომ იეჰოვა აღმატებულ ძალაუფლებას ფლობს.00:04:28
00:04:28
როგორც მე-12 მუხლიდან ჩანს,00:04:30
00:04:30
იეჰოვა აძლევს სატანას საშუალებას, 00:04:33
00:04:33
იობს განსაცდელი მოუვლინოს.00:04:35
00:04:35
მაგრამ იმასაც ეუბნება,00:04:36
00:04:36
რომ თავად მას არ შეეხოს. 00:04:39
00:04:39
ამით, ასე ვთქვათ, ჩარჩოში აქცევს მას.00:04:42
00:04:42
სატანაც იძულებულია, დაემორჩილოს.00:04:44
00:04:44
უბრალოდ სხვა გზა არ აქვს.00:04:46
00:04:46
აქედან გამოჩნდა, რომ სატანა თვითმარქვიაა 00:04:49
00:04:49
და არ გააჩნია რეალური ძალაუფლება.00:04:52
00:04:52
ის ვერასოდეს მიაღწევს თავის საწადელს,00:04:54
00:04:54
რადგან დედამიწაზე ყოველთვის იქნებიან ისეთი ადამიანები,00:04:58
00:04:58
ვინც იეჰოვას მხარეს დადგებიან 00:05:00
00:05:00
და მას უერთგულებენ.00:05:02
00:05:03
1-ელმა თავმა დაგვანახა,00:05:05
00:05:05
ვინ არის აღმატებული ძალაუფლების მქონე 00:05:08
00:05:08
და ვინ არის დაბლა მდგომი.00:05:09
00:05:10
მე-2 თავიდან ჩანს, რომ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ, 00:05:13
00:05:13
ანუ გაიმართა მეორე რაუნდი. 00:05:15
00:05:15
სატანა ისევ გამოცხადდა 00:05:17
00:05:17
და ისევ რაღაც პრეტენზია აქვს.00:05:19
00:05:19
ამჯერად მან იობს დასდო ბრალი 00:05:21
00:05:21
და თქვა, რომ მისი ერთგულება
იეჰოვას მიმართ მოჩვენებითი იყო.00:05:25
00:05:25
იეჰოვამაც მისცა უფლება, მეორედ გამოეცადა იობი.00:05:29
00:05:29
ოღონდ გააფრთხილა,00:05:30
00:05:30
რომ მის სიცოცხლეს არ შეხებოდა.00:05:32
00:05:32
სატანა მიხვდა,
რომ ამჯერადაც ვერ გაიტანდა თავისას.00:05:35
00:05:35
ამიტომ ისღა დარჩენოდა, 00:05:37
00:05:37
დამორჩილებოდა ამ ბრძანებას. 00:05:39
00:05:39
რა ჩანს აქედან?00:05:41
00:05:41
ის, რომ ყოვლისშემძლე მხოლოდ იეჰოვაა.00:05:45
00:05:45
მის აღმატებულ ძალაზე ფიქრი00:05:47
00:05:47
იმედსაც გვაძლევს და მოთმინების ძალასაც.00:05:51
00:05:51
ამ განხილვის მიზანიც სწორედ ესაა.00:05:53
00:05:54
ახლა კი ყველაზე საინტერესო,00:05:56
00:05:56
ვნახოთ 42-ე თავი.00:05:58
00:05:58
42:1000:06:00
00:06:02
თუმცა იქამდე ერთი დეტალი,00:06:04
00:06:05
ის, რომ იობის განსაცდელი უსასრულოდ არ გაგრძელებულა,00:06:09
00:06:09
რამდენიმე თვე იყო ასეთ მდგომარეობაში,00:06:11
00:06:11
ერთი წელიც არ იყო გასული.00:06:13
00:06:13
და დააკვირდით, რა ხდება შემდეგ.00:06:15
00:06:15
მე-10 მუხლი:00:06:16
00:06:17
„მას შემდეგ,00:06:18
00:06:18
რაც იობმა თავისი მეგობრებისთვის ილოცა,00:06:21
00:06:21
მოაშორა იეჰოვა მას უბედურება 00:06:23
00:06:23
და დაუბრუნა ის ყველაფერი, რაც დაკარგა“.00:06:26
00:06:26
მას შემდეგ, რაც იობმა დაამტკიცა ერთგულება,00:06:30
00:06:30
რა მოიმოქმედა იეჰოვამ? 00:06:32
