JW subtitle extractor

ბეტი ჟორჟი: მორჩილებს ყოველთვის ხელი ემართებათ (1 მეფ. 2:3)

Video Other languages Share text Share link Show times

მოდი ერთად ვნახოთ დღევანდელი
დღის მუხლის კონტექსტი.
ეს განხილვა თითოეულს
პრაქტიკულ მხარეს დაგვანახებს.
ერთად მოვძებნოთ მეფეების წიგნი.
პირველი მეფეები,
მეორე თავი,
პირველი მუხლი.
ესე იგი, 2:1.
ვნახოთ, რა დროს უთხრა დავითმა თავის ვაჟს,
სოლომონს, დღევანდელ
მუხლში ჩაწერილი სიტყვები.
„მოახლოვდა დავითის სიკვდილის დრო,
ამიტომ თავის ვაჟს, სოლომონს, უთხრა“.
ბოლო სიტყვებია.
ახლა მეორე მუხლი წავიკითხოთ:
„გამაგრდი და ვაჟკაცურად იყავი!“
მაგრამ მთავარ აზრს
მე-3 მუხლში ვკითხულობთ:
„შეასრულე შენი ვალდებულება
იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე,
იარე მისი გზით და დაიცავი მოსეს
კანონში ჩაწერილი მისი წესები“.
მოდი აქ გავჩერდეთ.
ერთი სიტყვით რომ
შეგვეჯამებინა დავითის ნათქვამი,
რა იქნებოდა ის ერთი სიტყვა?
მორჩილება.
რას ფიქრობთ?
მორჩილების შემთხვევაში
როგორ წარიმართებოდა სოლომონის ცხოვრება?
ვნახოთ მუხლის ბოლო ნაწილი.
თუ სოლომონი მორჩილი იქნებოდა,
ნახეთ, რა მოყვებოდა ამას:
„რასაც ხელს მოჰკიდებ და სადაც კი წახვალ,
ხელი მოგემართება“.
ასე რომ,
ჩვენ რა პრაქტიკულ მხარეს ვხედავთ აქედან?
მორჩილებს ყოველთვის ხელი ემართებათ.
სოლომონსაც ემართებოდა ხელი მანამ,
სანამ მორჩილი იყო.
მაგრამ ახლა მასზე კი არა,
დანიელზე ვისაუბრებთ.
ის ზუსტად ამ პრინციპის
თანახმად ცხოვრობდა
და შედეგად ხელიც ემართებოდა.
მოდი მისი ცხოვრებიდან
ერთი ეტაპი შევიხსენოთ
და დანიელის პირველი თავი ვნახოთ.
ამ თავიდან ვხედავთ,
რომ დანიელი სხვა ებრაელებთან
ერთად ბაბილონში მიჰყავთ.
ამ განხილვისას დავინახავთ,
როგორ მიჰყვებიან დანიელის
მაგალითს ძმები,
რომლებიც საავადმყოფოებთან
თანამშრომლობის კომიტეტში მსახურობენ.
ვნახოთ, როგორ ითვალისწინებს
დანიელი ამ პრინციპს.
მე-8 მუხლიდან ვხედავთ მის განწყობას,
რომ გულით უნდა დაემორჩილოს იეჰოვას.
მოდი წავიკითხოთ:
„დანიელმა გულში გადაწყვიტა,
თავი არ გაეუწმინდურებინა
სამეფო ნუგბარითა და ღვინით“.
საინტერესოა, რატომ ამბობდა დანიელი
უარს მეფის ნუგბარზე?
შეიძლება იმიტომ,
რომ ხორციდან სისხლი
სათანადოდ არ იყო გამოდენილი,
დანილს კი უნდოდა,
რომ დამორჩილებოდა
სისხლთან დაკავშირებულ კანონს.
როცა საქმე სისხლს ეხება,
ჩვენც ასეთივე განწყობა გვაქვს.
თუმცა დანიელს ესმოდა, რომ სხვების დახმარება სჭირდებოდა,
ამ კანონს რომ დამორჩილებოდა.
რა გააკეთა?
იგივე მუხლი ვნახოთ.
ბოლო ნაწილი:
„კარისკაცთა უფროსს სთხოვა,
ნება დაერთო მისთვის,
რომ არ გაუწმინდურებულიყო“.
დღესაც ასეა,
სისხლთან დაკავშირებულ
კანონს რომ დავემორჩილოთ,
დახმარება ჩვენც გვჭირდება ექიმებისგან,
რომლებიც ჩვენს პოზიციას პატივს სცემენ.
როგორც მუხლიდან დავინახეთ,
დანიელმა კარისკაცთა უფროსს
მიმართა დახმარებისთვის.
როგორც ჩანს, ამას ერთჯერადი კი არა,
მრავალჯერადი სახე ჰქონდა.
ძმები დღესაც ასე იქცევიან.
საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტი
ყველანაირად ცდილობს, კარგი
ურთიერთობა დაამყაროს ექიმებთან
და მათი შრომა შედეგიანიცაა.
ახლა ისევ დანიელს დავუბრუნდეთ.
დააკვირდით, რას ვკითხულობთ მე-9 მუხლში:
„ჭეშმარიტმა ღმერთმა დანიელს
კარისკაცთა უფროსის თვალში
კეთილგანწყობა და წყალობა მოაპოვებინა“.
აქედან ჩანს,
რომ დანიელის მცდელობა შედეგიანი აღმოჩნდა.
ამ კომიტეტის შემთხვევაშიც ასეა.
მათი ძალისხმევის წყალობით
მთელ მსოფლიოში 100 000–ზე მეტი ექიმია,
რომლებიც მზად არიან, ისე
უმკურნალონ იეჰოვას მოწმეებს,
რომ პატივი სცენ მათ
შეხედულებას სისხლზე.
ახლა დანიელის 1:10 ვნახოთ.
„კარისკაცთა უფროსმა დანიელს უთხრა:
„მეშინია ჩემი მეფე-ბატონისა“.
ხედავთ, სიტუაცია იცვლება
და გამონაკლისი არც ჩვენი დროა.
ზოგჯერ ექიმებმა შეიძლება უარი
თქვან მოწმეების მკურნალობაზე
არასაკმარისი გამოცდილების,
აღჭურვილობის არქონის,
ან იმის გამო, რომ საავადმყოფოს შინაგანაწესი
არ აძლევთ ამის უფლებას.
იმის მსგავსად, რაც კარისკაცთა
უფროსმა თქვა:
არ მინდა მეფეს ვეურჩო.
ამის გამო ხომ არ დანებდა
დანიელი და თქვა, რა ვქნა,
რაც შემეძლო გავაკეთეო.
პასუხი მეთერთმეტე მუხლიდან ჩანს:
„მაშინ დანიელმა სთხოვა მეურვეს,
რომელიც კარისკაცთა უფროსმა დაუნიშნა“
ანუ სხვას ელაპარაკა.
მსგავსადვე, კომიტეტი ცდილობს, სულ უფრო
მეტ ექიმთან ითანამშრომლოს.
ისინი ეძებენ,
ასე ვთქვათ, აკაკუნებენ მათ კარზე.
ეს ძმები ეძებენ ექიმებს,
რომლებიც პატივისცემით მოეკიდებიან
ჩვენს შეხედულებას სისხლზე.
დანიელს დავუბრუნდეთ.
წავიკითხოთ მე-12 მუხლი
და დავაკვირდეთ, რას
ეუბნება თავის მეურვეს.
„გამოსცადე შენი მსახურები ათი დღე“.
ფაქტობრივად, დანიელმა პრეზენტაცია გააკეთა,
მეურვეს უთხრა,
იქნებ ახალი მიდგომა გვეცადა
სხვა კვების რეჟიმს ხომ არ მივყვეთო.
ძმებიც ასე იქცევიან
და ექიმებს ეუბნებიან,
რას იტყვით უსისხლო მკურნალობა
ხომ არ მოგვესინჯაო.
რა შედეგი გამოიღო დანიელის ძალისხმევამ?
აი რას ვკითხულობთ შემდეგ,
დასთანხდა მეურვე და
ზუსტად ათი დღეს სცდიდა მათ.
დღეს საავადმყოფოებთან
თანამშრომლობის
კომიტეტიც აკეთებს პრეზენტაციებს.
ბოლო წლებში ორგანიზაცია ზრუნავს იმაზე,
რომ ძმებს ექიმებისთვის წარსადგენად
ფაუერ ფოინთში აწყობილი
პრეზენტაცია ჰქონდეთ.
ამ პრეზენტაციის პირველ
სამ სლაიდს გაჩვენებთ.
პირველივე სლაიდიდან ჩანს, რომ ჩვენ
მათთან თანამშრომლობა გვინდა
და არა დაპირისპირება.
გვსურს, საერთო ენა გამოვნახოთ მათთან.
მეორე სლაიდზე ვხედავთ,
რომ ზოგჯერ შეიძლება ისე ჩანდეს,
თითქოს ექიმები და
იეჰოვას მოწმე პაციენტები
სხვადასხვა მხარეს არიან.
მაგრამ ამ ღონისძიების,
ამ პრეზენტაციის მიზანი
ზუსტად ჩატეხილი ხიდის აღდგენაა.
გვახარებს იმის ცოდნა,
რომ საავადმყოფოებთან
თანამშრომლობის კომიტეტს
ეს პრეზენტაცია ძალიან ადგება
და ეს ღონისძიება თავის მიზანს აღწევს.