00:06:32
მან ჩათვალა, რომ უკვე საკმარისი იყო 00:06:35
00:06:35
და საბოლოო წერტილი დაუსვა მის ტანჯვას.00:06:37
00:06:37
როგორც უზენაესმა ხელისუფალმა 00:06:40
00:06:40
მაშინვე დაუბრუნა პირვანდელი მდგომარეობა იობს.00:06:43
00:06:43
ანუ სატანას თავისი არ გაატანინა.00:06:46
00:06:47
რაში გვეხმარება ამის ცოდნა?00:06:49
00:06:49
როცა ვიცით, რომ იეჰოვას აბსოლუტური ძალაუფლება აქვს,00:06:53
00:06:53
უკვე ეჭვი აღარ გვეპარება,00:06:55
00:06:55
რომ ის იმოქმედებს 00:06:56
00:06:56
და ამ ქვეყნიერებაში იმაზე დიდხანს
აღარ მოგვიწევს ცხოვრება,00:07:00
00:07:00
ვიდრე ავიტანდით.00:07:01
00:07:01
მოდი შევაჯამოთ 00:07:03
00:07:03
და ეს მსჯელობა დღევანდელ მუხლს დავუკავშიროთ.00:07:06
00:07:07
რაზეც დღეს ვისაუბრეთ,00:07:08
00:07:08
მოთმინების ძალას გვაძლევს00:07:10
00:07:10
და გვარწმუნებს,
რომ ღმერთი არ დაუშვებს ისეთ განსაცდელს,00:07:14
00:07:14
რასაც ვერ ავიტანთ.00:07:16
00:07:16
დავინახეთ, რომ იეჰოვა
აღმატებულ ძალაუფლებას ფლობს 00:07:20
00:07:20
და თავისი განზრახვის წინააღმდეგ არასოდეს წავა.00:07:23
00:07:23
ისიც დავინახეთ,
რომ სატანა ფსევდოხელისუფალია.00:07:26
00:07:26
იობის ისტორიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა,00:07:29
00:07:29
რომ იეჰოვას ერთი სული აქვს, ჩვენი მდგომარეობა
უკეთესობისკენ შეცვალოს.00:07:34
00:07:34
როგორც დღევანდელ მუხლში ეწერა,00:07:36
00:07:36
ეს ყველაფერი,00:07:37
00:07:37
„ჩვენ სასწავლებლად დაიწერა“.00:07:39
მარკ ნიუმარი: იობივით ჩვენც ავიტანთ ყველაფერს (რომ. 15:4)
-
მარკ ნიუმარი: იობივით ჩვენც ავიტანთ ყველაფერს (რომ. 15:4)
დღეს გვინდა, იობის წიგნიდან
ერთი მნიშვნელოვანი აზრი შევიხსენოთ.
ალბათ უცხო არავისთვისაა ის აზრი,
რომ ქვეყნიერებას სატანა მართავს,
რადგან იეჰოვამ მისცა მას ამის უფლება.
მაგრამ იობის წიგნიდან კარგად ჩანს,
რომ უმაღლესი ხელისუფალი სინამდვილეში იეჰოვაა.
ამ ფაქტის ცოდნა მოთმინების ძალას გვაძლევს
და ამავე დროს გვაიმედებს კიდეც.
ამ წიგნში იეჰოვა
სადღაც ოცდაათჯერ არის მოხსენიებული ყოვლისშემძლედ,
რაც იმაზე მეტია,
ვიდრე ბიბლიის დანარჩენ წიგნებში ერთად აღებული.
აქედან ჩვენ არამხოლოდ იობის ისტორიას ვიგებთ,
იმას თუ რა გადახდა თავს,
არამედ იმას, რაც ამ ისტორიის მიღმაა.
ანუ ვიხედებით კულისებში
და ვრწმუნდებით, რომ იეჰოვა უზენაესი ხელისუფალია.
რა ხდება კულისებში?
მოდი ჩემთან ერთად მოძებნეთ
იობის 1-ელი თავი,
შეგვიძლია კითხვა დავიწყოთ
1-ელი თავის მე-6 მუხლიდან:
„ერთ დღეს,
როდესაც ღვთის ძეები“
ანუ ანგელოზები,
„იეჰოვას წინაშე წარდგნენ,
სატანაც მივიდა იქ“.
რა თქმა უნდა, ის იქ ვერ მივიდოდა,
იეჰოვას ამის უფლება რომ არ მიეცა.
მან ეს იმიტომ დაუშვა,
რომ უაღრესად მნიშვნელოვან კითხვას გასცემოდა პასუხი.