ჯერ მარტო შეერთებული შტატების
ფილიალის ტერიტორიაზე
გასულ წელს
3 600–ზე მეტჯერ უჩვენეს
ექიმებს პრეზენტაცია
და დაანახეს,
რა განსხვავებული მეთოდებით შეეძლოთ
ემკურნალათ იეჰოვას მოწმე
პაციენტებისთვის.
ასე ხდება ხოლმე.
იეჰოვა ყოველთვის აკურთხებს მორჩილებას.
დანიელი ყველაფერში ემორჩილებოდა
და აკურთხა კიდეც.
და დღესაც ზუსტად ასე ხდება.
ხედავს, რომ ვემორჩილებით მის
კანონს სისხლთან დაკავშირებით
და აკურთხებს ჩვენს ძალისხმევას.
გვიხარია, რომ
საავადმყოფოებთან
თანამშრომლობის კომიტეტები
ბევრ ექიმთან თანამშრომლობენ.
ახლა იმაზე დავფიქრდეთ,
ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია?
როგორ დავუჭიროთ მხარი
ასეთ შესანიშნავ ღონისძიებას?
ვიმსჯელოთ შემდეგ ორ მხარეზე.
პირველი, გვინდა, მივყვეთ იმ მითითებას,
რომელიც ორი წლის წინ მივიღეთ.
გახსოვთ 2023 წლის იანვარში
გაკეთებული განცხადება?
ხელმძღვანელმა საბჭომ გვირჩია,
რომ, რაც შეიძლება, მალე დავუკავშირდეთ
საავადმყოფოებთან
თანამშრომლობის კომიტეტს,
ასე უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაშიც,
თუ ვფიქრობთ, რომ
სისხლის გადასხმა არ დაგვჭირდება.
თადარიგის დაჭერა
ნამდვილად ღირს.
სასიამოვნოა იმის დანახვა,
რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით
და-ძმები მიჰყვებიან ამ მითითებას.
ამან საგრძნობლად შეამცირა
კრიტიკული შემთხვევები.
ძალიან სასიხარულო ამბავია.
საქმე ხომ ადამიანის სიცოცხლეს ეხება.
განსაკუთრებით აქტუალური კი ეს საკითხი
ფეხმძიმეების შემთხვევაშია.
ამ დროს ხომ საქმე ერთს კი არა,
ორ სიცოცხლეს ეხება.
ასე რომ, თადარიგის დაჭერას
კარგი შედეგი მოყვება.
აფრიკაში მომხდარ ერთ
შემთხვევას მოგიყვებით.
ერთი ორსული და ადრიანად
დაუკავშირდა ამ კომიტეტს.
ძმები მას და მის მეუღლეს
კარგი ექიმის მოძებნაში დაეხმარნენ.
პირველ ტრიმესტრში
ყველაფერი კარგად მიდიოდა.
მეორეშიც ასე იყო.
მაგრამ მესამე ტრიმესტრში
დას გაურთულდა ფეხმძიმობა.
ექიმს დაუკავშირდნენ.
ის შვებულებაში იყო.
მაგრამ ის მაშინვე დაბრუნდა შვებულებიდან,
ჩვენს დას რომ დახმარებოდა.
ექიმმა უთხრა,
რომ რომ არ დაკავშირებოდა,
ამ დის და მისი პატარის სიცოცხლეს
საფრთხე ემუქრებოდა.
გულს გვითბობს იმის დანახვა,
რომ ორგანიზაციისგან მიღებული
მითითებების მორჩილებას
კარგი შედეგები მოჰყვება.
ასე რომ, რაც შეიძლება მალე
დაუკავშირდით საავადმყოფოებთან
თანამშრომლობის კომიტეტს
და სხვებსაც უთხარით ასე მოიქცნენ.
და მეორე, ილოცეთ ამ ძმებისთვის
და მათი ოჯახებისთვის.
გიფიქრიათ, რამდენი უნდა გადაგვეხადა
ასეთი სერვისი რომ მიგვეღო 24/7-ზე.
ამას ვერასდროს შევწვდებოდით.
ამიტომ რამდენად მადლიერები
უნდა ვიყოთ იეჰოვასი, ამ ძმების
და მათი ოჯახის წევრების.
ეს და-ძმები ძალიან დიდ მსხვერპლზე მიდიან
და გვეხმარებიან, დავემორჩილოთ იეჰოვას.
ესე იგი, შევაჯამოთ ჩვენი
დღევანდელი განხილვა.
იეჰოვამ დანიელს
დაუფასა მორჩილება.
ჩვენც ვემორჩილებით იეჰოვას,
ვიცავთ მის კანონს
და ჩვენც ვხედავთ,
როგორ გვიმართავს ხელს.
ამიტომ არასდროს დაგვავიწყდეს ეს პრინციპი:
მორჩილებს ყოველთვის ხელი ემართებათ!