ისიც უნდა ითქვას,
რომ სატანა იქ ყოფნით
იეჰოვას ვერანაირ დისკომფორტს ვერ შეუქმნიდა.
სიტუაციას იეჰოვა აკონტროლებდა,
ის იყო მთავარი.
შესაბამისად, მის ძალაუფლებას საფრთხეს ვერავინ შეუქმნიდა.
ზუსტად ეს ჩანს მომდევნო მე-7 მუხლში:
„იეჰოვამ სატანას ჰკითხა:
„სად იყავი?“
სატანამ იეჰოვას მიუგო:
„ვიხეტიალე და შემოვიარე დედამიწა“.
ხედავთ ვინ სვამს კითხვებს და ვინ პასუხობს?
რა, იეჰოვამ არ იცოდა, სად იყო სატანა?
ცხადია, იცოდა.
უბრალოდ მან ნება დართო, ელაპარაკა
და ამით ყველასთვის აშკარა გახადა ის,
რაც თავად კარგად იცოდა.
რისი გამოაშკარავება უნდოდა მას?
იმის, რომ სატანა საეჭვოდ დაეხეტებოდა
და რაღაც ბოროტება ჰქონდა ჩაფიქრებული.
ამით არ დასრულებულა მათი საუბარი.
ნახეთ, რა კითხვას სვამს იეჰოვა
და როგორ ააშკარავებს სატანის მოტივს.
მე-8 მუხლი:
„იეჰოვამ სატანას უთხრა:
„შეამჩნიე ჩემი მსახური იობი?“
ან სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით,
„მიზანში ამოიღე ჩემი მსახური?“.
იეჰოვამ კი კარგად იცის,
მაგრამ უნდა, რომ ათქმევინოს.
სატანას გამბედაობა არ ეყო,
თავისი პირით ეთქვა, რაც ჰქონდა გულში.
ამიტომაც წამოჭრა იეჰოვამ ეს თემა.
ზუსტად იცოდა, ვინ იყო მისი სამიზნე.
იცოდა, რა ფიქრები უტრიალებდა თავში და რა სურდა.
ჰაა თქვი, რასაც ფიქრობ,
ნუ მალავო.
და მანაც თქვა,
უკვე სხვა გზა აღარ ჰქონდა.
ვნახოთ მე-10 მუხლი:
„შენ არ მფარველობ მას,
... შენ არ აკურთხე მისი ნაშრომი?!“.
კი ასეც იყო,
იეჰოვას ჰქონდა ამის უფლება.
ის ფაქტი, რომ სატანამ
მას ამაში ხელი ვერ შეუშალა,
კარგად გვაჩვენებს, ვინ ვისზე მაღლა დგას,
ვინ არის უზენაესი.
იეჰოვას სრული უფლება აქვს, დაიცვას თავისი მსახურები
და მათ საკეთილდღეოდ გამოიყენოს თავისი ძალა.
მაგალითად, როგორ გამოჩნდა მისი ძალა,
როცა ადამი ეურჩა?
მან დაუყოვნებლივ მიიღო ზომები
და სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზა
რომ დაეცვა, ორი ქერუბიმი დააყენა.
სატანა აქ ვერაფერს გახდებოდა.
ან წარღვნის დროს როგორ მოიქცა?
ნეფილიმები ერთი ხელის მოსმით გაანადგურა.
აქაც უძლური აღმოჩნდა სატანა
და ვერ დაუპირისპირდა იეჰოვას ძალას.
არადა ნეფილიმების არსებობა მის ინტერესებში შედიოდა.
მოდი ახლა 1-ელი თავის მე-11 მუხლი ვნახოთ,
რას ეუბნება სატანა იეჰოვას:
„აბა, გაიწოდე ხელი, შეეხე მის ქონებას!“.
მას უნდოდა, იეჰოვას უბედურება დაეტეხა იობისთვის,
რაც გამორიცხული იყო.
იეჰოვას არ დაუკარგავს სიტუაციაზე კონტროლი
და არც შეკამათებია.
ის არასდროს მოქმედებს სატანის კარნახით
და თავის ხალხს ზიანს არ მიაყენებს.
თუმცა უფლება მისცა სატანას, გამოეცადა იობი.
ოღონდ, აქაც ზღვარი დაუწესა.
ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას,
რომ იეჰოვა აღმატებულ ძალაუფლებას ფლობს.
როგორც მე-12 მუხლიდან ჩანს,
იეჰოვა აძლევს სატანას საშუალებას,
იობს განსაცდელი მოუვლინოს.
მაგრამ იმასაც ეუბნება,
რომ თავად მას არ შეეხოს.
ამით, ასე ვთქვათ, ჩარჩოში აქცევს მას.
სატანაც იძულებულია, დაემორჩილოს.
უბრალოდ სხვა გზა არ აქვს.
აქედან გამოჩნდა, რომ სატანა თვითმარქვიაა
და არ გააჩნია რეალური ძალაუფლება.
ის ვერასოდეს მიაღწევს თავის საწადელს,
რადგან დედამიწაზე ყოველთვის იქნებიან ისეთი ადამიანები,
ვინც იეჰოვას მხარეს დადგებიან
და მას უერთგულებენ.
1-ელმა თავმა დაგვანახა,
ვინ არის აღმატებული ძალაუფლების მქონე
და ვინ არის დაბლა მდგომი.
მე-2 თავიდან ჩანს, რომ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ,
ანუ გაიმართა მეორე რაუნდი.
სატანა ისევ გამოცხადდა
და ისევ რაღაც პრეტენზია აქვს.
ამჯერად მან იობს დასდო ბრალი
და თქვა, რომ მისი ერთგულება
იეჰოვას მიმართ მოჩვენებითი იყო.
იეჰოვამაც მისცა უფლება, მეორედ გამოეცადა იობი.
ოღონდ გააფრთხილა,
რომ მის სიცოცხლეს არ შეხებოდა.
სატანა მიხვდა,
რომ ამჯერადაც ვერ გაიტანდა თავისას.
ამიტომ ისღა დარჩენოდა,
დამორჩილებოდა ამ ბრძანებას.
რა ჩანს აქედან?
ის, რომ ყოვლისშემძლე მხოლოდ იეჰოვაა.
მის აღმატებულ ძალაზე ფიქრი
იმედსაც გვაძლევს და მოთმინების ძალასაც.
ამ განხილვის მიზანიც სწორედ ესაა.
ახლა კი ყველაზე საინტერესო,
ვნახოთ 42-ე თავი.
42:10
თუმცა იქამდე ერთი დეტალი,
ის, რომ იობის განსაცდელი უსასრულოდ არ გაგრძელებულა,
რამდენიმე თვე იყო ასეთ მდგომარეობაში,
ერთი წელიც არ იყო გასული.
და დააკვირდით, რა ხდება შემდეგ.
მე-10 მუხლი:
„მას შემდეგ,
რაც იობმა თავისი მეგობრებისთვის ილოცა,
მოაშორა იეჰოვა მას უბედურება
და დაუბრუნა ის ყველაფერი, რაც დაკარგა“.
მას შემდეგ, რაც იობმა დაამტკიცა ერთგულება,
რა მოიმოქმედა იეჰოვამ?
მან ჩათვალა, რომ უკვე საკმარისი იყო
და საბოლოო წერტილი დაუსვა მის ტანჯვას.
როგორც უზენაესმა ხელისუფალმა
მაშინვე დაუბრუნა პირვანდელი მდგომარეობა იობს.
ანუ სატანას თავისი არ გაატანინა.
რაში გვეხმარება ამის ცოდნა?
როცა ვიცით, რომ იეჰოვას აბსოლუტური ძალაუფლება აქვს,
უკვე ეჭვი აღარ გვეპარება,
რომ ის იმოქმედებს
და ამ ქვეყნიერებაში იმაზე დიდხანს
აღარ მოგვიწევს ცხოვრება,
ვიდრე ავიტანდით.
მოდი შევაჯამოთ
და ეს მსჯელობა დღევანდელ მუხლს დავუკავშიროთ.
რაზეც დღეს ვისაუბრეთ,
მოთმინების ძალას გვაძლევს
და გვარწმუნებს,
რომ ღმერთი არ დაუშვებს ისეთ განსაცდელს,
რასაც ვერ ავიტანთ.
დავინახეთ, რომ იეჰოვა
აღმატებულ ძალაუფლებას ფლობს
და თავისი განზრახვის წინააღმდეგ არასოდეს წავა.
ისიც დავინახეთ,
რომ სატანა ფსევდოხელისუფალია.
იობის ისტორიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა,
რომ იეჰოვას ერთი სული აქვს, ჩვენი მდგომარეობა
უკეთესობისკენ შეცვალოს.
როგორც დღევანდელ მუხლში ეწერა,
ეს ყველაფერი,
„ჩვენ სასწავლებლად დაიწერა“.
-